სიახლეები

ტელეკომპანია იმედის ახალი მფლობელები

30.05.2012 • • 1385
ტელეკომპანია იმედის ახალი მფლობელები

ავტორი: media.ge
ტელეკომპანია „იმედს“ ახალი მფლობელები ჰყავს. 29 დეკემბერს „იმედმა“ საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია გამოაქვეყნა. სადაც ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“ მითითებული. თავის მხრივ აღნიშნული კომპანიის წილები ასე ნაწილდება გიორგი არველაძე – 45%, გიორგი კორახაშვილი 30%, გიორგი მიქელაძე 15% და ჯოზეფ ქეი 10%.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 22 ნოემბრამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფის“ 10% ჯოზეფ ქეის ეკუთვნოდა, 90%-ს პანამაში რეგისტრირებული „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, მისი წარმომადგენელი კი გიორგი არველაძე იყო.

ოფშორული კომპანიის წილი ჯერ გიორგი არველაძემ გადაიფორმა, შემდეგ კი გიორგი მიქელაძესა და გიორგი კორახაშვილს მიჰყიდა. მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში თანხა მითითებული არ არის. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონ სამასი ათასი ლარია.

„იმედის“ ფაქტიური მფლობელებიდან საზოგადოებისთვის უცნობი მხოლოდ ორი მათგანი გიორგი კორახაშვილი და გიორგი მიქელაძეა.

მფლობელი #1 – გიორგი კორახაშვილი

გიორგი კორახაშვილი კომპიუტერული კომპანია „ალგორითმის“ პრეზიდენტია, მისი მამა გივი კორახაშვილი კი – ერთპიროვნული მფლობელი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ალგორითმა“ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 50 ათასი ლარი „შესწირა“.

ხელისუფლების პროექტში „კომპიუტერი ყველასათვის“ მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ერთერთი იყო „ალგორითმი“.

2011 წელს კორახაშვილების კომპანიის „ალგორითმის“ მიერ აშენებულ ქარხანაში დამზადდა პირველ კლასელთათვის განკუთვნილი 60 ათასი ნეტბუკი. აწყობის პროცესს პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

გიორგი კორახაშვილს ეკუთვნის შპს „ავტოგაზი პირველის“ 40 პროცენტი. ის სააქციო საზოგადოება “ავტოგაზის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც ავტომობილების გაზით გასამართ საკომპრესოროებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, მარნეულში, ხაშურში, წეროვანში, ზესტაფონში, სამტრედიაში) ფლობს. მისი საკუთრებაა მოძრავი გაზგასამართი სადგურებიც.

„ავტოგაზ პირველის“ დანარჩენ 60%-ს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობს, მისი დირექტორი ნათია თურნავაა, რომელიც ეკონომიკურის განვითარების ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. მესაკუთრე კი „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია,“ რომელიც ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ 65%-ს ფლობს. ჰოლდინგი 2011 წლის დეკემბრამდე ირიბად ფლობდა ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-სა და“მზეს“.

გიორგი კორახაშვილი საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიცაა. ის მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლეა.

მფლობელი #2 – გიორგი მიქელაძე

„იმედის“ 15%-ის მფლობელი გიორგი მიქელაძეც ბიზნესმენია. მისი კუთვნილი „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი“ ერთპიროვნულად ფლობს შპს „ბი ენდ ბი პროვიჟენსის“, რომელსაც 2010 წლის პირველ აპრილს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ შპს „სასათბურე მეურნეობა”-ს 100%-იანი წილი მართვის უფლებით, 35 წლის ვადით, გადაეცა. „სასათბურე მეურნეობის“ მფლობელი თბილისის მერიაა. თავის მხრივ „ბი ენდ ბი პროვიჟენსი“, ნიდერლანდურ კომპანია „ფაჩიანთან“ ერთად „ვანის სათბურებს“ ფლობს.

გიორგი მიქელაძეს კიდევ ერთი კომპანიის შპს „გრატო პასაჟის“ 80% ეკუთვნის. თბილისის მერიის ვებ გვერდის ცნობით, გრატო პასაჟი მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო თბილისის ცენტრალურ უბანში. პროექტი „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალს“ უნდა განეხორციელებინა.

როგორც გრატო პასაჟის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, შპს „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო ფინანსები, მშენებლობა და უძრავი ქონების მართვაა. “ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალმა“ 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში ჰოლანდიური ყვავილების მოყვანა გადაწყვიტა. კომპანია პროექტს ჰოლანდიის მთავრობასთან ერთად ახორციელებდა.

შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულება მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანიებს 2011 წლის აპრილში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების შემდეგ აქვთ. კანონის ახალი რედაქციით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ფლობა როგორც პირადაპირ ისე ირიბად აეკრძალათ და მფლობელთა შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებ გვერდზე გამოქვეყნება დაევალათ. დეკლარაცია უკვე გამოაქვეყნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა.

გადაბეჭდვის წესი