მთავარი,სიახლეები

ტენდერი წინასწარცნობილი გამარჯვებულით

30.05.2012 • 1504
ტენდერი წინასწარცნობილი გამარჯვებულით

ავტორი: ეთერ თურაძე

შპს „ინკლაინის“ მფლობელი ეჭვობს, რომ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული, ტენდერის ჩატარებამდე არის ცნობილი. მისი ვარაუდით, ეს კომპანია შპს „აჭარგანათებაა“. საჩივრის ავტორმა, ანუ გიორგი სამხარაძემ ამ ტენდერში ჩადებული დისკრიმინაციული მუხლის გაუქმების თხოვნით შემოსავლების სამსახურს 10 მაისს მიმართა.

ტენდერი „ბათუმის ბულვარმა“ 2012 წლის 25 აპრილს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 550 744 ლარია. ამ თანხით გამარჯვებულმა 430 ცალი დეკორატიული პროჟექტორი უნდა შეიძინოს ბათუმის ბულვარისთვის. სატენდერო წინადადების შეტანის ბოლო ვადა 2012 წლის 17 მაისს იწურება.
საჩივრის ავტორმა გიორგი სამხარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შემოსავლების სამსახურს მათი, ანუ „ინკლაინის“ განცხადება, ჯერჯერობით, არ განუხილავს. საჩივარში გიორგი სამხარაძე ითხოვს სატენდერო მოთხოვნებში ჩადებული შემდეგი დისკრიმინაციული მუხლის გაუქმებას: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის საქონელი საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობით“.

გიორგი სამხარაძე ვარაუდობს, რომ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული, რასაც შემდეგი თანმიმდევრობით ასაბუთებს: „ბათუმის ბულვარის ტენდერში ნომრით შPA120011960 შესასყიდია სპეციფიკური სანათების მიწოდება ნაწილობრივი მონტაჟით, ხოლო საკვალიფიკაციო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: “ტენდერში მონაწილე პრედენტენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხარისხისა და შინაარსის საქონელი საერთო ღირებულებით 500 000 ლარი“.

შემდეგ შემსყიდველი გვაწვდის შესასყიდი ობიექტის შესაბამის მახასიათებლებს და სურათებს, ანალოგიური ტენდერი სსიპ ბათუმის ბულვარს უკვე ჩატარებული აქვს 28.03.2011 წელს ნომრით შPA110006681, სადაც იდენტური სანათები მიწოდებული აქვს შპს „აჭარგანათებას“, საერთო ღირებულებით 325 489 ლარი. ამ ტენდერში წარმოდგენილი სურათებისა და მახასიათებლების მიხედვით ირკვევა, რომ ამ სანათებს უშვებს პორტუგალიაში ბაზირებული კომპანია შცჰრედერ-ი, ხოლო მოდელის სახელია ტერრა-მახი. ამ ინფორმაციას გვაწვდის „აჭარგანათების“ სატენდერო დოკუმენტაცია. ასეთივე ანალოგიური სანათები „აჭარგანათებას“ მიწოდებული აქვს ბათუმის მერიისთვის 2009 და 2010 წლებში.

ავტორი: ეთერ თურაძე

შპს „ინკლაინის“ მფლობელი ეჭვობს, რომ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული, ტენდერის ჩატარებამდე არის ცნობილი. მისი ვარაუდით, ეს კომპანია შპს „აჭარგანათებაა“. საჩივრის ავტორმა, ანუ გიორგი სამხარაძემ ამ ტენდერში ჩადებული დისკრიმინაციული მუხლის გაუქმების თხოვნით შემოსავლების სამსახურს 10 მაისს მიმართა.

ტენდერი „ბათუმის ბულვარმა“ 2012 წლის 25 აპრილს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 550 744 ლარია. ამ თანხით გამარჯვებულმა 430 ცალი დეკორატიული პროჟექტორი უნდა შეიძინოს ბათუმის ბულვარისთვის. სატენდერო წინადადების შეტანის ბოლო ვადა 2012 წლის 17 მაისს იწურება.
საჩივრის ავტორმა გიორგი სამხარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შემოსავლების სამსახურს მათი, ანუ „ინკლაინის“ განცხადება, ჯერჯერობით, არ განუხილავს. საჩივარში გიორგი სამხარაძე ითხოვს სატენდერო მოთხოვნებში ჩადებული შემდეგი დისკრიმინაციული მუხლის გაუქმებას: „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის საქონელი საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობით“.

გიორგი სამხარაძე ვარაუდობს, რომ „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული, რასაც შემდეგი თანმიმდევრობით ასაბუთებს: `ბათუმის ბულვარის ტენდერში ნომრით შPA120011960 შესასყიდია სპეციფიკური სანათების მიწოდება ნაწილობრივი მონტაჟით, ხოლო საკვალიფიკაციო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: `ტენდერში მონაწილე პრედენტენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხარისხისა და შინაარსის საქონელი საერთო ღირებულებით 500 000 ლარი“.

შემდეგ შემსყიდველი გვაწვდის შესასყიდი ობიექტის შესაბამის მახასიათებლებს და სურათებს, ანალოგიური ტენდერი სსიპ ბათუმის ბულვარს უკვე ჩატარებული აქვს 28.03.2011 წელს ნომრით შPA110006681, სადაც იდენტური სანათები მიწოდებული აქვს შპს „აჭარგანათებას“, საერთო ღირებულებით 325 489 ლარი. ამ ტენდერში წარმოდგენილი სურათებისა და მახასიათებლების მიხედვით ირკვევა, რომ ამ სანათებს უშვებს პორტუგალიაში ბაზირებული კომპანია შცჰრედერ-ი, ხოლო მოდელის სახელია ტერრა-მახი. ამ ინფორმაციას გვაწვდის „აჭარგანათების“ სატენდერო დოკუმენტაცია. ასეთივე ანალოგიური სანათები „აჭარგანათებას“ მიწოდებული აქვს ბათუმის მერიისთვის 2009 და 2010 წლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: