სიახლეები

საჯარო რეესტრმა ივანიშვილის “ქართული ოცნება” დაარეგისტრირა

30.05.2012 • • 1197
საჯარო რეესტრმა ივანიშვილის “ქართული ოცნება” დაარეგისტრირა

ნეტგაზეთი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართულ ოცნება” დაარეგისტრირა. ეს ინფორმაცია რეესტრის პრეს–სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადების შემდეგ გაავრცელა.

ივანიშვილის პრეს–სადმივნოს ცნობით, 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება ახალი სუბიექტის- ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. განმცხადებლის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო მოსაკრებელი, რაც დადგენილი წესით ითვალისწინებს მომსახურების დასრულებას განაცხადის შეტანის დღესვე.

“შესაბამისად, რეესტრი ვალდებული იყო, განცხადების შეტანის დღესვე (24/11/2011) რეგისტრაციაში გაეტარებინა ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება,” ან მიეთითებინა განმცხადებლისთვის საბუთებში არსებულ ხარვეზებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება მიღებულია. რეალურად, რეესტრი არ არეგისტრირებს საზოგადოებრივ მოძრაობას და არც რაიმე სახის ხარვეზს უდგენს განმცხადებელს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ჯერ საჯარო რეესტრის ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ კი უშუალოდ რეესტრში ადგილზე მისვლით შეეცადნენ, გაერკვიათ წარდგენილ განცხადებაზე პასუხის გაცემის გაჭიანურების მიზეზი. არანაირი განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არღვევს რეესტრი საქართველოს კანონმდებლობას, გაკეთებული არ ყოფილა”, – ნათქვამია ივანიშვილის პრეს–სამდივნოს განცხადებაში.

მათივე თქმით, “აშკარად სახეზეა ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა პოლიტიკური ოპონენტის უკანონო დისკრიმინაციის, რაც პოლიტიკური დევნისა და კანონის დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.”

“ქართული ოცნების” პრეზენტაციის გამართვას ბიძინა ივანიშვილის გუნდი 11 დეკემბერს გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი