არჩილ ხაბაძე აგროსერვისცენტრების მუშაობით დაინტერესდა. თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და სოფლის მეურნეობის მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. დღესვე, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს აჭარის მთავრობისგან ავტომობილები და საოფისე ინვენტარი გადაეცა.
ინფორმაციისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები აჭარის მასშტაბით, 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმის თვითმმართველობაში pirvel აპრილს შეიქმნა, სადაც კონკურსის წესით 27ადამიანი დასაქმდა.
მათთვის პრეს-კონფერენცია გამართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ უცხოელ ჟურნალისტებს მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, გააცნო. ჟურნალისტები უკრაინული მედია საშუალებებისთვის სხვადასხვა ფორმატის გადაცემასა და ბეჭდურ მასალას მოამზადებენ.
პრეს-კონფერენციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა აჭარის ღვინის სახლში ჩამოსხმული საექსპორტო ღვინო დააგემოვნეს, რომელიც ადგილობრივი უნიკალური ჯიშის ყურძნისგან არის დამზადებული.
ასევე, დაათვალიერეს ბათუმის ღირსშესანიშნაობები, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, გონიოს ციხე, სარფის საბაჟო და ბათუმის იუსტიციის სახლი.
პრეს-ტური უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით დაიგეგმა. ტურს კომპანია „უკრფერი“ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
არჩილ ხაბაძე და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედვარდ შატვიიჩუკი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც 2013-2014 წლებში ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები გაიმართება..
მათ შორის, აჭარის და ოდესის დელეგაციების მონაწილეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში; მცირე და საშუალო საწარმოების სავაჭრო-ეკონომიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; აჭარის სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული კულტურები, წვენები და კონცენტრატები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა) ოდესის ოლქში ექსპორტის ხელშეწყობა; ტურისტების ერთობლივი მომსახურების პროგრამების ჩამოყალიბება.
უკრაინის ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის მომზადება; ინფორმაციის გაცვლა სასწავლო პროცესში ახალი საგანმანათლებლო და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვაზე; სამედიცინო მუშაკებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდება ქ.ოდესის მერს ალექსეი კოსტუსევთან, ნიკოლაევის ოლქის საბჭოს თავმჯდომარეს იგორ დიატლოვს და ოდესა-იზმაილის ეპარქიის მიტროპოლიტ აგათანგელს. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში არჩილ ხაბაძე დაესწრება საერთაშორისო ფორუმს „Odesaa FDI Forum 2013”, რომელზეც განიხილება შემდეგი თემები: ინვესტიციების მოზიდვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში – არსებული პრობლემები, ახალი მეთოდები და გადაწყვეტილებები; ინვესტიციები საპორტო სექტორში. ენერგო რესურსების ინფრასტრუქტურაში ინვესტირება;
გივიკერესელიძე: როგორც მოგეხსენებათ, სამოყვარულო კრივი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. „ოქროს ხელთათმანიც“ სწორედ ამას ემსახურება.
– დიახ. დღეისათვის მოწვეულები არიან და ჩამოსვლაზე დაგვთანხმდნენ უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ასევე, ბელორუსი, რუსეთი და ირლანდია. საინტერესო და სასიხარულო ფაქტია, რომ ირლანდიის მოკრივე ქალთა ეროვნულ ნაკრებს ქართველი ზურაბ ანთია წვრთნის, სწორედ მისი მოსწავლე, ქეთი ტეილორი, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ჩამოსვლის სურვილი მანაც გამოთქვა და არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონა ბათუმში იჩხუბოს.
–იჩხუბებსკი?
– ვნახოთ. თუ ტურნირში არ მიიღებს მონაწილეობას, შესაძლოა ერთი საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართოს, რაც ერთი-ორად გაზრდის სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესს. გარდა ამისა, საკუთარი კლუბის მოკრივეებს ჩამოიყვანს ასევე ქართველი მწვრთნელი დევი გოგია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. ერთი ნიუანსია მხოლოდ, ტურნირის ჩატარებას აგვისტოში ვაპირებდით, მაგრამ ვინაიდან წლევანდელი კალენდარი დატვირთულია, აპრილში გადმოვიტანეთ. წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება, ასე რომ…
–ვისდავახვედრებთ?
– გოგონათა შორის დღესდღეობით ორი მოკრივე გვყავს, 60 და 64 კგ. წონით კატეგორიებში ასპარეზობენ. ამათგან ერთი, მარიკა ხორავა (60 კგ.) ერთადერთი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.
–ასაკობრივკატეგორიებზერასგვეტყვით?
– 18 წლამდე სპორტსმენთა შორის 10 წონითი კატეგორია იქნება, უფროს ასაკში, ანუ დიდებში ოთხი წონითი კატეგორია.
–ბათუმსვინწარმოადგენს?
– გოგონათა შორის, როგორც აღვნიშნე, მარიკა ხორავა, ვაჟთა შორის კი რინგზე გუნდის მთავარი მწვრთნელის გოჩა აბაშიძის ძმა გელა აბაშიძე (69 კგ.) და მამია მემიშიში (-60 კგ.) გავლენ.
–ორგანიზატორიაჭარისკრივისფედერაციაა?
– დიახ, მაგრამ ტურნირი საქართველოს კრივის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდება. აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი აბაშიძე გახლავთ, როელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურნირმა მაღალ ორგანიზებულ დონეზე ჩაიაროს და ხალხმა კარგი სანახაობა იხილოს. ასევე, ამ დღეებში ბათუმში ველოდებით წარსულში ცნობილ და ტიტულოვან მოკრივეს, დავით კვაჭაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოს კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ვნახოთ, ვფიქრობ საინტერესო ტურნირი გველოდება.
მწვრთნელი მოვიკითხე, საზღვაო აკადემიის სპორტის სექციის ხელმძღვანელი თემურ ქავზინაძე აღმოჩნდა, რომელიც ამასთანავე აჭარის მძლეოსანთა ნაკრების მწვრთნელიცაა. ინტერვიუზე მომდევნო დღისთვის შევთანხმდით. დათქმულ დროზე მისულს, ბატონი ზაური ძველი გაზეთებით დამხვდა. „აი, წაიკითხე“, – მითხრა. დავხედე და მაშინვე ვიცანი დაახლოებით 8-10 წლის წინათ „გაზეთ ბათუმელებში“ ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატიები. „ა, ბიძიკო, შეგიძლია პირდაპირ გადაიწერო აქედან, ამის მერე არაფერი შეცვლილა ერთის გარდა. თუ ადრე ბულვარში დავრბოდით, ახლა პარკში გადმოვინაცვლეთ, დანარჩენი კი აქ წერია“, _ ალალად მითხრა. მაშინაც პირობების არქონას უჩიოდნენ მძლეოსნები. მართლა არაფერი შეცვლილა.
დამაინცბრუნავს!
„ამ ბიჭებს და გოგონებს რომ უყურებთ, საქართველოსა და აჭარის ჩემპიონები, ასევე, სტუდენტური უნივერსიადების გამარჯვებულები და პრიზიორები არიან“, – მითხრა ბატონმა ზაურმა და თან ყველა გამაცნო, – ბექა კურტანიძე, დიმიტრი ფიფია, სერგო პეტრიძე, გიორგი ლაკვეხველიანი, დაჩი ჯაფარიძე, თემურ მახარაძე, ნინო პაქსაძე… სხვებიც არიან, ოცზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს. თავად ზაურ ქავზინაძე წარსულში საკმაოდ ტიტულოვანი მძლეოსანი ყოფილა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი, სპორტსაზოგადოებების „ცსკა-ს“, „სპარტაკის“, „დინამოს“, სსრკ-ს ჩემპიონი. დღეს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს, ისინიც უსმენენ, სწავლობენ დარბიან, ვარჯიშობენ იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან…
ოცნებასკაციარმოუკლავს…
ოლიმპიური სტადიონი თავისი სარბენი ბილიკებით – ფიქრი ამგვარ სპორტულ არენაზე კარგა ხანია გასცილდა რეალობის ზღვარს და ოცნებადქცეული, ჩვენებური, მადლიანი „ჩაკრულოს“ არ იყოს, კოსმოსს შეუერთდა. დაპირებები ბევრი მოვისმინეთ, ყველასგან. ერთმა გაარემონტა, ევროსტანდარტებს მიამსგავსა, მეორემ დაანგრია და მერე გაყიდა, მესამე დუმს, ჯერ დაპირებებსაც ვერ ვისმენთ… ხომ მიხვდით, ვისაც ვგულისხმობ?! – ხელისუფლებას!
„ბავშვებმა არ იციან რა არის გასახდელი და საშხაპე, არაფერს ვამბობ სარბენ ბილიკებზე. იქ საფარი სულ სხვაა, ჩვენ კი, პრაქტიკულად, ბეტონზე დავრბივართ. რა შედეგზე უნდა ვილაპარაკოთ?! არც ინვენტარი გვაქვს და არც ფორმები. აქვე, პარკში, ხეებს ამოფარებულები ვიცვლით. ეს არის ჩვენი „გასახდელიც“ და „საშხაპეც“, – დანანებით ამბობს ბატონი ზაური და დასძენს, რომ სპორტსმენები, რასაც აღწევენ, მხოლოდ საკუთარი გარჯისა და ენთუზიაზმის ხარჯზე.
დამშვიდებისას მითხრა, – „რამდენიც არ უნდა დაწერო, აზრი არა ქვს, მაინც არაფერი შეიცვლებაო“, – ვერაფერს ეტყვი, მართალია! 10 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა.
თემურდანელია: არაერთი კარგი მებრძოლი აღვზარდეთ ჩვენ, მათ შორის საქართველოს ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები. სამწუხაროდ, დღეს რთული პერიოდი გვიდგას. ძნელად ვახერხებთ ტურნირებზე გამგზავრებას, შეჯიბრებების გარეშე კი – სპორტსმენის გაზრდა-განვითარება არ ხდება. თემურ კახიძეა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, როდესაც საშუალება ჰქონდა, ყოველთვის გვეხმარებოდა, გვაფინანსებდა, ბევრჯერ საკუთარი თანხა მოუცია ჩვენთვის ტურნირებზე გასამგზავრებლად, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ყველა სპორტსმენისა და პირადად ჩემი სახელით, თუმცა ახლა მასაც არა აქვს საშუალება და ვართ ასე, მიტოვებულებივით.
–სპორტისსამინისტროანდეპარტამენტიარგაფინანსებთ?
– არანაირად. ერთადერთი, ვინც გვეხმარება, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და ხელვაჩაურის სპორტსკოლაა, სადაც ამჟამად ვვარჯიშობთ. არიან აჭარის რეგიონში სპორტის ამ სახეობის მიმდევრები, მაგრამ თავისთვის ვარჯიშობენ, მარტივად რომ ვთქვათ, ერთობა არ არის, კლუბებად არიან დაქსაქსულები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირებზე როდესაც გავდივართ, ჩვენს გუნდს აჭარის ნაკრების ნაცვლად ხელვაჩაურის ნაკრები უფრო შეესაბამება, ვინაიდან ყველა სპორტსმენი მხოლოდ ჩვენი სკოლის წარმომადგენელია.
– დიახ, და ეს უმთავრესად მწვრთნელთა და თავად სპორტსმენთა ენთუზიაზმის ხარჯზე ხდება. რამდენმე დღეა რაც თბილისიდან დავბრუნდით, სადაც უშუ სანდა-ში ევრაზიის თასის გათამაშებაზე მივიღეთ მონაწილეობა. ორი სპორტსმენი წავიყვანეთ და ორივემ მედალი მოიპოვა. გოგონათა შორის ნათია დიასამიძემ პირველი ადგილი დაიკავა, ვაჟებში კი – თორნიკე ქოქოლაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ხელვაჩაურის სპორტსკოლის აღსაზრდელია. ნათია კი კიკ-ბოქსინგის პარალელურად ძიუდოშიც ვარჯიშობს ნათია აბუსერიძესთან. უშუ სანდა ბრძოლისა და ჭიდაობის სინთეზია, სწორედ ამან განაპირობა მისი გამარჯვება, 19 წლისაა ნათია და დიდი პერსპექტივა აქვს. იგივე შემიძლია ვთქვა თორნიკეზეც.
7 აპრილს თბილისში გაიმართება კავკასიის თასის გათამაშება კიკბოქსინგში K-1 ვერსიით, სადაც 5-6 მებრძოლს ვიახლებთ, მათ შორის ნათიასაც. დარწმუნებული ვარ, კარგი შედეგით დავბრუნდებით.
– სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით. პერსპექტივა ვერ დაინახეს ბიჭებმა. ედნარი კონტრაქტით ჯარში მსახურობს, ასევე ჯარშია ჯაბა მემიშიშიც, მისი ძმა მამია კი – თბილისშია და კრივზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებენ გარკვეულ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას. შარშან ედნარმა WKN ვერსიით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო პოლონელ პაველ ზევზევჩუკთან. დღესდღეობით ედნარი ამ ვერსიით მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა და ქამრის მოპოვების რეალური პრეტენდენტია.
–ახლებისშესახებრასგვეტყვი?
– რამაზ დევაძე, სულხან კახიძე, არიან კიდევ ბიჭები, რომლებსაც კარგი პერსპექტივა აქვთ, ეგაა, რომ სათანადო ხელშეწყობა სჭირდებათ. ვისაც სპორტი კარგად ესმის, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ.
– კონტაქტები ახლაც გვაქვს, თუმცა, მხოლოდ სატელეფონო. ვერ ვახერხებთ ჩასვლას ფინანსური პრობლემების გამო. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც უკრაინის კიკბოქსნიგნის ასოციაციის პრეზიდენტია(!), შარშან წერილით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს, რომ ჩვენი უკრაინაში გამგზავრება დაეფინანსებინა, თავმჯდომარემ წერილი სპორტის სამინისტროში გადაამისამართა, იქედან კი თანხის არქონის გამო, უარით გამოგვისტუმრეს. იმედია, ახლა მაინც შეიცვლება ვითარება, ვნახოთ.
– ამჟამადსადვარჯიშობთ? პირობებიროგორიგაქვთ?
– ძირითადი და ერთადერთი ბაზა ხელვაჩაურის სპორტსკოლაში გვაქვს, იქ ვვარჯიშობთ. პირობებს რაც შეეხება, ასე თუ ისე, გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, ხელზე პირსახოცები აღარ გვაქვს დახვეული, ხელთათმანები გვიკეთია. შხაპიც არის და დარბაზიც, ეგაა, რომ რინგი არ გვაქვს ჯერ, მაგრამ იმედია, ეს პრობლემაც მოგვარდება.
–სამომავლოგეგმებზეცგვითხარიორიოდსიტყვით…
– პირველ რიგში გეტყვით, რომ წელს ვაპირებთ თავიდან გავიაროთ ლიცენზირება, როგორც მწვრთნელთა, ასევე მსაჯთა შორის. ამჟამად საერთაშორისო კატეგორიის ორი მსაჯი ვართ, მე და სანდრო ტუღუში, რომელიც დღესდღეობით თურქეთში იმყოფება მსოფლიო კიკბოქსინგის ორგანიზაციის მიწვევით, იქ საგანგებო კონფერენცია ტარდება, თუ რა საკითხებზე, ამის შესახებ მისი დაბრუნების შემდეგ მეცოდინება. 28 მარტს მიწვეულნი ვართ ბაქოში, საერთაშორისო ტურნირი ტარდება, ჯერჯერობით, ისევ და ისევ ფინანსების გამო, ვერ ვახერხებთ გამგზავრებას და სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ვინმემ დაგვაფინანსოს. თუმცა, ვნახოთ…
მომხმარებელი იძულებულია იყიდოს მათი მოყვანილი საქონელი, რადგანაც ბაზრის მე-2 სართულის სავაჭრო დახლები თავისუფალია და იციან, რომ იქ ვერ იყიდიან მათთვის სასურველ საქონელს. რატომ არ შედიან გამყიდველები ბაზრის შენობაში და რატომ ურჩევნიათ მათ ღია ცის ქვეშ ვაჭრობა? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს ბაზრის დირექციამ.
მთელი ბაზარი უჭირავთ გადამყიდველებს, მათ ადრე სპეკულანტებს ეძახდნენ, ახლა გადამყიდველები ჰქვიათ. გადამყიდველები დილით ადრე ხვდებიან სოფლიდან ჩამოსულ საქონლის გამყიდველებს და ყიდულობენ მათ მიერ ჩამოტანილ საქონელს დაბალ ფასებში. ისე, რომ საქონლის გამყიდველმა არც კი იცის, რა ღირს გასაყიდად ჩამოტანილი მისი საქონელი.
ბაზარში ცუდად დგას ხორცის რეალიზაციის საკითხი. საქონელს კლავენ სოფლად, არაჰიგიენურ პირობებში, ჩამოაქვთ ღია მანქანით ან ავტობუსის საბარგულით. გზაში ხორცს ეყრება მტვერი, ესევა მწერები, კარგავს იგი პირვანდელ სახეს და იცვლის ფერს. ასეთ ხორცს გადამყიდველები ყიდულობენ და ყიდიან გაცილებით ძვირად.
ანალოგიურად ცუდად დგას ბაზარში თაფლის რეალიზაციის საკითხიც. ბაზარში სარეალიზაციოდ გამოტანილი თაფლის 70-80 პროცენტი არის ფალსიფიცირებული, რომელსაც ნამდვილი თაფლისგან ვიზუალურად ვერაფრით გაარჩევ. ამიტომ თაფლი ბაზარში უნდა გაიყიდოს ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ. რატომ არ აქცევს დირექცია ამ საკითხს ყურადღებას და რატომ ატყუებს მომხმარებელს?
ასეთივე დარღვევებია სხვა პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც მომხმარებლის მოტყუებისათვის კანონით გათვალისწინებულია სათანადო სასჯელი.
იმისათვის, რომ ბაზარმა იმუშაოს ნორმალურად და დამყარდეს წესრიგი, საჭიროა ბაზრის დირექციამ გამოიყენოს განვითარებული ქვეყნების ბაზრის მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ბაზრის დირექციამ გადამყიდველების ნაცვლად უნდა დაასაქმოს გამყიდველები, სათანადო სპეციალისტები, გაუფორმოს მათ ხელშეკრულება და დაუნიშნოს ხელფასი. ასევე უნდა აიყვანონ სამუშაოზე საქონლის შემსყიდველები, დამამზადებლები. შეიძინონ სპეციალური ავტომანქანები, ბაზარში გახსნან საქონლის შემსყიდველი პუნქტი, სადაც სოფლიდან ჩამოტანილ პროდუქტს ჩააბარებენ გლეხები ბაზრის დირექციის მიერ დაწესებულ ფასებში.
რაც შეეხება ხორცის შესყიდვას, შემსყიდველები უნდა მივიდნენ სოფლებში, შეისყიდონ საქონელი, გადაიყვანონ სასაკლაოზე, რომელიც იქნება თანამედროვედ აღჭურვილი და ყველა ჰიგიენური პირობების დაცვით აწარმოონ ხორცის შეტანა ბაზარში.
ასევე უნდა ხდებოდეს რძის პროდუქტების, ქათმის ხორცის, კვერცხის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის შესყიდვა სოფლებში. ბაზრის ასეთი მუშაობით ბაზარში დამყარდება წესრიგი, გაიზრდება ბაზრის შემოსავალი, მომხმარებელი კი შეიძენს საღ, ახალ პროდუქტს მისთვის ხელმისაწვდომ, დირექციის მიერ დამტკიცებული ფასის მიხედვით, რომელიც გამოკრული იქნება თვალსაჩინო ადგილზე. ასე გადამყიდველი ვეღარ მოატყუებს მომხმარებელს. ხოლო თუ ვინმე მოისურვებს თავად გაყიდოს თავისი პროდუქცია, ბაზრის დირექცია ამას არ აუკრძალავს, მას ექნება ამის უფლება, თუმცა ბაზარში არსებული ფასების შესაბამისად, დირექციის მიერ დამტკიცებული საქონლის ფასის ფარგლებში.
იმედია, ბაზრის დირექცია გულთან მიიტანს მოსახლეობის მოთხოვნას, გარდაქმნის მუშაობას თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისად და უზრუნველყოფს მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესებას.
ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლის, სოფიო ლაზიშვილის თქმით, უცხოელი სტუმრების დახვედრის პროგრამა აჭარაში, რომელიც დახვედრასა და ტკბილეულის შეთავაზებას ითვალისწინებს, 2010 წლიდან მოქმე-დებს და ის ჩამოსულ სტუმრებში ძირითადად აღტაცებას იწვევს. პროგრამის გაგრძელების მიზნით დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს წლევანდელი სეზონისთვის წლის განმავლობაში 28 006 ერთეული ტკბილეული შეუკვეთა. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ტკბილეულის ოდენობა გასული წლის დანახარჯის მიხედვით განსაზღვრეს.
სამი ან ოთხი ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოზარდი საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს ხვდება და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ტკბილეულს სთავაზობს: „დახვედრის ცერემონიალში სულ ხუთი 14 წლის ასაკის ბავშვია ჩართული, რომლებმაც კარგად იციან ინგლისური და რუსული ენები და ტკბილეულის შეთავაზებასთან ერთად შეუძლიათ გაესაუბრონ სტუმრებს. ეს ბავშვები ამ პროგრამის ფარგლებში ხელფასსაც იღებენ. დაფინანსებულია მათი გადაადგილების ხარჯებიც“.
ჯამში, უცხოელი სტუმრების დასახვედრად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2013 წლის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯება.
ტკბილეულით კი დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე მანანა ბოლქვაძე მოამარაგებს, მომსახურების პირობები მას ხელშეკრულებით აქვს გაწერილი.
რაც შეეხება მომავალ საკურორტო სე-ზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს, ამის შესახებ დეპარტამენტში ჯერჯერობით არ საუბრობენ. საიდუმლო არ არის მხოლოდ ის, რომ აქცენტები შიდა ტურიზმზე გაკეთდება, თუმცა სოფო ლაზიშვილის ინფორმაციით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით უცხოეთში მუშაობას შეაჩერებს. საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარის, ზვიად ელიზიანის თქმით, ტკბილეულით დახვედრა შეიძლება ორიგინალური იყოს ტურისტისთვის, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად იმოქმედებს ეს სტატისტიკაზე. „შესაძლებელია ამ ფულით, 60 ათასი ლარით, გა-ცილებით ეფექტური ღონისძიება დაგეგმილიყო, ამაზე თავად დეპარტამენტმა უნდა გააკე-თოს ანალიზი, უღირს თუ არა მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება. სახელმწიფომ რა თქმა უნდა უნდა დახარჯოს ფული პიარისთვის, მაგრამ ხარჯვა უნდა იყოს რაციონალური. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ პომპეზური ღონისძიებებისთვის, რაც ბოლო პერიოდში გამართეს, ჯამში 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა. რამდენი ამოიღო ამისგან სახელმწიფომ, ამის ანალიზი დეპარტამენტმა უნდა გააკეთოს“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.
დეპარტამენტის თანამშრომლის სოფიო ლაზიშვილის თქმით კი, წელს რეგიონში შიდა ტურიზმის სტატისტიკამ იკლო, რაც, მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმამ გამოიწვია.
სავარაუდოდ, ანალოგიური მიზეზით წინა წლებშიც იხოცებოდნენ ადამიანები, თუმცა ფაქტების გახმაურება და საზოგადოების ინფორმირება სათანადოდ ვერ ხდებოდა კონტროლირებადი მედიაგარემოს მიზეზით. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია 21-ე საუკუნეში ადამიანის ზოგადად და მითუმეტეს პატარა ბავშვის შიმშილის მიზეზით გარდაცვალება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ის სიყალბე, რომლითაც მოცულია ჩვენი საზოგადოება. ამ დღეებში არაერთ სხვადასხვა ტიპის თავყრილობაზე ხალხი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა გარდაცვლილის ხსოვნას. თუმცა ამ დამოკიდებულებაში სოლიდარობაზე მეტად, გულწრფელ ტკივილსა და შეძრწუნებაზე უფრო საკუთარი ადამიანობის ჩვენების ხიბლი გამოჩნდა. აი სად არის ჩაბუდებული სიყალბე!
ემოციური ტალღის გადავლის შემდეგ მიჩნდება კითხვა: არის თუ არა ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენივე მოქალაქეების კეთილდღეობა? არის თუ არა მიწა-წყალი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დომინანტი ეთნოსის (ქართველების) და სხვა ეთნიკური ფესვების მქონე მოქალაქეების ერთობლივი განვითარებისათვის აუცილებელი ტერიტორია? არის თუ არა სახელმწიფო-ინსტრუმენტი ზემოხსენებული მიზნის მიღწევისათვის?
როგორც ჩანს ნეგატიური პასუხებით უნდა დავკმაყოფილდეთ ამ ეტაპზე, რადგან დღეს არსებული მდგომარეობით მიზანს აბსტრაქტულად აღქმული დემოკრატია წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესების არეალადაა მიჩნეული მხოლოდ, ხოლო სახელმწიფო სამოქალაქო ძალადობის საფეხურზეა დარჩენილი. ერთი სიტყვით, მძიმე სოციალური ფონის გამოსწორებისაკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მსურს დავინახო.
ასევე ძალიან საყურადღებო გახლდათ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერი თელიას ირგვლივ განვითარებული აჟიოტაჟი. ერთი მხრივ, მინდა განვაცხადო, რომ ამ ფაქტამდე თელიას კომენტარი მოვისმინე სხვა საკითხთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა მისი კომპეტენტურობა, რაც ასე დეფიციტური ფენომენია ჩვენს სინამდვილეში. მეორე მხრივ კი, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ძალოვან სტრუქტურებზე სამოქალაქო კონტროლში მდგომარეობს. ამიტომ ბუნებრივია ეს პროცესი ზოგადად კარგი შედეგით დასრულდება.
ასევე ჩემი დაინტერესება გამოიწვია სხვადასხვა სტრუქტურებში ხელმძღვანელების მართვის სალდაფონურმა სტილმა. ამ ადამიანებს რატომღაც ადმინისტრირება მილიტარიზირებაში ერევათ. ან სულაც სხვაზე ბატონობის ქვეცნობიერი ძალა ამოძრავებთ. ჟან პოლ სატრის „სიტყვები“ მახსენდება: სხვაზე ბატონობის წყურვილი იმიტომ არ მღრღნის, რომ ჩემთვის მორჩილება არ უსწავლებიათ. ამიტომ ბატონებო, გთხოვთ, შეიცვალეთ თქვენი სტილი, ახირებები მოიცილეთ და მინიმუმ იქ მაინც შეაყვარეთ თავი, სადაც მართვა მოგანდეს.
და ბოლოს, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პოლიტპატიმრებისა და უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერს შორის არსებულ გაუგებრობას. დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით არ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, რადგან არ მსურდა დეტონატორის როლი მეთამაშა ამ პროცესში. უბრალოდ ვიტყვი, რომ პოლიტპატიმრობა გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მოტივებით დაგაკავებენ, ცხოვრების ერთგვარი წესია. ის დიქტატორული და კაცთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში გამოიხატება.
ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩადენილი დანაშაული და შეთითხნილი ბრალდება რეჟიმის სასარგებლოდ რომ არ უნდა აღიარო, აქსიომაა, თუმცა ეს არ არის საფუძველი რაიმე ტიპის წყალგამყოფების დაწესებისა. დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის არსიც იმაშია, რომ ოდიოზურმა ფიგურებმაც თუ შეძლეს ამომრჩევლის დარწმუნება, ნდობის მანდატით იღჭურვებიან. ეს არ ეხება კონკრეტულად ჩვენს პოლიტპატიმრებს, რომელთა მიმართ არა პოლიტიკური, მაგრამ ადამიანური, თბილი დამოკიდებულება გამაჩნია.
მოკლედ, რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე ფაქტს შევეხე და ყველა მათგანს ერთი საერთო აქვთ: ზნეობრივი დეფიციტი ურთიერთობებში. ამიტომ ყველას, საკუთარი თავის ჩათვლით, მივმართავ უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტის განხორციელებისაკენ.
kavkaz Trader-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე აბესლამიძე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აანონსებს forex-ის ქსელში. „ჩვენი მიზანია 1000 ადამიანი დავასაქმოთ ამ ერთ წელში. მთლიანად საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს და ვასწავლით ამ საქმიანობას.“ პრეზენტაციაზე ალექსანდრე აბესლამიძემ თავის თანამშრომელს გიორგი ღოღობერიძეს სიურპრიზი მოუწყო და ხელვაჩაურში kavkaz Trader ახლად გახსნილი ოფისის მართვა მიანდო.
პრეზენტაცია
kavkaz Trader-ის წარმომადგენელი გიორგი კვაბზირიძე, „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ კომპანია ამ საქმიანობის სწავლებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს: „kavkaz Trader-ი წარმოადგენს FOREX-ის გლობალურ ქსელს საქართველოში. დღევანდელი პრეზენტაციის მიზანია, ეს საქმიანობა პოპულარული გავხადოთ ქვეყანაში, ყველა რაიონში ვაპირებთ ოფისების გახსნას, სადაც ჩატარდება ტრენინგები. სწავლების კურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში ჩაერთობა ამ საქმიანობაში და გახდება Trader-ი.“
ფორექსი (FOREX – Foreign Exchange Market) არის ბანკთაშორისი, გარე-საბირჟო ბაზარი, რომელიც ჩამოყალიბდა 1971 წელს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა ბრეტონ ვუდის შემდეგ ვალუტის ფიქსირებული კურსიდან მცოცავზე გადავიდა. Fore -ის (იგივე Fx) მთავარი პრინციპია ერთი ვალუტის გაცვლა მეორეზე, თავისუფალი, ფორმირებული კურსით. ამასთან, ვალუტის კურსი, რომელიც დამოკიდებულია მეორეზე, ძალიან მარტივად განისაზღვრება: მოთხოვნათა თანასწორობა და წინადადება მიმდინარე დროის მომენტში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო, განესაზღვრათ სად და როგორ გააანაღდებენ გლეხები ნომინალურ ბარათებს სასოფლო-სამეურნეო საქონელზე და ინვენტარზე. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს, პესდიციტებისა და აგროქიმიკატების მარაგის საჭირო რაოდენობა და მოსალოდნელი საჭიროების მზადყოფნა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამით განსაზღვრული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერებს გადაეცათ ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლითაც მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე შეუძლიათ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ინვენტარი და საქონელი.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, ნაცმოძრაობამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 9-წლიან მმართველობასა და პოლიტიკური მოტივით ადამიანების უკანონო დაკავებაზე.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, აღიაროს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ წლების მანძილზე ადამიანებს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ არა დანაშაულის გამო, არამედ პოლიტიკური მოტივაციის გამო“, -აღნიშნა ყოფილმა პოლიტპატიმარმა ცოტნენ ანანიძემ.
მისივე თქმით, ის 26 მაისის აქციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს.
როგორც ცოტნე ანანიძე აღნიშნავს, ისინი „პოლიტიკური ბრძოლის გზებით“ შეეცდებიან, რომ ნაციონალურ მოძრაობას აღიარებინონ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა.
აქციაზე მყოფმა ადა მარშანია კი ნაცმოძრაობის გასამართლება მოითხოვა., „ერთად მოვსთხოვოთ საქარველოს პარლამენტს, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცეს ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს 9 წლის განმავლობაში“, – მოუწოდა მან აქციის მონაწილეებს.
აქციის მონაწილეებს ნაცმოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
კირთაძის შეფასებით, მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი, თუმცა მსგავს აქციებს ორგანიზებას მთავრობა არ უნდა უკეთებდეს: „პირველ რიგში ჯუმბერ თავართქილაძესვგულისხმობ, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა, ის „ხალხის პარტიას“ წარმოადგენს, რომელი კოალიციასთან ასოცირდება“.
ამასთან, გიორგი კირთაძე მთავრობას მოუწოდა, „ხალხისთვის დანაპირებების შესრულებაზე იფიქროს და არა ნაცმოძრაობის ოფისებთან აქციების გამართვაზე.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ქალაქის ქუჩებში გამყოფი ზოლების გავლებისა და პარკირების ადგილების განახლების სამუშაოებს ახორციელებს.
ყოფილი ჭადრაკის სასახლიდან ბაქოს ქუჩის ჩათვლით არსებულ მონაკვეთზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. პროცესში სპეციალისტთა 2 ბრიგადა არის ჩართული.
ამ ეტაპზე ქუჩების მონიშვნის სამუშაოები გორგილაძის ქუჩასა და შეიხის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები, რომლებიც მხედველობადაქვეითებულ მგზავრებზე არის გათვლილი. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურისტულ სეზონამდე უნდა დასრულდეს.
აჭარაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება.
ვაქცინაცია ჩაუტარდებათ არასრულად იმუნიზირებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, სამედიცინო პერსონალსა და წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, კონტაქტში მყოფ პირებს, მიუხედავად აცრის სტატუსისა.
ამასთან, დაავადების კერებში გამოვლენილ კონტაქტებს ვაქცინით აცრები უტარდებათ: 6-დან 11 თვის ჩათვლით ყველა ბავშვს, 7-დან 40 წლამდე ასაკის ყველა პირს; 2, 3, 4 და 6 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არ აქვთ ჩატარებული აცრა, აცრა ასევე ჩაუტარდებათ, 40 წლის და უფროსი ასაკის პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული პროგრამის კოორდინატორის ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც მან 3 მარტს განაცხადა, წითელას ვირუსით 2 ადამიანი – 11 თვის ჩვილი და 19 წლის მოზრდილი გარდაიცვალა.
შპს „სავანეს“ 17 500 კვ/მ ფართობი, ჭარნალის ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობის პირობებით გადაეცა. თუმცა, როგორც მთავრობაში აცხადებენ, ინვესტორს პირობები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად, არ შეუსრულებია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ინვესტორები ინერტულობას იჩენენ:
„ამიტომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმები არ მოეხსნებათ. ისინი მიჩვეულები არიან რომ ბოლო წუთამდე მიიყვანონ საქმე. თუ არ დავაჯარიმეთ, გააგრძელებენ ინერტულპობას“.
შპს „სავანეს“ ტურისტულ ზონაში სასტუმრო და ათი კოტეჯი უნდა ჩაედგა, გაეშენებინა თევზის მეურნეობა, დაესაქმებინა მინიმუმ 50 ადამიანი და მოეწყო ინფრასტრუქტურა. ინვესტიციის რაოდენობა ერთი მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. როგორც დავით ბალაძე აცხადებს, აღნიშნული კომპანია რუსეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს გრიგოლ გაფრინდაშვილს ეკუთვნის.
მთავრობის სხდომაზე განაცხადეს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ინვესტორისთვის მომგებიანი არ არის: „როგორც ჩანს, მას ტყის ინტერესი აქვს, რადგან კოტეჯები ხუთ წელიწადში დალპება და გრძელვადიან მოგებას ვერ მოიტანს. ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ინვესტორს ხელშეკრულება შევუწყვიტოთ, ან დაველაპარაკოთ გრძელვადიან იჯარაზე“-განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
კიდევ ერთი კომპანია, რომლის სახელშეკრულებო პირობების გადახედვაზე დღეს მთავრობაში იმსჯელეს „Cheif Asia International“-ია. მისი მფლობელები ებრაელი ბიზნესმენები არიან. კომპანია ჰონკონგში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, აქაც დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, ასეთ დროს სახელმწიფოს ნაკლები ბერკეტები აქვს, ვიდრე ინვესტორს.
ინვესტორს ყოფილი ჭადრაკის სასახლე და მიმდებარე ტერიტორიაც წინა ხელისუფლებისგან ერთ ლარად გადაეცა. მას სასტუმრო კომპლექსი და იახტ-კლუბი უნდა აეშენებინა. მთლიანობაში საუბარი იყო 70 მილიონი ლარის ინვესტიციაზე. დარღვეული სახელშეკრულებო პირობების გამო კომპანია ოთხი მილიონი ლარითაა დაჯარიმებული.
„ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის რომ ეს პროექტი გაგვეგრძელებინა“-აცხადებს არჩილ ხაბაძე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე კი ამბობს: „ინვესტორი ვადების გაგრძელებას მოითხოვს, ჩვენ გავუგრძელებთ ვადებს და კომპანიას აღარ დავაკისრებთ ჯარიმის გადახდას, თუკი პროექტს გააგრძელებს. პერიოდულად კი გავუწევთ მონიტორინგს, ასრულებს თუ არა ეტაპობრივად გათვალისწინებულ ვალდებულებებს“
როგორც მიხეილ მჟავანაძემ აღნიშნა, „ბავშვებისათვის სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული უფასო ვაქცინაციის ჩატარების პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან შეუწყდათ ხელშეკრულებები პირველადი ჯანდაცვის ტიპის სამედიცინო დაწესებულებებს,რომლებიც ახორციელებდნენ ამბულატორიული მომსახურების პროგრამას“.
მისივე ინფორმაციით, 2000-მდე ბავშვს მშობლებმა საკუთარი სახსრებით უკვე ჩაუტარეს ვაქცინაცია, რომელიც მათთვის უფასოდ უნდა ჩატარებულიყო, ნაწილი ბავშვებისა კი დარჩა ვაქცინაციის გარეშე, რითაც დაირღვა ვაქცინაციის ჩატარების კალენდარი.
როგორც მიხეილ მჟავანაძე განმარტავს, ამ დროისათვის მშობლებს თანხის გადახდა უწევთა არა ვაქცინაციაში, არამედ ექიმის მომსახურებაში, რაც მენეჯმენტში არსებული შეცდომის შედეგი.
დღეს 2 აპრილს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის ინსტიტუტი“ დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ბეჟან გობაძემ აღნიშნა, ორგანიზაცია ძირითადად ადამიანის უფლებებების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით იმუშავებს.
„ეს იქნება კანონიერებაზე და სამართლიანობის დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. ძალიან ხშირად ბევრი რამ თითქოს კანონიერია, მაგრამ არასამართლიანია და მოხდება ამ საკითხების შესწავლა, ანალიზი და პრევენციის მიზნით შეთავაზება ხელისუფლებისათვის, რათა საბოლოოდ იგივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული“.
მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას აკლია სიჯანსაღე, რაც ზოგადად ხელისუფლების ხარისხსაც განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოების გაჯანსაღების კუთხით მუშაობა იქნება.
ხელვაჩაურში 23-24 მარტს ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დათვალეს. სპეციალური კომისიის მონაცემებით, რომელიც შემთხვევებს ადგილზე გასვლით სწავლობს, სტიქიურმა მოვლენებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 7 თემში ასზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. აქედან შეკეთებას ექვემდებარება 93 სახლი, ათი სახლის სახურავი კი მთლიანად გამოსაცვლელია.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით საკრებულომ 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. გზების მოვლა-შენახვის ხარჯები 200 000 ლარით შეამცირეს და ეს თანხა დაზიანებული სახლების სახურავების მოსაწყობად მიმართეს.
მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს მოსახლეობას შეუძლია გამგეობას დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე: 25 93 22.
„დანაშაულია ის, რომ შენობის შეღებვის ნებართვა გაიცა და ამ ნებართვაზე ხელის მომწერი ყველა პირი არის პასუხისმგებელი. ამავე დროს, დღევანდელ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას ძეგლები“, – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.
მისი განცხადებით, პროტესტი მიმართულია ყველა იმ კულტურული ძეგლების დასაცავად, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია: „ეს შეეხება არა მარტო ამ შენობას, ყოფილი ფოსტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობასაც“.
პროტესტს ბათუმის საზოგადოების ნაწილიც უერთდება. ამ დროისთვის, ორასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული, ხელმომწერები შენობის ფასადის შეღებვის შეწყვეტას მოითხოვენ.
„უბრალოდ, გაურკვეველი და სამწუხარო ეს გამოსვლები, რადგან შენობის შეძენამდე და შეძენის შემდეგაც, როგორც ბათუმის მერიასთან, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურთან იყო აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ გვაქვს ყველანაირი წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ განვახორციელოთ სარემონტი სამუშაოები“, – აცხადებს „პროკრედიტ ბანკის“ გაფართოებული მენეჯმენტის წევრი თეა თაბაგარი.
იგი აღნიშნავს, რომ ბანკის ფასადთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რამდენიმე ვარიანტი წარედგინა და მოწონებული იქნა ის, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა: „ასე რომ, ნებართვის საფუძველზე ვახორციელებთ სამუშაოებს.”
თეა თაბაგარი ასევე აცხადებს, რომ ბანკმა შენობის გამაგრებაზე გაცილებით მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე დაუჯდებოდა ფილიალის რემონტი: „ძველ მეპატრონეს იქ უკვე ჰქონდა გარკვეული სამუშაოები დაწყებული, რის გამოც შენობის გარკვეული ნაწილი დაზიანებული იყო. ახლა კი შენობას აქვს სარტყელი და გამაგრებულია საძირკველი“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა ამბობს, რომ ყოფილი რედაქციის შენობაზე სამუშაოების ჩატარების ნებართვა მის სააგენტოში მისვლამდე გაიცა და სააგენტოს უკვე არ შეუძლია ამ საქმეში ჩაერიოს. თუმცა, როგორც ბიძინა აფხაზავა აღნიშნავს, სააგენტო აპირებს შეხვდეს “პროკრედიტ ბანკის” აჭარის ფილიალის წარმომადგენლებს.
ფიროსმანის ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფიროსმანის ქუჩის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს და ფიროსმანის ჩიხის 210 მ. სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. დამუშავდება გრუნტი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, კეთილმოეწყობა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა გარე განათება.
ხელშეკრულების მიხედვით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზა” ასრულებს. ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 350 ათას ლარამდე არის გამოყოფილი.
2013 წლის 12 მარტს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველამ, ეკითხებოდნენ თუ არ ეკითხებოდნენ, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. სტუდენტები ქუჩაში იდგნენ, პოლიტიკოსები ტელევიზორებთან ან/და ტელევიზორებში ისხდნენ, მინისტრი თავქუდმოგლეჯილი დარბოდა უზნაძის ქუჩიდან დიდ დიღმამდე, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე და უკან. მოკლედ, მოვლენები ჩვეულებრივად და ქართულად განვითარდა, ანუ ყველას უნდოდა რაღაც გამოსულიყო უკეთესად, მაგრამ გამოვიდა – როგორც ყოველთვის.
ამ მოვლენების ირგვლივ ბევრი რამ ითქვა, ბევრიც დაიწერა, ამიტომ თავს არ მოგაბეზრებთ და სამართლებრივ, პოლიტიკურ, მორალურ თუ ამორალურ ანალიზს არ გავაკეთებ. მსურს, ამ მოვლენას სხვა პრიზმაში შევხედოთ, კერძოდ რა პოზიცია ჰქონდათ და აქვთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს ამ ყველაფრის მიმართ? (რა თქმა უნდა, აგრიუნის სტუდენტების გარდა). თუ მეხსიერება არ მღალატობს, რამდენიმე თვის წინ სწორედ სტუდენტები იდგნენ ქუჩაში და აპროტესტებდნენ უმაღლესი განათლების პოლიტიკას, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ზღვარგადასულ ქმედებებს, გმობდნენ წამებას და არადამიანურ მოპყრობას და ბოლოს და ბოლოს სისტემას ანგრევდნენ. ეს იყო ძალიან პრინციპული, შეუპოვარი და რადიკალური პოზიცია, რომელმაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესის შემდგომ განვითარებაზე.
მახსოვს, მაშინ ჩემი სამსახურის თბილ ოთახში ვიჯექი, საჯარო მოხელის თვალებით ვუყურებდი ამ ყველაფერს, საკუთარ თავს ვკიცხავდი და ძალიან მშურდა თანატოლების, რომლებიც ერთგვარ ქართველ „ბითნიკებად“ წარმომედგინა. მას შემდეგ, არც ისე დიდი დრო გავიდა და როდესაც აგრიუნის სტუდენტების შეიკრიბნენ, ვერსად დავინახე ნაცნობი სახეები, მეტიც ისინი სოციალური ქსელებიდანაც ერთიანად გაქრნენ, გაირინდნენ, თითქოს ყველა მიწამ ჩაყლაპაო. შემდეგ კანტიკუნტად ვიღაცები გამოჩდნენ და მოგვიწოდეს, რომ კახა ბენდუქიძისთვის ჩამოერთმიათ უნივერსიტეტი და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასულიყო, რადგან დღესდღეობით, ქვეყნის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა ყოფილა (თითქოს ვინმე უშლიდეს სახელმწიფოს უნივერსიტეტის დაარსებას, მაგრამ როდესაც ყველაფერი მოვლილი და დალაგებულია, რატომ ავიტკიოთ თავი, როდესაც შეგვიძლია ჩამოვართვათ). მეტიც, ამ ახალგაზრდებს განსხვავებული აზრის გაგონებაც კი არ უნდათ, ქუჩაში მდგარ თანატოლებს ლიბერალიზმის მონებად, სექტანტებად მიიჩნევენ და მხარდაჭერის ღირსადაც არ თვლიან.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სტუდენტებმა უნივერსისტეტის თვითმმართველობა ჩაანაცვლეს, არსებული „სიკეთეები“ და პრივილეგიები უცვლელად გადაიბარეს, თავიანთ თბილ ოთახებს დაუბრუნდნენ, ახალი გმირები და გურუები გაიჩინეს (თუნდაც იმ ლექტორს ვგულისხმობ, თსუ-დან რომ გამოუშვეს და ბენდუქიძეს სექტანტად რომ მოიხსენიებს), თავადაც მოირგეს სოციალიზმის იდეოლოგია ფარად და მაღალი პედისტალებიდან თუ ფავორიტი ჟურნალ-ტელევიზიებიდან გვიკიჟინებენ მორალს.
მკითხველი იკითხავს ალბათ, რა შუაშია სათაური და კონტრაცეფცია ამ ყველაფერთან? შუაში კი არა, ვფიქრობ, თავშია. არასასურველი პოლიტიკური და იდეოლოგიური ორსულობა, ისევე როგორც, დამახინჯებული მსჯელობისა და აზროვნების შედეგად გადამდები დაავადებები, არანაკლებ საშიშია, ვიდრე საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ყველაზე კარგი, საღი და ეფექტური კონტრაცეფცია ამ პრობლემის წინააღმდეგ, განათლება და ჯანსაღი აზროვნება მგონია. ჯერ ბოლომდე ვერ შევეჩვიეთ ყოფითი მიზნებისთვის კონტრაცეფტივებს, რომ ახლა მენტალობაც გინდათ ამით შევფუთოთ და ვარდს აირწინაღით ვუყნოსოთო? იკითხავს მავანი. თუმცა, მგონი სჯობს ამ უკანასკნელით დაგვეწყო ბატონებო, დანარჩენი ყველაფრისთვის კი უროლოგები, ვენეროლოგები და სხვანი არსებობენ.
სააღდგომო წირვა კათოლიკურ ეკლესიაში საღამოს რვა საათზე კოცონის დანთებით დაიწყო. კოცონი, როგორც კათოლიკები ამბობენ, ახალი ცხოვრების, ახალი დღის დასაწყისია, რომელიც იესომ მოიტანა. კოცონიდან ანთებული სანთლებით, მლოცველები ტაძარში გადადიან, სადაც ლიტურგია იწყება.
აღდგომის დღეს, ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში წირვის შემდეგ ნათლობის რიტუალიც გაიმართა. ამ დღეს სამი ადამიანი მოინათლა და ორმა კი პირველი ზიარება მიიღო.
სააღდგომო წირვა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გუშინ საღამოს ცხრა საათზე გაიმართა, ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაკი წირვა დღეს, დილის თერთმეტ საათზე ჩატარდა. ეკლესიის წინამძღვრებმა იქადაგეს ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე და იმ სიხარულზე, რომელიც ყოველ მორწმუნეს აქვს იესოს აღდგომის შემდეგ.
მართლმადიდებლური ეკლესია კი, აღდგომის დღესასწაულს ხუთ მაისს იზეიმებს.
გენო თებიძის განცხადებით საკრებულოში სოციალურად დაუცველი პირების 900-მდე განცხადებაა შესული, რომლებიც ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულომ აჭარის მთავრობას უნდა მიმართოს. „ვფიქრობ ამ ოჯახებისთვისაც უნდა გამოიძებნოს ბინები სოციალურ სახლებში“-ამბობდა გენო თებიძე.
„არ მინდა დავიჯერო რომ გენო თებიძე საკითხში ვერ ერკვევა, სოციალური სახლი ბარაკებში მცხოვრები ადამიანების ბინით უზრუნველყოფას ნიშნავს სწორედ, ამიტომ ბინები ბარაკებში მცხოვრებლებს უნდა გადაეცეს, ეს თუ არ გესმით კარგად არის თქვენი საქმე“- განაცხადა გიორგი კირთაძემ გენო თებიძის მისამართით.
ბარაკების საკითხი საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუმბერ კახიძემ გამოიტანა. მისი განცხადებით, სოციალური სახლების მშენებლობის დროს აჭარის მთავრობასთან არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ბინების გარკვეული ნაწილით ბარაკებში მცხოვრები ოჯახებიც დაკმაყოფილდებოდნენ, „თუმცა ეს შეთანხმება არ შესრულდა. თუკი ბარაკებში მაცხოვრებლებს ბინებს გადასცემდნენ, ის მიწა გამოთავისუფლდებოდა და ახლი პროექტი განხორციელდებოდა, ამიტომ ჩვენი ფრაქცია შემოდის წინადადებით რომ საკრებულომ აჭარის მთავრობას სთხოვოს რომ ბინების ნაწილი ან გადმოსცეს ქალაქს, ან თვითონ გაუნაწილოს ბინები ბარაკებში მცხოვრებლებს“.
„ნაცმოძრაობის“ ფრაქციის წინადადებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რასაც ბარაკებში მცხოვრები პირების გაღიზიანება მოჰყვა.
„წლებია, ბარაკებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობთ. ვირთხებთან ერთად და ეკომიგრანტი რატომ უნდა დაკმაყოფილდეს ჩვენზე ადრე ბინით. დამთავრდა! ბენზე, ბენზელებს, ქედელს მისცენ ქედაში“-აცხადებდნენ სხდომაზე მოსული ადამიანები. ისინი ბინებს ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილ სოციალურ სახლებში მოითხოვენ.
„ამიხსენით რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი, მაინც და მაინც უნდა დავიღუპო რომ მერე თქვან ბინა ეკუთვნოდაო? მეც სოციალურად დაუცველი ვარ. ჩვენზე წინ უნდა შევიდნენ ხულოელი, შუახეველი და მე ვერ უნდა მივიღო ბინა?“- აცხადებს ბარაკში მცხოვრები ჟუჟუნა გორგილაძე.
ბენზეს და ქალაქის სხვა უბნებში, ბარაკებში მაცხოვრებელ ოჯახებს ახალი ბინები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შეპირდნენ: „ბინების მშენებლობა რომ დაიწყეს ბენზეში, გვითხრეს თქვენც გადმოგცემთო, მაგრამ შემდეგ დევნილები შეასახლეს, ახალ ეკომიგრანტებს აძლევენ ბინებს, ჩვენ რა ვქნათ, ვუყუროთ როგორ აძლევენ ჩვენზე წინ ეკომიგრანტებს ბინებს?“
მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს დაპირისპირება იმ დაპირისპირება ისე დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ათწუთიანი შესვენება გამოაცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ბათუმი ბარაკების გარეშე“ საპრეზიდენტო პროგრამა იყო და ახალი ბინების მიცემის დაპირებაც მიხეილ სააკაშვილმა გასცა: „რადგან ეს პროგრამა ბოლომდე არ მიიყვანეს, ახლა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ თავისი სიტყვა შეასრულოს. გამოყოს თანხა თავისი ფონდიდან, 3-4 მილიონი რომ ჩვენ გამოვძებნოთ მიწა და ამ ადამიანებს ავუშენოთ სახლი“.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, სოციალურ სახლებში ეკომიგრანეტბი შესახლდებიან და „ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია. ჩვენ ვაპირებთ ბარაკების პრობლემა გადავწყვიტოთ, მაგრამ არა ისე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“-აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.
ბოლის გადაწყდა, რომ საკრებულოში შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ხელმეორედ შეისწავლის როგორც სოციალურად დაუცველების, ასევე ბარაკებში მაცხოვრებლების პრობლემას.
– მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რა კატეგორიის ფერმერისთვის არ ითვალისწინებს პროგრამა სასოფლო-სამეურნეო ბარათის გაცემას, ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის მოსახლეობისგან, შეგიძლიათ აუხსნათ მომხმარებელს, რა პრინციპით ნაწილდება ბარათები?
-სასოფლო-სამეურნეო ბარათის გარეშე არც ერთი ფერმერი არ დარჩება. საუბარი ალბათ ეხება ბარათის სახეობებს, რომელიც ნაკვეთების ზომების მიხედვით არის დაჯგუფებული. პირველ ჯგუფში ერთიანდება 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთები, რასაც ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებენ. მეორე ჯგუფი აერთიანებს ფერმერებს, რომლებსაც ჯამურად 0,25 ჰა- დან 1, 25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სახნავი მიწა გააჩნიათ. მესამე ჯგუფში კი 1, 25 ჰა- დან 5 ჰა – ნაკვეთების მფლობელები ერთიანდებიან, რაც იშვიათია აჭარაში. ამ მოცულობის ნაკვეთები თითქმის არ აქვთ. ბარათებიც ამ ჯგუფების მიხედვით ნაწილდება და სხვადასხვა სახის მომსახურებას ითვალისწინებს. ორი ტიპის ბარათები ნაწილდება კომბინირებული და ნომინალური.
– რომელი რა სახის დახმარებას ითვალისწინებს?
– ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა. ხოლო კომბინირებული ბარათი ნაკვეთის ხვნის და ხნულის დაფარცხვა-გაფხვიერების მომსახურებასა ითვალისწინებს, და ასევე მოიცავს ნომინალურ ბარათს.
–ჯგუფების მიხედვით, ვინ რა სახის დახმარებას მიღებს?
– პირველ ჯგუფში გაერთიანებული ფერმერი, ანუ ის, ვისაც გააჩნია 0.25 ჰა-მდე ფართობი და ერთწლიანი კულტურის მოსაყვანად იყენებს ან აქვს იმავე ფართობის ნაკვეთი და მრავალწლიანი კულტურებისთვის იყენებს, მიიღებს 100 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს, რაც სასოფლო-სამეურნეო იარაღების, სასუქების, პესდიციტების შეძენას ითვალისწინებს.
0,25 ჰა-დან 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სახნავი მიწის მფლობელები კი კომბინირებულ ბარათთან ერთად ნომინირებულ ბარათს მიიღებენ, რომლის ღირებულებაც მათი ჯამური ნაკვეთის ფართობის პროპორციული იქნება, 1
იმ შემთხვევაში კი, თუ მესაკუთრეს ჯამურად 0,25 ჰა-დან 1,25-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია, რასაც მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავებისთვის იყენებს, მიიღებს ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლის ღირებულებაც იქნება მათი ნაკვეთების ფართობის პროპორციული ერთ ჰექტარზე 510 ლარის გადაანგარიშებით.
რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რაც იშვიათია ჩვენს შემთხვევაში, 1, 25 დან 5 ჰა-ს ჩათვლით მფლობელები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ ბარათს.
– რამ გამოიწვია შემთხვევები, როცა ფერმერებმა ბარათები უკან დააბრუნეს. რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება?
– თავიდან დაიწყო კომბინირებული ბარათების დარიგება, რაც ტექნიკით მომსახურებას ითვალისწინებდა, მაღალმთიან აჭარაში კი ხშირად ნაკვეთები ტექნიკისთვის მიუდგომელია, ამიტომ მათ ამ ბარათებით სარგებლობა ვერ შეძლეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტო განხორციელებს, რომელიც ამ პროგრამას კურირებს, ამ ფერმერებისგან ბარათებს უკან იბრუნებს და სამაგიეროდ ნომინირებულ ბარათებს გასცემს, რაც მათთვის გამოსაყენებლად უფრო მოსახერხებელია. სხვა მხრივ პრობლემები არ შექმნილა.
– როგორც ვიცით, აჭარაში მოსახლეობა ძირითადად მამაპაპისეულ ტრადიციულ მიწის ნაკვეთებს ფლობს, რაც არ აქვთ ოფიციალურად რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში მათ ბარათის მიღებისას პრობლემა ხომ არ ექმნებათ?
– არანარად. ეს საკითხი გათვალისწინებულია. ყველა მოქალაქე, რომელსაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს ნაკვეთი, მიიღებს სასოფლო-სამეურნეო ბარათს, მას მხოლოდ სოფლის რწმუნებულის მხრიდან დასჭირდება დადასტურება იმისა, რომ მის მიერ მითითებული ნაკვეთი ნამდვილად მის ან მისი ოჯახის საკუთრებაში ან სარგებლობაშია. სააგენტოს წარმომადგენლები ბარათებს სოფლის რწმუნებულების მონაწილეობით გადასცემენ ფერმერებს.
– ბარათით გათვალისწინებული მომსახურების გადანაწილება, ან ფულზე განაღდება შესაძლებელია?
– არა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს მიწის დამუშავებას. თანაც ბარათის მფლობელმა უნდა მიიღოს ბარათით გათვალისწინებული სრული მომსახურება.
ვალუტის გამაცვლელი პუნქტის მეპატრონემ რამდენიმე საათის წინ „საიას“ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მასთან იყნენენ მისული პოლიციის თანამშრომლები და გადამცლელი პუნქტის შესასვლელთან მიმაგრებული კამერების მიერ გადაღებული კადრების დათვალიერება მოითხოვეს. საიას თანამშრომლების თქმით, მათი წასვლის შემდეგ გადამოწმებით დადგინდა, რომ დღეს დილის საათებიდან გარკვეული დროის მონაკვეთში დაფისირებული კადრები წაშლილია.
საიას იურისტის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით „იმ დროსაც, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დატოვეს, კამერა ჩართული იყო და დაფიქსირებული უნდა იყოს თუ კონკრეტულად ვინ და რატომ მოახდინა კადრების წაშლა.“
ამის დასადგენად გადამცვლელ პუნქტში მისულ საიას თანამშრომლებს ობიექტი დაკეტილი დაგვხვდათ.
აღნიშნულ მისამართზე საიას თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი მოაწყვეს, ბრიფინგის დაწყებამდე ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დღეს დღის საათებში თვითონაც იმყოფებოდა, კითხვაზე – რატომ, მან არ უპასუხა, კადრების განადგურებასთან კი კავშირი უარყო.
მუზეუმის თანამშრომელმა, ლიანა გერგეშანიამ „ბათუმელებთან”აღნიშნა, რომ მუზეუმი ოცამდე ხელოვანის ნამუშევრებს მასპინძლობს: „ძველი ნამუშევრების ახლებურად ჩვენება გვინდოდა, რაც უწყობს ხელს ხელოვნების პოპულარიზაციას.
ბევრი ხელოვანის ნამუშევრები იკარგება უსახსრობის გამო. რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, ვთხოვეთ ნამუშევრების შეგროვება, ყველას გამოფენა ვერ მოვახერხეთ, შენობა ფიზიკურად ვერ დაიტევდა, ამიტომ ვფიქრობთ, გავაგრძელებთ ამ სერიას.”
მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია ქვაზე, ხეზე, მინაზე, ქვიშაზე, თექაზე და ა.შ.
რუსუდან ლამპარაძემ გამოფენაზე თავისი კომპოზიციები წარადგინა: „ჩემი ნამუშევრები შესრულებულია ბუნებრივი მასალებისგან, დეკორატიული ყვავილებისგან, ქვიშისგან და მინისგან.”
მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ დახმარებას განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან და ტურიზმის დეპარტამენტიდანაც მიიღებენ და თვითნასწავლი ხელოვანების პოპულარიზაციას შეუწყოებენ ხელს.
როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“ განუმარტა, ის დღემდე მიიჩნევს, რომ მედდების მოთხოვნა, ერთდროულად ორ საავადმყოფოში უმუშავონ, გაუმართლებელია, რადგან მას არ სურს სხვა საავადმყოფოს თანამშრომლებს ჩაუტაროს ტრენინგები, თუმცა ის დათმობაზე იმ მიზნით წავიდა, რომ არ სურს „საავადმყოფოში დაპირისპირება იყოს და ბრძოლის არენად გადაიქცეს, რითაც საავადმყოფოს იმიჯი უსამრთლოდ შეილახება.“
მალხაზ ხალვაში დასძენს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საავადმყოფოს ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, თუმცა როგორ მოხდება მომავალში ამ პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე ის არ აკონკრეტებს.
მალხაზ ხალვაში
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მალხაზ ხალვაშის ბრძანებას ეწინააღმდეგებოდნენ, რომლის თანახმადაც მომავალი თვიდან მათ სხვა საავადმყოფოში შეთავსებით მუშაობა ეკრძალებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაუშვებდნენ.
ბატონოარჩილ, როცაბიძინაივანიშვილითურქეთიდანდაბრუნდა, განაცხადა, რომმეჩეთისმშენებლობისსაკითხიგადაწყვეტილია. მანთქვა, რომშესაბამისადგილსთქვენგამონახავდით. ახლაკიარსებულიმეჩეთისგაფართოებაზესაუბრობთ. რაშეიცვალაიმგანცხადებებისშემდეგ?
საკითხი დგას ასე, არის ახლის აშენების ვარიანტიც და არსებულის გაფართოებისაც. ჩვენ ვთავაზობთ გაფართოებას, რადგან საზოგადოებაც არ არის გაფართოების წინააღმდეგი.
ჩვენ გვქონდა და გვექნება კონსულტაციები არასამთავრობოებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან. იქნებიან ესენი მწერლები, თუ სხვა ვინმე, ვისთანაც შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ტერიტორია მეჩეთისთვის გამოყოფილი არ არის. ზოგიერთს ქალაქის ცენტრში სურს ადგილი, ზოგიერთს _ პერიფერიაში, ვერ შევთანხმდით მუსლიმან მრევლთან.
როცა აშენებაზე გაკეთდა განცხადება, მაშინ იყო ამაზე საუბარი. მათი მხრიდან მოთხოვნა არის მაქსიმუმი, ჩვენ ვთავაზობთ შუალედურს. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის არ მოხდეს დაპირისპირება, არ წამოვიდეს აგრესია. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, ახალი აშენდეს, თუ არსებული გაფართოვდეს.
რავადაშიწარმოგიდგენიათამსაკითხისგადაწყვეტა?
რადიკალური მოთხოვნების შემთხვევაში, დრო დასჭირდება, გაფართოების შემთხვევაში კი მზაობა არის. მართალია, ამასაც დასჭირდება დრო, რადგან უნდა მომზადდეს პროექტი, თუ როგორ შეიძლება მეჩეთის გაფართოება ისე, რომ არ დაირღვეს უბნის ურბანული იერ-სახე. მოკლევადიან პერსპექტივაში არც ეს მოხდება.
ართვინსა და რიზეში შევხვდი სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს და ბიზნესმენთა გაერთიანებას. იყო სიფრთხილის მომენტი, რადგან წინასაარჩევნოდ იყო განცხადებები, რომ თურქულ ინვესტიციებს აღარ მოვიზიდავდით. ჩვენ ეს ეჭვები ჩავუკალით. მათ აჭარაში იზიდავთ საგადასახადო სისტემა და ის, რომ ნაკლები ბიუროკრატიაა ბიზნესისთვის. აინტერესებთ როგორც სოფლის მეურნეობა, ასევე ტურიზმიც. იყო სერიოზული შემოთავაზებებიც, განვიხილავდით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საკითხსაც, ნახევარი მილიარდის ინვესტიციაზე იყო საუბარი. კონკრეტულად ნავთობის შემოტანაზე, გადამუშავებასა და გატანაზე უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც არც გარემოს აზარალებს. აინტერესებთ სათამაშო ბიზნესიც.
ერთ ლარად არავის არ მივცემთ ქონებას. ეს ფორმა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ არა ინვესტორებთან მიმართებაში. ჩვენ ვესაუბრებით გრძელვადიან იჯარაზე. დღეს იმდენად საინტერესოდ მიაჩნიათ ჩვენი რეგიონი, რომ არც არის ერთ ლარზე საუბარი. არიან ისეთები, რომლებსაც უჭირთ `ერთლარიანი~ ქონების დაბრუნება, რადგან უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მათ რეალურად ერთი ლარი არ გადაუხდიათ ამ ქონებაში.
მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც კომერციულ სტრუქტურაში. არ ვღალატობ გუნდურობის და სხვისი აზრის მოსმენის პრინციპს. არის საკითხები, სადაც აზრი იყოფა და გიწევს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ისე, რაც ამ სამსახურში მოვედი, ვატყობ, რომ უფრო მკაცრი ვხვდები. არ ვიყავი მუშტის ქნევას მიჩვეული, არც ახლა ვიქნევ, მაგრამ უფრო რბილი და დემოკრატი ვიყავი, აქ კი დემოკრატია რაღაც არ გამოდის. არის კატეგორია თანამშრომლების, რომლებთანაც ეს არ მოქმედებს. ზოგიერთს სჭირდება მითითება და შენიშვნის მიცემა, რომ საქმე გააკეთოს. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არიან მიჩვეულნი და თავიანთ აზრს ვერ შემოგთავაზებენ.
რაც შეეხება მოუგვარებელ თემებს, ძალიან მიჭირს სოციალური საკითხების გადაჭრა. ალბათ რაღაც გეგმის შემუშავება იქნება საჭირო.
ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. პირველ პერიოდში, როცა საჯარო სამსახურები რევანშისტულად იყვნენ განწყობილნი, ჩვენი გუნდი კი იყო სუსტი და ნდობის ხარისხი დაბალი, უცხო ადამიანებთან ერთად ვერ ვიმუშავებდი. ასეთ დროს ჩვეულებრივია, რომ შინაურს ეძებ. ხანდახან იწვევს დისკომფორტსაც, მაგრამ ერთგულება და პასუხისმგებლობა ნდობაზეა აწყობილი. მეგობარი, რომელსაც ენდობი, უნდა მიხვდეს, რომ არ მიიყვანოს ჩიხში საქმე და ამას ვეუბნები ყველას. მე ვერ ვიტან, როცა არსებობს ფაქტი, ის კი ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე.
რეკომენდაციებს მაძლევს, მეუბნება, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე ვინ შეიძლება გამოდგეს. 50 პროცენტი მისი რეკომენდაციების გავითვალისწინე. ძირითადად პარტიული აქტივისტების დასაქმებას მთხოვს. აქ არის ორი მიმართულება, _ აქტივისტი და პროფესიონალი. თანაც კოალიციური ბალანსი არ უნდა დაირღვეს. იყო შემთხვევები, როცა უარიც მითქვამს.
არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. არ ვაპირებ წასვლას. არ ვარ ასეთი სუსტი ადამიანი, რომ უკან დავიხიო. ბიძინა ივანიშვილს კი ყოველდღე ვუკავშირდები და ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობა გვაქვს.
ძალოვნების ფუნქციებში ვერ ჩავერევი, თუმცა, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან თუ ვიტყვი, ეს ალბათ არის სხვების გაფრთხილებისთვის ან დაშინებისთვის, არ ვიცი. მე მეშინია, ზოგადად შეცდომის მეშინია, რომ არ დავუშვა.
„პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით საქართველოში ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებით საქართველო ბოლო ან ბოლოს წინა ადგილზეა – ასეთია რეიტინგები და ეს თემა არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა.
თუ გვინდა, რომ კარგი მომავალი გვქონდეს, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე პოლიტიკური ჩართულობის, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ შეიძლება, რომ ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარი, რომელსაც წარმოადგენენ ქალბატონები – იყვნენ ჩრდილში“. – განაცხადა NIMD-ის პროგრამების ოფიცერმა ირაკლი ქობალიამ.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე ჩაატარეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი.
მომხსენებელმა თამარ ბაგრატიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას აღნიშნა, რომ ქალთა აქტიურობა არჩევნების დროს საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა რაც შეეხება ქალთა წარმომადგენლობას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აქ მდგომარეობა საგანგაშოა: პარლამენტში მხოლოდ 18 ქალია წარმოდგენილი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი სამი.
ნინო შიოშვილის შეფასებით, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ქალთა უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, თუმცა პრაქტიკაში განსახორციელებლად რიგი პრობლემები არსებობს.
„ტრადიციულად კიდევ არის შემორჩენილი, რომ ქალის საკუთრება ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე შეზღუდულია. ქალები ვერ მუშაობენ, ისინი არ არიან რეალიზებული და ეკონომიკურად არიან დამოკიდებული მეუღლეებზე, ოჯახის წევრებზე, მშობლებზე” – აღნიშნა ნინო შიოშვილმა.
შეხვედრაზე გენდერული კუთხით აჭარაში არსებული მდგომარეობაც განიხილეს, როგორც აჭარაში რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტმა, ნატა იმედაიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში აჭარაში პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ტენდენცია გაიზარდა, თუმცა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ამ კუთხით მუშაობაა საჭირო.
ირაკლი ქობალიას თქმით, დებატები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხელს შეუწყობს პრაქტიკული ინიციატივების განხორციელებას, რომელშიც მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიური ჩართულობა. მისი თქმით დისკუსიების შედეგად შეიმუშავებენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელსაც ორგანიზაცია წიგნის სახით გამოსცემს.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, NIMD-მა პროექტის „დემოკრატიის სკოლის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროგრამა ბათუმში, თელავში, ქუთაისსა და გორში ხორციელდება.
როგორც მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებს“ განუცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან მან თანამშრომლებს არჩევანის გასაკეთებლად, თუ სად იმუშავებდნენ, ორი თვე მისცა, თუმცა მათ გადაწყვეტილება დღემდე ვერ მიიღეს და კვლავ დამატებით დროს ითხოვენ.
„მე მათ უფლება მივეცი დროებით შეეთავსებინათ ორი სამსახური, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელ სამსახურში დარჩებოდნენ საბოლოოდ. ერთი თვის შემდეგ მათ არასაკმარისად ჩათვალეს ეს დრო გადაწყვეტილების მისაღებად, მოვიდნენ მთხოვეს კიდევ ერთი თვე. მე მათ კიდევ ერთი თვე მივეცი, ახლა კი კიდევ სამი თვის ვადას ითხოვენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, 20 ექთანია ასეთი, ექთანების საერთო რაოდენობა კი არის 250 და მე 20 ექთანს დავუმორჩილო 250 ექთანის ნება?! ეს ცოტა რთული იქნება“ – აცხადებს მალხაზ ხალვაში.
ამასთან, როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, პირველი აპრილიდან იწყება ექთანების გადამზადება და მათ არ აქვთ უფლება, რომ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები გადაამზადონ.
მისივე განმარტებით, „სამსახურის დატოვება იმიტომ ხდება, რომ ექთნები და სამედიცინო პერსონალი მუშაობს გარკვეული გრაფიკის მიხედვით. როცა ისინი სხვა სამსახურში არიან, ამოტივტივდა რამდენიმე პრობლემა, ერთი საათით გვიან მოდიან სამსახურში და ასევე ერთი საათით ადრე მიდიან, იმიტომ, რომ გარბიან მეორე სამსახურში, რითაც ირღვევა ჩემი სამედიცინო პერსონალის უფლებები. მეორე მომენტი არის ის, რომ მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც სხვა სამსახურიდან რესპუბლიკურში როცა მოდიან, მათ მუშაობა აღარ შეუძლიათ.“
მალხაზ ხალვაში დასძენს, რომ მისთვის პიროვნულად გასაგებია ამ ადამიანების სურვილი, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის დადებითი შედეგი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდების ნაწილმა აქცია გამართა. ისინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მალხაზ ხალვაშის ბრძანებას ეწინააღმდეგებიან, რომლის თანახმადაც მომავალი თვიდან მათ სხვა საავადმყოფოში შეთავსებით მუშაობა აღარ შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაუშვებენ.