მუზეუმის თანამშრომელმა, ლიანა გერგეშანიამ „ბათუმელებთან”აღნიშნა, რომ მუზეუმი ოცამდე ხელოვანის ნამუშევრებს მასპინძლობს: „ძველი ნამუშევრების ახლებურად ჩვენება გვინდოდა, რაც უწყობს ხელს ხელოვნების პოპულარიზაციას.
ბევრი ხელოვანის ნამუშევრები იკარგება უსახსრობის გამო. რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით, ვთხოვეთ ნამუშევრების შეგროვება, ყველას გამოფენა ვერ მოვახერხეთ, შენობა ფიზიკურად ვერ დაიტევდა, ამიტომ ვფიქრობთ, გავაგრძელებთ ამ სერიას.”
მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია ქვაზე, ხეზე, მინაზე, ქვიშაზე, თექაზე და ა.შ.
რუსუდან ლამპარაძემ გამოფენაზე თავისი კომპოზიციები წარადგინა: „ჩემი ნამუშევრები შესრულებულია ბუნებრივი მასალებისგან, დეკორატიული ყვავილებისგან, ქვიშისგან და მინისგან.”
მუზეუმის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ დახმარებას განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან და ტურიზმის დეპარტამენტიდანაც მიიღებენ და თვითნასწავლი ხელოვანების პოპულარიზაციას შეუწყოებენ ხელს.