„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული

ავტორი: ნინო ყიფშიძე

მაშინ, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „ნაუკად“ წოდებული სანატორიუმი ჯერ კიდევ გადაჰყურებდა შავი ზღვის ზოლს და ციცაბო კლდის პირს ამშვენებდა, მოსახლეობა საუბრობდა იმაზე, რომ „ნაუკას“ მალე აიღებდნენ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხრეთის მიმართულებით, ახალ დასასვენებელ კომპლექსს გააშენებდნენ. გავიდა დრო. დაცარიელებული და უფუნქციოდ დარჩენილი „ნაუკა“ ნელ-ნელა ნანგრევებად იქცა, ისევე როგორც მის გარშემო გაშენებული ე.წ. „გენერლის“ ულამაზესი სახლები. წელს ზაფხულში ციხისძირში ჩასულ ტურისტებს „ნაუკას“ ნაცვლად კლდეზე სრულიად ახალი შენობის რამდენიმე სართული დახვდათ წამოჭიმული, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები გამალებული ტემპით ისევ მიმდინარეობს, რათა 2012 წლის ბოლოს ახალი შენობის ახალმა მეპატრონემ დასასვენებელი კომპლექსი გამოსაყენებლად სრულ მზადყოფნაში ჩაიბაროს. Continue reading “„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული”

„რა მანქანები აგიტყდათ ხალხო?“

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„ … კიდევ მანქანებს ყიდულობთ ხალხო? – თქვე შემოდგომის აზნაურებო, ტუალეტი ვერ მოგიწყვიათ და ნათურა ვერ დაგიბამთ შიგ, რა მანქანები აგიტყდათ, ერთი წელია კომპიუტერს გთხოვთ, როგორც ჩანს, თქვენთვის კომპიუტერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ფულით ხომ მთელ საკრებულოს აღჭურვავდით ტექნიკით“. Continue reading “„რა მანქანები აგიტყდათ ხალხო?“”

„პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან

ავტორი: სოფიკო დიასამიძე

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ხშირად ახსენებენ ცნობილ გუსტავ ეიფელს და მის კიდევ უფრო სახელგანთქმულ კოშკს. ყოველი შემთხვევისათვის ფრანგი ინჟინრის გვარი ყოველთვის მესმის, როდესაც ახალი არქიტექტურული ნაგებობების გამო იწყება კამათი.

სამშობიაროს გვერდით, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე, რამდენიმესართულიანი კიტჩი აღიმართა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ უგემოვნებას მყვირალა სახელით – „მთელი ბათუმი ერთ სახლში”. რა გავიფიქრე მისი დანახვისას? რაც, ალბათ, სხვებმაც გაიფიქრეს– „ამის არქიტექტორსაც და ნებართვის გამცემსაც, ხელები უნდა მოამტვრიოს კაცმა“. ხმამაღლა გამოვთქვი უკმაყოფილება და მიპასუხეს – „ეიფელის კოშკსაც თავდაპირველად აღშფოთებული შეხვდა საზოგადოებაო“.

თეატრის მოედანზე დიდი ხომალდის გემბანივით აჭრელებული მრავალსართულიანი სახლები, მოოქროვილი ლომები, მოოქროვილი ნეპტუნი თუ პოსეიდონი, მოოქროვილი კაპიტელი და თეატრის ფრონტონზე საშინელზე უსაშინლესი რელიეფი გავაპროტესტე. ისევ ეიფელი შემახსენეს. Continue reading “„პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან”

„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს“, – ქიბარ ხალვაში

„არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მიშა და მისი ბანდა არ იკადრებს და იკისრებს. ხვალ უკვე სხვა რეალობა შეიძლება დაგვხვდეს, ხალხი უნდა ჩაერთოს პროცესებში, თორემ ბოლო ქართული ოცნებაც დაიღუპება“ – ეს სტატუსი მიუნხენში მყოფმა ქიბარ ხალვაშმა საკუთარ კედელზე „ფეისბუქში“ წუხელ გამოაქვეყნა. Continue reading “„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს“, – ქიბარ ხალვაში”

მსახიობი და ფოტოგრაფი დაშორების შემდეგ 

ბათუმში გამორჩეული წყვილის – ირაკლისა და მეგის ქორწინება ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეგობრობით დასრულდა. ისინი ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ჰყავთ წლინახევრის ქალიშვილი – მარიამი. დღეს ამბობენ, რომ თუნდაც შვილის გამო ღირს ოჯახის შენარჩუნება, თუმცა მეგობრობის სურვილი განქორწინების შემდეგ ირაკლის იდეა იყო.

მსახიობი მეგი კობალაძე და ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე კლასელები არიან. მათი სასიყვარულო ისტორიაც ამ წლებს უკავშირდება. თუმცა, სერიოზული გრძნობა მოგვიანებით მოვიდა.

ირაკლი: „მეგი მცემდა ხოლმე სკოლაში:) ჰოდა, ერთხელაც კლასელების ხელმოწერები შევაგროვე და გავარიცხინე დირექტორს სკოლიდან:) მერე ოთხი წლით პეტებურგში წავედი,  რომ ჩამოვედი, ურთიერთობა ისევ განახლდა, მეგი ყოველთვის მომწონდა და მინდოდა.“

  • მეგი, როგორ ცხოვრობ? რას საქმიანობ?

არაფრით არ ვარ დაკავებული, ვარ მარიამთან, მეგობრებთან ერთად, ვუყურებ ფილმებს. ორი წელია აღარ ვარ თეატრში, ისე მოხდა, რომ არ დამაკავეს როლებით. ახლა უფრო მიჭირს, თავიდან ასე ვერ ვგრძნობდი. დრო რომ გავიდა, ჩემს თავში დავიწყე სხვა სიახლეების ძიება, წერა მიყვარს, ამაზე გადამაქვს ხოლმე ემოციები. ბევრი საინტერესო რამეა, რაშიც შეიძლება გამოსცადო შენი თავი, თავისუფალი დრო მაქვს და დავწერე პიესა, მალე დავასრულებ კიდევ ერთს.
მე და ირაკლი როცა დავშორდით, ბევრს ვფიქრობდი, მერე ვაკვირდებოდი დაშორებულ წყვილებს და თავს ვეკითხებოდი: – რატომ ხდება ასე? – ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ ერთად ვერ არიან და დავწერე 30-წუთიანი პიესა. ახლა ვწერ 60 წლის მამაკაცზე, რომელიც ვერ შედგა, ვერ რეალიზდა, რეალური ისტორიაა. ვიცნობ ადამიანს, რომელიც გახდა ჩემი შთაგონება, ის ახალგაზრდაა, თუმცა სხვა ასაკში წარმოვიდგინე.

  • საჯარო გახდება ეს პიესები და სხვა ნაწერები?

ამაზე არ ვფიქრობ, ირაკლის მამა, კაკო თუ იტყვის, რომ მოეწონა, გავაგრძელებ წერას.

  • და თუ იტყვის, რომ არ მოეწონა?

არ დავანებებ, თუმცა ამბიციაც აღარ მექნება.
ბევრი რამეა, რისი კეთებაც მიყვარს – მარიამთან ერთად თამაში, ცეკვა, სეირნობა, მუსიკა, კითხვა, მეგობრები, მარიამი ბოლომდე მავსებს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც ეგოს გარეშე მიყვარს, მან დადებითისკენ შემცვალა. რაზეც არ მიფიქრია, ახლა დავიწყე ფიქრი, უფრო დამთმობი, თავშეკავებული გავხდი, იმასაც მივხვდი, რომ ცხოვრება ღირს, ის მყავს და უფლის ნებით კიდევ ბევრი შვილი მეყოლება.

  • სპონტანური გადაწყვეტილებები ხშირად მიგიღია?

დაგეგმილი ცხოვრება არ გამომდის, რაც დავგეგმე, ყველაფერმა კრახი განიცადა, მივყვები დინებას. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი, რაც არ გამოდიოდა,  ჩემი ბრალი იყო, ახლა აღარ ვარ ასე, გავიზარდე და მიმაჩნია, რომ აზრი არა აქვს იძახო – ჩემი ბრალია. ემოციური კი ყოველთვის დავრჩები. ემოციურობით საკუთარ თავს უფრო ვღლი, ვიდრე სხვას. მომწონს და მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

  • დაშორების შემდეგ ხშირად გიფიქრია ვინმეს ბრალეულობაზე, საკუთარ შეცდომებზე თუნდაც?

თუ ადამიანს აღარ უყვარხარ, რა სისულელეა ამ კითხვის დასმა, ორივეს შეცდომა იყო ეს, ორივემ დავაშავეთ სადღაც. არც იმას ვამბობ, რომ ეს რომ არა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა,  მეც და ირაკლიმაც დავუშვით შეცდომები. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს, ახლა ვმეგობრობთ და ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ იმიტომ ვმეგობრობთ, რომ შვილი გვყავს. არა, ირაკლი რომ არ მიყვარდეს, გამორიცხულია ნებისმიერი ურთიერთობა, ის მიყვარს, როგორც ადამიანი, ძალიან ახლობელია ჩემი.

  • როცა დაშორდით, მეგობრობის იდეა ვის გაუჩნდა?

ჩემთვის რომ გეკითხათ, გამორიცხული იყო ეს, იმიტომ, რომ გაგიჟებით მიყვარდა… ირაკლის კი ძალიან უნდოდა მეგობრობა, დედას გეფიცები, დღემდე ვითვალისწინებ ირაკლის აზრს. იმ დროს გაღიზიანებული ვიყავი, მიყვარდა და მისი მეგობრობა ვერ წარმომედგინა, დრო გადის და ეგუები რაღაცებს, თავიდან დაიბადა სხვა გრძნობა.

  • ირაკლი, რას საქმიანობ?

ჩემი საქმე ფოტოგრაფიაა, ფინანსური კუთხითაც მინდა მომგებიანი გავხადო ჩემი პროფესია. ვაპირებ ევროპაში 5-6 თვით სასწავლებლად წავიდე.
როცა პრობლემები მქონია, ხშირად გავსულვარ ქალაქიდან სამოგზაუროდ, მეგისაც რომ დავშორდი, წავედი. ბოლოს მივხვდი, რომ შენ საკუთარ თავს ვერ გაექცევი, საკუთარ თავთან უნდა მოაგვარო რაღაცები, ეს მოგზაურობა კი ბუნებრივია სიახლეს, კავშირებს მაძლევს. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება ვისწავლო.
პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა უკრაინაში, 2008 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში ჯერ არ მქონია, იმიტომ, რომ არ მინდა მნახველი მოვიდეს, ნახოს,  შეაფასოს მხოლოდ, ესეც კარგია, მაგრამ,  მინდა, უფრო საინტერესო გამოვიდეს, სანახაობრივი იყოს.

  • იცი, ახლა გისმენ და ასე მგონია, რომ მეგისთან თანაცხოვრების პერიოდშიც კი საკუთარ თავზე ფიქრობდიასე იყო?

კი, მე თვითონ ვარ ასეთი ადამიანი, ვფიქრობ საკუთარ თავზე, ბავშვობიდან ასე ვარ. ყველას უყვარს საკუთარი თავი, თუმცა ეგოისტი არ ვარ, პასუხისმგებლობის გადაბარება არ მომწონს, მე თუ რაღაცას ფოტოგრაფიაში მივაღწევ, იქნება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.

  • როგორი ქალი უნდა იყოს შენ გვერდით?

სიმართლე გითხრა, მეგის რომ დავშორდი, ბევრი ქალი იყო, რომელთანაც შემეძლო ურთიერთობის დაწყება… მეგისგან ვისწავლე ბევრი, არა მგონია, კიდევ ვინმემ მომაწოდოს ის, რაც მან მომცა. ზოგჯერ მენატრება კიდეც ის ყველაფერი, ამ ეტაპზე ვერ ვნახე ის… არც ვეძებ. იშვიათად მჯერა ქალის და მამაკაცის მეგობრობის, ან ყველაფერი ვნებით მთავრდება, ან დიდი გრძნობით.

  • ერთმანეთს კარგად იცნობდით, მეგობრობის დიდი დრო გაკავშირებდათ, საერთო ინტერესებიც გქონდათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი..

მეგიმ მონათლა დეიდაჩემი, მერე გაჩნდა ათასი კითხვა, ჩავედით თბილისში საპატრიარქოში, ქორეპისკოპოსთან მივედით, კურთხევა მოგვცა, 22 წლის ასაკში დავქორწინდით. არ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვით. როცა ადამიანი გიყვარს, გინდა მასთან ყოფნა, თუმცა არ მინდა, რომ  ჩემი შვილი, მარიამი 16 წლის გათხოვდეს. ეს იყო გრძნობების პიკი, შეგვეძლო ერთმანეთისთვის ყველაფერი მიგვეცა.
 მეგი: – არანაირი კომპლექსი არ გვაქვს  და ერთმანეთთან ყველაფერზე ვსაუბრობთ. ირაკლი ის ადამიანია, რომელსაც არასოდეს გავუშვებ და არც ის გამიშვებს. როცა დავშორდით, მეუბნებოდნენ, რომ დაწყნარდები და ა.შ. თავიდან, ბუნებრივია, ბევრი ემოცია მქონდა, დაშორებულები ბევრს ვჩხუბობდით, დათმობებზე მე მივდიოდი.

  • ღალატს აპატიებდი?

ირაკლი:  ვიცოდი, რომ მაპატიებდა, მე კი ვერასოდეს და ყოველთვის ვეჭვიანობდი მეგიზე.
მეგი: რამდენჯერმე დავშორდით და შევრიგდით, თუ ვთქვი, რომ არაუშავს ე.ი. გავატარე, ანუ არასდროს გავიხსენებ, თუ ადამიანი ჩემთან არის, სხვასთანაც რომ მიღალატოს, მაინც ჩემად ვთვლი.
ირაკლი: თუ ვარ ქალთან, ვარ ბოლომდე….
მეგი: ვერ ვიტან ისეთ ქალებს, რომლებსაც საყვარელი მამაკაცი ჰყავთ და მაინც ფლირტაობენ, მხოლოდ  იმიტომ, რომ აეჭვიანონ.
ირაკლი: ქალი შეიძლება ადვილად მომეწონოს, თუმცა მარტივი ხასიათი არ მაქვს, მორიელი ვარ:). უნდა იყო გააზრებული, გაწონასწორებული და კარგია, როცა ფინანსური მხარეც მოწესრიგებული გაქვს.
მეგი: ვიცი, რომ ირაკლის ცოლს პატივს ვცემ და ის მარიამისთვისაც ძალიან ახლობელი ადამიანი იქნება.

  • გული რაზე გწყდებათ?

ირაკლი: გადავიღე ფოტო „ბათუმელები“, გული მწყდება, რომ მეგი არ არის ფოტოზე.

მეგი: ბევრ რამეზე…

  • რაზე ოცნებობთ?

ირაკლი: მინდა სახლი მქონდეს ფლორენციაში, მიყვარს ის ადგილი, ორი სახლი  მინდა მქონდეს, ერთში მეგი და ჩვენი შვილი ცხოვრობდეს…
ერთი ისტორია გამახსენდა,  მეგის პრემირა უნდა ჰქონოდა, 30 დოლარი გვქონდა და 5 დღე უნდა გავჩერებულიყავით თურქეთში, „აიასოფიაში“ ვერ შევედით, 20 ლირა ღირდა ბილეთი, მაშინ ვთქვი, რომ მეგის გარეშე იქ არასდროს შევალ, მას შემდეგ ბევრჯერ ვიყავი თურქეთში, და ვიცი, რომ მეგის გარეშე იქ არასდროს შევალ.
მეგი: ირაკლი იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე თვითონ ფიქრობს, ძალიან საინტერესო.

ირაკლი:  მეგიმ მასწავლა, რა არის სიყვარული. როცა მეგის მშობიარობას ვესწრებოდი, ვიღებდი ამ ყველაფერს, ის გრძნობა არასდროს დამავიწყდება, ყელში მომაწვა ემოცია.
მეგი: მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა ყოფილიყო საუკეთესო, ასე არ გამოვიდა, მაგრამ მაინც შედგა, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ვინმემ რომ მკითხოს, რატომ დავშორდით,  დღემდე არ ვიცი, როცა აზრზე მოვედი, აღარ ვიყავით ერთად, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ აღარ მიყვარდეს.
ირაკლი: გული მწყდება, რომ ერთად არ ვართ.
მეგი:  მეც.

იქნებ, ისევ შერიგდეთ?
მეგი: ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა ვინ იცის, არაფერია გამორიცხული, თუ ერთად უნდა ვიყოთ, ისევ ვიქნებით:)

„ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით”

მირანდა მიქაძე


ბალახის ჰოკეის 2011 წლის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატში შარშანდელი ფინალი გამეორდა, ერთმანეთს ბათუმისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამჯერად ჩემპიონობა ბათუმელმა გოგონებმა მოიპოვეს ანგარიშით –  3:1. გოგონების შემართება ვაჟებისთვის გადამდები აღმოჩნდა, რომლებმაც იმავე ანგარიშით დაამარცხეს ქუთათური სტუმრები.

Continue reading “„ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით””

„ობამამ ცურვა არ იცის”

ავტორი: ნათია ზოიძე 

საგამოძიებო ჟურნალისტიკა, გავლენა და ჟურნალისტური სოლიდარობა – ეს სამი რამ განასხვავებს ამერიკულ და ქართულ ჟურნალისტიკას ერთმანეთისაგან. მიუხედვად ამისა, პულიცერის პრემიის მფლობელი, გამომძიებელი რეპორტიორი ამბობს, რომ ამერიკული მედია შანსს ბოლომდე ვერ იყენებს. 

ეკონომიკური კრიზისის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით გამოცემა დაიხურა. გაზეთების ტირაჟი და თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ქუჩაში ეს ერთი შეხედვით არ იგრძნობა, რადგან აქ თითქმის ყველა კაფეში, ავტობუსში, მატარებლის სადგურში, აეროპორტში, ბაღშიც კი გაზეთებს კითხულობენ. ტაქსის მძღოლებს როცა შენი გატეხილი ინგლისური ესმით, ინტერესდებიან – საიდან ხარ, პასუხობ, რომ საქართველოდან და საქართველო-რუსეთის ომზე იწყებენ საუბარს. როცა ეკითხები, საიდან გაიგეს ეს -კონკრეტულ გაზეთებს გისახელებენ.

„ფოქს ნიუსი“ ობამას მიმართ მტრულად არის განწყობილი, ყოველ დღე აკრიტიკებს, პრეზიდენტი შეწუხდა და პრესსპიკერთან განიხილა – რა მოუხერხოს მათ? გადაწყვეტილება მიიღეს. ჟურნალისტები მიიწვიეს შადრევანთან. ობამას მანქანა დათქმულ დროს ჩერდება, გადმოდის მანქანიდან პრეზიდენტი და წარმოუდგენელი რამ ხდება: წყალზე გაივლის ისე, რომ არ დასველდება, უსიტყვოდ დატოვებს იქაურობას და მანქანაში პრესსპიკერს ეტყვის, – ვნახოთ, ახლა რას იტყვიან? მეორე დღეს „ფოქს ნიუსი“ ამბობს: „ობამამ ცურვა არ იცის“.

ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა. ამ ისტორიაში რეალური მხოლოდ ისაა, რომ „ფოქს ნიუსი“ მართლაც ძალიან აკრიტიკებს დემოკრატებს და ობამას. არავისთვის არის საიდუმლო, რომ „ფოქს ნიუსი“ რუბერტ მერდოკის არხია და ამერიკაში იგი რესპუბლიკელების მხარდამჭერ ტელევიზიად არის მიჩნეული. გავლენიან ჟურნალისტურ წრეებში ამ ტელევიზიის სახელის ხსენებაზე ან სახე ეცვლებათ და კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, ან მხოლოდ ხუმრობენ. ის რაც ზემოთ გიამბეთ, ჩვენ ნიუ-იორკის ჟურნალისტიკის სკოლის ერთ-ერთმა ლექტორმა გვიამბო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამერიკული მედიის სახე „ფოქს ნიუსი“ ნამდვილად არ არის. პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრის ერთი დეტალი გამახსენდა, როცა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ამერიკაშიც არის არხები, რომელთაც პოლიტიკური პარტიები აკონტროლებენ“. რა თქმა უნდა, ეს მართალია, მაგრამ ისიც მართალია, რომ ამ ქვეყანაში ასეთი მედიაორგანიზაციები არც თუ ისე ბევრია და თუ კი არის, ის ჟურნალისტური ანეკდოტების თემაც ხდება.

ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამერიკული მედიის მუშაობის პრინციპებს, ძირითადად ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს, გამომძიებელ ჟურნალისტებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ შესასვლელში ჩვენი ყურადღება რამდენიმე დეტალმა მიიქცია. პირველი: წითლად შეღებილი საბეჭდი მანქანა – ეს უკვე ამ გაზეთის სამუზეუმო ექსპონატია და ყველას შეუძლია სამახსოვრო ფოტო გადაიღოს. შესასვლელშივე ნახავთ დაფაზე გამოკრულ შვიდ წესს, რომლის დაცვა 1835 წლიდან აუცილებელია „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებისთვის. და მთავარი – აქ ნახავთ გაზეთის ყველა იმ ნომერს და სტატიას, რომელმაც მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში მიმართულებები შეცვალა. მართალია, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი ნიქსონი პირველი და უკანასკნელია, რომლის სავარძელიც ჟურნალისტურ გამოძიებას შეეწირა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც არა მარტო ჟურნალისტურ სახელმძღვანელოებში, არამედ ამერიკის ისტორიაშიც შევიდა.

ფილადელფიის კონსტიტუციის მუზეუმში ცნობილი ადამიანების ნუსხაში „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორის, ქეთრინ გრეჰემის გვარსაც აღმოაჩენთ და თუ კი ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების ელექტრონულ დაფაზე ერთ ღილაკსაც დააჭერთ ხელს, წაიკითხავთ ისტორიას, რატომ არის ეს ქალი მნიშვნელოვანი ამერიკისთვის.

პრეზიდენტ ნიქსონზე მომზადებული სტატიის გამოქვეყნების წინააღმდეგი ამავე გაზეთის იურისტი იყო. რედაქტორმა საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მაინც მიიღო და მიიღო პრობლემებიც. გაზეთმა რესპუბლიკელი ნიქსონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არჩევნების წინ დემოკრატების ოფისში მოსასმენი აპარატების დამონტაჟებასა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაში ამხილა. წერილების ციკლი 1972 წლიდან იწყება. „ვაშინგტონ პოსტს“ ნიქსონმა ბოიკოტი გამოუცხადა და სხვებსაც მოუწოდა, ასე მოქცეულიყვნენ. ადმინისტრაციაში ან აღარ პასუხობდნენ ზარებს „ვაშინგტონ პოსტიდან”, ან ანტიპატრიოტიზმში ადანაშაულებდნენ მას. გაზეთს ფინანსურად მალე მართლაც გაუჭირდა, მაგრამ საგამოძიებო სტატიების ციკლის გამოქვეყნება გააგრძელეს, უოტერგეიტის სკანდალის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ კი პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა.

თავის დროზე თქვენ წვლილი შეიტანეთ ნიქსონი თეთრი სახლიდან დროზე ადრე რომ გამოსულიყო. მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა, ხომ არ შესუსტდა თქვენი გავლენა? „ვაშინგტონ პოსტის“ ბოლო დროის გამოძიებებიდან მნიშვნელობის თვალსაზრისით, რომელს გამოყოფდით? – ვკითხე „ვაშინგტონ პოსტში“ ჩვენს მასპინძელს.

რამდენიმე წუთის დაფიქრების შემდეგ ერთ-ერთი რედაქტორის მოადგილე მპასუხობს: `გამოვყოფდით ალბათ საგამოძიებო სტატიებს ერაყის ომსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც ამერიკულ საავადმოყოში ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ. ჩვენმა ორმა რეპორტიორმა საგამოძიებო სტატიების ციკლისთვის პულიცერის პრემია მიიღო“.

გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ ახალი ამბების დარბაზში კი კედელზე გაზეთების სპეციალური ნომრებია გამოკრული. აქ რედაქციის განვითარების ისტორიაა ასახული 1966 წლიდან დღემდე. „ფლორიდა თუდეი“ ყოველდღიური გაზეთია, აქ გაზეთების მწკრივში სულ რამდენიმე ნომერია ერთი და იმავე რიცხვით დათარიღებული. როგორც გაზეთის რედაქტორი გვიხსნის, გაზეთი უკვე დაბეჭდილი იყო, ამიტომ ამ დღეებში ხელმეორედ გამოსცეს ნომერი. ეს მაშინ მოხდა, როცა ნიქსონი გადადგა და 1983 წელს, როდესაც „ნასას“ ხომალდი აფეთქდა.

ამ გაზეთის საგამოძიებო სტატიებს შედეგად ის მოჰყვა, რომ ქარიშხლის შედეგადად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გაშუქებამ სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში, ამ შტატში კანონი შეცვალა. გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ მთავარი რედაქტორი, ბობ სტიულერი ამბობს, რომ აქ, ამ ქვეყანაში არის თავისუფლების შეგრძნება, ზოგი მედიასაშუალება ამას იყენებს ბოლომდე, ზოგი კი – არა.
ბობის პირველი შეკითხვა ჩემთან ასეთი შინაარსის იყო: „14 საგამოძიები სტატიის ავტორი ხარ? რამდენი კაცი დააჭერინე?“ – ეს ამერიკაში ლოგიკური კითხვაა, ვინაიდან აქ მედიას ქართული მედიის განსხვავებით აქვს გავლენა, საგამოძიებო სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ჩინოვნიკებს ან ციხეში სვამენ, ან უკანონოდ მიღებულ ფულს ბიუჯეტში აბრუნებინებენ. მათთვის არალოგიკურია პასუხი, როცა ამბობ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 გამოყვეს სხვა მიზნებისთვის და დახარჯეს „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორების ხელფასზე, უფრო არალოგიკური და გაუგებარია, როცა ამბობ, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ქალაქის მერიც და საკრებულოს თავჯდომარეც, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი ამ დოკუმენტზე, ხელმეორედ აირჩიეს თუ დანიშნეს და კიდევ რამდენიმე წელი იქნებიან ხელისუფლებაში.

„ნიუს დეის“ ჟურნალისტის, სანდრა პედიეს საგამოძიებო სტატიებმა შტატში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, ხელისუფლება აიძულა, კანონი შეეცვალა, მიუხედავად ამისა, კითხვაზე – რა არის ამერიკული მედიის თავისებურება? პასუხობს: „ჩვენ ვერ ვიყენებთ მოცემულ შანსს ბოლომდე“.

ეკონომიკური კრიზისის გამო ასეულობით გამოცემა დაიხურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ დღესაც კი, ამ ფონზეც, მედიაბაზარი და მედიაკონკურენცია არსებობს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ეს ორი მნიშვნელოვანი ცნება უკანა პლანზე გადასულა და მათი ადგილი ჟურნალისტურ სოლიდარობას დაუჭერია, როგორც მოხდა 1984 წელს, როცა გამომძიებელი ჟურნალისტი სასტუმროსთან მანქანაში ააფეთქეს. მაშინ გამომძიებელმა რეპორტიორებმა სხვადასხვა გამოცემებიდან თქვეს, რომ „ჟურნალისტები არ უნდა კვდებოდნენ სულელური მიზეზების გამო“, შექმნეს ერთიანი საგამოძიებო ჯგუფი და დაღუპული ჟურნალისტის საქმე გამოიძიეს.

„ნუ უმღერებ დიქტატორს“, ნაწილი მეორე

ავტორი: ლელა დუმბაძე

დაჩი ცაგურია
საახალწლოდ ბათუმში ცნობილი ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის ჩამოყვანა არის დაგეგმილი. ზაფხულში მომღერლის შვილის ენრიკე იგლესიასის სტუმრობა ბიუჯეტს 1. 529. 594 ლარი დაუჯდა. ეს ინფორმაცია განთავსებულია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. შესაბამისი იქნება ხულიო იგლესიასის ჰონორარიც. მანამდე კი საქართველოში ჩამოვლენ ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ბოლო ორი მომღერლის მოწვევა რამდენად არის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული, ანუ დაიხარჯება თუ არა ამაში ხალხის ფული. Continue reading “„ნუ უმღერებ დიქტატორს“, ნაწილი მეორე”

„ნუ უმღერებ დიქტატორს!“- ნაწილი მეორე

რა უჯდება ბიუჯეტს კეთილდღეობის იმიტირება

ავტორი: ლელა დუმბაძე

ხულიო იგლესიასს უკვე გაუგზავნეს მეილი შეტყობინებით: „არ უმღერო დიქტატორს“.

საახალწლოდ ბათუმში ცნობილი ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის ჩამოყვანა არის დაგეგმილი. ზაფხულში მომღერლის შვილის ენრიკე იგლესიასის სტუმრობა ბიუჯეტს 1. 529. 594 ლარი დაუჯდა.  ეს ინფორმაცია განთავსებულია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. შესაბამისი იქნება ხულიო იგლესიასის ჰონორარიც. მანამდე კი საქართველოში ჩამოვლენ ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ბოლო ორი მომღერლის მოწვევა რამდენად არის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული, ანუ დაიხარჯება თუ არა ამაში ხალხის ფული.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ვარსკვლავთცვენის წინააღმდეგია „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. ის თანამოაზრეებთან ერთად აპირებს ვარსკვლავებს წერილები გაუგზავნოს.

„არ უმღეროთ დიქტატორს!“ _ ამ ტიპის წერილებ, ლაშა ჩხარტიშვილმა და დაჩი ცაგურიამ რამდენიმე თვის წინ პირველად ცნობილ პოპმომღერალს სელინ დიონს გაუგზავნეს, თუმცა მომღერლისგან გამოხმაურება ჯერ არ მიუღიათ. „ახლა ქრის ბრაუნსაც და ხულიო იგლესიასსაც ვუგზავნით მეილებს. თუ არც ესენი გამოგვეხმაურებიან, ვაპირებთ მათ ჩამოსვლას სპეციალიზებული ღონისძიება მივუძღვნათ“, _ ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

Continue reading “„ნუ უმღერებ დიქტატორს!“- ნაწილი მეორე”

„ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან

„ნუ გეშიანიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით შევიგრძნობ თქვენს ტკივილს.” პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში დაახლოებით ერთ საათიანი საანგარიშო გამოსვლის დროს რამდენჯერმე გაიმეორა ეს ფრაზა.
პრეზიდენტის მთავარი მესიჯები და ინიციატივები Continue reading “„ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან”

„ნიჟარას“ ახალი კომპოზიციები პიაცაზე

პიაცაზე კაფე-ბარ „ლა ბრიოში“, ცოცხალი მუსიკის საღამო პირველად ჯგუფმა „ნიჟარამ“ გამართა, სახელწოდებით  -poetry music .  „ეს არის პერფორმანსი, ანუ მუსიკისა და პოეზიის სინთეზი“-ამბობს, ჯგუფის სოლისტი, ლევან წულუკიძე.  მუსიკოსის ძველ კომპოზიციებთან ერთად წარმოდგენილი იყო  ხუთი ახალი კომპოზიციაც, მათ შორის „ტალღების მესაიდუმლე“, „ВЕТЕР НА ВОЛНАХ“ და „ბოდვა ნეონის სიცხეში“ .

[youtube https://www.youtube.com/watch?v=YJRm9gmasmg&w=420&h=315]

პიაცაზე კაფე-ბარ „ლა ბრიოში“, ცოცხალი მუსიკის საღამო პირველად ჯგუფმა „ნიჟარამ“ გამართა, სახელწოდებით  -poetry music .  „ეს არის პერფორმანსი, ანუ მუსიკისა და პოეზიის სინთეზი“-ამბობს, ჯგუფის სოლისტი, ლევან წულუკიძე.  მუსიკოსის ძველ კომპოზიციებთან ერთად წარმოდგენილი იყო  ხუთი ახალი კომპოზიციაც, მათ შორის „ტალღების მესაიდუმლე“, „ВЕТЕР НА ВОЛНАХ“ და „ბოდვა ნეონის სიცხეში“ .

[youtube https://www.youtube.com/watch?v=YJRm9gmasmg&w=420&h=315]

„ნიაკა“ და ბათუმის მერი

ანტიკორუფციული სამსახური საეჭვო კავშირებს იკვლევს

გასულ კვირას საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ბათუმის მერი ხელბორკილდადებული წაიყვანა თბილისში. რობერტ ჩხაიძე ბათუმში იმავე სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ერთ დღეში დააბრუნეს, ლევან ვარშალომიძის მამისა და ძმის ჩარევით. ეს ორივე ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა. რატომ უკავშირებენ ირაკლი ანანიძისა და ალეკო მიქელაძის დაკავებას რობერტ ჩხაიძის სახელს თვით ქალაქის მერიაშიც კი? ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ნაწილობრივ პასუხს მერისა და ბიზნესმენის საქმიანი ურთიერთობის შესწავლა იძლევა.

ეთერ თურაძე

Continue reading “„ნიაკა“ და ბათუმის მერი”

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო ფიქრის რეჟიმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, მმართველ პარტიას არჩევნებისთვის მზადება აჭარაში ჯერ არ დაუწყია და გააქტიურებული შეხვედრები ხალხთან მათი მუშაობის ჩვეული რიტმია. გელა დეკანაძის თქმით, არჩევნებს არც საბიუჯეტო ცვლილებები და სოციალურ პროგრამებში თანხის დამატება უკავშირდება.

ბატონო გელა, კარგად ჩანს, რომ  არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე გაცილებით ადრე იწყება სამზადისი, როგორ ემზადება ნაციონალური მოძრაობა“  აჭარაში არჩევნებისთვის?

– არანაირი სამზადისი არ გვაქვს და ეს შეიმჩნევა კიდევაც. ჩვენ იმ რეჟიმში ვმუშაობთ, რა რეჟიმშიც ოთხი წლის უკან ვმუშაობდით. თუ თქვენ რამე განსაკუთრებულს ამჩნევთ, მითხარით და ამის შესახებ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა გავაქტიურდებით, როცა ოფიციალურად გამოცხადდება თარიღი, მაგრამ ის, რომ ვინმემ გვითხრას, დღეს იმაზე მეტად აქტიურები ხართ, ვიდრე ერთი თვის უკან და ერთი წლის უკანო, ფაქტია, რომ ასე არ არის.

არჩევნების გამოცხადების თარიღი მოახლოვდა. თქვენ ხართ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და გვარწმუნებთ, რომ არანაირი თადარიგი არ გაქვთ ამ კუთხით, ანუ არ მსჯელობთ იმაზე, რას ჩაწერთ პროგრამაში, რა პრიორიტეტები გექნებათ, გამოჩნდებიან თუ არა თქვენს სიებში ახალი სახეები?

– ნაციონალური მოძრაობა ყველა გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალიზებულად, თითოეული დეტალი ცენტრალურ ოფისთან თანხმდება. Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო ფიქრის რეჟიმში”

„მეშინია, იმ ქვეყნად არ წავიდე სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით“

თეო მიქაძე, დამსახურებული ორდენოსანი მასწავლებელი, ომისა და შრომის ვეტერანი

86 წლის ვარ. 7 დედმამიშვილიდან მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალი. ჩემი წლოვანების გამო მეშინია, რომ იმ ქვეყნად არ წავიდე სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ მაინც მოვესწრო თქვენი გუნდის წევრების გამარჯვებას.
ბატონო ბიძინა, კარგ დროს მობრძანდით, აგირჩევიათ სწორი გზა სამშობლოს გადასარჩენად. ახლა ჭირდებით მშიერ საქართველოს. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც სულს მიათრევენ, მათ შორის მეც.
თქვენი თითოეული სიტყვა მოსაწონია, განსაკუთრებით ყურადღება მივაქციე თქვენ მიერ ნათქვამ ფრაზას: `პოლიტიკაში იმიტომ მოვედი მივხვდი, რომ სამშობლოს ვკარგავდიო~. და კიდევ: `არ მიყვარს სიტყვა რევოლუცია, მოვდივარ არჩევნების გზით“.
ზოგიერთი თბილისელი ჟურნალისტი ტატყანებს, რომ თითქოს ფული შეძენილი გაქვთ სხვადასხვა მახინაციით. არა, არა, არა, ამ კაცმა ყველაფერი თავისი ნიჭით გააკეთა, გონიერი ბიზნესმენია. ვერ ხედავთ სოფელი ჭორვილა როგორ ააყვავა. ვერ წაიკითხეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.
ზოგიერთო ჟურნალისტო, ნუ იტყვით იმას, რაც არ იცით.
გეფერები შორიდან, ბატონო ბიძინა, ვკოცნი თქვენს ქართულ ოჯახს.
2011 წლის 4 ნოემბერი

თეო მიქაძე, დამსახურებული ორდენოსანი მასწავლებელი, ომისა და შრომის ვეტერანი

86 წლის ვარ. 7 დედმამიშვილიდან მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალი. ჩემი წლოვანების გამო მეშინია, რომ იმ ქვეყნად არ წავიდე სოციალურად დაუცველი ადამიანის სახელით. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ მაინც მოვესწრო თქვენი გუნდის წევრების გამარჯვებას.
ბატონო ბიძინა, კარგ დროს მობრძანდით, აგირჩევიათ სწორი გზა სამშობლოს გადასარჩენად. ახლა ჭირდებით მშიერ საქართველოს. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებიც სულს მიათრევენ, მათ შორის მეც.
თქვენი თითოეული სიტყვა მოსაწონია, განსაკუთრებით ყურადღება მივაქციე თქვენ მიერ ნათქვამ ფრაზას: `პოლიტიკაში იმიტომ მოვედი მივხვდი, რომ სამშობლოს ვკარგავდიო~. და კიდევ: `არ მიყვარს სიტყვა რევოლუცია, მოვდივარ არჩევნების გზით“.
ზოგიერთი თბილისელი ჟურნალისტი ტატყანებს, რომ თითქოს ფული შეძენილი გაქვთ სხვადასხვა მახინაციით. არა, არა, არა, ამ კაცმა ყველაფერი თავისი ნიჭით გააკეთა, გონიერი ბიზნესმენია. ვერ ხედავთ სოფელი ჭორვილა როგორ ააყვავა. ვერ წაიკითხეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით განხორციელდა 2005 წლიდან 2010 წლის ჩათვლით.
ზოგიერთო ჟურნალისტო, ნუ იტყვით იმას, რაც არ იცით.
გეფერები შორიდან, ბატონო ბიძინა, ვკოცნი თქვენს ქართულ ოჯახს.
2011 წლის 4 ნოემბერი

„მერაბ! რატომ წახვედი არხიდან?“

კობა ჩხეიძე
კობა ჩხეიძემ – პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ბათუმში, „ტელეარხ 25“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ყოფილ მმართველს, მერაბ მერკვილაძეს ფეისბუქის კედელზე დაუსვა შეკითხვა, მის არხიდან წასვლასთან დაკავშირებით. კობა ჩხეიძისა და მერაბ მერკვილაძის კითხვა პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
Continue reading “„მერაბ! რატომ წახვედი არხიდან?“”

„მე სკოლაში გათხოვილი მოსწავლე მყავს“

თამთა კავარაცხელია, მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი

თამთა კვარაცხელია
სკოლებში თორმეტწლიან სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ისეთი პრობლემები გაჩნდა, რომლებზეც ან კულუარებში ვსაუბრობთ, ან საერთოდ არ ვახსენებთ. სკოლის მოსწავლეთა ასაკი გაიზარდა: 18-19 წლის ახალგაზრდები (მათ ვერაფრით უწოდებ ბავშვებს, თუმცა ინერციით მაინც არის ამის სურვილი) დადიან (ზოგჯერ ძალიან მოდური მანქანებით და ვერაფერს იტყვი, რადგან მართვის მოწმობებიც აქვთ) სკოლებში და ერთი შეხედვით, ეს ემსგავსება უცხოურ ფილმებში ნანახ სცენებს უფროსკლასელთა ან კოლეჯის სტუდენტთა ცხოვრებიდან. Continue reading “„მე სკოლაში გათხოვილი მოსწავლე მყავს“”

გიორგი ჩიქოვანი ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვს?

გიორგი ჩიქოვანმა (მეტსახელად მაიმუნა“) საქართველო-თურქეთის საზღვარი 2011 წლის პირველ ივნისს გადაკვეთა. საქართველოს საბაჟოზე ჩიქოვანის შემოსვლა აღარ დაფიქსირებულა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გიორგი ჩიქოვანმა, პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით, ბრიტანეთს მიმართა. ჩიქოვანი შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცერია.

გიორგი ჩიქოვანის საქართველოდან გასვლა „ბათუმელებს“ დოკუმენტურად ახლახან პოლიციაში დაუდასტურეს. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მისმა გარემოცვამ დაიწყო. ისინი კერძო საუბარში ჩიქოვანს ამის გამო თითქოს აკრიტიკებდნენ კიდეც.

„გაქცევის ამბავი მეც გავიგე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს გეტყვით, ერთ თვეზე მეტია არ ჩანს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ჩიქოვანის ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებას მხოლოდ კონფიდენციალობის დაცვის შემთხვევაში დათანხმდა.

„ბათუმელებმა“ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ჩიქოვანის ოჯახში დარეკა. ციალა ბარამიძემ, გიორგი ჩიქოვანის დედამ თქვა, რომ არაფერსაც არ გვეტყვის.

ვანო მერაბიშვილის განკარგულებით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა, ოფიციალური ნებართვის გარეშე, არც ერთ პოლიციელს არ შეუძლია. უცნობია, მიიღო თუ არა ვანო მერაბიშვილისგან თანხმობა გიორგი ჩიქოვანმა პირველ ივნისს, როცა საზღვარი გადაკვეთა.

მიმართა თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით გიორგი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს? – ამ შეკითხვით საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს მივმართეთ. საელჩოში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებენ, რადგან ეს პირადი ინფორმაციაა.

„ბათუმელების“ კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით კი, რომელიც შს სამინისტროს თანამშრომელია, გიორგი ჩიქოვანი ქვეყნიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბათუმში მოკლული სერჟანტის როინ შავაძის საქმის გამო გაიქცა. „ამბობენ, რომ ევროპელების ზეწოლის გამო შავაძის საქმე უნდა გაიხსნას. შეიძლება ეგ ამხილონ. ჩვენ ასე გავიგეთ“, – ამბობს პოლიციელი.

შავაძის ქვრივის, ციცინო შავაძის ინფორმაციით, სერჟანტის საქმე ევროპარლამენტში მართლაც გააქვთ მოსმენაზე:

„ეს საქმე სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოს აუცილებლად უნდა განიხილონ ევროპარლამენტში. მე თვითონ მივაწოდე მათ მასალები და ამ საქმეს ბოლომდე ჩასწვდნენ… ეჭვგარეშეა, ჩემი ქმრის მკვლელობაში ჩიქოვანის ხელი რომ ურევია. მან ხომ იცის, ვისი დაკვეთით მოკლეს რომა. იქნება იმისთვის გაუშვეს, რომ გამოძიება თუ დაიწყება, არ დაკითხონ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის რაღაც დავალების შესასრულებლად გაუშვეს უცხოეთში – იმის გათვალისწინებით, რომ ქილერია… შეიძლება არც არსად წასულა და აქ ჰყავდეთ ჩუმად“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლზე (გამოძიების გაჭიანურება) დაყრდნობით, ამ კვირაში ადვოკატ რამინ პაპიძეს შავაძის საქმეზე საჩივარი ევროპის სასამართლოში შეაქვს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავაძის მიმართ დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 მუხლები“, – ამბობს ადვოკატი პაპიძე.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის, გამომძიებელ გიორგი ჩიქოვანის შესახებ სკანდალური ცნობა პირველად პრესაში 2007 წელს გავრცელდა. მაშინ მას სასამართლოში ქალმა უჩივლა. სასამართლო მასალებში წერია, რომ ჩიქოვანმა „2007 წლის 28 აგვისტოს განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა“ ერთ-ერთი თავისი ნაცნობი გოგონა. მაშინ ჩიქოვანი მე-4 სართულზე კედლიდან აცოცდა.

მერე იყო შავაძის საქმე. ერაყში ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოებული ჯარისკაცი, რომელიც ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული იყო, ტყვიებით დაცხრილული და სახსრებგადამტვრეული პროზექტურაში იპოვეს ოჯახის წევრებმა. ციცინო შავაძის ცნობით, მაშინ როინ შავაძეს გიორგი ჩიქოვანმა მიაკითხა და წაიყვანა.

გამოძიების ვერსიით, სერჟანტი შავაძე სამართალდამცავებმა ბათუმში დააკავეს ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებით და თბილისში ექსტრადირების დროს გზაში მოკლეს, როცა დაკავებულმა გაქცევა სცადა. თუმცა, ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, სხეულის დაზიანება (სხვადასხვა სახის მოტეხილობა) არის სიცოცხლისდროინდელი, შესაბამისად, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ვერ მოახერხებდა გაქცევას. გარდა ამისა, ცხედარს წინა მხრიდან გულმკერდის არეში 28 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მკვლელობიდან ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტში როინ შავაძის საქმის გამოძიება „ქრისტიანულ-დემოკრატიული“ მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ მოითხოვა. მას უმრავლესობის სახელით უპასუხა გივი თარგამაძემ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც შავაძეს უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულში – ღალატში დასდო ბრალი.

როინ შავაძის მკვლელობის სამი წლისთავზე ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ კიდევ არ უცნიათ. გამოძიების მასალებს არ აცნობენ ადვოკატს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამოძიება სერჟანტის სიკვდილის საქმეზე დასრულებული არ არის. ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას როინ შავაძის სიკვდილის საქმის გამოძიებისკენ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც მოუწოდა.

„ლეიბორისტების“ ყოფილი აქტივისტი ამბობს, რომ ემუქრებიან

 

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი აქტივისტის, მერაბ ღოღობერიძის განცხადებით   ლეიბორისტული ორგანიზაციის აჭარის  ორგანიზაციის ლიდერი  მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით ინციდენტი  ბათუმში,  მოსკოვის ქუჩაზე, მის   საცხოვრებელ  სახლთან მოხდა. მერაბ ღოღობერიძე:  „20 მაისს, დაახლობით 10 :30 წუთზე  დავით რობაქიძე მოვიდა ვახო მითაიშვილთან ერთად. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის   მოყენების  შემდეგ ბოთლის გადამტვრევას ცდილობდა და დედაჩემმა შეაჩერა “.  ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ბათუმელებს“  არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველო კორუფციისთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“  ხელმძღვანელმა   მერაბ ღოღობერიძემ თვითონ  მიაწოდა.

ყოფილ მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ღოღობირეძის მიერ  სოციალურ ქსელში  ფოტოშოპით დამზადებული   ქალაქის მერის, რობერტ   ჩხაიძის სურათის გავრცელება გახდა.

დავით რობაქიძე ადასტურებს  ინციდენტს, თუმცა ამბობს რომ „სერიოზული არაფერი ყოფილა“. იგი ფიზიკურად შეხების ფატს  უარყოფს; „რომ იტყვიან, ცოტათი შემოვულაწუნე ყურისძირში, აკეთებს ათას სისულელეს და მერე მე მბრალდება ყველაფერი, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ  ჩემი სამსახურებრივი კომპიუტერიდან გააკეთა და ამიტომ მქონდა რეაქცია. ვუთხარი, მოშალე  მეთქი და  ვერ გავაგებინე. არ შეიძლება ბიკინები ჩააცვა ყველას,  ამაზრზენია ეს ყველაფერი“

მერაბ ღოღობერიძე ადასტურებს, რომ სურათი ფოტოშოპში  ნამდვილად დაამზადა ლეიბორისტების ოფისში და იქედან გაავრცელა სოციალურ ქსელში, რაც ახლა არაეთიკურად მიაჩნია და  ქალაქის მერს ბოდიშს უხდის. თუმცა ამბობს, რომ მას  ძველი ანგარიშსწორება ჰქონდა ქალაქის მერთან: „დახლობით ერთი თვის წინ რობერტ ჩხაიძემ  მიწოდა უზრდელი და ბაზარნიკი  ძველი ბათუმის ტერიტორიაზე“.

მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ   რობაქიძესთან  მომხდარი ინციდენტის   გამო  პოლიციას არ მიმართა,  რადგან პოლიტიკურ სპეკულაციებს მოერიდა, თუმცა მისი  თქმით „მუქარები არ წყდება და ამ ინციდენტის გახმაურების მიზანი სწორედ  თავდაცვაა.“

მერაბ ღოღობერიძე ლეიბორისტული პარტიის  აქტივისტი იყო, მაგრამ ოფიციალურად პარტის წევრი არ ყოფილა.

 

 

 

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი აქტივისტის, მერაბ ღოღობერიძის განცხადებით   ლეიბორისტული ორგანიზაციის აჭარის  ორგანიზაციის ლიდერი  მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით ინციდენტი  ბათუმში,  მოსკოვის ქუჩაზე, მის   საცხოვრებელ  სახლთან მოხდა. მერაბ ღოღობერიძე:  „20 მაისს, დაახლობით 10 :30 წუთზე  დავით რობაქიძე მოვიდა ვახო მითაიშვილთან ერთად. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის   მოყენების  შემდეგ ბოთლის გადამტვრევას ცდილობდა და დედაჩემმა შეაჩერა “.  ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „ბათუმელებს“  არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველო კორუფციისთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“  ხელმძღვანელმა   მერაბ ღოღობერიძემ თვითონ  მიაწოდა.

ყოფილ მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ღოღობირეძის მიერ  სოციალურ ქსელში  ფოტოშოპით დამზადებული   ქალაქის მერის, რობერტ   ჩხაიძის სურათის გავრცელება გახდა.

დავით რობაქიძე ადასტურებს  ინციდენტს, თუმცა ამბობს რომ „სერიოზული არაფერი ყოფილა“. იგი ფიზიკურად შეხების ფატს  უარყოფს; „რომ იტყვიან, ცოტათი შემოვულაწუნე ყურისძირში, აკეთებს ათას სისულელეს და მერე მე მბრალდება ყველაფერი, რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ  ჩემი სამსახურებრივი კომპიუტერიდან გააკეთა და ამიტომ მქონდა რეაქცია. ვუთხარი, მოშალე  მეთქი და  ვერ გავაგებინე. არ შეიძლება ბიკინები ჩააცვა ყველას,  ამაზრზენია ეს ყველაფერი“

მერაბ ღოღობერიძე ადასტურებს, რომ სურათი ფოტოშოპში  ნამდვილად დაამზადა ლეიბორისტების ოფისში და იქედან გაავრცელა სოციალურ ქსელში, რაც ახლა არაეთიკურად მიაჩნია და  ქალაქის მერს ბოდიშს უხდის. თუმცა ამბობს, რომ მას  ძველი ანგარიშსწორება ჰქონდა ქალაქის მერთან: „დახლობით ერთი თვის წინ რობერტ ჩხაიძემ  მიწოდა უზრდელი და ბაზარნიკი  ძველი ბათუმის ტერიტორიაზე“.

მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ   რობაქიძესთან  მომხდარი ინციდენტის   გამო  პოლიციას არ მიმართა,  რადგან პოლიტიკურ სპეკულაციებს მოერიდა, თუმცა მისი  თქმით „მუქარები არ წყდება და ამ ინციდენტის გახმაურების მიზანი სწორედ  თავდაცვაა.“

მერაბ ღოღობერიძე ლეიბორისტული პარტიის  აქტივისტი იყო, მაგრამ ოფიციალურად პარტის წევრი არ ყოფილა.

 

 

„ლაზიკა“ გაეროს კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე

კოლხეთის დაბლობი
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
რა ელის კოლხეთის ეროვნულ პარკს?

კოლხეთის დაბლობი, სადაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის მშენებლობა უნდა დაიწყოს, საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიაა; ამ ადგილზე ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას გადამფრენი ფრინველები დასასვენებლად სხდებიან. Continue reading “„ლაზიკა“ გაეროს კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე”

„კამერების დამონტაჟებას წიგნები ეყიდათ სჯობდა“

ავტორი: ქეთი ლაბაძე

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საკმარისი რაოდენობით არ არის სახელმძღვანელოები და მათ ქსეროასლების გადაღება უწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბიბლიოთეკაში სტუდენტების შენიშვნებს იზიარებენ და ადასტურებენ, რომ რამდენიმე საჭირო სახელმძღვანელოს მხოლოდ თითო ეგზემპლარი აქვთ. უნივერსიტეტის რექტორი კი წიგნების შესაძენად დაგეგმილ ტენდერსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე საუბრობს.

გიორგი ქარცივაძე საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის მეორე კურსის სტუდენტი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან „ფინანსების თეორიის“ გამოტანა ვერ შეძლო. მისი თქმით, ბიბლიოთეკაში ამ წიგნის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, ამიტომ გიორგის მისი ქსეროქსზე გადაღება მოუწევს. ერთი გვერდის ქსეროასლის გადაღება ათი თეთრი ღირს, რაც სტუდენტებისათვის საკმაოდ ძვირია. „არანაირი შეღავათი არ გვაქვს სტუდენტებს, – ამბობს გიორგი. – გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, სილაბუსში მითითებულია ძირითადად ძველი ლიტერატურა, რაც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ სტუდენტების მოთხოვნის დონეც ძალიან დაბალია. როდესაც ვკითხულობთ, რატომ არაა წიგნები, გვპასუხობენ, რომ შემოვა, თუმცა როდის, არ ვიცი. ფაქტი ის არის, რომ წიგნები არ არის და შესაბამისად სწავლის ხარისხიც დაბალია.“ Continue reading “„კამერების დამონტაჟებას წიგნები ეყიდათ სჯობდა“”

„იყო და არის“

გიორგი სურმანიძე

ავტორი: გიორგი სურმანიძე (ფერმერი)

გაჩეხილი და მოუვლელი ციტრუსის ბაღები

რა არის საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ციტრუსი – ხილი, შემოსავლის წყარო, თუ უბრალოდ კარგი მოგონებები?
Continue reading “„იყო და არის“”

ინტელექტუალსაც ეშინია

„პირველები“, სკოლის ინტელექტუალურ გუნდებს შორისაც პირველები არიან. ისინი რამდენიმე თვეა რაც არსებობენ, თუმცა უკვე „ოქროს კითხვებსაც“ უმკლავდებიან და წლის ჩემპიონატის მოგებასაც აპირებენ. „ნინოს გუნდი“, „ყრუ ლოსები“ და „ვირუსი“, კი მათზე უფროსი თაობაა. როგორ ცხოვრობენ ბათუმელი ინტელექტუალები და რა როლს თამაშობს ინტელექტი სამოქალაქო აქტივობაში.

პირველი საჯარო სკოლის ინტექტუალური გუნდის კაპიტანი მარიამ ყაჭეიშვილი მე-11 კლასელია. გუნდის ხუთი წევრი კი მე-10 კლასელები არიან. მათ შორის დათო კილაძე ყველაზე გამოცდილია, იგი გასული წლის „ბრეინგ რინგის“ გამარჯვებულიცაა. „პირველი“ 25 დეკემბრის ჩემპიონატშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის, როგორც მოზარდები ამბობენ, განსაკუთრებულად არ ემზადებიან. `წინასწარ ვარჯიშს აზრი არ აქვს, რადგან მაინც ვერ განსაზღვრავს რა როგორ იქნება“, – ამბობს კაპიტანი.

დათო კილაძე: „ერთადერთი დავალება ის არის, რომ ყოველ თვეში ახალი წიგნი უნდა წაიკითხო. ახლა „დონ-კიხოტის“ თვე გვქონდა, ამის წინ ჟიულ ვერნის, ჩემპიონატამდე დუმბაძის „თეთრი ბაირაღებიც“ უნდა მოვასწროთ. კითხვები ამ წიგნებიდან იქნება“.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მეოთხე თვეა არსებობს, უკვე ლიდერია და ამ პოზიციის დათმობას არც აპირებენ. მოთამაშეებს, როგორც „ინტელექტუალები“ ამბობენ, იმის მიხედვით არჩევენ, ვის როგორი ინტუიცია აქვს: მაინცა და მაინც ათოსანს არ არჩევ. რა თქმა უნდა, რაღაც უნდა იცოდე, მაგრამ მთავარი მახასიათებელი ლოგიკური აზროვნებაა“, – ამბობს მიშიკო დუმბაძე. „ვიღაცამ ლიტერატურა უფრო იცის, ვიღაცამ გეოპოლიტიკა და ა.შ.“ – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. „კომპლექსებს იხსნი და საკუთარი აზრის გატანას სწავლობ. გეხმარება სხვისი აზრის პატივისცემაშიც. რაც ყველაზე მთავარია, გუნდს გრძნობ და თანადგომას სწავლობ“, – აი ეს სიტყვები კი დათას ეკუთვნის.

მიშიკოს აზრით, ამ თამაშში მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი: `ბევრმა ბევრი რამე იცის, მაგრამ რეალიზებას ვერ აკეთებს. ამათ მოზეპირეებს ვეძახი“.

დათო ნაკაშიძის აზრით, თუკი ბევრი მოზარდი დაკავდება მსგავსი აქტივობით, ქუჩური გარჩევები შემცირდება: „მოზარდების დაინტერესება სკოლაზეც არის დამოკიდებული და ოჯახზეც. შეიძლება ყველა ინტელექტუალი არ იყოს, მაგრამ სხვა აქტივობით შეიძლება დააინტერესო. ჩვენ თვეში 6 ლარს საწევროს ვიხდით, მაგრამ გვიღირს. თუკი სხვებიც საინტერესო საქმეს გააკეთებენ, ამ ფულით სიგარეტს აღარ იყიდიან“.

„პირველი“ პირველობისთვის ემზადება და ამბობს, რომ დეკემბრისთვის ფორმაშია.

უფროსი ინტელექტუალები სულხან ხალვაში სასტუმრო „რედისონ ბლუს“ შესყიდვების მენეჯერია. იგი ინტელექტუალურ თამაშებში 1997 წლიდანაა ჩართული. მის გუნდს „ყრუ ლოსები“ ჰქვია. სულხანს ინტელექტუალურ თამაში აზარტად არ მიაჩნია. „ეს უფრო ცნობისმოყვარეობაა“, – ამბობს ის. მისი აზრით, კარგი მოთამაშე რომ გახდე, განსაკუთრებული წვრთნა არ გჭირდება: `ან ინფორმაცია უნდა გქონდეს, ან ლოგიკა, რაც თანდაყოლილია. მეცინება, როდესაც ბავშვებს უნარ-ჩვევებში ამზადებენ, რადგან ადამიანს ან აქვს ლოგიკა, ან – არა, არა მგონია ლოგიკა ისწავლო“.

ლიბერტიანელი და ფედერალისტი ინტელექტუალი თავისუფალ დროს კაფე „ვინილში“ ატარებს. სვამს ბევრ ყავას და უყურებს ფილმებს, ოღონდ არაინტელექტუალურს: „არც ინტელექტუალური კინო მიყვარს, არც მუსიკა, სანახაობრივი მირჩევნია. ან ინტელექტუალური მუსიკა რას ნიშნავს? – ვერავინ ამიხსნა. მუსიკა მუსიკაა“.

სულხანის აზრით, „ინტელექტუალიც“ ჩვეულებრივი ადამიანია: „ინტელექტუალი იყო აინშტაინი, ჩვენ რა ინტელექტუალები ვართ. თანაც ჩვენ ისეთი დეგრადირებული საზოგადოება ვართ, რომ რეპერის აზრი უფრო პატივსაცემია, ვიდრე, ვთქვათ, პროფესორის. მე, პირადად, მეზიზღება ე.წ. საზოგადოებრივი მოძრაობები. რა უნდა გააპროტესტო, ნულოვანი ტოლერანტობა? მე მომხრე ვარ ამის, რადგან საქართველო მართლა კრიმინალური ქვეყანა იყო. ჩემთვის სამოქალაქო აქტივობაა, თუკი გავლენას მოვახდენ გარშემომყოფებზე, მაგალითად, ავუხსნი თუ რატომ უნდა გაყიდო ყველაფერი“.

გარსევან ჯორბენაძე „ვირუსის“ კაპიტანია და საზღვაო სააგენტოში მუშაობს. მისი გუნდი არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია. კარგად იცის ისტორია და გუნდს სწორედ ამ სფეროში ეხმარება. მისი საყვარელი ფილმია „გარაჟი“ – შეუძლია არაერთგზის უყუროს. მისი აქტივობა ფაცებოოკ-ია, აქ გამოხატავს აზრებს, განწყობებსა და ადამიანებს ეკონტაქტება:

„ჩემი საზოგადოებრივი აქტივობა ის არის, რასაც ვაკეთებ. ტარდება სკოლის ჩემპიონატები, სტუდენტები თამაშობენ. სამი წლის წინ ნაკლები გუნდი თამაშობდა, დღეს გაცილებით მეტია, თანაც ცოდნა ცვლის საზოგადოებას და არა – ინტელექტი. ინტელექტუალებიც თავის წრეში იხარშებიან, როგორც ვთქვათ, მოჭადრაკეები ან ფილატელისტები. ეს ერთგვარი ჰობია. ინტელექტს არ შეუძლია საზოგადოების შეცვლა. ინტელექტი ვერც მენტალობას ცვლის, მენტალობასაც და სტერეოტიპებსაც ცვლის დრო და არა – ის ცოდნა, რაც ჩვენ გაგვაჩნია“.

ნინო ძნელაძე – ფილოლოგი, არქეოლოგი და ელინისტი „ნინოს გუნდის“ კაპიტანია. ამბობს, რომ ადვილად ვერ იღებს სიახლეებს: „რასაც ვეჩვევი – სამუშაო მაგიდის ჩათვლით, როცა მიცვლიან ვღიზიანდები. არ მომწონს ჩემი სამუშაო ოთახის ფერი, მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ გადაღებონ“.

ნინო ამბობს, რომ „ინტელექტუალები“ არ უნდა იყვნენ „თავისთვის ხალხი“: „მაგრამ როცა ინტელექტუალი აქტიურობს, მე მახსენდება რაინდი, რომელიც ებრძვის გველეშაპს, თუმცა გამარჯვების შემდეგ თვითონ გადაიქცევა გველეშაპად. შინაგან თავისუფლებას ადამიანის ინტელექტი არ განსაზღვრავს. არც ცოდნა განსაზღვრავს, ეს გაქვს, ან – არა. ინტელექტუალსაც ეშინია. თვითონ უნდა განსაზღვრო, ან იტყვი და დაიღუპები, ან ჭკვიანად იქნები. ინტელექტუალი, რომელიც იბრძვის, ინტელიგენტი აღარ არის. დოჩანაშვილს აქვს ეს კარგად ნაჩვენები, როცა უბრალო კამორელისგან განსხვავებით ინტელიგენტი იგინება“.

„ნინოს გუნდი“ ყველაზე მხცოვანია, თუმცა ჯერ არც ერთ ჩემპიონატში არ მიუღია მონაწილეობა: `ზაფხულში კავკასიის ჩემპიონატი იყო, შეგვეძლო საპრიზო ადგილი აგვეღო, მაგრამ არ ვითამაშეთ. ჩემთან გია მასალკინი, ემზარ კახიძე, შოთა გუჯაბიძე და ვალიკო ლობჟანიძე თამაშობენ. ვალიკო თბილისის გუნდშიც თამაშობს. მათ გარეშე თამაში არ შემიძლია. ერთხელ მივატოვე კიდეც გუნდი, როცა ცალკე დაიწყეს მოთამაშეებმა გამოსვლა, მაგრამ მაინც დავბრუნდი.

რა ხიბლი აქვს ამ თამაშს? – წიგნის სიყვარული ალბათ. ტვინს ამუშავებ. ინტელექტუალი იარლიყივითაა, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ – ჭკუას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე – ინტელექტს“.

„ვმო“–ში მოსკოვის გაწევრიანების 18 წლიანი ძალისხმევა სრულდება

„საქართველო მინიშნებას აკეთებს იმაზე,რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ახლოვდება.“ ამ სათაურით სტატიას “ნიუ– იორკ თაიმსი“აქვეყნებს. წერილი ქართულად foreignpress.ge თარგმნა. სრულად გთავაზობთ სტატიას
ელენ ბარი
მოსკოვი – საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მიიღეს შვეიცარელი შუამავლების კომპრომისული წინადადება, რაც გზას გაუხსნის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას დეკემბერში. ეს მოსკოვის გაწევრიანებისკენ მიმართულ 18 წლიან ძალისხმევას დაასრულებს. Continue reading “„ვმო“–ში მოსკოვის გაწევრიანების 18 წლიანი ძალისხმევა სრულდება”

„ვითხოვთ ღია შეხვედრას ვანო მერაბიშვილთან“

„მე ვარ ფოტოგრაფი“, „მოხსენით გრიფი – „საიდუმლო“ ფოტოგრაფების საქმეს“ – ამ ტრანსფარანტებით დღეს უშიშროების შენობასთან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ბათუმელმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ეს რიგით მეორე სოლიდარობის აქციაა, რომელიც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად გაიმართა ბათუმში.
„ჩვენ ვითხოვთ ვამო მერაბიშვილთან ღია შეხვედრას და გრიფი – „საიდუმლოს” მოხსნას ფოტოგრაფების საქმისათის, რადგან ამ საქმის გასაიდუმლოება კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„მე ვარ ფოტოგრაფი“, „მოხსენით გრიფი – „საიდუმლო“ ფოტოგრაფების საქმეს“ – ამ ტრანსფარანტებით დღეს უშიშროების შენობასთან საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ბათუმელმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ეს რიგით მეორე სოლიდარობის აქციაა, რომელიც ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად გაიმართა ბათუმში.
„ჩვენ ვითხოვთ ვამო მერაბიშვილთან ღია შეხვედრას და გრიფი – „საიდუმლოს” მოხსნას ფოტოგრაფების საქმისათის, რადგან ამ საქმის გასაიდუმლოება კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„ექიმი არ არის კონიაკი, 25 წელი შეინახო, რომ კარგი გახდეს“

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 45 წლის თემურ გაბაიძე ერთი თვის წინ დანიშნეს. მანამდე იგი ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა.

Continue reading “„ექიმი არ არის კონიაკი, 25 წელი შეინახო, რომ კარგი გახდეს“”

„ეს ის არ არის, 7 საათიან სერიალში რომ მღერის?”

მარი ქობულაძე
ააა…. არ ყოფილხარ ენრიკეს კონცერტზე? არა უშავს…სიმართლე გითხრათ, ბევრი დაგიკარგავთ: D თუ გგონიათ მეც VIP სტუმრის სტატუსით შევედი, ძალიან შემცდარხართ.. მე მხვდა ბედნიერება მოკვდავთა რიგში დგომისა, ნახევარი საათის გატარება მომიწია რიგში, მხოლოდ იმისთვის, რომ შიგნით შემეღწია… შესვლის დროის მოახლოებისას ხალხი ერთმანეთს მიაწყდა, მოკლედ ვინ ვის შეასწრებდა იმაზე იყო, ზოგმა მოაჯირს გადაუფრინა, ზოგიც ისე გაცეცხლდა დაცვაც კი ვერ აკავებდა… მე პირადად ისე შემიყვანეს, ფეხი მიწაზე არ დამიდგამს, წარმოიდგინეთ, რაღაც მომეტში ჩემი თავი ფარაონიც კი მეგონა

არაფრის შეტანის უფლება არ გვქონდა, ჩემს ირგვლივ ადამიანებს ფუნთუშები და ღვეზლებიც კი ჩამორთვეს, ერთ გოგონას ოცამდე ღვეზელი ჰქონდა პარკში ჩალაგებული, მაგრამ დაცვა ვერ გადალახა და ღვეზლების დატოვება მოუხდა.

Continue reading “„ეს ის არ არის, 7 საათიან სერიალში რომ მღერის?””

„ენვერის“ პროცესი დასრულდა

ჯაშუშობის ბრალდებით, სპეცოპერაცია „ენვერის“ სახელით ცნობილი 13 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი ბათუმში დასასრულს უახლოვდება. ბრალის აღიარების გამო ორ პიროვნებასთან – მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილთან და ბიზნესმენ პეტრე დევრიშაძესთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. მფრინავ იური პლუჟნიკოვს სასამართლომ 13 წელი და 6 თვე მიუსაჯა. დანარჩენ განსასჯელებსაც დაახლოებით იგივე ბედი ელით.

Continue reading “„ენვერის“ პროცესი დასრულდა”

„დევნილი“ ქველმოქმედება აჭარაში

ლიკა ბასილაია-შავგულიძე

რამდენიმე ხნის წინ აჭარის ეკონიმიკის და ფინანსთა სამინისტრომ უსახლკარო ადამიანები, მათ შორის მარტოხელა დედები, მოხუცები და ინვალიდები აიძულა აჭარაში ერთადერთი საქველმოქმედო სახლი დაეტოვებინათ. ბათუმის საქველმოქმედო სახლი „წმინდა ფრანჩესკას და წმინდა ნინოს სახელობის საქვემოქმედო ფონდმა“ ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსა. იმავე წელს, სპეციალური განკარგულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ფონდს საქველმოქმედო სახლისთვის გამოყოფილი შენობა პირად სარგებლობაში გადასცა. 2006 წელს, აჭარის ახალმა მთავრობამ აბაშიძის განკარგულება უკანონოდ სცნო და ამ სახლით მოსარგებლე ადამიანები აიძულა შენობა დაეცალათ. მოგვიანებით, ახალმა მფლობელმა, რომლის ვინაობა უცნობია, სახლი დაანგრია.

Continue reading “„დევნილი“ ქველმოქმედება აჭარაში”

„დაწინაურებას გისურვებ შვილო“ –ბიძინა ივანიშვილის პიროვნული შტრიხები

ეს ინტერვიუს ის ნაწილია, სადაც ბიძინა ივანიშვილი მისი ოჯახის შესახებ საუბრობს.
პიროვნული შტრიხები: არ უყვარს ნადირობა და თევზაობა. ფრინველებიდან არ უყვარს ბეღურები, რადგან მიაჩნია, რომ მერცხლებს ბუდეებს ართმევენ. ყოველ დილით ურეკავს დედას, რომლის პირველი რეაქცია შვილის პოლიტიკაში მოსვლაზე იყო ასეთი – „ დაწინაურებას გისურვებ შვილო “ Continue reading “„დაწინაურებას გისურვებ შვილო“ –ბიძინა ივანიშვილის პიროვნული შტრიხები”

„გოგონა ქოლგით“ ბათუმში გამოჩნდება

გოგონა ქოლგით

ბათუმში 23 ნოემბერს კიდევ ერთ ქანდაკებას დადგამენ. მისი ავტორი თბილისელი მოქანდაკე, მიხეილ წოწორია ამბობს, რომ კონკრეტული სახელი ამ ქანდაკებას არ აქვს – „ალბათ, გოგონა ველოსიპედზე შეიძლება ვუწოდოთ“.
ქანდაკება, ავტორის თქმით, ბათუმში, სასტუმრო „ჰაიატის“ წინ უნდა განთავსდეს. Continue reading “„გოგონა ქოლგით“ ბათუმში გამოჩნდება”

„გვაჩვენეთ თამარ კვესიტაძის ქანდაკების ესკიზი“

„გვაჩვენეთ ახალი ქანდაკების ესკიზი“, – „ბათუმელებმა“ ამ თხოვნით დღეს  ბათუმის მერიის რამდენიმე სამსახურს მიმართა. არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ  სამსახურის უფროსი  ირაკლი სურმანიძე თბილისშია და მათ ამ ქანდაკების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. Continue reading “„გვაჩვენეთ თამარ კვესიტაძის ქანდაკების ესკიზი“”

„გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს“

გენერალ რომან დუმბაძე მოკვლის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა ლენტა.რუ ავრცელებს.

„მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან დუმბაძე მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება“, – წერს ლენტა.რუ
თვადამსხმელები დუმბაძეს თავის სახლთან, რუბიოვსკის გზატკეცილზე მოტოციკლეტით დახვდნენ. მათ ესროლეს მააკაცს და მიიმალნენ. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
გენერალი რომან დუმბაძე, 2004 წლიდან ასლან აბაშიძის ხელისფლებიდან გაძევების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით გაათავისუფლეს პატიმრობიდან. დუმბაძე მოსკოვში მაშინ წავიდა.

გენერალ რომან დუმბაძე მოკვლის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა ლენტა.რუ ავრცელებს.

„მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან დუმბაძე მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება“, – წერს ლენტა.რუ
თვადამსხმელები დუმბაძეს თავის სახლთან, რუბიოვსკის გზატკეცილზე მოტოციკლეტით დახვდნენ. მათ ესროლეს მააკაცს და მიიმალნენ. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
გენერალი რომან დუმბაძე, 2004 წლიდან ასლან აბაშიძის ხელისფლებიდან გაძევების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით გაათავისუფლეს პატიმრობიდან. დუმბაძე მოსკოვში მაშინ წავიდა.

„გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ყურე ზვიგენებით იყო სავსე“ – 489 დღე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში

თემურ ბედინაძე
ავტორი: ლელა დუმბაძე
თემურ ბედინაძე ერთ-ერთი მათგანია იმ ქართველი და თურქი მეზღვაურებიდან, რომლებმაც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 489 დღე გაატარეს. გემის უფროსი მექანიკოსი, რომელიც 56 წლის მანძილზე სხვადასხვა გემზე მუშაობდა, გამხდარი და მოტეხილია: „სარკეში არ ვიხედები, რადგან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ“, – ამბობს ის და მეკობრეების ტყვეობაში გატარებულ დღეებზე გვიამბობს. Continue reading “„გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ყურე ზვიგენებით იყო სავსე“ – 489 დღე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში”

„განკურნების ლოცვა“

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს მამა სოკრატემ, რომელსაც მართლმადიდებლები სასწაულმოქმედად მიიჩნევენ, გონიოში მატათა მოციქულის საფლავზე წირვა აღავლინა. ლოცვაზე მოსულ ადამიანებს სჯერათ რომ მამა სოკრატეს განკურნების განსაკუთრებული უნარი აქვს.  მორწმუნეებმა თავიანთი ახლო-ნათესავების სახელები, ვის გამოც მამა სოკრატეს უნდა ელოცა, ფურცლებზე ჩამოწერეს. ლოცვას დაახლოებით 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, როგორც აქ მყოფი პირები ამბობდნენ, ლოცვის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეს ჰქონდა ინფორმაცია.

„ნაუცბათევად წამოვედი და ზუსტად არ ვიცი რასთან დაკავშირებით ილოცა, როგორც მითხრეს განკურნებაზე“, -ამბობს მზევინარ ძირკვაძე.

„ჩვენ ფოლკორულ ფესტივალზე ვართ ჩამოსული, სასტუმროში გავიგეთ რომ მამა სოკრატე იყო ჩამოსული და წამოვედით. სიურპრიზი იყო, მჯერა განკურნების ლოცვის“, – ამბობს მაკრინე ხერგიანი.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=jBbPJJTH6GA]

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს მამა სოკრატემ, რომელსაც მართლმადიდებლები სასწაულმოქმედად მიიჩნევენ, გონიოში მატათა მოციქულის საფლავზე წირვა აღავლინა. ლოცვაზე მოსულ ადამიანებს სჯერათ რომ მამა სოკრატეს განკურნების განსაკუთრებული უნარი აქვს.  მორწმუნეებმა თავიანთი ახლო-ნათესავების სახელები, ვის გამოც მამა სოკრატეს უნდა ელოცა, ფურცლებზე ჩამოწერეს. ლოცვას დაახლოებით 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, როგორც აქ მყოფი პირები ამბობდნენ, ლოცვის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეს ჰქონდა ინფორმაცია.

„ნაუცბათევად წამოვედი და ზუსტად არ ვიცი რასთან დაკავშირებით ილოცა, როგორც მითხრეს განკურნებაზე“, -ამბობს მზევინარ ძირკვაძე.

„ჩვენ ფოლკორულ ფესტივალზე ვართ ჩამოსული, სასტუმროში გავიგეთ რომ მამა სოკრატე იყო ჩამოსული და წამოვედით. სიურპრიზი იყო, მჯერა განკურნების ლოცვის“, – ამბობს მაკრინე ხერგიანი.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=jBbPJJTH6GA]

„ბანკი ქართუს” ბათუმის ფილიალში დღეს 70 ახალი ანაბარი გაიხსნა

მხატვარი კაკო ძნელაძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად დღეს „ქართუ ბანკის” ბათუმის ფილიალში ანგარიში გახსნა. „ეს იყო სოლიდარობა იმ მოძრაობის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში”, – ამბობს ძნელაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ და აკონკრეტებს, რომ ახალ ანგარიშზე სიმბოლურად მხოლოდ 50 ლარი შეიტანა.

Continue reading “„ბანკი ქართუს” ბათუმის ფილიალში დღეს 70 ახალი ანაბარი გაიხსნა”

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 12 წლისაა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 30 ივნისს 12 წლის გახდა. გამომცემლობა 1999 წელს დაარსდა და თავდაპირველად თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გამოცემაზე იყო ორიენტირებული. ამჟამად გამომცემლობის ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.

ამავე თემაზე: ინტერვიუ ბაკურ სულაკაურთან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 30 ივნისს 12 წლის გახდა. გამომცემლობა 1999 წელს დაარსდა და თავდაპირველად თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გამოცემაზე იყო ორიენტირებული. ამჟამად გამომცემლობის ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.

ამავე თემაზე: ინტერვიუ ბაკურ სულაკაურთან

Exit mobile version