სიახლეები

„ნიაკა“ და ბათუმის მერი

30.05.2012 • • 1452
„ნიაკა“ და ბათუმის მერი

ანტიკორუფციული სამსახური საეჭვო კავშირებს იკვლევს

გასულ კვირას საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ბათუმის მერი ხელბორკილდადებული წაიყვანა თბილისში. რობერტ ჩხაიძე ბათუმში იმავე სამსახურის თანამშრომლებმა ზუსტად ერთ დღეში დააბრუნეს, ლევან ვარშალომიძის მამისა და ძმის ჩარევით. ეს ორივე ინფორმაცია „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა წყარომ მოაწოდა. რატომ უკავშირებენ ირაკლი ანანიძისა და ალეკო მიქელაძის დაკავებას რობერტ ჩხაიძის სახელს თვით ქალაქის მერიაშიც კი? ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ნაწილობრივ პასუხს მერისა და ბიზნესმენის საქმიანი ურთიერთობის შესწავლა იძლევა.

ეთერ თურაძე

შპს „ნიაკას“, რომელიც ირაკლი ანანიძეს 2008 წელს დაუფუძნებია, ბათუმის მერიისგან არაერთი მსხვილი დაკვეთა აქვს მიღებული. ეს დაკვეთები თითქმის 100%-ით „ბათუმის წყალს„ უკავშირდება და მისი საერთო ღირებულება, „ბათუმელების“ მიერ შესწავლილი ტენდერების მიხედვით, სულ ცოტა ორმილიონ ლარს აღწევს. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ირაკლი ანანიძისა და რობერტ ჩხაიძის ურთიერთობა სცდება საქმიან ურთიერთობას. ანანიძე ფიგურირებს საჯარო რეესტრში, როგორც ბათუმის მერის ბინის დარეგისტრირების საქმეში დაინტერესებული პირი. გარიგების მიხედვით, რომელიც ირაკლი ანანიძესა და რობერტ ჩხაიძეს შორის 2010 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა, რობერტ ჩხაიძემ ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #20-ში 107,67 კვადრატული მეტრი ბინა ანანიძისგან გადაიფორმა.
რაც შეეხება სახელმწიფო დაკვეთებს, ერთ-ერთი ბოლო დაკვეთა შპს „ნიაკამ“ მერიისგან 2011 წელს მიიღო. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, რობერტ ჩხაიძე ადლიის დასახლებაში სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის მიმდინარეობას ეცნობა. „ახალი კოლექტორის მშენებლობის პარალელურად, ძველი სანიაღვრე არხი იწმინდება, რომელიც დასახლებას დატბორვის პრობლემას მოუხსნის. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიაკა“ აწარმოებს“, – აცხადებს „აჭარის ტელევიზია“. იმავე ტელევიზიის ინფორმაციით, „პროექტი ქალაქის ბიუჯეტიდან 220 ათასი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მარტის შუა რიცხვებში დაიწყო და 1 ივნისამდე დასრულდება“.
მორიგი დაკვეთის ფასი, რომელიც შპს „ნიაკამ“ რობერტ ჩხაიძის მერობის დროს მიიღო, 244 582 ლარია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რომელიც 2010 წლის დასაწყისით თარიღდება, „დასრულდა თამარის დასახლებაში მრავალსართულიანი სახლების წყლის მეორადი აწევის ტუმბოების სისტემის ოპტიმიზაცია. სამუშაოებს, რომლისთვისაც 244 582 ლარი დაიხარჯა, შპს „ნიაკა“ ასრულებდა“.
მერია `ნიაკას~ ანიჭებს უპირატესობას კიდევ ერთ ტენდერში – მეჯინისწყლის წყალსადენზე დამატებითი წყალსადენის ხაზის მშენებლობაზე. გაზეთ „24 საათის“ ინფორმაციით, რომელიც ტენდერებს უკვე წლებია აქვეყნებს, ამ საქმეშიც სოლიდურ თანხას – 342 444 ლარს უხდის მერია შპს „ნიაკას“.
მერიის მიერ გამოცხადებულ რამდენიმე ტენდერში „ნიაკა“ 2009 წელსაც იმარჯვებს. 2009 წელში მრავალსართულიანი სახლების მეორადი აწევის ტუმბოების სისტემის რეაბილიტაციისთვის ირაკლი ანანიძის კომპანიამ 624 495 ლარი მიიღო მერიისგან.
მერიიდან მოწოდებული სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მერია „ნიაკას“ 2008 წელშიც ირჩევს პარტნიორად – ამ წელში მას 250 880 ლარის დაკვეთას აძლევს.
„ბათუმში, ქავთარაძის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისა და მდინარე ყოროლისწყლის მონაკვეთის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებსაც „ნიაკა“ ასრულებს“. თუმცა ამ დაკვეთის ფასის დადგენა „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ანანიძის კომპანიას მერიასთან სხვა სახის თანამშრომლობაც აკავშირებს. მაგალითად, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #99ა-ში 243 კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც ბათუმის მერიის საკუთრება იყო, 2009 წელს აუქციონის წესით შპს „ნიაკას“ გადაეცა. უცნობია ამ მიწაში ირაკლი ანანიძემ მერიას რამდენი გადაუხადა. მერიის ვებგვერდზე ამ ყიდვა-გაყიდვის შესახებ არაფერი იძებნება. ამ მიწაზე ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა ევრორემონტით უკვე დასრულებულია.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ირაკლი ანანიძე 2008 წლამდე არავითარ ბიზნესსაქმიანობას არ ეწეოდა.

დაკავების ოფიციალური ვერსია
ბიზნესმენი ირაკლი ანანიძისა და „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორის, ალეკო მიქელაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 31 აგვისტოს გავრცელდა. ეს ოფიციალურად დაადასტურეს როგორც „ბათუმის წყალში“, ისე მერიაშიც. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის დაკავების შესახებაც, მაგრამ ბოლო ინფორმაციის უტყუარობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში კატეგორიულად არ იზიარებენ.
ანანიძე-მიქელაძის საქმესთან დაკავშირებით თითქმის ყველა დეტალი საგულდაგულოდ არის გასაიდუმლოებული ან ამ საქმეზე საუბარი არავის სურს. პროკურატურას, ოფიციალურად არათუ წაყენებული ბრალდების შესახებ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, არამედ გასულ კვირას მათ დაკავებას უარყოფდნენ კიდეც. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიქელაძე და ანანიძე ჩვენთან არ არიან. შეიძლება ფინანსურმა დააკავა~, _ განაცხადა გასულ კვირას `ბათუმელებთან“ ხათუნა იოსავამ, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა.
„არც ვადასტურებთ და არც უარვყოფთ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ფინანსური პოლიციის პრესცენტრში.
ერთი კვირის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს პრესცენტრშიც აცხადებდნენ, რომ მიქელაძესა და ანანიძისთვის სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდებია. 10 სექტემბერს კი, უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მათი დაკავება დაადასტურა. „მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. ორშაბათამდე ვერ გეტყვით, რას ედავება სახელმწიფო ბრალდებულებს“, – აცნობა „ბათუმელებს“ ნათია ვასაძემ.
„აღარ დამირეკოთ, ლაპარაკის თავი არ მაქვს“, – ამ სიტყვების შემდეგ „ბათუმელებს“ ტელეფონი ირაკლი ანანიძის დედამ, ნინია ანანიძემ გაუთიშა. მედიასთან კომენტარზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ალეკო მიქელაძის მამა, უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი და ამჟამად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ზურაბ მიქელაძე. მან მაშინ დაადასტურა თავისი შვილის დაკავება, როცა ყველა უარყოფდა. ზურაბ მიქელაძე ახლა ამბობს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ სურს.
„ბათუმელებმა“ კი თავის წყაროებზე დაყრდნობით შემდეგი ინფორმაციის შეგროვება შეძლო: დაკავებულებს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 180-ე და 362-ე. 180-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯგუფურ თაღლითობას ნიშნავს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ მუხლის დამრღვევი ისჯება `ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე“.
362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტების, ბეჭდის, შტამპის, ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) ისჯება „ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

გადაბეჭდვის წესი