სიახლეები

„გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ყურე ზვიგენებით იყო სავსე“ – 489 დღე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში

30.05.2012 •
„გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ყურე ზვიგენებით იყო სავსე“ – 489 დღე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში

თემურ ბედინაძე

ავტორი: ლელა დუმბაძე
თემურ ბედინაძე ერთ-ერთი მათგანია იმ ქართველი და თურქი მეზღვაურებიდან, რომლებმაც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 489 დღე გაატარეს. გემის უფროსი მექანიკოსი, რომელიც 56 წლის მანძილზე სხვადასხვა გემზე მუშაობდა, გამხდარი და მოტეხილია: „სარკეში არ ვიხედები, რადგან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ“, – ამბობს ის და მეკობრეების ტყვეობაში გატარებულ დღეებზე გვიამბობს.

ზღვაში 2010 წლის 27 აგვისტოს გავედით, გავიარეთ სუეცის არხი და კურსს კომპანიის რეკომენდაციით ვაგრძელებდით. სამხედროებმაც მოგვცეს გზის გაგრძელების უფლება, საფრთხე არ გემუქრებათო, მაგრამ კუნძულ სიკორტას მივაღწიეთ თუ არა, ადენის ყურეში, დილის ცხრა საათზე მეკობრეებმა აგვიყვანეს. ტანკერზე თავდაპირველად ავტომატით შეიარაღებული ექვსი მეკობრე ამოვიდა, ჰაერში გაისროლა და ეკიპაჟს დამორჩილება უბრძანა. გაუგებარ,საკუთარ ენაზე ლაპარაკობდნენ. ისეთი ეფექტი შექმნეს, რომ შოკში ჩაგვაგდეს. შემდეგ სომალის მიმართულებით წაგვიყვანეს. ჩვენს ტანკერს, როგორც ტაქსს, ისე იყენებდნენ და აქეთ-იქეთ არბენინებდნენ. სანაპიროზე თითქმის ყოველ დღე გადიოდნენ, რაღაც ღეროვან ბალახს ყიდულობდნენ, რის გარეშეც ყოფნა, ფაქტობრივად, არ შეეძლოთ. ვერ გეტყვით, რა თვისება ჰქონდა ამ ბალახს, ჩვენც გავსინჯეთ, მაგრამ ვერაფერი გავუგეთ. ალბათ, ძილის საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა, რადგან 24 საათი ყარაულობდნენ და სულ ფხიზლად იყვნენ. ბალახიც სულ პირში ჰქონდათ და ღეჭავდნენ.
მათთან კომუნიკაცია რთული იყო, რა უნდა გააგებინო კაცს, რომელმაც საათის ცნობა არ იცის. არ იცის წერა-კითხვა, რა დღეა და რა რიცხვი. ისინი გონებაჩლუნგი ადამიანები არიან, რომელთა ფუნქცია ავტომატის სროლაა მხოლოდ.

მეკობრეებმა კარგად იციან ტყვეებზე ზემოქმედების ბერკეტები: პირველი მეთოდია შიმშილი. მთელი ერთი “სუტკა” ვყავდით მშიერი, უწყლოდ, 40 გრადუს სიცხეში. წინ დაგვიდგებოდნენ, თავზე გადაისხამდნენ წყალს ან გადაღვრიდნენ და ჩვენ გვაყურებინებდნენ. საპირფარეშოში არ გაგიშვებენ, სიგარეტს არ მოგაწევინებენ. ხარ ასე მუნჯივით ერთ ადგილზე ჯაჭვით დაბმული. ასე გავატარეთ პირველი რვა თვე.

მეკობრეების ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთერთი ფორმა მიბჯენით იარაღის გასროლაც იყო: ტყვიები არ იდო იარაღში, მაგრამ ისეთ იმიტაციას ქმნიდნენ, თითქოს გესვრიან. საშინელი ხმაურიანი ხალხია. სულ ყვირიან და რაც შეიძლება ხმამაღლა საუბრობენ. ერთი წუთით დასვენების საშუალებაც არ გვქონდა, რადგან სულ ლაპარაკობდნენ, გაუჩერებლად. 24 საათი საუბრობენ ტელეფონზე, რომელიც ყურზე აქვთ ჩამოკიდებული. ნევროზი დამემართა უძილობისა და ხმაურისგან.

წარმოიდგინეთ, საშინელ სიცხეში დაუბანელი, ოფლში გაღვენთილები ვიყავით და ზემოდან ნაგავს გვაყრიდნენ. მაგას ვინღა ჩიოდა, შარდსაც გვასხამდნენ თავზე. მერე პურის ფქვილს გვაყრიდნენ და ასე გაწებილები ვიყავით მთელი დღეები.
კაპიტანი 45 გრადუს სიცხეში გემბანზე რვა საათი დააბეს. თავზე წყლიანი ბუშტუკები დააყარეს და ახლაც მიკვირს, როგორ გადაურჩა ამ ყველაფერს. სამი დღე ძალიან ცუდად იყო, მაგრამ გადარჩა.
დღიურებს ვწერდი, მაგრამ წამართვეს. ყველაფერი რაც კი გვებადა, წაგვართვეს. ერთი
შორტისა და მაიკის ამარად დაგვტოვეს. აღარც კი მახსოვს, ვის რა გვეცვა ფეხზე. ერთ
ოთახში ჩაკეტილი და ჯაჭვით ერთმანეთზე ვყავდით გადაბმულები. განძრევის საშუალება არ გვქონდა. ვიჯექით ასე დამუნჯებულები და მეკობრეების სისასტიკეს ვიტანდით.

ჩვენთან ერთად ორი, სრულიად გამოუცდელი ბიჭი. პირველად იყვნენ გემზე, მათთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ ჩვენ გადავატანინეთ. არ ვიცი, ოდესმე ისევ მოისურვებენ თუ არა გემზე წასვლას, თუ ზღვა უყვართ, ალბათ წავლენ.
გადარჩენის იმედი ბევრჯერ გადაგვეწურა. ვფიქრობდით გაქცევაზეც, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. იქ ისეთი ყურეა, ზვიგენებით სავსე, 20 წუთში შეგვჭამდნენ. თანაც ჩვენი ტანკერით ვერსად გავასწრებდით მათ კატერებს.

სადილად – მხოლოდ მაკარონი, ვახშმად –ლობიო, ორი ცალი ხახვი და ხუთი ცალი კარტოფილი გვქონდა. გემზე საშინელი ანტისანიტარია იყო: თეფში და კოვზი მათთვის არ არსებობს. ჭამენ ყველაფერზე, რაც ხელში მოყვებათ – ქვაბის თავებზე, ცელოფნის პარკებში. ჭამის შემდეგ ხელებს არ იბანენ, არც ჭამამდე. რასაც ჭამენ, იქვე ყრიან. სულ გვეშინოდა, რაიმე დაავადება არ შეგვყროდა. არ ვიცი, თვითონ როგორ უძლებენ ასეთ სიბინძურეს, ალბათ მიჩვეულია მათი ორგანიზმი.

გაუსაძლის პირობებში რვა თვე ვიმყოფებოდით. შემდეგ ადვოკატი შეგვეცვალა, სომალელი იყო. ის უფრო აქტიურობდა და, ფაქტობრივად, მან მოახერხა მოლაპარაკების წინ წაწევა. ახალი ადვოკატის მოსვლის შემდეგ ბორკილები მოგვხსნეს და ცოტათი შეარბილეს ზეწოლა. ბოლო სამი თვის განმავლობაში თევზჭერის უფლებასაც გვაძლევდნენ.

კომპანიამ 150 000 დოლარი გადაიხადა და მეტის ვალდებულება არ აიღო. ჩვენ თავდაპირველად ვარწმუნებდით მეკობრეებს, რომ პატრონი არავინ გვყავდა და ფულს ვერ მიიღებდნენ. თუმცა ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მეკობრეებს ფული არ აეღოთ. იმ ყურეში შტორმისგან გამორიყული გემიც აიყვანეს მეკობრეებმა, თითქმის ჩალპა ეკიპაჟი, მაგრამ არავინ პატრონობს.

ჩვენს საქმეში ერთი ბრიტანელი ადვოკატიც იყო ჩარეული, მისგან ვიცით, რომ გემი თავიდანვე განწირული იყო, რადგან გემის დაღუპვის მცდელობა უნდოდათ გაეთამაშებინათ და ეკიპაჟთან ერთად ჩაეძირათ. ვფიქრობ, ეს გემის მეპატრონის გეგმა იყო, რადგან გემი ძვირადღირებული დაზღვეული მასალით იყო დატვირთული, ამიტომ დაზღვეული ტვირთიდან და გემიდან გაცილებით დიდ სარგებელს მიიღებდა კომპანია, ვიდრე მისი ჯართად გაყიდვის შემთხვევაში. ვფიქრობ, არც ნატოს გემებისთვის გადაუხდია ვინმეს თანხა და გზის გაგრძელებაზე სიგნალიც მცდარი იყო.
გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გვითხრეს, რომ გვიშვებდნენ. არ გვჯეროდა თავიდან, იმდენჯერ გაგვიცრუვდა იმედი. კატარღა რომ მოვიდა ჩვენს წასაყვანად, მაშინ დავრწმუნდით.

ჩვენ არაფერი შეგვრჩა. სრულიად ხელცარიელები დავბრუნდით. მე ამით დავასრულე ჩემი მეზღვაურობა. ძალიან დამრთგუნველი და მძიმე დღეები გამოვიარეთ, მაგრამ სხვა მეზღვაურებმა უნდა იცოდნენ, რა არის სომალი და მეკობრეების ხელში ყოფნა. ვეღარ წავალ, რადგან ჯანმრთელობა არ მეყოფა. თუმცა სახლში ყოფნას ვერ ავიტან. სადმე ახლოს, პორტში გამოვძებნი რაიმე საქმეს.

გადაბეჭდვის წესი