სიახლეები

„გოგონა ქოლგით“ ბათუმში გამოჩნდება

30.05.2012 •
„გოგონა ქოლგით“ ბათუმში გამოჩნდება

გოგონა ქოლგით

ბათუმში 23 ნოემბერს კიდევ ერთ ქანდაკებას დადგამენ. მისი ავტორი თბილისელი მოქანდაკე, მიხეილ წოწორია ამბობს, რომ კონკრეტული სახელი ამ ქანდაკებას არ აქვს – „ალბათ, გოგონა ველოსიპედზე შეიძლება ვუწოდოთ“.
ქანდაკება, ავტორის თქმით, ბათუმში, სასტუმრო „ჰაიატის“ წინ უნდა განთავსდეს.

„ეს ქანდაკება თბილისში უნდა დაედგათ, პლეხანოვზე, ფილარმონიასთან. ტენდერი ჩატარდა, ჩემი პროექტი მოიწონეს, მაგრამ მერე გამოყოფილი ფული ვიღაცებმა შეჭამეს და ქანდაკება ბოლო დღეებამდე სახელოსნოში მქონდა“, – ამბობს მიხეილ წოწორია.

„გადადებული საქმე, ანუ თბილისისთვის მომზადებული ქანდაკება უკვე ბათუმში დაიდებს ბინას. ეს ვისი გადაწყვეტილება იყო არ ვიცი, ალბათ, ირაკლი ჟვანიას, ტექნიკურ საკითხებს ეგ აგვარებდა, – ფული, მასალა… მე მხოლოდ ქანდაკება შევქმენი“, – ამბობს მოქანდაკე და დასძენს – „პინციპში ეს ქანდაკება ნებისმიერ ფანტანს მოერგება, კინეტიკურია – ქოლგაშიც წყალი გადმოდის, ბორბლებიდანაც წყალი იფრქვევა“.

მოქანდაკის თქმით, მისთვის ამ ნამუშევარში თანხა არ გადაუხდიათ. „ამ საქმეში, ჯერეჯერობით, მხოლოდ მასალის ფული დაიხარჯა – დაახლოებით 1500-2000 დოლარი. ჩემთვის არაფერი მოუციათ. მთავარია, დაიდგას და ალბათ, მეც გადამიხდიან ნამუშევრის საზღაურს“.

გადაბეჭდვის წესი