სიახლეები

„ვმო“–ში მოსკოვის გაწევრიანების 18 წლიანი ძალისხმევა სრულდება

30.05.2012
„ვმო“–ში მოსკოვის გაწევრიანების 18 წლიანი ძალისხმევა სრულდება

„საქართველო მინიშნებას აკეთებს იმაზე,რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ახლოვდება.“ ამ სათაურით სტატიას “ნიუ– იორკ თაიმსი“აქვეყნებს. წერილი ქართულად foreignpress.ge თარგმნა. სრულად გთავაზობთ სტატიას
ელენ ბარი
მოსკოვი – საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მიიღეს შვეიცარელი შუამავლების კომპრომისული წინადადება, რაც გზას გაუხსნის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას დეკემბერში. ეს მოსკოვის გაწევრიანებისკენ მიმართულ 18 წლიან ძალისხმევას დაასრულებს.
მაგრამ საღამოსკენ რუსეთის დელეგაციის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს წინადადებაზე, რომელიც გულისხმობს მონიტორინგის სისტემის შექმნას ვაჭრობაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ხორციელდება. საქართველოს და რუსეთის მოლაპარაკებები სწორედ მონიტორინგის საკითხის გამო ფერხდებოდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი გამოყოფილი ტერიტორიის დამოუკიდებლობა და მანამდე უარს აცხადებდა ამ ტერიტორებისთვის მიწოდებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
რუსეთის წარმომადგენლები საქართველოს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის ცდილობდა რუსეთის იძულებას უარი ეთქვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე.
„საქართველოს მოთხოვნები არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, არამედ სხვა საკითხს ეხება“, – განაცხადა სამშაბათს ბიზნესფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე არკადი დვორკოვიჩმა. „ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ და არასდროს დავთანხმდებით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ, რომელიც იმავდროულად მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია, შეთავაზებას უწოდა „უკანასკნელი კომპრომისი, რომელიც არ და ვერ შეიცვლება“. ამ წინადადების მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეიქმნას მონაცემთა გაცვლის ელექტრონული ბაზა, ასევე დამკვირვებლები საზღვრის გასწვრივ სამ პუნქტზე უნდა განთავსდეს.
სადაო საკითხებს შორის იყო ისეთი საკითხიც, თუ ვინ უნდა განთავსდეს საზღვრებზე: დამკვირვებლები კერძო კომპანიებიდან თუ ევროკავშირის ან ცალკეული ქვეყნების სახელმწიფო მოხელეები. კაპანაძის თქმით, საქართველომ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.