სიახლეები

„იყო და არის“

30.05.2012 • • 1414
„იყო და არის“

გიორგი სურმანიძე

ავტორი: გიორგი სურმანიძე (ფერმერი)

გაჩეხილი და მოუვლელი ციტრუსის ბაღები

რა არის საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში ციტრუსი – ხილი, შემოსავლის წყარო, თუ უბრალოდ კარგი მოგონებები?

თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით საკითხს, იყო პერიოდი, როდესაც ციტრუსიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე აკმაყოფილებდა ოჯახს, არამხოლოდ სასიცოცხლოდ საჭირო ფინანსური რესურსებით, არამედ უფრო მეტითაც. ოჯახებს, რომლებსაც ისეთი ბაღები ჰქონდათ, სადაც 10 ტონაზე მეტი მოსავლი მოდიოდა, შეეძლოთ ფუფუნების საგნებიც კი შეეძინათ.
იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად მომგებიანია მანდარინის წარმოება, უკეთესი იქნება, მკითხველთან ერთად, უფრო დეტალურად დავითვალოთ, მაგალითად, ციტრუსის წარმოების ღირებულება, თვითღირებულება 1 კილოგრამზე და ბაზარზე არსებული ფასი.

ყველა ფერმერმა, რომელიც მანდარინის წარმოებას იწყებს, უნდა იცოდეს, რომ ამ საქმისთვის მხოლოდ მიწის რესურსი არ არის საკმარისი.

გასათვალისწინებელია, რომ მანდარინის ნარგავის საშუალო ღირებულება 5 ლარია; საუბარია აჭარაში გავრცელებულ „უნშიუ“-ს ჯიშზე, რომელსაც დარგვიდან 10-15 წლის შემდეგ ახასიათებს მოსავლიანობის მაღალი მაჩვენებელი, მისი კვების არეალი არის 15 მეტრ კვადრატიდან 20 მეტრ კვადრატამდე, სიცოცხლისუნარიანობა კი აღწევს 100-150 წელს, კარგი მოვლის შემთხვევაში.

თუ თქვენ გაქვთ ციტრუსის ბაღი და, უბრალოდ, წარსული დიდების გამო ხელი ვერ აგიღიათ მის გასაჩეხად, მაგრამ არც მოვლა-პატრონობით იწუხებთ თავს, გეტყვით, რომ მცენარე ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც კვება და შესაბამისი მოვლა სჭირდება, შედეგი რომ მიიღო.

იმისათვის, რომ ვიცოდეთ, თუ რა ჯდება მანდარინის წარმოება, უნდა ვიცოდეთ, რითი ვკვებოთ და რა დოზით.

აჭარა მცირემიწიანი კუთხეა, ამიტომ მოსახლეობა სოფლად 1000-დან 5000-მდე მეტრ კვადრატ მიწის ნაკვეთს ფლობს. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში ერთ ოჯახს შეუძლია მანდარინის ბაღი 3000 კვადრატულ მეტრზე გააშენოს, რომელზეც საშუალოდ 150 ნარგავი განთავსდება. ამ ბაღს 4 წელიწადში ერთხელ ესაჭიროება 130 კილოგრამი კალიუმი, 2 წელიწადში ერთხელ – 100 კგ ფოსფორი, წელიწადში 2-ჯერ – 150 კგ აზოტი. სასურველია ასევე ორგანული სასუქი ტორფისა და ბიოლოგიური სასუქის სახით, ასევე 4 წელიწადში ერთხელ შეწამვლა დაავადებებისგან დასაცავად. გარდა ამისა, აუცილებელია მისი კულტივაცია, ნარგავების ძირების გაწმენდა და სარეველას მოსპობა. ეს ყველაფერი კარგი მოსავლის მისაღებად არის საჭირო. ამ პრეპარატების შესაძენად, საშუალოდ, 1200-დან 1550 ლარამდე უნდა გავითვალისწინოთ. ამას ემატება ფერმერის შრომა, მოსავლის აღება, დაბინავება და ყუთების შეძენა, რომელიც 4-დან 6-ლარამდე ღირს.

ასე მოვლილი ბაღის მოსავალი, საშუალოდ, 15 ტონამდე აღწევს, რომელშიც, სავარაუდოდ, 10% პირველი ხარისხის მოსავალია, 20% – ვარგისიანია შემდეგი გადამუშავებისთვის და 70% – საშუალო ხარისხის, რომლის ფასი 35-დან 60 თეთრამდე მერყეობს.

თუ ამ ციფრებს თანხაში გადავიყვანთ, მოსავლის საერთო ღირებულება დაახლოებით 7050 ლარი იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხარისხის ციტრუსი გაიყიდება 1 ლარად, საშუალო – 50 თეთრად და მესამე კატეგორია – 10 თეთრად.

ამ ციფრების მიხედვით, ნებისმიერს, არაპროფესიონალსაც კი, შეუძლია დაითვალოს საშუალო შემოსავალი, რა თქმა უნდა, რისკების გათვალისწინებით. რისკებში, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება აჭარაში გავრცელებული ციტრუსის ნაგვიანევი ჯიშები, რომლის ნაყოფიც ნოემბრის ბოლომდე ვერ ასწრებს დამწიფებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღება შესაძლებელია, რომ არა ერთი გარემოება – დღეს ციტრუსის ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
შეიძლება მავანმა ამტკიცოს, რომ ბაზარი არსებობს და ფასებიც თითქმის იგივეა, რაც იყო იმ ავადსახსენებელ დროს, ამიტომ მე შევეცადე გამეკეთებინა ცხრილი, რომელსაც დავარქვი „იყო და არის“. 

იყო მანეთი არის ლარი
მანდარინი 0,8 მ; მანდარინი 0,5ლ;
ფოსფორი 30 მ; ფოსფორი 1000 ლ;
აზოტი 60 მ; აზოტი 1000 ლ;
ბენზინი 0,4 მ; ბენზინი 2,15 ლ;
ბრინჯი 0,88 მ; ბრინჯი 2 ლ;
შაქარი 0,9 მ; შაქარი 2 ლ;
პური 0,30 მ. პური 0,8 ლ.

ფერმერებს, რომლებიც ამ თემაზე დისკუსიებში მონაწილეობენ, მიაჩნიათ, რომ მანდარინის წარმოება მომგებიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეძლებს ძველი ბაზრების დაბრუნებას ან ალტერნატიული ბაზრების მოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერს ურჩევნია, ციტრუსი სხვა კულტურებით ჩაანაცვლოს.

გადაბეჭდვის წესი