Batumelebi | „ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან „ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან – Batumelebi
RU | GE  

„ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან

„ნუ-გეშინიათ-და-გქონდეთ-ხ

„ნუ გეშიანიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით შევიგრძნობ თქვენს ტკივილს.” პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში დაახლოებით ერთ საათიანი საანგარიშო გამოსვლის დროს რამდენჯერმე გაიმეორა ეს ფრაზა.
პრეზიდენტის მთავარი მესიჯები და ინიციატივები :

1.ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და ახალაი ჰესების მშენებლობა
„ დღესათვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება – ჯამური ინვესტიცია ახალ ჰიდროელექტროსადგურებში გადააჭარბებს 2.5 მილიარდ დოლარს და რაც მთავარია – ახალი ჰესების მშენებლობა დაასაქმებს 13000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს.“
2.სოფლის მეურნეობა მომოვალი პრიორიტეტი.
“2012 წელს გაიხსნება მექანიზაციის 12 ცენტრი, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება სოფლის მოსახლეობის მომსახურება და მათი ინფორმირებულობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხსა და საჭიროებაზე.ამიტომ უახლოესი 3 კვირის განმავლობაში ჩვენ შევიძენთ 250 ახალ ტრაქტორსა და 400 მისაბმელ აგრეგატს;ა
მიტომ ამ წლის 1 ივნისამდე მექნიზაციის ყველა ცენტრი ჯამში აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით – რაც მთავარია ეს ყველაფერი რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული ფერმერებისათვის – ისევე, როგორც ხელმისაწვდომი იქნება მექანიზატორების კონსულტაციები და დახმარება–განაცხადა სააკასვილმა
3. უმუშევრობა როგორც მთავარი პრობლემა , ახალი სამუშაო ადგილების დაპირება და უმუშევრობის გადაჭრის გზები და ინიციატივები
1.„2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში, სახელმწიფოსგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს. ეს თანხა მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს.წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600-მდე სკოლა გარემონტდება – 2015 წელს კი, საქართველოს ყველა სკოლა იქნება გერმანიის, ჰოლანდიის, ამერიკის სკოლების დონის;
2.–მოკლე ვადიანი დასაქმების პროგრამები
ამ წლის ზაფხულში ჩვენ ასევე ავამოქმედებთ სტუდენტების დასაქმების ერთთვიან პროგრამას, რომელიც 25 ათას სტუდენტს დაასაქმებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამით სტუდენტები, ერთი მხრივ, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებელ პირველად პრაქტიკასაც გაივლიან და სწავლისა ან საზაფხულო დასვენებისათვის გარკვეულ თანხას დააგროვებენ.
4 . 2012 წელი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდამტეხ წლად ცხადდება

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის პრეზიდენტის ახალი ინიციატივები
“ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა – ამიტომ ჩვენი ამოცანაა, დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა.
2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მე-2 მოქალაქე ანუ თითქმის ორმილიონნახევარი ადამიანი;
სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს წელს 650 ათასამდე პენსიონერი და 300 ათასამდე ბავშვი დაემატება.
ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დაპირებულ 100 დოლარიან საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება.
სადაზღვევო პაკეტით, დაზღვევის ლიმიტი პენსიონერს 12 ათას ლარამდე გაეზრდება.
1 .წამლების შესაზენად არსებული ლიმიტის გაზრდა
თუ დღემდე მხოლოდ 50 ლარის ნახევარს იხდიდა სადაზღვევო გეგმა, სექტემბრიდან ეს ლიმიტი გაიზრდება 4-ჯერ და 200 ლარი გახდება, ასევე 100 ლარის ღირებულების მედიკამენტი ანაზღაურდება სადაზღვევო ვაუჩერით.
2.2013 წლის 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით, 1000 ლარს, ხოლო ყოველ მეოთხე და შემდეგი ბავშვის დაბადებაზე 2000 ლარს მიიღებს. ასევე 2013 წლის 1 იანვრიდან დამატებით დავაზღვევთ ყველა იმ ბავშვსა და 18 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში იზრდება. ეს იმ ოჯახებს შეეხება, რომელშიც 4 და მეტი ბავშვი იზრდება. ”
5.ბრძოლა ნარკომაფიის წინაღმდეგ – ზრუნვა ნარკოდამოკიდებულების გააჯანსაღებისთვის.
„ამ ბრძოლას მეორე მხარეც აქვს – ეს არის ზრუნვა ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოდის, ისევ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოვახმაროთ.“
6. წლევანდელი წელი საპარლამენტო არჩევნების წელია“.
“ჩემი მიზანია, , რომ ეს იყოს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დემოკრატიული არჩევნები რაც კი აქამდე გვქონია.“
7. ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთთან
„- დაე ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ საქართველო ისეთივე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა მისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, კორუფციის, უკანონობისა და ბიუროკრატიული წნეხისაგან თავისუფალი; დაე, იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა საქართველოში და აქ მათ ქართველებისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით დახვდება ყველა; იცოდნენ, რომ მათ აქ არავინ დაუშლის მონატრებული ქართული ღვინისა და ბორჯომის დალევას.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge