სიახლეები

„რა მანქანები აგიტყდათ ხალხო?“

30.05.2012
„რა მანქანები აგიტყდათ ხალხო?“

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„ … კიდევ მანქანებს ყიდულობთ ხალხო? – თქვე შემოდგომის აზნაურებო, ტუალეტი ვერ მოგიწყვიათ და ნათურა ვერ დაგიბამთ შიგ, რა მანქანები აგიტყდათ, ერთი წელია კომპიუტერს გთხოვთ, როგორც ჩანს, თქვენთვის კომპიუტერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ფულით ხომ მთელ საკრებულოს აღჭურვავდით ტექნიკით“.

გარდა მანქანებისა ოპოზიციონერმა ავთანდილ ბერიძემ ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე 5 200 ლარად ჟურნალების „ინტერკონტინენტალი“ და „თბილისური უწყებანი“-ს შეძენა, ანტივირუსისთვის „გადაყრილი ფული“, სასამართლოს მიერ დაკისრებული გადასახდელები და კონდენციონერები გააპროტესტა: „კულტურის სამსახურს ღმერთმა შეარგოს კონდენციონერი, მაგრამ სხვას არ უნდა? ან ამ ზამთარში, რომ ყიდულობთ კონდენციონერებს გცხელათ?“

-მაგას გათბობაც აქვს ბატონო, უპასუხეს მას დარბაზიდან.

„ – აა გათბობაც ქონია;  აკი შენობაში გათბობა დავამონტაჟეთო? _ სად წაიღეთ ის ფული? “…

სხდომაზე 14 საკითხი იყო წარმოდგენილი, თუმცა განსაკუთრებული ვნებათაღელვით დეპუტატებმა ბიუჯეტის დაგეგმივის ნაწილი განიხილეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 437  723 ლარით გაიზარდა, 137 096 ლარი შეადგინა საწარმოთა ქონებაზე საშემოსავლო გადასახადებმა, არაფინანსური აქტივებიდან კი ბიუჯეტს 69 570 ლარი დაემატა, შემოსულობებმა მიწის იჯარიდან 131 200 ლარი შეადგინა, ამას დაემატა 9750 ლარის ოდენობის შემოსულობები სხვადასხვა მომსახურების გაწევიდან.

იმ ცვლილებების თანახმად, რომელსაც ხელვაჩაური მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს უყარა კენჭი, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1 330 276 ლარით იზრდება, დაგეგმილია საბავშვო ბაღების მშენებლობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის  სახლების რემონტი და ინვენტარის შეძენა სკოლებისათვის, დაგემილია ასევე სამუშაოები გარე განათების მოსაწყობად.

გარდა ამისა, 12 000 ლარია გამოყოფილი  მოძრავი სცენის შესაძენად, 55 000 ლარი საარჩევნო კომისიის შენობის გარემონტებას მოხმარდება. 10 000 ლარად კი გამგეობა კიდევ ერთ ახალ მანქანას შეიძენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.