Batumelebi | „პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან „პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან – Batumelebi
RU | GE  

„პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან

„პრასტიტუტკა-იაფფასიანი

ავტორი: სოფიკო დიასამიძე

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ხშირად ახსენებენ ცნობილ გუსტავ ეიფელს და მის კიდევ უფრო სახელგანთქმულ კოშკს. ყოველი შემთხვევისათვის ფრანგი ინჟინრის გვარი ყოველთვის მესმის, როდესაც ახალი არქიტექტურული ნაგებობების გამო იწყება კამათი.

სამშობიაროს გვერდით, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე, რამდენიმესართულიანი კიტჩი აღიმართა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ უგემოვნებას მყვირალა სახელით – „მთელი ბათუმი ერთ სახლში”. რა გავიფიქრე მისი დანახვისას? რაც, ალბათ, სხვებმაც გაიფიქრეს– „ამის არქიტექტორსაც და ნებართვის გამცემსაც, ხელები უნდა მოამტვრიოს კაცმა“. ხმამაღლა გამოვთქვი უკმაყოფილება და მიპასუხეს – „ეიფელის კოშკსაც თავდაპირველად აღშფოთებული შეხვდა საზოგადოებაო“.

თეატრის მოედანზე დიდი ხომალდის გემბანივით აჭრელებული მრავალსართულიანი სახლები, მოოქროვილი ლომები, მოოქროვილი ნეპტუნი თუ პოსეიდონი, მოოქროვილი კაპიტელი და თეატრის ფრონტონზე საშინელზე უსაშინლესი რელიეფი გავაპროტესტე. ისევ ეიფელი შემახსენეს.

პიაცაზე ქალის მოოქროვილი ქანდაკების დანახვაზე გავოგნდი, იქვე ეიფელიც მაახლეს. კიდევ კარგი, უნიჭობის ნიმუში მალე იქაურობას მოაშორეს.
სახელმწიფო ბანკის შენობას უსაშველოდ დიდი გუმბათი დააშენეს და ამ მონსტრმა გვერდით მყოფი ორი ულამაზესი კულტურული ძეგლი შთანთქა. რაღაც გუმბათომანია დაემართა ქალაქს. არ მომწონს. ნერვებსაც მიშლის. რატომ? თვისება დაკარგა ქალაქმა! სიმშვიდე დაიკარგა! სივრცე დაიხშო!
არ მეთანხმებით?

ეს გუმბათი საღამოს შევამჩნიე, როცა კინოფესტივალზე მომდევნო სეანსის მოლოდინში იქვე ნეპტუნთან დრო გამყავდა. თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ვთქვი:
– რას აკეთებენ!
-ქალაქს გიუშნოვებენ – ძალიან მშვიდი ხმით მიპასუხა ქალბატონმა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და შადრევანთან მოთამაშე ბავშვს ადევნებდა თვალყურს. კილოზე ეტყობოდა, ბათუმელი არ უნდა ყოფილიყო.
ასეთ პასუხს ნამდვილად არ ველოდი. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. მერე ისევ ჩავიბურდღუნე:
– გული მეტკინა. რაღაცას კარგად აკეთებენ, რაღაცას – ცუდად. მაგრამ ეს მეტისმეტია.
– რასაკვირველია, ბევრი რამ კეთდება, და ბათუმის ჭრილშიც ჯდება – ისევ მომიბრუნდა უცნობი ქალბატონი – მაგალითად, დუმბაძის ქუჩა, ერას მოედანზე გასასვლელები. მაგრამ ის, რაც ყოფილ კინო „თბილისს“ გაუკეთეს, მან აბსოლუტური სიჭრელე, უჩვეულო დეკორი შემოიტანა ამ ძველებური არქიტექტურის რეპლიკაში.
მაშინვე ცნობილი ფრანგი ინჟინერი გავახსენე.
-თქვენთვის, ეტყობა, ჯერ არ უთქვამთ, რომ ეიფელიც ძალიან გააპროტესტეს, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ის კაცი მართალი იყოო?
-როცა გეუბნებიან, რომ ეიფელის კოშკის წინააღმდეგაც ყველა იბრძოდა, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ავიწყდებათ – ეიფელის კოშკი ახალი ტიპის კონსტრუქცია იყო, სიახლე, რომელიც საბოლოო ჯამში მეოცე საუკუნის სიმბოლო აღმოჩნდა. ამ კონსტრუქციამ ფუნქცია შეიძინა, როცა გახდა ჯერ რადიოანძა, შემდეგ ტელეანძა, შემდეგ ქალაქზე გადმოსახედი. ეიფელს ძველი რომის რომელიმე ეზო არ აუღია და პარიზში არ გადმოუტანია. მან ახალი შექმნა. შეიძლება მომავლის ქმნილება ძნელად მივიღო, რადგან არ ვარ ეიფელი და ვერ ვეწევი მის აზროვნებას, მაგრამ როდესაც ანტიკური სამყაროს რეპლიკას მიკეთებ, ის ან სრული კოპიო უნდა იყოს, ან რაღაც დანიშნულება უნდა ჰქონდეს. აი, ვზივართ შადრევანთან. რატომ უნდა მომეღრიცოს კისერი პოსეიდონის ყურებისას? არ ჯობს აქ, წინ, სიმწვანე მქონდეს? თვალი როდის ისვენებს უფრო? როცა ხედავს მწვანეს. აქ უნდა იყოს გაზონი, მე უფრო შორს უნდა ვიჯდე, და პოსეიდონსაც უკეთესად შევხედავ. ამას კლასიკური ნორმები აქვს, ჩემი კაპრიზი კი არ არის. წარმოიდგინე, ეიფელის კოშკის ქვეშ ამ დისტანციაზე იდგეს სკამები. აი, მაშინ, ეიფელიც იდიოტი იქნება და მისი არქიტექტორიც.

ეს პოსეიდონიც არ გიპყრობს, იმიტომ რომ კიტჩია. ვერ გააკვირვებ ამით ვერავის, ვერც პიაცათი. პიაცაზე კოშკი აბსოლუტურად უფუნქციოა. ვერ ახვალ, ვერ გადმოიხედავ, იქამდე მისასვლელი ქუჩა ძალიან პატარა და ვიწროა. მაშინ კლასიკური ნორმები უნდა გაითვალისწინო. რა არის კლასიკური ნორმა? კოშკი დგას მოედნის ცენტრში ან მოედნის განაპირას, და კრავს მოედანს. მოედანი რა არის? გარკვეული სივრცე, ხომ! და ამ კოშკს აქვს თავისი ეზო. ამ შემთხვევაში აქ არის ძალიან ვიწრო ქუჩა, არც კუთხეა. წინ უამრავი საცხოვრებელი სახლია და არავითარი სივრცე, რომ დისტანციიდან შეხედო. შორს თუ წახვალ, დაინახავ მარტო ქონგურს. პიაცაში რომ შედიხარ, ეს სივრცე კარგავს ფუნქციას, აღმოჩნდა, რომ ცენტრში ბაღი კი არ არის, მოზაიკაა. არსებობს კლასიკური ნორმები, როცა ქონგურია, მისი მარჯვენა და მარცხენა მხარეები სიმეტრიულია და ერთმანეთის მსგავსი, დოჟების სასახლე მაინც ნახონ ან სან-მარკოს მოედანი. ბეტონის ფილები მოედანს ამძიმებს.
– ეს სან-მარკოს მოედნის ასლი ყოფილა.

– როგორ არის ასლი? სან-მარკოს მოედანი ყველა მხრიდან მოედანია. უამრავი შესასვლელი აქვს, და ხარ უზარმაზარ სივრცეში, ასეთი სიმახინჯე ქონგური არსად არის. ან ეს მოოქროვილი ლომები რა არის? ეს ანტიკური ლომი ჩემი სიამაყე იყო მაშინ, როდესაც შეიქმნა. დღეს ეს ყველაფერი ჩემთვის არის კიტჩი. რადგან არა ვარ ისეთი მდიდარი, ოქროში ამოვლებული ქანდაკებები რომ მქონდეს. ეს ყველაფერი იცი რას ჰგავს? მილიონერს ძალიან ძვირფასი ბეწვის ბოა რომ უკეთია და მერე პრასტიტუტკასაც რომ უნდა მიბაძოს, ორდოლარიან ბოას იყიდის და ამით უნდა იმას დაემსგავსოს. ჩემთვის ასეა.

ჩუმად ვუსმენდი და ვეთანხმებოდი. ბოლო შედარებაზე გამეცინა, მაგრამ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის მასში. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ სეანსი იწყებოდა, მოვუბოდიშე და გავიქეცი. იმ საღამოს შემდეგ, თითქმის მთელი თვე ამ ქალბატონს ვეძებდი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე. ეტყობა თავის ქალაქში დაბრუნდა.
პ.ს. კარგსაც ვხედავ და ცუდსაც. კარგი მომწონს, ცუდზე გული მიჩერდება. იქვე მესმის „ყველაფერი კარგი ვერ იქნება!“ რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ აუცილებელია კარგის ცუდით დაბალანსება? ამის გარეშე არ შეიძლება? როგორც ჩანს, არ შეიძლება.

პ.პ.ს. შევთანხმდეთ, რომ ბათუმთან ეიფელს არავითარი კავშირი არ აქვს.

გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში” 2010 წ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge