სიახლეები

„გვაჩვენეთ თამარ კვესიტაძის ქანდაკების ესკიზი“

30.05.2012 • • 1230
„გვაჩვენეთ  თამარ კვესიტაძის  ქანდაკების ესკიზი“

„გვაჩვენეთ ახალი ქანდაკების ესკიზი“, – „ბათუმელებმა“ ამ თხოვნით დღეს  ბათუმის მერიის რამდენიმე სამსახურს მიმართა. არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ  სამსახურის უფროსი  ირაკლი სურმანიძე თბილისშია და მათ ამ ქანდაკების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.

ბათუმის მერიამ საკრებულოში 9 თვის შესრულების ანგარიშის შედეგები წარმოადგინა. სწორედ ამ ანგარიშის მიხედვით ირკვევა,  რომ ბათუმის მერიას თამარ კვესიტაძის ქანდაკების  დადგმისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  თანხა ორჯერ გამოეყო. პირველად 465 000 ლარი და მეორედ – 400  000 ლარი.

ახალი ქანდაკება, რომელიც ისეთივე მოძრავი იქნება  როგორც  „ალი და ნინო“  და ბათუმის  ახალ  ბულვარში, იუსტიციის სახლის პირდაპირ არდაგანის ტერიტორიაზე დაიდგმება .

მერიის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების  ანგარიშში წერია, რომ  ბათუმის მერიას თანხა გამოეყო  კვესიტაძის მიერ შექმნილი ქანდაკების დადგმისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების მიზნით .

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის  შემსრულებელი თენგიზ პეტრიძე  „ბათუმელების“ კითხვაზე, ეს თანხა მოიცავს მხოლოდ ქანდაქების დადგმის ხარჯებს თუ დამზადებისაც? პასუხობს – ორივეს. კითხვაზე ამ თანხიდან რამდენია კვესიტაძის ანაზღაურება ? – ამბობს, რომ დეტალები ხელშეკრულებაში იქნება გაწერილი.

ქანდაკება, სავარაუდოდ, უკვე დამზადებულია  და მისი სახელწოდებაა „როტაციაა“.  მეტიც  იგი ვენეციის ბიენალეზე  უკვე იყო წარმოდგენილი.

ამ ბიანელეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია.  საგამოფენო პავლიონში თამარ კვესიტაძეს ოთხი ნამუშევარი იყო.

თემაზე ილუმინაცია ქართველმა მოქანდაკემ საკუთარ ნამუშევრებში ადამიანის ერთი სახე წარმოადგინა, რომლის ემოციები სხვადასხვა განზომილებაში იცვლება. ავტორის თქმით,  ეს სახე ყველა ერისთვის სიმბოლურია, ფიგურა დედამიწას ასახავს და სუნთქვასა და გულისცემას გამოხატავს.

სწორედ ამ დღეს გაცხადდა, რომ ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთი ბათუმში დაიდგმებოდა , მეორე კი ქუთაისში, პარლამენტის წინ.”როტაციის” ფოტო მასალის ნახვა თავად თამარ კვესიტაძის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა შესაძლებელი.მასალად გამოყენებულია მეტალი და შუშა.ასევე მექანიზმი რომ ქანდაქებამ იმოძრაოს.
მიხეილ სააკაშვილმა მაშინ კვესიტაძის ხელოვნება კიდევ ერთხელ  შეაფასა : „ნიჭიერების ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი თამარ კვესიტაძეა. თუკი შეიძლება ცხოვრებაში ვინმეს გენიოსი უწოდო, ეს, ალბათ, კვესიტაძეა. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ მხატვრები მას აქაც უკრავენ ტაშს. საქართველოში უამრავი ნიჭიერი ხელოვანი გვყავს საქართველოში. როგორც კი ამას ვიტყვი, ბევრს შეშურდება, ზოგიერთი მათგანი კვესიტაძის შესაჭმელად გაემზადება. ქართველებს გვახასიათებს ერთმანეთთან ქიშპობა, შური, მაგრამ ამას უნდა გადავეჩვიოთ, რადგან ამ ეპოქაში ვინც რა არ უნდა შექმნას, ყველაფერს მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო თავისი მოკძალებული რესურსებით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელოვნება განვითარდეს და მას ხელი შევუწყოთ. ვიცი როგორ ჩაქოლეს თამარ კვესიტაძე რამდენიმე ბოლო ნამუშევრის გამო იმ ადამიანებმა, ვისაც მრავალი წლის განმავლობაში არაფერი არ შეუქმნია“.

„სიყვარულის თემაზე შექმნილი კვესტაძის 9 მეტრიანი ქანდაქება „ალი და ნინო“  ბათუმის ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

გადაბეჭდვის წესი