თამთა კავარაცხელია, მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლებში თორმეტწლიან სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ისეთი პრობლემები გაჩნდა, რომლებზეც ან კულუარებში ვსაუბრობთ, ან საერთოდ არ ვახსენებთ. სკოლის მოსწავლეთა ასაკი გაიზარდა: 18-19 წლის ახალგაზრდები (მათ ვერაფრით უწოდებ ბავშვებს, თუმცა ინერციით მაინც არის ამის სურვილი) დადიან (ზოგჯერ ძალიან მოდური მანქანებით და ვერაფერს იტყვი, რადგან მართვის მოწმობებიც აქვთ) სკოლებში და ერთი შეხედვით, ეს ემსგავსება უცხოურ ფილმებში ნანახ სცენებს უფროსკლასელთა ან კოლეჯის სტუდენტთა ცხოვრებიდან.პროგრესის წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა მათი სასკოლო ფორმებისა და ბავშვური ცხოვრების ნოსტალგია უფროსებში (მასწავლებლებში) მაინც არის, რადგან, სულო ცოდვილო, ზოგჯერ ისე ვუსაყვედურებთ (რბილად ნათქვამია) ან დავტუქსავთ ჩვენს მეთორმეტეკლასელებს, თითქოს მართლაც ბავშვები იყვნენ. თუმცა ზოგიერთ მათგანს უკვე საკუთარი ოჯახი აქვს.
ასე მაგალითად, ჩემი მეგობარი ასწავლის ცოლიან მეთორმეტეკლასელს. მე სკოლაში მყავს გათხოვილი მოსწავლე და ამას წინათ, მისი დამრიგებელი როცა ავსებდა სადამრიგებლო ჟურნალს, აღმოჩნდა პრობლემის წინაშე: მშობლების გრაფაში რა ჩავწერო, მისი მშობლები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და ძალიანაც რომ დამჭირდეს, ვერ დამეხმარებიან პრობლემის მოგვარებაში, დედამთილ-მამამთილი და მათი საკონტაქტო ტელეფონი ხომ არ მოვითხოვო, მათთან ცხოვრობსო…
მოკლედ, ასაკის ზრდასთან ერთად სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი, რომლებიც სულაც არ არის სახუმარო. რამდენიმე წლის წინ დაისვა ეს საკითხი და იმდენად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება ამისთვის, რომ იდეების ავტორები ლამის ანათემას გადასცეს, მაგრამ სკოლის მუშაკებისთვის დღითიდღე აქტუალური ხდება. ესაა მოზარდთა სექსუალური აღზრდისა და, საერთოდ, სექსუალური ცხოვრების ჰიგიენის საკითხები.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სექსოლოგია ვასწავლოთ მოზარდებს, მაგრამ მათ რომ კვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო და საჭირო კითხვებზე, ეს უკვე აქტუალურია, რადგან, სამწუხაროდ, გახშირდა მოზარდებში აბორტები და ვერ განვსჯით, რადგან ძნელი სათქმელია, რა უფრო დიდი ბოროტებაა, 15-16-17 წლის მოზარდის დედობა ან მამობა, თუ აბორტი?
სამხრეთული ტემპერამენტი, აღზრდაში დაშვებული შეცდომები, გარედან მოზღვავებული ინფორმაცია – ხშირ შემთხვევაში დამახინჯებული და ძალადობის პროპაგანდით – ხელს უწყობს მოზარდებში ნაადრევი სექსუალური ცხოვრების დაწყებას და ამ დროს მათ ან არ აქვთ წარმოდგენა უსაფრთხო სექსზე, კონტრაცეპტივებზე ან არ მიაჩნიათ ეს აუცილებლად. შედეგად, გვაქვს ნაადრევი ქორწინებები და შემდეგ განქორწინებები ან ჯანმრთელობაშერყეული ახალგაზრდობა.
გარდა ამისა, პუბერტაციის პერიოდში მოზარდს სჭირდება დახმარება, მათ უჩნდებათ კითხვები და ქუჩიდან, მეგობრებისგან ან ინტერნეტის საშუალებით იღებენ ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას, მაგალითად, ჩემმა 12 წლის ვაჟმა მკითხა: რაში სჭირდებათ ქალებს პამპერსი? შეძლებისდაგვარად ავუხსენი, მაგრამ უმჯობესი იყო მასთან ამ თემაზე სპეციალისტს ელაპარაკა.
ერთი სიტყვით, საჭიროა, რომ მოსწავლეებს (სწავლების მესამე საფეხურზე) ვასწავლოთ ისეთი საკითხები, რომლებიც მათ ჯანსაღ ცხოვრებას შეუწყობს ხელს. ვიცი, ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: სად არის სახელმძღვანელო? ვინ უნდა ასწავლოს? იქნებ მოუმზადებლობამ უარეს შედეგებამდე მიგვიყვანოს? და ა.შ. ეს ლოგიკური კითხვებია და ერთ დღეში, ერთბაშად არ გაეცემა პასუხები.
ჩემი აზრით, შესასწავლია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ეს ბარიერი გადალახეს, კადრებია მოსამზადებელი; კარგი, ყოველმხრივ შესწავლილი და ქართული რეალობის გამთვალისწინებელი სახელმძღვანელოა შესაქმნელი. ეს კი ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შედეგად – ჯანმრთელ, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანსაღ ახალგაზრდობად – ღირს. მანამდე კი ამ საკითხებთან დაკავშირებული ჩვენი გაუბედავი და ორჭოფული დამოკიდებულებაა გადასახედი.