Batumelebi | „ნუ უმღერებ დიქტატორს“, ნაწილი მეორე „ნუ უმღერებ დიქტატორს“, ნაწილი მეორე – Batumelebi
RU | GE  

„ნუ უმღერებ დიქტატორს“, ნაწილი მეორე

„ნუ-უმღერებ-დიქტატორს-ნ-2

ავტორი: ლელა დუმბაძე

დაჩი ცაგურია

საახალწლოდ ბათუმში ცნობილი ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის ჩამოყვანა არის დაგეგმილი. ზაფხულში მომღერლის შვილის ენრიკე იგლესიასის სტუმრობა ბიუჯეტს 1. 529. 594 ლარი დაუჯდა. ეს ინფორმაცია განთავსებულია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. შესაბამისი იქნება ხულიო იგლესიასის ჰონორარიც. მანამდე კი საქართველოში ჩამოვლენ ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ბოლო ორი მომღერლის მოწვევა რამდენად არის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული, ანუ დაიხარჯება თუ არა ამაში ხალხის ფული.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ვარსკვლავთცვენის წინააღმდეგია „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. ის თანამოაზრეებთან ერთად აპირებს ვარსკვლავებს წერილები გაუგზავნოს.
„არ უმღეროთ დიქტატორს!“ – ამ ტიპის წერილებ, ლაშა ჩხარტიშვილმა და დაჩი ცაგურიამ რამდენიმე თვის წინ პირველად ცნობილ პოპმომღერალს სელინ დიონს გაუგზავნეს, თუმცა მომღერლისგან გამოხმაურება ჯერ არ მიუღიათ. „ახლა ქრის ბრაუნსაც და ხულიო იგლესიასსაც ვუგზავნით მეილებს. თუ არც ესენი გამოგვეხმაურებიან, ვაპირებთ მათ ჩამოსვლას სპეციალიზებული ღონისძიება მივუძღვნათ“, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილს მიაჩნია, რომ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რეალობა, რაშიც დღეს საქართველო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის წყალობით ცხოვრობს: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხულიოც ჩამოჰყავთ და ახალ წელს კიდევ დამატებით სხვა ხარჯებიც აქვს ვარსკვლავების ჰონორარის გარდა, ეს ძალიან ძვირი ფუფუნება იქნება ჩვენთვის. კეთილდღეობის იმიტირება დანაშაულებრივი ქმედებაა მაშინ, როცა დევნილებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზეც კი არ მიუწვდებათ ხელი“.

ჩხარტიშვილის აზრით, ვარსკვლავებმა უნდა გაიგონ, რომ მათი კონცერტები სააკაშვილის პირად პიარს ემსახურება და არა საქართველოს რეკლამირებას: „ტურიზმის თემა მართლა რომ აინტერესებდეს ხელისუფლებას, არ დაიწყებდა პარალელურ რეჟიმში ტყეების მასობრივ გასხვისებას და გიგანტური ჰესების მშენებლობას საქართველოს მთიანეთში, რომელიც არ არის თავსებადი ტურისტულ მიზნებთან. ამას მე ვაცხადებ როგორც ეკოლოგი, რომელსაც ამ საკითხზე კვლევები აქვს ჩატარებული. ტურისტებისთვის საქართველო მიმზიდველია თავისი ბუნებითა და კულტურული მემკვიდრეობით, ორივე უმძიმეს მდგომარეობაშია. გასულ კვირას კახეთში, კალაუბანში და ვეჯისში ეკლესიები ჩამოინგრა“.
ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, მსგავს კამპანიებს ხშირად მოაქვს შედეგი: „იყო მოლდოვას შემთხვევაც და ყაზახეთისაც, როცა ნაზარბაევის მიწვევაზე სტინგმა უარი განაცხადა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ამ ქვეყანას არადემოკრატიული ხელისუფლება მართავდა. ვარსკვლავებს ხშირად ენიჭებათ გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი… სელინ დიონსაც ჰქონდა ეს ტიტული, ამიტომ მივწერეთ, სხვებსაც დავუგზავნით, რომ შემდეგ არ თქვან, ინფორმირებული არ ვიყავითო“.

საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან მუსიკალური სპექტაკლისთვის „ქეთო და კოტე“, რომლის პრემიერაც ახლახან გაიმართა, 930 000 ლარი დაიხარჯა. დახარჯული თანხის ოდენობის შესახებ „ბათუმელებს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აცნობა. ამ მიუზიკლში მხოლოდ ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

„ქეთო და კოტეს“ შემსრულებლებმა მაღალი ჰონორარების აღების შემდეგ უფასოდაც იმღერეს, მაგალითად, ნატოს დელეგაციისთვის. მაგრამ უფასოდ აღარ იმღერებენ საახალწლოდ. ამის შესახება „ბათუმელებთან“ სპექტაკლის ერთ-ერთმა ავტორმა ნიკა მემანიშვილმა განაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტს, „ქეთო და კოტეს“ საახალწლო ჩვენება კიდევ ერთი მილიონი დაუჯდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge