სიახლეები

„ეს ის არ არის, 7 საათიან სერიალში რომ მღერის?”

30.05.2012 •
„ეს ის არ არის, 7 საათიან სერიალში რომ მღერის?”

მარი ქობულაძე
ააა…. არ ყოფილხარ ენრიკეს კონცერტზე? არა უშავს…სიმართლე გითხრათ, ბევრი დაგიკარგავთ: D თუ გგონიათ მეც VIP სტუმრის სტატუსით შევედი, ძალიან შემცდარხართ.. მე მხვდა ბედნიერება მოკვდავთა რიგში დგომისა, ნახევარი საათის გატარება მომიწია რიგში, მხოლოდ იმისთვის, რომ შიგნით შემეღწია… შესვლის დროის მოახლოებისას ხალხი ერთმანეთს მიაწყდა, მოკლედ ვინ ვის შეასწრებდა იმაზე იყო, ზოგმა მოაჯირს გადაუფრინა, ზოგიც ისე გაცეცხლდა დაცვაც კი ვერ აკავებდა… მე პირადად ისე შემიყვანეს, ფეხი მიწაზე არ დამიდგამს, წარმოიდგინეთ, რაღაც მომეტში ჩემი თავი ფარაონიც კი მეგონა

არაფრის შეტანის უფლება არ გვქონდა, ჩემს ირგვლივ ადამიანებს ფუნთუშები და ღვეზლებიც კი ჩამორთვეს, ერთ გოგონას ოცამდე ღვეზელი ჰქონდა პარკში ჩალაგებული, მაგრამ დაცვა ვერ გადალახა და ღვეზლების დატოვება მოუხდა.

სანამ ევროპის მოედანზე შევიდოდი, მომიწია დეტექტორის ქვეშ გავლა, რის შემდეგაც ხელზე ბეჭედი დამისვეს იმის ნიშნად, რომ ნამდვილად შევასრულე პირობები და აი , როგორც იქნა მივაღწიე და წინა ადგილიც მხვდა წილად…

კონცერტამდე ორი საათი იყო დარჩენილი, თავი რით უნდა გამერთო თუ არადა გარშემო მყოფთა რეპლიკების მოსმენით და ძალიანაც ვიხალისე. რა რეპლიკას არ გაიგონებდით, ხანდაზმული ქალბატონი: „ხალხნო, გაიწიეთ, სული მეხუთება!!“ გოგონები: „ნუ მეხუტებით!“ „ააა, გამახსენდა ეს ის არის, იმედზე 7 საათიან სერიალში, რომ მღერის?“ და ა.შ.

არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რა მოხდა მანამდე, სანამ ენრიკე გამოვიდოდა, როგორ იმღერა სტეფანემ და 3G-ს შემდეგ სოფომ ნიჟარაძემ, (რომლის გამოსვლაც საქართველოს პრეზიდენტის მოსვლამდე არ დაიწყო, ხოლო სოფო ნიჟარაძის მოსმენის შემდეგ პრეზიდენტმაც დაგვტოვა. ნეტა რატომ???)

როგორც იქნა, 11-ის ნახევარზე სცენაზე ენრიკე გამოჩნდა… მოლოდინი გამართლდა, საზოგადოებას დაღლა გადაავიწყდა და ენრიკეს რიტმებს დიდი თუ პატარა ენერეგიულად აყვა… ენრიკეს ტრადიციულად ეცვა: (ჩვეულებრივ სცენაზე მას ყველაზე ხშირად ამ ფორმაში ხედავენ) ჯინსის შარვალი, ორი მაისური და თავზე კეპი. შუა კონცერტის დროს ყველასგან მოულოდნელად ერთი მაისური გაიხადა, ხალხი ყვიროდა: „მიდი გაიხადე დროზე…“ სამწუხაროდ მოლოდინი ყველას გაუცრუვდა, მაისურის შიგნით მეორე მაისური აღმოჩნდა:-)

ალბათ ყველამ იცით სიმღერა „HERO“. როგორც წესი ამ სიმღერას ენრიკე იგლესიასი სცენიდან ვიღაცას უძღვნის. ამ შემთხვევაში ეს ბედნიერება 19 წლის თამუნას ხვდა წილად და ენრიკესაგან სამახსოვრო კოცნაც მიიღო… დაბოღბილი ფანები თამუნაზე ამბობდენ: „ რას გავს ეს საცოდავი… ოჯახი არა ყავს?.. როგორ გათხოვდება ახლა… “

ასე თუ ისე, კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და სახლისკენ ნაგვის გროვებით მოფენილ გზას წყურვილით შეწუხებული გავიყევი. წყალი ვერ ვიყიდე, ძვირი ღირდა და ერთი კვირის მანძილზე ჯიბეგაფხეკილ სიარულს წყურვილის მოთმენა ვამჯობინე.

გადაბეჭდვის წესი