სიახლეები

„მერაბ! რატომ წახვედი არხიდან?“

30.05.2012 • • 1101
„მერაბ! რატომ წახვედი არხიდან?“

კობა ჩხეიძე

კობა ჩხეიძემ – პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა ბათუმში, „ტელეარხ 25“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ყოფილ მმართველს, მერაბ მერკვილაძეს ფეისბუქის კედელზე დაუსვა შეკითხვა, მის არხიდან წასვლასთან დაკავშირებით. კობა ჩხეიძისა და მერაბ მერკვილაძის კითხვა პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

კობა ჩხეიძე: „ალბათ შენც და საზოგადოებაც სწორად აღიქვამთ ჩემს ამ “პოსტს” შენს კედელზე.

მინდა როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ერთმა რიგითმა 25–ე არხის მაყურებელმა გავიგო შენი არხიდან წასვლის მიზეზი.

მე მესმის, რომ შეიძლება არსებობდეს ბანალური გარემოებები და შეიძლება იყოს წასვლის ცხოვრებისეული მიზეზები, მაგრამ რატომ დაგავიწყდა შენი ვალდებულება და თუ გინდა ვალიც კი საზოგადოების წინაშე?
ამ წლების განმავლობაში საზოგადოება ერთდროულად იყო შენი არხის მაყურებელიც და დამცველიც. არ შეგახსენებ ხმაურიან და უხმაურო ბრძოლებს ტელევიზიის დასაცავად, უბრალოდ შეგახსენებ ამ ურთიერთობებით გამოწვეულ ვალდებულებებს.

მინდა საზოგადოების სახელით მადლობა გითხრა იმ შრომისთვის, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვხედავდით და გთხოვ ყველას დასანახათ, საჯაროდ აგვიხსნა შენი წასვლის მიზეზები, მოგვცე გარანტია რომ არხზე სარედაქციო პოლიტიკა ხელშეუხებელი იქნება.

იმედი მაქვს ფეისბუკი ტელეფონივით არ გაქვს გამორთული…“

მერაბ მერკვილაძე

მერაბ მერკვილაძე – „ტელეარხ 25“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი: კობა, რამდენიმე კვირაა ძალიან გართულებული მაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამკურნალო კურსს გავდივარ ხან ბათუმში და ხან თბილისში. იმედია, დიაგნოზის დეტალების გამოქვეყნებას არ მომთხოვთ.

ამასთანავე, ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, უახლოეს დღეებში საცხოვრებლად თბილისში გადავდივარ. საცხოვრებლის უზრუნველყოფა ბუნებრივია, გუშინ არ დამიწყია და არც უცებ მიმიღია გადაწყვეტილება. მაგრამ ბევრმა გარემოებამ (პირველ რიგში, ოჯახურმა) მაიძულა, ბინა შემეცვალა. გეთანხმები, რომ საზოგადოებამ არაერთხელ, ძალიან დიდი დახმარება გაუწია “25-ე არხს” და დაიცვა მისი დამოუკიდებლობა, რისთვისაც მე თითოეული თქვენგანის მადლიერი ვიყავი და ვიქნები ყოველთვის.
მაგრამ ამავდროულად, საზოგადოებამ მუდამ იცოდა, რომ ეს ტელევიზია 20 წლის წინ ოთხმა თანაკლასელმა დავაფუძნეთ, რომლებიც თანაბარ წილს ვფლობდით ორგანიზაციაში. პერიოდულად, მას ხან ერთი, ხან მეორე მფლობელი მართავდა. ამჯერად, ზემოთდასახელებული და სხვა მიზეზების გამო, ტელევიზიის მართვა გიორგი სურმანიძემ გადაიბარა. ოფიციალურად, იგი ყოველთვის ითვლებოდა არხის გენერალურ დირექტორად, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში “ტელეარხი 25”-ის მართვას თქვენი მონა-მორჩილი ახორციელებდა.

გადაცემები, რომლებიც ჩემს მიერაა ამოქმედებული ტელევიზიაში (“მაცნე”, “დიალოგი”, “უპასუხეთ ხალხს”, “უცნობი ფაქტები”) უცვლელად გრძელდება. თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება. ამასთან, მართლა არ მესმის, რა განსაკუთრებულ ვალდებულებებზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ შპს-ზე, რომლის მფლობელებიც, საერთო ინტერესების საფუძველზე ახორციელებდნენ კონკრეტულ ბიზნეს აქტივობას. თუმცა, ეს “ბიზნესი” არასოდეს მიკეთებია ჟურნალისტთა თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. უფრო მეტიც. ხშირად, მორჩილად ვისმენდი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის საყვედურებს “ობიექტივის” თუ “თეოლოგთა კავშირის” გადაცემების ეთერში გაშვების გამო, რაც არხის აუდიტორიის გაფართოების და შემოსავლების გაზრდის მიზნით იყო განპირობებული.

ვფიქრობ, ყველა ამ აქტივობამ სასურველი შედეგი გამოიღო და “ტელეარხი 25” ერთ-ერთ ყველაზე დამოუკიდებელ, სტაბილურ და სწრაფად მზარდ ტელევიზიად აქცია. ამჟამად ამ მონაპოვარს ჩემი პარტნიორი დაიცავს და ახალ წარმატებულ პროექტებსაც დაგეგმავს.

მე კი, თქვენის ნებართვით, უღრმეს მადლობას გადავუხდი მთელ ბათუმს, თითოეულ თქვენგანს და დედაქალაქში გავაგრძელებ საქმიანობას, რომელიც, გარწმუნებთ, არანაკლებ ნაყოფიერი იქნება. ოღონდ, გარკვეული დრო და ძალების მობილიზება მჭირდება:)“

გადაბეჭდვის წესი