სიახლეები

„ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით”

30.05.2012 • • 1459
„ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით”

მირანდა მიქაძე

ბალახის ჰოკეის 2011 წლის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატში შარშანდელი ფინალი გამეორდა, ერთმანეთს ბათუმისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამჯერად ჩემპიონობა ბათუმელმა გოგონებმა მოიპოვეს ანგარიშით –  3:1. გოგონების შემართება ვაჟებისთვის გადამდები აღმოჩნდა, რომლებმაც იმავე ანგარიშით დაამარცხეს ქუთათური სტუმრები.

18 წლის ინგა ბერიძე და მისი მეგობრები 3 წლის წინ სკოლაში კალათბურთს თამაშობდნენ, როცა მწვრთნელებმა ბალახის ჰოკეის თამაში შესთავაზეს. მაშინ ამ სპორტის სახეობის შესახებ არაფერი იცოდნენ. სავარჯიშოდ წასვლაც ერთად გადაწყვიტეს და მას მერე ბალახის ჰოკეი მათი ცხოვრების წესი გახდა. „ლამაზი და პერსპექტიული სპორტია, თუ მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“, – ამბობს ინგა.

16 წლის ლელა ფაღავას თქმით, მათი გამარჯვება კარგმა ფიზიკურმა მომზადებამ, გუნდურმა და სტრატეგიულად სწორმა თამაშმა განაპირობა. მისი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა. „ჩოგბურთშიც, მაგიდის ტენისშიც, ფეხბურთშიც, კალათბურთშიც ვარჯიშობდი, მაგრამ არჩევანი ჰოკეიზე გავაკეთე. თამაშიდან გამომდინარე ძალიან მომეწონა, ლამაზი სპორტია. სწავლასაც ვუთავსებ და ვცდილობ სპორტშიც წარმატებას მივაღწიო. 2010 წელს საქართველოს ქალთა ჩემპიონატში მეორე ადგილი ავიღეთ და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის სახელი მოვიპოვეთ, რამაც სტიმული მოგვცა და წელს 18-წლამდე პირველ ადგილზე გავედით. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში ევროპის ჩემპიონატსაც დავიპყრობთ.”

თორნიკე ტაკიძე, 16 წლის: -“ჰოკეის შესახებ ორი წლის წინ გავიგე, მანამდე ძიუდოთი და ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ჰოკეი ჩემთვის უფრო წარმატებული სპორტის სახეობა აღმოჩნდა, ძალიან შემიყვარდა.”

ბათუმში ჰოკეის გოგონათა და ჭაბუკთა გუნდები, 3 წლის წინ, ყოფილმა ჰოკეისტებმა – ლევან ფუტკარაძემ, ნიკო ბარამიძემ, ავთანდილ წითელაძემ და ნოდარ შანიძემ ჩამოაყალიბეს. თუმცა ეს აჭარაში ჰოკეის განვითარების პირველი მცდელობა არ ყოფილა, ოლიმპიური სპორტის ეს სახეობა აჭარაში პირველად 1974 წელს ნოდარ შანიძემ შემოიტანა, 1976 წელს კი ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს.

ავთანდილ წითელაძე, აჭარის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი: “სპორტული ფორმები, ინვენტარი საკმაოდ ძვირია, ამიტომ გვინდა ჰოკეის გუნდები მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე გადავიყვანოთ, ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ასევე იგეგმება ინგლისში არსებული ხელოვნურსაფარიანი მოედნის ჩამოტანა. ინგლისელები ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, ამიტომ არსებულ მოედნებს ცვლიან, რომელთა გამოყენება კიდევ 10-15 წელი შეიძლება. ერთ ასეთ მოედანს შარშან ევროკომისარი ნორმან ჰიუსი დაგვპირდა. მხოლოდ ტრანსპორტის ხარჯებია საჭირო.
ახლა ორი ჯგუფი სასპორტო სკოლაში გვყავს, ასევე მე-9 და მე-18 სკოლებში და ეზოს მინისტადიონებზე ვატარებთ ვარჯიშებს. ამჟამად ბალახის ჰოკეით 100-მდე ბავშვია დაინტერესებული. ვარჯიში უფასოა.”

ავთანდილ წითელაძის ინფორმაციით, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ბათუმიდან მინიმუმ 4 ვაჟი და 4 გოგონა – ბათუმელი ჰოკეისტები ითამაშებენ: “ნიჭიერი ბავშვები არიან და გვაქვს შესაძლებლობა, ევროპულ ტურნირებზე შედეგები ვაჩვენოთ.”

ამჟამად სპორტსმენები საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 9 ივნისს დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი