სიახლეები

„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს“, – ქიბარ ხალვაში

30.05.2012
„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს“, – ქიბარ ხალვაში

„არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მიშა და მისი ბანდა არ იკადრებს და იკისრებს. ხვალ უკვე სხვა რეალობა შეიძლება დაგვხვდეს, ხალხი უნდა ჩაერთოს პროცესებში, თორემ ბოლო ქართული ოცნებაც დაიღუპება“ – ეს სტატუსი მიუნხენში მყოფმა ქიბარ ხალვაშმა საკუთარ კედელზე „ფეისბუქში“ წუხელ გამოაქვეყნა.
მის ერთ-ერთ პოსტში ბიზნესმენი განმარტავს: „პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს, დღეს დაკავებულ ბანკის თანამშრომლებს, იმნაირ რამეს დააწერინებენ და მოაწერინებენ ხელს, რის საფუძველზეც სახლში შეუვარდებიან ივანიშვილს“.
ქიბარ ხალვაშმა გერმანიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. საქართველო მან 2007 წლის 25 ნოემბერს დატოვა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან ის იხსენებს ხელისუფლების და მისი დაპირისპირების დეტალებს:
ქიბარ ხალვაში: „ოქრუაშვილი 25 სექტემბერს დააკავეს. სახელმწიფო აცხადებდა, რომ ჩემზე ძებნა იყო გამოცხადებული, მაგრამ როდესაც დასჭირდათ, მომძებნეს, შეხვედრა კეზერაშვილთან დაინიშნა. მან მითხრა, რომ მე უნდა გადამეხადა 10 მილიონი გირაოს საფასური და 7 მილიონი ჩვენი კომპანიების ჯარიმა, რომელიც მისივე თქმით, ის თანხა იყო, რომელიც ჩვენმა კომპანიებმა, სავარაუდოდ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოიმუშავეს. მისი თქმით, ჩვენ არ ვიყავით ღირსი, რადგან არ ვიყავით მხარდამჭერები ხელისუფლების და არ ვიმსახურებდით არავითარ მოგებას“
სამართალდამცავებმა ბათუმში დააკავეს ქიბარ ხალვაშის ძმა ნიაზ ხალვაშიც, რომელიც ამ დროისთის ასევე საქართველოში არ იმყოფება.
2007 წლის 24 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი პოლიტიკაში გააქტიურდა, ხალვაშის კუთვნილ „არტი ჯგუფის“ ოფისში ფინანსური პოლიცია შევიდა. როგორც „არტი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იხსენებს „დაახლოებით ასი შეიარაღებული ადამიანი“.
2007 წლის 25 დეკემბერს კი დაიწვა „არტი ჯგუფის“ ოფისი და საწყობი. ქიბარ ხალვაში განმარტავს, რომ აქამდე სადაზღვევო კომპანიას ზარალი არ აუნაზღაურებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.