სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო ფიქრის რეჟიმში

30.05.2012 • • 1421
„ნაციონალური მოძრაობა“  წინასაარჩევნო ფიქრის რეჟიმში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, მმართველ პარტიას არჩევნებისთვის მზადება აჭარაში ჯერ არ დაუწყია და გააქტიურებული შეხვედრები ხალხთან მათი მუშაობის ჩვეული რიტმია. გელა დეკანაძის თქმით, არჩევნებს არც საბიუჯეტო ცვლილებები და სოციალურ პროგრამებში თანხის დამატება უკავშირდება.

ბატონო გელა, კარგად ჩანს, რომ  არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე გაცილებით ადრე იწყება სამზადისი, როგორ ემზადება ნაციონალური მოძრაობა“  აჭარაში არჩევნებისთვის?

– არანაირი სამზადისი არ გვაქვს და ეს შეიმჩნევა კიდევაც. ჩვენ იმ რეჟიმში ვმუშაობთ, რა რეჟიმშიც ოთხი წლის უკან ვმუშაობდით. თუ თქვენ რამე განსაკუთრებულს ამჩნევთ, მითხარით და ამის შესახებ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა გავაქტიურდებით, როცა ოფიციალურად გამოცხადდება თარიღი, მაგრამ ის, რომ ვინმემ გვითხრას, დღეს იმაზე მეტად აქტიურები ხართ, ვიდრე ერთი თვის უკან და ერთი წლის უკანო, ფაქტია, რომ ასე არ არის.

არჩევნების გამოცხადების თარიღი მოახლოვდა. თქვენ ხართ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და გვარწმუნებთ, რომ არანაირი თადარიგი არ გაქვთ ამ კუთხით, ანუ არ მსჯელობთ იმაზე, რას ჩაწერთ პროგრამაში, რა პრიორიტეტები გექნებათ, გამოჩნდებიან თუ არა თქვენს სიებში ახალი სახეები?

– ნაციონალური მოძრაობა ყველა გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალიზებულად, თითოეული დეტალი ცენტრალურ ოფისთან თანხმდება. ჩვენ, რეგიონულ ორგანიზაციას, ასეთი საკითხების გადაწყვეტის არც საშუალება და არც სურვილი გვაქვს. ყველაფერი გუნდურად ხდება. სლოგანი  საარჩევნო სიები და ასე შემდეგ იგეგმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს მიერ. რეგიონიდან რა თქმა უნდა თითოეული ადამიანი ჩვენთან შეთანხმებით იქნება წარმოდგენილი.  მე როგორც ვიცი, გამოჩნდებიან ახალი სახეები, მაგრამ ვინ და როგორ, ამაზე დაკონკრეტებით ნუ ვისაუბრებთ.

თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ  გათვლა ბიზნესმენებზე გააკეთეთ, რომლებმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ამ სფეროში, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონიათ…

– არამარტო ამ სფეროში, არამედ ქალაქის განვითარებაშიც. ამჯერად კი დაკვირვებისთვის საკმაო დრო გვაქვს. თითოეულ წუთს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის რეიტინგი ავამაღლოთ. დრო გვაძლევს ფიქრის საშუალებას და ჩვენც ფიქრის რეჟიმში ვართ.

_ ნაციონალური მოძრაობისსაიტზე პარტიის თავმჯდომარის, ანუ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას წამძღვარებული აქვს ფრაზა _ აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას, დროა მთავრობამ მოუსმინოს ხალხს.“  როგორ ფიქრობთ, გესმით ხალხის?

– იყო დრო, როცა მთავრობა იჯდა კაბინეტებში და იქედან მართავდა. ახლა დადგა დრო, როცა თითოეული კაპიკი, რომელიც იგეგმება რესპუბლიკური ბიუჯეტისთვის, იგეგმება ხალხთან ურთიერთობით. ნებისმიერ სოფელში წააწყდებით რომელიმე მინისტრს, ადგილობრივ ან საქართველოს რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელს. არც ტელევიზიებთან ერთად დადიან.

არც ტელევიზიებთან ერთად?

– ტელევიზიებთანაც, მაგრამ ტელევიზიების გარეშეც დადიან და სოფელ-სოფელ ხვდებიან თითოეულ მოსახლეს. არა საარჩევნოდ, არამედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ასეა. ზუსტად ეს არის ხალხთან მისვლა და ხალხის მოსმენა.

და რამდენად ითვალისწინებენ ხალხის აზრს? – გასული წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისა და ჯანდაცვისათვის გათვალისწინებული თანხები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე რომელიმე კულტურული ღონისძიებისთვის გაღებული თანხა. ეს სურათი მხოლოდ ბოლო თვეებში შეიცვალა, რამაც ბუნებრივია გააჩინა ეჭვი, რომ ცვლილება არჩევნებს უკავშირდება და `უმრავლესობა~ ხალხის გულის მოგებას ცდილობს.

თქვენს ლოგიკას ეწინააღმდეგებით, თუკი ეს მხოლოდ არჩევნების მოახლოების გამო მოხდა, მაშინ მე კონტრშეკითხვას გისვამთ, შარშანწინ არჩევნები არ იყო? ან იმის წინ?

შარშან არჩევნები არ ყოფილა.  ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზეც  მინდა გკითხოთ, რაზეც პრეზიდენტმა მიუთითა მთავრობას, შემოიჭირეთ ქამრები? 

– იყო დრო, გვყავდა ასლარიანი დეპუტატები, მაგრამ დღეში აკეთებდნენ 2000 დოლარს, კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ ისაა, რომ ყველა თანამდებობის პირს ჰქონდეს სარგო, რომელიც განკუთვნილი იქნება მისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ოჯახის შესანახად და თუნდაც იმ მანქანის შესაძენად, რომელსაც თქვენ კომფორტს ეძახით.

ბათუმის მერს  40 000 ლარად ღირებული მანქანა ემსახურებოდა და კიდევ  35 000 ლარად ღირებული ჯიპი შეიძინეს მისთვის. თქვენი შეფასებით, ეს ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში ჯდება?

-ეს თავად მერს უნდა ჰკითხოთ, მე კანონმდებელი ვარ.

მაგრამ რობერტ ჩხაიძე თქვენი სახე იყო თვითმმართველობის არჩევნებში, ის პირველ ნომრად ეწერა ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო სიაში…

– მესმის. გამოდის, რომ ქალაქის მერიას გაუჩნდა მოთხოვნილება, რომ შეეძინა ავტომობილი იმისთვის კი არა, რომ ქალაქის მერმა კომფორტი შეიქმნას და ჯიპით გადაადგილდებოდეს, იმისთვის, რომ საჭიროებამ მოითხოვა, რადგან ქალაქს შემოუერთდა მთაგორიანი ტერიტორიები, სადაც მსუბუქი მანქანით გადაადგილებამ შეიძლება მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს.

გადაბეჭდვის წესი