ნეტგაზეთი • RU

აქციის მოთხოვნა – საკადრო პოლიტიკის შეცვლა აჭარაში

 

ამ წუთებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე იპოთეკარების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარავი, სადაც ხელმოწერებს აგროვებენ, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რეგიონში საკადრო პოლიტიკის შეცვლაა. “გვინდა საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ, მოვითხოვთ საკადრო პოლიტიკის შეცვლას აჭარაში. ხელმოწერებს იმისთვის ვაგროვებთ, რომ ხელისუფლებას თავი ვაღიარებინოთ რეჟიმის მსხვერპლად” – ლილი მორჩაძე, იპოთეკარი.

 

 როგორც შეკრებილები აცხადებენ, აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მდგომარეობა არ გამოსწოდება.  “იმედი გვაქვს შემოგვიერთდებიან როგორც ცალკეული ორგანიზაციები ისე კონკრეტული ადამიანები” – აცხადებს აქცის ერთ-ერთი მონაწილე.

 

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი უფლებების დასაცავად 14 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა – “უკვე ცალკეული, კონკრეტული პრობლემები აღარ გვაინტერესებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვაპირებთ გართიანებას, დღეისთვის 14 ორგანიზაცია ვართ, ჩამოვყალიბდებით და საერთო პრობლემას შევეჭიდებით” – ამბობს მერაბ გორგაძე, ყოფილი პოლიტ პატიმარი.

 

აქცია ყოველ დღე, 3-დან 6 საათამდე გაიმართება.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე