სტუდენტები ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ

რატომ ისწრაფვიან სტუდენტები ხელისუფლებისკენ და შეძლებენ თუ არა ისინი პოლიტიკური ძალების გავლენისგან თავდაცვას? “ბათუმელები” ორგანიზაციის ორ წევრს –  გიგა ფარტენაძესა და თამარ სურმანიძეს ესაუბრა.

 რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ორგანიზაციისთვის “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო” დაგერქმიათ, ვისგან მოდის იდეა?

გიგა ფარტენაძე: იდეა საიას ერთ-ერთ იურისტს ეკუთვნის. რადგან ავტონომიური რესპუბლიკა გვაქვს, გვყავს ჩვენი მთავრობა, შეგვიძლია საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა და ცვლილების შეტანა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა იმავე პრინციპებზე დაყრდნობით აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო და აქცენტი გადაგვეტანა იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ახალგაზრდებს აწუხებთ. ჩვენი მიზანია 16-იდან 24 წლამდე ახალგაზრდების გაერთიანება და მათი მეშვეობით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება.

 როგორ არჩევთ წევრებს?

პროექტში 30 ახალგაზრდა უნდა შეირჩეს. პირველ ეტაპზე ონლაინაპლიკაციებით მიმდინარეობს შერჩევა, შემდეგ კი სპეციალური კომისია გაესაუბრება ამ პირებს. სპეციალურ კომისიაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მისამართით ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ ის უფუნქციო ორგანოა. როგორ ფიქრობთ, ამ უწყებასთან თანამშრომლობა რამდენად შეუწყობს ხელს თქვენს განვითარებას?

ვიცით, რომ ათი კაციდან ხუთმა არ იცის რას აკეთებს უმაღლესი საბჭო, ამიტომ გვინდა მისი პოპულარიზაცია… თაობათა ცვლა უნდა მოხდეს და ახალგაზრდები სხვაგან კი არ უნდა წავიდნენ, უნდა დარჩნენ ამ ქალაქში და გახდნენ დეპუტატები. ჩვენ ხშირად ჩავდივართ ჩაქვში, უმაღლეს საბჭოში და იქედან გარკვეულ მესიჯებს ვიღებთ, რომელიც ჩვენს პროექტს მოერგება. ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი შშმ პირებთან და ვაპირებთ, რომ უმაღლეს საბჭოსთან ერთად ვიმუშაოთ მათი უფლებების დაცვაზე.

 საქართველოში ხშირია პრაქტიკა, როცა ხელისუფლება ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტურ თვითმმართველობების იყენებს საკუთარი პარტიული მიზნებისთვის. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭოდან წამოღებული “მესიჯები” არ ქმნის იმის საფრთხეს, რომ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ მოექცევით, მით უფრო, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის?

თამარ სურმანიძე: ჩვენ ვაპირებთ მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და არა მათი იდეოლოგიის გატარებას. რომ არ ვიყოთ პოლიტიზებული, ამიტომ ვაპირებთ საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

  საკონსულტაციო საბჭოში ხომ დეპუტატები იქნებიან?

იქნებიან ლექტორები და პროფესორებიც, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი საიას გარდა კიდევ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა. ეს გვაძლევს იმედს, რომ საბჭო არ იქნება მიძინებული.

 საკანონმდებლო ინიციატივები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭო რამდენად შეძლებს თქვენი იდეების რეალიზებას?

ჩვენი პროექტის მიზანი მარტო ინიციატივები არ არის, ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა. განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდები გვინდა გავააქტიუროთ და ტრენინგები ჩავუტაროთ, თუნდაც გენდერზე. ჩემი მეგობარი იყო ხულოში, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ატარებდა ტრენინგს მოსახლეობაში. შეხვედრაზე მარტო მამაკაცები მივიდნენ. სად არიან ქალებიო, როცა იკითხა, აქ ქალებს რა უნდაო _ გაიკვირვეს მამაკაცებმა. ქალსაც აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის უფლება და თუნდაც ამ დოგმების შეცვლას სჭირდება მუშაობა.

ვისგან იღებთ ფინანსურ დახმარებას, ტრენინგების ჩასატარებლად ხომ თანხა დაგჭირდებათ?

გიგა ფარტენაძე: მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე ვართ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან. ვაპირებთ ჩვენი წინადადებები შევთავაზოთ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”. ვფიქრობთ, ამ წყაროებიდან მიღებული დაფინანსება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რეგიონებში გავიდეთ და ტრენინგები ჩავატაროთ.

P.შ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის განცხადებით, “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს”  დაარსებაში, საიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

“ყველა კანდიდატს ჩემთან მოუწევს კონკურენცია”

 

საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო სტუდენტობა, საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი. ამ არჩევნებში თავდაპირველად ოთხი კანდიდატი დავრეგისტრირდით.

საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლების ზეწოლის გამო კანდიდატურები მოხსნეს მოქმედმა რექტორმა ალექსანდრე ლაშხმა და ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ ბალაძემ.

გამოკითხვის შედეგებით მე ვლიდერობდი (უნივერსიტეტში გამოკითხული 950 თანამშრომლიდან და სტუდენტიდან 41%-მა მე დამიჭირა მხარი, 17%-მა – ვლადიმერ ბალაძეს, ამდენივემ – ალექსანდრე ლაშხს, ხოლო 11%-მა _ ალეკო ბაკურიძეს). ამიტომ ხელისუფლებამ ჩემი მოსყიდვა გადაწყვიტა, შემომთავაზეს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის პორტფელი და უმაღლესი საბჭოს წევრობის მანდატი, რაზეც უარი განვაცხადე.

არჩევნების დღეს მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც დღეს საპასუხისმგებლო პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ, უნივერსიტეტის ეზოში სპეციალური ბრიფინგი გამართეს, მხარი დამიჭირეს და გააპროტესტეს ხელისუფლების უკანონო ქმედება.

არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. აჭარის მთავრობა ბოლომდე არ ენდობოდა აკადემიურ საბჭოს, რადგან არჩევანი ხელისუფლების ფავორიტსა და უნივერსიტეტის რჩეულს შორის უნდა გაკეთებულიყო.

პირველ ტურში საარჩევნო კომისიამ (თავმჯდომარე მანუჩარ ლორია) საბჭოს წევრებს დანიშნული ბიულეტენები დაურიგა, მაგრამ ხმათა უმრავლესობა საბოლოოდ მაინც მე მივიღე. ქართულმა ტელეარხებმა მაშინვე გაავრცელეს ინფორმაცია პირველ ტურში ჩემი გამარჯვების შესახებ, რის შემდეგაც აკადემიურ საბჭოში უფრო გახშირდა სატელეფონო ზარები აჭარის მთავრობიდან.

დაინიშნა მეორე ტური, რაც ქართულ საუნივერსიტეტო პრაქტიკაში არასდროს მომხდარა. მეორე ტურში ორი ხმის უპირატესობით ალეკო ბაკურიძემ გაიმარჯვა, რომელიც, ჩვენდა საბედნიეროდ, უნარიანი მენეჯერი აღმოჩნდა.

მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტმა კრიზისი დაძლია და სტაბილური განვითარება დაიწყო. 2011 წელს ჩატარდა რექტორის

1-კანდიტურიანი არჩევნები და ალეკო ბაკურიძე მეორე ვადით აირჩიეს. 

ბოლო არჩევნებში, იმავე ხელისუფლებისა და რექტორის პირობებში, კანდიდატურა აღარ წამომიყენებია, მაგრამ მედიის საშუალებით ყოველთვის ვაცხადებდი და ახლაც ვიმეორებ, რომ უნივერსიტეტის რექტორის მომავალ არჩევნებში, როცა არ უნდა დაინიშნოს ის, ყველა კანდიდატს ჩემთან მოუწევს კონკურენცია.

 

 

 

ტურამ მოქალაქე დაკბინა

 

შემთხვევა საღამოს ცხრა საათზე მოხდა. მოქალაქემ დახმარებისთვის ექიმებს მიმართა.

 

მახინჯაურში მცხოვრები ჟუჟუნა კონცელიძე ამბობს: „ისე გვეშინია ქუჩაში გამოსვლის, ბომბაჩკები გვაქვს ნაყიდი და ვაფეთქებთ  გზადაგზა, რომ ტურა შევაშინოთ. შეუძლებელია ქუჩაში საღამოს გამოსვლა, ყველას ვთხოვთ დაგვეხმაროს“.

 

უმაღლეს საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოუგო

 

სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი სოფიო კობალაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სოფიო კობალაძის სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით.

  

„ეს მესამე სასამართლო პროცესია, რომელსაც ვიგებთ უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სოფიო კობალაძე  მუშაობდა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ, იგი თანამდებობიდან  გათავისუფლებულ იქნა იმის გამო, რომ კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე გადავიდა სხვა კომისიის თავმჯდომარედ.  უმაღლესმა საბჭომ ეს ფაქტი მედეა ვასაძის სხვა კომისიაში გადასვლა, საკმარისად მიიჩნია კობალაძის გასათავისუფლებლად.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“  პირველივე დღიდან იცავს სოფიო კობალაძის ინტერესებს და მიიჩნევს რომ  სოფიო კობალაძის მიმართ უმაღლესი საბჭოს  ხელოვნურად ქმნის სამართლებრივ და ფაქტობრივ  გარემოებებს სოფიო კობალაძის წინააღმდეგ“ – აცხადებს ადვოკატი ანა ბერძენიშვილით

 

ანა ბერძენიშვილის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი კანონის უხეშ დარღვევას:  „გვაქვს ეჭვი, რომ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება გააუქმოს  აღნიშნული თანამდებობა ან დაწესდეს სხვა მოთხოვნები, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულდეს“. 

 

 

აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

 

 

 

46 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულები არიან: ლაშა ფუტკარაძე (I ადგილი), როდომ მამულაძე (II ადგილი) და შოთა დეკანაძე (III ადგილი);

 

50 კგ წონით კატეგორიაში: რამაზ სოლომონიძე (I ადგილი), დავით აბაშიძე (II ადგილი) და გიორგი მამულაძე (III ადგილი);

 

60 კგ წონით კატეგორიაში: ლერი გოგიტიძე (I ადგილი), გელა ტარიელაძე (II ადგილი) და ამირან აბუსელიძე (III ადგილი);

 

66 კგ წონით კატეგორიაში: ვეფხია ქამადაძე (I ადგილი), მარადი აბაშიძე (II ადგილი) და მალხაზ სოლომონიძე (III ადგილი);

 

73 კგ  წონით კატეგორიაში: ჯიმშერ ბოლქვაძე (I ადგილი), თორნიკე თავართქილაძე (II ადგილი) და ლაშა ბერიძე (III ადგილი);

 

 81 კგ  წონით კატეგორიაში: ნიკა ქამადაძე (I ადგილი),  დათო ჩხაიძე (II ადგილი) და ჯამბულ აბაშიძე (III ადგილი);

 

 +81 კგ წონით კატეგორიაში:  გელა ტარიელაძე (I ადგილი); ვეფხია ქამადაძე (II ადგილი) და ნიკა ქამადაძე  (III ადგილი).

 

შეჯიბრება  მიზნად ისახავდა საქართველოში ქართული ჭიდაობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია.  

 

ბათუმის უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების მიხედვით მესამე ადგილზეა

 

 ბათუმის უნივერსიტეტი საერთაშორისო ორგანიზაციის Tempus-ის თვრამეტი პროექტისა და Erasmus mundus-ის ექვსი გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.


Tempus-ის პროგრამებით  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი სარგებლობს. Erasmus mundusის პროგრამებით სტუდენტებიც სარგებლობენ. 2013-2014 წლებში ამ პროგრამით ცხრამეტი სტუდენტი და რვა აკადემიური პერსონალი სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა. 


ურნადქცეული “მწვანე ყუთი“ ბათუმის უნივერსიტეტში


 

სტუდენტებმა რამდენიმე თვის შემდგ „მწვანე ყუთებში“  მაკულატურის ნაცვლად ნაგვის ჩაყრა დაიწყეს.

 

„ეკო პროექტი“ მოსწავლეებისთვის

 

პროექტის ფარგლებში ჩატარდება ოთხი თემატური ლექცია გარემოს დაცვის არსის, საქართველოს დაცული ტერიტორიების, ჯანსაღი გარემოსა და კვების შესახებ; ასევე ეკო აქციები: ხეების დარგვა, ტერიტორიების დასუფთავება. ცენტრის პოლონელი მოხალისე ჩაატარებს პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც პროექტის მონაწილეები ისწავლიან ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთებისგან საინტერესო აქსესუარების, სუვენირების და პრაქტიკული ნივთების დამზადებას.

 

შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ. მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების მეშვეობით.

 

ინფორმაციას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

 

ეკო პროექტი მოსწავლეებისთვის

ახალი შეთავაზება ანსამბლის წევრებს

 

 

 „თემურ ქორიძე ამბობს, რომ მას ადმინისტრაციული თანამდებობა არ აინტერესებს. მას უნდა, რომ ჰქონდეს დამოუკიდებლად ცეკვის დადგმის უფლება, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ დირექტორის მოადგილეობას გაფართოებული უფლებით, სადაც მას ექნება ანსამბლთან წვდომა და მეორე – შევთავაზეთ მოწვეული ქორეოგრაფის თანამდებობა,  ინოვაციური მიმართულებით, რომელსაც  ექნება ცეკვის დამოუკიდებლად დადგმის უფლება“.

 

ამ შეთავაზებამდე აჭარის კულტურის სამინისტრომ  ანსამბლის წევრებს  თემურ ქორიძის დირექტორის მოადგილედ  დანიშვნა  და ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფობა შესთავაზა, თუმცა, ანსამბლის წევრებმა იმ მოტივით, რომ ამ თანამდებობიდან თემურ ქორიძე  ვერ განახორციელებდა ცეკვების დამოუკიდებლად დადგმას, შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

 

 

დღევანდელ შეთავაზებაზე კი განათლებისა და კულტურის სამინისტრო ანსამბლის წევრებისგან პასუხს წერილობით მიიღებს.    

 

 

შეხვედრა ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შედგა და მას საქართველოს ქორეოგრაფიულ კავშირის  წევრებიც ესწრებოდნენ.

 

 

ლადო მგალობლიშვილი მოცეკვავეებთან შეხვედრაზე

 

 

საკრებულოს თავმჯდომარეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

 

 

„ირაკლი ჩავლეიშვილმა და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა 26 თებერვალს დაწერეს ბრძანება, რის საფუძველზეც 200-დან 500-ლარამდე  ერთჯერად მატერიალურ დახმარებას  მიიღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა,  ყოველგვარი პროგრამის გარეშე. მე ვფიქრობ, ეს ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

მისივე ინფორმაციით, სოციალურ დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა  200 000-ია. დახმარება გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ომის ვეტერანებზე, ომში დაღუპული ოჯახების წევრებზე და მარტოხელა  დედებზე.   

 

 გიორგი კირთაძის ბრალდებაზე  კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა. მისი განცხადებით,  ფულადი დახმარების გაცემა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება:

 

„ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა. შარშან მერმა 200 ათასი ლარი გახარჯა, ახლა კი 200-იდან  50 განაცხადი დავაკმაყოფილეთ. ეს რომ ყოფილიყო ამომრჩევლის მოსყიდვა, მაშინ  ორასივეს მივცემდით დახმარებას. თებერვალში კომისია შევქმენით, სადაც მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები შედიან. ჩვენ ვიმსჯელეთ  შემოსულ განცხადებებზე და ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვისაც ჰქონდა,  ყოფნა-არყოფნის მდგომარეობაში ვინც იყო, იმ მოქალაქეების განცხადებები დავაკმაყოფილეთ.  ზოგს ოპერაციისთვის სჭირდებოდა თანხა, ზოგს ბინის ქირისთვის“. 

 

სოციალური დახმარება მერიის სარეზერვო ფონდიდან გაიცა. ფონდის ბიუჯეტი 200 ათასი ლარია. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ  მსგავსი დახმარებების გაცემა საარჩევნო შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც განახლდება.    

 

 

ბათუმის საკრებულო

 

 

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა ახალშობილი ტყუპებისათვის

 

 

პროგრამა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ წელს პირველად ამოქმედდა, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაიცემა იმ ოჯახებზე, სადაც დაიბადება ტყუპი – 2 ბავშვი –  2000 ლარის, 3 ბავშვი – 3000 ლარის, 4 ბავშვი – 4000 ლარის ოდენობით (ტყუპისცალზე – 1000 ლარი) და ა.შ. დახმარების თანხა ჩაირიცხება მშობლის (დედის ან მამის) საბანკო ანგარიშზე.

 

ერთჯერადი დახმარების მისაღებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა წარედგინოს დაინტერესებული პირის განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, მშობლების პირადობის მოწმობების (ან სხვა დოკუმენტის, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია) ასლები, ახალშობილების დაბადების მოწმობების ასლები, საბანკო რეკვიზიტები. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

დღემდე პროგრამის ფარგლებში თანხა გაცემულია 12 ოჯახზე, პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 250 000 ლარს.

გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად – აქცია

 

10:00–დან 16:00 საათამდე, ტბელ აბუსერიძის ქ. #2, შპს ,,ქ. ბათუმის #1 პოლიკლინიკის” შენობაში გაიმართება აქცია „გაირე სისხლი–გადაარჩინე ბავშის სიცოცხლე“. აქციაში ჩაერთვებიან ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგები, ხელვაჩაურის საკრებულოს, ბათუმის საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, პროკურატურის, საბაჟოს და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

 

აქცია იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება.

 

„ბათუმის წყალი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მისაღები და იმ ორგანიზაციასთან განვიხილავთ  ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.    ჩვენგან წარმომადგენელი ვინც იყო და ვისაც ევალებოდა მეთვალყურეობა,  იმის დასჯის საკითხსაც განვიხილავთ,   რატომ არ იყო იმ მომენტში იქ,“ –  აცხადებს ჯანი ვარშალომიძე.

 

ჯავახიშივილის ქუჩაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოებს შპს „გზები“  ასრულებდა.

 

„ბათუმის  წყალმა“ მანამდე იქ სამუშაოები ჩაატარა, დაზიანდა ასფალტი და დაზიანებული ასფალტის შეკეთებაზე ტარდებოდა სამუშაოები. შპს „გზები“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. შესრულებული სამუშაოსათვის თანხის გადახდა არ მოხდება. თუ მათ უნდათ, რომ თანხა გადავუხადოთ,  ასფალტი უნდა ამოიღონ, ხელახლა დააგონ და იმ შემთხვევაში გადავუხდით,“ – აცხადებს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი ჯანი ვარშალომიძე.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ლინკზე. 

 

 

ბრალდებულს სასამართლოზე გული წაუვიდა

 

დაკავებულთან ერთად საქმეში კიდევ რამდენიმე ბრალდებული ფიგურირებს, რომლებიც გირაოს საფუძველზე არიან პატიმრობიდან გათავისუფლებულები.   

 

ბრალდებულების  ადვოკატი  პროცესის გადადებას მოითხოვდა, რადგან ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურასთან შუადგომლობით შევიდა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის აზრით, ეს პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევს.   

 

მოსამართლე დავით მამისეიშვილი  მომავალ სასამართლო პროცესზე უკვე განაჩენს გამოიტანს. საქმის პროკურორი დავით კირჩხელია, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ პროკურატურა, სავარაუდოდ, განსასჯელებთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს. 

 

გონიოს მოსახლეობა მიწების დაბრუნებას ითხოვს

„ხელისუფლებას იმიტომ მივეცით ხმა, რომ ჩვენი საკუთრება დაებრუნებინა. თუ ისინი სკამებისთვის იბრძვიან, ჩვენ ჩვენი საკუთრებისთვის ვიბრძვით. მიწა გვინდა, რომ დავთესოთ და საკვები მოვიყვანოთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე  მარინა ხალვაში.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ მათი საკუთრების საკითხს ხელისუფლება მათ სასარგებლოდ არ გადაწყვეტს, აქციებს გააგრძელებენ:

„მიწებს ვითხოვთ. ოჯახზე 2500 კვ/მ  იყო გამოყოფილი და წაგვართვეს. როცა ხელისუფლებას ხმები სჭირდებოდა, მიწები გადმოგვცეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ისევ წაგვართვეს. მოვითხოვთ, რომ საკუთრება დაგვიბრუნონ. წერილები გავუგზავნეთ პარლამენტის თავმჯდომარესაც, მაგრამ მათ აჭარის მთავრობასთან გადმოაგზავნეს. ხომ უნდა დაგვიკანონონ, მიწის დამუშავება  რომ დავიწყოთ“, – ამბობს ამირან ზოიძე.

„მეც 2500 კვ. მ. მიწა მქონდა. ახალი ხელისუფლება არჩევნებამდე შეგვპირდა, რომ სააკაშვილის მიერ წართმეულ მიწებს დაგვიბრუნებდა. ახლა მოვედით, რომ ეს დაპირება შევახსენოთ.  მიწა ყოფილმა პრეზიდენტმა გადმოგვცა, რაიონის მიწის აღიარების კომისიამ კი წაგვართვა. ბოსტნები წაგვართვეს, ბოსლები დაგვინგრიეს და ბლოკადაში მოგვაქციეს. რით ვიარსებოთ?“ – გვეუბნება ნიაზ ფუტკარაძე.

მთავრობის სახლის წინ, საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან

რას იწვევს იოდის დეფიციტი მოზარდებში

„ასეთი ბავშვები აპათიურებიც არიან, თითქოს არაფერი აინტერესებთ“, – ამბობს ლია კაკაურიძე, აჭარის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ექიმი, რომელიც სამი წელია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს იკვლევს. მისი თქმით, მოზარდებში იოდდეფიციტი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება, რადგან ამ დროს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა-განვითარება მიმდინარეობს.

„ყურადღებით უნდა იყოს მშობელი და ყველაფერი არ უნდა მიაწეროს გარდატეხის ასაკს. უნდა გვახსოვდეს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ იოდდეფიციტის ენდემურ კერაში. ადრე ითვლებოდა, რომ ეს კერა იყო მაღალმთიანი აჭარა, მაგრამ მთელი აჭარაა უკვე ამ არეალში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა, დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობიდან დაახლოებით ერთი მილიარდი განიცდის იოდის დეფიციტს“, – ამბობს ლია კაკაურიძე.

რატომ არის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი იოდი და რას იწვევს მისი დეფიციტი? ენდოკრინოლოგი განმარტავს: „იოდის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ფარისებრ ჯირკვლის განვითარების შეფერხებას. იოდი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საშენი მასალა და როცა ორგამიზს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის იოდი, ეს იწვევს ამ ჰორმონების ნაკლებობას და ვითარდება ჰიპოთირეოზი, დაავადება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებას იწვევს. ამას, თავის მხრივ, მოჰყვება სერიოზული პრობლემები, ჩამორჩენა ფსიქოსომატურ განვითარებაში და უკიდურეს შემთხვევაში საქმე იდიოტიამდეც შეიძლება მივიდეს. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები იშვიათია ჩვენთან.“

სპეციალისტები იოდდეფიციტის საუკეთესო პროფილაქტიკად იოდიზებული მარილის გამოყენებას მიიჩნევენ. მარილს ადამიანი ყოველ დღე მოიხმარს, თუმცა აქაც არსებობს ერთი წესი. ლია კაკაურიძის განმარტებით, იოდიზებული მარილის გამოყენება მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუკი მარილით კერძს მომზადების შემდეგ ვანელებთ, რადგან ხარშვისას იოდი ორთქლდება და იგი სასარგებლო აღარ არის. რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც იოდდეფიციტის დაძლევაში ეხმარება მოზარდს და ზრდასრულ ადამიანსაც, ეს არის ოკეანის თევზი (მდინარის თევზი ნაკლებად სასარგებლოა) და ზღვის პროდუქტები. ასევე: ჩაი, შედედებული რძე, შავი პური და ყავა. ხილს შორის შედარებით მეტ იოდსს შეიცავს ფეიჰოა, კარალიოკი და კივი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ბაღის აღსაზრდელებსა და 1-8 კლასის მოსწავლეებს სახელმწიფო მესამე წელია უფასო გამოკვლევებს ატარებს. ლია კაკაურიძე ამ პროგრამაში მესამე წელია მონაწილეობს. იგი ამბობს, რომ მოზარდებში იოდდეფიციტის სიმპტომები ხშირად გვხვდება და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების გამოკვლევა უფასოდ ხორციელდება, სკოლაში, შემოწმებისას გაცემული მიმართვის საფუძველზე, მშობლები მაინც ნაკლებად აქცევენ ამ პრობლემას ყურადღებას.

„პროგრამაში შედის უფასო ექოსკოპია, უფასო ჰორმონალური გამოკვლევები, მაგრამ მომართვიანობა მცირეა. მშობლები რატომღაც ამ თემას არ აქცევენ სათანადო ყურადღებას. მეორედ რომ მივედი სკოლაში და ბავშვი გავსინჯე, რომელსაც შარშან ვუთხარი, რომ ჩიყვი ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ახლაც იგივე მდგომარეობაა. თვალშისაცემი პრობლემა არ არის ეს და ალბათ ამიტომ არ აქცევენ მშობლები ყურადღებას. როცა გარედან შესამჩნევია, მაშინ აკითხავენ ექიმს. მშობლებს მინდა მივმართო, ბავშვი სკოლიდან რომ მოიტანს ამბავს, მივიდნენ იქ, სადაც მიმართვა ექნებათ, ან დარეკონ ჩვენთან, ენდოკრინოლოგიურ ცენტრში და ნუ წაუყრუებენ ამ ამბავს, ეს გამოკვლევები უფასოა“, – ამბობს ლია კაკაურიძე.

იოდდეფიციტის სამკურნალოდ იოდიზებული ტაბლეტების თვითნებურად მიღებისაგან სპეციალისტები მოზარდებს და ზრდასრულებსაც თავშეკავებას ურჩევენ. დოზირება უმჯობესია ექიმთან შეთანხმებით განისაზღვროს, რადგან ზედმეტი იოდი ორგანიზმისათვის მავნებელია, ისევე როგორც მისი დეფიციტი.

ექსპრესტესტი _ აკლია თუ არა ორგანიზმს იოდი

თუ ადვილად იღლებით, ცუდად გამოიყურებით, ყველაფერი გავიწყდებათ, ჩქარი სიარულისას სუნთქვა გეკვრით, ცუდად გესმით, სახეზე დაგედოთ მოყვითალო ფერი, თვალების ქვემოთ არეები შეგიშუპდათ, ენაზე შესამჩნევია კბილების ანაბეჭდები, გიჭირთ ცხვირით სუნთქვა, მიმართეთ ექიმს – ეს იოდდეფიციტის ნიშნებია. თქვენს ეჭვს დაადასტურებს მარტივი ტესტი: ყურის საწმენდი ჩხირის ერთი ბოლო ამოაწეთ იოდის 5%-იან ხსნარში და დაიხატეთ ბადე წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. თუ ორი საათის შემდეგ ხაზები გაქრა, ორგანიზმში იოდის დეფიციტია.

ლია კაკაურიძე

„ვფიქრობ, სტალინმა დიდი ცოდვა ჩაიდინა“

 

რემზი სეიდიშვილი და მისი ძმა მეზღვაურები იყვნენ, მათი მამა კი, მენთეშევის ქარხანაში მუშაობდა. ისინი 1949 წელს ყაზახეთში გადაასახლეს. „ზამთარი იდგა, ბათუმში უჩვეულო თოვლი იყო. საღამოს მეუღლის დაბრუნებას ველოდი, მაგრამ არ დაბრუნდა. სამსახურიდან აიყვანეს. დედამთილ-მამამთილი კი სახლიდან წაიყვანეს. ჩემს მეუღლეს მცირეწლოვან შვილებთან დამშვიდობების უფლებაც კი არ მისცეს. მათაც ისევე არაადამიანურად ექცეოდნენ, როგორც სხვებს, ვინც გადასახლებაში წაიყვანეს. სატვირთო მანქანებში შეყარეს და მძიმე გზას გაუყენეს“.

 

აიშე გოგიტიძე ოჯახის წევრების ნაამბობს იხსენებს: „ვაგონში გაუსაძლისი პირობები, უჰაერობა და სრული ანტისანიტარია ყოფილა. თითოეული იქ მყოფის ოცნება გზის მალე დასრულება იყო. მგზავრობის დროს არ გააჩნდათ საკვები, არც წყალი. სველი წერტილიც კი არ იყო ვაგონში. ასეთ აუტანელ პირობებში თითქმის ერთი თვე იმგზავრეს. მშივრები და გაყინულები ჩაიყვანეს ყაზახეთში და ცივ, მიწურის ქოხებში შეყარეს. მიწაზე ეძინათ. შვიდი წელი აუტანელ პირობებში გაატარეს, სპეცკომენდატურის აღრიცხვის ქვეშ. მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და გადაადგილების უფლებაც კი არ ჰქონდათ. პურის ყანებში მუშაობდნენ… ბზეს აფენდნენ მიწაზე და იმაზე იძინებდნენ. მძიმე შრომას ეწეოდნენ. გარდა ამისა, თვითონ ყაზახებიც ცივად და უხეშად ეპყრობოდნენ“.

 

აიშე გოგიტიძე ამბობს, რომ მეუღლის გადასახლების წლები მისთვისაც გაუსაძლისი იყო: „ორი მცირეწლოვანი შვილით, ყოველგვარი სახსრების გარეშე დავრჩი. პატარა ექვსი თვის მყავდა და რომ არა ჩემი მშობლები, ალბათ, შვილები შიმშილით მომიკვდებოდნენ. მშობლებს ჰქონდათ მახინჯაურში მიწის ნაკვეთი და იქ გადავედით საცხოვრებლად. მანამდე კი მეუღლის ოჯახთან ერთად, ბაქოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. შემდეგ კი ცალკე გადავედით მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად. მე 19 წლის გავთხოვდი“.

 

გადასახლებაში რემზი სეიდიშვილი და მისი მშობლები დაავადდნენ. „დედამთილ-მამამთილი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ ჩემი მაზლის ცოლი მათ მოსავლელად ჩავიდა ყაზახეთში, ბავშვებთან ერთად. ჩემს მეუღლეს თვალები დაუავადდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალე დაბრმავდა. განგრენაც დაემართა. საქართველოში 1956 წელს დააბრუნეს. ცოტა ხანი შეძლო გემზე მუშაობა, მაგრამ რადგან ჯანმრთელობა დასუსტებული ჰქონდა, მალე გარდაიცვალა“.

 

აიშე გოგიტიძე მორალურ ტრავმაზეც საუბრობს: „ჩემი მეუღლე და მთელი ჩვენი ოჯახი წლების მანძილზე „სამშობლოს მოღალატეებად“ ვითვლებოდით. ბავშვები მამის გარეშე იზრდებოდნენ. ვფიქრობ, ეს წლები დიდი ბოროტება იყო და გამართლება არ აქვს. ბევრი ადამიანი დაიტანჯა. ალბათ ისტორია განსჯის ყველაფერს. ზოგჯერ ამბობენ, სტალინმა არაფერი იცოდა, ისე ასახლებდნენ ადამიანებსო. როგორ არ ეცოდინებოდა, ის ხომ მმართველი იყო. ვფიქრობ, ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინა. მან ბევრი ადამიანი დაღუპა. ჩვენ ხომ დღესაც არ ვიცით, რა იყო ჩემი ოჯახის გადასახლების მიზეზი“.

 

აიშე გოგიტიძე

 

 

 

გზავნილი ყირიმში – ბათუმში უკრაინის მთლიანობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

 

აქციას ესწრებოდნენ თბილისელი და ბათუმელი მუსიკოსები, მწერლები, ფოტოგრაფები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

„ვაპროტესტებთ დღევანდელ რეფერენდუმს ყირიმიში, რომელიც არალეგიტიმურია, მხარს ვუჭერთ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას” – თქვა მუსიკოსმა ლევან წულუკიძემ „ბათუმელებთან“.

აქციის მონაწილეებმა ბოთლებში ჩააწყვეს წერილები და შავ ზღვაში გადააგდეს, მათი თქმით ეს არის გზავნილი ყირიმელებისთვის. ”ჩვენ გვინდა, რომ შავი ზღვის აუზში აღარ განმეორდეს აფხაზეთის ოკუპირების მსგავსი ფაქტები” – განაცხადა მწერალმა კოტე ყუბანეიშვილმა.

სოლიდარობა უკრაინას – აქცია ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან

„სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვეწინააღმდეგებით  რუსეთის ხელისუფლების იმპერიალისტურ ზრახვებს,“ –  განუცხადა „ბათუმელებს“ აქციის მონაწილე გოჩა სურგულაძემ.

აქციის  კიდევ ერთი მონაწილის დათო ტრაპაიძის თქმით კი აქციაზე მყოფნი  რუსეთის გაუმაძღარ მადას აპროტესტებენ.

„ბოლოსდაბოლოს  დროა ჭკუაზე მოეგონ, დაკავდენ თავიანთი საქმით და თავიან სახელმწიფოს მიხედონ. შეეშვან მცოცავ ოკუპაციას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. თუ უკრაინა რამეს დაკარგავს დაკარგავს საქართველოც. ამიტომ დროა მხარში დავუდგეთ უკრაინას და დავანახოთ ჩვენი თანადგომა,“ – ამბობს დათო ტრაპაიძე.

„ჩვენ  ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის  ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა.  უკრაინა დღეს ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორი, ახლო ერი, ახლო სახელმწიფოა და ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა რითიც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ აქ საქართველოში,“ – ამბობს აქციის მონაწილე ჯემალ ბეჟანიძე.

დღეს, 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმი ტარდება– შეუერთდეს ყირიმი რუსეთს, თუ დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში. რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს უკრაინა და დასავლეთი, ხოლო მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია.

აქცია ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად

 

დღეს, 17 საათზე, ბათუმის პორტთან (სანაპიროსთან) უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. 

ქართული თაფლის შანსი ევროპულ ბაზარზე

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეებს შარშან უცხოური წარმოების სკები გადასცა და თან აღნიშნა, რომ მალე ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე გავიდოდა. ჯერჯერობით ეს პროდუქცია ევროპაში ისევ ვერ გააქვთ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს აჭარაში დაახლოებით 200 მსხვილი და 500 მოყვარული მეფუტკრეა, რომლებიც ყოველწლიურად 400 ტონამდე თაფლს აწარმოებენ.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის მიუხედავად, საერთაშორისო ბაზარზე მისი გატანა შეუძლებელია. მეფუტკრეებს არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც თაფლის ჩამოსხმასა და დაფასოებას შეძლებენ.

2010 წელს, ნორვეგიის მთავრობისა და „კრიტიკული ეკოსისტემების თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით, მეფუტკრეთა ასოციაციის ბაზაზე სათემო ბიზნესცენტრი „ჩაქვისთავი“  შეიქმნა – შესაბამისად, მეფუტკრეებს მტირალას ეროვნული პარკიდან შესაძლებლობა მიეცათ წარადგინონ თავიანთი პროდუქციის სინჯები. აქ წარმოებულ თაფლს ევროპულ ლაბორატორიებში ამოწმებენ. ბიზნესცენტრის მენეჯერის მზია ხიმშიაშვილის განცხადებით, 2013 წელს „ჩაქვისთავმა“ ადგილობრივ ბაზარზე ორ ტონა-ნახევარი თაფლის რეალიზაცია შეძლო. „უცხოელები კი, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, მცირე რაოდენობით ახერხებენ ქართული თაფლის გატანას“.

ზურაბ მანველიძე, აჭარის მდგრადი განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ თაფლის სინჯები, რომელიც გერმანელებმა წაიღეს, დადებითად შეაფასეს.

„გერმანიაში გავიტანეთ სასინჯი პარტია და კარგი შეფასება მიიღო. შვეიცარიიდანაც იყო ერთი პროფესორი. მან მითხრა, ქართული თაფლი ისე მოეწონათ უნივერსიტეტში, კოვზებით დაიტაცესო. აუცილებლად გაიყიდება, გატანის საშუალება რომ იყოს“.

ზურაბ მანველიძის თქმით, ევროსტანდარტების მიხედვით, „თაფლი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში რომ არის დამზადებული, ამის დოკუმენტი ყოველდღიურად უნდა წარმოებდეს. დღიურში უნდა აღიწეროს შემდეგი დეტალები: შვიდი კილომეტრის რადიუსში არის თუ არა გახრწნილი ცხოველი ან სხვა რაიმე სხეული, ღია საპირფარეშო და ა.შ. თაფლი აბსოლუტურად სუფთა გარემოში უნდა მზადდებოდეს. ამ პროცესს კი სერტიფიცირების ორგანო უნდა ამოწმებდეს“.

ზურაბ მანველიძე ამბობს, რომ ქართული თაფლის სტანდარტიზაცია რთულია: „სადაც ძირითადად ერთი სახეობის მცენარეებია, მაგალითად, ხორბალი, ქერი თუ სხვა, თაფლის სტანდარტიზაცია ადვილია, მაგრამ მტირალას ეროვნულ პარკში, სადაც 560-ზე მეტი სახეობის მცენარეა, რთული იქნება თაფლის შემადგენლობის განსაზღვრა. თუ მეფუტკრეს ჰყავს შვიდი სკა, შვიდივე სკის თაფლი შემადგენლობით იქნება განსხვავებული. განსხვავებული შემადგენლობის თაფლი ძირითადად ყვავილობის დროს მზადდება. თუ სტანდარტიზაციის საკითხი იაფად მოხერხდა _ დაწესდა შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან, მაშინ თაფლის ბიზნესი მომგებიანი გახდება. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული რაიმე ნაბიჯი ჯერ არ ჩანს“.

მეფუტკრეები ქართული თაფლის ხარისხში დარწმუნებულნი არიან. მზია ხიმშიაშვილი, ფუტკრის სახლის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ თაფლის ხარისხი ევროპის ბაზრის კონკურენციას გაუძლებს, თუმცა მანამდე ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი:

„დიდი მნიშვნელობა აქვს ჭურჭელს, თუ რაში ინახება თაფლი. ყველაზე კარგია ემალის ჭურჭელი, თუმცა როცა ტონობით აწარმოებ თაფლს, ამხელა ემალის ან მინის ჭურჭლის დამზადება ალბათ პრობლემა იქნება. გარდა ამისა, გასარკვევია ლაბორატორიაში შემოწმების პრინციპიც, მხოლოდ სინჯებს შეამოწმებენ, თუ რამდენი ტონაც არის, ყველას მიტანა გახდება აუცილებელი“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ორი ქვეყნის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა თურქეთის ბაზარზე წელიწადში 200 ტონა თაფლი გაიტანოს. ამის თაობაზე კი მეფუტკრეებს არაფერი სმენიათ.

„პირველად მესმის კვოტის შესახებ. როგორც ვიცი, თურქეთის კანონმდებლობით აკრძალულია სხვა ქვეყნებიდან თაფლის იმპორტი და ხუთი კილო ძლივს გადააქვთ, ისიც პირადი მოხმარებისთვის. მიკვირს ხოლმე, როცა `ბიზნესკურიერში~ ამბობენ, რომ ქართული თაფლი გაიტანესო. ალბათ ქარხნული წესით დამზადებული გააქვთ, რომელსაც, ჩემი აზრით, თავდაპირველი ხარისხი აღარ აქვს. ჩვენ ნორვეგიელების მონიტორინგის ქვეშ ვართ, პერიოდულად ჩამოდიან, მიაქვთ სინჯები და გვეუბნებიან, რომ ფერმერული წესით დამზადებული თაფლი გაცილებით კარგია. ბაზარზე გასატანად სტანდარტიზაციაა საჭირო, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე ძვრებს ჯერ ვერ ვხედავ“ – ამბობს მზია ხიმშიაშვილი.

ჩაქვში, სოფელ გორგაძეებში მცხოვრები რამაზ კონცელიძე წელიწადში 130-150 კილოგრამ თაფლს აწარმოებს. პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. `ხელზე 12-15 ლარად ვყიდი –  თავი გამაქვს, ეს არ არის რეალიზაცია. მსიამოვნებს ფუტკრის მოვლა, მასთან ურთიერთობა, თორემ თუ ბაზარი არ მოიძებნა, თაფლზე მუშაობა წაგებაა“.

რამაზ კონცელიძე დარწმუნებულია, რომ ქართული თაფლი ევროპულ თაფლს კონკურენციას გაუწევს: „კარგად გაიყიდება თურქეთშიც, სადაც დიდი მოთხოვნაა წაბლის თაფლზე. 45 ლირადან იწყება და 150 ლირამდე ადის ფასი, ხარისხის მიხედვით. განვითარებული ქვეყნები კი შაქარზე ამუშავებენ ფუტკარს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი თაფლი თავის სიტყვას იტყვის, მთავარია იმპორტის ლეგალიზება“.

თამაზ კახიძე ხელვაჩაურში ცხოვრობს. თაფლს ისიც აწარმოებს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმებზე ინფორმაციას არ ფლობს: „ქართული თაფლი ჯერჯერობით ვერ გავა უცხოურ ბაზარზე, რადგან, როგორც ვიცი, ისეთი ლაბორატორია არ გვაქვს, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. ჯერ არც თურქეთში გატანის პერსპექტივა არსებობს. თაფლის ბიზნესი, ფაქტობრივად, მკვდარია“.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ ლაბორატორია, რომელმაც თაფლის ხარისხი უნდა განსაზღვროს, სამინისტროს ჯერ არ უყიდია. მინისტრისთვის უცნობია ლაბორატორიის ღირებულებაც. „ვცდილობთ, მოვიძიოთ გრანტები და ისე შევიძინოთ. თუ არ გამოვიდა, მაშინ ბიუჯეტში უნდა გამოვძებნოთ სახსრები. ისეთი ლაბორატორია გვინდა, რომელიც თაფლის 35-მდე პარამეტრს განსაზღვრავს. შეძენის შემდეგ, სადღაც ორი თვე დასჭირდება სერტიფიკატის აღებას. ვეცდებით, საკითხი წელს გადავწყვიტოთ“, –  აცხადებს მინისტრი.

მინისტრის ინფორმაციით, თაფლის ლაბორატორიაში სტანდარტიზაცია ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ფასებში იქნება.

ბათუმი დღეს – აფიშა



კინოთეატრი ,,აპოლო’’


ლეგო (საბავშვო)

დასაწყისი: 12:00

ფასი: 7ლარი

 

 იმპერიის აღზევება

დასაწყისი: 14:00  19:00 22:00

ფასი: 7-9 ლარი

 

უსაზღვრო სიყვარული

დასაწყისი: 16:30

ფასი: 7ლარი

 

 

 

დრამატული თეატრი

სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი

დასაწყისი: 17:00

ფასი: 10 ლარი

 

 

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ზაირა ნადირაშვილის გამოფენა „ტყე“


 

არქეოლოგიური მუზეუმი


ახალი აღმოჩენების დროებითი გამოფენა, არქეოლოგიური ექსპედიციების ამსახველი ფოტოგამოფენა, ეთნოგრაფიული და მატერიალური კულტურის ნიმუშების პერიოდული გამოფენები.

 

ფასი: უფროსებისთვის 2 ლარი, ბავშვებისთვის 0.50 ლარი,სტუდენტებისთვის 1 ლარი, ექსკურსია გიდის თანხლებით – 10 ლარი  

 

 

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი


საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი

ფასი: უფროსებისთვის 1 ლარი, ბავშვებისთვის 0.50 ლარი

 

 

დელფინარიუმი


დელფინების შოუ  (შაბათ-კვირას)

დასაწყისი 17:00

ბილეთის ფასი: 12 ლარი

დელფინებთან ინტერაქტივი: 3-დან 12 წლამდე  – 60 ლარი; 12-დან 18 წლამდე – 100 ლარი; 18 წლის ზემოთ – 150 ლარი.

 

 

6 მაისის პარკი


აკვარიუმი – 2 ლარი

ზოოკუთხე – 1ლარი

ვის მისცემენ საახალწლოდ ნაყიდ კანფეტებს ქედაში

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წლის ბოლოს, საახალწლოდ, ბავშვებისთვის ტკბილეულის შესაძენად 8749 ლარი გამოყო.  გასული წლის დეკემბერში შესყიდული კამფეტები გამგეობამ 1200 ცალ შეკვრად დააფასოა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, კულტურის ცენტრში საახალწლო ზეიმზე მონაწილე და დამსწრე ბავშვებს 1137 ცალი კანფეტის შეკვრა დაურიგა.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა გასულ წლებში საახალწლოდ ტკბილეულს ქედელ ბავშვებთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებსაც ურიგებდა, თუმცა წელს ასე არ მომხდარა. ქედის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ დიასამიძე ამბობს, რომ დარჩენილ, 63 შეკვრა კანფეტს სასპორტო სკოლის მოსწავლეები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

 

 „ტკბილეული საბავშვო ბაღების, საახალწლო ზეიმზე მონაწილე და დამსწრე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული, წინასწარ ვერ გათვლი კონცერტზე რამდენი ბავშვი მოვა, იმ რაოდენობის ბავშვი არ იყო კონცერტზე და დარჩა 63 შეკვრა. შევთანხმდით, სასპორტო სკოლის ბავშვებისთვის გადაგვეცა დარჩენილი ტკბილეული და უახლოეს დღეებში გადავცემთ.

 

რაც შეეხება გამგეობის თანამშრომლებს, მათთვის არ ყოფილა გათვალისწინებული, წინა წლებში 2-3 ჯერ ჩვილბავშვიან დედებს გადავეცით საახალწლოდ, მაგრამ, წელს მხოლოდ ბავშვებისთვის იყო გათვლილი“ – ამბობს თამაზ დიასამიძე.

 

თამაზ დიასამიძის თქმით კამფეტის ერთი შეკვრის ღირებულება 7 ლარი და 20 თეთრია. მისივე თქმით გასული წლის დეკემბერში შეძენილი კამფეტი, რომელიც სასპორტო სკოლის ბავშვებს უნდა დაურიგდეს, მაისის თვემდე ვარგისია.

 

 

 

ძალადობა სკოლაში

14 წლის გიორგის პრობლემები სკოლაში დირექტორთან უთანხმოებით დაიწყო, რის შემდეგაც ის დამრიგებელმა აითვალწუნა, საბოლოოდ კი ურთიერთობა მთელ კლასთან დაეძაბა:  „დამრიგებელი ბავშვების თანდასწრებით მელაპარაკებოდა ჩემს გაშორებულ მშობლებზე. თითქოს ცუდს არაფერს მეუბნებოდა – შენ უნდა მოინდომო, რომ შეარიგო ისინი, რატომ არ ცდილობ მათ შერიგებასო. ეს არ იყო ჩემთვის სასიამოვნო თემა, თანაც სხვებთან ერთად განსახილველი. დროთა განმავლობაში კლასელებიც უარყოფითად განეწყვნენ, გამუდმებით მაძახებდნენ რაღაცას და დამცინოდნენ. დახმარებისთვის მანდატურთან შევდიოდი, რაც უარესი ქილიკის მიზეზი გახდა, ბოლოს მანდატურმაც მითხრა, შენით უნდა ისწავლო პასუხის გაცემაო  – 35 ბავშვს როგორ უნდა გავუმკლავდე ყოველ დღე. საბოლოოდ სხვა სკოლაში გადავედი.“

ფსიქოლოგიური ძალადობა არა მხოლოდ მოსწავლეებს შორის, არამედ მასწავლებლისა და მოსწავლის  ურთიერთობის პროცესშიც ხდება – „ზოგიერთი მასწავლებელი ბოროტად იყენებს თავის სტატუსს, ასაკობრივ თუ სხვა უპირატესობას – შეურაცხყოფს მოსწავლეს, ლანძღავს, დასცინის, სცემს კიდევაც. რაც, ცხადია, ხელს უწყობს ბულინგის პროვოცირებას ბავშვებში“, –  ამბობს ნინო ახალაია.

ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ ბოლოს 2007 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგებით, ბავშვების 47.1-პროცენტი ფიზიკურ ძალადობას, ხოლო 47.5-პროცენტი ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის სკოლებში. „ზოგადად, ძალადობა მოსწავლების მხრიდან მომდინარეობს; თუმცა, აღინიშნა, რომ სკოლის გარემოში მყოფი უფროსებიც ხშირად ახორციელებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას“, -ნათქვამია კვლევაში.

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრის, ფსიქოლოგ ნინო ახალაიას თქმით,  ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას ნეგატიური შედეგები აქვს ბავშვზე: „დეპრესია, შფოთვის მაღალი დონე, თვითრწმენის დაკარგვა, სკოლაში სიარულზე უარის თქმა, აკადემიური მოსწრების გაუარესება, სუიციდური ხასიათის ფიქრები და ასე შემდეგ“.

32 წლის ნატო ბერიძე ბულინგის შესახებ თავისი კლასელის ისტორიას იხსენებს: „ჩემს კლასში ერთი გოგო ჰყავდათ ამოჩემებული, აბრალებდნენ, რომ მასწავლებლებთან „მიჰქონდა ენა“ და ამის გამო აითვალწუნეს, რას არ ეძახდნენ, როგორ არ სჯიდნენ… თმასაც ქაჩავდნენ და სცემდნენ კიდეც. სიტყვას იტყოდა და სხვები იმეორებდნენ, უგონებდნენ, თითქოს სასიყვარულო წერილებს წერდა. რამდენჯერმე ბაბუამისი დაგვესწრო გაკვეთილზე – ეტყობა, ატირებული რომ მიდიოდა სახლში, დაინტერესდა და მოვიდა. ამის შემდეგ საერთოდ აიგდეს და გაუმწარეს სიცოცხლე. მეშვიდე კლასში ვიყავით მაშინ. ნ.-მ სკოლა დატოვა, რაღაც ხელობა ისწავლა და მალევე გათხოვდა… არადა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ჩვენ რომ სკოლა დავამთავრეთ, მას უკვე სამი წლის შვილი ჰყავდა. ნერვიულობისგან შაქარიც დაემართა“, – იხსენებს ნატო.

რთულ მდგომარეობაშია ამ დროს ბულინგის შემსწრე ბავშვიც, რომელსაც შეიძლება თანადგომისა და დახმარების სურვილი უჩნდება, მაგრამ საკუთარი უსუსურობის განცდა და დაქვეითებული თვითშეფასება აიძულებს, რომ თანადგომის გამოხატვისგან თავი შეიკავოს. „მე შეძლებისდაგვარად ვიცავდი ნ.-ს და ზოგჯერ მეც მისნაირს მეძახდნენ. ვერ ვიტყვი, რომ დანარჩენების მეშინოდა, მაგრამ ფაქტია, სკოლის გარეთ, ერთი-ერთზე ბევრად უფრო უკეთესად ვექცეოდი, ვიდრე სხვების თანდასწრებით“.

ბავშვისთვის რთულია იმის აღიარება, რომ მას სკოლაში ამცირებენ, ამიტომ მშობელმა სიტყვიერის გარდა გამოხატვის სხვა ფორმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ფსიქოლოგის თქმით, ამ დროს იცვლება ქცევა, ხასიათი, ბავშვი ჩაკეტილი და შებოჭილი ხდება. შესაძლოა მან პირდაპირ ვერ ითხოვოს დახმარება, რადგან მშობლის დამცველად მოყვანამ შეიძლება გააუარესოს მისი მდგომარეობა.

პრობლემის მოგვარებაში მშობელი ისე უნდა ჩაერთოს, რომ სიტუაცია უფრო არ დაამძიმოს, ხშირად ასეთ შემთხვევებში ბავშვს მაბეზღარას იარლიყს აკერებენ და ამისთვის პასუხსაც სთხოვენ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია პროცესში ფსიქოლოგის ჩართვა და მისი, კვალიფიციური რეკომენდაციებით მოქმედება. „სკოლიდან გადაყვანა უმეტესად არ არის გამოსავალი, თუ კი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, ახალ გარემოშიც იქნება მსგავსი საფრთხის ალბათობა.“

საფუძვლიანი მუშაობაა საჭირო როგორც ბავშვთან, ისე მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან – „საჭიროა მისი პიროვნულად და ემოციურად გაძლიერება, მომწიფება, თვითრწმენა. თუ ბავშვი სახლში უკვე შეჩვეულია მსხვერპლის პოზიციას, დაცინვას და დამცირებას, დიდი ალბათობით ის „მიიზიდავს“ მოძალადეს“, –  ამბობს ნინო ახალაია.

#16 სკოლის მასწავლებელი ნაირა ჯანელიძე ფიქრობს, რომ ბავშვებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი სახის კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება გუნდური მუშაობით განიმუხტოს: „ნებისმიერი მოვლენა, რაც საზოგადოებაში, ტელევიზიაში აქტუალური გარჩევის საგანია – გადმოდის სკოლაში. ჩემი დაკვირვებით ბავშვებში ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი უმეტესად ინტერესთა კონფლიქტია, ამიტომ ვცდილობ, ისინი ისეთ პროექტებში ჩავრთო, სადაც მხოლოდ გუნდური მუშაობა იძლევა შედეგს, ჩემი დაკვირვებით, ეს ყოველთვის ამართლებს“.

ნინო ახალაია სკოლაში ეფექტური ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობაზეც საუბრობს: „პროფესიონალი აუცილებლად კომპლექსურად დაიწყებს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას, ჩართავს მშობლებს, სკოლას, მსხვერპლს გაძლიერებაში დაეხმარება და  მოძალადესთანაც იპოვის ურთიერთობის ფორმას“.

უმოქმედობა და ჩუმად ლოდინი იმისა, თუ როდის მობეზრდება მოძალადეს ბულინგი, არ არის გამოსავალი – „ხსნა ყოველთვის არსებობს, მთავარია ბავშვი არ ჩაიკეტოს და კონტაქტზე გამოვიდეს“.

მოსწავლეები სკოლაში ძალადობის შესახებ

 

 

ანა პერტაია: მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მაინც ნაკლებადაა შემთხვევები, როდესაც თანატოლები ჩაგრავენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო განათლებას და შეგვიძლია დავიცვათ თავი გარკვეული შემოტევებისგან. საკმაოდ კარგად ვიცით ის კანონები, რომლებიც გვეხმარება ამაში. თუმცა ხშირად ვაწყდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც უფროსკლასელები ჩაგრავენ პატარებს. ამას თუ გავითვალისწინებთ, ბულინგი ხშირია ჩვენ ირგვლივ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაც ხდება, როდესაც უფროსი იგებს ამის შესახებ. ჩაგვრის ერთ-ერთი ფაქტორი მოზარდებს შორის შეიძლება იყოს თავის გამოჩენა, რომ მე შენზე ძლიერი ვარ, მე შენზე მეტი შემიძლია ან თუნდაც პირველობის დამტკიცება. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორი. მოზარდების ნერვული სისტემა არ არის ჩამოყალიბებული და არ შეუძლიათ აკონტროლონ თავი. მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მოზარდს თავის დამკვიდრება უნდა და ვერ ხვდება უნებლიეთ რას აკეთებს. ჩემ ირგვლივ დაჩაგვრის შემთხვევები ფაქტობრივად არ ყოფილა. უფრო შევხვედრივარ, როცა ერთი მოზარდი მეორეს უნებლიეთ ჩაგრავს. მაინც ვფიქრობ, რომ ბულინგის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ფსიქიკაა, როდესაც ის უყურებს ტელევიზორში ძალადობის ამსახველ კადრებს ან თამაშობს ძალადობრივ თამაშებს, ის ხდება მოძალადე.

 

 

მარიამ შერვაშიძე: ხშირად გამიგია ამ პრობლემის შესახებ. მყავს მეგობრები, რომლებიც მიყვებიან მათი კლასელების შესახებ, რომლებიც იქცევიან ცუდად. ხშირად ეს ხუმრობით მოსდით ან მათი ჭკუით ხუმრობენ. ჰგონიათ, რომ არ უნდა ეწყინოს ადამიანს, მაგრამ ამ დროს შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, უქმნიან დისკომფორტს თანატოლებს, მეგობრებს ან კლასელებს. ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ობიექტი, რომელიც არც თუ ისე გამორჩეულია და გამოკვეთილია თავისი ცოდნით ან ეგრეთ წოდებული „კაი ბიჭობით~, უბანში დგომით. ხშირად ასეთი სუსტი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ უნარი გასწიონ წინააღმდეგობა, ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი. ჩემ ირგვლივ და ჩემს კლასში ასეთი რაღაცები არ ხდება. არასდროს მინახავს, როგორ ჩაგრავენ ჩემი კლასელები ერთმანეთს. ერთმანეთი შეიძლება წააქეზონ ხუმრობით, მაგრამ ეს თვითონ იმ ადამიანსაც კი არ აღიზიანებს. იშვიათად შეიძლება გადამეტებულად მოუვიდეთ. ამის მიზეზი არის: ასაკი, არასწორი აღზრდა და თავის დამკვიდრება. ამის აღმოფხვრა შეიძლება ცნობიერების ამაღლებით, რომ თითოეული ადამიანი არის თანასწორი. მართალია, დღევანდელ მოზარდებზე ვამბობთ, რომ უფრო ტოლერანტულად არიან აღზრდილები, მაგრამ არ არის ასე. დღემდე არის მისათითებელი, რომ ვიღაცას არ აქვს ქართული გვარი. ხშირად იჩაგრება ეთნიკური უმცირესობა.

 

 


გივი
ბიბილეიშვილი: ჩემ ირგვლივ ძალადობა იშვიათად ხდება, უფრო სწორად არც ხდება, მაგრამ ხშირად გამიგია ძალადობის შესახებ ჩემს თანატოლებში ან ცოტა მოზრდილებში. და ეს ყოფილა ეგრეთ წოდებული ვითომ „ქურდული გარჩევები~ და მერე ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ჩხუბობენ და ფიზიკურად ძალადობენ ერთმანეთზე. მსგავსი ფაქტები გამიგია. ხშირად იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობები. გამიგია, თურმე ერთი ბავშვი არ ყოფილა სომეხი, მაგრამ მიამსგავსეს და მერე დასცინოდნენ და უძახოდნენ „შე სომეხოო~. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი არის ასაკი და სნობობა. ქართველები ვართ სნობები და ამიტომ დავცინით სხვა ერის წარმომადგენელს. კიდევ  ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ არ იცის გამრავლების ტაბულა და ეს ხდება მთელი კლასის დაცინვის და განხილვის საგანი. ხშირად გვისაუბრია სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ბულინგზე. ამიტომ მე და ჩემმა კლასელებმა კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ თავი.

 

უბანი, სადაც ბავშვებს სუნის გამო გულისრევა აწუხებთ

 

ნელი მაისურაძე: ნავთობის სუნი ძალიან გვაწუხებს, ბავშვებსაც და დიდებსაც. ყველაფრის გვეშინია, რამდენჯერ მივმართეთ მთავრობას მაგრამ თავი არავის შეუწუხებია. საღამოს აქ რომ გაიაროთ, თქვენ თვითონაც იგრძნობთ ამ მძაფრ სუნს. ზაფხულში რა ვქნათ?! როცა ყველაფერი ღიაა და ჩვენც გარეთ ვართ. აბსოლუტურად არავინ არ არის დაინტერესებული ამ საქმით , იმის საშუალებაც არ არის, რომ აქაურობა დავტოვოთ და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეთ, თორემ დიდი სიამოვნებით, გულზე ნაოპერაციები ბავშვი მყავს,  მისი აქ ცხოვრება არაფრით არ შეიძლება, მქონდა იმედი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ  დაპირება დაპირებად რჩება.

 

ზაზა მწერალიშვილი: სახლის გაყიდვაზე არ მიფიქრია არასდროს. ჩვენ რა, ბავშვები არიან ცოდო. ზოგჯერ ბავშვებს  გულისრევა აწუხებთ. სუნი უფრო ძირითადად გვიან ღამით და გამთენიისას შეიმჩნევა, 11 საათის შემდეგ.

 

მერაბ მჭედლიშვილი:  ბოლო ხანს არ არის სუნი. გამოსწორების გზაზე დგას ყველაფერი, უსაშველოდ არც ყოფილა გაუსაძლისი სუნი, მოსული იყვნენ ბუნების დაცვიდან და თქვეს, რომ გასული წლის მაისის თვიდან უნდა მომხდარიყო გაფილტვრა,  გაფილტვრის შემდეგ სუნი აღარ იქნებოდა, მაგრამ დაპირება არავის შეუსრულებია.

 

ლამზირა ქარდავა:  პირველად რომ დავსახლდი აქ,  სულ მეგონა, რომ გაზი მქონდა ჩართული, ისეთი სუნი ტრიალებდა. როცა მაგარი სუნი დგას, მეზობლები სულ რეკავენ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია.  მესამეჯერ საცხორებელის შეცვლა აღარ მინდა, თორემ ძალიან ვნანობ რომ აქ დავსახლდი, ეს სუნი ძალიან გვაწუხებს, საშუალება რომ იყოს აუცილებლად წავიდოდი აქედან. სამარშუტო ტაქსით რომ მგზავრობ და ამ ადგილს მოუახლოვდები, ეგრევე გეცემა ნავთობის სუნი. 

ქობულეთში თვალის კლინიკის გახსნა იგეგმება

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიროგი რომანაძე და გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე „ქობულეთის სამედიცინო ცენტრის“ მედპერსონალს შეხვდნენ. შეხვედრაზე საავადმყოფოში არსებულ პრობლემებსა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შესაძლებლობების ფარგლებში მათ დახმარებასაც დაჰპირდა.

 

 

   სააქციო საზოგადოება „ქობულეთის სამედიცნო ცენტრი“ 11 თვეა  ფუნქციონირებს, სადაც დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი. საავადმყოფოში განთავსებულია მიმღები, პოლიკნინიკური, სამეანო-გინეკოლოგიური, თერაპიულ-ქირურგიულ-ნეიროქირურგიული და რეანიმაციული განყოფილებები, რომლებიც  თანამდროვე სამედიცინო ტექნოლიგიებით არის აღჭურვილი. 

 

ალიკა ინწკირველმა ბულვარში სამუშაოები დროებით შეაჩერა

GE DIGITAL CAMERA

ბულვარში, ყოფილი ბუნგალოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებით გაშენებული მიწის ფართი  შემოღობილია და ერთ მეტრამდე მიწაა გათხრილი. ამ ადგილას ბიზნესმენი ალიკა ინწკირველი კაფე-ბარისა და საკონცერტო დარბაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა მშენებლობის ადგილას არ არის განთავსებული საინფორმაციო ბანერი, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტი და სამშენებლო კომპანიის დასახელება.

ბიზნესმენი  უარყოფს ინფორმაციას, რომ მშენებლობისას ხეები მოიჭრა.

„არც ერთი ხე არ დაზიანდება, მე ვარ დაინტერესებული და პასუხისმგებელი, რომ ეს არ მოხდება“ – განაცხადა ალიკა ინწკირველმა.  მისივე თქმით, კუნძი, რომელიც ადგილზე იყო, ძველია და მათ იგი მიწიდან ამოიღეს.

ალიკა ინწკირველის თქმით, პროექტის ღირებულება  700 000 დოლარია.

1127 კვ.მ  მიწის ნაკვეთზე აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 14 იანვარს გამოაცხადა და ნაკვეთი 20 წლით გაასხვისა. აუქციონში გამარჯვებულმა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს. ბიზნესმენი ვალდებულია ობიექტს პროფილი 20 წლით, სეზონურად (წელიწადში არანაკლებ 3 თვე) შეუნარჩუნოს.

ამ დროისათვის მშენებლობა შეჩერებულია. ალიკა ინწკირველის თქმით, იგი ხვალ გააკრავს საინფორმაციო ბანერს და მუშაობს გააგრძელებს.

„ხუთსულიან ოჯახს ლუკმა აგვართვეს“ – როგორ მოპარეს 80 წლის პედაგოგს ძროხა

 

 

აკაკი ბერიძე: „55 წელია პედაგოგად ვმუშაობ, 27 თებერვალს 80 წლის იუბილე მქონდა. პედაგოგები, თანამშრომლები და მეგობრები მოვიდნენ, ავღნიშნეთ. მერე პირველ მარტს, შაბათს მოყვრები და ნათესავები ამოვიდნენ ბათუმიდან, დიდი დღეობა გავმართეთ, ასე სამოცდაათამდე ვიქნებოდით, მაგრამ არ შემერგო –  მესამე დღეს, 3 მარტის ღამეს ახალ ხბოიანი ძროხა – „ბოჩოლა“ და წლინახევრის დეკნა მომპარეს.

 

 

ოთხ მარტს დილით 7 საათზე შევედი ბოსელში, წყალი უნდა შემეტანა. კარი ღია იყო და შიგნით მარტო ერთი ბებერი ძროხა და სამი დღის ხბო დამხვდა, მაშინ სიცივეები იყო და  გაყინულიყვნენ. მილიციაში დავრეკე. სკოლაშიც ვერ წავედი, ამოვიდნენ  ჩვენი უბნის რწმუნებული და  ერთი 6 კაცი ქედიდან. იკვლიეს სოფელში, იარეს, ოჯახში ახსნა -განმარტებითი ბარათი  აიღეს,  გაესაუბრენ მეზობლებს და  წავიდნენ.   ხუთშაბათს, გაკვეთილების შემდეგ მე წავედი განყოფილებაში.იქ უფროსმა მითხრა, ნუ გეშინია, ჩვენ რაცხას ვიზამთო და ამის მეტი არაფერი ვიცი.

 

 

ჩვენ ოჯახში ხუთი სული – ორი შვილიშვილი, ცოლ-ქმარი და მე – ბაბუი ვართ. შემოსავალი სიმინდი, ლობიო, კარტოფილი და საქონელია სოფელში. ჩვენ ეგ „ბოჩოლა“ გვყავდა პროდუქტიული და დეკნაც მომავალი წლიდან უკვე ძროხა იქნებოდა. ახლა დაგვრჩა ბებერი ძროხა, ჩვილი ხბოც რძის გარეშე რომ დარჩა, გავატანე ჩემ ბაჭს და გაყიდა, აბა შიმშილით ხომ არ მოვკლავდი.

 

ერთი სიტყვით, პირდაპირ ლუკმა აგვართვეს ხუთსულიან ოჯახს. მე 80 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ ჯერ არც სოფელს ახსოვს და არც მე მახსოვს. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში ღმერთიდან ასეთი რწმენა მაქვს, რომ ამ სოფელში არ არის ჩემი საქონელი, ამ სოფლის ხალხს არ წაუყვანია…  წაიყვანეს ალბათ სადმე სოფლის გარეთ. სოფელში მეზობლები ყველა წუხან, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს. ვნახოთ რა იქნება, სხვა რა შეგვიძლია ველოდებით, იქნება გამოჩნდენ ჩემი ბოჩოლა და დეკნა სადმე.“

 

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ პრობლემების წინაშე

„ბათუმის“ მწვრთნელი ლევან მგელაძე ამბობს, რომ წინა წლებში კლუბმა კარგ შედეგებს მიაღწია, ბოლო სეზონი კი წარუმატებელი აღმოჩნდა და „ბათუმმა“ 12 თამაშიდან 11 შეხვედრა წააგო. წარუმატებლობის მიზეზად მწვრთნელი უკონკურენტო გარემოს, კლუბიდან ლეგიონერების წასვლასა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობის არარსებობას მიიჩნევს.

ლევან მგელაძე: „ორი წლის განმავლობაში თამაში არ წაგვიგია. ვართ საქართველოს თასის მფლობელი. ვთამაშობდით ევროპის ჩემპიონატზე და მესამე ადგილზე გავედით. გუნდი შარშანაც ლიგიდან გავარდნის წინაშე იყო და მომიწვიეს. ბევრმა ადგილობრივმა ლეგიონელმა დატოვა „ბათუმი“. დიდი ძალისხმევით შევინარჩუნეთ უმაღლესი ლიგაში ასპარეზობა. ასეთი ცუდი სეზონი ჯერ არ გვქონია, ერთადერთი „რუსთავს“ მოვუგეთ. შეგვეძლო მოგვეგო „აკადემიასთან“, მაგრამ ბოლო წუთზე წავაგეთ. წლევანდელი შედეგი პროფესიონალიზმის ნაკლებობის მაჩვენებელია. პროფესიონალიზმი იმიტომ არ არის, რომ არ არის კონკურენცია. ბათუმში რამდენიმე სარაგბო კლუბია, –  „დელფინები“, „ბათუმი XV“, „მეკობრეები“, –  მაგრამ ისინი სუსტები არიან, პირველი ლიგის ბოლო ადგილზე თამაშობენ, ნაკლები პირობებიც აქვთ.

კონკურენცია რომ იყოს, რამდენიმე კარგი მოთამაშე უნდა არსებობდეს ერთ ადგილას. ადგილობრივები პერსპექტივას სხვაგან თუ ხედავენ, მიდიან. მაგალითად, ერთი რაგბისტი აჭარიდან საფრანგეთში თამაშობს, ორი – საქართველოს „არმიაში„, ასევე „ბათუმიდან“ წასულები საქართველოს ნაკრებში თამაშობენ. პრობლემაა შიდა მმართველობაშიც, ხელმძღვანელობამ ერთმანეთში საერთო ენა ვერ გამოვნახეთ. შარშანაც იყო საუბარი, გვინდოდა თუ არა ლევანი მწვრთნელად. მაშინ გავარკვიეთ სიტუაცია, მაგრამ კიდევ დაიძაბა ურთიერთობა. ახლა ბოლო ადგილზე, ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ. ერთმანეთთან გაურკვევლობა რომ არა, უფრო წინ ვიქნებით.“

ლევან მგელაძე არ ასახელებს კონკრეტულად რა გაურკვევლობა არსებობს ხელმძღვანელობას შორის. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელიც აპრილში მთავრდება, ის „ბათუმთან“ ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს. თავის მხრივ, მწვრთნელთან ხელშეკრულების გადახედვას გეგმავს კლუბის დირექტორი რუსლან რუსიძეც, რომელიც  მწვრთნელის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. ის მიიჩნევს, რომ რაგბი განვითარდა და დღეს მას სხვა მიდგომები სჭირდება. „ბათუმელებთან“ მან იმ ხარვეზებზეც ისაუბრა, რამაც უმაღლეს ლიგაში მოხვედრილი კლუბის ჩამოქვეითება შეიძლება გამოიწვიოს.

რუსლან რუსიძე: „არ გვაქვს საწვრთნელი ბაზა. მეორე უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები არც ბავშვებში და არც დიდებში არ გვყავს. აუცილებელია ბავშვთა სპორტის განვითარება. იმ რეგიონებში, სადაც რაგბი განვითარებულია, ბავშვები ოთხი წლის ასაკიდან მიდიან. ჩვენთან ეს ზღვარი 16 წლიდანაა.“

რუსიძის თქმით, მწვრთნელისთვის საკმარისი არ არის იყოს ვეტერანი და გამოცდილი მოთამაშე. სამწვრთნელო მომზადების სკოლა უნდა გაიაროს მან, სადაც იქნება ასევე თეორიული სწავლება.

„საჭიროა ჩამოყალიბდეს რაგბის სკოლა, ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეთი, არაერთი სტადიონით. მწვრთნელებმა უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია, გახდნენ სერტიფიცირებული. არიან ჩვენთან ვეტერანი სპორტსმენები, ისინი მალე დაანებებენ თავს თამაშს და ვფიქრობ, რომ მათ შევუწყოთ ხელი, მწვრთნელებად გადამზადდნენ“, – ამბობს „ბათუმის“ დირექტორი.

გუნდში არსებულ ხარვეზებს კაპიტანი დავით გუგუშვილიც ამჩნევს.

დავით გუგუშვილი: „ჩვენგან ბევრი მოთამაშე წავიდა, დაგვემატნენ უცხოელები, ამიტომ ამ ეტაპზე ახალი გუნდი გვქვია. შეთამაშება გვაკლია, ერთმანეთში კომუნიკაცია არ გვივარგა. ხარვეზებს თუ გამოვასწორებთ, ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. პირობები კარგი გვაქვს. ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული, არ  უნდა შეგვეზაროს ვარჯიში, რომ მაღალი ხარისხის რაგბი ვაჩვენოთ. ბოლო დროს სპორტული იღბალიც არ გვწყალობს. ქუთაისის „აიასთან“ წაგების შემდეგ რეალობას ჩავხედეთ თვალებში, ამიტომ პირველ ლიგაში ჩამოქვეითებაზე ფიქრიც არ გვინდა.

„ბათუმში“ უცხოეთიდან მოწვეული ექვსი რაგბისტი თამაშობს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსლან რუსიძე ნახევარი წელია რაც კლუბის დირექტორია, ამბობს, რომ სეზონის დასრულებამდე ცვლილებების განხორციელება თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დაამატა გუნდის გასაძლიერებლად, უცხოელები მოიწვია – ორი ინგლისიდან, სამი – სამხრეთ აფრიკიდან, ერთი – საფრანგეთიდან. მოწვეულ რაგბისტებს, რუსიძის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ამოიწურება ხელშეკრულების ვადა. იმის გამო, რომ ისინი მეტ ანაზღაურებას ითხოვენ, კლუბი მხოლოდ ერთის შენარჩუნებას აპირებს.

ბათუმში არსებულ სარაგბო კლუბებიდან მხოლოდ „ბათუმი“ თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში. კლუბს ბათუმის მერია აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 599 100 ლარია. კლუბს ჯერ არ აქვს საკუთარი სტადიონი, თუმცა ქართული რაგბის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, იგეგმება სარაგბო სტადიონის აგება. ახლა მოედნის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. როგორც ლევან მგელაძე ამბობს, სამუშაოები 17 მარტს განახლდება.

გარდა მერიის ფინანსური მხარდაჭერისა, „ბათუმი“ საქართველოს რაგბის კავშირისგან 300 ათას ლარს იღებს. რუსლან რუსიძის განმარტებით, ეს თანხა სპორტსმენების ეკიპირებას, მივლინებებს, ხელფასებს, შეკრებებს, ინვენტარის შეძენას, მათ სამედიცინო დაზღვევას, მედიკამენტებს ხმარდება. ლევან მგელაძე, ისევე, როგორც რუსლან რუსიძე, კლუბის ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილია, მაგრამ, მწვრთნელის აზრით, ფინანსურ უზრუნველყოფასა და ტექნიკურ ბაზაზე მეტად გუნდს ერთიანობა აკლია. „ჩემგან ყველა ელის სასწაულებს, მაგრამ როცა ერთიანობა არ არის, მაშინ საქმეს ვერავინ შველის,“ –  ამბობს ლევან მგელაძე.

ლევან მგელაძე: „თავის დროზე პირამიდის სისტემა შევთავაზე. ვთქვათ, თავში არის „ბათუმი„, რომელსაც აქვს კარგი დაფინანსება და მეტი პოტენციალი. შევთავაზე, გადმოგვეყვანა ბათუმის სხვა კლუბიდან სპორტსმენი და შეგვექმნა კარგი პირობები, ის ითამაშებდა ადგილობრივ ჯგუფში და არ გადავიდოდა სხვა გუნდში, აღარც უცხოელების მოწვევა გახდებოდა საჭირო, რამაც არ გაამართლა. მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ თანხმობა ვერ მივიღე. ამ რეგიონს რაგბის პოტენციალი აქვს. ახლაც და ჩემი წასვლის შემდეგაც, მინდა, რომ გუნდმა კარგად ითამაშოს და ბათუმში იყოს რაგბი“.

„ბათუმის“ 69 მოთამაშე ამჟამად ვარჯიშს და შეჯიბრებებს ანგისას სტადიონზე მართავს. სტადიონს მოძველებული ინფრასტრუქტურა აქვს, თუმცა სპორტსმენები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია და ისინი შეჯიბრებების მომზადებაზე არიან ორიენტირებული.

არჩილ ალიქაძე, რომელსაც „ბათუმში“ მარბიელის პოზიცია უკავია, 12 წელია რაგბის თამაშობს. ის გუნდში ერთ-ერთი გამოცდილი რაგბისტია და ამბობს, რომ ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს.

 არჩილ ალიქაძე: „წასვლაზე არ ვფიქრობ, მინდა აქ მივიღო მაქსიმალური შედეგი,  ეს ჩემი კლუბია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ეს არის ამჟამად ჩვენი პირველი მიზანი. მაგრამ სამომავლოდ თუკი წინსვლა არ იქნება, ყველაფერი შესაძლებელია“.

 

აჭარის მთავრობა „სამხედრო ბინებს“ დააკანონებს

ბატონო დავით, უფრო მარტივად რომ აუხსნათ მოსახლეობას, რომელ ფართობებზეა საუბარი?

საუბარია სასაზღვრო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ადრე არსებულ ბინებზე, რომლებიც დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ირიცხება. უფრო გასაგები რომ გახდეს, მაგალითად, ავიღოთ ვინმე პეტროვი, რომელიც მსახურობდა რუსის ჯარში საქართველოს ტერიტორიაზე. მასზე გაცემული იყო ორდერი და ის ცხოვრობდა სახელმწიფოს კუთვნილ ბინაში. შემდგომში მან ეს ორდერი დაუტოვა საქართველოს მოქალაქეს გარკვეული თანხის ფასად და დაბრუნდა რუსეთში. მყიდველი ამ ბინას ვერ იკანონებს, გამომდინარე იქედან, რომ ორდერი სხვაზეა გაცემული. მხარეებმა დაარქვეს ამ ყველაფერს ნასყიდობა, მაგრამ ეს რეალურად ნასყიდობა არ იყო, რადგან ფორმის დაუცველად იყო დადებული.

ბათუმში სად გვაქვს ასეთი ბინები?

ბათუმში ამ ტიპის ბინები არის სვიშევსკის ქუჩაზე, მელიქიშვილის, ლერმონტოვის, აღმაშენებლის, ხიმშიაშვილის ქუჩებზე, ასევე არის ურეხში თეოდორე მღვდლის ქუჩაზე, გონიოში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე… ეს არის ე.წ. გოროდოკის დასახლებები. გვაქვს ასევე ხელვაჩაურისა და შუახევისა ტერიტორიებზე, შედარებით მცირე რაოდენობაა ხულოს მუნიციპალიტეტში.

როდის დაიწყო კომისიამ მუშაობა და უკვე მოგმართათ თუ არა ვინმემ ფართობის დაკანონების მოთხოვნით?

ეს კომისია 2013 წლის 14 ნოემბერს შეიქმნა. ამ დროისთვის კომისიამ უკვე შეისწავლა და დაახარისხა ხუთასამდე განცხადება. გამოიკვეთა განმცხადებლების სამი კატეგორია. ყოფილი სამხედრო პირების ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოს ნებით შესახლდნენ ამ ფართობებში და სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგ, წესით, მათ უნდა დაეტოვებინათ ეს ფართობები, მაგრამ აგრძელებდნენ ცხოვრებას. სახელმწიფომ ვერ გამოასახლა იმიტომ, რომ თავის დროზე სახელმწიფოს ნებით იყვნენ შესული, მაგრამ ვერც უკანონებდნენ. დაკანონებას ხელს უშლიდა, პირველ რიგში, შესაბამისი ნების არ არსებობა. მეორე იყო ის, რომ თვითონ ის უწყებები, რომლებსაც ეკუთვნოდათ თავის დროზე, არ იძლეოდნენ მათი დაკანონების თანხმობას. მათ ეს ფართობები მოქმედი სამხედრო მოსამსახურისთვის სჭირდებოდათ.

 ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებელთაგან ვინც მოგმართავთ, ყველას აქვს შანსი დაიკანონოს ფართობი, თუ რაიმე კრიტერიუმები არსებობს?

რაც შეეხება კრიტერიუმებს, პირველი ისაა, რომ ფართობი უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება, პირი უნდა წარმოადგენდეს მართლზომიერ მოსარგებლეს, ანუ სახელმწიფოს თანხმობით უნდა იყოს შესული და უნდა გააჩნდეს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ თავის დროზე ამ პირის ფართობში შესვლა იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ნება და არა თვითნებობა. იმ შემთხვევაში, თუ ფართობი თვითმმართველობის საკუთრებაშია, კომისია შეისწავლის და გასცემს რეკომენდაციას ფართობის დაკანონების თაობაზე. შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარე გადასცემს ამ ბინებს მოქალაქეებს სიმბოლურ ფასად.

და ვინც თქვენ მიერ ჩამოთვლილ დოკუმენტებს ვერ წარმოადგენს ან თვითნებურად შესახლდა, მათ რა ბედი ელით?

ამ ეტაპზე კომისია შეისწავლის მხოლოდ იმ პირების განცხადებებს, რომლებმაც სახელმწიფოს თანხმობით დაიკავეს აღნიშნული ბინები. შევისწავლით მათ საქმეებსაც, რომლებსაც კანონიერად აქვთ ბინები დაკავებული, მაგრამ დოკუმენტები არ გააჩნიათ. რაც შეეხება ყოფილ სამხედრო ბინებში თვითნებურად შესახლებულებს, მათ საკითხზე კომისია ვერ იმსჯელებს. ასევე მინდა გთხოვოთ გააჟღეროთ ისიც, რომ კომისიის მუშაობა არ ეხება ე.წ. ოცნების ქალაქს და ასევე ბოლო დროს სხვადასხვა შენობაში უკანონოდ შესახლებულ ოჯახებს.

როდემდე იღებთ განცხადებებს კომისიაში?

17 მარტამდე მივიღებთ განცხადებებს, შემდეგ კი დავიბარებთ ამ მოქალაქეებს და გავმართავთ ზეპირ მოსმენას. მარტში დასრულდება ადმინისტრაციული წარმოება და დამტკიცდება შესაბამისი აქტი, კომისიის მუშაობის ვადა კი იწურება 2014 წლის 14 ნოემბერს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს ვადა გაგრძელდეს კიდეც.

ტაქსის მძღოლის დაჭრაში ბრალდებული

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაზარალებული ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მიატოვა, დაჭრილი ტაქსის მძღოლი კი საავადმყოფოში გზად, შემთხვევით გამვლელმა ადამიანებმა გადაიყვანეს. ეჭვმიტანილი მოგვიანებით დააკავეს.

 

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, ბადრი ბერიძემ, მოსამართლეს ბრალდებულის დასჯა განზრახ მკვლელობის მუხლის ნაცვლად ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით ითხოვა. საბოლოოდ მოსამართლემ განსასჯელს ბრალდების მუხლი შეუცვალა (სს-კ 108-ე მუხლის ნაცვლად 117-ე მუხლი) და სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა არ ჰქონია, მან ტაქსის მძღოლს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა.  საქმის პროკურორი რამაზ შავაძეა.

   

როგორ წავიდეთ სასწავლებლად ამერიკაში

 

დალი ხომერკი: საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისი ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მდებარეობს. ცენტრი მუდმივად სთავაზობს აპლიკანტებს სხვადასხვა ტიპის მოსამზადებელ კურსს. თუკი სტუდენტებს წიგნები სახლში არ აქვთ, შეუძლიათ მიმართონ ბიბლიოთეკას და იქვე იმეცადინონ. ჩვენ ასევე აქტიურად ვართ წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში. ვაქვეყნებთ სხვადასხვა ინფორმაციას ყველა ტიპის უნივერსიტეტის სტიპენდიებსა და სიახლეებზე. რაც უფრო ადრე მიადევნებენ თვალს მოსწავლეები იმას, თუ რას სთავაზობენ უნივერსიტეტები, უკეთ გაიაზრებენ, რომელ უნივერსიტეტში უნდათ სწავლა.

 

 

როგორ ეხმარებით აბიტურიენტს უნივერსიტეტის შერჩევაში, რამდენი უნივერსიტეტის არჩევა შეუძლია აპლიკანტს?

 

 

ჩვენ ინდივიდუალურად ვეცნობით ჩვენს ყველა ბენეფიციარს, ვსწავლობთ მათ ინტერესებს. შესაძლოა ადამიანს გაგონილი ჰქონდეს უნივერსიტეტი და მოსწონდეს მისი მაღალი რეიტინგის გამო, მაგრამ ახალგაზრდის ინტერესი ან პოტენციალი არ შეესაბამებოდეს სურვილს. ახალგაზრდები თვითონ ირჩევენ უნივერსიტეტს. როცა აბიტურიენტი ინდივიდუალურად აბარებს, საშუალოდ 10-15 უნივერსიტეტში აგზავნის საბუთებს. 5-6 უნივერსიტეტიდან მოსდის ჩარიცხვა, რომელშიც სხვადასხვა პირობაა მითითებული. აბიტურიენტი გადაწყვეტილებას იღებს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით: უნივერსიტეტი დიდ ქალაქშია თუ პატარა ქალაქში, შეიძლება იყოს ქალთა კოლეჯი და შეიძლება ისეთი, სადაც მრავალფეროვანი გარემოა, ვინ ასწავლიან, რა ტიპის პროფესორები არიან, როგორი გარემოა პრაქტიკისთვის.

 

 

 თუ არის განაცხადის შეტანისთვის განსაზღვრული ეტაპი?

 

 

რა თქმა უნდა, არის. საბაკალავრო პროგრამებზე აპლიკაციების შეტანა შესაძლებელია დეკემბერ-იანვარში. ამერიკულ უნივერსიტეტების უმრავლესობა ასეთ დედლაინებზე მუშაობს. არიან ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ გვიანი დედლაინები, თუმცა ყველაზე გავრცელებული პერიოდი მაინც არის დეკემბერ-იანვარი. ამ დროისთვის მათ უკვე უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდები და მთელი ეს პაკეტი იგზავნება ერთიანად.

 

მაგისტრატურის პროგრამისთვის დედლაინები შეიძლება იყოს ცოტათი უფრო ადრე, ეს შრომატევადი პროცედურა გულისხმობს ყველა დოკუმენტის მოწესრიგებას, შეიძლება იყოს ნოტარიუსის დამოწმება ან სპეციალურ დაწესებულებებში გაგზავნა, რაც დაადასტურებს კრედიტების შესაბამისობას ამერიკულ უნივერსიტეტებთან, ამიტომ საჭიროა თადარიგი დავიჭიროთ წინასწარ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როცა ვლაპარაკობთ დეკემბრიდან იანვრამდე პერიოდზე როგორც დედლაინზე, ეს არის ის პერიოდი, როცა განაცხადი შეგაქვს, რომ მომდევნო წელს გახდეთ სტუდენტი. ზოგ უნივერსიტეტს აქვს საგაზაფხულო ან საშემოდგომო სეზონი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, რომლებსაც სჭირდებათ სტიპენდიები, უნივერსიტეტები კი სტიპენდიებს გასცემენ საშემოდგომო სეზონზე.

 

 

თუ შეუძლიათ აბიტურიენტებს წელს ჩააბარონ გამოცდები?

 

 

ახალგაზრდები თუკი რეალურად მოემზადებიან, შეუძლიათ გამოცდები ჩააბარონ სექტემბერ-ოქტომბერში, აპლიკაციები კი იანვრისთვის უნდა გაამზადონ. ისინი ჩააბარებენ მომდევნო წლის შემოდგომაზე. პირველი კურსის სტუდენტები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება ამერიკაში, ხშირად გვეკითხებიან, რამდენად შესაძლებელია გადასვლა პირველი კურსიდან იქ, მეორე კურსზე. ადგილი აქვს პროგრამების შეუთავსებლობას. გადაყვანის დროს უნივერსიტეტები ნაკლებად იძლევიან სტიპენდიებს, ამიტომ ვურჩევთ მათ ხელახლა ჩააბარონ გამოცდები და გახდნენ იქ პირველი კურსის სტუდენტები.

 

 

თუ არის გასაუბრება, ან რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები?

 

 

ბევრი უნივერსიტეტი ვერ ახერხებს გასაუბრებას, რადგან შესაძლებელია ბევრი აპლიკაცია შევიდეს ერთ წელიწადში – მიმღები კომისია, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობს, ყველა აპლიკანტს ვერ გაესაუბრება. არის ისეთი უნივერსიტეტები, რომლებსაც უწერიათ აპლიკაციაში, რომ შესაძლებელია ჩატარდეს გასაუბრება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ ახალგაზრდებს მოითხოვონ გასაუბრება, რადგან გასაუბრებაზე აპლიკანტს შესაძლებლობა ეძლევა მრავალი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რაც აპლიკაციაში ვერ შეძლო. თუ აპლიკანტი არის აქტიური, ეს მისთვის მომგებიანი იქნება. უნივერსიტეტებში მოსწონთ ახალგაზრდები ლიდერის თვისებებით, რომლებიც გამოირჩევიან მრავალფეროვნებით, მიდიან განსხვავებული გზით და არა სტანდარტულად,  მუშაობენ ან სწავლობენ, აქვთ ფასეულობები და მისწრაფებები ფასეულობებისკენ.  შესაბამისად, ეს უნდა გაითავისო და კონცეფციები წარმოაჩინო ინტერვიუში.

 

 

რა პროფესიას ირჩევენ ყველაზე ხშირად ქართველი სტუდენტები?

 

 

მოდი დავყოთ ორ ნაწილად – რას ირჩევენ ქართველი სტუდენტები და რას ახალისებენ ამერიკული უნივერსიტეტები. ქართველი სტუდენტებისგან მოთხოვნადია ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა ტექნიკური საგნები. ის, რაც მოსწონთ ამერიკულ უნივერსიტეტებს, ეს არის გონების წახალისება ტექნიკურ საგნებში, ზუსტი მეცნიერებები და ა.შ.

 

 

ამ ეტაპზე რამდენი სტუდენტია წასული საქართველოდან?

 

 

 ყოველწლიურად 20-25 ბავშვი მიდის სხვადასხვა პროგრამით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენთან გადიან კონსულტაციებს და მხოლოდ ტოეფელში ემზადებიან. აჭარაში ჩვენი ოფისი დიდი ხანია მუშაობს და მნიშვნელოვანია სტუდენტთა რაოდენობის გაზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამერიკაში სტუდენტთა გამგზავრება გაიზარდა 25%-ით, რაც კარგი მაჩვენებელია. დღეისათვის 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს ამერიკაში. ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, ჩვენი განათლების სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიებს. შესაძლებლობები არის ბევრნაირი – მთავარია მონდომება.

 

 

თუ შეგიძლიათ გაგვიმარტოთ რა არის SAT?

 

 

 როგორც საქართველოში ეროვნულ გამოცდებზე აბარებენ ბავშვები უნარებს, ამ უნარების მსგავსია SAT , უნარები ინგლისურად. ის მოიცავს ვერბალურ ნაწილს და მათემატიკურ ნაწილს. ეს ყველაფერი არის ინგლისურად. ბავშვები, რომლებიც არ ემზადებიან მათემატიკაში ინგლისურად, მათ სხვაგვარი მუშაობა სჭირდებათ: სხვა მხრივ, ეს მასალა არ არის რთული – მასში შედის საშუალო დონის მათემატიკა. ტოეფელის გამოცდას მეტ-ნაკლებად აპლიკანტები იცნობენ, მაგრამ იმისათვის, რომ ბაკალავრიატის პროგრამა ჩააბარონ აუცილებელია გაიარონ შAთ-ის გამოცდაც.

 

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქულები, რასაც მიიღებენ ამ გამოცდებში. ხშირად მეკითხებიან აკადემიური წარმატებაა მთავარი, თუ ქულები, მაგრამ მთელი ეს პაკეტი, ანუ საუნივერსიტეტო პორტფოლიო, რასაც სტუდენტი ამზადებს, მნიშვნელოვანია ყველა თავის კომპონენტში. უნივერსიტეტი ყველა კომპონენტს აქცევს ყურადღებას.  

ქობულეთში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 75 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ერთი სიუჟეტის ისტორია

 

 

 
„რა სარგებლობას მოუტანს გარემოს ენერგიის დამზოგავი საშუალებების გამოყენება“, – სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაც გასაგებ და ჩემი აზრით, ნებისმიერი გარემოსდამცველისთვის მარტივ კითხვაზე  პასუხის მისაღებად უწყების რამდენიმე თანამშრომელს დავურეკე, მაგრამ საჯარო მოხელეები მთელი მონდომებით მიხსნიდნენ, რომ კითხვით მათი უწყებისთვის არ უნდა მიმემართა.

 

 

უკანასკნელ იმედს ჩავეჭიდე და სამმართველოს უფროსს დავურეკე. დეტალური ახსნა-განმარტება და თხოვნა იმით დასრულდა, რომ ტელეფონის აპარატიდან გაისმა ტუ ტუ ტუ… მანამდე ვახტანგ წულაძემ მითხრა, რომ მაღალმთიან სოფელში იმყოფებოდა. შესაძლოა, სატელეფონო კავშირი ამის გამოც შეწყდა. სამმართველოს უფროსთან ხელმეორედ აღარ დამირეკავს. ამ ყველაფრის შემდეგ გულუბრყვილობა იქნებოდა, უწყებიდან შეხმიანების მოლოდინი მქონოდა.

 

 

ჩვენი სიუჟეტის „გადასარჩენად“ სხვა გარემოსდამცველებს გადავწვდით. პირველი, ვინც გაგვახსენდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ წევრი არჩილ გუჩმანიძე იყო. არჩილის კომპეტენციაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მასთან ურთიერთობა „ძვირი“ სიამოვნებაა. საქმე ისაა, რომ კომენტარზე იშვიათად გვთანხმდება. ამჯერადაც გაგვაწბილა.

 

 

თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ რამდენ ადამიანთან მოგვიხდა დარეკვა. ზოგმა არ გვიპასუხა, ზოგმა ბათუმში არყოფნა მოიმიზეზა და ზოგმაც – საკითხის არცოდნა. დღის ბოლოს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ნოდარ ჩხეიძე დაგვთანხმდა ჩვენი მაყურებლებისთვის ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება გაეცნო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია „თაროზე შემოდებას“ გადაურჩა.

 

 

სიუჟეტის არსი ასეთი იყო – შედის თუ არა ბათუმის მერიის გრძელვადიან გეგმებში დიოდური განათების გამოყენება და რატომ არის ეს პროექტი გარემოსთვის მნიშვნელოვანი. დღის დასაწყისში დაგეგმილი მასალის მოსალოდნელი ეფექტი დღის ბოლოს სამუშაო ჯგუფის ვერც ერთმა წევრმა ვეღარ ვიგრძენით.

 

 

მეორე დღეს, დილით, სიუჟეტის ავტორს, თამარ კიკნაძეს, ვთხოვე მასალა ამ თემაზე გამოცხადებულ კონკურსზე გაეგზავნა. ჟურნალისტმა, რომელსაც არაფერი დაუშურებია იმისათვის,  რომ სიუჟეტი სრულყოფილი გამოსულიყო, გაკვირვებულმა მკითხა, – „ეს საკონკურსოდ გამოდგება?“-  არაერთი ადამიანის მიერ გაწბილებული თამარის განწყობა და თვითშეფასების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.

 

 

ამ ისტორიის დასასრულს მინდა ვიკითხო – რა აზრი აქვს 11 374,200 ლარის დახარჯვას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთვის, თუკი  215 თანამშრომელს შორის მარტივ კითხვაზე პასუხის გამცემი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მცოდნე არავინაა. და კიდევ, ამ თემაზე რეგიონში თითქმის ყველა ახალი პროექტის პრეზენტაციას ვაშუქებთ, არაერთი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიების ანგარიშებს ვისმენთ, მაგრამ როცა ჩვენ, ანუ მედიას სჭირდება პროექტების მონაწილეთა კომპეტენტური აზრი, ან უბრალოდ, პოზიცია, უმრავლესობა უარს გვეუბნება.

 

 

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, დაავადებული ტბის, ფეკალური მასებით დაბინძურებული ზღვის, პოლიეთილენის პარკებით მორთულ-მოკაზმული მდინარეების, გადაყრილი მანდარინისგან წარმოქმნილი ტბის და ნაგავსაყრელზე „მობალახე“ პირუტყვის მაცქერალი გარემოსდამცველების ნაწილს საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

1500 ლარით დაჯარიმებული 80 წლის პენსიონერი

 

 

ბადრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლები მას თავის დროზე ზერელედ მოექცნენ – ყოველგვარი მოკვლევისა და ექსპერტიზის ჩატარების გარეშე გამოაცხადეს სამართალდამრღვევად. თუმცა ამ ეტაპზე ბადრი ლორთქიფანიძისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მას სახელმწიფოსთვის ერთი თვის პენსიასთან შედარებით 10-ჯერ მეტი თანხა აქვს გადასახდელი.

 

 

ბადრი ლორთქიფანიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე 294 ლარი უკვე გადაუხადა ოსმან ხინკილაძეს. ამბობს, რომ თანხა მოსარჩელეს მისმა მეგობრებმა გადაუხადეს. რაც შეეხება ჯარიმას – 250 ლარს, სოციალურად დაუცველმა ამ თანხის გადახდა ვეღარ მოახერხა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას მართვის მოწმობა ჩამოართვა.

 

 

ბადრი ლორთქიფანიძე სასამართლომ 2012 წელს დააჯარიმა. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის სოციალურად დაუცველს, მიმდინარე წლის 8 მარტის მონაცემებით, საურავების ჩათვლით, ჯამში 1500 ლარი დაუგროვდა სახელმწიფოსთვის გადასახდელი. საქმე უკვე გადაეცა სააღსრულებო ბიუროს.

 

 

სააღსრულებო ბიუროს თანამშრომელი ალექსანდრე ნაჭყებია ამბობს, რომ უწყება იმ შემთხვევაში გაათავისუფლებდა ლორთქიფანიძეს ჯარიმისგან, თუ სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში მისი სარეიტინგო ქულა 57 ათასზე მეტი არ იქნებოდა.

 

 

სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში კი ბადრი ლორთქიფანიძეს, როგორც სააღსრულებოში ამბობენ, 92 ათასი ქულა აქვს მინიჭებული.

 

იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ლორთქიფანიძე ამ ჯარიმას ვერ გადაიხდის, ჯარიმის საურავები მას აღარ დაემატება. დაიბლოკება მისი პირადი ანგარიშები, თუმცა ჯარიმის სახით მას პენსიის თანხას არ გადაახდევინებენ. სააღსრულებო სამსახურში ამბობენ, რომ თუკი 80 წლის მოხუცს პენსიას დაუყადაღებენ, მან უნდა მიმართოს სააღსრულებო ბიუროს და ყადაღას მოუხსნიან. 

 

ბადრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მას სახლი დაუყადაღეს. მოხუცს ახლა ღია ცის ქვეშ დარჩენის ეშინია. სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლები პენსიონერს ურჩევენ, უწყებას მიმართოს და ვალის ერთ წელიწადზე გადანაწილება მოითხოვოს. ამ შემთხვევაში მას 1500 ლარის გადახდისთვის კიდევ ერთ  წელს მისცემენ.

Exit mobile version