დამოუკიდებელი კანდიდატები „ოცნების“ დროშით და დაპირებებით

 

ქართული ოცნების დროშა დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე. ქედა, სოფელი დანდალო
ქართული ოცნების დროშა დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე. ქედა, სოფელი დანდალო

დანდალოს N2 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, გენად არძენაძის შტაბზე რამდენიმე კვირაა კოალიციის გამგებლის კანდატის, დავით დუმბაძის პლაკატია განთავსებული, „ქართული ოცნების“ გამგებლის კანდიდატის პლაკატის გარდა  შტაბზე „ოცნების“ ლურჯი დროშაც ფრიალებს.

 

„გენადი ჩემი მეზობელია, ხმას ვაძლევს მას და „ქართულ ოცნებას“, ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ კაცია, შეხვედრაზე თქვა, რომ ამ პარტიას წარმოადგენს“ – ამბობს ამომრჩეველი გიორგი ოტოლაძე.

 

დამოუკიდებელ კანდიდატად დასახელებული გენად არძენაძე ჯერ კიდევ ორი თვის წინ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და დელეგატი იყო, რასაც ქართული ოცნების ქედის შტაბის უფროსი, სიის პირველი კანდიდატი ამირან ცინცაძეც გვიდასტურებს.

 

„გენად არძენაძე ჩვენი პარტიის დელეგატი იყო, მაისის თვეში განცხადება დაწერა და წავიდა პარტიიდან. რაც შეეხება მის შტაბზე ჩვენს პლაკატს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავიგე,  ვნახე და  ოლქს ვაცნობეთ, ოლქი გაატარებს შესაბამის ღონისძიებას.

 

ისინი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან, ვისთვის მუშაობენ არ ვიცი, მე ვმუშაობ ჩემს კანდიდატებზე, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ არიან“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

 

არა ერთი მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა“ გენად არძენაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, მას მობილური გამორთული აქვს.

ქედაში კოალიციის ოპონენტები ამბობენ, რომ  „ქართული ოცნება“ ამით ორმაგ თამაშს თამაშობს, რითაც პარტიისა და დავით დუმბაძის გაყვანას ცდილობს.

 

„არ ვიცი პარტია რა სისტემით მუშაობს, მაგრამ ცხადია, რომ „ოცნებას“ გაორებული კანდიდატები ჰყავს, ამას მოსახლეობაც გვეუბნება.

დამოუკიდებელი კანდიდატები შეხვედრაზე იძახიან ხმა მომეცით მე, დავით დუმბაძეს და შემოხაზეთ #41, ეს ფაქტია, ამით ოცნება ხმების გახლეჩას და გამგებლისა და პარტიის გაყვანას ცდილობს“ – აცხადებს „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქედის გამგებლობის კანდიდატი ზურა ავალიანი.

 

დამოუკიდებელი კანდიდატების ერთი ნაწილი მათ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს, სხვა ამბობს, რომ შეხვედრაზე ამომრჩეველს მათი გასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.

 

 

„მე საკუთარი თავის აგიტაციას ვაკეთებ, არანაირ პარტიისთვის არ ვმუშაობ„ – ამბობს ცხმორისის თემი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ ბოლქვაძე.

 

 

წონიარისის თემის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სილოვან ბერიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მარინა ბერიძის ძმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძმის ცოლის ძმაა, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მაჟორიტარი კანდიდატი აქვე დასძენს, რომ ამომრჩევლებს შეხვედრაზე მისი გასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.

 

„ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენ. დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი კენჭს, არ მაქვს უფლება ამომრჩევლებს როგორც `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი ისე გავეცნო და ასე არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ამომრჩევლებს ვეუბნები, რომ ჩემი გასვლის შემთხვეაში ქართული ოცნების პოლიტიკას დავუჭერ მხარს,“ – ამბობს სილოვან ბერიძე.

 

 

„ჩემთვის არავის უთქვამს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე ჩემი პლაკატი იყოს, ეს დაუშვებელია. ჩვენი მიზანია ჩვენი ყველა მაჟორიტარი გავიდეს არჩევნებზე“ – ამბობს „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ქედაში დავით დუმბაძე.

 

ქედის N80 საარჩევნო ოლქში სულ 6 დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

 

„„

პრემიერ-მინისტრი დღეს ბათუმში საარჩევნო კანდიდატებს წარადგენს

 

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი მოსახლეობამ მთავრობის მეთურს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა.  ღარიბაშვილის განცხადებით ზარალი უკვე დათვლილია და თითოეული ოჯახი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს. რაც შეეხება ეკომიგრანტების პრობლემას, პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

პრემიერ-მინისტრის  ინფორმაციით,  მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამეტი მიიღებს კანონს მთიანი რეგიონების შესახებ.  

 

დღესვე დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

 

რეგიონული ტურნეს დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ერას მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს.

 

 

ადვოკატი: წამების ფაქტზე სახელმწიფო არ რეაგირებს

 

„არაადამიანურად აწამეს წულუკიძე და ბახუნტარიძე, ეს თქვეს სასამართლოზე დაკავებულებმა. საჯაროდ განვაცხადე მე, წერილობით მივმართე პროკურატურას მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია,“- განაცხადა შავაძემ სასამართლო პროცესზე.

 

იუსუფ ლაკაევის ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს სთხოვა მიიღოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება და გაამართლოს ლაკაევი.

 

ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებულების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 13 ივნისამდე გამოაცხადებს.

 

იუსუფ ლაკაევი ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარიძესთან ერთად 2013 წლის 14 სექტემბერს დააკავეს. 

ველობარათი უფასოდ

 

ველობარათის აღება მსურველს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შეუძლია.  

 

უფასოდ გაცემულ ველობარათზე თანხა დარიცხული არ იქნება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ? იცი რა ხმები დადის შენზე?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას. ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა რომ შენ ჯაბა ანანიძე რომ აფურთხებ ცხვიმპირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას როგორ არ გრცხვენია. აი რამდეხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი მეთქი ვეტყვი პროკურორს და მედეა ვასაძე მეთქი.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ?

 

ჟურნალისტი: არა

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ახლა რა მინდა გითხრა მე შენ. ქალაქში რა ხმები დადის შენზე იცი?

 

ჟურნალისტი: რა ხმები დადის?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იცი რა ხმები დადის? რომ საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო.

 

ჟურნალისტი: რას ნიშნავს საეჭვო მიხვრა მოხვრა?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:  აი ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვის ქვეშ. 

 

მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ განხორციელებულ მუქარაზე, ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ჟურნალისტის განცხადებით მედეა ვასაძის ზარი მის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა.

 

ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით” ტვ 25-ის ეთერში 8 ივნისს გავიდა.

არიგებს თუ არა დავით თარხან – მოურავის პარტია „სუპებს“?

 

 

ჰუმანიტარული პროდუქტი „ამერიკელი ხალხისგან“

 

 

„ხუცუბანში, ანთაძის ოჯახში თარხან-მოურავის პარტიულ აქტივს საწყობი აქვს სუპების, რომელსაც მოსახლეობას ურიგებენ. ვაპირებ მივმართო შშს-ს რომ გამოიძიონ ეს ფაქტი და კანონის შესაბამისად, ქობულეთის საარჩევნო ოლქმა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პარტიის წინააღმდეგ,“ -აცხადებს დავით რობაქიძე. 

 

 

თუ როგორ მოხდა ჰუმანიტარული ტვირთი პარტიების, კონკრეტულად თარხან-მოურავის პარტიის ხელში, დავით რობაქიძე ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. 

 

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  ბათუმის მერობის კანდიდატის თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტის“ სიცრუეს ავრცელებს:

 

 

„არ ვიცი, ჭორებს მე არასდროს არ ვუსმენ არასდროდ. მე არ მსმენია ამ ფაქტის შესახებ და ალბათ ჭორია. არ ვიცი რა ხდება. თარხან-მოურავის პარტია არავის ხელფას არ უხდის, რადგან არ აქვს საშუალება და რა უნდა დაარიგოს. ეგ არის ზღაპარი“- ამბობს თეიმურაზ მიქელაძე. 

 

 

ჰუმანიტარული საკვების დარიგებას უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბის წევრი, ალექსანდრე ჩხარტიშვილი: „წარმოუდგენელია, პლაკატებიც კი არ გვაქვს ქალაქში, არ გვაქვს ამის შესაძლებლობა  და გამორიცხულია რომ პარტიას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს”. 

ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა ტვ 25 – ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს,  “უმაღლესი კომფორტით”, უკავშირდება.

 

ჟურნალისტის განცხადებით საგამოძიებო ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტელეფონით დაუკავშირდა და  მასზე ზეწოლის განხორციელება სცადა. ჯაბა ანანიძე ბრიფინგზე ფაქტის შესახებ დეტალურად ისაუბრებს. 

 

ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით”

ლაკაევის სასამართლო პროცესის განხილვა დასრულდა

 

პროკურორის შემდეგ ბრალდებულების ადვოკატები გია ტაბლიაშვილს, ირაკლი შავაძესა და გიორგი ხიმშიაშვილს მოუსმენს მოსამართლე. სასამართლოს დასკვნით ეტაპს არ ესწრება იუსუფ ლაკაევი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლაკაევს ბადრაგირება უჭირს. სასამართლო სავარაუდოდ დღესვე მოისმენს ლაკაევთან ერთად დაკავებული ფირუზ  წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის საბოლოოს სიტყვასაც.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შსს მოტოციკლეტების დაბრუნებას თხოვს

 

ჯუმბერ კახიძე ამბობს, რომ ბათუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ეფექტური პატრულირების მიზნით 2007 წელს, ბათუმის მერიამ ქალაქს სამი მოტოციკლი შეუძინა და თხოვების სახით გადასცა შს სამინისტროს – “30 მაისის აღლუმზე, როგორც ჩანს, ბატონ მინისტრს მოეწონა მოტოციკლეტები და მათი კახეთის რეგიონში გადაყვანა ბრძანა.


მოვუწოდებ ბატონ ჭიკაიძეს, სასწრაფოდ დააბრუნოს ბათუმის კუთვნილი ქონება.


მათ არავითარი უფლება არ ჰქონდათ მოტოციკლეტები გაეყვანათ რეგიონიდან. ეს ჩვენი ქონებაა, თხოვების წესით იყო გადაცემული და არა ნაჩუქარი”, – ამბობს ის.

სამ მოტოციკლეტში ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან საშუალოდ 70 ათასი ლარი აქვს გადახდილი. 

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ჯუმბერ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გოჩა გუგუნავა თავის აქტივისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება

 

ლეილა გოგიტიძე ამბობს, რომ ის სამი წლის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან, არჩევნებზე კომისიის წევრია და იმის გამო, რომ მისი შვილი გოჩა გუგუნავას მხარდამჭერია, ის კომისიის სიიდან ამოიღეს:

 

“ჩემი და ჩემი შვილის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 30 მაისს ამომიღეს სიიდან. გავლილი მქონდა ყველა ტრენინგი და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს არჩევნებში კომისიის წევრობის.

 

ჩემს შვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მოვხსნით დედაშენს იმის გამო, რომ შენ გუგუნავას მხარდამჭერი ხარო. სახელი და გვარების გახმაურება არ გვინდა თუ ვინ დარეკა, თორემ ისე „კოალიცია ქართული“ ოცნებიდან იყო ზარი. მას ასევე ემუქრებოდნენ დაჭერით”, – ამბობს ის.

 

გოჩა გუგუნავა თავის მხარდამჭერზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და  ამბობს, რომ ამაზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი “ქართული ოქნების” წარმომადგენლებმა – “დაუყოვნებლივ მოვითხოვ ამ ადმაიანის სამსახურში დაბრუნებას”, – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი.

გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბატონო გოჩა, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?

თანამდებობაზე, პოლიტიკური პარტიის წევრობასა და მერობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი მიზანი იყო მეცხოვრა როგორც რიგით მოქალაქეს, რომელიც შრომობს და ზრუნავს ოჯახზე, ახლობლებზე.

ბოლო დროს ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად იზრდებოდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარდაჭერასა და თანადგომას ითხოვდნენ. ჩემი, როგორც რამდენიმე კომპანიის მენეჯერის უფლებამოსილება ვეღარ პასუხობდა ამ მოთხოვნებს. გადავწყვიტე საქველმოქმედო ფონდი დამეფუძნებინა და უფრო მოცულობითი გამეხადა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მხრიდან ბათუმელების მხარდაჭერა.

ფონდში უწყვეტად შემოდიოდა ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით. მივხვდი, რომ უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც გაცდებოდა მზრუნველი მეოჯახის და წარმატებული მენეჯერის სტატუსს. აი, ასე მივედი აქტიური მოქალაქის პოზიციამდე და დღეს წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

თანამოქალაქეებთან უშუალოდ შეხვედრისას რაც ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ქალაქში გვყავს  ოჯახები, რომლებიც ქვეწარმავლების გარემოცვაში ცხოვრობენ და მათ ირგვლივ ჭაობია. ბენზეში რამდენიმე ათეულ ოჯახს საერთო საპირფარეშო აქვს და ის ერთიც არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება.

ამ ყველაფერს რომ ვხედავ, მემატება სტიმული და მინდა უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ხალხისთვის. მინდა, ისევე ვიზრუნო ბათუმსა და ბათუმელებზე, როგორც საკუთარ ოჯახზე.

ბატონო გოჩა, თქვენ  საზოგადოების გარკვეული წრისთვის  ასლან აბაშიძის ოჯახთან დაახლოებულ პირად  მოიაზრებით...

მეგონა საზოგადოების ამ ნაწილმა გაარკვია უკვე ეს საკითხი და კითხვები აღარ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ამას ალბათ  არაინფორმირებული ადამიანები ლაპარაკობენ. დღემდე არც ირიბად და არც პირდაპირ არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ მიმიღია მონაწილეობა, არც მიტინგებზე ვყოფილვარ და არც დროშებით მირბენია. უფრო მეტიც, არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო იმ პერიოდში საჯარო სტრუქტურაში თანამდებობაზე.

ჩემი ბავშვობა იყო 90-იანი წლები. ჩემი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ რა წლები იყო ეს. ჩვენ თუ ავირიდებდით თავს იმ გამოწვევებს, რასაც გარემო გვთავაზობდა, სამეზობლოში, სანაცნობოში აუცილებლად გვეყოლებოდა ვინმე, რომელმაც თავი ვერ აარიდა ამას. არც ერთ თაობას არ ვუსურვებ იმის განმეორებას, რაც ჩვენს დროს იყო. მიხარია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა შორსაა ამ პრობლემებისგან. მაგრამ სამაგიეროდ აქვთ სხვა პრობლემები – კარგი განათლების, დასაქმების, გართობის, ურთიერთობების.

რახან თქვენს ახალგაზრდობის პერიოდს შევეხეთ, მაშინ აქვე გკითხავთ, თქვენ იყავით გიორგი აბაშიძის თანაკლასელი, მეგობარი და საქმიანი პარტნიორი?

დიახ, მე და გიორგიმ მეექვსე საშუალო სკოლა დავამთავრეთ. სკოლის დამთავრების შემდეგ მან შემომთავაზა სამსახური და დავთანხმდი. მგონი დროა პოლიტიკა, საქმე და მეგობრობა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. 18 წლიდან საქმეში ვარ და არასდროს ჩემი ნათესავი, მეგობარი არ მყოლია საქმიან პარტნიორად.  ნათესაობა, მეგობრობა სხვა ურთიერთობას, სიყვარულსა და თანადგომას მოითხოვს. საქმე და პოლიტიკა ამ ურთიერთობას ვერ შეგინარჩუნებს, სხვა პასუხისმგებლობა და სხვა მოთხოვნებია.

ბათუმს არ სჭირდება პოლიტიზება. დღეს ბათუმს სჭირდება ბევრი დასაქმებული, წარმატებული, ბედნიერი ბათუმელი თავისუფალი არჩევანში და დამოუკიდებელი – გადაწყვეტილებებში. პოლიტიკაში მე მოვდივარ ჩემი გუნდით. გუნდში საერთოდ არ მყავს ბიძაშვილ-მამიდაშვილი. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. ეს ადამიანები ნამდვილად გამოადგებიან ქალაქს.

ბატონო გოჩა, თქვენ მერობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ხართ. მოულოდნელად გამოჩნდით პოლიტიკაში

ახალი სახე ნამდვილად ვარ პოლიტიკისთვის, მაგრამ არა ბათუმისთვის. ჩემი კანდიდატურის დაყენება იმანაც განაპირობა, რომ ბათუმელები მიცნობენ. ბათუმის მერობა არ ნიშნავს ჩემთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის  წარმომადგენლობას. ჩემი ინტერესია გავხდე ბათუმის მერი, რათა, ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც არაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვაკეთო ჩვენი ქალაქისთვის სასარგებლო საქმეები.

თქვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესის ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის თემას ეხება

ასეა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური საკითხია – ბიზნესის განვითარება და ხარისხიანი განათლება ნებისმიერი სახის პროგრესისთვის. თავად გახლავართ სამი შვილის მამა და ვიცი რას ნიშნავს შვილების კარგი აღზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კარგი განათლება, კარგი წრე. ზოგადად ის პერსპექტივა, რასაც ნებისმიერი მშობელი თავის შვილს სთავაზობს შესაძლებლობის ფარგლებში. ბათუმის მომავალი ახალგაზრდობაა და, შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ მათზე. გავაკეთოთ მაქსიმუმი ყველა მიმართულებით. ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ სტიმული და მხარდაჭერა ჩვენგან.

უამრავი საქმე გაქვთ, მუდმივად დაკავებული ხართ ბიზნესით. წარმატებულ ბიზნესს დიდი დრო მიაქვს. ახლა ამას საარჩევნო კამპანია დაემატა. რამდენად ახერხებთ ოჯახთან, შვილებთან ურთიერთობას?

ვახერხებ. ამბობენ, რომ კარგი მამა ვარ. ყოველ შემთხვევაში, შვილები არ მემდურებიან. რანაირი მოუცლელი და დაღლილიც არ უნდა ვიყო, პარალელურ რეჟიმში მათთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. ჩემი ოჯახი მაძლევს ყველაზე დიდ და დადებით ენერგიას. მართალია, ბოლო დროს იმდენად ხშირად ვერ ვახერხებ მათთან ერთად ყოფნას, მაგრამ არ წუწუნებენ, რადგან იციან, საჭირო საქმეს ვაკეთებ.  ჩაივლის ეს კამპანია და, იმედი მაქვს, აღდგება წინანდელი ურთიერთობის რეჟიმი, თუმცა, არამგონია, ნაკლებად დატვირთული რეჟიმი ჰქონდეს ქალაქის მერს, ჩვენს ქალაქში იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმდენი ნოვაციაა დასანერგი. ყველაფრისთვის გვეყოფა დრო ბათუმელებს – შრომისთვისაც და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვისაც, შრომას, საქმეს და პასუხისმგებლობას ერთად გადავინაწილებთ. თვითმმართველობა დიდი ძალაა.

ამონარიდები საარჩევნო პროგრამიდან:

ქალაქის გადარჩენა და გაჯანსაღება

ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ჩვენი გუნდისთვის, პრიორიტეტული იქნება. ეს გულისხმობს არა მხოლოდ კულტურულ ძეგლებს, არამედ ქალაქის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ურთიერთობის კულტურას. „ბათუმის გადარჩენა“ ნიშნავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახალი მშენებლობების დროს ბათუმისათვის დამახასიათებელი სტილისა და დიზაინის შენარჩუნებას. უბნის,  გარემოს ხასიათთან შესაბამისობაში მოყვანას.

აუცილებელია ჩატარდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმება – ჰაერის, წყლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე.

პრიორიტეტული საკითხია ნაგავგადასამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზის  შეძენა მუნიციპალური საწარმოს  სახით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ვაქციოთ ენერგიად, გასანოყიერებელ სასუქად და სხვა.

საინვესტიციო პოლიტიკა

ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი ადგილობრივი ინვესტიციის, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა. უცხოურმა ინვესტიციამ არ უნდა  შელახოს არც მოსახლეობის და არც ქალაქის ინტერესები და ტრადიციები. ჩვენი თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინვესტორებთან დადებული კონტრაქტების იმ მუხლს, რომელშიც განსაზღვრულია დასასაქმებელი მუშახელის რაოდენობა და პირობები. ეს გამორიცხავს უცხოურ საინვესტიციო პროექტებში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციას.

ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის კი საჭიროა ჩამოყალიბდეს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი. ფონდი დააფინანსებს  ბიზნესს საწყისი სტადიიდან.  ე.წ. სტარტაფებს, რომლებსაც საბანკო სისტემა არ აფინანსებს. ფონდს ექნება რისკების შეფასების დაბალი კრიტერიუმები. დაკრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით და სამწლიანი საშეღავათო პერიოდით,  ხოლო საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 5-7 პროცენტს.

ბიზნესის განვითარების ფონდის ბიუჯეტი შეივსება მერიის მიზნობრივი ტრანსფერებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. ჩვენი გაანგარიშებით, ფონდის საკრედიტო რესურსი პირველ წელიწადს იქნება 5 მილიონი ლარი. ფონდი ასევე ჩამოაყალიბებს მცირე ბიზნესის საკონსულტაციო ტრენინგების ცენტრს.

გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაცია

მოქმედი კანონმდებლობის  დაცვით, მოსახლეობა უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას ბიუჯეტის მიღებისა და მისი ხარჯვის შესახებ. მნიშვნელოვანია ამ საკითხების საჯარო განხილვა და დისკუსია მის ირგვლივ. ამ პროცესებში, საზოგადოების გარდა, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, რომელიც გაწევს მონიტორინგის ფუნქციას და გაცილებით სრულყოფილს გახდის გამჭვირვალობის პროცესს.

ქალაქის მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებული უნდა იყოს ქალაქელების აზრით მუნიციპალური საკუთრების გაყიდვის დროს. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია პლებისციტის ინსტიტუტის გააქტიურება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და გამოკითხვა.

ქალაქის ხელისუფლებამ ხელი უნდა  შეუწყოს თავისუფალი ადგილობრივი მედიის განვითარებას და აქტიურად ითანამშრომლოს მასთან.

გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბატონო გიორგითქვენი მერად არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებთ? რა პრობლემებს ხედავთ ქალაქში და როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?

დასაჩქარებელია ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები.  ყველა უბანი უნდა გახდეს თანაბრად საინტერესო და კეთილმოწყობილი. ჩვენ ხშირად გვაბრალებენ, ძველ ბათუმზე ზრუნავდით მხოლოდო. ჩვენ აბსოლუტურად ამორტიზებული ქალაქი ჩავიბარეთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ საიდანღაც საქმის კეთება უნდა დაგვეწყო. სწორედ ძველ ბათუმში განხორციელებულმა სამუშაოებმა მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქი მიმზიდველი გამხდარიყო ვიზიტორებისათვის, გაჩენილიყო დამატებითი შემოსავლები. ჩვენ დავგეგმეთ და დავიწყეთ საუკუნის პროექტი, რომელიც ქალაქის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა და ეტაპობრივად, ამ პროექტის პარალელურად ვაუმჯობესებდით ქალაქის ინფრასტრუქტურას. მიმდინარე წელს რეაბილიტაციის პროცესს უკვე ჭაობის დასახლებაში უნდა გადაენაცვლა.

 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს გავაგრძელებ აუცილებლად. იმას, რაც უკვე  დაწყებული იყო – „ბათუმი ბარაკების გარეშე“. ბათუმში, 21-ე საუკუნეში ადამიანები ცხოვრობენ პირდაპირი მნიშვნელობით მიწაზე. ცხოვრობენ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ბენზეში არის ბარაკები, იქვე აშენებულია ორი კორპუსი, სადაც ჯერ არავინ შეუსახლებიათ. ეს ხალხი სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ იქ, ხოლო გამოთავისუფლებული ბარაკები გავასწოროთ მიწასთან და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დავიწყოთ ახალი სოციალური სახლების მშენებლობა.

 

ასევე უმნიშვნელოვანესია დასაქმების პრობლემა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები, რაზეც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ხშირად ვსაუბრობთ. გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში ისეთი პროექტები გავაგრძელოთ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ასევე საბინაო ამხანაგობების განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროგრამას ახალი მიმართულებები დაემატება, რაც უკავშირდება ახალი ლიფტების მონტაჟს და კორპუსების  შეფუთვას ენერგოდამზოგი მასალებით. ვფიქრობთ, რომ ამხანაგობები მერიის პარტნიორები უნდა გახდნენ. ვგეგმავთ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის 200-ლარიანი ხელფასის დანიშვნას.

 

რა თქმა უნდა, შევქმნით ქალაქში ახალ რეკრეაციულ ზონებს. მათ შორის ჭაობის დასახლებაშიც.

 

ჩვენ ასევე გავზრდით ბათუმის ბიუჯეტიდან შპს „ბათუმის წყლის“ სუბსიდირებას და იმ ბათუმელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უჭირდათ წყლისა და კანალიზაციის ტარიფების დაფარვა, არსებულ დავალიანებებს ჩამოვაჭრით.

 

გაქვთ თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება შეიქმნას ბათუმში სამუშაო ადგილები?

ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სახელმწიფო ინვესტიციებსა და საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პრო¬ექტებზე. გავაგრძელებთ გაჩერებული მასშტაბური პროექტების მშენებლობებს. უზრუნველვყოფთ ქალაქის იერ-სახის ცვლილებას და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც თავისთავად გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

დავაფინანსებთ იაფი სესხების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის გაიცემა საშუალოდ 50000 ლარის ოდენობის შეღავათიანი, მაქსიმუმ 3-პროცენტიანი სესხები, რამდენიმე წლით. დასაწყისისთვის, ვფიქრობთ, რომ ერთი მილიონი ლარი გვეყოფა ამ ფონდში.

 

ჩვენ დავიწყეთ და უფრო ფართო მასშტაბებით გავაგრძელებთ პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსებას სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენლებისთვის.

 

როგორც ქალაქის პოტენციური მერი, როგორ ხედავთ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებს?

ხელს შევუწყობთ საკრუიზო ტურიზმის განვითარებას. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო უკვე გავწიეთ. მსხვილ საკრუინგო კომპანიებთან დაწყებული იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, ბათუმის პორტი შეძლებდა მათი საკრუიზო, დიდი ზომის გემების მიღებას.

 

წარმოიდგინეთ, თვეში 5 ან 6 დიდი საკრუიზო გემი პორტში და ნაპირზე გადმოსული 2500-3000 ტურისტი – აი, ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ. მათ შორის: მსოფლიოში ცნობილ საკრუინგო კომპანია „როიალ კარიბიანთან“ ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა უკვე გვქონდა დაწყებული.

 

ამავე დროს ბათუმი ისევ ღია იქნება ნებისმიერი უცხოური ინვესტიციისთვის, ყოველგვარი კომპლექსებისა და ყალბი პატრიოტიზმის გარეშე.

 

ჩვენ ასევე ვგეგმავთ ბათუმში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც.

 

ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციაზე, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოვიყენებთ, მათ შორის აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენასა თუ კონფერენციაში.

 

რას სთავაზობთ საპენსიო ასაკის ბათუმელებს

როცა ჩვენ  ხელისუფლებაში ვიყავით, შეძლებისდაგვარად პენსიის მატების ტენდენცია იყო. ჩვენ გვქონდა მოქმედი პროგრამა, რომლის მიხედვითაც  9 თვის განმავლობაში ბათუმის ტერიტორიაზე საპენსიო დანამატს ჩვენ გავაკეთებდით. ამის განხორციელება ვერ მოვასწარით, მაგრამ ამის გამოცდილება გვაქვს, ანუ

 

ჩვენ დაახლოებით სექტემბრის თვიდან შეგვიძლია 20-ლარიანი დანამატის გაცემა დავიწყოთ და  ბათუმში ყველა პენსიონერი სექტემბრიდან მიიღებს 20 ლარით გაზრდილ პენსიას. მათ მიმართ ასევე გავრცელდება მთელი რიგი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები.

 

ეს რამდენად რეალურია?

აბსოლუტურად რეალურია და დათვლილი. ეს ის თანხაა, რაც დღეს ბათუმის ბიუჯეტში შეიძლება მოიძებნოს. ასევე, ყველა სოციალურად დაუცველს, რომელსაც აქვს 100000 და ნაკლები ქულა, ჩვენ მივცემთ ასლარიან ვაუჩერს კომუნალური გადასახადების დასაფარავად ზამთარში. ყველგან, სადაც შეხვედრაზე მივდივარ, სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემა არის კომუნალური გადასახადი, რაც შემოდგომასა და ზამთარში ძალიან  იზრდება.

 

სხვადასხვა ჯგუფის სოციალიზაციის პრობლემებს თუ ხედავთ? იგივე ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების

ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ითხოვენ სპორტულ მოედნებს, იმიტომ, რომ გასართობი ადგილები ცოტაა ქალაქში, განსაკუთრებით გარეუბნებში. მაქსიმალურად ყველგან,  სადაც კი შეიძლება განაშენიანება, უნდა მოეწყოს ასეთი ადგილები. ეს რომ სადღეგრძელოსავით არ ჟღერდეს, გეტყვით, რომ დათვლილია ეს ყველაფერი და შესაძლებელია. 

მე 7  წელი  ვმუშაობდი საკრებულოში, ჯანდაცვისა და სოციალურ კომისიაში და ძალიან ბევრ პრობლემას ვიცნობ, მიუხედავად ამისა, ბევრი თემაა, რომელსაც უშუალოდ ამომრჩეველთან ურთიერთობისას უკეთ ეცნობი. დღეს, მაგალითად,  უსინათლოთა საზოგადოებასთან გვქონდა შეხვედრა და იქ გამოიკვეთა, რომ გვჭირდება აუდიოწიგნები. ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების პირების პრობლემები, რომელთაც სჭირდებათ ადაპტირებული გარემო, სპეციფიკური დასაქმების პროგრამა. ვიცით, რომ ეს გასაკეთებელია, პრობლემას სიღრმისეულად ეცნობი ასეთი შეხვედრების დროს, შეუფასებელი გამოცდილებაა, როცა ამომრჩეველს, მოქალაქეებს  ხვდები, მათი პრობლემები გესმის. 

 

ეს არის ძალიან სერიოზული არჩევნები, იმიტომ, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერს ექნება გაცილებით მეტი უფლებები. ეს იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერი, იმიტომ, რომ ის იქნება საყოველთაო არჩევნებით არჩეული. პასუხისმგებლობაც მეტი იქნება და ვალდებულიც იქნება, ყველა ეზოში იაროს და პასუხი გასცეს მოქალაქეებს შეკითხვებზე.

 

თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ?

იმ ადამიანების პირობები, რომლებიც ძველ ბათუმში ცხოვრობენ, რთული თემაა, რადგან პატარა იტალიური ეზოები, ერთი მხრივ, ჩვენი სუბკულტურის ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, პირობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, არის საშინელი. ორი ვარიანტია, რაც აღდგენას არ ექვემდებარება, აქ მერიამ შეიძლება ის პროექტები განახორციელოს, რასაც ადრე ახორციელებდა, იგივე მანსარდების დაშენება. პირადად მე, ძველი ბათუმის არეალს მორიდებით, მაგრამ ცოტათი გავადიდებდი, აი, მაგალითად, ბარათაშვილის, გორგილაძის ქუჩის ნაწილამდე. რისი შენარჩუნებაც შეიშლება, ის მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და ირგვლივ სივრცის განაშენიანებაც ისე უნდა ხდებოდეს, რომ ხუთი სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუში არ იდგეს ერთმანეთის გვერდით.

 

მთავარია, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს ადეკვატური, გამჭვირვალე და მოსახლეობისთვის გასაგები. შვიდი წლის განმავლობაში საკრებულოში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს.

 

გამარჯვების შემთხვევაში ვინ იქნება ბათუმის მერი? თქვენ შესახებ რომ უამბოთ მკითხველს

ცოტა ხნის წინ თქვენმა კოლეგამ მკითხა, როგორი მერი იქნება გიორგი დიასამიძეო და ვუპასუხე – ძალიან მონდომებული-მეთქი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩემი ცოლი ხუმრობს, ან მორიგე ხარ, ან მორიგეობის მერე ისვენებ, ან მორიგეობისთვის ემზადებიო. ძალიან მორიდებული მეზობელი ვარ, მაშინაც კი, როცა სტუმრიანობა მაქვს, ვცდილობ არ შევაწუხო ისინი და არ ვიხმაურო. მეგობრებს რაც შეეხება, ძალიან გამიმართლა ამ მხრივ, სხვადასხვა სპეციალობის, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და კარგი იუმორით.

 

როგორ ერთობით თავისუფალ დროს?

ხმაურიანი სუფრებისა და თავყრილობების ხარკი უკვე გადახდილი მაქვს, თუმცა ამისთვის დიდი დრო არც არასდროს დამითმია. 23 წლისამ დავამთავრე სწავლა, მაშინვე დავიწყე ქირურგად მუშაობა და ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი პროფესია და გადამეტებული დროსტარება ერთმანეთს ვერ იტანენ. ვერთობი ძირითადად სახლში, ძალიან მიყვარს კითხვა, მიყვარს კინო და საშუალო დონის კინოკრიტიკოსს ნამდვილად გავეჯიბრები. ჯაზი მიყვარს, ძველიდან თანამედროვე ვერსიებამდე. ვცდილობ, დიდი დრო დავუთმო ჩემს შვილს. სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო იშვიათად დავდივარ ჩემს სოფელში – გულებში, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტშია, ძალიან მიყვარს იქაურობა, ნახევარი ბავშვობა იქ გავატარე.

 

ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის პრეზენტაცია

 

პრეზენტაციას დაესწრებიან გეოგრაფი გიორგი გოცირიძე და არქიტექტური კოკა ამირეჯიბი. 

 

ღონისძიება იმართება ბათუმის მერიის ინიციატივით. დასწრება თავისუფალია. 

სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

GE DIGITAL CAMERA

ოთარ ნაკაშიძე

„ჩემი ოჯახი ქედაში, სოფელ ოქტომბერში ცხოვრობდა. ძლიერი ოჯახი გვქონდა, მამაჩემი სამხედრო მაღაზიაში მუშაობდა, ბაბუაც მშრომელი გლეხი იყო. ასი სული თხა-ცხვარი ჰყავდა, 20-მდე მსხვილფეხა საქონელი და უამრავი ფრინველი. ალბათ ჩვენი ქონება უნდოდათ, რადგან სხვა მიზეზი ჩვენი გადასახლების არ არსებობს“, – წარსულს იხსენებს ბენია ნაკაშიძის შვილი, ოთარ ნაკაშიძე.

სამხედროები მათ ოჯახს შუაღამისას შეესივნენ. „ყველა ფანჯარასთან ჯარისკაცი იდგა, განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ არავის. ჩაცმა ძლივს მოასწრეს და რამდენიმე საბანი წაიღეს. მამას ჩუმად პატარა ნაჯახი შეუხვევია საბანში, ამ ნაჯახით სატვირთო ვაგონში იატაკი ამოუჭრია და ასე გაუკეთებიათ ტუალეტი. საშინელი სიცივე და აუტანელი პირობები ყოფილა. ისეთი ყინვა იყო, ვაგონი რომ გაჩერდებოდა, კარებს ძელებით ხსნიდნენ – ყინული ჰქონდა მოდებული. შემოაგდებდნენ სალაფავს და ეს იყო საკვები. ჩემი პატარა და ოთხი წლის იყო. ვერ გაუძლო ამ პირობებს და ყაზახეთში ჩასვლისთანავე გარდაიცვალა.

მამაჩემს ძალიან უნდოდა მისი გადმოსვენება, მაგრამ წლების შემდეგ იმ ადგილზე ქალაქი გაუშენებიათ და საფლავი დაიკარგა. მშობლები ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს“.

გადასახლებაში ნაკაშიძეებს მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. ათსულიანი ოჯახი პატარა მიწურში განთავსდა. მშობლებს უჭირდათ საკვების შოვნა: „რამდენიმე თვეში მეც დავიბადე. როცა დედა საავადმყოფოში იყო, სტალინის გარდაცვალების გამო ხუთწუთიანი დუმილი ჩამოვარდნილა, გადასახლებულებს კი ტაში დაუკრავთ. ექიმს უთქვამს, თუ არ გაჩერდებით, აქედანაც გაგასახლებენო. მამამ მუშაობა დაიწყო და შემოსავალი გაგვიჩნდა. ბამბას, ყურძენს კრეფდა, იმდენი მოახერხა, რომ ერთ წელიწადში პატარა სახლიც კი იყიდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს, სამშობლოში დავბრუნდით“.

ოთარ ნაკაშიძე ამბობს, რომ სოფელში დაბრუნებულებს ქონება განადგურებული დახვდათ. „საქონელი წაეყვანათ, არც სახლში დაგვხვდა არაფერი. მშობლებმა სოფელში დარჩენა აღარ მოისურვეს, მძიმე მოგონებებს უკავშირდებაო, თანაც მეზობლების ხელიც ერია, ალბათ, ჩვენი გასახლების ამბავში და აღარ ისურვეს იქ დარჩენა. ფერიაში დავსახლდით და დღემდე იქ ვცხოვრობთ. ჩემს მშობლებს ოთხი შვილი კიდევ შეეძინათ. მძიმე, ტკივილიან ცხოვრებას ვეღარ გაუძლო მამამ და ისიც მალე გარდაიცვალა. დარჩა დედა ათ შვილთან ერთად. ჩემი ორი დაც მალე გარდაიცვალა. ძალიან განიცდიდნენ მშობლები. მათ სამჯერ მოუწიათ ცხოვრების თავიდან დაწყება.

დანაშაული და დიდი ბოროტება იყო ეს წლები. ზოგს დღემდე უყვარს სტალინი. რევოლუციის წლებში, როცა სტალინი ბათუმში ცხოვრობდა, ერთ დროს ფერიაში, სელიმ სმირბას სახლში იმალებოდა. გოდორში ჩასვამდა, ზემოდან სიმინდს დააყრიდა და ასე დაჰყავდა ურმით. ფერიაში სტალინის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკება ახლაც დგას. მე არ მიყვარს ის, რადგან ავადმოსაგონარი იყო ჩემი ოჯახისთვის გადასახლება. მშობლები მთელი ცხოვრება შვილის დაკარგული საფლავისა და მძიმე მოგონებებით იტანჯებოდნენ. სტალინმა უამრავ ადამიანს მიაყენა ტკივილი“.

ბავშვობა და ოჯახი

ექიმი კვირაში ერთ დღეს – მაღალმთიანი აჭარის პრობლემა

 

ხულოს საავადმყოფოში ხალხმრავლობა ორშაბათსა და პარასკევსაა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ექიმები აქ კვირაში ერთ დღეს მუშაობენ, ენდოკრინოლოგი – პარასკევს, ოფთალმოლოგი კი – ორშაბათს.

 

დილის 12 საათია და ენდოკრინოლოგის ოთახის კარებთან რიგია, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოხუცი თუ ახალგაზრდა თავის რიგს მოუთმენლად ელის, ზოგიერთი ჩქარობს ექიმთან მოხვედრას, რადგან უნდა, რომ სოფლის სამარშრუტო ტაქსსაც მიუსწროს.

 

 

მომლოდინეებს შორის განსაკუთრებით თალიკო ვაშაყმაძე შფოთავს, როგორც ის ამბობს, სამ საათამდე თუ ვერ მოახერხა ექიმთან კონსულტაცია, „მარშუტკას“ ვერ მიუსწრებს.

 

 

„სოფელი პანტნარი, სადაც ვცხოვრობ, ხულოს ცენტრიდან 16 კილომეტრშია, დილით მარშუტკას ჩამოვყევი, ველოდები ჩემს რიგს, გავესინჯო და სახლში დავბრუნდე. სოფლის „მარშუტკა“ ხულოს ცენტრიდან 3 საათზე გადის, თუ ვერ მივუსწარი, ფეხით მომიწევს წასვლა. სხვა ვერ დაგითმობს რიგს, ყველა სოფლებიდან მოდის და ყველას ეჩქარება, დილაადრიან რომ მოხვიდე, მაინც რიგია. ერთი დღე რომ დაამატონ და სხვა დღესაც იყოს ექიმი, კარგი იქნება“, – ამბობს თალიკო.

 

 

„ჩიყვი მაწუხებს, დიდი ხანია ვმკურნალობ, ორი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე, ისევ შემაწუხა, თითქმის ვეღარც ვლაპარაკობ. ფეხზეც ძლივს ვდგავარ, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოვაღწიე. ტკივილი საშინელებაა. ჩვენი სოფლის „მარშუტკა“ ორშაბათს და ხუთშაბათს მუშაობს, ექიმის სამუშაო დღეს არ ემთხვევა, დილით მეზობელი მოდიოდა მანქანით და გამოვყევი, რით დავბრუნდები სახლში, არ ვიცი, რამდენიმე წელია ამ გაწამაწიაში ვარ“, – გვეუბნება ხიხაძირელი ნანული აბაშიძე.

 

 

თაგოელი გუგული შაინიძე ამბობს, რომ მას ერთდროულად ჩიყვის და მხედველობის პრობლემები აქვს და მკურნალობის კურსს დიდი ხანია გადის.

 

 

„თვალზეც ვმკურნალობ და ჩიყვზეც, ჩიყვი დიდი ხანია მაწუხებს, სულ ამ დღეში ვართ,  დღეს ორი საათი ლოდინში გავატარე და არ ვიცი კიდევ რამდენხანს მომიწევს ცდა.

 

 

ჩვენთან ყველაფერი რთულადაა, სოფლები შორსაა, ექიმები არ არიან, ვინც არიან კვირაში ერთ დღეს მუშაობენ, ტრამვატოლოგი არ არის, არც უროლოგი, რომ დაგჭირდეს, ბათუმში უნდა ჩახვიდე, ხომ შეიძლება ეს საკითხები მოგვარდეს და ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ? ყველას ხომ არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხალხი სოფლებიდან მოდის, ზოგიერთს მარშუტკაზე აგვიანდება, ზოგიერთს არ შეუძლია ამდენხანს ფეხზე დგომა, ყოფილა შემთხვევები, როცა პაციენტები ექიმთან კონსულტაციის გაუვლელად წასულან. მე ხშირად დავდივარ კონსულტაციაზე და ვხედავ რაც ხდება. იყო შემთხვევა, დილით მოსული ხუთ საათზე წავედი, ზოგჯერ იმდენი ხალხია, ნემსი არ ჩავარდება“, – ამბობს გუგული შაინიძე.

 

 

თავად ექიმი ენდოკრინოლოგი მაია ბერიძეც ადასტურებს, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები ენდემური კერაა და პაციენტების რაოდენობა ბევრია. ის აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხულოში ჩიყვის ყველაზე რთული სახეობა – კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები მატულობს. ექიმი მწირ ანაზღაურებაზე საუბრობს და დასძენს, რომ არსებული ანაზღაურებით კვირაში ორი დღე ვერ იმუშავებს:

 

 

„ბათუმში ვცხოვრობ, იქიდან დავდივარ, ერთი დღე ხულოში ვმუშაობ, ერთიც – შუახევში, დანარჩენ დღეებში ბათუმის #4 პოლიკლინიკაში, აქ ისეთი მიზერული ანაზღაურება მაქვს, არ მიღირს მუშაობა. მხოლოდ იმიტომ ამოვდივარ, რომ ადამიანები მეცოდებიან, ისინი ჩემს იმედად არიან, მელოდებიან და როგორ არ ამოვიდე? როგორც ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი არ დავშორდე პაციენტებს, თორემ არც ერთი თავმოყვარე ექიმი იმ ანაზღაურებაზე არ იმუშავებს, რაზეც აქ ვმუშაობ.

 

 

დღის განმავლობაში მინიმუმ 4 საათს ტრანსპორტში ვატარებ, ამოვდივარ და ყოველგვარი შესვენების გარეშე ვმუშაობ, რომ ყველა პაციენტი მივიღო. 160 ლარს მიხდიდნენ ხელფასს. ახლა რამდენს ავიღებ, არ ვიცი, თვის დასაწყისში მითხრეს, ახალი კალკულაციით 40 თუ 50 ლარი მექნება ფიქსირებული ანაზღაურება, როგორ და რანაირად, არ ვიცი, იმდენად გავბრაზდი, არც მიკითხავს.

 

 

ექიმს ხელფასი უნდა გაეზარდოს, სტიმული უნდა ჰქონდეს და ვალდებულებით არ უნდა მუშაობდეს. კვირაში ერთი დღე საკმარისი არ არის“.

 

 

კვირაში ერთ დღეს – ორშაბათს მუშაობს ოფთალმოლოგი ცისანა წულუკიძეც. ამბობს, რომ ერთი დღე საკმარისი არ არის, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო სხვაგანაც მუშაობს, რომ თავი ირჩინოს.

 

 

„აქ ორშაბათობით ვმუშაობ. რამდენიმე კვირაა, რაც დასვენების დღეები დაემთხვა და ამან რიგები გამოიწვია. დატვირთვა გაზაფხულსა და შემოდგომაზე მაქვს, როცა მოსახლეობა იალაღზე გადის და უკან ბრუნდება, წასვლამდე ყველა ცდილობს გაესინჯოს. დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე უნდა ვიმუშაო, მაგრამ მანამდე ვმუშაობ, ვიდრე ბოლო პაციენტს არ მივიღებ, ზოგჯერ 10 საათამდეც და უფრო გვიანობამდე მიწევს ყოფნა.

 

 

ყოველდღე იმუშავებ, როცა კარგი ხელფასი გექნება, მაგრამ 200 ლარად ვერა. გზაში არ გეყოფა შენი ხელფასი“, – ამბობს ცისანა წულუკიძე.

 

 

სამედიცინო ცენტრის მენეჯერის რუსლან აბულაძის თქმით, ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურება კვირაში ერთხელ საკმარისია. მისივე თქმით, საავადმყოფოს სჭირდება უროლოგი, რომელიც არ ჰყავს.

 

 

„უროლოგი გვჭირდება და არ გვყავს, კადრი არ გამოინახა. რაც შეეხება ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს, ამ კუთხით პაციენტების დიდი კონტინგენტი არ არის, კვირაში ერთხელ მოდის ექიმი და სრულიად საკმარისია“, – ამბობს რუსლან აბულაძე.

 

 

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ექიმების გადინების შესაჩერებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სპეციალური პროგრამა – „მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის წახალისების კომპონენტი“ შეიმუშავა, რომლის ფარგლებში 2013 წელს ქედის, ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებში განსაკუთრებით საჭიროების მქონე 20 ექიმს სამინისტრომ 6 თვის განმავლობაში დანამატი – 300 ლარი მისცა, 13 მედდას კი – 120 ლარი.

 

 

2013 წელს ხულოს საავადმყოფოს 7 ექიმი და 4 მედდა მონაწილეობდა პროგრამაში. წელს დანამატი სოფლის ექიმებისთვის გაიწერა. მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ 43 სოფლის ექიმს, დანამატის სახით, 300 ლარი ერიცხება, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების 64 ექიმს კი – 150 ლარი.

 

 

ხულოს საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ არსებულ ხელფასსა და ეთუზიაზმზე დიდხანს ვერ იმუშავებენ, ყველა მათგანი ბათუმის კლინიკებში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ფიქრობენ, რომ თუ არ შეიცვალა სახელფასო პოლიტიკა, ხულოს მხოლოდ სოფლის ექიმები შემორჩება.

„საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც იმედის ფესტივალის ჩატარებას ხელი შეუშალეს“

 

 

 

ვარლამ რამიშვილი და ფრანკლინ გრემი

 

 

ფესტივალი 6, 7 და 8 ივნისს  სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. რადგან დარბაზი ცხრა ათას ადამიანზეა გათვლილი, ფესტივალში მონაწილე პირების გამგზავრება თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო. ფესტივალში დაახლოებით 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, რეგიონებიდან მონაწილეები ვერ  გაემგზავრნენ. 

 

 

თბილისში ფესტივალის ჩატარება  ერთი წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ერთი დღით ადრე სპორტის სასახლეში, ღამის სამ საათზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, სასახლის ადმინისტრაციამ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უთხრა. ხანძრის გაჩენას წინ უსწრებდა  მუქარა იმის თაობაზე,რომ ფესტივალს აუცილებლად ჩაშლიდნენ. „იმედის ფესტივალის“ მონაწილეებმა დარბაზის ქირაობის თხოვნით 12-მდე დაწესებულებას მიმართეს, თუმცა ყველა მათგანმა უარი განაცხადა. ამჟამად ფესტივალი თბილისში „სახარების რწმენის ეკლესიის“ ეზოში ტარდება.  

 

რა ზიანი მიაყენა ფესტივალს მოულოდნელმა ხანძარმა და რატომ უთხრა 12 დაწესებულებამ უარი „იმედის ფესტივალს“  ფართის მიქირავებაზე? „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორს, ვარლამ რამიშვილს,  რომელიც ფესტივალს უძღვება თბილისში და რამდენიმე კითხვით მიმართა. 

 

„პირველი კითხვის ნიშანი, სპორტის სასახლესთან დაკავშირებით ჩნდება, რადგან ხანძარს სასახლისთვის არ მიუყენებია იმ დონის ზიანი, რომ ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება სასახლესთან ერთი წლით ადრე დაიდო და თანხაც გადახდილია, ადმინისტრაციამ უარი მაინც თქვა ფესტივალის ჩატარებაზე.

 

შემდეგი კითხვა ჩნდება იმ 12 დაწესებულების მისამართით, რომლებმა, თითქოს შეთანხმებულად თქვეს უარი, რომ კარები გაეღოთ „იმედის ფესტივალისთვის“, ყველამ ერთად შეკრა პირი.

 

მესამე ფაქტორი რაც დამატებით კითხვას აჩენს, იყო წინასწარი მუქარა გიორგი გაბედავას მხრიდან, რომ ის ხელს შეუშლიდა ამ ფესტივალის ჩატარებას, რომ გააკეთებდნენ სირცხვილის კორიდორს და ა.შ  საღამოს კი ჩნდება ხანძარი. გაბედავა და მისი თანხმლები პირები   გამოჩნდნენ ეკლესიის ეზოსთანაც, სადაც ადამიანებს მოუწოდებდნენ  არ დასწრებოდნენ ფესტივალს. დღეები მიდის, ფესტივალი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ტარდება, შეიცვალა პროგრამა. ამჟამად ფესტივალი ტარდება „სახარების რწმენის ეკლესიის“ ტერიტორიაზე, სადაც  ხუთი ათასი ადამიანი ძვლივს დაეტია. გეგმის მიხედვით კი ფესტივალში 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.“ 

 

როგორც ვარლამ რამიშვილი ამბობს, ინცინდეტის გამო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ფესტივალის პროგრამაც: „ფესტივალი უნდა გაეხსნა შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრს, უნდა მიეღო მონაწილეობა კონსერვატორიის გუნს, რომელსაც  საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა, ჩამოსულია ბევრი ცნობილი მუსიკოსი, თუმცა ეს გრანდიოზულობა აღარ გამოვიდა“.   

 

გაუთვალისწინებელი მიზეზების მიუხედავად, ფესტივალზე მაინც ჩამოვიდნენ სტუმრები ფინეთიდან, აშშ-იდან,  რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. „ასზე მეტი ადამიანია უცხოეთიდან ჩამოსული“.

 

 

„ფესტივალზე ჩამოსულია  ფრანკლინ გრემი,  ცნობილი ევანგელისტი მისიონერი, ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „სამარიტელთა ქისა“-ს ხელმძღვანელი. ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, მათ შორის საქართველოშიც.

 

 

ფრანკლინ გრემი დაცვის ქვეშ იმყოფება და თვითონ უსაფრთხოდ არის, თუმცა ის  აგრესია, რომელიც გამოხატული იყო ფესტივალში მონაწილე პირების მიმართ, არასასიამოვნოა. ფრანკლინ გრემმა თქვა, რომ ექსცესი შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ ის რომ მთელ თბილისში არ აღმოჩნდა არც ერთი დაწესებულება, რომელიც ფესტივალს კარს გაუღებდა, მასში უბრალოდ ღიმილს იწვევს. საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, სადაც „იმედის ფესტივალის“ ჩატარებას ხელი შეუშალეს“- ამბობს ვარლამ რამიშვილი.  

 

 

პასტორი ამბობს, რომ პროცესებში რომელიც ფესტივალის ირგვლივ განვითარდა, ვერ ხედავს საქართველოს საპატრიარქოს ინტერესებს: „ოფიციალურ პოზიციაში  ფესტივალის საწინააღმდეგო არ გამოუთქვამს საპატრიარქოს. ისინი კეთილად მოიხსენიებენ ბილი გრემს, თუმცა  რატომ ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, გასაკვირია. ყველა ვიყავით შოკში, რადგან არავინ ელოდება ამას“.

 

ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ხელისუფლების პოზიცია: „სახელმწიფოს როლია რომ დაიცვას მოქალაქეები, ადამიანის უფლება, თუმცა მე არანაირი განცხადება ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე არ მომისმენია.  არ ვიცი ვისი ინტერესი იყო ფესტივალის ჩაშლა, თუმცა ფაქტია, რომ 12 ადგილი დაკეტილი დაგვხვდა, ფაქტია, რომ იყო წინასწარი მუქარა ფესტივალის ჩაშლაზე და ისიც ფაქტია, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს, „სულს ნუ ყიდი, სად მიდიხარ“ და ა.შ რომ არა პოლიცია, ალბათ უფრო დიდი ექსცესი იქნებოდა“.

 

„იმედის ფესტივალის“  ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება.  

 

 

„იმედის ფესტივალი“

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ინციდენტს ხელისუფლებას აბრალებს

 

დაპირისპირება ნაციონალებსა და მოქალაქეებს შორის

 

 

„ნაციონალური მოძრაობის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეს ადამიანები დავით ლორია და ჯემალ დუაძე თავდასასხმელად იყვნენ მოსულები. ისინი „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები არიან. მათი ფუნქცია „ქართული ოცნების“ შტაბში არის პროვოკაციების მოწყობა, ისინი არიან ტიპიური ზონდერები. ამასთან ერთად მათ მოიყვანეს სპეცნაზელები, რომლებიც ნეტკაჩოვის გაზრდილები არიან, როგორც მე მითხრეს ისინი 2004 წლიდან აღარ იყვნენ ბათუმში და ახლა დაბრუნდნენ“- აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

 

 

ის რომ  გუშინდელი ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული, გიორგი კირთაძის განცხადებით ისიც ცხადყოფს,  რომ მიუხედავად იმისა, რომ ასმათ დიასამიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი] პოლიციაში დარეკა და უთხრა რომ იყო ჩხუბი, პოლიციის არც ერთი თანამშრომელი ადგილზე არ გამოჩენილა. „ცალსახად ამ ყველაფერს ვუკავშირებთ ხელისუფლებას“.   

 

 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 7 ივნისს, ბათუმში ახმეტელის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოსახლეობას ხვდებოდა, როცა მათ მოქალაქეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

 

 

ინცინდენტის დროს

ფიზიკური დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის

 

 

 

 

 

მოქალაქეებმა გიგა ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს 26 მაისი გაახსენეს: „თქვენ ალყა შემოარტყით რუსთაველს და ხალხს სიცოცხლის უფლება მოუსპეთ“- ამ პრეტენზიებს ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს დათო ლორია და ჯემალ დუაძე უყენებდნენ. სწორედ მათსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის მოხდა დაპირისპირება. 

 

 

„თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, იგივე განმეორდება. იტყვი რამეს და დაგარბევენ, გაწამებენ და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს მოგისპობენ“ – ამბობდნენ ჯემალ დუაძე და დათო ლორია. ჯემალ დუაძე ჟურნალისტებს ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაეცნო, დათო ლორია კი, როგორც მან განაცხადა, ახალგაზრდული სახალხო მოძრაობის დაფუძნებელია აჭარაში. 

 

 

„როცა შენ გაქვს განსხვავებული აზრი და არ მოგწონს ცემა-ტყეპა, იგივეს არ უნდა აკეთებდე“ – ეუბნებოდა დაპირისპირებულ პირებს გიგა ბოკერია. 

  

 

„თქვენ ნახეთ, რომ მათ ქალებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და ერთ ფორმიან პოლიციელსაც  ვერ ნახავთ აქ. ხელისუფლება იქცევა უზნეოდ, დღეს მერვე შეხვედრა გვქონდა ჩვენ, სახელისუფლებო კანდიდატები არ დადიან ქუჩაში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს და ეტყობა შურთ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატებით ვმოძრაობთ. ამით რომ ვერ გაგვაჩერებენ, ამას ერთი წლის წინ უნდა მიმხვდარიყვნენ, ამ კუნთმაგარს მინდა ვუთხრა, რომ ხალხის სახელით დაანებონ ლაპარაკს თავი. ქართული ოცნების რეალობა, ძალიან მალე იქნება ერთ ხელში კვერცხი და მეორეში – ცოცხი“- განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

 

„ნაცმოძრაობის წევრებმა“ ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე წინასაარჩევნო შეხვედრა ცირკის წინ, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეც ჩაატარეს. 

 

„მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს რომელიც მთავრობაშია, „ოცნება“ – ივანიშვილის გუნდს შევცვლით, მაგრამ უნდა ვაიძულოთ რომ ნაკლები ზიანი მოიტანონ და რაღაცა მაინც გააკეთონ. არ იმჩნევენ რომ გაჩერებულია მთელი ქალაქი, მარტო კრიმინალი და უმუშევრობა იზრდება, ამას უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი შენჯღრევის, რომ ამისთვის ისინი არავის აურჩევია“- განაცხადა გიგა ბოკერიამ შეხვედრისას. 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ ამომრჩეველთან შეხვედრა გაგრძელდა.  

 

 

ქალები პოლიტიკაში თუ სახლში

 

 

 

 

 

ხათუნა სამნიძე იხსენებს , რომ მის პოლიტიკური აქტიურობისას ეს ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. გამხდარა პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლიც, როდესაც უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიკროფონთან მისულა, სესიის სპიკერს მოუწოდებია კოლეგებისთვის, რომ „არ შევეზღუდე რეგლამენტით, რადგან ვიყავი ქალი”. ამბობს, რომ ორივე შემთხვევა მიუღებელია. ის პოლიტიკიდან ამ დისკრიმინაციული ფაქტების სიმრავლის გამო არ წასულა, ხათუნა სამნიძე დღეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და გენდერული დემოკრატიზაციის პოპულარიზაციაა.


საკანონმდებლო ორგანოებსა და სამთავრობო სრუქტურებში ლიდერ პოზიციებზე დღეს საქართველოში ქალების რაოდენობა 10 პროცენტს არ აღემატება. ქალები ვერ ხვდებიან პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებშიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია 200-მდე ორგანიზაცია, რომელთაც წესდებაში უწერიათ, რომ მათი მიზანი გენდერული თანასწორების მიღწევაა, ფაქტია, რომ საქართველოში პარლამენტარ ქალთა რაოდენობა იკლებს. იხარჯება დონორთა ფული, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება.

 

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც პოლიტიკური პარტიების წახალისებას ითვალისწინებს, ანუ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დამატებით 10 პროცენტით მეტ დაფინასებას, თუ მათ სიებში 20 პროცენტით იქნება „განსხვავებული სქესი” წარმოდგენილი. კანონის თანახმად, ეს არ არის ვალდებულება. უფრო ადრე კი, 2010 წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი “გენდერული თანასწორების შესახებ”.

 

გასული მოწვევის ბათუმის საკრებულოში 15 მამაკაცი იყო და არცერთი ქალი. ამ მოწვევის საკრებულოში ხუთი ქალია. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ხუთი ქალი იყო, ახლა კი ერთია.

 

 

ახლაც და მაშინაც საკრებულოში გენდერულ საკითხთან დაკავშირებული კითხვა მხიარულებას იწვევს. წინა მოწვევის საკრებულოს პოეტმა წევრმა ჩვენს კითხვას „რატომ არ არიან თქვენს რიგებში ქალები“ უპასუხა რომ „ქალი მოსაფერებლად გაჩნდა.”

 

 

ამ მოწვევის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელიც პირველად ამ თანამდებობაზე არჩევის დროს 26 წლის იყო და მხოლოდ ერთწლიანი სამუშაო სტაჟი ჰქონდა, ხუმრობს: „რომ ეს ის საკითხია, რომელსაც ფიქრი ჭირდება, ახლავე გიპასუხოთ, თუ დროს მომცემთ…” მაგრამ ამ წინადადების შემდეგ საუბარს აგრძელებს: „საკრებულოში ახლა უფრო მეტი ქალია ვიდრე ადრე. ჩვენს რიგებში უფო მეტი ქალია ვიდრე ოპოზიციის, პოლიტიკაში ძალით ვერავის მოიყვან, უნდა ქონდეს სურვილი”. კითხვაზე, რა ზეგავლენა იქონია საკრებულოში გენდერული ბალანსის წონოსწარობის აღდგენის მცდელობამ, შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ჩვენ ახლა ვცდილობთ უფრო კორექტულები ვიყოთ კამათის დროს.”
ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქალს პოლიტიკაში მანდილის როლზე უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს.

 

 

მირანდა ჩარკვიანი 2003 წელს იხსენებს, როცა ის სამოქალაქო სექტორში მუშაობდა აჭარაში: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ვიკრიბოდით, იყო 20 მდე მამაკაცი და ორი-სამი ქალი, დღეს არასამთავრობო სექტორში ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორებულია, ეს თავისთავად მოხდა, ასე მოხდება პოლიტიკაშიც, კანონის რეგულაციები არ უნდა იყოს მკაცრი და ვალდებულებითი, წახალისება შეიძლება, მაგრამ თუ იქნება მკაცრი კვოტირების სისტემა საპარლამეტო სიების დაკოპლექტების თვალსაზრისით, ეს ხელოვნური ბალანსი იქნება.”

 

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე სილამაზის სალონში 11-ივე დასაქმებული ქალია, 30 წლამდე ქალბატონი, რომელიც სტილისტად მუშაობს, ამბობს. რომ მეორე შვილის გააჩენაზე ფიქრის სამსახურის დაკარგვის გამო ეშინია. მიაჩნია, თუ ქალები იქნებიან იქ, ზემოთ, მთავრობაში, მის მდგომარეობას უფრო კარგად გაიგებენ.

 

 

ინგლისურის სპეციალისტი ნანა მღებრიშვილი ფიქრობს, რომ „თუ საქართველოს პარლამენტში ისეთი ქალები იქნებიან წარმოდგენილი, როგორიც ახლა პარლამენტარ მამაკაცთა უმრავლესობაა, აზრს ვერ ვხედავ, მოსაჩვენებელი თანასწორობა გამაღიზიანებს და არც უკეთესი გარემოს პერსპექტივის საშუალებას იძლევა. იქ უნდა მოხვდნენ წარმატებულები და აქტიურები.”

 

მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში შესული ცვლილება ერთის მხრივ იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

 

 

ხათუნა სამნიძე ფიქრობს” თუმცა, უმჯობესია,  როდესაც სამოქალაქო აქტიურობა იწვევს ცვლილებებს, როდესაც მოთხოვნა ქვემოდან  მოდის. სამწუხაროდ, ხშირად ქალები თავად თვლიან,რომ მათი ძირიტადი მოვალეობა მხოლოდ შვილების მოვლაამაგალითდ, არცერთ  მამაკაცს საქართველოში კანონით მინიჭებული დეკრურეტული შვებულების უფლება არ გამოუყენებია, და ეს ნაწილეობრივ , ქალების დამოკიდებულების შედეგიცაა.”

 


„გოგონებს აქვთ სათქმელი” – ეს დოკუმენტური ფილმია,  „გოუ ჯგუფ მედიამ“ მომზადა. ფილმს 4 მოქმედი გმირი ჰყავს საქართველოს 4 რეგიონიდან” ერთ-ერთი გოგონას პროტესტის მიზეზი კი ის არის, რომ „აქ ყველა შინ ზის და ბავშვებს ზრდის.“ გოგონას კი ამ სტერეოტიპის დასამარცხებლად აქედან წასვლა და ჟურნალისტობა უნდა.

 

 

საერთაშორისო პრესის ობიექტივში მოხდა ევროპალამეტარი 37 წლის ლიცია რომზული, რომლიც 2010 წელს საშემოდგომო სესიაზე სამუშაოდ ერთი თვის შვილთან, ვიქტორიასთან ერთად მივიდა. ის სოციალურ საკითხებზე მუშაობს. წამყვან მედია საშუალებაში მოხვდა ლიციას სიტყვები: „აქ მოვედი ყველა იმ ქალის სახელით, რომელსაც ცუდად ექცევიან, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში”.

„ბოროტების გამართლება არ შეიძლება“

გადასახლების დროს სამი წლის ვიყავი. ჩემი ძმა ოთხის თუ ხუთის იქნებოდა, სულ პატარა ერთი წლის იყო. მშობლების მონათხრობიდან მახსოვს იმ დღეების შესახებ. ვიცი, რომ დეკემბერი იყო და ხალხი მძინარე წამოყარეს საწოლებიდან. არც ერთი სიტყვა, არც მეზობლებთან, ახლობლებთან დამშვიდობება, ისე შერეკეს მანქანებზე და გზას გაუყენეს. მამაჩემი მძღოლი იყო, ბევრი იცნობდა და ცოტა ანგარიში გაუწიეს, სახლიდან ნივთების და საგზლის წამოღების უფლება მოგვცეს. დედა ფეხმძიმედ იყო მეოთხე ბავშვზე. პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში შეგვყარეს.

ნათელა ფარტენაძე

ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო ვაგონშიო, ამბობდნენ. უჰაერობა, შიმშილი, უწყლობა. ადამიანებიც კვდებოდნენ თურმე. ბევრი ვერ უძლებდა ასეთ პირობებს. ერთი ასთმიანი ქალი ყოფილა. „წყალი, წყალი“ – ყვიროდა თურმე. დედას ჰქონდა ერთი ბოთლი, ორსულად იყო, წარმოიდგინეთ მასაც როგორ უჭირდა, მაგრამ იმ ქალს გაუნაწილა. წყალი დალია, თუმცა ნახევარ საათში მაინც მოკვდა ის ქალი. გადასახლებაში რამდენიმე ჩვენი სოფლელიც გარდაიცვალა, ვერ გაუძლეს იქაურ პირობებს.

ჩვენ დიდი ოჯახი გვქონდა, მამაჩემი ღომიძე იყო, ფარტენაძე ჩემი ქმრის გვარია. იმ სოფლიდან თითქმის ყველა ღომიძე გადაასახლეს. დიდი ქონება არ გვქონია, თუმცა არც ღარიბები გვეთქმოდა. გადასახლების მიზეზი არც ჩვენთვის განუმარტავს ვინმეს. მამაჩემი წერილს წერილზე წერდა სტალინს, გამაგებინეთ რა დავაშავე, ამხელა ოჯახი რომ გადაგვასახლეთო. ბაბუას ძმა თურქეთში წავიდა საცხოვრებლად, არც შემდეგ დაბრუნებულა საქართველოში, შეიძლება ეს გახდა მიზეზი.

საზღვრისპირა მცხოვრებლებს ძალიან გვავიწროვებდნენ. ბევრ ოჯახს შეეხო გადასახლება. ჩვენ ერთად მაინც ვიყავით და შევძელით გავმკლავებოდით სიძნელეებს, მაგრამ ბევრს გაუჭირდა. ზოგიერთს შვილი დარჩა მარტო, ზოგიერთი გადასახლებაში მოკვდა, ზოგიერთს რა გადახდა და ზოგიერთს რა…
არ ვიცი რატომ უნდა მოექცე ასე უდანაშაულო ადამიანებს. ხარ შენთვის, ცხოვრობ მშვიდად, მოგივარდებიან და წაგიყვანენ, ამხელა ტანჯვისთვის გიმეტებენ. ბოროტებაა, აბა რა. ამის გამართლება როგორ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია.

ყაზახეთში მიწით შელესილ ქოხებში შეგვყარეს, არც საწოლი, არც ავეჯი, მიწაზე გვიწევდა წოლა. შემდეგ, როცა მამაჩემმა, მამიდებმა მუშაობა დაიწყეს, ერთი ოთახი დავდგით. მამაჩემმა ძროხა და ქათმებიც იყიდა. ერთი და იქ გაგვიჩნდა გადასახლებაში და დედა ვერ მუშაობდა. სახლში ვიყავით ბავშვებიც. ჩვენს რაიონში ქართველები არ იყვნენ, მამაჩემმა იქაც მძღოლად დაიწყო მუშაობა, თუ ვინმეს გადააწყდებოდა, ყველა სახლში მოჰყავდა. ასე იპოვა ჩვენი ბიძაშვილებიც. ტირილი და სიხარული ერთად იყო ჩვენს ოჯახში. მაშინ გვიკვირდა ბავშვებს, ნეტა, ნათესავების დანახვაზე რატომ ტირიან მშობლებიო.

საჭმელს თავი გავართვით, მაგრამ წყლის გაჭირვება იყო. კილომეტრიდან მოჰქონდათ წყალი, არხებიდან იღებდნენ. ბინძური წყალი იყო, მიკვირს როგორ გადაიტანა ხალხმა ამ წყლის დალევა. ალბათ მაშინ ხალხი უფრო ჯანმრთელი იყო.

გადასახლება დიდი უსამართლობა იყო, ხალხი ხშირად უძლურია ხელისუფლების რეპრესიების გაუმკლავდეს. არ ვაპატიებო იტყვი და რა, მაინც არაფერი იცვლება ჩვენთვის. ამხელა ტკივილი გამოვიარეთ და კომპენსაციაც კი არ მოუცია სახელმწიფოს. ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი, არც მას აქვს რაიმე სოციალური შემწეობა. მტკივა გული, მაგრამ რა“.

ებრაელი მუსიკოსების კონცერტი ბათუმში

 

 

 

 

 

ორკესტრის დირიჟორი მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი ავნერ ბირონია, სოლისტი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი პიანისტი სერგეი ბაბაიანი (აშშ). შესრულდება როგორც მსოფლიო კლასიკოსების, ასევე თანამედროვე ებრაელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. მათ შორის ჩვენი თანაქალაქელის, იოსებ ბარდანაშვილის კომპოზიციები.  იოსებ ბარდანაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა ჩვენს ქალაქს.

 

 

დაგეგმილია ებრაული დელეგაციის მიერ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. მათ შორის – მუზეუმები, დელფინარიუმი, სინაგოგა, საბაგირო და სხვ. სინაგოგაში გაიმართება შეხვედრა ბათუმში მცხოვრები ებრაული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

 

პროექტი ბათუმის მერიის 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის –  „კულტურის განვითარების ხელშეწყობისფარგლებში ხორციელდება.

როდის არის საშიში ცხიმგროვა სხეულზე

ონკოქირურგ თემურ გოგიტიძის განმარტებით, ლიპომა სუფთა ცხიმის დაგროვებაა, რომელიც კაფსულითაა შემოფარგლული, ხელით შეხებისას ცოტათი მკვრივია და მოძრავი. ათერომაში კი ცხიმის გადაგვარებული უჯრედები გროვდება, ამიტომ მასა მასში უფრო თხიერი და რბილია.
ექიმის თქმით, ლიპომა კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.

ლიპომები შესაძლოა გაჩნდეს მუცლის ღრუშიც, თირკმელზე, ღვიძლსა და სხვადასხვა ორგანოში. ასეთი ლიპომა თვალით შეუმჩნეველია, მას გარეგანი გამოვლინებები არ ახასიათებს და ძირითადად სხვადასხვა პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს ვლინდება. თუ ლიპომა შიდა ორგანოებზე იზრდება, პაციენტს აღენიშნება ტკივილი – „კანქვეშა ლიპომა შეიძლება 5 სმ-მდე გაიზარდოს, მაგრამ გარდა კოსმეტიკური ცვლილებისა, არაფერი გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ლიპომა თირკმელზე იზრდება, მან შეიძლება თირკმლების მუშაობაც შეაჩეროს. ათერომები შიდა ორგანოებში არასოდეს გვხვდება“ – ამბობს თემურ გოგიტიძე.

ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშვება და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმის რეგულირების ცვლის მოშლასთანაა დაკავშირებული, ასევე ის შეიძლება სხვადასხვა დაავადების ფონზე განვითარდეს ან/და გენეტიკურად იყოს განპირობებული.

ონკოქირურგის განმარტებით, ლიპომისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანს შეიძლება 10-20 წლის განმავლობაში ჰქონდეს და საფრთხეს არ ქმნიდეს (თუ ზომაში არ იზრდება), ათერომას თითქმის ყოველთვის კვეთენ. ათერომის წარმოქმნის ძირითადი მიზეზია ცხიმის გამომყოფი ჯირკვლის სადინარის დაზიანება, როცა ცხიმის გამომყოფი სადინარი იხშობა, მასში გროვდება ის ცხიმი, რაც გარეთ უნდა გამოყოფილიყო კანის დასატენიანებლად. შესაბამისად, ცხიმით სავსე სადინარი – ათერომა, დაკავშირებულია კანის ზედაპირთან და არსებობს რისკი, რომ ამ სადინრით მასში ინფექცია შეიჭრას. ყველაზე ხშირად ათერომა თავის ქალაზე ვითარდება და მას ტკივილი არ ახასიათებს.

ცხიმოვანი წარმონაქმნების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ძირითადად კეთდება დიდი განაკვეთი და იქედან ცხიმგროვა თავისი კაპსულიანად ამოაქვთ. თუმცა როგორც თემურ გოგიტიძე ამბობს, დიდი განაკვეთი ყოველთვის არ არის აუცილებელი და პატარა (1-2 სმ) ლიპომებს ლიპოსაქციით იღებენ კაფსულიდან. ათერომების ამოკვეთა კი ყოველთვის კაფსულიანად უნდა მოხდეს იმისთვის, რომ იქ ანთების გამომწვევი ქსოვილები არ დარჩეს და ხელახლა არ განვითარდეს.

 

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

„ნიშანი უკვე არის“ – მიხსნის ზვიად მიქელაძე და გასულ წელს დარგულ ნერგზე მწვანე მარცვლებს მაჩვენებს. ის სადემონსტრაციო ნაკვეთის ერთ-ერთი მეპატრონეა. ზვიად მიქელაძემ ამერიკული მოცვის მოსაშენებლად ორ ბიძაშვილთან ერთად კოოპერატივი შექმნა. ეს მათ „კოოპერატივების შესახებ“ ახალი კანონის თანახმად გადასახადებისგან ათავისუფლებს.

მოცვის დარგვამდე მიქელაძეებმა მიწა ლაბორატორიულად გამოიკვლიეს და მისი ვარგისიანობა დაადგინეს. ახალდარგული ნერგები ზამთარში ყინვისგან რომ დაეცვათ, სპეციალური პარკით შეფუთეს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე ნერგების მოსარწყავად დამონტაჟებულია წვეთოვანი სისტემა – ამ ყველაფრისთვის მიქელაძეებს ხარჯები არ გაუწევიათ, მათ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დაეხმარა. პროგრამა საქართველოში სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად.

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოში მოცვის პლანტაციების საცდელი განაშენიანება გასულ წელს დაიწყო. საქართველოს სამ რეგიონში – აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 15 ჰექტარ ფართობზე 10 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, სახეობების მრავალფეროვნება, ადგილობრივ ნიადაგთან შესაბამისობის საშუალებას იძლევა.

მიქელაძეების ოჯახი სოფლის მეურნეობის ახალი დარგის გამოჩენას სოფელში იმედის თვალით უყურებს, იმედი გაუჩნდათ მათ მეზობლებსაც: „სოფლიდან წასვლაზე ვფიქრობდით. ახლა ჩვენც ამ პროექტში ჩართვაზე ვფიქრობთ“.

სოფელი ბუთურაული შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია, ზღვის დონიდან 650 მეტრზე მდებარებს. სოფელში 300 კომლი ცხოვრობს.

გასულ კვირას შუახევის აგროცენტრის გახსნაზე „ადგილზე დამაგრება“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა კიდევ რამდენიმე გამომსვლელმა ახსენა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

შეძლებს თუ არა რეალურად ევროკავშირის წამოწყება ქართული სოფლებისა და ეკონომიკის გადარჩენას? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს. „ENPARD-საქართველო-ს“ მოსალოდნელ შედეგად მცირე ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელის შეწყობაა დასახლებული.

პროექტის თანახმად საქართველოში სურსათის წარმოების მოცულობის ზრდა და სოფლად სიღარიბის დონის შემცირება წარმატების მთავარი ინდიკატორები იქნება.

პროექტის კონსულტანტების ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება, რაც მასზე ფასის გაზრდასაც განაპირობებს.
ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზარზე მოცვი 4 დოლარამდე ღირს. ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი ველური მოცვის ფასი 2 ლარია.
პროექტის აჭარის კოორდინატორის, ლაშა კომახიძის განმარტებით, „პროექტის კონსულტანტები ფერმერებს ყველა ეტაპზე დაეხმარებიან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კი ისინი დაინტერესებულ პირებს ადგილზე წარმოებული მოცვის ექსპორტირებაში შეუწყობენ ხელს.“

მიქელაძეების ნაკვეთი 3000 კვ/მეტრზეა გაშენებული, რაც სულ 1000 ერთეულ ამერიკული მოცვის ნერგს აერთიანებს. სპეციალისტების თქმით, სრულ ნაყოფს მიქელაძეები ოთხი წლის შემდეგ მიიღებენ, გაისად კი მათ ტონა მოსავალი ექნებათ.

სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 40 მილიონი ევროა. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამ წელზეა გაწერილი. წელს მეფუტკრეებს დაეხმარებიან.

მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანია, რომელიც 100-მდე სახეობას აერთიანებს. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი – მთის მოცვი, ლურჯი მოცვი და წითელი მოცვი გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ერთი კი – კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში იზრდება.

მთის მოცვი დაბალი ბუჩქია. საქართველოში სუბალპურ ტყეებში იზრდება, გვხვდება უფრო მაღლაც – დეკიანებში, ბევრია მთა-თუშეთში. წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს, ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმევა ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა.

მედიკოსები მოცვის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ. ნაყოფმა სამკურნალო თვისება მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-70 გრადუს ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.

დაუზუსტებელი სიები-არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე

 

 

 

 

 

ქალბატონო ეკა, წინა არჩევნებთან შედარებით თუ არის ცვლილებები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გაიზარდა ამომრჩევლის რაოდენობა, თუ შემცირდა?

 

 ზუსტი სია ჯერ არ არის ცნობილი, მონაცემები გვექნება ერთ კვირაში და ამის საფუძველზე ბიულეტენების ბეჭდვაც დაიწყება. ბიულეტენებთან ერთად ამომრჩეველთა სიებიც უნდა დაიბეჭდოს და შემდეგ უბნებს მიეწოდოს.

 

 როგორც იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, დაახლოებით 60 ათას მოქალაქეს არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამ მიმართულებით შეიცვალა რამე, რა ინფორმაციას ფლობთ?

 

 60 ათასი ეს ის ჯგუფია, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტრო ამბობს, 25 000-მა ამომრჩეველმა აიღო ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ სამოცი ათასი ამომრჩევლიდან. ვინც არ აიღო, შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.

 

 საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები არასწორი დამისამართების გამო. ასევე, იმ მოქალაქეებსაც ჰქონდათ პრობლემა, ვისაც მშენებარე სახლების გამო რეგისტრაცია შეჩერებული ჰქონდათ დროებით. თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ არის ეს საკითხი მოგვარებული?

 

 დამისამართების საკითხი იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა და მოქალაქეებმა მას უნდა მიმართონ. ჩვენ იმ სიებს ვაქვეყნებთ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვაწვდის. თუ სადმე არის დამისამართების პრობლემა, ეს არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის განხილვის თემა.

 

 ხომ არ არის ცვლილება დამატებით სიებთან ან სპეცუბნებთან დაკავშირებით?

 

 დამატებითი სიები არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება. რაც შეეხება სპეცუბნებს, მათი რაოდენობა შემცირებულია. გამონაკლის შემთხვევებში ოცი სპეცუბანი იქნება ამ არჩევნებისთვის. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნებისთვის არ იგეგმება.

ბათუმში ვარშავიდან 180 ვიზიტორი ჩამოვიდა

„წელს, ტურისტულ სეზონზე ეს იყო პირველი ჩარტერული ფრენა პოლონეთიდან, კერძოდ ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით. წინა წლებთან განსხვავებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაორმაგდა ფრენების რაოდენობა და ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება, შარშან კი კვირაში ერთხელ იყო. სიახლეა ისიც, რომ ფრენები განხორციელდება არა მხოლოდ ვარშავიდან, არამედ პოლონეთის კიდეც ორი ქალაქიდან კატოვიცა-პოზნანიდანაც“- აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელი სოფო გოთუა.

როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა აიღონ ტური საქართველოს ნებისმიერი კუთხის მიმართულებით.

„დახვედრა ტურიზმის დეპარტამენტმა მოუწყო ტურისტებს, გადავეცით ერთჯერადი სასაჩუქრე პაკეტები და ვაჩვენეთ ქართული ფოლკლორული ნიმუშები. ეს არის ჩვენი დეპარტამენტის მოლაპარაკებების და სარეკლამო კამპანიის შედეგი“ – აცხადებს სოფო გოთუა.

ვარშავიდან პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით მესამე წელია ხორციელდება, წელს კი ტურისტულ სეზონზე ფრენების რაოდენობა გაიზარდა.

ფერების სიმბოლიზმი ჩაცმის კულტურაში

 

 

 

 


ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ტანისამოსი, აქსესუარები და ა.შ. არის პიროვნების იდენტობის განმსაზღვრელი?

 

 ყველა ადამიანს აქვს თავისი პიროვნების ინდივიდუალური გაფართოვება, რომლის საშუალებითაც ის საზღვრავს დისტანციას სხვა ადამიანებთან. ზოგიერთს ეს პიროვნული სივრცე აქვს ძალიან ფართო და ასეთ ადამიანებთან როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ კონტაქტში შესვლა რთულია. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პიროვნული სივრცის რკალი უფრო ახლოს აქვთ საკუთარ ფიზიკურ სხეულთან, მათთან მიახლოება და კონტაქტი უფრო იოლია. პიროვნული სივრცის გაფართოებაა ტანსაცმელი: საზღვარი და ჩარჩოა ჩემი პიროვნების, რომლითაც მე სიგნალს მივცემ საზოგადოებას, გარე სამყაროს. მე გაუცნობიერებლად ვამბობ იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ჩემთან მოახლოება. თუ დავაკვირდებით, მკაცრი ჩაცმულობის ადამიანებთან შეიძლება გაგიჭირდეს პირდაპირ კონტაქტში შესვლა.

 

 ესეც სტერეოტიპი ხომ არ არის?

 

 კი, ესეც ერთგვარი სტერეოტიპია და აგიხსნით რატომ. რაღაც პერიოდი ვიკვლევდი ქართულ კულტურაში ტანსაცმლის ფერებს, საქართველოს მთიანეთის მაგალითზე. სტერეოტიპულად ვიცით, რომ გლოვის ფერი შავია, მაგრამ საქართველოს მთიანეთში გლოვის ფერი იყო როგორც თალხი, ასევე თეთრი და იისფერიც. თუმცა, როცა მგლოვიარე ადამიანი ამ ფერს იცვამს, ჩვენ სხვა განწყობები გვიჩნდება. შავებში ჩაცმულ ადამიანების მიმართ კი უფრო მეტი რიდი გვაქვს. როცა ფერს რაღაცის სიმბოლოდ აღვიქვამთ, უკვე სტერეოტიპული ხდება.

 

უცხოელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქართველების ჩაცმულობაში სჭარბობს მუქი ტონი, ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, რა განწყობებს უსვამს ხაზს შავი ფერი?

 

 კვლევის გარეშე რთულია ამის პირდაპირ თქმა. ჩვენ არ ვიცით, რას ამბობდნენ თუნდაც იგივე უცხოელები 1990-იან წლებამდე ქართველების ჩაცმულობაზე. იყო შავი ფერი ასეთივე პოპულარული საქართველოში თუ არა. მაგრამ, ერთი კი არის – ქართველებს გვახასიათებდა გახანგრძლივებული გლოვა. თუმცა, ვერც ამას განვაზოგადებ.

 

შავი ფერი მოდურობას უსვამს ხაზს, თუ შინაგან განწყობას?

 

ესეც სტერეოტიპულია, რომ შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ტონები ითვლება მკაცრი ფერებად. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში იყო, რომ თუ შავი ხავერდის პიჯაკი ან კაბა გეცვა, უკვე გამოპრანჭული და მისაღები იყავი. საქართველოში შავი ფერი იყო რაღაც სტატუსის განმსაზღვრელი. ახლაც ასეა – შავი ჯიპი, შავი სათვალე… რესპექტაბელურობის, სიმდიდრის განმსაზღვრელია.

 

რესპექტაბელურობას მაინცადამაინც შავი ფერი რატომ დაუკავშირდა?

 

 

 ამას შეიძლება ბევრი ახსნა მიეცეს, მაგრამ ფაქტი ერთია – შავი ჯიპი, პიჯაკი და სათვალე ძალიან „ისეთი“ იმიჯია. იყო პერიოდი, როცა შავი ტყავის „კურტკა“, იარაღი და საქმის გარჩევა შავი სამყაროს იმიჯს განსაზღვრავდა.

 

ტყავის შარვალი, მძიმე მაკიაჟი, მეტალის აქსესუარები წლების განმავლობაში ასოცირდებოდა როკმუსიკასთან. თუმცა, დახეული ჯინსები ან რკინის აქსესუარები დღესაც ასოცირდება ურწმუნოებასთან ან უზნეობასთან…

 

 

 კი, სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპი დღემდე არსებობს – არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არ იაზრებენ, რომ ეს ჩვეულებრივ, მასობრივი მოდაა.

 

 ბოლო პერიოდში საქართველოში როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა დაიწყეს ფერადი ტანსაცმლის ტარება. ფერადი ტანსაცმელი, საყურეს ტარება უფრო მამაკაცებისთვის საქართველოში რამდენად უსაფრთხოა?

 

 არსებობს დამოკიდებულება, რომ თუ საყურეს ატარებს კაცი, მწვანე პიჯაკზე წითელი შარვალი აცვია, ჰომოსექსუალია. ამის გამო მათ თავს ესხმიან კიდეც. ეს სტერეოტიპი ჩვენში ბავშვობიდან ზის, რადგან დაბადებიდან გვისაზღვრავენ ფერებს – ბიჭს ცისფერ ტანსაცმელს აცმევენ და გოგოს ვარდისფერს. ფერი გენდერს განსაზღვრავდა ჩვენთან და ასე მოდის ინერციით, რომ მამაკაცს უნდა ეცვას სადად და ქალს უფრო ფერადოვანი.

 

 ხომ არ არის ეს საბჭოთა კულტურის შედეგი – როგორც მახსოვს ქალის სექსუალურობას ან მამაკაცის მასკულინურობას არ უსვამდა ხაზს საბჭოთა მოდა…

 

 არამგონია, – საბჭოთა პერიოდში გავიზარდე და კარგად მახსოვს: საბჭოთა კოლმეურნე თუ მუშა ქალებს ეცვათ ჭრელი და ფერადყვავილებიანი კაბები. იყო მოკლე კაბებიც და წელში გამოყვანილი კაბებიც, ამიტომ მთლად საბჭოთა კულტურის გაგრძელებად ამას ვერ მივიჩნევთ.

 

 ხშირად მსმენია, რომ აგრესიული სტილი არის პროტესტის ერთგვარი ფორმა. არის ეს ასე?

 

მე გამომწვევს უფრო დავარქმევდი ამას, ვიდრე პროტესტს.

 

 გამოწვევა არ არის პროტესტი?

 

 შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ უფრო მეტად ყურადღების მიქცევის ფორმაა, გამორჩეულობის საშუალება.

 

 არის ფერები დაკავშირებული ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან თუ ესეც სტერეოტიპულია, – თუ მუქი გაცვია სულიერი ტკივილები გაქვს, თუ ღია – ბედნიერი, თავდაჯერებული?

 

 ხშირად გარეგნული ფორმა განსაზღვრავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, მაგრამ არც ამის განზოგადება შეიძლება. ესეც ინდივიდუალურია, გააჩნია ადამიანს.

მერობის კანდიდატები ბათუმის მწვანე მომავალზე

 

 

 

 

ბათუმი

 

გიორგი ერმაკოვი (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“): გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარადგენს. ეს ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას. ჩვენ მივუთითეთ, რომ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება მოიცავს მწვანე ზონისა და ეკოლოგიური ზონების კიდევ უფრო ზრდას. მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონების, პარკების კეთილმოწყობა. უნდა გაიზარდოს მწვანე ზოლი. არ უნდა დაგვრჩეს ქალაქში ტერიტორია, სადაც მწვანე საფარი გვაქვს, რომელზეც არ იქნება მრავალწლოვანი და ფოთლოვანი ნარგავები.

 

ქალაქი გახდა მერების შეთანხმების მონაწილე. ჩვენ ამ შეთანხმების რატიფიკაციაც მოვახდინეთ და ავიღეთ ვალდებულება ნახშირორჟანგის შემცირებაზე ქალაქში 2020 წლამდე, დაახლოებით 22 %-ით. ეს გლობალური საკითხია და ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს. უნდა შეიცვალოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ანუ ის უნდა მოვარგოთ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით.

 

ბათუმში გვაქვს ნაგავსაყარი გამწმენდ ნაგებობასთან და გადაგვაქვს სხვა ადგილას, მაგრამ გვრჩება პრობლემად დარჩენილი მასის უტილიზაცია. ვმსჯელობდით სპეციალური შემკრები დანადგარის შეძენაზე, რომლის მეშვეობით ნარჩენებს გადავამუშავებთ, რის შემდგომაც წარმოიქმნება გაზი ან დამატებითი ენერგია ქალაქისთვის.

 

ნუგზარ ჩხაიძე (შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“): ჩემი გეგმა ასეთია: ქალაქში უნდა გაიზარდოს მწვანე საფარი და გაშენდეს ტყე-პარკი. მაგალითად, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადრე მანქანათმშენებელი ქარხანა იყო. ასევე

 

მახვილაურის მეურნეობის მეექვსე ბრიგადაზე, სტეფანოვკაზე უკვე არის მწვანე საფარი. მზა პარკია, რამდენიმე ოჯახი იქნება გამოსაყვანი მხოლოდ. უნდა დამთავრდეს პალმომანია. უნდა გაშენდეს ცაცხვი, კოპიტი, რომელიც ჟანგბადსაც მისცემს ქალაქს და დასვენებისთვის კარგი იქნება. ავკრძალავ ქალაქის ძველ უბნებში მაღლივი სახლების მშენებლობას. გარეუბნებში კი ბატონო, ააშენონ. მოვითხოვ, რომ შემოტანილი ბენზინი იყოს ხარისხიანი. დავაწესებ მუდმივ მონიტორინგს. ასევე უნდა აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს ნაგავს. მე გავწევ რეკომენდაციას, რომ აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა და ეს მოხსნის ყველა პრობლემას.

 

დურმიშხან შაინიძე (საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“): მერმა, როგორც მენეჯერმა, აუცილებლად უნდა შეძლოს სწორად და მიზანმიმართულად დაგეგმარება. ბათუმში გვყავს ბევრი პროფესიონალი და ამ ადამიანებთან ერთად უნდა მოხდეს მომავლის დანახვა. შავ ზღვასთან დაკავშირებით ნაპირგამაგრებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. გვჭირდება ეს ზღვა იყოს ჯანმრთელი. ნარჩენების მართვის კუთხით, საჭიროა პროფესიონალებთან დაჯდომა და მათთან ერთად გადაწყვეტა. ბევრ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ. ატმოსფერულ ჰაერს რაც შეეხება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის რაც შეიძლება მეტი გამწვანება. ზოგადად, ქვეყნის განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა სამრეწველო ობიექტების უფრო მეტი დაცულობა, ჰაერში რომ არ მოხვდეს გამონაბოლქვი და ქიმიური ნაერთები. საჭიროა უფრო მეტი გამწვანება.

 

გიორგი დიასამიძე ( საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)“: დავიწყოთ იმით, რომ არსებული რეკრეაციული ზონები უნდა შევინარჩუნოთ, ეს აუცილებელია, თუნდაც განვითარების პროგრამებს ხელს უშლიდეს. პრიორიტეტი მივანიჭოთ ეზოების გამწვანებას, მიკროზონების სახით რომ შეიქმნას ყველა ეზოში. უნდა გაჩნდეს ახალი სკვერები და პარკები.

 

სერიოზულ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩავატარებ იმისთვის, ბათუმელებმა ქალაქს რომ მოუარონ. მეორე მხრივ, მერობის შემთხვევაში აუცილებლად გადავხედავ იმას, რასაც დღეს სანდასუფთავება აკეთებს. არ არის გამორიცხული სპეციალისტებმა გვითხრან, რომ რაღაც რესურსები მოსამატებელია ამ სამსახურისთვის. რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ზოგადად გეტყვით, რომ ისეთი საშინელი ნაგავსაყარი გვაქვს, დღემდე მიკვირს, ეკოლოგიურ კატასტროფასთან რომ არ გვაქვს საქმე. ეტყობა, ზეციური ძალები გვშველიან. ადგილი იქნება მოსაძებნი, სადაც ახალი ნაგავსაყარი გაჩნდება.
თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო მცდელობა ქალაქი გადაგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ძალიან ბევრი ღონისძიების ჩატარება შეიძლება იმისათვის, რომ ჩვენი წილი მავნე გამონაბოლქვი შევამციროთ. ეს სერიოზული გლობალური პრობლემაა და მარტო ვერ გადავწყვეტთ.

 

თეიმურაზ მიქელაძე (დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი): გაკეთებული კი არის, მაგრამ ბევრი კიდევ გასაკეთებელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მწვანე ზოლების განვითარებას, ხეების დარგვას. რაც შეეხება ეკოლოგიას, პირველ რიგში, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადავიტანთ ნაგავსაყარს. ძალიან ახლოსაა გამწმენდი ნაგებობა ზღვასთან, თან არასწორად გაკეთებული. ასევე ნაპირგამაგრების სამუშაოები უნდა დავიწყოთ მოკლე ვადაში. ტექნიკურად გაუმართავი მანქანები რომ არის ქალაქში, არ უნდა გავუშვათ. ისეთი ღონისძიება უნდა მივიღოთ, რომ მოკლე ვადაში გაასწორონ, თორემ ქალაქში ჩვენ არ გავუშვებთ ასეთს.

 

კულტურა უნდა გავზარდოთ – ხშირად მინახავს ნაგვის ყუთების გვერდით ყრია ნაგავი. უნდა ვიზრუნოთ გამწვანებაზე. არის ქუჩები, სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ამოძირკვეს ნორმალური ხეები. იქ სასწრაფოდ დასარგავია ხეები. ყველგან არის გასაკეთებელი სკვერები. მწვანე ზონები უნდა განვითარდეს.

 

მერაბ ხიმშიაშვილი (ერთიანობის დარბაზი): თუკი ჩემი თანაქალაქელები მხარს დამიჭერენ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ოპერატიულად მოხდეს ჩვენი ხედვის განხორციელება. გამწვანების ზონები იქნება გაზრდილი. ავაშენებთ ნაგავგადამამუშავებელ ქარხანას, რომლითაც ბათუმი ნარჩენებისგან გათავისუფლდება.

 

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ავტომანქანებთან დაკავშირებით ძალაში შედის ახალი მოთხოვნები, ტექდათვალიერების პარამეტრები იზრდება. ნელ-ნელა უნდა განახლდეს ავტომანქანების პარკი.

 

გოჩა გუგუნავა (სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა): მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენი პროგრამა ყოფილიყო ინოვაციებზე ორიენტირებული. თუმცა ეკოლოგიის თემას პროგრამაში ცალკე თემად არ განვიხილავთ. ჩვენთვის ეკოლოგია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი აქცენტების გარეშე იგულისხმება. მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონის შენარჩუნება და გაზრდა, რომელიც ჩვენს ქალაქში, წლების მანძილზე, სისტემატურად ირღვეოდა ახალი მშენებლობების გამო. გადასახედია საკონტრაქტო ვალდებულებები ამ თემაზე. ბათუმი უნდა იყოს მწვანე ქალაქი ჯანსაღი ინფრასტრუქტურით.

 

აუცილებლად უნდა აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც მუნიციპალური საწარმოს სახით იქნება წარმოდგენილი. თუკი ახალი ტექნოლოგიით აშენდება, გამოყოფს ენერგიას, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს. აუცილებელია შემოწმდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა: ჰაერის, წყლის, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქრო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. უნდა მოიწვიო სპეციალისტები და მათთან ერთად დაგეგმო.

 

ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია): სიმართლე გითხრათ, ბათუმში გარემოს დაცვის კუთხით ვერ ვხედავ კატასტროფულ მდგომარეობას. ვფიქრობ, ამ კუთხით უფრო ბევრი ფული იხარჯება, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე. ბათუმში ისეთი ხელშემშლელი პირობები არ არის და ისეთი პროექტები არ ხორციელდება, რომ პრობლემები ჰქონდეს ქალაქს. ყოველ შემთხვევაში, არ შემიმჩნევია. შიგნით, ქალაქში, სკვერები რომ უნდა მოეწყოს, მრავალწლოვანი ხეები არ უნდა გავჩეხოთ და ხელი უნდა შევუწყოთ მარადმწვანე მცენარეებით განაშენიანებას, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ჩემი პოლიტიკური ნება იქნება, გამწვანების სამსახურმა ყველა ღონე იხმაროს, რომ ქალაქს გამწვანების პრობლემა არ ჰქონდეს. არ უნდა გაიჩეხოს ხეები კაფე-ბარის გაკეთების გამო.

 

ნარჩენების მართვის კუთხით პროგრამაში მიწერია, რომ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებით ნაგავგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას ქალაქგარეთ.
ჰაერის გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს გავაკეთებ. რა აბინძურებს ქალაქში ჰაერს? – ის, რომ ავტომობილები მოძრაობენ, ამას მე ვერ ავკრძალავ. ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ის არის, რომ სარეკრეაციო ზონები უნდა შეიქმნას.

 

მურმან ბერიძე (ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია): ჩემი მერობის შემთხვევაში დავიწყებ ქალაქის გამწვანებას. კონკრეტულად მოვიწვევ ქალაქში არსებულ სპეციალისტებს, მათ აზრს გავითვალისწინებ, რათა ის უმსგავსობა, რაც ახლა არის, გამოსწორდეს. ნარჩენების მართვის კუთხით განსახორციელებელია მთელი რიგი პროექტები, რაც მოაწესრიგებს ქალაქის ნარჩენებისგან ეფექტურად გასუფთავებას. აუცილებელია აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა.

 

უნდა შევიმუშაოთ სტანდარტები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ეკოლოგიურად დაბინძურების საქმიანობა იქნება შეზღუდული და ობიექტების მეპატრონეებს მივცემთ გარკვეულ ვადას, რომ ასეთი ობიექტები დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით გაიტანონ. 

 

ალექსანდრე თევზაძე (საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“): როცა ერთ კონკრეტულ მიმართულებას ეხება საქმე, ჩართული უნდა იყვნენ როგორც ეკოლოგები, ასევე სხვა სპეციალობის პროფესიონალები და ერთად უნდა გადავწყვიტოთ საკითხი.
არავინ მინდა მოვატყუო. როცა ამბობენ, რომ კონკრეტულად გადავჭრითო პრობლემას, ერთ ადამიანს არასდროს არ აქვს პასუხი. არავის გულის მოგებას არ ვაპირებ. ეს არის პროფესიონალი ხალხის გადასაწყვეტი. მოსახლეობას აქვს პრობლემები, ნაგავსაყარები, შავი ზღვის პრობლემა, დაბინძურება, ხე-ტყესთან დამოკიდებულება. ეს თემები ერთად არის განსახილველი. მერის მოვალეობაა, შექმნას ის გარემო, სადაც სპეციალისტები იმსჯელებენ ამაზე და შეიმუშავებენ პოლიტიკას, სტრატეგიას, თუ რა გვჭირდება და რას უნდა მივაღწიოთ. წინასაარჩევნოდ გულის მოსაგებად მოვერიდები ხმამაღალ განცხადებებს.

 

დავით დიასამიძე (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები): ბოლო წლებში ბათუმს არ აქვს ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების, ლანდშაფტური განვითარების გეგმა. თუ მე ამირჩია მოსახლეობამ, პირველი ჩემი მიზანი, საიდანაც დავიწყებ ის იქნება, რომ მივხედავ ეკოლოგიურ საკითხებს.

 

თუ არ მოწესრიგდა ის ქაოტური მშენებლობები, თუ სეგმენტურად არ დალაგდა, ბათუმის განვითარებას ვერ მივაღწევთ. ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქი მიიყვანა იმ დონემდე, რომ მაღალსართულიანი სახლების მშენებლობამ შეცვალა ბათუმის ეკოლოგია, მისი სანაპირო ზოლი. ქალაქში სახლები უნდა აშენდეს არა ზღვის პარალელურად, არამედ მის პერპენდიკულარულად. რაც არ უნდა მაღალი შენობა იყოს, ჰაერი იმოძრავებს. ეს არის მომავალი სიტყვა. რაც შეიძლება მეტი მშენებლობა უნდა დავიწყოთ ჭაობის მხრიდან. ნარჩენების კუთხით აუცილებელია აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა.

მერიის ზედამხედველობის საპასუხო განცხადება ნაციონალურ მოძრაობას

 

 

 

გოჩა ძნელაძის თქმით, ზედამხედველობის სამსახური საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილებით ხელმძღვანელობს და გიორგი კირთაძის განცხადება, რომ ზოგიერთი პარტია პრივილეგიით სარგებლობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

“მინდა ისევ აღვნიშნო, რომ ეს არ არის ჯარიმა, ეს არის სამართალდარღვევათა ოქმი, რომელსაც შემდგომში საქალაქო სასამართლო განიხილავს” – განაცხადა მან. 

 

გოჩა ძნელაძის ინფორმაციით პლაკატების გაკვრა ღობეებზე, რომლებითაც მშენებარე ობიექტებია შემოსაზღვრული, დასაშვებია მხოლოდ გარკვეულ ზონებში. ეს კონკრეტული ზონები და ქუჩები გაწერილია დადგენილებაში.

 

გარდა ამისა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საარჩევნო პლაკატების კანონდარღვევით გაკვრაზე მხოლოდ ერთჯერ არის დაჯარიმებული – “ქართული ოცნებაზე ოთხი ასეთი სამართალდარღვევა ფიქსირდება” – განაცხადა გოჩა ძნელაძემ. 

გურამ ქობულაძეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუჩერდა

 

დეპუტატის დაკავების გამო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების საკითხის შეჩერებას, საკრებულოს 19 დეპუტატიდან დამსწრე ათმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


შეგახსენებთ, რომ გურამ ქობულაძე ქრთამის აღების ბრალდებით 31 მაისს დააკავეს.


გურამ ქობულაძეს, ქედის საკრებულოში, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო და მიწისსაკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.


ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ მოადგილის დანიშვნას არ აპირებს, გურამ ქობულაძის მოვალეობებს კომისიის მოადგილები შეასრულებენ.


შვიდი დღის განმავლობაში სხდომის ჩატარების უფლება გვქონდა. დღეს კენჭი ვუყარეთ უფლებამოსილების შეჩერებას. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება კი დაკავების დღიდან შეუჩერდა, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, კანონის შესაბამისად, მას კომპენსაცია დაუბრუნდება.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, არ ვაპირებ მოადგილის დანიშვნას. აღნიშნული კომისიების თავმჯდომარის მოავალეობას, კომისიების მოადგილეები შესარულებენ“ – აცხადებს ბადრი დიასამიძე.

 

 

„ჩემი ბებიის ქორწილი“ ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

გამოფენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ქორწილის სამი ძირითადი ასპექტი:

1. საქორწინო ფოტო,

2. ქორწილის მოსაწვევი,

3. საქორწინო კაბა (თუ შესაძლებელია აქსესუარებთან ერთად).


სავალდებულოა, რომ მონაწილემ მასალასთან (ფოტო, მოსაწვევი, კაბა და ა.შ.) ერთად პროექტის კურატორებს წარუდგინოს მოკლე ისტორია, სადაც მოცემული უნდა იყოს ფოტოს, მოსაწვევის ან კაბის ისტორია.


მასალების მიღება იწარმოებს 17 მაისამდე, ყოველდღე გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა, 11– დან 18 საათამდე.

მისამართი: თამარის დასახლება, ლესელიძის ქ. #3.

თამარი: 577299947; თემური: 577299960; ელ–ფოსტა: tunadze@gmail.com.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით

 

 

 

ბათუმის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, მათ 10 000 ლარამდე ჯარიმა აქვთ გადასახდელი, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და მერიის ზედამხედველობის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

 

“ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთხელ არის დაჯარიმებული. ჩვენ მოვაგროვეთ რამდენიმე ფოტო, სადაც გადაღებულია ქართული ოცნების პლაკატები, რომლებიც უშუალოდ სახლების ფასადებზეა მიკრული”, – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელმაც აღნიშნული ფოტომასალა ჟურნალისტებს წარუდგინა.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხიხაძირის თემში

 

სამედიცინო აქცია 12:00 საათზე დაიწყება. პაციენტების მიღება ხიხაძირის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში იწარმოებს. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს “ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს “ ექიმები გაუწევენ.

 

სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია კარდიოლოგით, ნევროლოგით, ნეიროქირურგით, ქირურგით, თერაპევტით და ექოსკოპისტით.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა. 

ბათუმში აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ჩამონგრევის მომენტში აივანზე სამი ადამიანი, იოსებ ბოლქვაძე, მისი მეუღლე – ეკატერინე დოლიძე და ნათესავი – იზო ბოლქვაძე იმყოფებოდა. ქალები დაიღუპნენ, მამაკაცი კი მე-8 სართულის აივანზე დავარდა. ამ წუთებში ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშა გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგნგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები, დარჩენილი აივნის ნაწილის ჩამოსახსნელად – “ეს ძველი, სტანდარტული ტიპის აივანია და იმას თუ რამ გამოიწვია მისი მოწყვეტა, გამოძიება დაადგენს”– ამბობს ის.

შს სამინისტროს პრესსამსახურის  ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ) მიმდინარეობს.

იმავე კორპუსის, სხვა აივნები:

სტიქია გურიაში

 

 როგორც “ბათუმელებს” აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილი. 

 

“ახლა მივდივართ  ოზურგეთისაკენ. როგორც ვატყობ სტიქია მასშტაბურია.  მთელს გზაზე არის ხეები წაქცეული.  ნელ-ნელა ვწმენდთ გზას. დილამდე დავრჩებით და მოსახლეობას თუ კი რაიმე დასჭირდება, დავეხმარებით,” – განაცხადა მამუკა თურმანიძემ. 

 

 

Exit mobile version