საკრუიზო ხომალდებს მომსახურებას ტურისტული კომპანია აჭარა ტური უწევს. დღის მანძილზე უცხოელი ტურისტები ბათუმის მთავარ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, გაეცნობიან ქართულ სამზარეულოს და ფოლკლორს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 13 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 5700-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში(იანვრიდან 14 აგვისტომდე) აჭარაში 5 გემი იყო შემუსული 828 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა 69%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი.
კენჭისყრამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კონგრესს აჭარის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
„ყველა ბათუმელს, ყველა ქართველს ვულოცავ გამარჯვებას. მეამაყება, რომ ჩვენს ქალაქს ასეთი დიდი პატივი ხვდა წილად და 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო მზადაა მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად და ხმათა უმრავლესობით გავიმარჯვეთ. ეს ჩვენი რეგიონისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც არა მარტო ჭადრაკის, არამედ ქვეყნის და რეგიონის ისტორიაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება“, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
2018 წლის ჭადრაკის ოლიმპიადის ბიუჯეტი 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 1.6 მილიონი დოლარით სტუმრების მგზავრობა დაფინანსდება, ხოლო 800 000 დოლარი ფედერაციების განვითარების ხელშეწყობისთვის გამოიყოფა.
ბათუმი არაერთხელ ყოფილა ჭადრაკის ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების მასპინძელი. ბათუმში არის ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი, ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალთა შორის, პირველი ინტერკონტინენტალური მატჩი ევროპასა და აზიას შორის, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში, ახალგაზრდული ჩემპიონატი, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი.
სემინარს კატერინა რადჩენკო უძღვება, რომელმაც მსგავსი სახელმძღვანელო ოდესისთვის უკვე გააკეთა. სემინარის ჩატარების ინიციატორი „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეა“, რომლისთვისაც ეს პირველი პროექტია. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ, „ბიაფის“ მიერ განხორციელებულ ტრენინგზე გაჩნდა.
კატერინა რადჩენკო
„ეს იქნება ქალაქის რუკა, რომელიც იქნება განსხვავებული, იქნება თანამედროვეობასთან და არტ ხელოვნებასთან დაკავშირებული. შევა ის ობიექტები, სივრცეები რაც სტანდარტულად არ შედის ხოლმე ჩვეულებრივ რუკებში,“ – ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ხელმძღვანელი ირაკლი ძნელაძე.
„ჯერ რა ობიექტები შევა სახელმძღვანელოში შეჯერებული არ ვართ. არ არსებობს მონახაზი, ეს არის წმინდა გემოვნების საკითხი. მე მაგალითად მინდა შევიდეს ბათუმის ლუდის ქარხანა. საბოლოოდ თვითონ მონაწილეები მოიძიებენ, გადაიღებენ, შეარჩევენ და შემდეგ შეგროვებული მასალის რედაქტირება მოხდება ჯგუფურად,“ – ამბობს „ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ პიარ-მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი.
სემინარზე ოთხი დღის მანძილზე შემუშავდება ბათუმის წარმოჩენის ახალი მექანიზმები, დაიწყება შემოქმედებითი მასალის შეგროვება და ბათუმის ალტერნატიული სახელმძღვანელოს ძირითადი კონცეფციის შემუშავება. სახელმძღვანელო სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში გამოიცემა.
ბათუმის ბულვარი დანაგვიანების გამო გაზრდილი ჯარიმების სტატისტიკის პარალელურად სოციალური კლიპითაც აპირებს საზოგადოების გაფრთხილებას. გიორგი ზირაქაშვილი, ბათუმის ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ რეკლამის აჭარის ტელევიზიის ეთერში გაშვებას გეგმავენ. იგი იმედოვნებს, რომ ვიდეორგოლი იმუშავებს.
„ერთი მხარეა ჯარიმა და მეორეა ადამიანების შეგნება. ელემენტარულად, სკამზე ზის ადამიანი, გვერდით ურნა უდგას და ამ ურნაში კი არ აგდებს ნაგავს, იქვე ტოვებს, სკამზე ან ძირში ყრის. რა ჯარიმაც უნდა დაუწერო ადამიანს, მარტო ჯარიმით ამის გამოსწორება არ შეიძლება. ბულვარში სანდასუფთავება მუშაობს ინტენსიურად, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან, ვერ უმკლავდებიან.
კომპლექსური მუშაობაა საჭირო, მარტო სახელმწიფო ამას ვერ მოაგვარებს“, – ამბობს ის.
ჯარიმებს ეფექტურად მიიჩნევს ზვიად ელიზიანი, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: „ჩემი აზრით, ჯარიმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც შეიძლება ერთგვარი პრევენციული ზომა აღმოჩნდეს. მთავარია, გარკვეული სისტემა იქნეს შემუშავებული, მისი რეალობაში გადატანის. თუ მაგალითად, ეს მკაცრად გაკონტროლდება და ვინც ყრის ნაგავს, დაჯარიმდება, მე ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამას კარგი შედეგები ექნება. ღვედებზე რომ შემოიღეს ჯარიმები, ხომ იმუშავა?! იგივე ეფექტი ექნება ამასაც, მთავარია, ეს კარგად იყოს გაკონტროლებული და არ იყოს შერჩევითი მომენტი, რომ ვიღაცას გამოუწერეს ჯარიმა, ვიღაცას – არა“.
„არ წერენ ჯარიმებს. იგივე პატრულს, რომელმაც ჯარიმა უნდა გამოწეროს, მასაც არა აქვს საჭირო განათლება და იგი არ გამოწერს ჯარიმას. მისთვის რელევანტური არ არის, რომ 50 ლარი გამოწეროს ნაგვის დაყრისთვის,“ – ამბობს ირა ჭელიძე. იგი რამდენიმე წელია ზაფხულში აჭარაში, კვარიათში ისვენებს და ამბობს, რომ პლაჟის სისუფთავის მხრივ მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება. შარშან ირამ საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა და ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურსაც დაუკავშირდა, რადგან ზღვაში, ფაქტობრივად, ნაგვის ბუნკერი იყო ჩაცლილი. „იგივე ხდება წელსაც. ნაგავი, პამპერსი და ასეთი საშინელებები ყველგან მინახავს სანაპიროზე, როცა სეზონის პიკია. და ეს სიტუაცია მთელ საქართველოშია, ყველგან დანაგვიანებულია ტერიტორია. ბაზალეთის ტბაზე, მაგალითად, ხდება ეკოლოგიური კატასტროფა,“ – ამბობს ირა.
ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსის, დავით ასამბაძის თქმით, ამჟამად სანაპირო ზოლის დასუფთავებაზე 70–მდე ადამიანი მუშაობს, ქალაქს კი ზაფხულში დღეში სამ-ოთხჯერ ასუფთავებენ, მაშინ როცა ზამთარში ქალაქის დასუფთავება დღეში ორჯერ ხდება.
ბაზალეთი. ფოტოს წყარო: forum.ge
ნაგავი განსაკუთრებით თვალშისაცემი ტურისტულ ადგილებშია. ბოლო ორი კვირის მანძილზე სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა ჩარგალში „ვაჟაობის“ და ბეშუმში „შუამთობის“ შემდეგ გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც სახალხო დღესასწაულებისას დანაგვიანებული ადგილებია გადაღებული. ამ თემაზე არაერთი მოსაზრება დაიწერა.
როგორ აგვარებენ პრობლემას ბეშუმში, რომელიც აჭარაში ყველაზე პოპულარული მთის კურორტია? „ბეშუმის“ დირექტორი ვაჟა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათთან ამ დროსთვის 20 დიდი და 20 შედარებით მომცრო, პლასტმასის ურნაა. მისი თქმით, ნაგავი კურორტიდან ბათუმიდან ასულ მანქანას გააქვს. მოსახლეობის მხრიდან კურორტის დანაგვიანებაზე ვაჟა ზოიძეც საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაჯარიმების შემთხვევა არ ყოფილა, რადგან მათ ამის კომპეტენცია არა აქვთ. „სიტყვიერად ვაფრთხილებთ, ალბათ აუცილებელია გამაფრთხილებელი აბრები, უნდა გაკეთდეს“, – ამბობს ის.
ქვათახევი. წყარო: ფეისბუქგვერდი სუფთა საქართველო
აქვს თუ არა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას, რომელიც ქვეყანაში ტურისტული პოლიტიკის მთავარი სტრატეგია, კონკრეტული გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი თამარ ჯაკონია ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცდილობს ამ კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას: „თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მხრივ არ არის პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ორგანო. ეს უნდა გააკეთონ სხვა ინსტიტუტებმა, რომელთა კომპეტენციაშიც შედის დასუფთავება. ჩვენ, ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვცდილობთ რაღაც ზეგავლენა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით დასუფთავების აქციებს ვახორციელებთ, ვაწყობთ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ აქციებს, სპეციალურად არის გამოყოფილი შაბათი დღე, როცა ჩვენი თანამშრომლები და მოხალისეები იღებენ მონაწილეობას. თუმცა ასეთი ერთჯერადი აქციები არ არის საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. გარემოს დაცვასთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლაპარაკება და ისინი ყოველთვის გვეხმარებიან. არ ვერევით მათი სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განსაზღვრაში, თუმცა ყოველთვის ვთანამშრომლობთ,“ – ამბობს თამარი.
„ერთჯერადი აქციები გამოსავალი არ არის“, ასე ფიქრობს ციალა ქათამიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი ამბობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი. „აქტიურმა მოქალაქეებმა უნდა მოსთხოვონ შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს კონკრეტული უბნების დასუფთავება. შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაკეთდეს ასეთი აქცია და ეს იქნება საჩვენებელი მაგალითი საზოგადოებისთვის, რომ ახალგაზრდები, ცნობადი სახეები მათ დაყრილ ნაგავს ასუფთავებენ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების როლი არის ის, რომ ერთი – უნდა მოვთხოვოთ შესაბამის უწყებებს ამაზე ზრუნვა, რადგან ბიუჯეტის ფული იხარჯება ამაში და მეორე – საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ ირგვლივ გარემოს, ქუჩის, ეზოს მოვლა არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობა“, – ამბობს ციალა.
სიონი
საგანმანათლებლო კურსის აუცილებლობაზე საუბრობს ირა ჭელიძეც. „ეს უნდა იყოს აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო კურსი სკოლებში. მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა დავყაროთ ნაგავი, რომ ეს არაესთეტიკურია, არამედ იმიტომ, რომ ამას მოყვება დაავადებები. ბავშვს, რომელიც ზის ნაგავში, შეიძლება დაემართოს დიზენტერია, ეს არის ეპიდემიის კერა. სკოლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვაგვარად აზრი არა აქვს, ბავშვებმა უნდა ისწავლონ და მერე ბავშვები ასწავლიან მშობლებს, ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე“, – ამბობს ირა.
იგი ამბობს, რომ ეს პრობლემა პირდაპირ აისახება ტურიზმზე და მისგან მიღებულ შემოსავალზე, რადგან ნაგავი პლაჟზე, პარკში და ველურ ბუნებაში ტურისტს საქართველოში ხელახლა ჩამოსვლის სტიმულს უკარგავს. „გარდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებისა, რადგან ძირითადად, იქაც იგივე მდგომარეობაა“, – ამბობს ირა.
ამ პრობლემას გარკვეულწილად საბჭოთა ცნობიერებას ციალა ქათამიძეც უკავშირებს: „სამწუხაროდ, საბჭოთა ცნობიერებამ დიდი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას. სახელმწიფო არ ითვლებოდა საკუთრებად, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ვიღაცას მათ ნაცვლად. ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს უფლებები და მოვალეობები, როგორც მოქალაქეებს“.
ბუდაპეშტში სუპერმარკეტების წინ ყუთებით ეწყო პროდუქცია: კვერცხი, ხილი, ბოსტნეული, ძეხვეული… მოქალაქეები მიდიოდნენ, რამდენიმე ცალს ირჩევდნენ, ჩანთაში აწყობდნენ და მიჰქონდათ.
გიდს შევეკითხე, თანხას რატომ არ იხდიან-მეთქი? ეს პროდუქტი სოფლიდან ჩამოიტანეს ფერმერებმა და ხალხს ურიგებენო, – მიპასუხა.
– სუპერმარკეტი ნებას აძლევს? – ისევ დავინტერესდი.
– ესენი მათი კონკურენტები და კლიენტები არ არიან, პირიქით – ისინიც ამატებენ სანოვაგესო.
კვირას კათოლიკურ ეკლესიაში წავედით წირვაზე. გარეთ გამოსვლისას აქაც ყუთებით დაწყობილი პურ-ფუნთუშეული დავინახე, მონასტრებსა და ეკლესიების მიერ დამზადებული. გიდს ვუთხარი: თქვენ უკვე აგიშენებიათ კომუნიზმი-მეთქი.
გული მეწურება, როცა ყოველი მოსავლის აღების დროს საქართველოში ათასობით ტონა ხილი იყრება, იჩეხება ხეები, იყრება პროდუქტი… რა მოხდება ხალხს, საავადმყოფოებს დაურიგონ, გადაყრას და ვიტამინების განადგურებას არ ჯობია?
ტრანსპორტირების საშუალება თუ არ აქვთ, დაუკავშირდნენ ჟურნალისტებს, ამ გზით ბევრი ადამიანი გაიგებს და შეიძლება ვინმეს მოუნდეს გადასაყრელად განწირული ვიტამინების ადამიანებამდე მიტანის სურვილი.
ჯერ არ მახსოვს რომელიმე ახლობელს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ჩემი კუთვნილი, მაგრამ ახლა უკვე მათ მიერ მისაკუთრებული ნაკვეთებიდანაც კი, ოდესმე გამოეგზავნოთ ხილი ან ციტრუსი. ყოველთვის მაღაზიაში ვყიდულობ. ერთადერთი მარინა მანელიშვილი, რომელსაც სოფლად რამდენიმე ციტრუსის ხე აქვს და ნობათს ყოველ ახალ წელზე მიგზავნის.
ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზა სიკეთეა. ადამიანი ხელცარიელი მოდის და ხელცარიელი ბრუნდება. ცხოვრებაში მთავარია ურთიერთობა, თანაგრძნობა და სიყვარული.
ახლა საქართველოში ძალიან ბევრი ხილი ანუ ვიტამინია. იქნებ ნუ გადავყრით ნაგავში ამ ყველაფერს, რადგან ბევრი ადამიანი სწორედ ნაგავში ეძებს ყოველდღიურ საჭმელს.
მსოფლიო ჩემპიონატი რთული შეჯიბრია. ყველა მოწინააღმდეგე კარგად არის მომზადებული. საქართველოს ნაკრების წევრებმა ინტენსიური შეკრებები გავიარეთ და კარგად მოვემზადეთ. ყველა მობილიზებული ვიყავით და გადაწყვეტილი გვქონდა მაგრად გვეჭიდავა. პირველ დღეს გელა ბოლქვაძემ იჭიდავა და მესამე ადგილი დავიკავეთ. მეორე დღეს ოთხი მოჭიდავე გავედით. აქედან სამს შედეგი გვქონდა.
პირველ შეხვედრაში მონღოლს მოვუგე დამაჯერებლად. მეტოქე ძლიერი შემხვდა. მეორე შეხვედრაზე ჩინელი დავამარცხე, მესამეზე – თურქ მოჭიდავეს შევხვდი. მას მსაჯი ეხმარებოდა, მაგრამ შევძელი და მოვუგე. მეოთხე შეხვედრაზე უნგრელ მოჭიდავეს ვძლიე და ფინალში აზერბაიჯანელთან გავიმარჯვე.
კარგად ვიყავი მომზადებული, რაც ტრენერების დამსახურებაა. ჩემი პირადი მწვრთნელი ავთანდილ აბულაძეა, ის ჩემი პირველი მასწავლებელიცაა. მეორე ტრენერი თბილისში ვაჟა კრევეიშვილია. ამჟამად, ძირითადად, თბილისში, „ფალავანდთა“ კლუბში ვვარჯიშობ.
როდისდაიწყეჭიდაობა?
ჭიდაობა 2000 წელს, პირველი კლასიდან ხულოში, ავთანდილ აბულაძესთან დავიწყე და უკვე მეთოთხმეტე წელია ვვარჯიშობ. კარგად გამომდიოდა ჭიდაობა, ხშირად ვიგებდი შეჯიბრებებს. ჭიდაობაზე მამამ მიმიყვანა. ის დამყვებოდა ყველა შეჯიბრებაზე და მხარში მედგა.
კი. 2013 წელში ბულგარეთში, სოფიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავედი. წელს ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, ჩემპიონობა მინდოდა და სხვა არაფერი.
უნდა იყო შენ თავში დარწმუნებული, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდები. წაგებაზე არ უნდა იფიქრო, მობილიზებული უნდა იყო და თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოგებაზე იფიქრო.
რაგეგმებიგაქვს?
მე დავასრულე ახალგაზრდულ კატეგორიაში ასპარეზობა. უახლოეს მომავალში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ვფიქრობ, ოლიმპიადაში მონაწილეობასაც, რომელიც 2016 წელს ბრაზილიაში ჩატარდება. ამისთვის უნდა მოვემზადო.
ტრომსოში 11 აგვისტოს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა და ამ პოსტზე ბულგარელი სილვიო დანაილოვი შეცვალა. ტრომსოში ასევე იმყოფება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი.
ნორვეგიის ქალაქი ტრომსო 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 1-დან 14 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს. მასში 174 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და საერთო ჯამში 3000 მონაწილე ასპარეზობს. ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებიც მონაწილეობს. ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში 100 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალყურს.
ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი
დაახლოებით 10 წუთში ჩვენი თანმხლები ბავშვებიც შემომიერთდნენ – და 10 მეტრის რადიუსი მოვაწესრიგეთ. რადგან არც ხელთათმანი გვქონდა და არც დაყრილ ნაგავზე ხელის მოკიდების სურვილი, ყველაფერს ფეხებით ან ჩხირებით ვაგროვებდით და საკმაოდ შრომატევადი საქმე გამოდგა.
ჩვენ მარცხნივ, ახლოს მსხდომი წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ცელოფნებისა და ნაგვის გარემოცვაში პაუზებით კოცნიდნენ, ჩვენმა „შაბათობამ“ გააღიზიანა. 20 მეტრით დაგვშორდნენ და ისევ ერთმანეთით დაკავდნენ.
ზუსტად 12 საათისთვის ჩვენგან მოშორებით, ასევე მარცხნივ ფეიერვერკი ისროლეს. სასწრაფოდ ავკრიფე 112-ის ნომერი. მორიგე ქალმა აიღო ყურმილი. ვუთხარი, რომ სანაპიროზე ისროლეს ფეიერვერკი, ანუ დაირღვა ბათუმის მერიის დადგენილება და იქნება რეაგირება მოახდინოთ-მეთქი. ხმა ჩამეკითხა, თუ რას ვითხოვდი.
ისევ გავიმეორე.
ახლა ჯგუფი რომ გამოვუშვა, თუ მისცემთ ახსნა-განმარტებასო – მკითხა. ვუპასუხე – როგორ არა, მაგრამ მათაც იმას ვეტყვი, ახლა რასაც თქვენ გეუბნებით. ადამიანების იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, რადგან ფეიერვერკი ჩემგან 150 მეტრის მოშორებით ისროლეს და თანაც ღამეა-მეთქი.
პოლიციელმა მითხრა, რომ დავლოდებოდი. სამწუთიანი ლოდინის შემდეგ ხმა დამიბრუნდა და უფრო მკაცრად მკითხა – თქვენი სახელი და გვარი ქალბატონო – ვუთხარი თუ არა, ეგრევე დამიკიდა ყურმილი.
ასე, რეაგირების გარეშე დარჩა ჩემი პირველი კონტაქტი 112-თან.
ვინც მე მახლდა ყველა ხმადაბლა ფხუკუნებდა, სიცილს იკავებდნენ. ცხადია, ჩემზე ეცინებოდათ. მე არ ვიყავი სიცილის ხასიათზე, მაგრამ ვცადე არ შეემჩნიათ.
ამასობაში მივიხედე და რას ვხედავ, ჩვენგან მარჯვნივ მსხდომი კაცები და ქალები აღარსად არიან, მაგრამ ერთი მთა ნაგავი მათაც დაუტოვებიათ. პოლიეთილენის პარკები, ლუდის ბოთლები, კიდევ რა არა.
მაშინ წასულიყვნენ, როცა მე პოლიციელ ქალს ფეიერვერკზე ველაპარაკებოდი. კიდევ კარგი, ვერ შევნიშნე ისე წავიდნენ. აუცილებლად ვეტყოდი, რომ თავიანთი ნაგავი თან წაეღოთ. ისინი ალბათ კარგს არაფერს მეტყოდნენ. მოკლედ, არ ვიცი.
ნაგვის დაყრაზე ერთი ნამდვილი ამბავი ვიცი – შარშან ჩემმა თანამშრომელმა „ჩაიდინა“. სულ მინდოდა ეს ამბავი ბევრი ადამიანისთვის მომეყოლა და ბარემ ამ ამბით დავასრულებ – მოკლედ, ჩემმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ ტაქსის მძღოლმა მანქანის შუშა ჩამოწია და მანდარინის ნარჩენები ქუჩაში გადმოყარა. ჩემი თანამშრომელი მივიდა და უთხრა ტაქსის მძღოლს, რომ თუ არ აიღებდა დაყრილ ნაგავს, დაჯარიმდებოდა. მუქარამ გაჭრა – მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და თავისივე დაყრილი ნაგავი აიღო.
ვფიქრობ, ტენდერი რომ გამოცხადდა, კარგია. თავიდან მერიას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც არავინ მიიღო მონაწილეობა და ჩავარდა. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს სატენდერო დოკუმენტაცია და გვაინტერესებს, თუ როგორ ჩამოაყალიბეს იგი. როგორც ვიცი, სატენდერო წინადადებაში პირველი კომპონენტი იყო მოსახლეობის კვლევა, უნდა გამოეკვლიათ დამოკიდებულება ბათუმისადმი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ჩაედოთ ამ წინადადებაში ერთ-ერთ კომპონენტად ის, რომ შემსრულებელ კომპანია „ACT“-ს გამოეცხადებინა კონკურსი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით. მართალია, მათ ჰყავთ თავიანთი დიზაინერები და შემოქმედებითი ჯგუფი, მაგრამ კარგი იქნებოდა უფრო ფართო წრისათვის მიეწვდინათ ხმა იმის შესახებ, რომ ბათუმისთვის ახალი ლოგო იქმნებოდა და მეტი დიზაინერისთვის მიეცათ საშუალება, შეექმნათ თავიანთი ვერსიები. ბევრმა დიზაინერმა არ იცოდა, რომ ბათუმის ლოგოზე მიმდინარეობდა მუშაობა, ალბათ ასეთ შემთხვევაში უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვექნებოდა და არა მხოლოდ სამი ვერსია.
ძირითადი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ არ იყო არჩევანის საშუალება.
მართალია, საზოგადოებრივი გამოკითხვა სრულად ვერ მოიცავს მთელ ქალაქს, მაგრამ ცალკე საკითხია, რამდენად რეპრეზენტაბელური იყო ეს გამოკითხვა იმ პირობებში, როცა ახალშემოერთებულ ტერიტორიებს ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ამის მიუხედავად, ვფიქრობ 0.1% ფოკუსჯგუფის მონაწილეობაც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოების აზრი დაფიქსირდეს, რაოდენობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია როგორ ვაწოდებთ ამ აზრს საზოგადოებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები. ამ შემთხვევაში ხარვეზი იყო ისიც, რომ არ გვქონდა არჩევანის საშუალება. პასუხებში უნდა დამატებულიყო კიდევ ერთი ველი – „არც ერთი“. თუ მეკითხები, აზრის დაფიქსირების საშუალებაც უნდა მომცე.
პირადად ჩემთვის ეს გამოკითხვა მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, როცა ადმინისტრაციის თანამშრომელმა გამოაქვეყნა იგი ფეისბუქზე. მეორე ხარვეზია ის, რომ ამ გამოკითხვის მასშტაბები იყო ვიწრო, ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება ყველას, პერიოდიც ცუდია – აგვისტოში ყველა დასასვენებლადაა წასული და ხალხი არ არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მე როგორც ვიცი, ეს გამოკითხვა არ იყო აუცილებელი, კონტრაქტში წერია, რომ ლოგო უნდა აარჩიოს კომისიამ. უბრალოდ კომისიამ გადაწყვიტა გამოეკითხა საზოგადოების აზრი. ასე, რომ კომისიამ არა მარტო უნდა მიიღოს ხმათა უმრავლესობით არჩეული ლოგო, არამედ გაითვალისწინოს ის ნეგატიური გამოხმაურებაც, რაც ამ ლოგოს მოჰყვა.
პირველი, რაც ბათუმთან კავშირში მახსენდება, ეს არის ზღვა. როცა ბათუმს სხვა ქალაქებს ვადარებ, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ზღვის ფაქტორი. სხვებიც ფიქრობენ, რომ ეს ლოგო არ ასოცირდება ზღვასთან და ბათუმთან, იგი არის სრულიად განყენებული ბათუმის ცნებისგან. ვფიქრობ, ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ზღვა და ლოგოში აქცენტები უნდა ყოფილიყო ზღვაზე გაკეთებული. შეიძლება ზღვა არ გამოდგება ლოგოდ, მაგრამ ზღვის ფერი, იგივე ტონალობები, ზღვასთან დაკავშირებული სიმბოლოები შეიძლებოდა გამოეყენებინათ.
ჩემი პირველი პროტესტი იყო სწორედ ის, რომ შეგრძნება მქონდა, თითქოს ვქმნიდით რაღაც ახალი ქალაქისთვის ლოგოს. როცა ბათუმს აქვს ისტორია, აქვს შეგრძნებები, ხასიათი… ლოგოში ეს შეიძლება ვერ გამოისახოს, მაგრამ კონცეფციაში მაინც უნდა ჩანდეს.
ის, რომ ვიღაცას აქვს ქოლგიანი დელფინისადმი ნოსტალგია, გასაგებია, თუმცა თუ განვითარება გვინდა, უნდა მომხდარიყო იმის გაანალიზებაც, თუ რამდენად ასახავდა ქოლგიანი დელფინი ბათუმის იმ სახეს, რაც მას დღეს აქვს, ამიტომ კარგია, რომ ამაზე კვლევები დაიწყო. როცა მოქალაქეებს გააჩნიათ ნოსტალგიური დამოკიდებულება ქალაქის ძველი სიმბოლოსადმი და ეუბნებიან მათ, რომ ეს ლოგო არ ვარგა, უნდა აუხსნან და დაუსაბუთონ, თუ რატომ არა დელფინი და რატომ მზე თუ ბაბუაწვერა მის ნაცვლად. თუ თქვენ ამ ლოგოს კონცეფციას წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ თავად ანოტაციაც არის აბსტრაქტული და შეუსაბამო, როგორ შეიძლება ამდენი რამ იყოს ლოგოში გამოსახული. ვფიქრობ, ლოგოზე კიდევ ბევრი სამუშაოა, როგორც დიზაინერული კუთხით, ისე აზრობრივადაც.
რა შეიძლება გაკეთდეს ახლა, რა არის თქვენი აზრით გამოსავალი?
კარგია რომ მომზადდა პეტიცია, რადგანაც როცა მე ვამბობდი, რომ ლოგო არ მომწონს, აღიქმებოდა, როგორც უბრალოდ სუბიექტური აზრი და როცა უკვე უშუალოდ დიზაინერების მხრიდან დასაბუთებული დასკვნა დაიდო ამ საკითხზე, ვფიქრობ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი, ვგულისხმობ აქტიური მოქალაქეების, შემდეგი ნაბიჯი იყო ის, რომ მივმართეთ უშუალოდ მერიას, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვთხოვთ, რომ გაიმართოს შეხვედრა სამივე მხარის: გადაწყვეტილების მიმღების – ბათუმის მერიის კომისიის, შემსრულებელი კომპანიის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი დიზაინერების თუ სხვა პირების. იმედია, ეს შეხვედრა არ იქნება უშედეგო.
დისკუსიებში მოპასუხე მხარედ ყოველთვის გვევლინებოდა მერია და სანამ პროდუქტი არ იქნება ჩაბარებული, გადაწყვეტილება – მიღებული, მოპასუხე უნდა იყოს შემსრულებელი, ამ შემთხვევაში „ACT“. მინდოდა თვითონ „ACT“-ს გაეცა პასუხი საზოგადოებისთვის და დაესაბუთებინა, თუ რატომ ეს ლოგო? როგორ პასუხობდა იგი დიზაინერთა დასკვნებს და რეკომენდაციებს, გვინდა პასუხები მათგან მოვისმინოთ.
ჩვენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახელით შევიტანეთ განცხადება, რომ გაიმართოს დაინტერესებულ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა.
საზოგადოების ისეთი აქტიურობა გამოიწვია ამ საკითხმა, რომ გონივრული იქნება გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება.
2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას დაიწყებს.
მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ (www.sagency.ge), დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მოიძიონ სასურველი სანომრე ნიშანი და სურვილის შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნონ. სანომრე ნიშნის ვებ-გვერდის საშუალებით დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საკუთარ, ისე სხვა პირის სახელზე – მისი პირადი მონაცემების მითითებით.
შს სამინისტროსმიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ არსებული დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ არის და მათი მოქმედების ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერის ჩათვლით.
შემთხვევა წუხელ დაახლოებით 22 :00 საათზე ბათუმთან ახლოს, თამარის დასახლებაშ მოხდა; როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლაგვილავა ამბობს, გზატკეცილზე მოძრაობა იყო საცობების გამო შეფერხებული, რის გამოც საავადმყოფოში მისვლას ორსული გოგონას ქმარი მისი კუთვნილი მანქანით ვერ ახერხებდა;
მისივე განმარტებით, ორსული გოგონა და მისი ქმარი საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში მოათავსეს და სამშობიარო სახლში მიიყვანეს. მანქანაში კი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. პატრულის თანამშრომელი ამბობს, რომ გოგონას გაუსაძლისი მუცლის ტკივილები ჰქონდა.
გოგონას ქმარი, მინდია დუმბაძე ამბობს, რომ მის „მოძველებულ“ მანქანას საბურავები დაეშვა: „გზაზე ბევრი მანქანა მოძრაობდა და გადაადგილებას ვერ ვახერხებდი, პატრულის თანამშრომლებს დახმარება ვთხოვე და დამეხმარნენ“.
ამ წუთებში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ლაგვილავა გოგონას მოსანახულებლად მიდის.
ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორ მისი ქმარი ამბობს, ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.
„დედაჩემს სამი დღე გულში ჰყავდა ჩაკრული, ძინავსო“, – ასე ატყუებდა ჯარისკაცებს, რომ მისი გვამი არ წაერთმიათ. ბოლოს მაინც წაართვეს და ფანჯრიდან თოვლში გადააგდეს. „ჩინეთის საზღვარზე, ტიანშანის მთებთან ყინულში დაიმარხა ჩემი 14 წლის ძმაც. ცხრა შვილიდან მშობლებს მხოლოდ სამი შემოვრჩით. დედა მწუხარებისგან შეიშალა, მამამ კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეხსიერება დაკარგა და ისე მოკვდა, ვეღარავის გვცნობდა“ – ასე იხსენებს საშინელი ტრაგედიის დეტალებს 72 წლის ალექსანდრე თედორაძე. „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მსგავსი რამ კიდევ გადავიტანო. არასდროს მინახავს ჩემი მშობლების სახეზე ღიმილი. საშინელი შიმშილის, ტკივილისა და ტანჯვის შეგრძნება დღემდე მომყვება“ – გვეუბნება ის.
ალექსანდრე თედორაძე დღესაც 1937 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობს. იქ, საიდანაც 11 წლით უცხო მხარეში გადაასახლეს.
„ასამდე რუსი ჯარისკაცი შემოგვესია და ორი საათი მოგვცეს მოსამზადებლად. ყველა გასასვლელი ჩაგვიკეტეს. ბათუმში ჩაგვიყვანეს და ერთ ვაგონში შეგვყარეს 15 ოჯახი. ვიხრჩობოდით უჰაერობისგან. რა დამავიწყებს ჩემი პატარა დის სიკვდილს, ჩემს ძმას, რომელიც რამდენიმე მეტრი ყინულის ქვეშ დამარხეს მთებში. მათი საფლავი ხომ არასდროს გვინახავს. გადასახლებაში მშობლებს ახალი უბედურება დაატყდა თავს, რადგან ჩემი მომდევნო ძმაც დაიღუპა. ტიფი იყო გავრცელებული. არც წამალი, არც ექიმი… ადგილობრივები კი ასანთის ღერსაც არ გვაძლევდნენ, ისე ჰყავდათ დაშინებულები. ყველას ველურები ვეგონეთ. ნაკელისგან აგებულ მიწურებში ვცხოვრობდით, სადაც უმძიმესი დღეები ერთმანეთს გადაება“.
ალექსანდრე თედორაძე იმ ეპიზოდს იხსენებს, როგორ წაართვა შიმშილმა გონება: „ვკვდებოდი, ისე მშიოდა. მატარებლის ხიდთან ვიყავი, იქვე უზბეკი ბავშვები პურს ჭამდნენ. წავართვი პური და ხიდზე გადავხტი, რამდენიმე წამში შევჭამე. კოლმეურნეობის ბოსტნიდან კი თალგამს ვიპარავდი. ყარაული დავინახე ცხენით მოდიოდა და კვალში ჩავწექი. საბედნიეროდ ცხენმა გვერდი ამიარა და ფლოქვი არ დამადგა, გადავრჩი. ისეთი კრიზისი იყო, კაცსაც შიოდა და მხეცსაც. ერთი ნაჭერი პური ასი მანეთი ღირდა. დედა ორსულად რომ იყო, კომენდანტმა ბაზარში წასვლის უფლება მისცა. ფქვილი რომ იყიდა, გზაში შემოეჭამა თურმე და ტიროდა. სახლში პურს რომ გამოაცხობდა, ძველ ტანსაცმელს დაწვავდა, რომ პურის სუნი არ გასულიყო გარეთ, რადგან მოგვადგებოდნენ ხოლმე მეზობლები და გვთხოვდნენ „ერთი ლუკმა ჩვენს გვაჭამეთო“. აძლევდა დედა, მაგრამ აბა რაღა მორჩებოდა ამდენ შვილში“.
ალექსანდრე გვეუბნება, რომ პურის მიმართ დღემდე აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. არასდროს წამოვკრავ ფეხს ან გადავაგდებ, ავიღებ და დავდებ სადმე, რომ ჩიტებმა მაინც შეჭამონო.
„დედას და მამას ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი. დედას, მელოგინე რომ იყო, მუცელზე გველი დაეცა ჭერიდან და კინაღამ გაგიჟდა. მღვრიე, ბინძურმა წყალმაც დააავადა, კრიჭა შეეკრა და ერთი კვირა ვერაფერს ჭამდა. იქ ერთი გადასახლებული გერმანელი ექიმი იყო და იმან უშველა, შვილების სიკვდილმა კი, ფაქტობრივად, ფსიქიკურად შეარყია. დაეღუპა ახალშობილი გოგონაც. ორი შვილი კი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოუკვდა. ტრაგიკული იყო მამის ცხოვრებაც, ბოლო ათი წელი მეხსიერება ჰქონდა დაკარგული და ისე მოკვდა, შვილებსაც კი ვეღარ გვცნობდა“.
„წვალება და მხოლოდ წვალება. მტერსაც არ ვუსურვებ იმ დღეებს“ – გვეუბნება ის. „რა გამართლება აქვს იმას, რომ ასე გაგვაპარტახეს?“ _ კითხულობს და კითხვას თავადვე პასუხობს: „არავითარი გამართლება. ჯოჯოხეთის ღირსია, ვინც ეს დღეები დაგვაწია. დღეს ძალიან ბევრს არ ესმის რა ტკივილი გადავიტანეთ ჩვენ და ათასობით ადამიანმა. გულგრილნი არიან ჩვენი ტრაგედიის მიმართ. გულგრილია სახელმწიფოც“.
თუ გაღიზიანებთ სიტყვა “ევროპული”, კი ბატონო, შევცვლი მას სხვა სიტყვით – მაგალითად, “კანონმორჩილით”, “კორექტულით”, “ზრდილით”, “თავაზიანით”, “რაფინირებულით”, “განათლებულით” და კიდევ ძალიან ბევრი სიტყვით, რომელიც ჩემთვის ამ სიტყვის იდეური სინონიმია და რომლის ანტონიმებიც წარამარა მახსენდება, როცა საკუთარი ქალაქის ქუჩებში დავდივარ.
მაგალითად, დღეს, დილით, სამსახურში მომავალს გამახსენდა, როცა ტროტუარი გადახერგილი დამხვდა ვეშაპივით გაწოლილი ვიღაცის ვეება ჯიპით. ჩემ წინ მიმავალმა ქალბატონმაც საბავშვო ეტლში ჩასმული თავისი ბავშვიც ქუჩის სავალ ნაწილზე გადაიყვანა და ვიწრო ქუჩების მიუხედავად საკმაოდ სწრაფად მიმავალი ავტომობილების მძღოლებს სთხოვა გზის დათმობა. მესამე მძღოლმა გამოიჩინა ლმობიერება და გზა დაუთმო.
ტროტუარზე გაშოტილი და სადარბაზოებთან აყუდებული ჯიპები ბათუმისთვის ახალი თემა ნამდვილად არ არის. თავად ჯიპის საწინააღმდეგოც არავის არაფერი გააჩნია, უბრალოდ, ამ ავტომობილის მასიურობისა და მძღოლის პარკინგის, ზრდილობისა და საგზაო წესების „იდეალური“ ცოდნის გამო ხშირ შემთხვევაში ძნელად შემოსავლელი პრობლემა ხდება. პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილების სიმცირეც, რა თქმა უნდა, ამ ქაოსს ხელს უწყობს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ის ადამიანები, ვისაც პარკირების გადასახადის შემოწმება აბარიათ, დიდი გულისყურით აკვირდებიან გაჩერებაზე უბილეთო მგზავრებს, აი გაჩერების გვერდით, გაზონზე გაშხლართულ, სადარბაზოში შესულ და ტროტუარზე გართხმულ ავტომობილებს კი არ სცნობენ. ეტყობა, ესენი სხვა ტომიდან არიან, ავტომობილებს არ განეკუთვნებიან და გაზონზე სარბენად მაგიტომაც გადიან, კანონი არსებობს, მაგრამ მერე რა…
კანონი ფეიერვერკების თაობაზეც არსებობს. მგონი, ერთადერთი კანონი, რომელიც თვითმმართველობამ მიიღო და ასე ერთხმად მოიწონა მთელმა ქალაქმა, რომელიც თავის მხრივ, ღამით გადაუღებელი ბათქაბუთქით ძილდამფრთხალ მოსახლეობას ძალზედ ეამა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ არა მხოლოდ დამსვენებლები ისვენებენ, აქ მოსახლეობა ცხოვრობს 24/365-ზე.
თუმცა ამ კანონის მიღება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ბარების, რესტორნების, კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებების მფლობელებსაც ისე ძლიერ მოეწონათ, რომ ყოველ ღამე, 12 საათზე, კანონის მიღების აღსანიშნავად ფეორვერკებით, აწ უკვე ბათუმის ლოგოებით ბათუმის ცის მოხატვით არიან დაკავებულები. ჯარიმაცაა დაკისრებული, როგორც ქალაქში ხუმრობენ _ „ერთი მაცივრის ფასი” – 500 ლარი. მაგრამ არც ამ ჯარიმით დაჯარიმებული გვინახავს და არც ადამიანი, ვინც ამ კანონის დამრღვევს ეძებდეს.
ხოდა, სანამ ღამის საათებში ბათუმის ცაზე ბათუმის „ლოგოებს” ისვრიან, სანამ ჩვენს სადარბაზოებში, ტროტუარებზე, გაზონებზე ჯიპებს მშვიდი ძილით სძინავთ და სანამ ველობილიკებზე იმაზე მეტი ქვეითი დადის, ვიდრე ტროტუარებზე, სანამ ცარიელი სანაგვე ურნის გვერდით ნარჩენებით სავსე პოლიეთილენის პარკები ყრია, სანამ ბულვარის სკამებს დახსნილ ჭანჭიკებს დაუბრუნებენ, სანამ მიმავალი ავტომობილიდან სიმინდის ნაგულას ამაყად ისვრიან ქუჩაში და სანამ კანონი კომბალივით სხვენში იქნება შემოდებული, თამამად შეგვიძლია ვსვათ ბათუმური ყავა, ფრონცქი სასმელები, მოვირგოთ კლუბში წასასვლელად ჩვენი ევროპული პიჯაკი და მეგობრებში ვისაუბროთ, თუ რა კარგია ევროპა, თუ როგორ იკრძალება რიგ ქალაქებში შაბათ-კვირას ავტომობილებით გადაადგილება, თუ როგორ უთმობენ „ზებრაზე” ქვეითებს და ველოსიპედისტებს გზას მძღოლები. თუ როგორ მორჩილად ელიან მწვანე შუქს შუქნიშანთან, როგორ იცავენ სისუფთავეს, როგორ უყვართ თავიანთი ქალაქი და, საერთოდ, რა კარგია ევროპაში ცხოვრება.
პ.ს. მძღოლს რა უნდა მოსთხოვო, როცა პატრულიც არ გითმობს გზას გადასასვლელზე.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:
ადგილობრივი თვითმმართველობა; კულტურა, ხელოვნება და ისტორიული მემკვიდრეობა; გარემოს დაცვა და კონსერვაცია; განათლება; სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა; ტურიზმის განვითარება; ნარჩენების მართვა და გადამუშავება.
მემორანდუმის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები ორივე ქალაქში, ადგილობრივი საინვესტიციო რეგულაციების გათვალისწინებით; ორ ქალაქს შორის ტურისტული ნაკადების ზრდა; გამოცდილების გაზიარება სამედიცინო ტურიზმის და სპა პროექტების სფეროში; ეკოტურიზმი და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ორ ქალაქს შორის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა; ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი არქიტექტურის სფეროში. მემორანდუმის თანახმად, ორივე მხარე ვალდებულია უზრუნველყოს და ორგანიზება გაუკეთოს კომერციულ, ტურისტულ და კულტურულ გამოფენებს. ორივე მხარე ვალდებულია ითანამშრომლოს და გაცვალოს უნარჩვევები და გამოცდილება ქალაქის ადგილობრივი ადმინსიტრირების სისტემების შესახებ. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყოს თეატრალური და მუსიკალური ტურების და ფესიტივალების ჩატარებას, კულტურული ასოციაციების და კლუბების წარმომადგენლების გაცვლას საერო დღესასწაულების და დაგეგმილი ფესტივალების დროს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის დეპარტამენტში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
ეგვიპტის 5 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან სამხრეთ სინას გუბერნატორი გენერალი ხალედ ფოდა სიდიკი, სამხრეთ სინას გუბერნატორის მრჩეველი დოქტორი ვალიდ ფავზი ალ–სიბაი, შარმ ელ–შეიხში ტურისტული პროექტების მფლობელი ამრ მუჰამედ ისმაილი, ტურისტული კომპანია „გაფი ტურსის – Gafy Tours“ მფლობელი გივარა მუჰამედ ალ–გაფი და შარმ ელ–შეიხში „რენოხსის – Rixos“ სასტუმროების ქსელის მფლობელი რაფათ იბრაჰიმ აბდ ელ–ლატიფი, ბათუმს 15 აგვისტოს დატოვებს.
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი – სახის ფასდაკლება: იმერეთის დაცული ტერიტორიების პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეებში უფასო შესვლა
2. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით 14-დან 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი- სახის ფასდაკლება: გონიოს ციხე, ნობელების მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი – უფასო შესვლა.
3. თბილისი – „GINO PARADISE” პირველი მრავალფუნქციური აკვა პარკი საქართველოში. 6-დან 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 50%-იანი ფასდაკლება სტანდარტ პაკეტზე(ფასდაკლებას მიიღებს პირველი 1000 მომხმარებელი);
12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ორქიდეა დიდხანს რომ შევინარჩუნოთ, პირველ რიგში, აუცილებელია წყალი მივაწოდოთ ზომიერად. უნდა ვიცოდეთ მისი მორწყვის წესი. ორქიდეას უნდა დავაკვირდეთ ფესვებზე, როცა ფესვებს შეეცვლება ფერი, ანუ გახდება ვერცხლისფერი, ესე იგი მცენარეს ესაჭიროება მორწყვა. ორქიდეა უნდა მოირწყოს შემდეგნაირად, ჯამში უნდა ჩავასხათ წყალი და გავაჩეროთ, შემდეგ ამ წყლიან ჯამში ჩავდგათ ორქიდეა ქოთნით. როცა ორქოდეას ფესვები მიიღებს მწვანე შეფერილობას, ეს იმის მანიშნებელია, რომ მცენარემ უკვე შეიწოვა საკმარისი რაოდენობის წყალი და უნდა ამოვიღოთ იგი ჯამიდან.
ორქიდეა
ორქიდეა არ ხარობს ჩვეულებრივ მიწაში, მას აუცილებლად სჭირდება ხის ქერქი ან ნახერხი. სხვათა შორის, ნიადაგის შეფერილობითაც არის შესაძლებელი იმის გამოცნობა, უნდა თუ არა მცენარეს წყალი, თუ ნიადაგის შეფერილობა არის ღია ყავისფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს წყალი სწყურია. წყლის მიწოდების შემდეგ კი ნიადაგი ფერს იცვლის და ხდება შავი ფერის. რაც შეეხება ორქიდეას გამრავლებას, იგი რთულად და იშვიათად მრავლდება. მას საყვავილე ღეროზე უკეთდება ფოთლები, თუმცა იშვიათად, დროთა განმავლობაში ეს ფოთლები დაფესვიანდება, დაფესვიანებული ფოთოლი უნდა მივაჭრით ფესვებიანად და გადავრგავთ წინასწარ მომზადებულ ქოთანში.
უნდა ვიცოდეთ, რომ დაუშვებელია ორქიდეასთვის სასუქის მიცემა ყვავილობის დროს. ორქიდეა სასუქით უნდა გავამდიდროთ მაშინ, როცა ის საყვავილე კვირტებს გამოიღებს, ანუ კვირტის სრულ გაშლამდე. ყვავილობის დროს კი ორქიდეა უნდა მოვრწყოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი წყლით. ორქიდეა ხშირად ყვავის, რვა თვის განმავლობაშიც კი.
ამ მცენარეს უყვარს როცა ფოთლებს ვუწმენდთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ წყლის წვეთი არ მოხვდეს ფოთლის ყუნწში, რათა ეს იწვევს ლპობის განვითარებას, ამიტომ წყალი თუ მოხვდა ყუნწში, აუცილებლად უნდა ამოვწმინდოთ რბილი ხელსახოცით. დროთა განმავლობაში ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება გადარგვა. ამ ყვავილს არ უყვარს შეწუხება, ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად საჭიროებს გადარგვას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფესვები ქოთანში აღარ ეტევა. ქოთანი უნდა იყოს მოზრდილი და აუცილებლად გამჭვირვალე.
ორქიდეა სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მცენარე ვამყოფოთ კარგი განათების ქვეშ. ზამთარში სპეციალურ ნათურებს კიდებენ ორქოდეას თავზე, რათა უზრუნველყონ იგი სინათლით.
დრაცენა
დრაცენა უმეტეს შემთხვევაში არის წყალში. თუმცა იგი არა მხოლოდ წყალში ხარობს, მას მიწაშიც რგავენ და მშვენივრად გრძნობს თავს. უმეტეს შემთხვევაში კი არის წყალში და წყლის ბამბუკს ეძახიან. დრაცენას წყალი თვეში ერთხელ მაინც უნდა გამოვუცვალოთ. წყალი უნდა იყოს კამკამა და აუცილებლად გაჩერებული. თუკი შევნიშნავთ, რომ მცენარეს რაიმე ბაცილა შეეყარა, ამოვავლოთ ღეროები ღია `მარგარცოვკიან~ წყალში, ძირის გაფუჭების შემთხვევაში კი, საჭიროა გადავჭრათ და დავამუშაოთ. სასურველია იგი მოვათავსოთ მინის ვაზაში, რომელსაც ფსკერს დავუფარავთ ზღვის ან მდინარის კენჭებით. ფესვები წყლით უნდა იფარებოდეს 2-5 სმ-ით. წინააღმდეგ შემთხვევაში ღერო ლპობას დაიწყებს. დრაცენას არ უყვარს მზის სხივები, ამიტომ სასურველია მოვათავსოთ ჩრდილში. უძლებს 20-40 გრადუს სიცხეს და 18 გრადუს ყინვას.
აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს ის ოთახი, სადაც მოვათავსებთ დრაცენას. არის სხვადასხვა სახეობის დრაცენა _ სწორი, სპირალური, მაღალი, დაბალი და ასე შემდეგ. დრაცენას გამრავლება ხდება გადაჭრით, გადაჭრილი ღერო უნდა მოვათავსოთ წყალში, რათა დაფესვიანდეს. ასევე მისი გამრავლება შესაძლებელია ფოთლებით. თუმცა ფოთლების გაზრდას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ უმჯობესია იგი ღეროთი გავამრავლოთ. ამ მცენარეს უფრო იმისთვის ამრავლებენ, რომ სჯერათ თითქოს მას ოჯახისთვის ხვავი-ბარაქა მოაქვს. როგორც ამბობენ, საჭიროა იმდენი ბამბუკის ღერო გვქონდეს ოჯახში, რამდენი წევრიც არის ოჯახში.
ქეთევან ბ-ი ბათუმში ნოტარიუსად მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველწლიური შემოსავალი 38 ათას ლარს აღემატებოდა. 2007 წელს, პროკურორ დიმიტრი ფაღავას წარდგენილი ბრალდებით, ნოტარიუსი თაღლითობისთვის დააპატიმრეს.
პატიმრობიდან ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ბრალი მის ქმარს, ბიძინა ღ.-ს წარუდგინეს, მასაც თაღლითობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. სწორედ ამ ბრალდების გამო ბრალდებულებმა ნათესავების ქონება, ორი ბინა ბათუმში იპოთეკით დატვირთეს. ისინი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
2013 წელს სასამართლომ ცოლ-ქმარი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სწორედ ამ დროს კიდევ ახალი ბრალდება წარუდგინეს ნოტარიუსის ქმარს და ისევ დააპატიმრეს. პირველი ბრალდების დროს იპოთეკით დატვირთულ ორ უძრავ ქონებაზე ყადაღა დღემდე არ მოხსნილა. სააღსრულებო ბიურომ ის ყოველ დღე შეიძლება გაყიდოს. ახლა მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა ამ სახლებზე ყადაღის მოხსნაა.
ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კომპენსაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა გადაიხადოს, თუმცა, სარჩელში მოპასუხე მხარედ ფინანსთა სამინისტროც მიუთითეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უწყება მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის გაცემაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც შეეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, პროკურორის განმარტებით, ეს მათი პრეროგატივა არ არის. საქმეში მხარედ ქონების მართვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც არიან ჩართულები. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საქართველოში სულ 11 საქმეა, როცა გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ ბრალდებული სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით სთხოვს.
ზიანის ანაზღაურებისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეაბილიტაციას, კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურებასა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს ქეთევანიც. „სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელ განაჩენთან ერთად უნდა მომხდარიყო ამ პირის მიმართ სრული რეაბილიტაცია, უნდა დაბრუნებოდა ყველა ის ქონება და ქონებრივი უფლება, რომელიც მას სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ან შეუჩერდა, ან ჩამოერთვა. ჩვენ პირველი ინსტანციის დონეზე, აპელაციის დონეზეც ვცადეთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ქონებასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საპროცესო წესით მოგვეგვარებინა, მაგრამ რადგანაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არ განიხილა არც ერთმა ინსტანციამ ჩვენი საჩივარი ქონების ნაწილში. ამიტომ სასამართლოში წამოვედით ახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით“, _ ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
ქეთევან ბ-ი სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის სახით 200 ათასი ლარის გადახდას და გირაოსთვის დაყადაღებულ სახლებზე იპოთეკის მოხსნას სასამართლოს სთხოვს. მხარეებს მორიგებისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სამკვირიანი ვადა მისცა, თუ ამ პერიოდში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. „მე ასი ათას ლარად მთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მერე პროკურატურა ორი ათას ლარზე ჩამოვიდა. ვერ ვაღიარებდი იმას, რაშიც უდანაშაულო ვიყავი“, _ თქვა სასამართლოზე მოსარჩელემ, რომელსაც 6 წლის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილებაც შეუჩერეს. მთავარ პროკურატურაში პასუხს არ სცემენ კითხვას, სულ რამდენი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იმ პირების მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) კი გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ საქმის გასაჩივრებას, ამიტომაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (546-ე მუხლი და 518-ე მუხლის პირველი ნაწილი) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოა. იმსჯელებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს წარდგენილ განცხადებაზე, ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
აგროსერვის ცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის თქმით, აღნიშნული ხილის ნერგების გამოზრდა მიმდინარეობს: „სამომავლოდ ვაპირებთ გამრავლებას და ფერმერებზე შეღავათიან ფასად წმინდა ჯიშის ნერგების მიწოდებას“- ამბობს გოჩა ბერიძე.
სადემონსტრაციო მეურნეობაში წელს პირველად დაკრიფეს ნაადრევი ჯიშის ყურძენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში სასუფრე ყურძენი აგვისტოს ბოლომდე დაიკრიფება.
„დღეს სასუფრე ყურძენი შემოდის სომხეთიდან და ჩვენ გვინდა, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ და ადგილობრივი პროდუქტის წარმოებას შევუწყოთ ხელი“ – აღნიშნავს აგროსევის ცენტრის დირექტორი.
აგროსერვის ცენტრის ბაზაზე გვარა-ხუცუბანში ასევე მოწყობილია ხილის საშრობი და შოკური გაყინვის სამაცივრე დანადგარები.
როგორც აგროსერვის ცენტრში ამბობენ, ხილის გასაშრობი დანადგარით სარგებლობა ფერმერებს შეღავათიან ფასად შეუძლიათ. საწარმო ორგანიზაციამ გაეროს პროგრამის ფარგლებში შეიძინა.
„ხილის საშრობი ჰელიოსისტემისაა. დანადგარი მზის ენერგიაზე მუშაობს და ერთდროულად დაახლოებით 500-700 კილოგრამი ნედლეულის გაშრობაა შესაძლებელი. ნედლეულიდან გამომდინარე გაშრობას დაახლოებით 48-72 საათი სჭირდება. ჰელიოსისტემით დაცულია ხილის გაშრობის ყველა ტექნოლოგიური პროცესი“ -აღნიშნავს აგროსერვის ცენტრის თანამშრომელი მირზა სუქნიშვილი.
შოკური გაყინვის სერვისით პირველად კომპანია Varnik-მა ისარგებლა და 6 ტონა მოცვის საექსპორტო პარტია გაიყინა. აგროსერვისცენტრში განმარტავენ რომ შოკური გაყინვის უპირატესობა ჩვეულებრივ გაყინვისგან განსხავებით ისაა, რომ პროდუქტი ინარჩუნებს ფორმასა და ხარისხს.
აგროსერვისცენტრში ასევე ფუნქციონირებს ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისები, რომელთა გამოყენება სურვილის შემთხვევაში ფერმერსაც შეუძლიათ.
ქეთევან ბ-ი ბათუმში ნოტარიუსად მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ყოველწლიური შემოსავალი 38 ათას ლარს აღემატებოდა. 2007 წელს, პროკურორ დიმიტრი ფაღავას წარდგენილი ბრალდებით, ნოტარიუსი თაღლითობისთვის დააპატიმრეს. პატიმრობიდან ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი ბრალი მის ქმარს, ბიძინა ღ.-ს წარუდგინეს, მასაც თაღლითობაში თანამონაწილეობას ედავებოდნენ. სწორედ ამ ბრალდების გამო ბრალდებულებმა ნათესავების ქონება, ორი ბინა ბათუმში იპოთეკით დატვირთეს. ისინი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
2013 წელს სასამართლომ ცოლ-ქმარი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა სწორედ ამ დროს კიდევ ახალი ბრალდება წარუდგინეს ნოტარიუსის ქმარს და ისევ დააპატიმრეს. პირველი ბრალდების დროს იპოთეკით დატვირთულ ორ უძრავ ქონებაზე ყადაღა დღემდე არ მოხსნილა. სააღსრულებო ბიურომ ის ყოველ დღე შეიძლება გაყიდოს. ახლა მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა ამ სახლებზე ყადაღის მოხსნაა.
ვინ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კომპენსაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა გადაიხადოს, თუმცა, სარჩელში მოპასუხე მხარედ ფინანსთა სამინისტროც მიუთითეს. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უწყება მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციის გაცემაზე იღებს პასუხისმგებლობას, რაც შეეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, პროკურორის განმარტებით, ეს მათი პრეროგატივა არ არის.
საქმეში მხარედ ქონების მართვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც არიან ჩართულები. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ საქართველოში სულ 11 საქმეა, როცა გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემდეგ ბრალდებული სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით სთხოვს.
ზიანის ანაზღაურებისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეაბილიტაციას, კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურებასა და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს ქეთევანიც. „სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელ განაჩენთან ერთად უნდა მომხდარიყო ამ პირის მიმართ სრული რეაბილიტაცია, უნდა დაბრუნებოდა ყველა ის ქონება და ქონებრივი უფლება, რომელიც მას სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ან შეუჩერდა, ან ჩამოერთვა. ჩვენ პირველი ინსტანციის დონეზე, აპელაციის დონეზეც ვცადეთ, რომ ეს კონკრეტული საკითხი ქონებასთან მიმართებაში სისხლის სამართლის საპროცესო წესით მოგვეგვარებინა, მაგრამ რადგანაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არ განიხილა არც ერთმა ინსტანციამ ჩვენი საჩივარი ქონების ნაწილში. ამიტომ სასამართლოში წამოვედით ახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით“, – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
ქეთევან ბ-ი სახელმწიფოს მორალური და მატერიალური ზიანის სახით 200 ათასი ლარის გადახდას და გირაოსთვის დაყადაღებულ სახლებზე იპოთეკის მოხსნას სასამართლოს სთხოვს. მხარეებს მორიგებისთვის მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სამკვირიანი ვადა მისცა, თუ ამ პერიოდში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს. „მე ასი ათას ლარად მთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, მერე პროკურატურა ორი ათას ლარზე ჩამოვიდა. ვერ ვაღიარებდი იმას, რაშიც უდანაშაულო ვიყავი“, – თქვა სასამართლოზე მოსარჩელემ, რომელსაც 6 წლის განმავლობაში სამსახურებრივი უფლებამოსილებაც შეუჩერეს.
მთავარ პროკურატურაში პასუხს არ სცემენ კითხვას, სულ რამდენი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იმ პირების მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ვინც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) კი გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ საქმის გასაჩივრებას, ამიტომაც უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (546-ე მუხლი და 518-ე მუხლის პირველი ნაწილი) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოა. იმსჯელებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს წარდგენილ განცხადებაზე, ჯერ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ბატონო ბადრი, რა დატვირთვით მუშაობს სასწრაფო დახმარება ზაფხულში?
ზაფხულობით, რა თქმა უნდა, მატულობს გამოძახების რაოდენობა. იქამდე 200-დან 240 ზარი შემოდიოდა, ახლა კი ორი დღის წინ გამოძახების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 292 გამოძახება დაფიქსირდა დღეში.
ძირითადად რა შემთხვევებში იძახებენ სასწრაფოს ზაფხულში?
სასწრაფო დახმარებას 60-80% შემთხვევაში წნევის გამო იძახებენ, ასეა წელიწადის სხვა დროსაც. რაც შეეხება სეზონურ მიზეზებს, მაგალითად, მზით დამწვრობის შემთხვევებს, ამ ეტაპზე არც თუ ისე ხშირია. შესაძლოა იმიტომ, რომ აქამდე ზღვის ამინდი არ იყო, თუმცა თუ გასული წლის აგვისტოს მონაცემებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა მიმდინარე თვეში მზით დამწვრობის შემთხვევებმა იმატოს.
მცირედით არის მომატებული კუჭ-ნაწლავის აშლილობებისა და ინტოქსიკაციის შემთხვევებიც, ძირითადად კუჭ-ნაწლავის დაავადებები ჭარბობს ბავშვებში, ზოგმა ზღვის წყალი ჩაყლაპა, ზოგმა ხილი მიირთვა და სხვა. კიდევ ერთი სეზონური პრობლემა, რომელიც ასევე მცირე რაოდენობით ფიქსირდება – მზის დაკვრაა, როცა მზეზე დიდ ხანს ყოფნისას ცუდად ხდება ადამიანი.
შარშანდელთან შედარებით გაიზარდა თუ არა მსგავსი გამოძახების რაოდენობა?
საქმე ისაა, რომ სეზონი ახლა იწყება და გამოძახების ზრდასაც ველოდებით, ამ ეტაპზე, შარშანდელთან შედარებით, გამოძახებების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ ყველაზე დატვირთული პერიოდი – აგვისტო, ჯერ წინაა.
ძირითადად ჩამოსული დამსვენებლები იძახებენ სასწრაფოს თუ ადგილობრივები?
მართალია, ზაფხულობით მატულობს გამოძახებების რაოდენობა დამსვენებლების მხრიდან, მაგრამ ამის დიფერენცირება ცოტა რთულია. ზარები 112-ზე შემოდის და ადგილობრივის ზარია თუ დამსვენებლის, არ ფიქსირდება, მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ ვნახულობთ ვინ გამოგვიძახა. აგვისტოში ალბათ უფრო გაიზრდება ეს რიცხვი.
რომელია დღის ყველაზე დატვირთული მონაკვეთი?
ასე გამოყოფილი არ გვაქვს, დილითაც და ღამითაც თანაბრადაა გამოძახებები. ბრიგადები არ ჩერდებიან, ფაქტობრივად სადგურში საერთოდ არ შემოდიან, გამოძახებიდან გამოძახებამდე მუშაობენ, შეუჩერებლივ.
ხშირად სასწრაფო დახმარებას დაგვიანების გამო საყვედურობენ. რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება?
დაგვიანების მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბრიგადა არ არის ადგილზე, ანუ ყველა გამოძახებაზეა. საქმე ისაა, რომ ჩვენი 16 ბრიგადა გადანაწილებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში, ესენია: მახინჯაური, თამარის დასახლება, სამიც ხელვაჩაურში, გონიოში და ზღვაზე, შაუმიანის ქუჩის დასაწყისში. როცა ბრიგადა გადის, ვთქვათ, გონიოში გამოძახებაზე, პიკის საათში მას მინიმუმ ნახევარი საათი მაინც სჭირდება ქალაქიდან, ამიტომ გამოძახებას ასრულებს ის ბრიგადა, რომელიც გონიოში დგას, მაგრამ მუდმივად ხომ იქ ვერ იდგება, იგი შესაძლოა გამოძახებაზე იყოს, რის გამოც შეიძლება ცოტათი დააგვიანოს სხვა გამომძახებელთან მისვლა.
რამდენი ექიმი და ექთანი ემსახურება ქალაქს და საკმარისია თუ არა არსებული რესურსი ქალაქისთვის?
ამ ეტაპზე ბათუმს 16 ბრიგადა ემსახურება, შესაბამისად დღეში მორიგეობს 16 ექიმი, 16 ექთანი, 16 მძღოლი და სამი ოპერატორი. სულ ოთხი ცვლა გვაქვს და ისინი ყოველ მეოთხე დღეს მორიგეობენ. ბრიგადები, ფაქტობრივად, არ შემოდიან სადგურში, გამოძახებიდან გამოძახებამდე მუშაობენ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე საკმარისი რესურსი გვაქვს, მით უმეტეს, რომ აქტიურ სეზონზე ძირითად ბრიგადებს დამატებითი ბრიგადები ემატება, ეს ხდება ზაფხულში და ე.წ. გრიპის სეზონზე, ანუ დეკემბერ-იანვარში. ამ ზაფხულსაც სამი ბრიგადა დაგვიმატა მერიამ, რომლებიც 15 სექტემბრიდან ისევ მოიხსნება. თუმცა მომავალი წლიდან პროგრამაში გათვალისწინებულია კიდევ ერთი ბრიგადის მთელი წლით, ანუ მუდმივად დამატება.
ლევანბერძენიშვილი, ფილოლოგი, საქართველოსპარლამენტისწევრი:„ვინაიდან ზაფხული არის გრძელი და ხანგრძლივი, ამიტომ მკითხველს ვურჩევ ერთი წიგნი, რომელსაც წასაკითხად შეარჩევს, იყოს დიდი, მოცულობითი. მოცულობით დიდი წიგნებიდან სამს ვიტყვი და აქედან ერთ-ერთი რომ წაიკითხოს, კარგი იქნება. პირველს ვურჩევ „ომი და მშვიდობას“, მით უმეტეს, რომ აქტუალურია ჩვენს ხმაურიან დროში. მეორეს ვურჩევ თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ და ჯეიმს ჯოისის „ულისეს“. ამ სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად წაიკითხონ ამ ზაფხულს.
რაც შეეხება უშუალოდ საზაფხულო საკითხავს, ზაფხული რომ იგრძნობა, ვურჩევდი ალბერტ კამიუს „უცხოს“ და „შავ ჭირს“. იმიტომ, რომ ზღვის, ზაფხულისა და მზის გარეშე მათი არც წარმოდგენა შეიძლება და არც წაკითხვა. თუმცა ესენი ცოტა მძიმე წიგნებია. რაც შეეხება უფრო მსუბუქს, ვურჩევდი ჯეინ ოსტინის „სიამაყეს და მცდარ აზრს“. ეს არის შესანიშნავი სასიყვარულო რომანი და ძალიან დიდი ოსტატობით დაწერილი. რაც მთავარია, ზაფხულს რომ უხდება, ისე კარგად ვითარდება და კარგად მთავრდება“.
ლიალიქოკელი, პოეტი:„ზაფხულში ვურჩევდი წაიკითხონ აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“. ბოლო დროს რაც კი წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი წიგნი ეს იყო. ესეით მოყოლილი წიგნია მეცხრამეტე საუკუნის საქართველოზე. შინაური ილია, ვაჟა, გოგებაშვილი. ისეთი ამბები, რაც ალბათ ზღვას უხდება. შეიძლება ასე ახლოს არ იცნობდე ამ ადამიანებს და წიგნიდან გაიცნო.
კიდევ ვურჩევდი წაიკითხონ ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. სხვა წიგნებიც შეიძლება, ნატო დავითაშვილის ყველა უნდა წაიკითხონ, რაც წაკითხული არა აქვთ, მაგრამ ეს წიგნი განსაკუთრებით მიყვარს. აქ არის ფენტეზი, თან ქართული მითოსი, ქართული მითოლოგია და თან იმ კუთხითაა გადმოცემული, რაც იშვიათად იციან საქართველოში. ეს წიგნი შეიძლება უფრო საბავშვო ლიტერატურაშიც გადის, მაგრამ მგონი დიდებისთვისაც კარგი საკითხავი იქნება.
მესამე წიგნს რაც შეეხება ახლა ვკითხულობ, ვამთავრებ ფოლკნერის „დროშები მტვერში“. ძალიან მიყვარს ფოლკნერი საერთოდ და ძალიან მნიშვნელოვანია მისი წაკითხვა. მაინცადამაინც ზაფხულში საკითხავი ლიტერატურა არ არის, მაგრამ თუ ვინმეს არამსუბუქი მოუნდება, სჯობს, რომ წაიკითხოს“.
რატიამაღლობელი, პოეტი: „ზღვაზე ყოველთვის სათავგადასავლო ლიტერატურა არის კარგი და საინტერესო. 12-13 წლის ახალგაზრდებმა სასურველია სერვანტესის „დონ კიხოტი“ წაიკითხონ. ასევე ახალგაზრდა მკითხველს ვურჩევ „სამი მუშკეტერის“ წაკითხვას. მე ბავშვობაში უფრო ამას ვკითხულობდი, სარაინდოს და სათავგადასავლოს. „ბეჭდების მბრძანებელი“ ასევე ძალიან საინტერესო ტექსტია და ვურჩევ. ეს წიგნები უფროსებსაც შეუძლიათ გადაიკითხონ.
რაც შეეხება საკითხავს დიდებისთვის, მე მიყვარს ქალაქების ბიოგრაფია. ამ ჟანრის წიგნებში გამოვარჩევდი ორჰან ფამუქის „სტამბულს“ და პიტერ აკროიდის „ლონდონს“. ამ წიგნებში ქალაქები მთელი თავისი ბიოგრაფიებით არის წარმოდგენილი. თითქოს ქალაქის არსება ჩანს, თითქოს ქალაქი ერთი დიდი ნოველაა, რომელიც ათასწლეულებს სწვდება. ასეთი წიგნები ძალიან მიყვარს“.
საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს უნივერსიტეტის, დენტალური მედიცინის დეპარტამენტის თავმჯდომარე, პროფესორი მარიამ მარგველაშვილი ამბობს, დენტალური იმპლანტები სხვადასხვა ზომისა და ფორმის არსებობს, თუმცა დღეს ყველაზე გავრცელებული ხრახნისებური იმპლანტებია. იგი მცირე ზომის (საშუალოდ 8-15მმ) ხრახნს წარმოადგენს, რომელიც ყბის ძვლოვან ქსოვილში თავსდება. მასალის მხრივ კი ყველაზე გავრცელებული ტიტანისა და კერამიკის (ცირკონიუმის) იმპლანტებია, რომლებზეც ესთეტიკური კბილები მაგრდება.
საქართველოში კბილის იმპლანტაციისთვის საჭირო მასალების იმპორტი ძირითადად გერმანიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ხდება, კბილის იმპლანტაციის ფასიც მწარმოებელი ქვეყნისა და მასალის მიხედვით იცვლება. ქართულ ბაზარზე თითო იმპლანტის ფასი, საშუალოდ, 600 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მარიამ მარგველაშვილის თქმით, ფასს კონკრეტული პაციენტის კლინიკური შემთხვევაც განაპირობებს: “არსებობს რთული ანატომიური მდგომარეობა, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ეს, რა თქმა უნდა, ზრდის, იმპლანტაციის ფასს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ძვალი გალეულია და ძვლის გაზრდა (აუგმენტაცია) ხდება საჭირო”, – ამბობს ის. მარიამის თქმით, დენტალურ იმპლანტაციაზე დაბალი ფასი ხშირად არაპროფესიონალი ექიმების მახეა, ასეთი ექიმების მიერ დაშვებული შეცდომების გამო მათ პაციენტებს ხშირად ემართებათ სხვადასხვა სახის გართულებები, რის გამოც მკურნალობა ბევრად უფრო მეტი უჯდებათ.
სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგოს” ხელმძღვანელი, სტომატოლოგი თათია ანდღულაძე ამბობს, რომ კბილის ტრანსპლანტაცია ბევრს სჭირდება, თუმცა ამ მომსახურების მაღალი ფასის გამო ძალიან ცოტა თუ მიმართავს მას. “2013 წლის მონაცემებით, კლინიკის თბილისისა და ბათუმის ფილიალებში ჯამში 350 იმპლანტი ჩავსვით”, – ამბობს თათია. კლინიკა “ინდიგოში” იმპლანტისა და გვირგვინის ჩასმა ჯამში 1200-დან 1900 ლარამდე ჯდება.
თათია ანდღულაძის თქმით, მათთან ძირითადად შვეიცარიული და გერმანული კომპანიების იმპლანტებს იყენებენ. დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად “Alfa Bio”-ს იმპლანტებს ამონტაჟებენ, რომლის მწარმოებელიც ისრაელია. თათია ამბობს, რომ იგი “Nobel”-ისა” და “Straumann”-ის იმპლანტებზე დაბალი ხარისხისაა, მაგრამ შედარებით უფრო დაბალი ფასის გამო მეტი გამოყენება აქვს: “არის უფრო დაბალი ხარისხის იმპლანტები ჩინეთიდან და კორეიდან, რომლებიც შედარებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გერმანული”, – ამბობს ის.
სტომატოლოგიურ კლინიკა “ბათუმი დენტალის” სტომატოლოგი ირაკლი ჩიქობავა ამბობს, რომ მათთან იმპლანტის შეყვანა 500 დოლარი (ლარის ექვივალენტში) ღირს, გვირგვინის ფასი კი მასალის მიხედვით: მეტალოკერამიკის 150 ლარი, ტიტანისა (ცირკონის) კი, 300 ლარი ჯდება. `იმპლანტები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში გამოიყენება, ისრაელიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან არის ჩამოტანილი, მათ ჩანერგვას კი საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციიდან მოწვეული სპეციალისტი ახორციელებს”, – ამბობს ირაკლი ჩიქობავა.
“ბათუმი დენტალში” ამბობენ, რომ ფასიდან გამომდინარე დენტალურ იმპლანტაციაზე მოთხოვნა დაბალია. წლის განმავლობაში კბილის იმპლანტაციის სურვილით მათ კლინიკას საშუალოდ ათი პაციენტი მიმართავს.
იმპლანტაცია შესაძლოა განხორციელდეს ერთ მომენტად ან ორ ეტაპად. ანუ პაციენტმა შესაძლოა ჩაისვას იმპლანტი და იმავე დღეს, ან 7-10 დღის განმავლობაში დაფიქსირდეს მასზე კბილი, ან ქირურგიული ნაწილის დასრულების შემდეგ, როდესაც იმპლანტები მოთავსდება ძვალში, დაიხურება ჭრილობა და სტომატოლოგი ელოდება იმპლანტის ძვალთან შეზრდას (ოსეოინტეგრაცია), რასაც საშუალოდ 3-დან 6-თვე სჭირდება, რის შემდეგაც იწყება ორთოპედიული სამუშაო და გვირგვინის დაფიქსირება.
კითხვაზე, თუ რა დაავადებების დროს არ არის მიზანშეწონილი პაციენტისათვის დენტალური იმპლანტაცია, მარიამ მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური უკუჩვენების დროს, ანუ იმ დაავადებების დროს ხდება, როცა ოპერაციული ჩარევა ზოგადად წარმოადგენს რისკს – “მაგალითად, აივ ინფექცია, ფსიქიკური აშლილობანი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ ძვლოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ქრონიკული დაავადებები, რომელთა სტაბილიზაციაც შესაძლებელია, მაგალითად დიაბეტი, თუ კონტროლის ქვეშ არის, არ წარმოადგენს უკუჩვენებას”, – ამბობს მარიამი.
მარიამ მარგველაშვილის თქმით, გართულებები კბილის იმპლანტის ჩასმის შემდეგ იშვიათია და კბილის იმპლანტაცია 98% შემთხვევაში წარმატებულია, თუმცა იმ 2%-ში ერთ-ერთი გავრცელებული გართულება არის იმპლანტის უარყოფა, როდესაც ორგანიზმი გამოდევნის იმპლანტს. ამ შემთხვევაში პაციენტს რე-იმპლანტაცია უკეთდება.
იმისთვის, რომ კბილის იმპლანტმა 20-25 წელი გაძლოს, პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს ჰიგიენას. “მართალია თამბაქოს მოხმარება უკუჩვენებას არ წარმოადგენს და ის მხოლოდ რისკ-ფაქტორია, მაგრამ იმპლანტაციის გართულებათა 80%-მდე სწორედ თამბაქოს მწეველებს ემართება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმპლანტების მქონე პაციენტებმა განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ ყურადღება პირის ღრუს მოვლას. ასევე, აუცილებელია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს როგორც იმპლანტების, ისე მასზე ფიქსირებული პროთეზების კონტროლი და პროფესიული წმენდა”, – ამბობს მარიამ მარგველაშვილი.
როცა უკვე ყველაფერი მზადაა, სპეციალისტი დამთვალიერებელს რიგის მიხედვით ტელესკოპის ლინზაში გახედვის საშუალებას აძლევს. ციური სხეულის ნახვის ემოციას დამთვალიერებელი სხვადასხვანაირად გამოხატავს, ზოგიერთი ტელესკოპთან გატარებული დროის ნაკლებობაზეც კი წუწუნებს. სპეციალისტი იძულებული ხდება მეტი ახსნა-განმარტება გასცეს. ერთ მნახველს ტელესკოპთან დაახლოებით 2-3 წუთს გაჩერების შესაძლებლობა აქვს.
მუზეუმში დამთვალიერებელს ობსერვატორიის შექნასთან დაკავშირებული ნივთების ნახვა, მისი დაარსების დღიდან იქ მომუშავე სპეციალისტებისა და მათი ნაშრომების შესახებ ჩანაწერების გაცნობა შეუძლია.
ობსერვატორია აბასთუმნის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრზეა. ექსკურსიის არანაკლებ საინტერესო ნაწილი სპეციალისტის ლექციაა.
სპეციალისტი დამთვალიერებლებს პლანეტებისა და ობსერვატორიის მეცნიერ თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ უყვება. მისი თქმით, აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: „აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი, მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი“.
მუზეუმში გამოფენილი ჩანაწერების მიხედვით, აბასთუმანში ციური სხეულების დაკვირვება რუსეთის იმპერიის უფლისწულის, ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება.
გიორგი რომანოვი ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული და იმპერიის საუკეთესო ექიმებმა მას აბასთუმანში მკურნალობა ურჩიეს. აბასთუმნის კლიმატისა და აბანოების სამკურნალო თვისებები იმ დროშიც ყოფილა ცნობილი. როდესაც რუსეთის იმპერიის ჯარები საქართველოში განლაგდნენ, სამხედრო ექიმები გაკვირვებით აღნიშნავდნენ, რომ დაჭრილთა მკურნალობა აბასთუმანში, სხვა ადგილებთან შედარებით, უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა.
გიორგი რომანოვს აბასთუმანში მთელი ამალა ჩაჰყოლია. ავადმყოფობის მიუხედავად, ახალგაზრდა უფლისწულს განათლების მიღება არ შეუწყვეტია, ხშირად მას რუსეთის იმპერიის წამყვანი პროფესორები სტუმრობდნენ.
უფლისწული ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანკტ-პეტერბუგის უნივერსიტეტის პროფესორი ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებოდა.
ამ ობსერვატორიას დღეს გიორგი რომანოვის კერძო ობსერვატორიას უწოდებენ. მისი გარდაცვალების შემდეგ ობსერვატორია დაუხურიათ.
შემდეგ, 1932 წელს, საბჭოთა კომისარიატის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. ხუთი წლის შემდეგ ობსერვატორია დაბა აბასთუმნიდან იქვე, ქონაბულის მთაზე გადაიტანეს. ობსერვატორიას დაარსების დღიდან, მას სათავეში ახალგაზრდა მეცნიერი, ევგენი ხარაძე ჩაუდგა. ის 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო.
2007 წლიდან ობსერვატორია ინტეგრირებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად.
დღეს ობსერვატორიაში სამოცდაათამდე მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. მათი ხელფასი საშუალოდ ექვსასი ლარია და სახელმწიფო ობსერვატორიას ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 ლარით აფინანსებს, ექსკურსიით შემოსული თანხა კი ადგილობრივ სამეურნეო ხარჯებს, შენობებისა და აპარატურის მოვლა-პატრონობას ხმარდება.
ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას თქმით, „დღეს მიმდინარე კვლევები მოიცავს ვარსკვლავთასტრონომიის, გარე გალაქტიკების, მზის სისტემის, მზის ფიზიკის, ატმოსფეროსა და კოსმოლოგიას“.
ობსერვატორიის ტექნიკური გადაიარაღება, რაც დიდ თანხას უკავშირდება, მნიშვნელოვანია როგორც აქ მომუშავე მეცნიერებისთვის, ასევე აბასთუმანში მცხოვრები ოჯახებისთვისაც, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ აქ ჩამომსვლელი დამსვენებლისთვის სუფთა და მშრალი ჰაერისა და სამკურნალო წყლების გარდა ობსერვატორია კიდევ ერთი მთავარი ხიბლია.
შპს „ჟასმინი“, შპს „მერსნ ტურიზმი“, „V & T ARGO“, „IItalGeoConstractions & Mini Mmenegementi“, შპს „აგროსერვისცენტრი“ – ეს ის კომპანიებია, რომლებიც აჭარის მთავრობამ საგადასახადო დავალიანებისგან გაათავისუფლა. საგადასახადო დავალებისგან გაათავისუფლეს ბიზნესმენი ირის ბორჩაშვილიც.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. შპს „მერსნ ტურიზმი“ კი – უკრაინის მოქალაქეებმა 2011 წელს. ირის ბორჩაშვილის სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამედიცინო ცენტრი „მედინა“ და სასტუმრო „პრესიდენტ პლაზა“ იძებნება.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დარიცხული 89 145 700 ლარიდან და მილიონ 552 900 აშშ დოლარიდან ბიუჯეტის შემოსავლებში ჩარიცხულია 312 000 ლარი, რაც დარიცხული თანხის 0,3 პროცენტია. ორ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად, ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის საჯარიმო სანქციების სახით არ იქნა დარიცხული 51 600 ლარი.
ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის მთავრობის ნებართვით ავტონომიური რესპუბლიკის 29-ე მუხლის საფუძველზე ჩამოაწერა.
„ჩვენ ვცდილობთ კარგი პირობები შევუქმნათ ინვესტორებს, რომლებიც მოდიან მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ გვაწყობს დაჯარიმებული ინვესტორი, შესაბამისად შეჩერებული მშენებლობები. მთავარია, მან საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს არ არის ჩამოწერილი თანხა, ეს გაყინული ფულია და თუ დათქმულ ვადაში პირობას ვერ შეასრულებს ინვესტორი, ჯარიმა ისევ ამოქმედდება, თუ შეასრულებს, აღარ დაჯარიმდება. თვითონაც კმაყოფილი დარჩება და სახელმწიფოც“, – განმარტავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე.
იურისტ გია ქარცივაძის განმარტებით, „სახელმწიფოს მიდგომა შეიძლება იყოს ინდივიდუალური და თუ მთავრობა ხედავს პერსპექტივას დათმობის შემთხვევაში, შესაძლებელია აპატიოს კიდევაც დამრღვევს, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მასობრივი სახე. წინასწარ დათქმული პირობა უნდა შესრულდეს“.
აუდიტის 2013 წლის დასკვნის მიხედვით, აჭარის მთავრობა იმ კერძო კომპანიებისგან, რომლებმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, მათთვის გადაცემულ ქონებას ვერ იბრუნებს. აუდიტორმა უკან დასაბრუნებელი ქონება 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა.
„აჭარის კურორტების“ 100%-იანი წილი და სააქციო საზოგადოება „მესხეთი“ იმ ქონების ჩამონათვალშია, რომელსაც აჭარის მთავრობა კონტრაქტორისგან პირობების დარღვევის მიუხედავად ვერ იბრუნებს. მიზეზი ქონების იპოთეკით დატვირთვაა. ჩამონათვალში იმ ქონების დიდი ნაწილიც მოხვდა, რომელიც აჭარის მთავრობამ ინვესტორებს გასულ წელს მანდარინის მოსავლის ათვისების პირობით გადასცა.
აჭარაში ციტრუსის შემფუთავი, დამახარისხებელი და ტარის წარმოების საწარმოების მოწყობის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე მილიონ 682 400 ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საკუთრებაში კერძო და იურიდიულ პირებს გადასცეს. ამასთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა 19 პირთან, ხოლო ორ შემთხვევაში „არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო“ მყიდველის მხრიდან უარის გამო ნასყიდობის ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.
აუდიტორის ინფორმაციით, ვალდებულებები შესრულებულია მხოლოდ ექვს შემთხვევაში, დაგვიანებით შესრულდა ხუთ შემთხვევაში, ხოლო რვა შემთხვევაში საერთოდ არ შესრულდა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ „პირველ შემთხვევაში საუბარი ეხება ადრე გაცემულ ქონებას, როცა კანონი აუქციონით გაცემულ ქონებაზე პირობების ვერ შესრულების შემთხვევაში მის უკან დაბრუნებას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება ციტრუსის დაბინავების მოტივირებისთვის გადაცემულ ქონებას, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იმ ინვესტორებთან ხელშეკრულებების მოშლის მიზნით, რომლებმაც დადებული პირობა ვერ შეასრულეს“.
სახელმწიფო აუდიტორი დასკვნაში განმარტავს, რომ აჭარის მთავრობამ ამ საკითხში წინა წლების გამოცდილება და რეკომენდაციები არც 2013 წელს გაითვალისწინა და ამ კატეგორიის ხელშეკრულებები ისევ გააფორმა.
„ახლა სახელმწიფო უფრო ნაკლებად რისკავს, რადგან კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც პირობების ვერშესრულების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების უკან დაბრუნების უფლებას იტოვებს“, – განმარტავს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იონა წითელაძე.
სახელმწიფო აუდიტორი ნასყიდობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების არასათანადო კონტროლზეც საუბრობს:
შპს „Eსცო-Gეორგია“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის 10 ივლისს დაიწყო, თუმცა აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის (2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე) გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არ მიუღიათ.
ინდმეწარმე „ბესარიონ მანენიშვილთან“ კი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა 2013 წლის პირველი ნოემბრით იყო დათარიღებული. პირობების შესრულების დადასტურების მოთხოვნით სამინისტრომ ინდმეწარმეს წერილობით 2013 წლის 25 ოქტომბერს მიმართა. აუდიტის მიმდინარეობისთვის სამინისტროს პასუხი არ მიუღია.
თამარის დასახლებაში ორი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების მიუხედავად, მთავრობამ ბინები მობინადრეებს არ გადასცა. ამის გამო 2014 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით დაცვის მომსახურებისთვის 51 600 ლარი დაიხარჯა.
საქართველოში ლუდის ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი კომპანია ”ნატახტარია”. ლუდის მოყვარულთათვის აღსანიშნავია ის დეტალი, რომ ფესტივალის ბარი საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარია.
ფესტივალი პირველად ხუთი წლის წინ, 2010 წელს თბილისში ჩატარდა, მალე საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მისი ტრადიციულობაც განაპირობა.
სამი წლის მანძილზე ლუდის ფესტივალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კომპანიამ რეგიონებში გასვლა გადაწყვიტა. 2013 წელს ლუდის ფესტივალი რუსთავში, თელავში, ქუთაისში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში პირველად ჩატარდა.
ბათუმმა წელს ოქროსფერი სასმელის ფესტივალს 9-10 აგვისტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა. გასული წლის ფესტივალისგან განსხვავებით წლევანდელ ფესტივალს ერთი სიახლე გამოარჩევდა – ლუდის შეძენა სპეციალური მონეტების საშუალებით იყო შესაძლებელი. თითო მონეტა 1.5 ლარი ღირდა. “ნატახტარისა” და “მთიელის” შეძენას ერთი მონეტა, ხოლო პრემიალური ბრენდების – “კოზელის”, “ეფესისა” და “კაიზერის” შეძენას ორი მონეტა სჭირდებოდა.
ლუდის ფესტივალი მრავალფეროვნებით გამორჩეული ღონისძიებაა. წელს ფესტივალი თითოეულ რეგიონში ორ დღეს გრძელდება, რომელსაც თან ახლავს ცოცხალი მუსიკა და გასართობი თამაშები.
ბათუმში ლუდის ფესტივალი “შავფაროსნებმა” გახსნეს. ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილ “ნატახტარის” ლიმონათის კუთხეში ანიმატორები ბავშვებს მრავალფეროვანი თამაშებით ართობდნენ. შეჯიბრებები გაიმართა სახალისო თამაშებშიც. ვინც უფრო სწრაფად ან ვინც უფრო ბევრ ლუდს დალევდა, ფესტივალის ატრიბუტიკას ან უფასო ლუდს მოიგებდა.
ფესტივალს ბათუმში დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი ესწრებოდა. მრავალფეროვანი საზოგადოებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი იყო მუსიკალური რეპერტუარიც, რომელსაც ქმნიდნენ ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები, მათ შორის “Latino Boys”, ჯგუფი “ყველა”, “სალიო” და სხვა. ბათუმში ფესტივალის მეორე დღეს ცოცხალ მუსიკას ფესტივალისთვის ასრულებდა დავით ილურიძის ბენდი, “ფრანი”, “რეგიონი”, ჯგუფი “არა”, “გობლინები”.
ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივები.
“ბათუმში ლუდის ფესტივალი შეიძლება იქცეს ერთ-ერთ საინტერესო ფესტივალად ტურისტებისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა სპეციალურად ფესტივალზე დასასწრებად ტურისტები თბილისში ჩამოსულან” – ამბობს კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო სურმავა.
წელს ფესტივალი 12 ივლისს დაიწყო თბილისიდან და გაგრძელდა თელავსა და გორში. 16-17 აგვისტოს ფესტივალს ქუთაისი, ხოლო 23-24 აგვისტოს ფოთი უმასპინძლებს. 2014 წლის ლუდის ფესტივალი 30-31 აგვისტოს ზუგდიდში დაიხურება.
“ნატახტარი” სამომავლოდ ლუდის ფესტივალში ცვლილებების შეტანას გეგმავს.
“ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული, თუმცა გარკვეული ცვლილებები იგეგმება. გაჩერებას არ ვაპირებთ და გვინდა ფესტივალი განვაახლოთ” – ამბობს ნატახტარის ქსელური მარკეტინიგის მენეჯერი ოთარ უნაფქოშვილი.
„დედაჩემი არის წარმოშობით სოფელ ფურტიოდან. 2011 წელს ვიყავი ჩასული პირველად ჩემი ნათესავების სანახავად. ჩვენს პატივსაცემად ქეიფი გაიმართა, ეს ვიდეოებიც მაშინ გადავიღე. შუახევის ქორეოგრაფიული ანსამბლი იყო მოწვეული და ისინი ცეკვავენ,“ – ამბობს ნურულლაჰი „ბათუმელებთან“ საუბარში.
ვიდეოები ფურტიოში მცხოვრებ მიხეილ მელიქიშვილის ოჯახშია გადაღებული.
„გემის შეძენა ჩვენი სასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია. სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს. კურსანტი რომელიც ჩვენთან დაამთავრებს სასწავლებელს უკვე იქნება სრულფასოვანი მორიგე ოფიცერი სამანქანო განყოფილებაში, შორეულ ნაოსნობაში 12 თვიანი ცენზით,“ – ამბობს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი სულხან სამნიძე.
გემზე პრაქტიკის გავლა ერთდროულად 26 სტუდენტს შეუძლია.
იპოთეკით დაზარალებული კიდევ ერთი მოქალაქე თენგიზ ფაღავა შეღავათიან კრედიტს ითხოვს.
“150 ათასი დოლარიდან 80 ათასი მაქვს დარჩენილი გადასახადი. ვარ გადამხდელუნარიანი. ვითხოვ შეასრულონ დაპირება. მოგვცენ შეღავათიანი კრედიტი და ჩვენ ამას დავფარავთ,” – ამბობს თენგიზ ფაღავა.
იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მთავრობის სახლთან ნახევარ საათს გაგრძელდა. მათი განცხადებით თუკი მთავრობის მხრიდან ყურადღება არ იქნება ისინი შიმშილობას დაიწყებენ.
საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 17:30 საათზე დაიწყო. პირველი მატჩი ”შუქურასა”და ”ზუგდიდს” შორის ქობულეთში, ”ჩელე არენას” სტადიონზე გაიმართა
2014-2015 წლის საქართველოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში სამი გოლი გავიდა და “შუქურამ” 2:1 სძლია “ზუგდიდს”. პირველი გოლი 24 წუთზე შუქურას ფეხბურთელმა ზვიად მეტრეველმა გაიტანა. თუმცა “ზუგდიდის” კაპიტანმა შოთა ლომიამ 47 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი, “შუქურასთვის” გადამწყვეტი აღმოჩნდა პენალტი, რომელიც “ზუგდიდელთა” მესამე ნომრის, დავით ლომაიას მიერ თამაშის წესის დარღვევის გამო დანიშნა მსაჯმა. უხეში თამაშის დროს მცირე დაზიანება თვითონ დავით ლომაიამაც მიიღო, თუმცა მსაჯისთვის ამ გარემოებას გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშლია და ფეხბურთელი წითელი ბარათით დააჯარიმა.
პენალტი ზუსტად შეასრულა “შუქურას” კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ, რითაც 59 წუთზე საკუთარი გუნდი 2:1 ანგარიშით დააწინაურა. მატჩის ბოლომდე ორივე კარის მიმართულებით კიდევ იყო რამდენიმე საგოლე მომენტი თუმცა გოლი აღარ გასულა.
აღნიშნულ მატჩში ერთი წითელი დ ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა მსაჯმა და ორივე დავით ლომაიას მიმართულებით. შეხვედრას ფიფას არბიტრი თბილისიდან გიორგი ვადაჭკორია მსაჯობდა.
“ზუგდიდისა” და “შუქურას” მატჩი ქობულეთში 6000 მაყურებლიან, გულშემატკივრებისგან ნახევრადცარიელ სტადიონ “ჩელე არენაზე” ჩატარდა. მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემდა.
ფეხბურთის თამაშის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია ქობულეთიდან პირველად განხორციელდა.
ფესტივალზე მსურველებს ლუდის შეძენა სპეციალური მონეტის საშუალებით შეგიძლიათ. ერთი მონეტის ფასი 1,50 ლარია. ერთი ლუდის მონეტით შესაძლებელია შეიძინოთ 1 ბოთლი „ნატახტარი“ ან „მთიელი“, ორი მონეტით კი „კოზელი“, „ეფესი“ ან „კაიზერი.“
ლუდის ფესტივალი ხვალ, 10 აგვისტოსაც გაიმართება და 17 საათზე დაიწყება.
“iMOVIES.GE” შეეცადა ფილმის საყურებლად შეექმნა მაქსიმალურად კომფორტული გარემო და ამისათვის 6 მაისის პარკში განათავსა “OPEN AIR CINEMA”-ის სისტემა: 7 მეტრის დიაგონალის მქონე ეკრანი, 8500 ლუმენიანი პროექტორი, 2000 ვატიანი აუდიო სისტემა. მაყურებელს ასევე საშუალება ექნება სურვილისამებრ კომფორტულად მოთავსდეს პუფებზე, შეზლონგებსა და პლედებზე,” – ნათქვამია iMOVIES.GE-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შპს „ტერმინალის“ ტექნიკური განყოფილების უფროსი გიორგი ბენდელიანი ამბობს, რომ კომპანიამ ბუთურაულსა და ფურტიოში სამუშაოები დაასრულა. იგი აქვე დასძენს, რომ სამუშაოები რთული შესასრულებელია.
„ჭაბურღილებს სოფლებში, დამკვეთის, ამ შემთხვევაში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მითითებულ ადგილზე ვაკეთებთ. ჩვენმა კომპანიამ ოთხ სოფელში თითო ჭაბურღილი უნდა გააკეთოს, ოთხიდან ორის მშენებლობა სოფლებში _ ფურტიოსა და ბუთურაულში დასულდა, ორ სოფელში კი, სამუშაოები მიმდინარეობს. რთული და შრომატევადია ჭაბურღილის მოწყობა, ბუღღვით პროცესს, მილის ჩასმასა და ფილტრის დაყენებას მოიცავს“, – ამბობს გიორგი ბენდელიანი.
2013 წელს წყლის საძიებო ჭაბურღილები გაკეთდა ამავე მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ნიგაზეულში, ნენიასა და წყაროთაში. ჭაბურღილების მოწყობისთვის გასულ წელს 72 950 ლარი დაიხარჯა, თუმცა ამ დრომდე სოფლის მოსახლეობა ჭის წყლით ვერ სარგებლობს, რადგან ჭაბურღილებზე წყლის საქაჩი და გამანაწილებელი არ არის დაყენებული.
„წყლის პრობლემა გვაქვს, გასულ წელს დაიწყო ჭაბურღილის კეთება, გაკეთდა, მაგრამ არ ფუნქციონირებს, პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა“, – ამბობს სოფელ წყაროთას მკვიდრი ვახო ნაკაშიძე.
ჭაბურღილი არ ფუნქციონირებს სოფელ ნენიაშიც. სოფლის მკვიდრი მერაბ ქამადაძე ამბობს, რომ სოფელში 220 კომლი ცხოვრობს და სასმელი წყლის პრობლემა მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ჭაბურღილის ამოქმედება კი, მისი გათვლით, მინიმუმ 40 კომლს სასმელი წყლის პრობლემას გადაუჭრის.
„ჭების მოწყობა კარგი პროექტია, დამატებით სამუშაოებია ჩასატარებელი, მალე გაკეთდება. მართალია, მთლიანი სოფლის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ გამგებელი დაგვპირდა, რომ დამატებით ორ ჭაბურღილს გაგვიკეთებს“, – ამბობს მერაბ ქამადაძე.
შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე ამბობს, რომ გასულ წელს გაწერილი იყო მხოლოდ წყლის საძიებო სამუშაოების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ წყალი ავიდოდა მეორე ეტაპზე, ჭაბურღილებზე წყლის გამანაწილებელს და საქაჩს დააყენებდნენ. შარაშიძე აქვე დასძენს, რომ გასულ წელს სამ სოფელში გაკეთებული ჭაბურღილიდან წყალი მხოლოდ ორ სოფელში ავიდა.
ედნარ შარაშიძე: „სოფელ ნენიასა და წყაროთაში წყალი ამოვიდა, ნიგაზეულში – არა. შესაბამისად მხოლოდ იმ ორ ჭაბურღილზე დავაყენებთ წყლის საქაჩს და გამანაწილებელს. შესაბამისი პროექტები მომზადებულია, თანხაც მოძიებული, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. წყაროთასა და ნენიაში ჭაბურღილის ამოქმედებისთვის 57 000 ლარია საჭირო. ეს მთლიან სოფელს სასმელი წყლის პრობლემას ვერ გადაუწყვეტს, 40-60 ოჯახამდე შესაძლოა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ნიგაზეულს, სადაც წყალი არ ამოვიდა, მოძიებულ იქნა ალტერნატიული წყაროს წყალი სოფლის ბოლოში. აქ დავგეგმეთ აუზის მოწყობა, გეგმის განხორციელების შემთხვევაში წყაროს წყლით 40 ოჯახის პრობლემა მოგვარდება. წყაროს წყლის გარდა ამ სოფელში სხვა წყალი არ არის“.
კარგ ადგილას ვმუშაობდი, გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში, ილია ვეკუა იყო ჩემი ხელმძღვანელი. ამაზე დიდი ბედნიერება კაცისთვის არ არსებობს, როდესაც მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერის ხელქვეითი ხარ და მის ფორმულებს ხსნი.
ყოველთვის ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, ვყოფილიყავი კარგ ფიზიკურ ფორმაში. მსოფლიო რეკორდი დავამყარე ყველაზე რთულ სახეობაში, მკლავებზე აზიდვაში – 5011 აზიდვა გავაკეთე ერთ საათში, ეს მსოფლიო რეკორდი იყო, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო – მერე ექვსსაათიანი რეკორდიც დავამყარე, 24-საათიანიც და შემდეგ 100 დღე ზედიზედ ყოველდღე ვაკეთებდი 17 300 აზიდვას – 1 730 000 აზიდვა გავაკეთე. ეს ყველაფერი მსოფლიო რეკორდებია და შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, ახლაც შეუცვლელია, უკვე 25 წელი გავიდა.
ჯუმბერ ლეჟავა ბათუმის #10 საჯარო სკოლაში – 09.06.2014
რთული გზა განვლე და რატომღაც მოგზაურობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჩემს რეკორდებს, არადა რეკორდებიც არანაკლებ სენსაციური და ექსტრემალურია. ჩემს ორგანიზმს სწავლობდნენ გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები, ამერიკელები, ფინელები, იაპონელები, რუსები და მათი ყველა დასკვნა ასეთი იყო, რომ 52 წლის ქართველ მამაკაცს აქვს 20 წლის ახალგაზრდის ორგანიზმი.
ამის შემდეგ რაღაც ხომ უნდა გამეკეთებინა? მოგზაურობა დავიწყე 54 წლისამ. რეკორდების დამყარება მომბეზრდა, კიდევ რაში შეიძლება ადამიანი გამოიცადოს? სწორედ აქ მომაწოდეს ასეთი აზრი, შეძლებთ წახვიდეთ მსოფლიოს გარშემო, მარტოდმარტო, ველოსიპედით ყველა ქვეყნისა და ყველა კონტინენტის გავლით? ეს იდეა მომეწონა. დაისვა ამოცანა ფორმულის სახით, სჭირდებოდა ამოხსნა. ამოხსნა კი იქნებოდა პროგრამის დაწერა და შემდეგ შესრულება. შესრულებაზე პასუხისმგებლობა ჩემ თავზე უნდა ამეღო, მაგრამ პროგრამის დაწერაზე პასუხისმგებლობა გავიყავით მე და ჩემმა მეგობარმა ჟიული შარტავამ.
დავა გვქონდა, ზამთარში ზამთრის ქვეყნები გავიაროთ თუ, პირიქით, პირობებს ველოდოთ – ისე, როგორც საერთოდ მოგზაურები აკეთებენ. ჩვენ ვთქვით არა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც იქნება ექსტრემალური ადამიანისათვის, ამიტომ ყველა კონკრეტული ქვეყანა გავიარე, კონკრეტული ქვეყნისათვის დამახასიათებელ ექსტრემალურ პირობებში. საჰარის უდაბნო გავიარე უძლიერესი ქარის დროს, 3700 კილომეტრი გავიარე ექსტრემალურ პირობებში, ქვიშის წვიმის დროს, როდესაც ქვიშა ტრიალებს და ახრჩობს ადამიანს.
ასეთივე პირობებში გავიარე ამაზონის ჯუნგლი სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ეს არავის უქნია. მსოფლიოში ცნობილმა მოგზაურმა დეივ კრუზმა, რომელიც ჩემი ოპონენტი იყო, მითხრა: ჯუმბერ, როგორ გაბედე ბრაზილიის გავლა, როდესაც მე ბრაზილიელი ვარ და არც ერთი კილომეტრი არ მაქვს ბრაზილიაში გავლილი იმიტომ, რომ ეს შეუძლებელიაო. ეს მე გავეკეთე იმისათვის, რომ ბრაზილიელებმა დიდი პატივი მცეს, და ვთქვი, ღირს საქართველოსა და ბრაზილიისთვის თავის დადება. მათ შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს. ვიყავი რიო დე ჟანეიროს კარნავალის ოფიციალური სტუმარი, სადაც ვცხოვრობდი მარადონასთან ერთად სასტუმროში, ერთად ვისხედით საჩვენებელ ტრიბუნებზე. მითამაშია ჟურნალისტების ნაკრებში ფეხბურთში და მითამაშია ბრაზილიის მთავრობის ნაკრებშიც ფეხბურთში. პირველ შემთხვევაში ფეხბურთელად მაღიარეს და მეორე შემთხვევაში დიდი მადლობა დავიმსახურე იმიტომ, რომ სულ აგებდა თურმე მთავრობის გუნდი და იმ დღეს, მე რომ მათამაშეს, ფრედ დაამთავრეს. ამით გამოვხატე ბრაზილიელების მიმართ პატივისცემა, ვთქვი – მე გავივლი პირველი ჯუნგლს და თქვენ მოგიძღვნით-მეთქი და მართლაც შევძელი ამის გაკეთება.
240 ქვეყანა გავიარე. ანტარქტიდაზე ორჯერ ვიყავი ველოსიპედით, ერთხელ თვითმფრინავით შემომატარეს. მაშინ, როდესაც მე ვიყავი, 40-45 გრადუსი ყინვა იყო, ესაა დიდი სითბო ანტარქტიდისთვის. შემდეგ ალიასკაზე ვიყავი, სადაც 41 გრადუსი იყო ყინვა. შემდეგ კანადაში რვა პროვინცია გავიარე. ჩრდილოეთ ამერიკა გავიარე მთლიანად. ზაფხულშიც მომიწია შეერთებული შტატების ყველა შტატის გავლა. ზაფხულში რთულია შეერთებულ შტატებში მოგზაურობა, ვინაიდან უმეტესად არის უდაბნო, ქარი და დაუმორჩილებელია გარე სამყარო, თუმცა, სადაც ცივილიზაციაა, იქ უმაღლესი დონის პირობებია.
ზამთარში გავიარე გრელანდია, ისლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი… არასოდეს დამიძინია სასტუმროში და მიმყინვია ფეხებზე წინდები. სპეციალური ტანსაცმელი არ მქონდა, ბევრჯერ ვარ გადარჩენილი გაყინვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ხორცი და წინდები შეეყინა ერთმანეთს. როდესაც სტოკჰოლმში გამხადეს წინდები, განგრენის დასაწყისი იყო და ამიტომ უნდოდათ ფეხების მოკვეთა. ვთხოვე ქირურგს, ნუ მომკვეთ და ჰელსინკში ვუშველი-მეთქი თავს. ამ მდგომარეობაში ჩავედი ჰელსინკში, სადაც დამხვდნენ ჩემი მეგობრები: ჯემალ ცერცვაძე და ზაზა დოლიძე, მათ მიშველეს, მომცეს მალამო, რომლითაც მთელი ორ წელიწადნახევარი ვმკურნალობდი, ახლაც ვმკურნალობ, მას შემდეგ 13 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვმკურნალობ.
ციმბირში, გზაზე მაღაზია შემხვდა. ყინვა იყო -45 გრადუსი. შევედი, იქნებ ჩაი მაინც დამალევინონ-მეთქი. სულ გათოშილი ვიყავი. ამ დროს შემოვიდა ადამიანი, რომელმაც იცოდა ვინ ვიყავი. გამყიდველს ეუბნება, აი, ეს არის მოგზაური, ხომ ხედავთ აქ როგორი ყინვააო და ეს მოგზაურობს ველოსიპედითო. იმ ქალმა არც აცია არც აცხელა და: „ну и дурак“-ო, თქვა.
უდაბნოებში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 51 გრადუსი, იყო პაკისტანში. წარმოიდგინეთ, 2 400 კმ იარო უკაცრიელ უდაბნოში, სადაც ტემპერატურა დილიდან საღამომდე თითქმის ერთნაირია და თავშესაფარი არ არის. როგორ გაუძლო ორგანიზმმა, მე თვითონ მიკვირს.
ჩინეთში, უდაბნო ტაკლა-მაკანი პირველმა მე გავიარე ველოსიპედით. ეს წარმოუდგენელი იყო. მრჩებოდა 100-120 კილომეტრი უდაბნოს გავლამდე, როცა საღამო ხანს, როგორც ჩანს, წნევა დამივარდა. ჩრდილს ვერსად იპოვი იქ, ამიტომ ქვიშა ამოვთხარე და მკვრივ გრუნტზე რომ დავედი, ჩავწექი შიგნით და ზემოდან გადავიფარე, რომ იქნებ კაპილარები ისევ გამაგრებულიყო და წნევა ამაღლებულიყო. ამ დროს, როცა ამოვყარე ქვიშა, ყველგანმავალი გაჩნდა. გადმოვიდა ორი პოლიციელი, ერთმა გადმოიღო დაცვარული ბოთლი. როგორია, წყალი გწყურია, არც ერთი წვეთი არ გაქვს და დაცვარულ ბოთლს მაწვდის და მეუბნება _ დალევ ამ წყალსო? თუ მომცემთ, რატომაც არ დავლევ-მეთქი. დავლიე ბოთლიდან წყალი. პოლიციელები წავიდნენ. მე კი უკვე ვეღარ შევძელი ველოსიპედზე დაჯდომა, გადმოვვარდი. მივხვდი, რომ მოწამლული ვარ. როგორ უნდა უშველო თავს, უდაბნოში ხარ, ღამდება უკვე, დაღუპული ხარ ფაქტობრივად, მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე. ბრძოლა დავიწყე, წავალ ხუთი მეტრი – წავიქცევი, ისევ შევეცდები ადგომას და ასე ავიარე პატარა ფერდობი და ვხედავ, დაბლა ახალგაზრდები კარავთან არიან. ეს იყო გეოლოგების პატარა ჯგუფი, რომელიც სწავლობდა წყლის მოპოვების შესაძლებლობას ტაკლა-მაკანის უდაბნოში. ხელი ავუწიე, ვანიშნე და დავვარდი, კიდევ კარგი, რომ დამინახეს, თორე ვერაფერი მიშველიდა. ამოცვივდნენ, წამიყვანეს, ოთხი დღე მიმკურნალეს. მოტოციკლეტებით იყვნენ, გავარდებოდნენ დილით, მოიტანდნენ რძეს, მასმევდნენ, მკურნალობდნენ ჩინელი ახალგაზრდა მეცნიერები.
ასეთი შემთხვევა ბევრი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგიც ბევრი მქონდა. მხეცების თავდასხმა, ბუნებრივი პირობები, ცუნამები – რაში არ ვარ მოყოლილი და გადარჩენილი. სიკვდილთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, ვიდრე სიცოცხლესთან. აი, ასეთი 4 000 დღე მქონდა.
სტოკჰოლმში, როცა გადაწყვიტეს ორივე ფეხი მოეკვეთათ, ორსაათნახევარი მომიწია საოპერაციო მაგიდაზე წოლა. შემოიტანეს ხერხი, ჩაქუჩი. ქირურგი მეკითხება, ორსაათნახევარია მარტო წევხართ საოპერაციო მაგიდაზე, რაზე ფიქრობდითო. რას ვფიქრობდი და რა ადგილას გადამჭრით ფეხებს, რამდენ ხანში შეხორცდება და მერე როგორი პროტეზები უნდა გავაკეთო, რომ მოგზაურობა გავაგრძელო-მეთქი. მთავარი ქირურგი მოუტრიალდა თავის ჯგუფს და ეუბნება, ხომ გითხარით, ეს მოგზაურები ვერ არიან კარგად, ფეხებს ვკვეთთ და ეს კიდევ მოგზაურობაზე ფიქრობსო.
მოგზაურის ცხოვრება არის უცნაური, საინტერესო, საპასუხისმგებლო და პატრიოტულიც. ბევრი შემოთავაზება მქონდა დარჩენაზე, ბევრი ნამუშევარიც მქონდა, ბევრს ვწერდი, ბევრს ვიღებდი. ეს იყო დიდი მასალა ბევრი ქვეყნისათვის, 4 000 დღის დღიური გადაბმულად არ არსებობს.
მეკითხებიან, თუკი ყველა კონტინენტზე და ყველა ქვეყანაში ყოფილხარ, რატომ არ იყავი 4-5 ქვეყანაშიო. იმიტომ, რომ ნაირობიში კადაფმა ააფეთქა ამერიკის საელჩო და იქ დაიღუპა ამერიკის საელჩოს 36 თანამშრომელი. ამასთან დაკავშირებით მოეწყო დემონსტრაცია და საპროტესტო აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა. ამისათვის მე კადაფიმ (ანუ ნაირობიმ), ლიბიამ, ერაყმა, ავღანეთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ბრუნეიმ უარი მითხრეს სახელმწიფოში შეშვებაზე, მაგრამ ეს „იუნესკომ“ ჩამითვალა, რადგან მე რამდენიმე მხრიდან მივედი ამ სახელმწიფოებში და არ შემიშვეს.
როცა სამოგზაუროდ წავედი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სადღაც უნდა დავიღუპო, მაგრამ რაც შეიძლება მეტი უნდა გავაკეთო, რომ მეტი დარჩეს საქართველოს. და აი, ამ მეტის ძიებაში ყოველთვის ვეხვეწებოდი ღმერთს, დღეს შემასრულებინე პროგრამა და ხვალ რაც მომივა – ჯანდაბას! ასე გავიდა 4 000 დღე და გავიმარჯვე, ესე იგი, გადავრჩი და ჩამოვედი საღ-სალამათი, რა თქმა უნდა დაზიანებებით, მაგრამ იმ დაზიანებების მკურნალობა შევძელი.
რა მომცა მე ამ მოგზაურობამ? ჩემი მთავარი მიზანი არ იყო სხვადასხვა კულტურების შესწავლა. ჩემი მთავარი მიზანი იყო ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების შესწავლა ექსტრემალურ პირობებში, რათა დამემტკიცებინა, რომ ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო.
მომცა ის, რომ შევისწავლე მსოფლიო, ხალხებს გავეცანი, ტრადიციებს, მე შეიძლება ვარ ცოტათი განსხვავებული იმით, რომ არ არსებობს მსოფლიოში დედაქალაქი, ოპერისა და ბალეტის თეატრები, ნაციონალური მუზეუმები, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, სპორტული კომპლექსები, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ფეხბურთის სტადიონები და მათი მუზეუმები, სადაც მე არ ვარ ნამყოფი; არ არსებობს ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი ისტორიული ძეგლები, რომ არ მქონდეს ნანახი და ასეთი რამდენია კიდევ. ეს არის ნაწილი ადამიანის ბედნიერების. ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ, იბრძოლეთ მიზნის შესრულებისათვის.