12.00 საათზე .სასტუმრო „DIVAN SUITES”-ში გაიმართება სემინარი – „ფარაჯანოვის კინოშემოქმედება“. სემინარის მონაწილეებს შორის არიან რომან ბალიანი, ზავენ სარგისიანი – ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი ერევანში, ანჟეი სლოვიცკი და იური მეჩითოვი.
15.00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში(ზ. გამსახურდიას ქ.#1) გამოფენა გაიხსნება, სადაც იური მეჩითოვის ფოტოები და ფარაჯანოვის მუზეუმის (ერევანი) კოლაჟების კოლექცია იქნება წარმოდგენილი.
საღამოს კი ღია ცის ქვეშ სერგო ფარაჯანოვის ფილმი იქნება ნაჩვენები, ერას მოედანზე, 21:30 წუთზე „ამბავი სურამის ციხისა“ დაიწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგბული პროგრამების შედგენა.
შეხვედრას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე უხელმძღვანელებს, მინისტრი 2015 წლის პროგრამების პროექტებს პრეზენტაციის სახით წარადგენს. შეხვედრის მონაწილეები მოისმენენ მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვენელების მოხსენებებსაც. სამუშაო შეხვედრა გაიმართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მისამართი: ბათუმი, კომახიძის ქ. N19.
როცა ვკითხე, ვინ ასწავლა, რომ ეს ყველაფერი „გოგონების წესია”, გაკვირვებულმა შემომხედა, ეს აქამდე როგორ არ იცოდიო და მაჩვენა წიგნი, რომელიც დედისგან მიიღო საჩუქრად დაბადების დღეზე: „ჩემი პირველი ენციკლოპედია” და სასურველ გვერდზე გადაშალა: თავში დიდი ასოებით ეწერა”გ ო გ ო ნ ე ბ ი”, ქვესათაური კი ასეთი ჰქონდა: „პრანჭიები და ჭორიკანები”. მთელ გვერდზე ბრჭყვიალა „აბადოკებსა” და ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი თოჯინები ეხატა – ზოგიერთი „შოპინგზე” მიდიოდა, ზოგი – აუთოებდა, ზოგი- საჭმელს აკეთებდა, თან თითოეულ ნახატს მოკლე აღწერა ჰქონდა, თუ როგორ იქცევიან/უნდა მოიქცნენ გოგონები.
მერე მეორე გვერდზე გადაშალა – ეს უკვე ბიჭების გვერდი იყო, ქვესათაურით – „გულადები და ჩხუბისთავები”. პატარა ბიჭები პიჯაკსა და ჰალსტუხში ან სხვადასხვა უნიფორმაში გამოწყობილნი მანქანების, თვითმფრინავებისა და გემების გარემოცვაში. ზოგი სადღაც მიიჩქაროდა, ზოგი მუშაობდა, ზოგი ქაღალდებში იქექებოდა. აქვე იყო სხვადასხვა თავსატეხები და გამოცანები.
ანანო ყველა სურათს თავისებურად მიხსნიდა და თან გაოცებული აღნიშნავდა, სინამდვილეშიც ხომ ყველაფერი ასეაო. მე მასზე უფრო გაოცებული ვუხსნიდი, რომ ის რომ გოგოა, ეს არ ნიშნავს, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ამ ენციკლოპედიაში წერია და ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს რა გაკეთოს, როგორ გაატაროს დღე… სამწუხაროდ ვერ დავაჯერე. ხელში ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი ეჭირა – “შენ უფრო მეტი იცი, თუ ამ წიგნის ავტორმაო”. რა მექნა?! ამის შემდეგ უკვე ხშირად ვაკვირდები წიგნების მაღაზიებში: ერთ თაროზე „გოგონების წიგნი”, „პატარა პრინცესა”, „პატარა დიასახლისი” და ა.შ. ვარდისფერ, პრიალა ფურცლებზე სხვადასხვა გასართობებია გოგონებისთვის _ მათ უნდა შეარჩიონ რომელ გოგონას რომელი კაბა მოუხდება, წავიდნენ საყიდლებზე, ბოლო გვერდზე სპეციალური სტიკერებით შემოსონ ისინი, ან წაიკითხონ ისტორიები სასახლეში გამოკეტილ პრინცესებზე, რომელიც მამაცმა პრინცებმა გადაარჩინეს, ისწავლონ „როგორ დავალაგოთ კარადა”, “შევწვათ კვერცხი” და ა.შ.
მეორე თაროზე „წიგნი ბიჭებისთვის”, „წიგნი პატარა ვაჟკაცს”, სადაც მოცემულია სხვადასხვა თავსატეხები, ლაბირინთები, ინფორმაცია ცხოველებზე, უცხოპლანეტელებსა და მფრინავებზე, ზღვებსა და ოკეანეებზე. მერე ამ წიგნებით შთაგონებული ბავშვები დედებს მიჰყავთ სათამაშოების მაღაზიებში, რომელიც, როგორც წესი, ორ ნაწილადაა გაყოფილი: ვარდისფერ და ცისფერ განყოფილებებად. ერთ მხარეს თოჯინები, პატარა ფერადი ჭურჭელი, ფერადი და სურნელოვანი კალმები, სათამაშო უთო, სარეცხი მანქანა, მიქსერი, მეორე მხარეს: კუბიკები, მანქანები, ბურთი, ფაზლი, სუპერმენისა და ტრანსფორმერის ფორმა…
ალბათ, იმავე წიგნებს კითხულობს და იმავე სათამაშოებით თამაშობს ჩემი კიდევ ერთი ნაცნობის შვილი, ექვსი წლის საბა, რომელმაც დედას უთხრა, რომ მას სურდა შვილისთვის მოევლო, დაებანა, გაესეირნებინა, ზღაპარი მოეყოლა და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მამასაც შეეძლო.
ამ ყველაფერს ჩემ ირგვლივ ვხედავ, ვაკვირდები, ვფიქრობ და უკვე აღარ მიკვირს რატომ მიიჩნევა, რომ „ქალი უნდა იყოს კუხნაში”, რომ „ოჯახის უფროსი კაცია”, რატომ გათხოვდა ჩემი ორი კლასელი ჯერ კიდევ მეცხრე კლასში, რატომ მეკითხებიან ჩემი სოფლის ავტობუსში ქალები, მყავს თუ არა შეყვარებული და „რამეს ხომ არ ვაპირებ ახლო მომავალში~, რატომ უთხრა ერთ ჩემს მეგობარს ნაცნობმა – ამდენი სწავლა რას გარგებს, ცოტა გაიპრანჭე, კაი ბიჭი მოძებნეო (ეს ჩემი მეგობარი 17 წლისაა), რატომ ხდება ამდენი ძალადობა ქალებზე, რატომ…
ბოლოს, ერთი კითხვა მაქვს: როგორ დავარწმუნო ანანო, საბა და კიდევ უამრავი ბავშვი ჩემ ირგვლივ, რომ ადამიანის სქესი არ განსაზღვრავს მის მოვალეობებს, შესაძლებლობებს, უფლებებს. მაშინ როცა სამყარო მათ გარშემო სულ სხვანაირ გაკვეთილს ასწავლის?!
მართლაც და, ამ წიგნების ავტორებმა უფრო მეტი იციან თუ მე?!
სახლი ბელეტაჟზე, 200 კვ/მ საცხოვრებელი ფართით, სარდაფით. 5000 მეტრი შიდა მიწა (მანდარინის 15 ტონიანი ბაღი, ხეხილის ნარგავები), 5000 მეტრი გარე მიწა, მოშენებული ტყით.
სახლი ბათუმიდან, 7 კმ-თია დაშორებული, 15 წუთის სავალზე. სოფელი არის მშვიდი, მწვანეში ჩარგული, სახლის აივნიდან იშლება ზღვის ხედი.
„ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი“ რეჟისორ ნანა ჯორჯაძის 2013 წელს გადაღებული ფილმია (ქრონომეტრაჟი: 80 წთ). ფილმის სინოფსისის მიხედვით, ეს სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც პატარა ზღვისპირა სოფელში ვითარდება.
„ჩემი ქალთევზა, ჩემი ლორელაი“ კინოთეტრ აპოლოში 19.00 საათზე დაიწყება.
დღესვე მაყურებლებს, კინოფესტივალის სექციაში – „დიდოსტატთა კოლექცია“ – შეუძლიათ ფრანგული „ახალი ტალღის“ დამფუძნებლის, ჟან–ლუკ გოდარის ახალი ფილმის – „მშვიდობით, ენავ!“ – ნახვა (ქრონომეტრაჟი: 70 წუთი).
ფილმი კინოთეატრ აპოლოში 21 საათზე დაიწყება.
საღამოს კი კინოფესტვალის მეორე დღეს კენ ლოუჩის 2014 წლის ფილმი, „ჯიმის დარბაზი“ დაასრულებს (ქრონომეტრაჟი: 109 წუთი). ფილმი 1921 წელს, ირლანდიის ერთ-ერთ სოფელში აგებულ დარბაზზე მოგვითხობს, სადაც ახალგაზრდებს განათლების მიღების, ოცნების და გართობის საშუალება მიეცათ.
„ჯიმის დარბაზი“ კინოთეატრ „აპოლოში“ 22:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „აპოლოში“ გამართულ ბოლო ორ კინოსეანსზე ბილეთები იყიდება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საქველმოქმედო კამპანიის, „კინო ეხმარება ბავშვებს“, ფარგლებში. ბილეთის ფასი 5 ლარია. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დიტო ცინცაძის ფონდში და ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
სიახლით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 1500-ზე მეტი სოფლის მცხოვრები ისარგებლებს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, განვლილი ზამთრის სეზონის სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაღალმთიანი რეგიონების დასახლებულ პუნქტებში მოსახლე ერთ კომლზე (ოჯახზე) 7 მ3-ის ოდენობით საშეშე მერქნული რესურსი არასაკმარისია.
ზამთრის სეზონი, ბარისგან განსხვავებით, მთაში ხანგრძლივია. ამასთან გაზის უქონლობის გამო აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა შეშას საყოფაცხოვრებო მიზნით ზაფხულის პერიოდშიც იყენებს.
დადგენილებაში შეტანილი კიდევ ერთი სიახლე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების მოსახლეობას ეხება. სოფლების მცხოვრებლებს 7 მ3 – საშეშე მერქნის მოპოვების საშუალება ეძლევათ, რაც აქამდე არსებული კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული.
მაღალმთიანი სოფლების სტატუსს საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” განსაზღვრავს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ ცვლილების მიზანი ტყის ფონდის მართვის მდგომარეობის ხარისხისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყარამან ქუთათელაძის (თბილისი), ლუკა ლასარეიშვილის (ნიუ იორკი), ზურაბ არაბიძის (მოსკოვი), გიორგი ჩაუჟბას (ბათუმი), ჟერომ გლომოუდის (რომი) და მარია მარშალის (ლონდონი) ფერწერული ნამუშევრები და გელა წულაძის ინსტალაცია – თბილისი-პარიზი-ბათუმი.
„ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC 41N/41E გააგრძელებს პირველ ქართველ ავანგარდისტთა ტრადიციებს. 1919 წელს ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა ავანგარდისტული ხელოვნების ჯგუფი 41°; კომპანიას სახელი დაერქვა თბილისის გეოგრაფიული განედის პატივსაცემად; იგივე განედზე მდებარეობს ქალაქები: სტამბული, რომი, ბარსელონა, პორტო, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ბაქო, თბილისი და ბათუმი.“ – აღნიშნულია გამოფენის მედიანონსში.
გამოფენა ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ქალბატონო ნინო რა გაჩვენათ აჭარის მთავრობისა უმაღლესი საბჭოს დაპირისპირებასთან დაკავშირებით კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ და ელოდით თუ არა ამბის ასეთ გაგრძელებას?
ამ პოლიტიკურ პროცესს დრამატული ხასიათის გაგრძელება, რომ ექნებოდა ჯერ კიდევ კვირანახევრის წინ იყო გასაგები. გვქონდა გარკვეული მოლოდინი რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაგრძელება იქნებოდა ძალიან მძაფრი.
პირველი რაც გვაჩვენა არის ის რომ სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალაში არ არსებობს ერთიანობა. როდესაც ასე საჯაროდ გამოხატავ გარკვეულ პრეტენზიას დისციპლინის არარსებობასთან დაკავშირებით ეს უკვე არის ნიშანი იმისა რომ გარკვეული პარტიული დიციპლინა შიგნით არ არი და ეს ამ შემთხვევაში არ არი მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკური სუბიექტების პრობლემა. ეს არი მთლიანდ პარტიის პრობლემა . ეს არი პარტიის პოლიტიკური საბჭოს პრობლემა და განსაკუთრებით ამ შემთხვევაში გენერალური მდივნის რომელიც წესდების თანახმად პირდაპირ ვალდებულია სამხარეო ორგანიზაციებთან ქონდეს გარკვეული კონსულტაციები.
ამ ყველაფერმა დაგვანახა რომ ქართულ ოცნებაში სამზარეულოში არ არის ერთიანობა. მაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესს გაგრძელება ექნება. შეიძლება ვიღაცა მიიჩნევს, რომ მორატორიუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ პროცესი რაღაცნაირად დასრულდეს.
ვითვალისწინებ რა იმ ცალკეული ადამიანების ხასიათს რომლებიც იყვნენ მონაწილე და აქტიური მხარდამჭერები ე.წ უნდობლობის გამოცხადების. ვფიქრობ რომ ამ მორატურიუმს არ ექნება ის დასასრული, რომელზეც შეიძლება ფიქრობდნენ თბილისში.
ცალსახაა რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს არა მხოლოდ იმ ჯგუფს ვინც ახსენა პრემიერმა როგორც უდისციპლინო ელემენტების შემტანი, არამედ მთლიანად ყველა აბსოლიტურად. მათ შორის რათქმაუნდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეცაა, მე შორსა ვარ იმ აზრისგან, ამ პროცესების თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. ეს დაპირისპირებები გზა და გზა იჩენდა ხოლმე თავს, ამიტომ აუცილებელი იყო ერთიან გუნდში მონახულიყო საერთო ინტერესი. ის რომ პოლიტიკური პირები ცდილობენ გავლენის მოპოვებას ეს არის აბსოლიტურად ბუნებრივი და ამაში ვერავინ ვერავის ვერ დაადანაშაულებს. პოლიტიკაში არავინ მიდის იმისთვის რომ ვიღაცას ყანა დაუხნას მოდიან სწორედ იმ მოტივაციით რომ გავლენა ჰქონდეთ ხელისუფლებაში.
როდესაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ალექსანდრე ჩიტიშვილისგან პირველად დაანონსდა ე.წ უნდობლობის პროცედურა, იმავე წუთიდან უნდა დაეწყო ცენტრალურ ხელისუფლებას ფიქრი რომ ეს პროცესები ჩიხში არ შესულიყო.
ბოლო 24 წლის განმავლობაში რაც მახსენდება რეგიონალ მმართველობაში თუ არ ჩავთვლით ასლან აბაშიძის ისეთ მმართველობას როცა ხელისუფლება შეიცვალა და შევარდნაძე მოვიდა თუმცა პირდაპირი დაპირისპირებაც ქონიათ და გარკვეული მხარდაჭერაც იყო მათ შორის. რეგიონის ხელისუფლებაში გამარჯვებული რჩებოდა ის კონკრეტული პიროვნება, ვის მიმართაც ცენტრალურ ხელისუფლებას ქონდა მხარდაჭერა. ლევან ვარშალომიძის შემთხვევაშიც მე მახსენდება ის ჯგუფი რომელიც იყო მკვეთრად რევოლუციური მკაფიოდ ბევრი ნიშანია ერთმანეთთან. აჭარის ვარდების რევოლუცის შემდეგ როდესაც ლევანი მოვიდა ხელისუფლებაში და ვარდების რევოლუციის აქტურმა მხარდამჭერებულებმა გალახულებმა, დაპატიმრებულებმა თუ სხვებმა დაიწყეს პარტიული კულუარული ბრძოლა, რეალურად ეს პრობლემა მოაგვარა პრეზიდენტმა, რომელიც ჩამოვიდა და კობა ხაბაზის განრიდება მოახდინა. შესაბამისად რევოლუციური გუნდი დარჩა ლიდერის გარეშე და მათ გაუჭირდებოდათ ბრძოლა ლევან ვარშალომიძის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მეტწილად გამარჯვება ვის მხარეზეც იქნება, იქნება მეტწილად იმის მხარეზე ვისაც ექნება ცენტრალური ხელისუფლების მკაფიო მხარდაჭერა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაღაც კონტური იყო ამისა.
საარჩევნო სიებს გულისხმობთ?
დიახ, რა თქმა უნდა.
გამოდის პოლიდსაბჭომგააკეთა ყველაფერი იმისთვის რომ უნოდობლობის პროცედურა შეჩერებულიყო?
რაღაცნაირად დროში გაწელა. მნიშვნელოვანია როდესაც ბრალდებას აყენებ და ამ ბრალდების გამო იწვევ პოლიტსაბჭოს. სხდომა ბრალდება იყო შემდეგი რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პარტიის დისციპლინა უარყვეს. პოლტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენ ვგებულობთ რომ რამდენიმე დეპუტატს საყვედური გამოუცხადეს. გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ ამათზეც არ არი. ასეთი ტიპის პროცესი როცა იქმება და ჩვენი რეგიონისთვის არ არი მაინც და მაინც სასიამოვნო, უბრალოდ რეპუტაციის თვასაზრისით, მე არ ვამბობ წმინდა საქმიანობის თვალსაზრისით, რეალურად ეს არის ხელშეშლა იმიტომ რომ ნორმალურ მშვიდ ვითარებაში ვერც მთავრობა და ვერც უმაღლესი საბჭო ვეღარ მუშაობდა. რეპუტაცია ორივე მხარისთვის არი შელახული და შელახული რეპუტაცია არი ძალიან გრძელვადიანი ამ შემთხვევაში.
რაც შეეხება პროცედურის შეჩერებას, აქაც რაღაც პოლიტიკური სიცბიერე არი, იმიტომ რომ რამდენიმე დეპუტატს გამოეცხადა საყვედური რამდენიმეს არა.
სამს საყვედური გამოეცხადა შეუთანხმებელი განცხადებების გამო
აქაც ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენად მოახერხებენ და რაშიც ვხედავ პოლიტიკური საბჭოს სიცბიერეს. ხომ არ ცდილობენ ისინი მურმან დუმბაძის გუნდს ჩამოაშორონ გარკვეული ადამიანები. გახლეჩა მოახდინონ, იმიტომ რომ უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში რთული იყო მკაფიო მკაცრი გადაწყვეტილების მიღება. რადგან რეალურად უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ქართული ოცნების ფრაქციის გარეშე. თუ მათ ეს მოახერხეს, მურმან დუმბაძის გუნდის გახლეჩა მათ შეიძლება შეძლონ სამკაციანი ფრაქციის შენარჩუნება.
აქვე ალბათ გასათვალისწინებელია ისიც რომ რეგიონს მთავარ საფინანსო დოცუმენტს ამტკიცებს უმაღლესი საბჭო
ბუნებრივია ისინი ორი წლის განმავლობაში სერიოზული პრობლემების წინაშე იქნებიან მუდმივად. არცერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს მუდმივად ასეთ უცნაურ მდგომარეობაში ყოფნას. დღეიდან უკვე მაინტერესებს იქნება თუ არა დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი. სამკაციანი ფრაქციების მხარდაჭერა საკმარისი არ არის ბიუჯეტის მისაღებად. ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება შეიძლება იძულებული გახდეს ამ კუთხით მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე თქვას, ახლა ჩვენ უკვე მივხვდით რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მარტო პეტრესი კი არა პავლესიცაა და ამ შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არც აჭარის მთავრობის მიმართულებით გამოვრიცხავ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ველოდები.
წარმოიდგინეთ წინ კიდევ ორი წელია და ორი წლის განმავლობაში ასეთი ტიპის მუდმივი კრიზის მოლოდინს ვერ გაუძლებს ვერცერთი ხელისუფლება. თანაც ეს არ არი ის ხელისუფლება რომელიც ძლიერია ამ კუთხით. მე ამ ყველაფერს ადგილობრივ ფოლკლორს ვეძახი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვან გაგრძელებას ხომ არ უნდა ველოდეთ, ვთქვათ რაიმე ტიპის რღვევებს კოალიციის შიგნით რეგიონის დონეზე?
მე მაინც მგონია რომ რღვევა უფრო მეტეად გამოწვეული იქნება ცენტრში კოალიციაში მიმდინარე პროცესებით, ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია რომ ამან შეიძლება რაღაც რღვევა გამოიწვიოს. ნებისმიერი ჯგუფი ადგილობრივ დონეზე მაინც ელოდება ცენტრალურ დირექტივას პარტიის ლიდერებიდან. თუმცა არის აქ კიდევ ერთი რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესისითვის ფსიქოლოგიურ მხარეებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ის გარკვეულ განწყობებს ქმინის. ამიტომ პროცესი რომელიც ახლა დაიწყო იმ ფონზე როდესაც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არის გარკვეული უთანხმოება და საკმაოდ არასასიამოვნო რა თქმა უნდა ეს ქმინის იმის ვარაუდის საშუალებას, რომ თუნდაც კოალიციაში რაღაც პროცესები შეიძლება დაჩქარდეს. ფსიქოლოგიური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის. რათქმაუნდა აქ იმოქმედებს ე.წ პრეცედენტის დაშვების საკითხიც. ეს იმას არ ნიშნავს რომ ახლა კოალიცია დაიშლება, მაგრამ არც იმას გამორიცხავს ამან ბიძგი მისცეს რაღაც პროცესებს.
კომპრომატების ომმა რა აჩვენა საზოგადოებას?
სამწუხაროდ დიდი ნაწილი ჩვენი ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის არის იმ მდგომარეობაში რასაც მე ვეძახი „თოკი მოიტა ძროხა მოაბი.“ მაგალითად კომპრომატი როდესაც მედეა ვასაძემ ჩანაწერი გამოაქვეყნა. არის ადამიანების ჯგუფი რომლებთანაც ურთიერთობა არა რთული, მათ აქვთ ატავისტური, დამანგრეველი მოქმედებები, შემოდიან სერიოზულ კონფლიქტში. მეორე მხარეს რაც შეეხება ჩანაწერთან დაკავშირებით გეტყვით რომ ეს იყო აბსოლიტური არცოდნა როდესაც უნდა გაითვალისწინო ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც და ისიც რა მოქმედებებსაც ის განახორციელებს . ძალიან იოლი იყო ახლა ამის დაშვება. სულელი უნდა იყო რომ ეს არ წარმოგედგინა.
ახლა ძალიან დაგვიანებულია ამის თქმა მაგრამ ამ დაპირისპირებაში ასეთი შეყოლა აჭარის მთავრობის მხრიდან იყო აბსოლიტურად აბსურდული. და ზუსტად აქ არი პოლიტიკური პასუხისმგმგებლობისა და რეპუტაციის თემა.
შელახა ამ ჩანაწერმა აჭარის მთავრობის იმიჯი?
რა თქმა უნდა. ჩვენი საზოგადეოება ძალიან შორს არი მოარალური ღირებულებებისაგან ხშირად და წარმოიდგინეთ ჩვენ საზოგადოებაში რამდენმა პროცენტმა დაიჯერა რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უცებ გაუჩნდა კეთილშობილური მიზნები ვიღაცის ოჯახის მდგომარეობის სიდუხჭირის გათვალისწინების გამო.
დღეის მდგომარეობით ვინ არის გამარჯვებული, აჭარის მთავრობა?
ამ პროცესში დამარცხდა ორივე მხარე და დამარცხდა მმართველი პოლიტიკური ძალა.
მურმან დუმბაძის თქმით პოლიტსაბჭო ითხოვდა პროცედურის შეჩერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარიცხვით დაემუქრნენ. უნდობლობის პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას რომ თუ ცენტრი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მსგავსი პროცედურა ვერ შედგება?
კონსტიტუციურად რომ მივყვეთ შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ უმაღლეს საბჭოში მართლები არიან. წმინდა სამართლებრივად რომელიც არ არის პოლიტიკაზე ნაკლები ღირებულების. ეს არის მცდელობა წარმომადგენლობითი ორგანოს მინიმუმ დაკნინების მაინც. უმაღლეს საბჭოს რომელიც თვლის რომ მთავრობა არ მუშაობს კარგად და ლეგიტიმურად ითხოვს მის გადაყენებას საქმიანობაში ჩაერია ცენტრალური ხელისუფლება. ერთია პარტია მეორე არი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობები. ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ გამიჯნულია ხელისუფლებებიო და დუმბაძესთან ჰქონდა პრეტენზია რომ ის ხშირად ცდილობს აჭარის მთავრობის საქმიანობაში ჩარევას.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ხომ არ წაახალისებს აჭარის მთავრობას, რომელიც ანგარიშვალდებულია უმაღლეს საბჭოსთან?
თუ მათ მართლა გამარჯვებულის ეიფორია აქვთ ესეც ალბათ მათი პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია. ოპოზიციაში ამათი ყოფნა იქნება ძალიან რთული აჭარის მთავრობისთვის. ამას დავინახავთ როდესაც იქნება ბიუჯეტის მოსმენა. დავინახავთ რომ მდგომარეობა არც ისე მარტივია და ასე ძვირფასად ვერ იგრძნობენ თავს.
თუ დავა მართლაც გაგრძელდა რაღაც საკითხების დამტკიცებისას ვთქვათ მთავარი საფინასო დოკუმეტის დამტკიცებისას გამოდის რომ რეგიონზე ცუფად აისახება?
ეს ცხადია.
ის რომ მედეა ვასაძეს მთავრობის მამხილებელი დოკუმენტი სეიფში უდევს მაშინ როდესაც ის ანგარიშვალდებულია ხალხთან . რატომ უნდა ედოს ხალხის არჩეულ დეპუტატს მამხილებელი დოკუმენტი სეიფში?
ასეთი ტრიუკები ქონდა მიხეილ სააკაშვილს და ის თვითონ არ აქვეყნებდა აწვდიდა ჟურნალისტებს, მედეა ვასაძეს როგორც ჩანს ეს სკოლა არ აქვს გავლილი. არის თუ არა ეს დანაშაულის დაფარვა ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ.
მე ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებაზე ვსაუბრობ
კი ბატონო, ამომრჩეველთან პასუხისმგებლობის კატეგორიაში შეგვიძლია განვიხილოთ ეს.
შეხვედრას ესწრებიან აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მისი მოადგილე, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორები.
საპატიო თავმჯდომარედ დღეს ირჩევენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დირექტორს ოსმან მჟავანაძეს.
დღეს ორგანიზაცია ერთი წლის გახდა, როგორც თამაზ მჟავანაძემ, ორგანიზაციის თავმჯდომარემ პრეზენტაციის დროს განმარტა, ეს იყო სტუდენტების მიერ შექმნილი არასამთავრობო რომელიც შშმ პირთა უფლებებზე მუშაობს.
ადვოკატი რამინ პაპიძე დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. როგორც მან „ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, გამომძიებელმა ომარ მიქელაძემ მას ბათუმის იუსტიციის სახლში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუსვა კითხვები.
აი, რას ყვება პაპიძე: „19 აგვისტოს ვიმყოფებოდი ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძესთან შესახვედრად. მას ვერ დავუკავშირდი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. იუსტიციის სახლში პროკურატურის მისაღებთან ყოფნისას შევნიშნე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ხორავა, რომელიც საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებს ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ანზორ ძირკვაძის წარმოებაში არსებულ დ. დ.-ს განცხადების გამო დაწყებულ გამოძიებაზე.
აღნიშნული საქმის გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით ერთი წელი და ექვსი თვეა, საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ამ დრომდე არ არის მიღებული. ბოლო ოთხი თვეა (ხორავა) მეუბნება, დღეს ან ხვალ გადავწყვეტთო, თუმცა მატყუებდა. რამდენჯერმე ამ საქმეზე შეხვედრაც დამითქვამს გამომძიებელთან და კლიენტთან ერთად, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. იუსტიციის სახლში შეხვედრისას მას ვკითხე დ.დ-ს საქმის შესახებ, კერძოდ, თუ რა ხდებოდა ამ საქმეზე.
მან გაბრაზებულმა მიპასუხა, რომ ჩემთვის არ ეცალა და თავი დამენებებინა, ამავდროულად მოძრაობა არ შეუჩერებია. ეს იყო აგდებული და გამაღიზიანებელი პასუხი, მე მას ვუთხარი, რომ თუ ის გაბრაზებული იყო, დაელია ცივი წყალი და ნუ ფხუკიანობდა. ჩემს ამ რეპლიკაზე მან მიპასუხა, რომ მე ვიქცეოდი თავხედურად, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა, ვინაიდან ის უკვე აშკარა შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რის გამოც მე მას ორი უცენზურო სიტყვით ვუპასუხე. ეს კამათი გაგრძელდა მაქსიმუმ 50 წამს. ამ დროს ლიფტიდან გამოვიდნენ ქალაქის პროკურორი და პოლიციელები, მოგვიანებით კი გავიგე, რომ პროკურორმა ხულიგნობის მუხლით მიჩივლა”.
ამ თემასთან დაკავშირებით არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას _ ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ხულოგნობა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რის შედეგადაც ძალადაკარგულია ის ნორმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას, სასკოლო ვაუჩერის მისაღებად გადაიხადონ განსაზღვრული ოდენობის თანხა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ზოგადი განათლების მისაღებად უცხოელებისათვის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა, რადგან სასკოლო ვაუჩერს საქართველოს მოქალაქეები უსასყიდლოდ იღებდნენ, ხოლო უცხოელები ამისთვის საფასურს იხდიდნენ, ამით სხვა ქვეყნის მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ.
გარდა ამისა, საიას მიაჩნდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლს, სადაც მითითებულია, რომ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება ყველას და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლებას წარმოადგენს.
სასამართლო განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერის თანახმად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის განხილვა 1941 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 1942 წლის 5 იანვარს დასრულდა. სასამართლო სხდომა სწორედ იმ დარბაზში მიმდინარეობდა, რომელიც დღეს ისტორიული დარბაზის სახელითაა ცნობილი. აღნიშნული საქმის მასალები ორი ტომისგან შედგება.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე 12 სექტემბერს ბათუმში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დააკავეს და შემოწმებაზე გადაიყვანეს. მას შემოწმებისას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება, მედატონი აღმოაჩნდა.
გიორგი აბაშიძის ადვოკატი რამინ პაპიძე ახლა სასამართლოში ირწმუნება, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ის მედიკამენტები შეიცავს, რომელსაც გიორგი აბაშიძე მკურნალობის მიზნით იღებს. მისი განმარტებით, მედიკამენტები ექიმის მიერაა დანიშნული.
დღეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინეს სასამართლოს, რომელიც პაპიძის თქმით, აბაშიძემ მოსკოვიდან გამოაგზავნა.
ადვოკატის მტკიცებით, გიორგი აბაშიძე საქართველოში 27 აგვისტოს შემოვიდა, საქართველო კი 12 სექტემბერს დატოვა. მისი თქმით, აბაშიძეს მეტადონი საქართველოში შემოსვლამდე ჰქონდა მიღებული.
სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ დაკითხა ექსპერტი, რომელმაც განმარტა, რომ მედატონი ადამიანის ორგანიზმში 7-დან 10 დღემდე რჩება.
ექსპერტის თქმით, გიორგი აბაშიძეს ლაბორატორიული კვლევის დროს მეტადონისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერების პირველად მოხმარება 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
პოლიციელის განმარტებით, რომელმაც გიორგი აბაშიძის დაკავების ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა, სასამართლოზე თქვა რომ აბაშიძე ბათუმში სასტუმრო შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააპატიმრეს და ნარკოლოგიური შემოწმების შემედეგ ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გიორგი აბაშიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
„ბათუმელები“ ამ თემაზე ჩანჩხალოს სკოლის დირექტორს დავით მიქელაძეს ესაუბრა. „შეიქმნა 10 კაციანი ჯგუფი, ხვალ 2 საათზე შედგება შეხვედრა გეოლოგებთან. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში სწავლა ზეგისთვის განახლდება. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ სასწავლო პროცესი”-განაცხადა დირექტორმა.
აჭარის განათლების მინისტრის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა უკვე დადებულია:
„ძირითადი მიზეზი სწავლის შეჩერების ის იყო რომ შენობა არის ავარიულიო. პარასკევს იყო გაგზავნილი სპეციალისტები და დაიდო უკვე დასკვნა რომ შენობაში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია. ჩვენც ვაპირებთ სოფელში ჩასვლასაც რომ დაველაპარაკოთ მოსახლეობას“.
სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას” წევრის დიანა ბაუჟაძის თქმით, მათ განათლების ხარისხის დაბალი დონე გააპროტესტეს:
„განათლების ხარისხის დაბალი დონე მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩვენს უნივერსიტეტში საკმაოდ მტკივნეული საკითხია ყველა სტუდენტისთვის. სწორედ ამიტომ გამოვედით პირველ დღეს სიმბოლურად, როცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გამოდის და ზღაპრებს გვიყვება იმის შესახებ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის განათლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებთან ახლოსაა – ეს არის სიცრუე. ჩვენს უნივერსიტეტში არის პრობლემები და ამ ზღაპრების მოყოლას ჯობია ქმედითი ნაბიჯები გადადგას“-აცხადებს ის.
სტუდენდების აზრით, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას თავისუფალი აკადემიური სივრცე: „ ძალიან ბევრი ლექტორი არის არაკვალიფიციური, არ ითარგმნება წინები (სამეცნიერო ლიტერატურა) ქართულ ენაზე… ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან დიდ კომპლექსურ პრობლემას წარმოშობს და საჭიროა ცვლილებები განათლების სისტემაში”.
გასულ წელს აჭარაში ნაადრევი ყინვისგან ფერმერებს ციტრუსის ოსავალი გაუფუჭდათ, ისინი არ იყვნენ დაზღვეული ამ სტიქიური მოვლენისგან, თუმცა წელს ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რისკები თავიდან აირიდონ.
შეხვედრა სოფელ ახალშენში
92 წლის რეზალი ნაკაშიძე მანდარინის ბარს 1945 წლიდან უვლის. მას გასულ წელს ნაადრევად მოსულმა თოვლმა გაუყინა მოსავალი: „შარშან სულ გამიფუჭდა მანდარინი. ზარალი პერიოდულად გვაქვს ხოლმე. წელს 10 ტონამდე მოსავალს ველოდები’’, – ამბობს ფერმერი.
„ჯიპიაი ჰოლდინგმა’’ და საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ციტრუსის დაზღვევის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა მეციტრუსეებთან ხელვაჩაურის სოფელ ახალშენში გამართა. შეხვედრას ადგილობრივი მთავრობა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.
პირველი დაზღვევა ომარ მიქელაძემ გააფორმა. ის კმაყოფილია აჭარაში ახალი წამოწყებით. ,,2500 მეტრ ნაკვეთში მანდარინი მაქვს გაშენებული. 4 ტონამდე მოდის, თუმცა გააჩნია მოსავალს. სეტყვა და სხვა კატაკლიზმები ბევრია ბუნებაში. ახლა უკვე დაზღვეული ვარ და ვიცი, რომ არ დამეკარგება მოსავალი’’, – ამბობს ომარ მიქელაძე.
,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც აგროდაზღვევას სთავაზობს ფერმერებს. მას ამ იმართულებით მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს და გარდა ციტრუსისა, კახეთსა და ქართლში აზღვევს ხორბლის, ქერის, სიმინდის, ვაშლის, ატმის, ვაზის, თხილისა და კარტოფილის მოსავალს.
ზედა ახალშენში ხელვაჩაურის გამგებლის წარმომადგენელი და ფერმერი ზურაბ თურმანიძე გარდა ციტრუსისა, ერთწლიან მცენარეულ კულტურასაც აწარმოებს.
„პირველად ვაზღვევ მანდარინს, 1000 მეტრი ნაკვეთი მაქვს და 6 ლარი უნდა გადავიხადო. აქამდე ნამდვილად არ მქონია მსგავსი შესაძლებლობა. კარტოფილი და სიმინდიც მომყავს და იმედი მაქვს, მომავალში ჩვენთანაც დაინერგება ერთწლიანი კულტურების დაზღვევა’’, – აღნიშნავს ზურაბ თურმანიძე.
ციტრუსის დაზღვევა ყველაზე მნიშვნელოვანი იმითაა, რომ სერვისი, სახელმწიფოს დახმარებით, ფერმერებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია.
„აგროდაზღვევას ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა. ჩვენ არ გავურბივართ ზარალის ანაზღაურებას, წელს მარტო ერთ თვეში გადავიხადეთ 400 000 ლარი, რაც უკავშირდება სეტყვას, ჭარბ ნალექსა და კიდევ სხვა რისკებს. გვაქვს 10-წლიანი გამოცდილება კახეთსა და ქართლში. აჭარაში იმიტომ გადავწყვიტეთ შემოსვლა, რომ სადაზღვევო მომსახურება შევთავაზოთ გლეხებს, რათა სტიქიური მოვლენების რისკებისგან იყვნენ დაცულნი. კახეთში აგროდაზღვევა უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე აჭარაში. ამიტომ ფერმერების მონდომება და ჩვენი ძალისხმევა აჭარაში მისცემს ბიძგს აგროდაზღვევის განვითარებას. სახელმწიფომ შექმნა თქვენთვის პირობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია’’, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ საოპერაციო დირექტორმა დიმიტრი ძირტკბილაშვილმა.
ფერმერების ინფორმირებულობაში ჩართულნი არიან ქობულეთისა და ხელვაჩაურის გამგეობები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურები.
„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ფერმერების მოსავალს დააზღვევს სეტყვის, ჭარბი ნალექის, საშემოდგომო ყინვისა და ქარიშხლისგან. აგროდაზღვევისას ერთი კილოგრამი მანდარინი ფასდება 48 თეთრად, რომლის მინიმალურ საფასურს გადაიხდის ფერმერი, 90% -ზე მეტს კი სახელმწიფო დაფარავს. მაგალითად, თუ კი გაქვთ 1 ტონა მანდარინი, მის დასაზღვევად თქვენ ერთჯერადად 2 ლარსა და 40 თეთრს გადაიხდით.
„მანდარინის დაზღვევა სტიქიური მოვლენებისგან სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, რომ ფერმერი დაცული იყოს ფინანსური ზარალისაგან’’, – ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
დაზღვევა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება. თუ ფერმერს არ აქვს ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, „ჯიპიაი ჰოლდინგის’’ წარმომადგენლები თავად აიღებენ კოორდინატებს ნაკვეთის საზღვრების დასადგენად.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ სამინისტროს სურვილი აქვს, აჭარაში დამკვიდრდეს აგროდაზღვევა: „სოფლის მეურნეობაში სტიქიური მოვლენების გამო რისკები მაღალია და ამიტომაც დაზღვევა ყოველთვის მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ ციტრუსის დაზღვევისთვის 5 მილიონი ლარი გამოყო. ამ ეტაპზე დაზღვევის 95%-მდე სახელმწიფო ფარავს, სამომავლოდ შესაძლებელია 100%-ით დაფაროს ფერმერის მოსავლის დაზღვევა’’.
„ჯიპიაი ჰოლდინგი’’ მომდევნო საინფორმაციო შეხვედრას გურიის მოსახლეობასთან გამართავს.
შალვა ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის რუპორიდან იგინებოდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა „შაკო ვარ კასპიდან“. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია სამ სექტემბერს თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქედის პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინცინდენტზეც ისაუბრა: „სამმართველოს უფროსი კაკო ლორია და მოადგილე როლანდ იაკობაძე, პოლიციის თანამშრომლებმა მათზე მიყენებული სიტყვიერი შურაცხყოფის გამო, ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს. ისინი უცენზურო სიტყვების გამოყენებით, დამამაცირებლად ეპყრობოდნენ პოლიციელებს. სამმართველოებში არაადამიანური გრაფიკით მუშაობენ თანამშრომლები. არ აქვთ შესვენების საათები. მესმის რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, მაგრამ პოლიციელებს უნდა მისცენ შესაძლებლობა სახლში წავიდნენ და ცოტა ხნით დაისვენონ“- აცხადებს თავართქილაძე. მისი აზრით, შს სამინისტრომ მენეჯმენტს უნდა გადახედოს.
შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ რომ ქედის ინცინდენტს შს სამინისტრო არ ადასტურებს: „შს სამინისტრო არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. რაც შეეხება შალვა ჯანიყაშვილის დანიშვნას, შსს გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე შალვა ჯანიყაშვილი არის დაქვეითებული და გადაყვანილია ქობულეთში დეტექტივის თანაშემწედ“.
პროკურორმა ბრალდებულებზე განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებისთვის საშიში პირები არიან. მისი შეფასებით, ბრალდებულები კრიმინალური ავტორიტეტით მოქალაქეებს თანხას ძალავდნენ. აღნიშნული ბრალდებით ხუთი პირია დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი შიმშილობს.
12 სექტემბერს, ღამით, ბათუმში ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე დააკავეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააპატიმრეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემოწმებისას მას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მან მოსამართლეს სასამართლო პროცესის გადადება მომავალ კვირამდე იმის გამო სთხოვა, რომ ამ პერიოდში ექიმის დანიშნულება წარადგინოს. მისი მტკიცებით, მას ოპერაცია ესაჭიროება, რომლის ჩატარებასაც უცხოეთში გეგმავს, მანამდე კი ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს იღებს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკულ ნივთიერებას სწორედ ეს პრეპარატები შეიცავს.
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, დაკავების პირველ შემთხვევაში 500-ლარიან ჯარიმას ან 30 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დააჯარიმებს თუ არა სასამართლო გიორგი აბაშიძეს, ჯერ უცნობია.
BIAFF-ის კინოსეანსებზე დასწრება, ტრადიციულად, უფასოა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გამონაკლისს წარმოადგენს კინოთეატრ „აპოლოში“ გამართული საღამოს ბოლო ორი სეანსი (თითოეულ სეანსზე გაყიდვაში იქნება ლიმიტირებული რაოდენობა – მაქსიმუმ 60–70 ბილეთი) – თითო სეანსის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებებში, ასევე ფესტივალის დამსწრეებზე, გაიყიდება BIAFF 2014-ის დახურვის მოსაწვევი, რისი მეშვეობითაც მყიდველს შეეძლება დაესწროს დახურვის ცერემონიასა და ბანკეტს. კინოფესტივალის დახურვის საღამოზე გაიმართება აუქციონი, სადაც გაიყიდება რამდენიმე ნივთი (კინოს თემატიკა) და კინოფესტივალის პლაკატი (სტუმრების ხელმოწერებით). შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება „დიტო ცინცაძის საქველმოქმედო ფონდს“.
ამ აქციის დაგეგმვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ, როგორც იცით, ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრია და კინოფესტივალის ისტორიის მანძილზე მუდმივად იდგა საღამოს სეანსებზე დასწრების პრობლემა, რადგან კინოდარბაზი ყველა მსურველს ვერ იტევს. ბევრი აღნიშნავდა, რომ ერჩივნათ ფული გადაეხადათ ბილეთში და ჰქონოდათ გარანტირებული ადგილი სეანსზე.
ჩვენ გადავწყვიტეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა საქველმოქმედო მიზნებისთვის. სხვადასხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შევარჩიეთ მიზნობრივი ჯგუფი – ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანია (როგორც სხვადასხვა დაავადების მქონე, ისე სოციალურად დაუცველი და ა.შ.) ვინც დახმარებას საჭიროებს და რთულია გამოყო რომელიმე ჯგუფი, მაგრამ რადგან ჩვენი აქცია ვერ იქნება ყოვლისმომცველი, ავიღეთ ერთი მიზნობრივი ჯგუფი – ბავშვები, რომლებისთვისაც, პირდაპირი გაგებით, საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს დახმარებას.
გარდა თანხობრივი დახმარებისა, ჩვენი მიზანია, რომ კინოფესტივალის პლატფორმა გამოყენებულ იქნეს ზოგადად ამ პრობლემის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საზოგადოებაში ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციაზე. კინოფესტივალზე ამ კუთხით იქნება გათვალისწინებული გარკვეული აქტივობები.
ჩვენი მოლოდინია, რომ აქცია პირველ ეტაპზე შედეგს გამოიღებს და შესაბამისი თანხაც შეგროვდება. ბილეთი ღირს 5 ლარი (მაშინ როცა კომერციული ჩვენების დროს კინოში ბილეთი ღირს 6-9 ლარი) და 1 – ბილეთის სანაცვლოდ მაყურებელი ესწრება ძალიან საინტერესო ფილმს, რომლის დიდ ეკრანზე ნახვის შანსი სხვა დროს არასოდეს ექნება საქართველოში, 2 – მაყურებლის მიერ გადახდილი ეს თანხა (რომელიც რეალურად არ არის დიდი), ხმარდება ურთულესი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას.
ფაქტობრივად, მაყურებელი იხდის 5 ლარს – ესწრება საინტერესო ფილმებს და ეს თანხა ერიცხება საქველმოქმედო ფონდს. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ბევრი ადამიანი, ვინც გადაიხდის თანხას ბილეთში, მითუმეტეს, რომ ეს თანხა ხმარდება არა კინოფესტივალს, არამედ ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.
„მუსლიმანი და ქრისტიანი მოსახლეობა იკრიბება იმისათვის რომ გააპროტესტოს თურქეთიდან დაფინანსებული სხვადასხვა რელიგიური დაწესებულებების აშენება. თუ ამის საჭიროება არსებობს, საქართველოს სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს“ – განუცხადა „ბათუმელებს“ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
დღესვე ქობულეთში პირველ საათზე ლერმონტოვის #13 მდებარე მუსლიმანური პანსიონის გახსნა იგეგმება, რომლის მშენებლობა ადგილობრივების განცხადებით, თურქეთის მოქალაქის მიერ იყო დაფინანსებული. საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, სასულიერო სასწავლებლებისან სამლოცველოების მშენებლობა უცხო ქვეყნის ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს.
„ვეცდებით რომ პანსიონი დღეს არ გაიხსნას, რადგან არ მოხდეს მოსახლეობაში დაპირისპირება, აქციის მიზანიც სწორედ ეს არის. ვაპირებთ შევხვდეთ პანსიონის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით“ – განმარტავს თამაზ ბაკურიძე.
სასწავლებელს ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობა“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის თავმჯდომარის რამაზ კაკალაძის თქმით, დღეს სასწავლო წელი დაიწყო და შესაბამისად პანსიონიც უნდა გაიხსნას.
„ჩვენ კანონის ფარგლებით ვმოქმედებთ და ალბათ სამართალდამცავი ორგანოები გამოხატავენ კეთილ ნებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართავენ. სასწავლებელი 40 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად 30 მოსწავლე გვყავს. სასწავლო წელი დაიწყო და მოსწავლე აუცილებლად უნდა მოვიდეს“ – გვეუბნება რამაზ კაკალაძე.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს ქობულეთში მოსახლეობა მუსლიმანური პანსიონის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა და პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, პანსიონის კარებზე კი დაკლული ღორის თავი მიაჭედეს. ქობულეთის ქრისტიანი მოსახლეობა უბანში მუსულმანური სასწავლებლის გახსნის წინააღმდეგია.
„წელს მივიღეთ 125 პირველკლასელი, შარშან 180 გვყადა. ინფრასტრუქტურა აღარ გვიწყობს ხელს. მომავალ წელს ალბათ გადაიჭრება ეს პრობლემა, რადგან განათლების სამინისტრო ახალი შენობის აგებას დაგვპირდა“-აცხადებს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, მედეა გვენეტაძე.
დირექტორის განცხადებით, წელს სიახლეები შეეხო უცხო ენის სწავლებას და დამრიგებლის საათს: „სიახლეა ის, რომ მეხუთე კლასიდან იწყება უცხო ენის სწავლა, ასევე შეიქმნა ახალი სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიც თემატურადაა ჩაშლილი თუ რა უნდა ისწავლებოდეს პირველ და შემდგომ საფეხურებზე, იქნება დამრიგებლის საათი. სიახლეა ისიც რომ ყველა მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული პროფესიულ სქემაში“.
წელს საჯარო სკოლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ექიმების შერჩევა დაიწყო. პირველ საჯარო სკოლას ექიმი არ აუყვანია, სკოლაში ექთანი მუშაობს, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარდა, სკოლის სანიტარულ მდგომარეობაზეც არის პასუხისმგებელი.
„ჩვენ ექთანი გვყავს სკოლის ორივე კორპუსში, არ ვიცი რამდენად იყო საჭირო ექიმის აყვანა, რადგან სკოლისთვის ექთანი უფრო მისაღებია, რადგან დიაგნოზის დასმა არ ხდება სკოლაში, მთავარი პირველადი სამედიცინო დახმარებაა. ძალიან გვეხმარებიან ექთნები მოსწავლეების აცრებზე და კომისარიატში წაყვანის დროს. ექთანი კურირებს ჰიგიენურ მდგომარეობასაც, ექიმი რამდენად შევა საპირფარეშოში და იქ შეამოწმებს სისუფთავეს არ ვიცი“- აცხადებს დირექტორი.
დღეიდან საფესტივალო დღეები იწყება. კინოთეატრ აპოლოში პირველი ფილმის ჩვენება 12 საათზე დაიწყება. კინოსეანსები ყოველდღე 12:00, 14:00, 15:00, 18:30, 21:00, 23:00 საათზე გაიმართება.
ბოლო ორ სეანსზე დასწრება ბილეთებით იქნება შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა კი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
„ვისაუბრეთ კონსტრუქციულად, გამოიკვეთა პრობლემები რაც იყო ჩვენგან დასმული აჭარის მთავრობის მიმართ. გადაცემულია დოკუმენტები და მათ შესწავლამდე უნდობლობის პროცედურის მიმართ მორატორიუმი გამოცხადდება.“
„ბათუმელების “ კითხვაზე მათ შორის არის თუ არა გადაცემული აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოკომპრომიტირებელი დოკუმენტი რასაც გავრცელებული ინფომაციით მედა ვასაძე ფლობს ? – კაკო ძნელაძე პასუხობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას მსგავს დოკუმენტზე.
„ არ ვიცი კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი, მაგრამ რა დოკუმენტებიც არსებობდა, ყველა გადაცემულია.“ – უთხრა კაკო ძნელაძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. მისივე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შვიდივე წევრი „ქართულ ოცნებაში“ რჩება.
„შეუთანხმებელი განცხადებების გამო საყვედური გამოეცხადათ ალეკო ჩიტიშვილს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს.“
რაც შეეხება საკითხს გარიცხეს თუ დატოვა მურმან დუმბაძემ „ქართული ოცნება“ ? – კაკო ძნელაძის თქმით ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას არ აქვს , რადგან მურმან დუმბაძე პოლოტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.
„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უჭერს თუ არა მხარს პოლიტიკური საბჭო საქართველოს კონსტიტუციური ნების აღიარებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების ინიციატივას უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის მთავრობას, ანუ პროცედურის გაგრძელებას. უარი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით.
ქვეყანაში ძირითადად თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით რეგიონში გვჭირდება უკიდურესად უკიდურესად ლოიალური და მლიქვნელი ადამიანები რომელებსაც არავითარი საერთო არა აქვს. 2012 წლის პირველ ოქტომბერთან და არა მარტო პირველ ოქტომბერთან, ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანას სურს იმართოს ერთი ხელისგან. ქვეყანა მიადგა ავტორიტარიზმის ჭიშკარს, ჩვენ ამ გზას ვერ გავყვებით. “
თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მურმან დუმბაძის გუნდის სხვა წევრები პარტიის დატოვების შესახებ, მისთვის უცნობია.
„ მე ვერავის ვერ დავავლებ , რომ გადაწყვეტილება მიიღოს ხათრით ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს პასუხს. “
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების წევრებს არ ელოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე დასაწრებად მაინც ჩავიდნენ.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების წევრებს არ ელოდენენ.
„ბევრი რამ მშობლებისგან მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი. რაღაც ამბები, კი ასაკის მიუხედავად, მაინც ჩამრჩა გონებაში. კარგად მახსოვს ულვაშებგადაგრეხილი ზედამხედველი, გადასახლების შემდეგაც თავზე რომ გვადგა და ბრძანებებს იძლეოდა“. ენვერ სვანიძე ამბობს, რომ ულვაშა ზედამხედველს ბავშვებმა მეტსახელი „ონწვერა“ შეარქვეს და ზურგს უკან ამით აჯავრებდნენ ხოლმე.
ენვერ სვანიძე მშობლების მონათხრობს იხსენებს, თუ როგორი მძიმე იყო სატვირთო ვაგონებში გატარებული მგზავრობის 15 დღე: „სიმჭიდროვე, სიცივე და ანტისანიტარია. კვდებოდნენ ადამიანები, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ოჯახი გადარჩა. ბავშვებს მიწაზე გვეძინა, მაგრამ გადავრჩით. მხოლოდ ბაბუამ ვერ გაუძლო. ყაზახეთში დაავადდა და იქ გარდაიცვალა. დაიკარგა მისი საფლავიც“.
შვიდი ადამიანი ერთ პატარა მიწურში შეასახლეს, სადაც იქაურები, დედა-შვილი – აფა და ჯარხანა ცხოვრობდნენ: „საკმაოდ თბილი ადამიანები იყვნენ. მართალია, ვერაფრით გვეხმარებოდნენ, მაგრამ არც გვეუხეშებოდნენ~ _ ასე ახსენდება ყაზახი მასპინძლები ენვერ სვანიძეს.
„ჭირდა საკვები და რთული იყო თავის გატანა. ცეცხლს გამხმარი ბალახისგან და გამომწვარი ნაკელისგან ვანთებდით. პლანტაციებში ნაშოვნი ფულით მცირე საკვები მოჰქონდათ მშობლებს. ბაბუაჩემმა მოგვიანებით პატარა ბოსტანიც გააკეთა, მაგრამ წყალს არ გვაძლევდნენ და მისი მოვლაც წვალებით გვიხდებოდა.“
ენვერ სვანიძე ამბობს, რომ სასიამოვნოდ მოსაგონარი ბევრი არაფერი ახსენდება ბავშვობიდან: „ჭუჭყიან, სარწყავ არხებში ჩავდგებოდით ხოლმე ბავშვები და ასე ვიქცევდით თავს. ბავშვებს ბებია გვაქცევდა ყურადღებას, რადგან დედა და მამა მთელი დღე ბამბის პლანტაციებში იყვნენ სამუშაოდ.“
სტალინის სიკვდილის შემდეგ სვანიძეების ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება შეძლო. „სოფელში დაგვრჩა ყველაფერი, – სახლი და კარი, საქონელი, რაც კი გაგვაჩნდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კი, სახლის ნაცვლად ტრიალი მინდორი დაგვხვდა, ყველაფერი განადგურებული იყო. ერთ ძროხას მივაკვლიეთ მეზობელთან და იმანაც უარი გვითხრა დაბრუნებაზე, – მე ვუვლი და ჩემიაო – გვითხრა. ასე დავიწყეთ ახალი ცხოვრება. სახლის შენება ძალიან გაგვიჭირდა, რადგან უგზოობის გამო ურიკებით გვიწევდა მასალბის მოზიდვა. რამდენჯერ გამიცდენია სკოლა ამის გამო“.
ენვერ სვანიძის ოჯახისთვის, ისევე როგორც სხვა გადასახლებული ოჯახებისთვის, გადასახლების მიზეზი არავის განუმარტავს. ერთადერთი მოტივი, რაც მისი აზრით შეიძლება ყოფილიყო, თურქეთის საზღვართან სიახლოვე იყო: „სამ კაცს ერთად საუბარი არ შეეძლო, იმწამსვე ჩეკისტები გამოჩნდებოდნენ. ხალხს ტყეში მუშაობის უფლებასაც კი არ აძლევდნენ, რომ შეშა მოეტანათ ან ხე მოეჭრათ, წალდს რომ იქნევ, ამით ალბათ თურქეთში ვიღაცას ნიშანს აძლევო _ მეზობელს უთხრეს. ასეთი გაუგონარი ამბები ხდებოდა“.
ენვერ სვანიძე ამბობს, რომ გული წყდება სახელმწიფოზე, რომელმაც რეპრესირებული ადამიანების ტკივილი სათანადოდ არ შეაფასა: „ისეთი კომპენსაციები გასცეს, არც კი ღირდა მიღებად. კიდევ კარგი, საბუთებზე არ ვირბინე. ამაზეც კი აწვალეს ადამიანები“.
ბოლო ხანს ძალიან აქტუალური გახდა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, ჩემი პოზიცია არა ერთხელ გამოვხატე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან ასეთი პროცესი ყოველდღე არ ხდება, გადავწყვიტე ცოტა ვრცლად გამოვეხმაურო.
რატომარვუჭერმხარსუნდობლობისგამოცხადებას?!
საქმე არჩილ ხაბაძის პიროვნებაში არ არის, არ არსებობს არც პოლიტიკოსი და არც მენეჯერი რომელიც იდეალურად მართავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მურმან დუმბაძის გუნდი (ამ ბოლო დროს ასე მოიხსენიებენ) მას არ თხოვს იყოს უკეთესი, მას თხოვენ იყოს დამყოლი, უფრო სწორად მორჩილი. ეს ის შემთხვევაა როცა მნიშნელობა არა აქვს რა სახელსა და გვარს ატარებს მთავრობის თავმჯდომარე, მოთხოვნა იქნება იგივე. რადგან გუნდი რომელიც ითხოვს “იმპიჩმენტს” თვლის, რომ ეს არის თანამდებობა რომელიც არ ეკუთვნის არავის გარდა ბატონი მურმან დუმბაძისა. მე პიროვნულად შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ბედისწერამ არგუნა ესა თუ ის თანამდებობა დაბადებისთანავე და მთელი ცხოვრება ამ გზისკენ უნდა იაროს და მხოლოდ მაშინ ჩათვლის ცხოვრებას საინტერესოდ როცა ამ “მთავარ” სავარძელს მიიღებს. როცა ასეთი დაჟინებულია სვლა რაღაც პოსტისკენ, კითხვებიც მეტია (მიუხედავად დამსახურებებისა) და ეჭვებიც, ამიტომ ასეთ დროს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს ნდობის გამოცხადებას სხვა გუნდისათვის რომელიც სინამდვილეში არც შენ გენდობა და არც შენ ენდობი მათ.
რატომარვენდობითერთმანეთს?!
აქ პრობლემა უფრო სიღრმისეულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, არსებობს გამარჯვებული კოალიცია ქართული ოცნება და მასში შემავალი პარტიები.2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების (ანუ გამარჯვების) შემდეგ, როგორც ჩანს ბატონმა მურმან დუმბაძემ ჩათვალა, რომ ყველა სხვა პარტია იყო ზედმეტი და რეგიონის მართვას მარტო შეძლებდა თავისი გუნდით. მას ბოლომდე გაუჭირდა სხვა პარტნიორი პარტიების უფლების აღიარება მართვაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ დროს ხელისუფლება არის კოალიციური და ასეთი მიდგომა, ზოგადად კოალიციური პრინციპების საწინააღმდეგო ლოგიკაა და იგი როგორც მცდარი ხედვა დამარცხდა. მივიღეთ წარმოდგენილ ვარიანზე უკეთ დაბალანსებული მთავრობა, თუმცა უნდობლობა დარჩა მის გუნდთან და იგი გრძელდება დღემდე.
ვფიქრობ მარტივი გასაგებია, მთავრობას გამოვუცხადო უნდობლობა იმ გუნდთან ერთად და იმ გუნდის სასარგებლოდ რომელსაც არ ენდობი, ხოლო ის შენი უფლებების აღიარებას არ აპირებს არის პოლიტიკური სიბრიყვე და ეს ბუნებრივია არც მოხდება.
არისთუარაპრობლემებიაჭარისმთავრობაში?!
ბუნებრივია პრობლემები არის ისევე როგორც ყველგან და ამ ყველაფრის კარგად გააზრებაა საჭირო. მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ტემპები. მე როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი უფრო მეტ სამოქმედო რიტმს ვისურვებდი და ეს არის ის პრეტენზია რომელსაც მუდმივად ვამბობ მთავრობის მიმართ. ასევე პრობლემაა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში, ბევრი რამ კეთდება რის შესახებაც ინფორმირებული არ არის საზოგადოება და რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეებს არასწორი დასკვებისკენ უბიძგებს მთავრობის მუშაობის შეფასებისას. პრობლემები არის, მაგრამ უმრავლესობა არის მოგვარებადი და ამ პრობლემებზე პასუხი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ნამდვილად არ არის და ამიტომაც არ ვუჭერ მხარს ამ პროცესს.
უნდობლობისგამოცხადებაანუხელოვნურიკრიზისი
ვფიქრობ ნათელია რომ ეს კრიზისი არის ხელოვურად შექმნილი. მიზანიც მარტივია, მუდმივი დაძაბულობის კერით იქნებ ისე მოხდეს, რომ მთავრობის თავმჯდომარე თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ან დედაქალაქიდან ურჩიოს ვინმემ მას ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს იქნება დიდი შეცდომა. თუ ისეთი სუსტია სახელისუფლებო ვერტიკალი, რომ აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილ კრიზისს ვერ გაუძლებს, მაშინ იგივე პროცესების მომსწრენი გავხდებით საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ რაიონში საკრებულოების დონეზე. თვითმმართველობის რეფორმა არის სრულიად ახალი მოვლენა ჩვენს ქვეყანაში და თუ “იმპიჩმენტის” ენა იქცა ნორმად ეს ეფექტურ მმართველობას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
“გაურკვეველი” “პარტნიორი“
ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რატომაც ჩემი აზრით არ შეიძლება მხარი დავუჭირო უნდობლობის გამოცხადების პროცესს არის აჭარის უმაღლეს საბჭოში ძალთა ბალანსი. კოალიციაში შემავალი პარტიების უმრავლესობა “იმპიჩმენტის” წინააღმდეგია, მაშინ ჩნდება კითხვა ვისი მხარდაჭრის იმედით დაიწყო ეს პროცესი?! ასეთი პოლიტიკური რეალობა ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალურ მოძრაობას აქცევს. ფაქტია მათი ხმები იმაზე მეტ ძალას შეიძენს წარმომადგენლობით ორგანოში, ვიდრე მათ ხალხმა მიაკუთნა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებზე. პირადად ჩემთვის მათთან ერთად ასეთ პროცესში მონაწილეობა კატეგორიულად მიუღებელია!
როცამიზანიუტოპიურია
სამწუხაროდ ბატონი მურმან დუმბაძის გუნდს (მე მათ კოლეგიალურად პატივს ვცემ) აქვს უტოპიური მიზანი რომელსაც აჭარის რეგიონის ტოტალური მართვა ქვია. ეს არის მიზანი რომლის განხორციელება პოლიტიკურად ისეთ აქტიურ რეგიონში როგორიც აჭარაა წარმოუდგენელია. ისიც ვიცი რომ შინაგანი ძალა ამ გუნდს ეყოფა იმისათვის, რომ კიდევ მრავალი წელი ბრძოლაში გაატაროს ამ მიზნისკენ სავალ გზაზე, მაგრამ ისიც ფაქტია რომ შედეგი იგივე იქნება. ეს ყოველთვის ასე ხდება, როცა მიზანი უტოპიურია!
„ჩვენ არ დავთანხმდებით მათ წინადადებას, რადგანაც მათი მოთხოვნა სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ფრაქცია ქართული ოცნება მურმან დუმბაძის მოსაზრებებს ემორჩილება. არსებული ურთიერთობები უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მთავრობას შორის არის მურმან დუმბაძის კლანის ახირება და პირადი ინტერესი. ამ ახირებაზე მათთვის სასარგებლო გადაწყეტილებას ვერ მივიღებთ. მთავრობას განვკარგავ მე და მე გადავწყვეტ ვინ გააგრძელებს მუშაობას. თუ რომელიმე აღმოჩნდება სუსტი რგოლი – გავათავისუფლებთ და მის ადგილას სხვა დაინიშნება. ამ ეტაპზე მინისტრებიც შეცვლა არ იგეგმება.
პოლიტსაბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თვითნებური თამაში და ხვალ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კურსს. ნაცმოძრაობის წევრები მართავენ ამ სიტუაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას ადასტრებს მურმან დუმბაძისა და მისი გუნდის წევრების ქმედებები და საეჭვო გააქტიურება, რაც ემთხვევა ქვეყნის გარედან ყოფილი ნაცმოძრაობის წევრების გადაადგილებებსა და განცხადებებს.“ – აღნიშნულია არჩილ ხაბაძის განცხადებაში.
როგორც „ბათუმელებს“ სოფელ ავრალნოში მცხოვრებმა ზინა კოჩალიძემ უთხრა, დღეს, 13 სექტემბერს, მათთან იმ სახლის მეპატრონე მივიდა, სადაც ოჯახი წლებია იმ იმედით ცხოვრობს, რომ სახელწიფო მათ სახლს შეუძენს და სახლის დაცლა სთხოვა. ცხრასულიანი ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს.
„სახლის მეპატრონე ბერძენია. ორი პოლიციელია მოსული, ელაპარაკებიან, აჩერებენ, არ მესმის რუსულად რას ეუბნებიან. ვიცი, რომ ამბობს, გამითავისუფლეთ სახლიო. გამგებელს დავურეკეთ და გვითხრა განსახლების სამინისტროს მიმართეთო. სამინისტოს არც ნომერი მაქვს, არც არაფერი, როგორ მოვიქცე?!“ – ამბობს ზინა კოჩალიძე. მისი თქმით, ცხრასულიან ოჯახს, რომლის ექვი წევრიც ბავშვია, წასასვლელი არსად აქვს:
„ჩვენ რომ წასასვლელი გვქონდეს, სხვას ვალანძღინებ თავს და ვაფურთხებინებ? არსად არ გვაქვს წასასვლელი, რად მინდა სხვისი სახლი, რომ გვქონდეს წასასვლელი ან იმის გარანტია ცხრასულიან ოჯახს, რომ ჩვენ თვითონ შევიძინოთ სადმე სახლი, აქ რა გამაჩერებს!
დაგყარეს როგორც ცხვრის ფარა და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვყარეს ხალხი. ჩვენ არავინ არ გყავს პატრონი დღეს“ – ამბობს ზინა კოჩალიძე.
მისი ოჯახი დაახლოებით ცხრა წლის წინ წავიდა ხულოდან, სოფელ ღურტადან და წალკაში, სოფელ ავრალნოში დასახლდა სხვა ეკომიგრანტებთან ერთად. ზინა კოჩალიძე ამბობს, რომ ამჟამად სოფელში სხვა ეკომიგრანტებსაც სთხოვენ სახლის ბერძენი მეპატრონეები სახლების დაცლას და ათი კომლი კრიტიკულ მდგომარეობაში, მათ უსახლკაროდ დარჩენა უმუქრებათ.
„ბათუმელები“ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ილია საბაძეს ესაუბრა. იგი ამბობს, რომ ოჯახი მას დღეს დაუკავშირდა.
„გამგეობას არაფერი არ შეუძლია, გამგეობას რაც შეეძლო გააკეთა, შარშან დაახლოებით 170 ოჯახი დავაბრუნეთ ხელახლა, ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, რაც შემეძლო ჩემი მხრიდან გამეკეთებინა. 23 ოჯახი ზუსტად ასეთივე მდგომარეობაშია სოფელ სამებაში.
რამდენიმე ხნის წინ მე ვესაუბრე ამ საკითხებზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ეკომიგრანტებს სამინისტროში უნდა მიეტანათ ანკეტები, რომელსაც განიხილავდა კომისია და შეუძენდა მათ სახლებს. არ ვიცი მიიტანეს თუ არა, მაგრამ დღეს რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, მიემართათ ლტოლვილთა და განსახლების სამინსიტროსთვის. სამინისტრო მზად არის ეკომიგრანტებს შეუძინოს სახლები, ან გადაუხადოს 20 ათასი ლარი, რომ თვითონ მოიძიონ და შეიძინონ სახლი. სპეციალური თათბირი ჩავუტარე რწმუნებულებს დაახლოებით თვენახვერის წინ, დავურიგე ყველას ეს ანკეტები, რომ დაერიგებინათ მოსახლეობისთვის“ – ამბობს ილია საბაძე.
საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სამინისტრო 2014 წელს 33 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდის საცხოვრებელ სახლებს. დევნილთა და გასახლების სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კი 1786-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიმართა.
2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაფარავდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკაში დაახლოებით 2400 ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე, გასული წლის მონაცემებით, მხოლოდ 571 სახლი ირიცხება.
ანადუმბაძე საქართველოს ჩემპიონია კადეტებს შორის. ის 15 წლისაა. ამბობს, რომ ინტენსიურად ემზადება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის სურვილი აქვს. „ვარჯიში ხუთი წლის წინ დავიწყე. ბაბუა არის ჩემი მწვრთნელი. მან მირჩია შემოვსულიყავი, რადგან მონაცემებიც მქონდა. დღეში ერთხელ მინიმუმ ორი საათით ვვარჯიშობ. მიასპარეზია ევროპაზე, მსოფლიოზე, თუმცა დიდი შედეგი არ მქონია. ჯერ პატარა ვარ და ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო მეტი შემიძლია გავაკეთო. მშვილდოსნობა განსხვავებული სპორტია, მიყვარს და ვაპირებ ბოლომდე გავყვე“, – ამბობს ის. ანა მე-10 კლასშია და #8 საჯარო სკოლაში სწავლობს. „სწავლა და ვარჯიში ერთად ძნელია, ამიტომ ვცდილობ სპორტს მეტი დრო დავუთმო“, – გვეუბნება 15 წლის მშვილდოსანი.
„ჩემი ძმა დადიოდა მშვილდოსნობაზე, მეც დამაინტერესა და მოვედი. როცა მწვრთნელმა პირველად მომაჭიმინა მშვილდი, მოეწონა ჩემი ტექნიკა. მას მერე უკვე ოთხი წელია ვვარჯიშობ“, – გვიყვება 18 წლის მამუკაშუშაძე, რომელიც ორ კატეგორიაში ასპარეზობს – „ახალგაზრდების კატეგორიაშიც ვასპარეზობ და დიდების ნაკრების სახელითაც ვიბრძვი“.
მამუკა შუშაძე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია. მიაჩნია რომ, დიდ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების მოპოვებას, მეტი ვარჯიში და მეტ ტურნირში მონაწილეობა სჭირდება. „მინდა მეტს მივაღწიო. რომ ვუყურებ ძლიერ მსროლელებს, სტიმული მემატება. მაგალითად, ამერიკელი ბრედი ელისონი, ასევე კორეელები არიან ძლიერი მსროლელები. საშუალოდ ათი შეჯიბრიდან ცხრა შეჯიბრში პირველ-მეორე ადგილებზე ყოველთვის თვითონ არიან“.
მამუკა შუშაძეს უნივერსიტეტში სწავლაც სურს. „სანამ შემეძლება მშვილდის მოჭიმვა, არ ვაპირებ თავის დანებებას. მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო, ფიზკულტურულზე, რადგან ჩემს სპორტს აუცილებლად სჭირდება“. ანა დუმბაძესა და მამუკა შუშაძის მწვრთნელი გურამ ბასილაძეა. ის 30 წელია მწვრთნელია და ამჟამად 13 ახალგაზრდას ავარჯიშებს.
გურამბასილაძე: „ნებისმიერ ტურნირში წარმატების მოსაპოვებლად ბევრი შრომა, მონდომება და ცოტა იღბალია საჭირო. მშვილდოსნობა ისეთია, შეიძლება უცებ ჰქონდეს სპორტსმენს შედეგი. ვფიქრობ ანა დუმბაძე ერთ-ორ წელიწადში კონკურენციას გაუწევს დიდებს. მამუკაც კარგადაა მომზადებული. აქამდე შეიარაღების პრობლემები იყო, ახლა შედარებით კარგი პირობები გვაქვს. შევიძინეთ მშვილდები. გვერდში გვიდგას აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ვარშანიძე, რომელიც ერთი წელია ფედერაციას ხელმძღვანელობს. მთელი დღეები აქ ვართ და ვვარჯიშობთ. ჩემი აზრით მშვილდოსნობისადმი ინტერესი იმითაც არის გამოწვეული, რომ გვაქვს პირობები და გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები“.
აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზფუტკარაძე ამბობს, რომ მშვილდოსნობის ჯგუფების გაზრდას რაოდენობის გეგმავენ. „გარდა ბათუმისა, ხუთი ჯგუფია ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაშიც. გვინდა ქედაშიც გავხსნათ ჯგუფი. ურეხში არის ფეხბურთის მოედანი, იქაც გვინდა მშვილდოსნობის ბაზის შექმნა, სადაც ადგილობრივ ბავშვებს მოვიზიდავთ. ყველა ბავშვი ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან“, – ამბობს თამაზ ფუტკარაძე. ის გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად აირჩიეს.
თამაზ ფუტკარაძის თქმით, მომავალ წელს ჩემპიონატები ცალ-ცალკე ჩატარდება კადეტებში, ახალგაზრდებსა და დიდებში. მათგან აირჩევა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდებს შორის ევროპის თასში და ახალგაზრდებსა და კადეტებში მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში ჩატარდება. მანამდე კი მშვილდოსნებს სხვადასხვა ტურნირი აქვთ. ოქტომბერში საქართველოს თასის გათამაშება იქნება, დეკემბერში კი საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაზე აზერბაიჯანშია მიწვეული, სადაც საპრიზო თანხები გათამაშდება: პირველ ადგილზე გასულისთვის – 1000 ევრო, მეორე ადგილზე – 800 ევრო, მესამეზე კი – 500 ევრო.
21-24 სექტემბერს ბათუმში კი ბათუმში საერთაშორისო ტურნირია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. თამაზ ფუტკარაძის ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასულ მშვილდოსანს 150 ლარი გადაეცემა, მეორეზე – 100 ლარი, მესამეზე კი – 50 ლარი. ტურნირისთვის ანა დუმბაძე და მამუკა შუშაძეც ემზადებიან.
„მედეა ვასაძის მიერ, სოციალურ ქსელში ატვირთულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მასთან პირად საუბრის შინაარს, მინდა განვმარტო: როდესაც მოხდა მედეა ვასაძის ნათესავის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მის გარემოცვაში მყოფმა დეპუტატებმა აღშფოთება გამოთქვეს. რომ მისი ოჯახი დარჩა მშიერი.
შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარემ პირდაპირ იმ ადამიანს დაავალა მასთან შეხვედრა ვისაც ეს ეხება კანონით გაწერილი ინსტრუქციით. პარმენ ჯალაღონია შეხვდა მედეა ვასაძეს, სადაც მედეა ვასაძეს განემარტა, რომ მთავრობის თავმჯდომარე, იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდებოდა, რომ უწყებაში აღმოჩენილი ხარვეზი დაკავშირებული იყო მის სამსახურეობრივ გულგრილობასთან ან განზრახ დანაშაულთან, ამ შემთხვევაში მოგვიანებით მოხდებოდა ამ ადამიანის სხვა სფეროში დასაქმება.“
ლევან ჯაშმა აღნიშნა, რომ მთავრობის თავმჯდომარე მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს წევრებს, გამოქვეყნებული იქნას მათ ხელთ არსებული ყველა მასალა. „თუკი ვინმეს რამე აქვს სათქმელი, გამოვიდეს, ღიად დააფიქსიროს და არ არის საჭირო ინტრიგების ხლართვა და ბინძური კამპანიების აგორება“ – აღნიშნა ლევან ჯაშმა.
“მე პირადად მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან იქონიონ წერილობითი ურთიერთობა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა მათთან, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, შეუძლებელია”.
ლევან ჯაშის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის ქმედებები „გამოწვეულია ხელოვნურად და ემყარება ერთი ადამიანის პირად, ვიწრო მერკანტილურ ინტერესებს“, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის აჭარის რეგიონში აბსოლუტური მონოპოლიის მოპოვების მცდელობა გარკვეულ პოზიციებზე და „შესაბამისად პრობლემების შექმნა ქართული ოცნების კოალიციისთვის რეგიონში“.