„დაზიანებული გზის შეკეთება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. გზის რეაბილიტაციის შედეგად როგორც ვიზიტორები, ასევე სოფელ ჩაქვისთავის მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას დანიშნულების ადგილამდე,“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამასთან მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტორთა ცენტრი 2008 წელს აშენდა და ოთხი ორადგილიანი სასტუმროს ნომრის, ღია ტერასის, საგამოფენო დარბაზისა და ეზოსგან შედგება. იქვეა საპიკნიკე და საკარვე ადგილებიც. ვიზიტორთა ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია 9 თვის ვიზიტორთა სტატისტიკასაც აქვეყნებს. გასულ წელთან შედარებით ვიზიტორები 45%-ით გაიზარდა. გასულ წელს პარკს 14 576 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი მტირალა 21173 ადამიანმა მოინახულა.
„არჩილ ხაბაძეს აქვს არასწორი ინფორმაცია. ტელევიზიით რომ გამოდის და ამბობს, რომ იმ ოჯახებიდან მხოლოდ 60-70 ოჯახს უჭირსო, ეს ნიშნავს, რომ მთვარობა შეყვანილია შეცდომაში და ჩვენ ვითხოვთ ხელმეორედ გადამოწმებას. მოვითხოვთ, ხელმეორედ შეიქმნას კომისია მთავრობის მიერ, რომელშიც ჩართული იქნება ჩვენი მოსახლეობიდან რამდენიმე პირი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მთავრობის წარმომადგენლები, რომ იყოს ობიექტური დასკვნა და არა ისეთი, როგორიც გასულ წელს მოამზადეს, არასწორი ინფორმაცია რომ მიაწოდეს მთავრობის წარმომადგენლებს. კარგია თუ კომისიაში იქნება ჩართული რამდენიმე ჟურნალისტი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ როინ გუნდაძემ, აქციის მონაწილემ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მარინა ბერიძე, ამბობს, რომ არჩილ ხაბაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის ინფორმირებული, რა პრობლემების წინაშე დგანან 53-ე ბატალიანის ტერიტორიაზე მცხოვრებნი:
„გაგვაოგნა არჩილ ხაბაძის გამოსვლამ, იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვს ამ ადამიანს. მან თქვა, რომ აქ არის 60-მდე ოჯახი, რომლებიც დასაკმაყოფილებელიაო და ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ, რომ აქ სიღარბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები ცხოვრობენ, მათ სახელმწიფოს მიერ ქულები აქვთ მინიჭებული.
მე არ ვამბობ, ვისაც არ ეკუთვნის იმას მისცენ, ვისაც ეკუთვნის, მათ დაეხმარონ. უმრავლესობის მოთხოვნაა არსებული ფართების დაკანონება“ – ამბობს მარინა ბერიძე.
მისი თქმით, ამჟამად 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე დაახლოებით ორი ათასი ოჯახი ცხოვრობს, „ბოლო დროს დაემატა გაჭირვებულები, 60 იჯახი მარტო წალკიდან ჩამოვიდა“ -ამბობს მარინა ბერიძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად დაკავებულებს – ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა, ხოლო თემურ ბახუნტარაძეს 2 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა. თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. ლაკაევის დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და თავად ლაკაევი.
ბრალდების მიხედვით დაკავებულებმა ჯგუფურად გაუწიეს წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველს, ამ შემთხვევაში პოლიციელს. ბათუმის საქალაქო სასამათრთლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი სახელმწიფო ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებულებს წინააღმდეგობა ჯგუფურად არ გაუწევიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილიდან პირველ ნაწილზე დააკვალიფიცირა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, ასევე დაცვის მხარემაც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ დაკავებულებმა წინააღმდეგობა ჯგუფურად გაწიეს და განსასჯელებს ბრალდება დაუმძიმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა ლაკაევს 12 წლის ნაცვლად 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ბახუნტარაძესა და წულუკიძეს ორი წლის ნაცვლად ოთხი წლით პატიმრობა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოს მესამე ინსტანციაში აპირებს.
დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა. ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათ სასამართლოს განუცხადეს, რომ სპეცსამსახურები მათ აღმსარებლობის გამო სდევნიან და სწორედ ამ ნიშნით დააკავეს.
ინტერნეტკაფეში ბიჭი ამაოდ ცდილობს ვებგვერდის გახსნას
თამაზ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ სამ თანასოფლელ ოჯახთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ზედა ვაკე“ ჩამოაყალიბა. მათი მიზანი დიდაჭარაში წარმოებული რძის ადგილზე გადამუშავებაა. კოოპერატივს მუშაობისთვის რძის გადამამუშავებელი სპეციალური დანადგარი სჭირდება, რომელიც ძვირია, ამიტომ დაფინანსების მისაღებად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უცხოურ ორგანიზაციებს პროექტი წარუდგინა და როგორც თამაზი ამბობს, მათთან მუდმივ კონტაქტშია, შეტყობინებებს იღებს და გზავნის კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ თამაზს ინტერნეტით სარგებლობა თვეში 35 ლარი უჯდება, ამბობს, რომ სრულყოფილ მომსახურებას მაინც ვერ იღებს.
აჭარის მაღალმთიანეთში ინტერნეტთან წვდომა ძირითადად მხოლოდ იმას აქვს, ვისთვისაც ინტერნეტი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. ამ კატეგორიას სტუდენტები, პედაგოგები, ექიმები და საჯარო მოხელეები წარმოადგენენ. რიგ სამსახურში ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას მომსახურე პერსონალი საკუთარი ხელფასით უზრულველყოფს, ზოგან კი სახელმწიფო რესურსი იხარჯება.
ინტერნეტი აუცილებელია ამბულატორიის ექიმებისთვის, რადგან ისინი ყოველთვიურ ანგარიშებს ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის გამგეობებს უგზავნიან. ექიმები ინტერნეტით სარგებლობისთვის თანხას საკუთარი ჯიბიდან იღებენ, მეტიც, რადგან ამბულატორიები არ არის აღჭურვილი კომპიუტერით, როგორ ან რანაირად მოახერხებს ოჯახის ექიმი დოკუმენტაციის ელექტრონულ მოწესრიგებასა და გაგზავნას, ამაზე ექიმმა თავად უნდა იზრუნოს.
ინგა აბულაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთის ამბულატორიაში მუშაობს. მას ინტერნეტი ყოველდღიურად სჭირდება, ამისთვის კი ხელფასიდან 25-50 ლარს ხარჯავს. „ჯეოსელის მოდემს ვიყენებთ და საკმაოდ ძვირი მიჯდება, თვეში 50 ლარიც დამიხარჯავს“, – ამბობს ინგა.
ქედაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების დაბებში არც ინტერნეტკაფეებია. ინტერნეტკაფე მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარედ გია ბერიძეს აქვს გახსნილი. თუმცა, ერთი კვირაა ინტერნეტი აქ არ არის, რადგან დავალიანების გამო მფლობელმა ინტერნეტმომსახურება დროებით შეაჩერა. გია ამბობს, რომ მომხმარებლისთვის ინტერნეტის მიწოდება ძვირი უჯდება.
„15 გიგაბაიტს 80 ლარად ვყიდულობდი და მომხმარებელს კარგ ინტერნეტს ვთავაზობდი, 1 საათით სარგებლობის ტარიფი 1 ლარი იყო. ინტერნეტმა ფაქტობრივად მოგება აღარ დამიტოვა და დროებით შევაჩერე. წინა წლებში სტუდენტების რაოდენობაც ბევრი, შესაბამისად, მოთხოვნაც მეტი იყო. წელს სტუდენტების, ახალგაზრდების რაოდენობა მცირდება, უნივერსიტეტიც აღიჭურვა ინტერნეტით და ეს ყველაფერი ჩემს მომხმარებელზეც აისახა, მხოლოდ ქსეროსს ვამუშავებ კაფეში“, – ამბობს გია.
თამარი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. ის ხიჭაურის უნივერსიტეტის მაგისტრია, მას ინტერნეტი თემების დამუშავებაში სჭირდება. თამარი „მაგთის“ მოდემით სარგებლობს და თვეში 30 ლარს იხდის. „ჟურნალისტიკას ვსწავლობ, ჩემთვის ყველა ახალი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 30 ლარი სოფლისთვის დიდი თანხაა და მიუხედავად იმისა, რომ ფულს ვიხდი, ფილმებს ვერ ნახავ, შეიძლება არც გახსნას და მეგაბაიტებიც ბევრი იხარჯება, სოფლებში გაყავთ ინტერნეტის ხაზები, თუმცა ჩემს სოფელში არ გაუყვანიათ“, – ამბობს თამარ სურმანიძე.
მუნიციპალიტეტების გამგეობები, რესურსცენტრები და საჯარო სკოლები სხვადასხვა სახის ინტერნეტს იყენებენ. ინტერნეტის მიწოდება აქ იმაზეა დამოკიდებული, კონკრეტულ სოფელში რომელ მობილურ ქსელს აქვს კარგი სიხშირე. აჭარის მაღალმთიანეთის სკოლებში ინტერნეტი მხოლოდ საბაზო და საშუალო სკოლებშია ხელმისაწვდომი, დაწყებითი კლასების სკოლებში თითქმის არ არის ინტერნეტი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების თვითმმართველ ორგანოებს, ქედაში „დელტანეტით“ სარგებლობენ, ხულოსა და შუახევის თვითმმართველობები კი – „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მოდემებით. საჯარო სკოლებში „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ინტერნეტია, მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა (ინწკირვეთის, ჟანივრისა და ნაღვარევის) ინტერნეტთან წვდომას სატელიტური თეფშით ახდენს.
„ინტერნეტთან მუდმივად გვაქვს შეხება, სკოლებისთვის აუცილებელია, რადგან ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ვართ გადასული, დოკუმენტბრუნვა ელექტრონულად მიმდინარეობს. სკოლებში გვაქვს ინტერნეტი, თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც ამ კუთხით, არის სოფლები, სადაც მობილურსაც კი უჭირს“, – ამბობს შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე.
„რესურსცენტრში „ოპტიკა“ ინტერნეტი გვაქვს, სკოლებში უმეტესად მაგთის „ჰუავეის“ მოდემის ინტერნეტია, სამ საჯარო სკოლას ინტერნეტი მაგთის სატელიტური თეფშით მიეწოდება, თუმცა ამ სახის ინტერნეტის სიხშირე ამინდზეა დამოკიდებული, ამინდის ცვალებადობისას იცვლება და წვიმასა და თოვლში უჭირს“, – ამბობს შუახევის რესურსცენტრის ერთ-ერთი სპეციალისტი ჯაბა ქარცივაძე.
სოფელი ნაღვარევი შუახევის მუნიციპალურ ცენტრს 34 კილომეტრითაა დაშორებული. აქ ხშირად მობულური კავშირის სიხშირეც დაბალია, ამიტომაც ნაღვარევის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ქათამაძე ამბობს, რომ არაერთხელ ჩასულა რესურსცენტრში დოკუმენტების წარსადგენად, რადგან ინტერნეტით ვერ შეძლო მისი გადაგზავნა.
„ახლა ვზივარ და ველოდები ინტერნეტის სიხშირის მომატებას, რომ დოკუმენტაცია გადავაგზავნო, ერთი გვერდი ინფორმაციის გაგზავნას მინიმუმ 20 წუთი სჭირდება. აქ მობილურ კავშირსაც კი უჭირს. ვიცით, სადაც იჭერს მობილური და როდესაც შეტყობინება შემოგვდის, გამოტოვებული ზარის სახით, ჩვენ ვუკავშირდებით მათ, ვინც გვირეკავდა. ეს პრობლემა ხუთ სოფელს აქვს, არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, მაგთისა და ჯეოსელის კომპანიებს, მიმღები ანძა დაეყენებინათ, რატომღაც ვერ მოგვარდა პრობლემა. შედარებით „ჯეოსელი“ იჭერს, ჩემი ფინანსებით ჯეომოდემი ვიყიდე და საერთოდ ვერ ვისარგებლე“, – ამბობს სკოლის დირექტორი მერაბ ქათამაძე.
„ხულო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია, შესაბამისად, ინტერნეტი ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც ქალაქში, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ დოკუმენტაციის წარმოებაში პრობლემა არ შეგვექმნას. საბაზო და საშუალო სკოლებში ყველა მოსწავლეს მიუწვდება ხელი ინტერნეტთან, რაც შეეხება დაწყებითი კლასების სკოლებს, უმეტესი ახალაშენებულია და კომუნიკაციები ახლა შეგვყავს“, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე.
კომპანია „დელტა-კომმა“ ბოჭკოვანი ინტერნეტის მაგისტრალის გაყვანა ბათუმი-ახალციხის მიმართულებით გასულ წლებში დაიწყო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ალავიძე აცხადებს, რომ მაგისტრალზე მუშაობა დასრულებულია, რაც შეეხება ინტერნეტის დაფარვას, მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების დაბალი ზონის სოფლების დაფარვა მოხდება, სამომავლოდ კი კომპანია აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებსაც მოიცავს.
„მოსახლეობას ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს ვთავაზობთ. პირველ ეტაპზე სკოლებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებს ვრთავთ, ქობულეთსა და ბათუმის შემოგარენში ვმუშაობთ. შესაძლებელია წელს დავიწყოთ ხაზის გაყვანა დაბა ხელვაჩაურსა და დაბასთან ახლო მდებარე სოფლებში, ინტერნეტი გავიყვანეთ გონიოსა და კვარიათში, ახალსოფელში ახლა ვაპირებთ შესვლას. რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს, მაგისტრალი გაყვანილია, მოსახლეობის ჩართვას მომავალი წლიდან დავიწყებთ და ეს იქნება ისეთივე კარგი ხარისხის ინტერნეტი, როგორიც ბათუმშია. სოფლის მოსახლეობის მთლიანი ჩართვა, ეს მათ მოთხოვნაზეც არის დამოკიდებული“, – ამბობს გიორგი ალავიძე.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ხაზი (ბოჭკოვანი ინტერნეტი) კომპანია „სილქნეტსაც“ გაჰყავს. კომპანიის ინჟინერი კოტე გოთუა ამბობს, რომ კომპანიას აქვს სტრატეგიული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, თუმცა გეგმაში არ არის გაწერილი, კონკრეტული სოფლები ინტერნეტით როდის დაიფარება. „გრძელვადიანი სტრატეგიით მთელი საქართველო უნდა დავფაროთ როგორც ინტერნეტით, ასევე სხვა კომუნიკაციებით. რაც შეეხება აჭარის მაღალმთიანეთს, ამ ეტაპზე სოფლების გავლით ინტერნეტის მაგისტრალი გაგვყავს, მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, შემდეგ დაიწყება სოფლების დაფარვა, თუმცა საბოლოოდ შერჩეული არ არის, რა ტექნოლოგიით იქნება ჩართული მომსახურება და როდის. რაც შეეხება არსებულ ინტერნეტს, აჭარის მაღალმთიან სოფლებშიც ისეთივე სიხშირის ინტერნეტს მივაწოდებთ მომხმარებელს, როგორიც ბათუმშია“ – ამბობს კოტე გოთუა.
გურამ მგელაძე თევზის ბაზარში 15 წელია მუშაობს. იგი ამბობს, რომ თევზაობა ძალიან უყვარს, თუმცა ახლა დრო აღარ ჩება ამისთვის: „20 წლის ვიყავი აქ რომ მოვედი, მეგობარს გამოვყევი, უმუშევარი ვიყავი. დავინახე დარჩენის შესაძლებლობა, მას მერე აქ ვარ და ამ სირთულეების ფონზე ვმუშაობ. ყველაზე მეტი მოთხოვნა სტავრიტასა და ბარაბულკაზეა, ამიტომაც ვცდილობ ეს თევზი მქონდეს დახლზე, თევზაობით ვეღარ ვთევზაობ.“
მარინა მესხი
მარინა მესხი 28 წელის წინ ჩამოვიდა ბათუმში იმერეთიდან. „შვილი ვერ გამოვუშვი მარტო, პატარა იყო მაშინ. ის აპირებდა თევზის ბაზარში მუშაობას, მაგრამ ისე მოხდა, რომ აქ მე დავრჩი, მას არ უმუშავია. ბათუმში ჩამოსვლის დღიდან მოვხვდი თევზის სისტემაში, მას შემდეგ მივყვები ამ დინებას, იმდენი წელი გავატარე ბათუმში, ვხუმრობ ხოლმე, აჭარელი ვარ-მეთქი. იმის მიუხედავად, რომ ქალისთვის რთული პირობებია აქ, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შესაძლებლობა მაქვს აქ მუშაობის.“
შოთა ანტონიანი
შოთა ანტონიანი: „ადრე ავეჯის საამქროში ვმუშაობდი, 20 წლის წინ დაიხურა ეს საამქრო და დავრჩი უმუშევარი, მას მერე წამოვედი აქეთ. შემოსავალი რომ გქონდეს და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა, ყველა პირობას შეეჩვევი, შესაბამისად არ გამჭირვებია, კმაყოფილი ვარ ამ შემოსავლით, ოჯახს ვინახავ. ჯანმრთელობა და მშვიდობა – ეს არის ყველაზე დიდი სურვილი, რაც ახლა მაქვს. წარსულს ვიცი რომ ვერ დავიბრუნებ, არც იმ ასაკში ვარ, ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მქონდეს.“
მანანა ენდელაძე
მანანა ენდელაძე: „მეოთხე წელიწადია აქ ვმუშაობ, ხელოვანი ვიყავი, თეატრალური მაქვს დამთავრებული, არ მინდა მაგ თემის გახსენება, მტკივნეული მოსაგონარია, რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიყავი. აქ მოსული ყველა ვიღაც იყო, დღეს აღარავინ აღარ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ ვარ ასე. სიმსივნე მაქვს, ძალიან მიჭირს ამ დაავადებასთან ბრძოლა, რომ არა სახელმწიფოს დახმარება, ვერაფერს შევძლებდი, მკურნალობის კურსს გვიფინანსებენ, მაგრამ მედიკამენტები ისეთი ძვირი ღირს, ნახევარის ყიდვას ვერ ვახერხებ, 500 ლარი მინიმუმ მჭირდება მედიკამენტებში. მარტოხელა ვარ, ამ თანხას ვერ ვაგროვებ, ამიტომაც ახლა ყველაზე მეტად რაც მინდა, ეს არის მედიკამენტები, იქნებ კიბოს წამლები გააიაფონ.“
მიხეილ მგელაძე
მიხეილ მგელაძეს ყველაზე ნაკლები დრო აქვს გატარებული თევზის ბაზარში, ის აქ სამი წლის წინ მოვიდა, ზღვა და თევზი არასოდეს ყოფილა მისთვის უცხო, პროფესიით მეზღვაურია, თევზის ბაზარში მოსვლამდე პორტში მუშაობდა: „შემცირებაში მოვყევი და აქ წამოვედი, ეს სამსახური არ გამიჭირდებოდა ვიცოდი, ძირითადად ზამთარშია დატვირთვა, ზაფხულში მუშაობა არ გვაქვს, ზამთარში სიცივე ართულებს ყველაფერს, აქ ცივა, ჩვენ კი სულ წყალთან გვიწევს ურთიერთობა. ძირითადად შავი ზღვის თევზს ვიღებთ.“
დისკუსიაზე, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მოხსენება “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორმა, ეკატერინე აღდგომელაშვილმა წაიკითხა.
“ერთია, რომ მედიამ ყურადღება მიაქცია ქალთა მიმართ ძალაობის ფაქტებს და ეს იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა ამ პრობლემის როგორც სოციალური პრობლემის გააზრება. ვეცდები, რომ უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ ქალთა მიმართ ძალადობა, რადგან როგორც წესი, როცა ამ პრობლემაზე ლაპარაკობენ, აქცენტი კეთდება მხოლოდ ძალადობაზე და შესაბამისად ვერ ვხედავთ მთლიან სურათს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ქალთა მდგომარეობის თვალსაზრისით. ის რაც დღეს ხდება, არის შედეგი იმ უთანასწორობისა, რომ საქართველოში დღეს ქალსა და კაცს თანაბრად არ მიუწვდებათ ხელი არც რესურსებზე, არც პოლიტიკაში ჩართულობაში, არც მართვაში მონაწილეობაზე. სოციალური უთანასწორობა არის ძალადობის ყველაზე დიდი ხელშემწყობი და ამის გათვალისწინება არის აუცილებელი, თუ რეალურად გვინდა პრობლემის მოგვარება” – ამბობს ის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო მოხელეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 17 დეკემბრის დილის 11 საათიდან.
“უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გთხოვთ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ გაზის დანადგარებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ონკანები” – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 წლის ვიყავი, ბათუმის „დინამოში” რომ მივედი 1981-იანების გუნდში. კოტე გობეჯიშვილი იყო პირველი ტრენერი. იქ ვვარჯიშობდი სამი წელი. მერე ასევე სამი წელი ვთამაშობდი ლანჩხუთის „გურია 2″-ში. 23 წლიდან დავანებე ფეხბურთს თავი. 24 წლის ვიყავი მწვრთნელობა რომ დავიწყე ჯაბა ჭანტურიასთან ერთად. ისიც ფეხბურთზე დადიოდა და დაანება თავი. მაშინ სასტუმრო „მარინაში~ გაიხსნა კლუბი „ბათუმი” და დავიწყეთ ვარჯიში. მერე ერევანში მოვხვდი, იქ საფეხბურთო კლუბ „ლუკას” მწვრთნელებიც იყვნენ და შემომთავაზეს თანამშრომლობა. შვიდი წელი „ლუკაში”, ჯერ 1999 წელში დაბადებულებს, შემდეგ კი 1999-2000 წლიანებს ვწვრთნიდი. ბათუმის „დინამოში~ მწვრთნელად ორი წელია რაც ვარ და U13 გუნდი მაბარია. საფეხბურთო კლუბი „დინამო~ ბათუმის ბაზაზე, ჯაბა ჭანტურიას ძალისხმევით, 2014 წლის ზაფხულში აჭარის ნაკრებისგან ჩამოყალიბდა საპლაჟო გუნდი „დინამო ბათუმი” და ამ გუნდის ტრენერიც ვარ.
რატომ დაანებე ფეხბურთის თამაშს თავი 23 წლის ასაკში და აირჩიე მწვრთნელობა?
ფეხბურთში დიდი ვარსკვლავი ვიყავი-მეთქი, ვერ გეტყვით. უფრო მწვრთნელობა მინდოდა.
რა არის მნიშვნელოვანი მწვრთნელობაში, როგორ უყურებთ ამ საქმიანობას?
მწვრთნელს უნდა შეეძლოს ბავშვის აღზრდა, ფეხბურთელთან სწორი მიდგომა, საბაზისო ტექნიკის შესწავლა. მწვრთნელობა არის დიდი პასუხისმგებლობა. მშობელს მოჰყავს ბავშვი, გაბარებს შენ, რომელსაც სწავლასთან ერთად უნდა შეაყვარო და არ შეაძულო ფეხბურთი. საქართველოში ისეთი ტენდენციაა, რომ ფეხბურთზე შემოყვანა უკვე უჭირთ მშობლებს. თუმცა ამ ეტაპზე ბათუმის „დინამოში” სხვადასხვა ასაკის ბევრი ბავშვია. 6-8 წლის ასაკამდე ფეხბურთით ერთობიან, 10-12 წლიდან ვითხოვთ ბავშვებისგან ტექნიკური თვისებების გამოვლენას.
საფეხბურთო სფეროში მუშაობის განმავლობაში რომელია თქვენი ყველაზე წარმატებული პერიოდი?
მწვრთნელობა, პატარებთან მუშაობა. გუნდი, რომელსაც ახლა ვავარჯიშებ 2001 წლიანები, 13 წლამდელები, მე და ჯაბა ჭანტურიამ შევკრიბეთ. ბათუმის “დინამოს” უფასო 16 კლუბის პროგრამიდან კარგი ბავშვები მოვიდნენ, მაგალითად, ორი ისეთი ფეხბურთელი გამოვლინდა, რომელიც U13-ში შეუცვლელია და მათ დიდი შანსი აქვთ დიდ ფეხბურთში თამაშის.
რამდენად არიან ბავშვები ფეხბურთით დაინტერესებული, რამდენად მოგყვებიან?
ჩვენთან დაახლოებით 23 ბავშვია. მე და ბაჩანა აბაშიძე, რომელიც ჩემი დამხმარე მწვრთნელია, ერთად ვმუშაობთ ბავშვებთან. გარდა ვარჯიშებისა, გვაქვს თეორიული სწავლებაც, ვესაუბრებით ფეხბურთის შესახებ. ჯერჯერობით მოგვყვებიან და მერე უკვე მათზეა დამოკიდებული. ჩვენი მოვალეობა ამ ეტაპზე არის ის, რომ დიდებს, ბათუმის „დინამოსა” და „დინამო 2″-ს გავუზარდოთ ფეხბურთელები. იქ რომ მოხვდება ფეხბურთელი, მერე თვითონ უნდა იფიქროს წინსვლაზე. ბათუმის „დინამოში” მოხვედრის შემდეგ ფეხბურთელს შეუძლია ევროასპარეზობაზე გასვლა.
საქართველოს აქვს ფეხბურთის დიდი წარსული. რას ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ფეხბურთის დონემ აიწიოს?
ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, 17 და 19 წლამდელები. მანამდე ბევრი ევროპაზეც მოხვდა, ელიტრაუნდებშიც გადიან. ვფიქრობ, სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია. უნდა გაიხსნას და განვითარდეს საფეხბურთო აკადემიები. მარტო თბილისში, დინამოს ერთი აკადემია არ შველის ფეხბურთის განვითარებას.
2014 წლის 5 დეკემბერი. ბათუმის საქალაქო სასამართლო.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი: ყველას გთხოვთ დამშვიდდით ბატონებო… ველოდები თქვენს დაწყნარებას… დაწყნარდი თორემ იძულებული ვარ სხვა ზომებს მივმართო (დარბაზში შემოყვანილი პატიმრები ახლობლებს ესალმებოდნენ, საქმეში სულ ხუთი ბრალდებულია).
პროკურორი შოთა ხორავა: ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ ნუ ისვრიან რეპლიკებს. შეაჩერეთ ისინი. მოსამართლე: უკვე მივეცი შენიშვნა.
პროკურორი: შენიშვნას თქვენ უკვე 30-ჯერ აძლევთ.
მოსამართლე: თუ მინდა ასჯერ მივცემ შენიშვნას და როცა ჩავთვლი საჭიროდ, მაშინ გამოვიყენებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს…
მოსამართლე ყველა პროცესის დაწყების წინ დარბაზში მყოფებსა და პროცესში მონაწილე პირებს აფრთხილებს იმ მოსალოდნელი სასჯელის შესახებ, რაც შესაძლოა მათ დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარბაზში წესრიგს დაარღვევენ ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ. რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს უპატივცემულობად და სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის? – არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ეს კონკრეტულ მოსამართლეზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოიყენებს სამართალწარმოების ამ ნორმებს.
“სასამართლოს უპატივცემულობად სხვადასხვა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს. პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა მოსამართლეები არასწორად იყენებენ ამ ნორმას და შეურაცხყოფად თვლიან იმას, რაც რეალურად არ არის შეურაცხყოფა, მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ადვოკატი რაღაც განცხადებას აკეთებს და ეს სასამართლოს ჩაუთვლია, რომ მას შეურაცხოფას აყენებ. მოსამართლეს შეუძლია პირს მისცეს შენიშვნა, დაკავების, სხდომიდან გაძევების ან დაჯარიმების ბრძანება გასცეს”, – ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
რამდენიმე დღის წინ ბათუმის მესამე საპყრობილის ყოფილ უფროსს, ბრალდებულ გიორგი ვეკუას მოწმემ “შენ” ფორმით მიმართა. ბრალდებულმა ეს გააპროტესტა და სასამართლოში ითხოვა, რომ დაზარალებულს მისთვის “თქვენ” ფორმით მიემართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი განმარტა, რომ პირის ნაცვალსახელი “შენ” ფორმით მიმართვა არც მას მოსწონს, თუმცა ვალდებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, ამიტომაც მიაჩნია, რომ “შენ” ფორმით მიმართვა შეურაცხყოფა არ არის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა ჩათვალა, რომ ადვოკატ ირაკლი შავაძეს სასამართლოსთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის ის ბრძანება, რომლის საფუძველზეც 100 ლარით მოსამართლე მამისეიშვილმა ადვოკატი დააჯარიმა. სასამართლო პროცესზე, რა დროსაც ადვოკატი მოსამართლემ დააჯარიმა, ირაკლი შავაძემ მოწმეს რამდენჯერმე მიმართა პირის ნაცვალსახელით – “შენ”. მოსამართლემ ამის გამო ადვოკატს შენიშვნა მისცა.
შენიშვნის შემდეგ შავაძე მოწმეს “პატივცემულო”, “ბატონო” და “თქვენობით” მიმართავდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც მიმართა “შენობით”. მოსამართლემ სწორედ ამის გამო დააჯარიმა ადვოკატი 100 ლარით. დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება ირაკლი შავაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული დოკუმენტით დგინდება, რომ 2014 წლის 10 თვეში საქართველოში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში სულ ოთხ პირს წაუყენეს ბრალდება სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით.
სასამართლოს უპატივცემულობა კოდექსში ასეა განმარტებული: უპატივცემულობა გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე. ამ კოდექსის მეორე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლა მსგავსი შინაარსის ერთ საქმეს განიხილავს, სადაც ორი ბრალდებულია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ გასულ, 2013 წელს, სასამართლო დარბაზში დააჯარიმეს სულ 47 პირი. 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში – 29 პირი. სასამართლო გამოგზავნილ დოკუმენტში იწერება, რომ მსგავს სტატისტიკას კანცელარია არ აწარმოებს და ეს მონაცემები მხოლოდ მიმდინარე საქმეების საფუძველზე მოამზადეს. აქედან რამდენიმე პირმა ჯარიმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, ხოლო სინამდვილეში სულ რამდენი პირია დაჯარიმებული და აქედან რამდენი ადვოკატი, პროკურორი ან დარბაზში მსხდომი სხვა პირები უცნობია, რადგან ასეთ სტატისტიკას სასამართლო არ აწარმოებს.
„ვინ აგებს პასუხს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, – ეს კითხვა გასულ კვირას ჩანჩხალოელმა ბადრი დუმბაძემ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს, აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პარმენ ჯალაღონიას და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის დირექტორს, პოლ ბლანშარდს ერთობლივად დაუსვა.
„ბუნება“, – აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ამ პასუხს ჩანჩხალოელების აღშფოთება მოჰყვა. მათ დარბაზი დროებით დატოვეს. პარმენ ჯალაღონიამ განმარტა, რომ იხუმრა და მთავრობა შეეცდება ადეკვატური რეაგირების ზომებს მიმართოს.
ჩანჩხალოელებმა ვერც იმ გეოფიზიკური დასკვნის გაცნობა შეძლეს, რომელსაც ორი კვირა ელოდნენ და რომელიც 5 დეკემბერს უნდა ყოფილიყო დასრულებული.
ჩანჩხალო
„ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე“, – ეს კითხვა მთელი შეხვედრის აქტუალური საკითხი იყო.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის პროექტს რაიმე უარყოფითი ზეგავლენა მოსახლეობაზე არ აქვს.
„პროექტს არანაირი გავლენა არ აქვს სახლების დაზიანებასა და ნგრევაზე. ჩვენ პროექტის დაწყებამდე ჩავატარეთ მონიტორინგი. როგორც პროექტის დაწყებამდე, ასევე მშენებლობის პროცესში გრძელდება და კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი“, – განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის დირექტორმა პოლ ბლანშარდმა.
გეოფიზიკური დასკვნის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს გვირაბისთვის საჭირო აფეთქებები არის თუ არა ახალი მეწყრული კერების გაჩენას წყარო, კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო.
ჩანჩხალოელებმა შეხვედრაზე არაერთხელ წამოწიეს კომპენსაციის თემა, რასაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისგან მკვეთრი განცხადება მოჰყვა:
„სახელმწიფო და კონტრაქტორი არ არის მეწველი ძროხა. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ბოლომდე გავიგოთ რა ხდება. კვალიფიციური და სანდო ხალხის დასკვნას დაველოდოთ. არასოდეს ადგილობრივი ხელისუფლება არ ყოფილა ჩართული ჩანჩხალოელთა პრობლემებში ასე აქტიურად, როგორც დღეს. აუცილებლად იქნება მომდევნო კვირაში გეოფიზიკური დასკვნა. უნდა დასრულდეს ეს თემა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
აქცია სოფელ ჩანჩხალოში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, გია ქარცივაძემ კომპანიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო, რომ საექსპერტო დასკვნები არ ჰქონდა, არც მშენებლობის არეალი იყო შესწავლილი.
„მე როგორც ვიცი, შემოსავალი, რომელსაც მივიღებთ, იქნება ქონების ღირებულების 1%. მინდა გკითხოთ, რა მოგებას მოუტანს საქართველოს აღნიშნული პროექტი?“ – ჰკითხა გია ქარცივაძემ კომპანიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.
„თქვენ თუ არ მოგწონთ ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც იბეგრება კომპანიები, კეთილი ინებებთ, მიმართეთ სახელმწიფოს, თქვენი დასკვნა წარმოადგინეთ და შეცვალეთ როგორც საიამ და როგორც იურისტმა. და არა ის, რომ თუ საკანონმდებლო ბაზა არ მოგწონთ, უარი თქვათ კომპანიებსა და ინვესტიციებზე. 4 მილიონს გადაიხდის ყოველწლიურად კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება რეგიონს“, – საიას იურისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა.
„გაზაფხულზე, როდესაც თოვლი იწყებს დნობას, იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება მეწყრული კერები, როგორ დავადგენთ, ეს კონკრეტულად კომპანიის ბრალეულობის შედეგია თუ ჩვეულებრივი სტიქიაა, რომელთანაც კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს. თუკი იქნება პრობლემა, გვაინტერესებს, მივიღებთ თუ არა კითხვაზე პასუხს, ვისი ბრალეულობაა. და თუ მოსახლეობა დაზარალდება, როგორ გაასახლებენ მათ?“, – იკითხა შეხვედრაზე „დემოკრატიის ინტიტუტის“ ხელმძღვანელმა გენო გელაძემ.
აქცია სოფელ ჩანჩხალოში
„თუკი ზიანის გამომწვევი იქნება კომპანია, მოსახლეობას გავასახლებთ მსოფლიო ბანკის წესებით, რომელსაც ექვემდებარება კომპანია. თუ არ დადასტურდა კომპანიის ბრალეულობა, ამ შემთხვევაში მოხდება სახელმწიფოში არსებული პრინციპებით და კანონმდებლობით. შესაძლებელია თუ არა დადგინდეს ამ კონკრეტულ მეწყერზე კომპანიას აქვს თუ არა გავლენა? – ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. თუკი ეს დადასტურდა და საჭირო გახდა კომპენსაციების გადახდა, მაშინ ეს ვალდებულება კომპანიას დაეკისრება. შესაბამისად, სახელმწიფოსი პირდაპირი ვალდებულებაა მაქსიმალური გააკეთოს იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე. დაუმტკიცოს ეს სიმართლე კომპანიას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ასევე ჰკითხეს, თუ რამდენად სწორად ხორციელდება მონიტორინგი და სეისმური კონტროლი. ილია ელოშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო მუშაობს ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე.
„ჯგუფში შევლენ ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, კონტრაქტორი და ინვესტორი. ორ კვირაში ერთხელ გადამოწმება სამუშაო პროცესი. იქ პატარა რამეც რომ მოხდეს, სერიოზული პრობლემები შეექმნება არამარტო კომპანიას, არამედ მთელს პროექტს. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, სოფელი ჩანჩხალოს მსგავსი დაკვირვების ქვეშ არც ერთი სოფელი არ იქნება. ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
თავის მხრივ პირობა დადო აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ, რომელმაც თქვა: „ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ამ დასკვნების შესაბამისად დაექვემდებარება განსახლებას, უახლოესი პერიოდიდან მათი განსახლება განხორციელდება“.
აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მაგისტრატურაში სასწავლებლად ყოველწლიურად ორი სტუდენტი გაემგზავრება.
ძირითადი მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა იყოს აჭარაში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება კარგი აკადემიური მოსწრებით.
კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. კანდიდატს მოეთხოვება ტესტირებისას აიღოს IELTS-ის მინიმუმ 7.0 ჯამური ქულა და არაუმცირეს 7.0 ქულისა წერის კომპონენტში.
პროგრამაში მონაწილეობა ეკრძალებათ აჭარის განათლების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლებს, ასევე საკონკურსო კომისიის წევრებს.
ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
აპლიკაციების წარდგენა, შერჩევის პროცესი და ვადები:
გთხოვთ, შევსებული აპლიკაციის ფორმა და თანმხლები საბუთები:
აჭარის ავტომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ასლი ან სამოქალაქო რეესტრის ამონაწერი)
დიპლომებისა და ნიშნების ფურცლების ასლები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: scholarships@ge.britishcouncil.org
II ეტაპი:პირველადი შერჩევის შედეგები პირველადი შერჩევის შედეგებს ინდივიდუალურად, თქვენ მიერ სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ელ. ფოსტის მისამართზე შეგატყობინებთ 2014 წლის 24 დეკემბერს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
III ეტაპი: IELTS ინგლისური ენის ტესტი შერჩეული კანდიდატები (არაუმეტეს 15 კანდიდატისა) უფასოდ გაივლიან ოფიციალური ინგლისური ენის ტესტს IELTS-ს. კანდიდატებს მოეთხოვებათ აიღონ IELTS-ის მინიმუმ 7.0 ჯამური ქულა და არაუმცირეს 7.0 ქულისა წერის კომპონენტში.
ინგლისური ენის ტესტი ჩატარდება2015 წლის 10 იანვარს, ქალაქ თბილისში.
IV ეტაპი: გასაუბრება
გასაუბრება გაიმართება ქალაქ ბათუმში, 2015 წლის 1-დან 20 თებერვლამდე პერიოდში.კანდიდატები, რომლებიც აიღებენ პროგრამისთვის საჭირო IELTS-ის ქულას, მიწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
გასაუბრებაზე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
1. ორი რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე ან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლები (ერთი აკადემიური და ერთი პროფესიული რეკომენდაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული)
2. დიპლომებისა და ნიშნების ფურცლების ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
დაფინანსება:
პროგრამა დააფინანსებს კანდიდატის შემდეგ ხარჯებს:
მაგისტრატურის სრული კურსის სწავლის საფასური;
ცხოვრების ხარჯები 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით.
ბრიტანეთის ვიზა;
მგზავრობა (ორმხრივი ავია ბილეთი);
IELTS ტესტი;
სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყოფილი იქნება ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის (NHS) რეგულაციების შესაბამისად.
და ა.შ.
კანდიდატს კონტრაქტით მოეთხოვება სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს აჭარაში, გაუზიაროს ცოდნა და მიღებული გამოცდილება რეგიონში არსებულ ინსტიტუციებსა და მათ წარმომადგენლებს კვალიფიკაციის შესაბამისად და ითანამშრომლოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დაბრუნებიდან არანაკლებ 2 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს 17:00 საათზე იწურება.
საბოლოო შედეგები 2015 წლის თებერვალში გახდება ცნობილი.
ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში ნაზი მიქელაძე უკვე რვა წელია ცხოვრობს. მანამდე ის ქალაქის სხვა უბანში სახლობდა. ამბობს, რომ დღეს არა მარტო იტალიური ეზოს ხიბლია გაუფერულებულია. „სამეზობლო ურთიერთობების კულტურით საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა. იმ უბანში, სადაც უფრო დიდი ხანი გავატარე, უფრო ახლოს ვიყავით ადამიანები. მეტი სითბო გვაკავშირებდა. არც რვა წელია ცოტა დრო, მაგრამ ამ ეზოში იმ სიყვარულსა და თანამოზიარეობას ვეღარ ვგრძნობ, რაც მანამდე მიგრძვნია ან მსმენია ძველი თაობისგან“, – გვეუბნება ის.
ადამიანური ურთიერთობების გაცივება ნაზი მიქელაძის აზრით, სოციალური პრობლემების ბრალია: „ვისაც პრობლემები არ აქვს, ის უფრო ჩაკეტილია, აღარ უნდა სხვისი გაჭირვება დაინახოს და ამით დაიმძიმოს ცხოვრება. ადრეც დადიოდა ხალხი სამსახურში, ადრეც არსებობდა პრობლემები, მაგრამ ერთად ყოფნის, თუნდაც ყავის დალევის სურვილი ყოველთვის იყო. ურთიერთობის ეს ძაფები ნელ-ნელა წყდება“.
ნაზი მიქელაძე გვეუბნება, რომ ახლა სამეზობლოში მიმოსვლაც შერჩევითია: „თუ მეგობრობ ოჯახთან, იმ შემთხვევაში მიდიხარ და მოდის ისიც. მეც ასე ვარ, ამ ეზოში მარტო ერთი მეზობელია, ვისთანაც შეიძლება სტუმრად გადავიდე“.
სამეზობლო ურთიერთობების ტრადიციის დაკარგვას ნაზის მეუღლე, ზურა მსახურაძეც ამჩნევს. მას მიაჩნია, რომ დღეს ურთიერთობები ანგარებაზეა აგებული: „თუ შენ ხარ კარგად, მეზობელიც კარგად არის შენთან. სხვისი გაჭირვების გაზიარება არავის აღარ სურს. ცხოვრებამ თავისებური დაღი დაასვა ყველაფერს. სითბო და ხალისი დაიკარგა ადამიანებში და ეს ურთიერთობებიც რაღაცნაირად გადააგვარა“.
ზურა მსახურაძე მიიჩნევს, რომ ადამიანებს შორის გაუცხოება უფულობისა და დაუსაქმებლობის შედეგია. „ეზოში, ქუჩაში უხაროდათ ადამიანებს ერთმანეთის დანახვა, ახლა უფრო ფორმალურია მისალმებაც კი. ხალხი ლუკმა-პურის შოვნაზე ფიქრობს და აღარც კი უნდა ვინმეს ეკონტაქტოს. მეც ასე ვარ, შეიძლება მთელი დღე სახლში ვიყო, ერთ ადგილზე ვიბრუნო და ასე შემომაღამდეს. არ მომინდეს გარეთ გასვლა, მეზობელთან გადასვლა, რადგან შეიძლება ისე გულგრილად დაგხვდეს, მეორედ აღარ მოგინდეს მისვლა“.
მადონა სოსელია
მადონა სოსელიაც ძველი ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მისი აზრით, სამეზობლო ურთიერთობების გაცივება თაობათა ცვლას უკავშირდება: „ბევრმა გაყიდა ბინა და წავიდა, ზოგიც სოციალური პრობლემების გამო გადავიდა სოფელში, ნაწილი მოხუცდა. ახალგაზრდები მუშაობენ, ზოგი კიდევ ბავშვებზე, ოჯახზე ზრუნავს და აღარ არის იმის დრო, რომ სასაუბროდ ჩამოსხდნენ“.
მადონა სოსელიას აზრით, სამეზობლო კულტურა საქართველოში ბოლომდე გამქრალი არ არის: „შეიძლება ძველებური სითბო აღარ ახლავს ამ კავშირებს, რადგან ადამიანები დაღალა რუტინამ, მაგრამ ჩვენს ეზოში ბავშვები ჯერ კიდევ დადიან მეზობელთან დაუპატიჟებლად და ეს არ არის დაკარგული. რაღაც წყდება და იკარგება, რაღაც ჯერ კიდევ სუნთქავს“.
ურთიერთობების გაფერმკრთალებას, ადამიანები თაობათა ცვლასაც უკავშირებენ. „მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ვესალმები და მოვიკითხავ კიდეც, თუმცა სტუმრად არ დავდივარ. არც ახალგაზრდებთან მაქვს ახლო ურთიერთობა, რადგან ვისაც ვიცნობ, მათგან განსხვავებული გემოვნება და ინტერესები მაქვს, ამიტომ მათთან დროის ხარჯვას, მეგობართან უერთიერთობა მირჩევნია“, – გვეუბნება 16 წლის მარიამ ლაკია.
სამეზობლო გულგრილობაზე საუბრობს 17 წლის სალომე დეკანაძეც: „პირველ მეზობლებთან უფრო თბილი ურთიერთობები მქონდა, ახლა აღმაშენებლის უბანში ვცხოვრობ და დეპრესიაში ვარ, რადგან ვერც გარემოს ვეგუები და ვერც სამეზობლოს. ასე მგონია, რომ კვდებოდე, არავინ მოგაქცევს ყურადღებას. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, რადგან საერთო ენა ვერავისთან გამოვნახე“.
„ჩემი კარის მეზობელთან ვიყავი ბოლოს სტუმრად, სამი წლის წინ. ჩემი თანატოლი არავინ ცხოვრობს იქ, ალბათ ამიტომ“, – ამბობს 16 წლის გურამ ზენაიშვილიც.
შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი ინეზა ზოიძე ახალი ტიპის სამეზობლო ურთიერთობებს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს: „პირველი ფაქტორი საზოგადოების ცხოვრების წესის ცვლილების, არის ადამიანებში ნდობის ხარისხის შემცირება. ამან განაპირობა ის, რომ ადამიანებს პრივატული სივრცის დაცულობის მეტი მოთხოვნილება გაუჩნდათ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩემი აზრით, ეკონომიკური მდგომარეობაა. ურთიერთობები, ხშირად, სწორედ ამ ფაქტორებზეა მიბმული. დღეს უკვე აღარ სურთ ადამიანებს საკუთარი დრო თუ ფინანსები სხვას დაახარჯონ. თვითდამკვიდრების სურვილი, კონკურენცია და ახალი ცხოვრებისეული გამოწვევები ადამიანებს აიძულებს, შეცვალონ ცხოვრების წესი, რაც ყველა გარდამავალ ეტაპს ახასიათებს და ყოველთვის მტკივნეულია“.
ინეზა ზოიძე მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია და თანამედროვე მოთხოვნები გარკვეული ტრადიციების გადახედვასაც გვკარნახობს: „თუმცა, სამეზობლო ურთიერთობების ტრადიცია არ შედის ამ კატეგორიაში, რადგან ის დაკავშირებულია მეტ პატივისცემასთან ადამიანებს შორის, ტოლერანტობასა და თანადგომასთან. ამიტომ არის, რომ მისი სახეცვლილება, გაუფერულება ამ ურთიერთობების, ბევრი ადამიანის გულისტკივილს იწვევს“.
ინეზა ზოიძის აზრით, ურბანულ ცხოვრებაში ეს ცვლილება შესაძლებელია უკავშირდებოდეს ადამიანების ხშირ მიგრაციასაც, თუმცა პრობლემა მეტ-ნაკლებად შეეხო სოფელსაც. `ჩვენ ხშირად გვესმის დღეს: „მე ჩემი პრობლემები მაქვს“, „მე ჩემი ცხოვრება მაქვს“, „არ მინდა სხვის საქმეში ჩავერიო“, – ეს ყველაფერი გულგრილობაც არის და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ერთგვარი ფორმაც. ამ წინააღმდეგობების მთავარი ხერხემალი ადამიანებს შორის უნდობლობაა და ისიც, რომ ადამიანი ვეღარ ანაწილებს დროსა და შესაძლებლობებს“.
უნდობლობის შესუსტების ასპექტში, ეთნოლოგის აზრს, ფსიქოლოგი ქეთი ბერიძეც იზიარებს. ისიც მიიჩნევს, რომ ადამიანური ურთიერთობების გაცივება უკავშირდება ნდობის საკითხს, თუმცა ნაკლებად სამეზობლო კავშირს. „თუ ადამიანი მომწონს და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემი მეზობელია თუ არა. დღეს არა მარტო სამეზობლოში, ზოგადად, შეცვლილია ურთიერთობები, რადგან ვინც მუშაობს, მთელი დღე დაკავებულია და ხშირი მისვლა-მოსვლის დრო აღარ აქვს. დღეს სტუმრად ვეღარ წახვალ, თუ არ შეუთანხმდი მასპინძელს“, – ამბობს ის.
რაც შეეხება საზოგადოების ღიაობას, ფსიქოლოგი ამბობს: „ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადრე უფრო ღია იყო საზოგადოება და უფრო ღია იყო სახლის კარებიც. თუმცა ფსიქოლოგიაში ეს „ღია კარები“ არ არის სწორი, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება თავისი პირადი სივრცე. კარი იმიტომ არსებობს, რომ გაიღოს ან დაიხუროს, როცა საჭიროა“.
ფსიქოლოგის თქმით, დღევანდელ სამეზობლოს ერთი რამ მაინც აერთიანებს – ხანძარი და სასწრაფო დახმარების მანქანა.
შეხვედრების მთავარი თემებია: საქართველო და მიგრაცია: გამოწვევები, შესაძლებლობები; ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობისთვის სავიზო პროცედურები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი; ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საფრთხე; ლეგალური მიგრაციის პერსპექტივები და ცირკულარული მიგრაცია; რას გულისხმობს მიგრაცია და განვითარება და როგორ შეიძლება გავზარდოთ მიგრანტების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში.
ქალბატონო თამარ, რა დაავადებაა ანემია, როგორ აისახება იგი ორგანიზმზე?
ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც მცირდება ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოქმნა, ან ძლიერდება მათი დაშლა, ან ეს ორივე პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად. ერითროციტების დაქვეითება იწვევს ძირითადი ფუნქციის – ჟანგბადის მიწოდების შემცირებას ქსოვილებში. ბავშვთა ასაკში ცვლითი პროცესების ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ ქსოვილების მოთხოვნა ჟანგბადზე მეტია და უმნიშვნელო ანემიასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.
ანემია შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორით განპირობებული და შეძენილი. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება ერითროციტების მომწიფების დარღვევით და ერითროციტების არაეფექტური წარმოქმნით განპირობებული ანემიები, ესენია რკინადეფიციტური, ვიტამინდეფიციტური და ცილადეფიციტური ანემიები, ხოლო ახალშობილობის პერიოდში – ჰემოლიზურიანემია და დღენაკლთა ანემია.
როგორ იზომება ერითროციტების რაოდენობა სისხლში და რა არის ჰემოგლობინის ნორმა სხვადასხვა სქესისა და ასაკის შემთხვევაში?
სისხლში წითელი უჯრედების შემცირება გამოიხატება ჰემოგლობინის ერითროციტების რკინაშემცველი პიგმენტის (ის, რაც სისხლს წითელ ფერს ანიჭებს) კონცენტრაციის დადაბლებით. ეს მაჩვენებელი სისხლის საერთო ანალიზის შემადგენელი ნაწილია. ლაბორატორიების უმეტესი ნაწილი – სისხლის საერთო ანალიზს – სპეციალური აპარატის მეშვეობით აკეთებს, ამ დროს, ანალიზისთვის სისხლს ვენიდან იღებენ, სპეციალიზებული ლაბორატორიები ანალიზს დამატებით კაპილარული სისხლიდან (ანუ თითიდან) იღებენ, ასეთ შემთხევაში ერითროციტებს ითვლიან და მათ მორფოლოგიურ ცვლილებებს სწავლობენ, რაც მნიშვნელოვანია ანემიის დიაგნოსტირების დროს. რაც შეეხება ჰემოგლობინის ნორმას, ზოგადად, 120 გ/დლ ფარგლებშია, რაც 72 ერთეულის ტოლია, თუმცა მისი მაჩვენებელი ვარიაბელურია, განსაკუთრებით ახალშობილობის ასაკში.
რა შეიძლება იყოს ანემიის გამომწვევი მიზეზები?
ანემია შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის დაკარგვით (ტრავმა, ჭრილობები, პუბერტატულ პერიოდში ხშირია მენსტრუალური ციკლის დაწყების დროს), სისხლწარმოქმნის დარღვევით, ერითროციტების უჯრედების გაძლიერებული დაშლით. ასევე, იგი შეიძლება მეორადად განვითარდეს სხვადასხვა დაავადების დრო, მაგალითად, ბაქტერიული ინფექციის, ლეიშმანიოზის, სეფსისისა თუ ლეიკემიის დროს.
როგორ ვლინდება ანემია, რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ანემიის გამოვლინება დამოკიდებულია მის წარმომავლობაზე, სიმძიმეზე, განვითარების სიჩქარეზე და რაც მთავარია, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, ანემიის საწყის ეტაპზე იშვიათად მიმართავენ ექიმს, ხოლო უკვე ღრმა ანემის დროს ჩნდება სისუტე, ქოშინი, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), თავბსუსხვევა და მადის გაუკუღმართება, იგულისხმება ის, რომ მოსწონთ ცარცის, გაჯის, მიწის და ა.შ. გემო.
ზოგადად, ყველა სახის ანემიას სხვადასხვა დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვს, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებლებიც – ბავშვი ხდება ფერმკრთალი, მოდუნებული, ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება თამაშის დროს, აქვს უძილობა ან პირიქით – მოჭარბებული ძილიანობა.
რამდენად საშიში დაავადებაა ანემია, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?
სისხლში ჟანგბადის შემცირება იწვევს ნახშირორჟანგის მომატებას, ეს კი თავისთავად იწვევს ქოშინის განვითარებას, გული იძულებულია იმუშაოს არანორმალურ რიტმში, რაც ავითარებს ტაქიკარდიას, გულის ტონების მოყრუებას, შუილს და ა.შ.
რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება ამ დაავადებასთან მიმართებაში?
დღეს ბავშვთა პოპულაციის უმეტესობა არასწორად იკვებება, შეიძლება ამას ხელი შეუწყო თანამედროვე ცხოვრების წესმა, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ, რაც არამარტო ანემიის, არამედ სხვა ბევრი პათოლოგიის განვითარების რისკსაც ზრდის. ხშირად ბავშვები მხოლოდ ერთფეროვან საკვებს იღებენ, მაგალითად სიმინდის ფაფას, მანანის ბურღულს, მაწონს… ის ერთი შეხედვით გამხდარი არ არის, მაგრამ მოდუნებულია. მშობლებს უჭირთ ასეთი ბავშვების ანემიის დროული გამოვლენა, ამიტომ ამ დროს განსაკუთრებული როლი პედიატრებს ენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ გოგონებს პუბერტატულ პერიოდში (მენსტრუაციის შემდეგ).
ბავშვის კვების რაციონი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პედიატრის რჩევები. ბავშვისთვის აუცილებელია რკინაშემცველი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ხორცისა და მისი პროდუქტების, ხაჭოს, ყველის, ასევე სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიღება.
როგორ მკურნალობენ ანემიას?
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ანემიის რა სახესთან გვაქვს საქმე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისადმი დროულ მიმართვიანობას, რადგან შორსწასულ შემთხვევაში შედეგი და მკურნალობის ხანგრძლივობაც განსახვავებულია. მაგალითად, ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტოზურია და იგი სამ თვეს მოიცავს. ამ დროს ჰემოგლობინის აწევის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია დროზე ადრე მოიხსნას მედიკამენტი, რადგან რკინის მარაგის ავსება არ ხდება რკინის დეპოებში (ქსოვილებში). ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს, მკურნალობაში ფოლიუმის მჟავა ირთვება, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგებაც. ღრმა ანემიის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაძლოა გაკეთდეს ერითროციტალური მასის ტრანსფუზია, ანუ გადასხმა.
უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი.
მშენებლობას შპს „გზა“ „GEORGIA INN “-ის დაკვეთით აწარმოებს.
დაგვიანების მიზეზად მშენებელმა კომპანიამ ამჯერად ბათუმის მერიისგან მიღებული მითითებები დაასახელა. კომპანიამ დამკვეთთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან განმარტა, რომ მერიასთან შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში კორექტირებების შეტანა გახდა აუცილებელი.
„გათვალისწინებული იქნა მითითებები, რომლის საფუძველზეც პროექტიდან ამოღებული იქნა საფრთხის შემცველი ობიექტები, „ავტოგასამართი სადგური“ და „ავტოგაზგასამართი სადგური“, რის შედეგადაც გაიზარდა სამუშაოები, კერძოდ გაიზარდა ბაქნის მოწყობისა და სხვა სახის სამუშაოები“.
ამ სამუშაოების შესასრულებლად კომპანიამ დამატებით ექვსი თვის ვადა მოითხოვა. კომპანიას სამინისტრომ ვადა ამჯერადაც გაუხანგრძლივა და სამუშაოს დასრულების ვადად 2015 წლის 9 აპრილი განუსაზღვრა.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ისევ ვერ შეასრულებს, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი მიიღებს წერილობით გაფრთხილებას, სადაც დარღვევის გამოსწორების ვადის გარდა, პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებაც იქნება შეტყობინება.
ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენებული ეს შენობა და მასზე მიმაგრებული 22 566 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2009 წელს ბიზნესმენმა ემზარ ბასილაიამ 2 მილიონ 40 ათას ლარად იმ პირობით შეისყიდა, რომ რკინიგზის სადგურის დარბაზს 48 თვეში მოაწყობდა. პირობა ვერ შეასრულა. მშენებლობა ცოტა ხნის წინ კომპანია „GEORGIA INN“ -მა ემზარ ბასილაიას გარეშე განაახლა.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ახალი რკინიგზის სადგურის მშენებლობა ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ისევ განახლდა.
დისკუსიის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება 2013 წელს, პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი – “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?”. რეჟისორი: ია ბარათელი.
დისკუსიის ბოლოს, მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ბეჭდური გამოცემები პროექტის სახელწოდებით, რომლებშიც განთავსებულია პროექტის ფარგლებში, ფემინიზმის თემაზე წაკითხული რვავე ლექციის ბეჭდური ვერსია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველტათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგიის შედეგად, ქულებზე გავლენს აღარ მოახდენს სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგალითად: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა და ა.შ.
გათვალისწინებული იქნება ოჯახებში შშმ პირისა და ქრონიკული ავადმყოფის არსებობა; ნაკლები ქულის მქონდე ოჯახი შემწეობის სახით მიიღებს მეტ თანხას ან სერვისს; ოჯახის ყველა წევრი მიიღებს თანაბარ თანხას; ოჯახში თითოეულ ბავშვზე გაიცემა დანამატი; 65 000 – 100 000 ქულის მქონე ოჯახები, რომლებიც ვერ ხვდებიან საარსებო შემწეობის მიმღებტა სიაში, მაინც მიიღებენ ბავშვზე დანამატს.
„ვახტანგ გორგასლისა და ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთაში გადის მაგისტრალური კვანძები. რომელიღაცა კვანძი დაზიანდა. ჯერ ვერაფერს ვერ ვამბობთ გრუნტის სამუშაოები მიმდინარეობს. ბეტონის საფარია და მოთხრის შემდეგ ვნახავთ მიზეზი რა არის. გადავკეტეთ ერთი კვარტალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის წყალის ხელმძღვანელმა ალეკო მიქელაძემ.
მისივე თქმით სამუშაოები ამაღამ დამთავრდება და წყლის მიწოდება მოსახლეობას უახლოეს საათებში აღუდგება.
სხვადასხვა განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამიკუს კურიე საკითხზე „გარდაცვლილ პირთა რეპუტაციის დაცვა საქართველოს კანონმდებლობაში“ .
კომისია ასევე იმსჯელებს უკრაინის ლუსტრაციის შესახებ კანონის დასკვნის პროექტზე.
ევროპის ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების გადაწტვეტილება მსოფლიო და ევროპის კლასიკური ბილიარდის ორგანიზაციამ მიიღო. საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით ალექსიძის თქმით ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად საქართველოს ბილიარდის ფედერაციამ აჭარის ფედერაციის დელეგაცია მიავლინა.
„ღონისძიება უკვე ჩასმულია პირამიდის საერთაშორისო კომიტეტის კალენდარში. მანამდე კი მინსკში შევხვდი ბილიარდის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს. ასევე რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის ფედერაციის ხელმძღვანელებს. ჩვენ ვიმსჯელეთ სად ჩატარებულიტო 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი. მე შევთავაზე ბათუმი. მათ სიამოვნებით დამთანხმდნენ. ჩამოვიდა კომიტეტის წარმომადგენელი დაათვალიერა ქალაქი. ჩემპიონატი ჩასატარებლად შევთავაზეთ ორი ადგილი ბათუმის კალათბურთის დარბაზი ე.წ. „ბასკო“ და ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. იქიდან გამომდინარე, რომ უნდა იყოს სივრცე მაგიდების თავისუფლად განლაგებისთვის და მაყურებლისთვის, მათ აირჩიეს „ბასკო“. გადაწყვეტილების შემდეგ დავუკავშირდი ბათუმის მერიასა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. მათ მომცეს თანხმობა რომ გვერდში დაგვიდგებიან“ – ამბობს აჭარის ბილიარდის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ კახიძე.
ჩემპიონატზე გათამაშდება საპრიზო ფონდი მამაკაცებისათვის 20 000,ხოლო ქალებისათვის 7 000 აშშ დოლარი.
ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იქნებიან, როგორც საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაცია, ასევე აჭარის ბილიარდის ფედერაცია.
დღემდე საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა – „კავკასიის თასს“ 2004 წელს თბილისში, 2005 წელს ბათუმში. 2007 წელს ასევე ბათუმში გაიმართა ზაზა დარასელიას თასის გათამაშება.
ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დაშლის შედეგად შეიქმნა, მხოლოდ ვლადიმერ ღლონტმა, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი.
დეკანის სტატუსის მისაღებად კანდიდატს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51% სჭირდებოდა. ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.
„მისი კუთვნილი ტაბელური იარაღით მოიკლა თავი. მისთვის გამოყოფილ მოსასვენებელ ოთახში შევიდა, კარი ჩაკეტა და გაისროლა. გასროლიდან რამდენიმე წუთში ვიპოვეთ მისი გვამი და გამოვიძახეთ პოლიცია. არავითარი ვერსია არ არსებობს თუ რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი. 34 წლის იყო. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსამძიმრებ ოჯახს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ.
„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან გასაუბრებით ამ ადამიანს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ძალიან დადებითი პიროვნება იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დაცვის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ჭაფოშვილმა.
გარდაცვლილი აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი იყო.
მომსახურების სააგენტოს აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე, ფორმა და ვიზუალური მხარე: გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შპს „TCF GEORGIA“-ს არასტანდარტული მანდარინის მიმღები საკონსერვო ქარხანა 2014 წელს ამოქმედდა და სეზონისათვის 13 000 ტონამდე არასტანდარტულ ნაყოფს მიიღებს. მეორე საწარმო, რომელიც არასტანდარტულ ციტრუსს ჩაიბარებს და გადაამუშავებს არის შპს „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფი“-ს საკონსერვო ქარხანას, რომელიც მიიღებს 15 000 ტონა არასტანდარტულ ნაყოფს.
დღეის მდგომარეობით შპს TCF GEORGIA-ს მიღებული და გადამუშავებული აქვს 200 ტონა ციტრუსის არასტანდარტული ნაყოფი. ხოლო „აქტივების მართვის ქართული ინდუსტრიული ჯგუფს“ კი 3434 ტონა. მეციტრუსე ფერმერებს ყოველ 1კგ ჩაბარებულ არასტანდარტულ ციტრუსზე 0.10 თეთრს სახელმწიფო უხდის, ხოლო 0.10 თეთრს საკონსერვო.
წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 73 000 ტონას შეადგენს. მათ შორის მანდარინი-67 145 ტონა, ფორთოხალი-4678 ტონა და ლიმონი-1177 ტონა.
– გვითხარით იმ კანონპროექტების შესახებ, რაც უმაღლესმა საბჭომ ამ ორი წლის განმავლობაში შეიმუშავა.
– ჩვენი მუშაობის პერიოდში პირველად აჭარის კვოტა გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. პარლამენტის კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად კანდიდატს აჭარიდან, გენო გელაძეს ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის დაგვეჭირა მხარი. შემდეგ პარლამენტმა დაბლოკა მისი კანდიდატურა, ის ჩვენ მეორედაც წარვადგინეთ [საბოლოო ჯამში, უმაღლესმა საბჭომ გენო გელაძის ნაცვლად მაინც სხვა კანდიდატს დაუჭირა მხარი. ავტ].
მთავარ საკითხად გამოვყოფდი ასევე ტელევიზიის ბორდის შემადგენლობის დაკომპლექტებას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ჰქონდათ უფლება ბორდში ჰყოლოდათ ის პიროვნებები, რომლებც მათ უნდოდათ. მე ამას ღიად დავუჭირე მხარი, შემეძლო თავი შემეკავებინა, როგორც, მაგალითად, ვიცე-სპიკერი მოიქცა, მაგრამ ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“, ყოველთვის მიგვანიშნებდნენ, რომ არ ვყოფილიყავით კონტექსტიდან ამოვარდნილები. გამოვყოფდი პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ დადგენილებასაც.
– რამდენად ამომწურავად სრულდება მთავრობის დადგენილება პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ?
– ვიცი, რომ ძალიან ნელა მიდის ეს პროცესი. საზოგადოების დაინტერესება და მოთხოვნა რომ იყოს, რეაგირებაც სხვა იქნებოდა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა აქტუალური.
– უმაღლესი საბჭო საზოგადოების განსჯის საგანი ბევრჯერ გახდა, თქვენი კოლეგების ქმედებების გამო შეგქმნიათ დისკომფორტი?
– ყველა ფაქტთან მიმართებაში მქონდა ჩემი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, განვიცდიდით, რადგან პოლიტიკის მიღმა მეგობრები ვართ და სხვაგვარი ურთიერთობა გვაქვს. თავმჯდომარესთან მიმართებაში იყო ბევრი ამბავი. თუნდაც ქალბატონ მედეაზე, თუმცა რაც ჩემი თვალით არ დამინახია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.
– მაგრამ მედეა ვასაძის ჟურნალისტთან საუბარი ხომ მოისმინეთ?
– ჰო, რაც შეეხება ჯაბას [ანანიძე] გადაცემას, მე იქ ვამბობდი, რომ ბევრს ვსწავლობ. თუ საზოგადოებისთვის სწავლა სირცხვილია, არ ვიცი. მე ჩემი დიდი შრომით ვახერხებ იმას, რომ იურიდიული კომისია მუშაობს. მე არა ვარ ამ სამსახურზე დამოკიდებული ადამიანი, ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი პოლიტიკაში ყოფნაა. ამ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებული რომ იყოს, თემურ კახიძე პოლიტიკაში არ იქნებოდა… მაქვს საინტერესო პროფესია – სპორტული კლუბების მენეჯერი ვარ და ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როდესაც სიამოვნებით წავალ პოლიტიკიდან.
– დამისახელეთ იურიდიული კომისიის რამდენიმე ინიციატივა, გარდა რეგლამენტის ცვლილებისა.
-ერთ-ერთია კანონი მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ჩვენი ფრაქციის წევრის, ანზორ თხილაიშვილის ინიციატივა.
– თქვენ ხართ ხელვაჩაურის მაჟორიტარი. ვთქვათ, მე ვარ გლეხი ხელვაჩაურის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან და თქვენ მოგეცით ხმა, რა გააკეთეთ ჩემთვის?
– გული მწყდება, რომ არ გავდიოდი ამომრჩეველთან ამ ორი წლის განმავლობაში და არ მქონდა ხშირი კონტაქტი. მერჩივნა არ მივსულიყავი მათთან, ვიდრე მივსულიყავი და მეთქვა ტყუილი. გამოდიოდა, რომ უნდა მეკრიტიკებინა ხელისუფლება, რომელშიც ვიყავი. მაგრამ ვპირდები მათ, რომ ახლა ოპოზიციაში ვარ და უფრო გახსნილად ვისაუბრებ ყველა იმ პრობლემაზე, რაც არის. მათ ინტენსიურად შევხვდები.
– ანუ თუ ხალხთან მიხვიდოდით, უნდა გეთქვათ, რომ საქმე ვერ კეთდება?
– დიახ და როგორც კი მივიდოდა ხმა ხელისუფლებამდე, ძალიან ცუდად აისახებოდა ეს ჩვენზე. იტყოდნენ `თავისუფალი დემოკრატები~ ხელისუფლებას აკრიტიკებენო და არ მინდოდა განხეთქილების მიზეზი მე გავმხდარიყავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველთან სტიქიის დროს ან დღესასწაულებზე არ მივდიოდი. იმედი მაქვს, ამომრჩევლის გონიერების და ვფიქრობ, რომ ისინი გამიგებენ.
ხელვაჩაური ძალიან რთული მუნიციპალიტეტია. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ მუნიციპალიტეტში სამი გამგებელი შეიცვალა. აღვნიშნავდი ნოდარ თურმანიძის წვლილს, როდესაც ჰესების დაფარვის ზონაში მოხვედრილ ონტოფოს მოსახლეობას კომპენსაციის მიღებაში დაეხმარა.
ვიბრძვი იმისთვის, რომ ხელვაჩაურს ჰქონდეს ცოტა მეტი დაფინანსება აჭარის ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის სახით. ვაპირებ ასევე ხელვაჩაურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს, რადგან სულ გზები იგება და მაინც არა აქვს პრობლემას დასასრული.
– თქვენ თქვით, რომ არ მიდიოდით ამომრჩეველთან იმის გამო, რომ მათ სიმართლეს ვერ ეტყოდით. გამოდის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენ მათთან გულწრფელი არ იყავით. არ ფიქრობთ, რომ ხვალ ეს უხერხულობას შეგიქმნით?
– რა თქმა უნდა, ეს უხერხულობას მიქმნის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტყუილი უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე არ თქმა. ამომრჩეველთან არ მისაუბრია, თორემ შიგნით ძალიან ინტენსიური ჭიდაობა მიდიოდა.
ზოგადად, საზოგადოებაში არის განცდა, რომ ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. დამერწმუნეთ, ბევრ სოციალურად დაუცველს შევთავაზეთ ემუშავა ხუთასლარიან ხელფასზე და მიიღებდა უფრო მეტს, ვიდრე 150-ლარიანი შემწეობაა, ისინი არჩევენ მიიღონ შემწეობა. ძალიან მიმძიმს ასეთი შეფასების გაკეთება, მაგრამ საზოგადოება გაზარმაცებულია.
კარგია, როცა სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეზე, მაგრამ როდემდე? – როდემდე გაუძლებს ამას ბიუჯეტი? – არ შეიძლება სახელმწიფოს მუდმივად ჰყავდეს მოქალაქე დაზღვეული. კარგია, რომ ჩვენი ბიუჯეტი უფრო სოციალური გახდა, კარგია, მაგრამ როდემდე?
– ალბათ მანამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არ გაჩნდება სამუშაო ადგილები და ხელფასები არ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც, მაგალითად, თანამდებობის პირებს აქვთ…
– მე მქონდა ინიციატივა ყოფილი საკოლმეურნეო მიწები, რომლებიც შემდეგ ტყედ იქცა, გადაგვეცა მოსახლეობისთვის. ამ მიწაზე მათ შეუძლიათ თხილის მოყვანა, რომელიც ძვირად ფასობს. მაგრამ როდესაც ადგილზე არ გაქვს მხარდაჭერა, აზრი არ აქვს ამის პარლამენტში გატანას.
– რით განსხვავდება ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო წინასგან?
– ძალიან ბევრი რამით. ასეთი პოლიტიკური პროცესები, რაც ამ უმაღლეს საბჭოში დაიწყო, არც ერთ უმაღლეს საბჭოში არ ყოფილა. მაგალითად, არასდროს დაუწყია უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა.
– მაგრამ თქვენ მხარს არ უჭერდით ამაში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“…
– არ ვუჭერდით, რადგან მე ვერ დავინახე იმ ბრალდებების საფუძველი, რაც მათ ჰქონდათ. მეც მაქვს მთავრობასთან პრეტენზიები, მაგრამ სხვა მიმართულებით, მაგალითად, ის, რომ რიგ საკითხებში მათ არა აქვთ კომპეტენცია, რაზეც, ალბათ, ბიუჯეტის განხილვისას ვისაუბრებ.
– რამდენია თქვენი, როგორც კომისიის თავმჯდომარის ხელფასი?
– დარიცხვით 3780 ლარი, საკმაოდ მაღალი ხელფასია, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არის ტყუილად გადაყრილი.
– პრემია აგიღიათ?
– არა. ჩემი მოსაზრებით, თუ ჩვენ საჯარო სამსახურებში პრემიებს არ გავცემთ, დავკარგავთ იმ გონიერ მასას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. შეიძლება მინისტრებმა ცოტა მოიკლონ, მაგრამ საჯარო მოხელეები უნდა იღებდნენ პრემიებს.
ჯოან როულინგის ლეგენდარული პოტერიადა მშვენიერი, ხელშესახები მაგალითია იმისა, როგორ ცვლიან წიგნები უკეთესობისკენ – რა ასაკის მკითხველმაც არ უნდა წაიკითხოს ეს წიგნები, შეუძლებელია, არ იგრძნოს, როგორ გახდა ცოტა უფრო კეთილი, ცოტა უფრო თანაგრძნობით სავსე, ცოტა უფრო მეგობრული…
ჰარი პოტერზე უამრავი თქმულა და დაწერილა. ალბათ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ, დიდხანს იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მოერიდებიან ამ წიგნის წაკითხვას, მაგიაზე აქცენტის გამო, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ერიდებიან ჰარი პოტერის წაკითხვას და შვილებს უკრძალავენ ამ წიგნის ხელში აღებას, ოდესმე მას გადაშლიან, ნახავენ, რომ ერთადერთი მაგია, რომელიც აქ მოქმედებს, უზომო სიყვარულია. კიდევ, თავდადებული მეგობრობა, სინათლე და სიკეთე.
პოტერიადა შვიდ წიგნს აერთიანებს, მაგრამ მათ წასაკითხად ერთ კვირაზე მეტი, ალბათ, არ დაგჭირდებათ. და საოცარი შეგრძნებაა, როცა წიგნის გმირები თქვენს თვალწინ გაიზრდებიან ნელ-ნელა, პატარა ბავშვებიდან ჯერ თინეიჯერებად, შემდეგ ზრდასრულ ადამიანებად, ბოლოს კი მშობლებად გარდაიქმნებიან და ეს ყველაფერი ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს მრავალი წელი გაატარეთ მათთან ერთად.
მთელი შვიდივე წიგნი არის ერთი დიდი ბრძოლის ისტორია. ჰო, ჯადოქრები იბრძვიან, მაგრამ ხომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმას, რისთვისაც იბრძვიან? ისინი ყველაფერს სწირავენ იმისთვის, რომ ქვეყნად იყოს მეგობრობა, სიყვარული და მხიარული სიცილი, რომ არსებობდეს ერთგულება და სიმშვიდე, რომ ბავშვებს მუდამ შეეძლოთ იზეიმონ შობა და მშვიდად ითამაშონ, იბრძვიან ყველაფერ მშვენიერისთვის და როგორ შეიძლება, ამ ყველაფრისთვის ბრძოლა შავბნელი იყოს, ან რომელიმე რელიგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს?
ძალიან ხშირად იმასაც ამბობენ, ჰარი პოტერი არასერიოზული ლიტერატურააო. მართალია, აქ ვერ შეხვდებით ფილოსოფიურ მოსაზრებებს, რთულ და ჩახლართულ მსჯელობებს საკამათო საკითხებზე, ვერც ბევრ უცხო ტერმინს შეხვდებით (შელოცვების გარდა), მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრჯერ იტირებთ სიხარულით და სევდით, უფრო მეტად დააფასებთ თქვენს მეგობრებს, მეტად გაგიხარდებათ ყოველდღიური წვრილმანები და რაც მთავარია, არასდროს დაგავიწყდებათ ბიჭი, რომელიც გადარჩა…
ჰარი პოტერი ცხოვრებას ამშვენიერებს. ლიტერატურის ფუნქციაც სხვა რაღაა?!
2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა ვერ მოხვდა. ბიუჯეტში მის გასათვალისწინებლად შენიშვნა ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ გამოთქვეს.
„ალბათ ჩათვალეს, რომ საყრდენი გეგმა არ არის პირველადი და ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან თუ არ არის საყრდენი გეგმა, არ ჩანს სახელმწიფოს პოლიტიკა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. როცა ეს გეგმა იქნება, ამის მიხედვით გაიცემა რეკომენდაციები, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქის ისტორიულ ნაწილში და რისი არა“, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ თემურ ყურაშვილმა.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლში განმარტებულია, რომ ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისთვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობით და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ. 2014 წლიდან, როცა ამოქმედდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი, საყრდენი გეგმა სავალდებულო გახდა თვითმმართველი ერთეულებისთვის.
ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორისა და ბათუმის მერის მრჩევლის გიორგი რამიშვილის თქმით, გეგმის შემუშავება შეუძლია როგორც ბათუმის მერიას, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
„თვითმმართველობის შესახებ კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ კულტურული-ისტორიული ძეგლის მოვლა-აღმოჩენა-ფიქსაცია არის თვითმმართველობის ამოცანა. ამიტომ ლეგიტიმურია გეგმის შემუშავება შეუკვეთოს როგორც მერიამ, ასევე სააგენტომაც, ან ორივემ ერთობლივად“.
სააგენტოს ხელმძღვანელის თენგიზ ცინცაძის განმარტებით, საყრდენ გეგმაზე მუშაობა ბათუმის მერიის კომპეტენციაში შედის, თუმცა თუ გეგმის შემუშავება დაიწყება, სააგენტო თავის წვლილს შეიტანს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბიძინა აფხაზავა კი ამბობს, რომ გეგმის შექმნას „უზარმაზარი თანხა უნდა“: „ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი სამუშაო,“ – ამბობს ბიძინა აფხაზავა. იგი პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერის აუცლებლობას ხედავს: „პირველ რიგში რაცაა გასაკეთებელი, ესაა შენობების თავიდან აღწერა. 100 000 ლარის ფარგლებში მხოლოდ აღწერას დასჭირდება. შემდეგ პასპორტიზაციაა, რომელიც უფრო დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. მერეა საყრდენი გეგმის შემუშავება. უნდა ჩვენ ჩვენი სპეციალისტები არ გვყავს ამიტომ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები და გადავუხადოთ ფული“.
თავის შენიშვნაში საკრებულოს წევრი თემურ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ 2007 წელს იყო მცდელობა შექმნილიყო საყრდენი გეგმა.
„საქართველოს მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყრდენი გეგმის შემუშავება ტენდერის საფუძველზე შპს „გეოგრაფიკს“ დაუკვეთა. გაიმართა პრეზენტაციაც, თუმცა გეგმა არ იქნა მიღებული და გათვალისწინებული. ამის მერე ქალაქიც გაიზარდა და საყრდენ გეგმაზე თავიდან უნდა გამოაცხადოს ტენდერი მერიამ ან „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული გეგმა განახლდეს“.
ბათუმს ამ დროისთვის არ გააჩნია საყრდენი გეგმა. არ არის ცნობილი კონკრეტულად თანხის რაოდენობაც, რაც მის შემუშავებას დასჭირდება. მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის რეგულირება 2009 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ქალაქის ურბანული განვითარების ფარგლებში ხორციელდება.
ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ საყრდენი გეგმა არის გენერალური გეგმის შემადგენელი ნაწილი და კონტექსტიდან ამოვარდნილად ვერ განიხილება.
„მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის დამუშავება დაკავშირებულია შრომატევად საქმიანობასთან, კვალიფიციური სპეციალისტების მოწვევასთან. დასაზუსტებელია ბიუჯეტი ამ გეგმაზე მომუშავე ხალხის და ჯგუფების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. თანხის დაზუსტების შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, 2015 წლის დასაწყისში შევძლებთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას“, – ამბობს ირაკლი ახალაძე.
რა პრობლემებს ქმნის ის, რომ დღემდე არ არის საყრდენი გეგმა ისტორიულ-კულტურული ძეგლების დასაცავად და, შესაბამისად, არ არის კონკრეტული რეგულაციები? საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ საყრდენი გეგმის არარსებობა გაუმჭვირვალე პროცესებს შეუწყობს ხელს.
„ამ დოკუმენტის არარსებობა იდეალურ საფუძველს ქმნის ქაოსისა და კორუფციისთვის, ხელსაყრელია კლანებისა და ჩინოვნიკებისთვის მიიღონ მხოლოდ მათთვის მისაღები, ანუ არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებები, რომელიც საზიანოა საზოგადოებისათვის“.
გიორგი რამიშვილი კი მიიჩნევს, რომ გეგმის არარსებობით შეიძლება მშენებელი კომპანიები იყვნენ დაინტერესებული.
„კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები თავმოყრილია ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომელიც ჩვენთან პრესტიჟულ საცხოვრებლად მიიჩნევა. ამიტომ მენაშენისთვის უმჯობესია სახლის აშენება ქალაქის ცენტრში, სადაც შეიძლება 1200-1500 დოლარად გაყიდოს ერთი კვადრატული მეტრი. განსხვავებით, ვთქვათ, ბაგრატიონის ქუჩისგან, სადაც მაქსიმუმ 500 დოლარად გაყიდის ერთ კვადრატულ მეტრს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ინვესტორისთვის, რომელიც არ არის ღრმად ჩახედული, ან მას ნაკლებად აინტერესებს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა, ქალაქური ფასეულობები, მისთვის იყოს ხელსაყრელი ამ გეგმის არარსებობა. ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად საყრდენი გეგმა არის პირველი ნაბიჯი“, – ამბობს ქალაქის ყოფილი არქიტექტორი.
გაითვალისწინებს თუ არა თანხას ბიუჯეტში ბათუმის მერია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შემუშავებისთვის, მომდევნო კვირაში გაირკვევა.
სიუჟეტში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები განიხილავენ რა არის ქსენოფობია, რა იწვევს ქსენოფობიას, რამდენად აწუხებს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. სიუჟეტის პრეზენტაცია გაიმართა პრესკაფეში დღეს და ასევე, გაიმართა დისკუსია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
როგორც „ბათუმელებს“ ადვოკატმა, რამაზ ჯორბენაძემ განუცხადა, დაკავებულს ბრალი 240-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისმხობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე.
დაკავებული ერთ-ერთია, ვინც იმ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდა. გავრცელებული ვერსიით, ხანძრის მიზეზი შედუღების სამუშაოების დროს გაჩენილი ნაპერწკალი გახდა.
7 დეკემბერს „ხოფის“ ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი ბაზრობაზე დაიწვა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა ხანძრის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურენცია მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზეა, სადაც ორი კანდიდატი დარეგისტრირდა. ფაკულტეტის მართვის სურვილი გამოთქვა ქეთი ბერიძემ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ.
რაც შეეხება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს, მისი მართვის სურვილი მხოლოდ ამ ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ მახარაძემ გამოთქვა, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე – დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ღლონტმა.
დეკანის სტატუსის მისაღებად კანდიდატს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ხმების 51% სჭირდება. ფაკულტეტის საბჭოში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პირები და სტუდენტები.
„ერთი კანდიდატიც რომ დარეგისტრირდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გახდება დეკანი, მაგრამ თუ ფაკულტეტის საბჭოს სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მხარი არ დაუჭირა, ის ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს“, – ამბობს გიორგი დიასამიძე, ბსუ-ს იურისტი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე – 12 დეკემბერს.
„ბრაიტონი“ ბათუმში, ერას მოედანთან ახლოს მდებარე 15-ნომრიანი სასტუმროა. გასულ კვირას ამ სასტუმროში ერთი ნომერიც კი არ ყოფილა დაკავებული. რამდენიმე კვირაა თავისუფალია სასტუმროს 25 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზიც. ადმინისტრატორ ზურა ნაგერვაძის თქმით, წელს, ზამთარში „ძირითადად ასეა“ და მომხმარებლის ოდენობის ზრდა უმეტესად იმაზეა დამოკიდებული, „ხდება თუ არა ქალაქში რაიმე საინტერესო“.
„გასულ თვეში, ჭადრაკის ფესტივალის მიმდინარეობისას, თითქმის ყველა ნომერი დაკავებული იყო. ახლა ქალაქში არაფერი ხდება“, – ამბობს ზურა. მისივე ინფორმაციით, „ბრაიტონს“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ფასდაკლებები აქვს.
„თუ საკურორტო სეზონზე ჩვეულებრივი სტანდარტული ნომრის ფასი 160 ლარია, შემოდგომაზე 130 ლარამდე, ხოლო ზამთარში 110 ლარამდე მცირდება“.
როგორ უნდა მიიღოს ინფორმაცია მომხმარებელმა ფასდაკლების შესახებ? – კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ზურას არ აქვს. ინფორმაცია ზამთრის სეზონთან დაკავშირებულ ფასდაკლებაზე, არც სასტუმროს ვებგვერდზე იძებნება.
სასტუმროებში – „შერატონი“ და „რედისონ ბლუ ივერია“ არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ნომერია ამ დროისთვის დაკავებული. ორივე შემთხვევაში მარკეტინგული სამსახურის სპეციალისტების ინფორმაციით, დატვირთვა ისეთი არ არის, როგორიც ზაფხულში, ტურისტულ სეზონზეა.
„ზამთრის პერიოდისთვის სტუმრებს ვთავაზობთ გაილამაზონ ცივი დღეები, ეწვიონ ჩვენს სასტუმროს და გაატარონ არაჩვეულებრივი დრო მყუდრო და კომფორტულ გარემოში. სწორედ ამისათვის შევიმუშავეთ ზამთრის ტარიფები ფასდაკლებებითა და დამატებითი შეღავათებით“, – წერილობით უპასუხა „ბათუმელებს“ „შერატონის“ წარმომადგენელმა მეგი ჟღენტმა.
ინფორმაცია მის მიერ ნახსენებ შეღავათებზე, ქართულ ენაზე, არც „შერატონის“ ვებგვერდზე იძებნება.
სასტუმრო „ინტურისტის“ მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტის თქმით კი, ზამთარში სასტუმროს დატვირთვა ისეთი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის მოახლოებამდე ერთი თვით ადრე, ან ახალი წლის დღეებში იყო.
„როდესაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებაზე მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ, სასტუმროში ტევა აღარ იყო. მსგავსი ტიპის ღონისძიებას სასტუმრო დამოუკიდებლად ვერ მოაწყობს, რადგან ფიზიკურად არ დაეტევა 300-400 ადამიანზე მეტი. ამ შემთხვევაში ბილეთის ფასი იმდენად არარეალუარად გაიზრდება, რომ დიდი ვარაუდია, არ გაიყიდოს ბილეთები და სასტუმრო წაგებული დარჩეს“, – ამბობს „ინტურისტის“ პიარმენეჯერი ეკატერინე ყაველაშვილი.
კითხვაზე, რატომ უნდა გაწიოს სახელმწიფომ ხარჯი იმისთვის, რომ სასტუმროს მფლობელმა ფული იშოვოს? – ეკატერინე ყაველაშვილი პასუხობს:
„მესმის, მაგრამ ეს სახელმწიფოსაც აწყობს, რადგან აქ ადამიანები არიან დასაქმებულები. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტურიზმი განვითარებულია, სასტუმროებს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ მთავრობაში, რომლებსაც ამბავი მიაქვთ მთავრობამდე, თუ რა უჭირს სასტუმროს და მთავრობა რიგი პროექტების განხორცილებისას მიღებულ ინფორმაციას ითვალისწინებს.“
ზამთრის სეზონზე სასტუმროების დასახმარებლად გარკვეული ძალისხმევის გაწევის აუცილებლობას სახლმწიფოს მხრიდან არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გამორიცხავენ. თუმცა ბევრი თანხის ხარჯვას ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებების დასაგეგმად იმისათვის, რომ სასტუმროებმა ან სხვა კერძო სექტორმა იხეიროს, არასწორ მიდგომად მიიჩნევს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი.
„როცა სასტუმროს ხსნი, თავად უნდა ეძიო გზები იმისთვის, რომ შენი სერვისი გაყიდო. სახელმწიფოს არ დაუვალებია სასტუმრო გაეხსნათ, ეს მათ გადაწყვიტეს. სასტუმროს შეუძლია ბევრი რამ მიაბას ზამთარში თავის პროდუქტს იმისთვის, რომ საინტერესო გახადოს შეთავაზება, მაგალითად, ბევრი ტურისტული მარშრუტის გამოყენება შეიძლება ზამთარში. შეიძლება ასევე მუზეუმებთან, საბაგირო გზის მენეჯმენტთან შეთანხმება, ამას ორგანიზება სჭირდება. ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა უმეტესწილად არ იცის, როგორ გაყიდოს პროდუქტი. თუმცა ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ზოგადად, ტურისტული მიმართულებით ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, ბოლო ათი წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
დავინახეთ ამის საჭიროება და მესამე წელია პერიოდულად ვატარებთ ტრენინგებს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტისთვის, ვგეგმავთ მათი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ვასწავლით, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტრადიციული და ონლაინმარკეტინგული ხერხები. ზოგადად, როგორ უნდა მივიდნენ კლიენტამდე, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.“
მოსაზრებას, რომ ზამთრის სეზონზე მომხმარებლის ნაკლებობის პრობლემის გადამწყვეტი მთავრობა ვერ იქნება, გარკვეულწილად საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანიც ეთანხმება. თუმცა, ამავდროულად მიიჩნევს, რომ არასაკურორტო სეზონზე გარკვეული ივენთების სუბსიდირება თუ არ განხორციელდა, ტურისტის მოზიდვა რთული იქნება.
„აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ან რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, სახალხო დღესასწაულების კარგ დონეზე ორგანიზება. შეიძლება ეს იყოს საშობაო ბაზრობა – როგორც ევროპაშია და ამის პიარ-მარკეტინგული მხარდაჭერა. საახალწლო ღონისძიებები ბოლო წლებია ქაოსურად, ფორს-მაჟორულ ფორმატში იგეგმება და ხარისხიც შესაბამისად დაბალია, რაც ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას. აშკარად დგას კოორდინაციის პრობლემა სამთავრობო ორგანოებს შორის.
კერძო სექტორი კი, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დიდად ვერ აცნობიერებს ჯერ არასეზონურ პერიოდში ფასდაკლებების, პრომოაქციების განხროციელებისა და ამის სათანადო რეკლამირების მნიშვნელობას, ვერ ახერხებს აქტიური პრომოუშენის განხორციელებას. საერთო ჯამში, მათ აკლიათ სწორი მენეჯმენტი და მარკეტინგის გამოცდილება“.
წელს, ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისთვის, საახალწლო დღეებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მომხმარებელს ფასდაკლებების სეზონს შესთავაზებს. „25 დეკემბრიდან, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს ვთავაზობთ ფასდაკლებების სეზონს აჭარაში. ეს იქნება 30-50-პროცენტიანი ფასდაკლება ქალაქის სასტუმროებში. ამ პროექტში დაახლოებით 30 სასტუმროა ჩართული და რამდენიმე ტურისტული ობიექტი, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები“, – უთხრა „ბათუმელებს“ დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, სოფო გუჯაბიძემ.
საღამოძე მონაწილეობას მიიღებენ: ნანა მესხი, დათო არჩვაძე, ლაშა ღლონტი, გიორგი მეფისაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო თბილისური, ირაკლი კვანჭიანის ბენდი, ქართული ხმების კვარტეტი, თეატრალურის კვარტეტი, თბილისური კვარტეტი, კვარტეტი “ჰანგები”, პოეტი ნანა ცინცაძე. ღონისძიებას წაიყვანს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.
ღონისძიება ხორციელდება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიებაზე სპეციალურად იქნებიან მოწვეულები კულტურის მუშაკები, სახელოვნებო სკოლების პედაგოგები, საჯარო სკოლის მასწავლებლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა.