ვინ შეუკვეთა ტორტი ღარიბაშვილის ხელწერით?

 

„წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეუკვეთა, მსგავსი საკითხით არ დავინტერესებულვარ“ -განაცხადეს პრემიერის პიარ-სამსახურში.

 

 

საკონდიტრო მაღაზია „დონაში“ ამბობენ რომ ტორტი მთავრობამ დაუკვეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დამკვეთი აჭარის მთავრობა იყო თუ საქართველოს. 

 

 

„დაგვირეკეს და ტელეფონით აგვიხსნეს როგორი უნდა ყოფილიყო დიზაინი.  მთავრობიდან რეკავდნენ, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ საიდან“-ამბობს „დონას“ მენეჯერი. 

ვინ იქნება ბათუმის მერი

 

ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის ხმების ხმები ასე გაიყო: ხმების 45,17% გიორგი ერმაკოვმა მიიღო („ქართული ოცნება”) ,  17,62 ხმა კი გიორგი დიასამიძემ („ნაციონალური მოძრაობა”). ხმების დარჩენილი 38% სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გადანაწილდა.

გიორგი ერმაკოვსა და გიორგი დიასამიძეს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მეორე ტურს ჩაატარებს.

ბათუმში ამომრჩევლის 29 პროცენტმა მისცა ხმა

 

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით ბათუმში, 17:00 საათისათვის ამომრჩევლის 29 პროცენტმა მისცა ხმა. 

კობალაძის ქუჩაზე იყიდება ბინა

 

ქ ბათუმში   კობალაძის  ქუჩაზე  იყიდება 37 კვ/მ  ფართობის გარემონტებული ორ ოთახიანი  ბინა, ერთი საძინებლით.  ფასი: 50 ათასი დოლარი


მობ:

574 24 01 01
568 10 90 80

 

ზღვა და ყურის ტკივილი

 

– ყურის დაავადებებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი პაციენტი მოგვმართავს ექიმებს ზაფხულში. ყურის ტკივილის სიმპტომი  სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტად აჭარაში ფიქსირდება. ეს ძირითადად გამოწვეულია ზღვის ფაქტორით. ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით კი ზღვის წყლის, ერთ-ერთი მაპროვოცირებელია ანთებითი პროცესის განვითარების. ზღვის წყალი არასოდეს არის ისე სუფთა, რომ მისი ყურში მოხვედრა არ იწვევდეს რაიმე გართულებას, ამიტომაც ზაფხულში, ზღვის სეზონზე, სხვა დაავადებებთან შედარებით პროცენტულად მეტია ყურის დაავადებების გამოვლენა.

 

 

თუკი ზამთარში ყურის მწვავე ანთება ხშირად ბავშვებს უვითარდება, ზაფხულში  ყველა ასაკის ადამიანი ერთნაირად ჩივის ყურის ტკივილის გამო. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ ბანაობის დროს გამოიყენონ ე. წ. ყურის საცობები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი  და იყიდება აფთიაქებში. ამით ავირიდებთ ზღვის წყლის მოხვედრას ყურში.

ასევე ყურის დაავადებები, ანთებითი პროცესის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილატორთან, კონდიციონერთან ჯდომამ და ორპირ ქარში მოხვედრამ.

 

 

ხშირია ასევე ყურის ე.წ. საწმენდი ჩხირების გამოყენების შედეგად განვითარებული ყურის ტკივილი. აღნიშნული ჩხირის გამოყენების შედეგად ღიზიანდება ყურის გარეთა აპკი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. მოსახლეობას ვურჩევ, ნუ გამოიყენებენ ყურის ჩხირებს, რადგან ამ დროს ხდება არასტერილური საშუალებით ყურის გამოწმენდა მაშინ, როცა მიკროსკოპული განაკაწრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ინფექცია, მიკრობი ჩაჯდეს მასში და განვითარდეს ანთებითი პროცესი. და თუ მაინცადამაინც უნდა გამოვიყენოთ, შევარჩიოთ ისეთი ყურის ჩხირები, რომლის დიამეტრიც უფრო ფართო იქნება, ჩხირმა რომ ვერ შეაღწიოს ყურის შიგნით და მხოლოდ ყურის გარეთა ნაწილი ანუ ყურის შესავალი რომ გავწმინდოთ.

 

 

ყურს აქვს თვითგაწმენდის უნარი, იგი მოციმციმე წამწამების მეშვეობით გამოდევნის სიბინძურეს. ყურის ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი, პირიქით ხდება _ ამ სიბინძურეს ვტენით შიგნით, რაც დაუშვებელია. მაგალითად, შესაძლებელია ყურში დაგროვილი იყოს გოგირდი, თუმცა არ იწვევდეს ყურის დაგუბებას, ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი იგი შეგვაქვს უფრო ღრმად, რაც იწვევს როგორც დაგუბებას, ასევე ტკივილს.

 

 

თუმცა ყურის დაგუბების მიზეზი არამარტო ჩხირების ზემოქმედება იყოს, იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, სასმენი მილების დახშობის,  გაციების დროს სუნთქვის გართულების შედეგად და ა.შ. ამდენად ყურის ტკივილი, ანუ ოტალგია შეიძლება არ იყოს საერთოდ ყურის დაავადებასთან კავშირში და გამოწვეული იყოს კბილების დაავადებით. პირის ღრუში წარმოშობილმა  ნებისმიერმა ტკივილმა შეიძლება მოგვცეს ასევე გადაცემული ტკივილი ყურში. ან შესაძლოა ყელის ტკივილი გადადიოდეს ყურში, ან სამწვერა ნერვის, ან თუნდაც ოსტეოქონდროზის გამო ხერხემლიდან გადაეცემოდეს ტკივილი.

 

 

ნებისმიერ შემთხვევაში ყურის ტკივილი არის საყურადღებო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თვითნებურად  ყურის რამე წვეთების მიღება არ არის რეკომენდებული. აფთიაქებში იყიდება ბევრი დასახელების ყურის წვეთები, რომლებიც უკუნაჩვენებია მაგალითად, ანთებითი პროცესის დროს, ამიტომ აუცილებლად უნდა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა, სიმძიმე და ისე დაინიშნოს პრეპარატები.

 

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, ბავშვებს ღამით შეაწუხებს ყურის ძლიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში მშობელმა ექიმთან მისვლამდე რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ მისცეს ტკივილგამაყუჩებელი. შესაძლებელია ასევე თბილი საფენის დადებაც, რაც ტკივილის შეგრძნებას გარკვეულწილად მოხსნის. თუმცა ამით არ  აღმოიფხვრება ყურის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი. რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ ექიმს, რათა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზები და სწორად წარვმართოთ მკურნალობა. დაავადების მკურნალობა საწყის ეტაპზე გაცილებით იოლია და შედეგიც მალე დგება, დაგვიანების შემთხვევაში კი ხშირად რთულდება და შესაძლოა იქამდეც კი მივიდეთ, რომ საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

ბათუმის მერიასა და საკრებულოში 470 შტატი 305 -მდე შემცირდება

 

„ გათვალისწინებულია შტატების შემცირება, მთლიანობაში 305 ადამინი უნდა იყოს მერიაში დასაქმებული , ამ დროისათვის მერიაში დასაქმებულია 470 ადამიანი და  მათ შორისაა საკრებულოს 55 შტატი.

 

ახალი კანონმდებლობის მიხედვით მთლიანობაშიმერიასა და საკრებულოში 305 ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული. რომელი სამსახურებიდან მოხდება თანამშრომლების დათხოვნა ეს რეორგანიზაციის პროცესში გამოჩნდება.

 

 

 მერიაში იმუშავებს 13 თანამდებობის პირი, შეასაბამისად გარკვეულ სასახურებსაც მოუწევთ გაერთიანება.  მიუხედავად ამისა მერია ყველა იმ ფუნქციის შეინარჩუნებს მოხდება რაც კანომდებლობით აქვს, თუმცა სამსახურების რაოდებობა შემცირდება. “

 

უახლოეს დღეებში მერია საკრებულოს დასამტკიცებლად მერიის ახალ დებულებას წარუდგენს, რის შემდაც გადაწყვეტილებას საკრებულოში მიიღებენ.

 

მერიის ადმინისტრაციის უფროსს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია თუ დაანონსებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ რომელი სამსახურები გაერთიანდება. 

სულხან ღლონტი აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დაპირისპირების შესახებ

ხმაურიანი საკრებულოს სხდომა გჰდგჰდ

სხდომა საკითხის განხილვის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად ოთხმა დეპუტატმა დატოვა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სხდომაზე დარჩენილი დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ გურამ ანანიძის საპატივცემულოდ რჩებოდა, რადგან საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად მისი მოადგილე გურამ ანანიძე პირველად უძღვებოდა.

 

 

 

დეპუტატების უკმაყოფილება მომხსენებლებს უკავშირდებოდა – სამსახურის უფროსის ნაცვლად საკითხი ამ სამსახურის რიგით თანამშრომლებს უნდა წარედგინა. დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან – გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იმყოფებოდა. სპორტული ღონისძიებების მიზნობრივ პროგრამაში შესატანი ცვლილების საკითხი დეპუტატებს განათლების, კულტურის, სპორტისა და  ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა რამაზ ბერიძემ წარუდგინა.

 

ქედის საკრებულოს წევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საკრებულოს ანგარიშებს სამსახურის უფროსების ნაცვლად თანამშრომლები აბარებენ.

 

ქედის საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე: `როცა საქმე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტს ეხება, ჩემთვის მისაღებია საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნებისმიერი წარუმატებლობის, დანაშაულისა და კრიმინალის საფუძველს საქმისადმი არასერიოზული მიდგომა ქმნის. სამსახურის უფროსები კანონით ვალდებული არიან ანგარიშების განხილვას დაესწრონ. აქ შუამავალი არ შეიძლება, თუ  ობიექტური მიზეზი არ არის.

 

ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, საკითხს ლმობიერად მივუდგებოდი, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის. განსახილველი საკითხებისადმი მიდგომა, რომელიც ჩვენ საკრებულოში არის, მე არ მაკმაყოფილებს, საკრებულო ახალგაზრდულია, ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და ვითარებაც გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სურვილია – ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს~.

 

 

ქარტიის საბჭოს სხდომა – მედეა ვასაძე ჟურნალისტების წინააღმდეგ

 

 

დავის საგანს წარმოადგენგდა ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი „უმაღლესი კომფორტით“, რომელიც TV25-ის ეთერით 8 ივნისს გავიდა. ჯაბა ანაანიძის ფილმი შეეხება  აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობას.

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა დილის 11 საათზე დაიწყო და ოთხ საათზე მეტ ხანს გაგარძელდა. არგუმენტები ორივე მხარეს გააჩნდა და სხდომა ცხარე კამათის ფონზ წარიმართა.

 

ამჟამად ქარტიის უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრები გადაწყვეტილებას დღესვე გამოიტანენ, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ვეპორტალზე და Facebook გვერდზე გამოქვეყნედება.

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა (Duplicate) 1

 

როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მოსახლეობა სამაშველო სამსახურს სახლში შესული წყლის ამოტუმბვას სთხოვს. 

 

“ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ ერთ ადგილას სამჯერ გამოგვიძახეს, მაგრამ სანამ არ გამოიდარებს, მუშაობას აზრი არა აქვს, რადგან წყალი ისევ დგება. დატბორილია ქუჩები ჭაობში, ავტოსადგურისა და ფარეხის მიმდებარე ტერიტორია.” 

 

მამუკა თურმანიძის თქმით, მსხვერპლი ან სხეულის დაზიანების შემთხვევა არ არის. 

 

 

 

 

ra

 

სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულები ერთჯერად ფულად კომპენსაციას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტირებული სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით, კერძოდ:

 

ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, გაეწევა ფინანსური სახის დახმარება – 700 ლარის ოდენობით. 

 

100 000-დან 200 000-ის  ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე   ოჯახებს – 600 ლარის ოდენობით;

 

200 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს ან ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, გაეწევათ დახმარება 400 ლარის ოდენობით. 

 

ამ სახით  დახმარების გაწევისათვის საჭირო თანხის დაზუსტების მიზნით, მერიას ეთხოვა შემჭიდროებულ ვადებში წარმოადგინოს დაზუსტებული სია, თითოეულ ოჯახზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულების მითითებით; რაც შეეხება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელი სახლებსა და მათი მიმდებარე ტერიტორიებზე მიყენებული ზიანის ლიკვიდაციას, მერიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულისათის ამ ეტაპზე 1 030 000  ლარი იქნება საჭირო, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია. 

 

იჩქარეთ! გიორგი ასკურავას ინგლისური ენისს სასწავლო ცენტრში სწავლება დაიწყო!

 

•  სწავლა წარმოებს სინქრონულ თარგმანზე დამყარებული მეთოდით;

 

 

•  ჩვენი მსმენელისთვის გაკვეთილებს მუდმივად   ჩაატარებენ თბილისიდან მოწვეული პედაგოგები, რომლებსაც 25-წლიანი წარმატებული კარიერა აქვთ;

•  ჩვენთან  შეგიძლიათ  მოემზადოთ საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა;

•  ჩვენთან  შეგიძლიათ  მოემზადოთ  სინქრონული და თანმიმდევრული თარგმნისთვის დასაქმებისშემდგომი პერსპექტივით.

•  ჩვენთან  შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ ჩვენივე ცენტრის მიერ გამოცემული ინგლისური ენის გრამატიკის წიგნები.

• გავცემთ შესაბამისი დონის სერტიფიკატს, როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.

 

ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.

ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის მოქალაქეს შეგიძლიათ მოგვმართოთ

საკონტაქტო ინფორმაცია: ელფოსტა: gogaaskurava@yahoo.com; ტელეფონი: (599) 102 858, (557) 518 111;  (593) 110 636; (558) 260 303. მის.: ბათუმი. 26 მაისის ქუჩა, ბინა #13. ბათუმში ცენტრის კოორდინატორია – სოფო მურვანიძე

აჭარაში უკრაინის საკონსულო დაიხურა

 

 

ალექსანდრე აკიმოვმა საკონსულოს დახურვის მიზეზად უკრაინაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. 
კონსულმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობა ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში გაიხსნება. 

 

„მინდა მადლობა გადავუხადო კონსულს მუშაობისთვის. ძალიან რთული იქნება ალბათ მის გარეშე უკრაინასთან ურთიერთობა. მისი დახმარებით უკრაინის რეგიონებთან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით. გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის მთავრობამ, კიდევ 20-მდე საკონსულო გაუქმდა და ჩვენი ინფორმაციით ეს უკავშირდება ფინანსურ საკითხებს. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და სამომავლოდ როცა გამოსწორდება სიტუაცია უკრაინაში, იმედი გვაქვს განახლდება ურთიერთობა”, – განაცხადა  არჩილ ხაბაძემ.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, საკონსულოს გაუქმება სირთულეებს შექმნის როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნეს ურთიერთობებში ბათუმსა და უკრაინის ცალკეულ რეგიონებს შორის, რის გამოც სამომავლოდ აუცილებელი გახდება საკონსულოს გახსნა.

ბათუმის მერია მეორადი მასალების დასაწყობებისთვის ტენდერს აცხადებს

 

გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს   ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული მეორადი სამშენებლო მასალების გადაზიდვა-დასაწყობება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ღია სასაწყობო მეურნეობებიდან   ბათუმის მერიის საწყობში.

 

ტროტუარის მეორადი ქვაფენილის (20 ტონამდე) დატვირთვა (აწონვა) და დაცლა;  მეორადი ტროტუარის ბორდიურის (ბეტონი, გრანიტი და ბაზალტი, სულ 9500 გრძივი მეტრი) დატვირთვა, დაცლა და დასაწყობება;   რკინა-ბეტონის ფილების (6მ×2მ, 30 ცალი; ხოლო 6მ×1მ, 6 ცალი) დატვირთვა, დაცლა და დასაწყობება.

 

 მეორადი გრანიტის სანიაღვრე ცხაურა (100 გრძ. მ.). სატენდერო კომისიამ გამარჯვებული 3 ნოემბერს უნდა გამოავლინოს. მომსახურება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაათი კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. 

nn

სკოლა „ევრო 2000“ – უცხო ენების გაძლიერებული სწავლება და თანამედროვე განათლება

 

 

სკოლა “ევრო 2000” უცხოური ენების გაძლიერებულ სწავლებას გთავაზობთ.

 

 

„ევრო 2000″  მდებარეობს ბათუმის ცენტრში და აქვს საკუთარი ცხრასართულიანი კეთილმოწყობილი შენობა, ლაბორატორიით, საგნობრივი კაბინეტებით, სააქტო დარბაზითა და სპორტული მოედნით.  სკოლაში 76 მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგი ასწავლის და ცოდნას 500-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება.

 

ჩვენი მიზანია ბავშვებს მივცეთ თანამედროვე, მრავალმხრივი განათლება, რაც მათი წარმატების გარანტია გახდება.

 

სკოლას  ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები. კერძოდ, გერმანულ პროგრამას ხელმძღვანელობს ZFA-ს ორგანიზაცია. სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა გერმანული ენის დიპლომი, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს გააგრძელოს სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე.

 

 

თანამედროვე სასწავლო გარემო და პედაგოგების მაღალი კვალიფიკაცია „ევრო 2000″-ის მოსწავლეების წარმატების გარანტიაა. ჩვენი სკოლის  მოსწავლეები იმარჯვებენ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ გაცვლით პროგრამაში.

 

 

მოსწავლეები, რომლებმაც „ევრო 2000″ დაამთავრეს, წარმატებით სწავლობენ ამერიკულ და გერმანულ უნივერსიტეტებში.  მათ ნაწილს DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებით მოპოვებული  აქვს ევროპულ უნივერსიტეტებში 4 წლიანი სწავლების სრული დაფინანსება.

 

 

 

დაგვიკავშირდით:

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა  #91

ტელ: 27 42 47; 27 16 66

email: evro2000batumi@yahoo.com

დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე



 

სკოლა „ნიკე“ – სრულფასოვანი სწავლება დამატებითი მომზადების გარეშე

 

 

 

სკოლა ,,ნიკე’’ გთავაზობთ:

 

1. თანამედროვე, სუფთა, დაცული გარემო.  კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა –  8-15 მოსწავლე

 

2. ეროვნულ იდეალებზე დაფუძნებული თანამედროვე სასწავლო მოდელი

 

3. დაწყებითი კლასებიდან საგნობრივი დაყოფა, მათემატიკის გაძლიერებული სწავლება პირველი საფეხურიდან

 

4. უცხო ენის გაძლიერებული სწავლება დაწყებითი კლასებიდან ეტაპობრივად (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული)

 

5. ინტელექტის განვითარება  – მსოფლიო ლიტერატურეს შედევრების,ხელოვნების ისტორიის,ეთიკისჭადრაკის,მეტყველების კულტურის,რელიგიის ისტორიის შესწავლა

 

6. კომპიუტერის მოხმარება – ინფორმატიკა, უნარჩვევების განვითარება, მესამე საფეხურზე საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) გაძლიერებული სწავლება

 

7. ლიტერატურული საღამოების, დებატების, კონკურსების, სპორტული თამაშების მოწყობა. ხატვის, ქართული ხალხური ცეკვის, მხატვრული კითხვის წრეები

 

8. მაგიდის ჩოგბურთი

 

9.  მეტყველების პედაგოგის და ფსიქოლოგის დახმარება

 

10. გაკვეთილების შემდეგ დამატებითი მეცადინეობა საგნების მიხედვით

 

11.მომსახურება ავტოტრანსპორტით, ერთჯერადი კვება (სურვილისამებრ)

 

 

 

ჩვენი მიზანია: სრულფასოვანი სწავლება დამატებითი მომზადების გარეშე!

 

 

 

სკოლა „ნიკე“ დაარსდა 2006 წელს. ლიცენზირებულია აჭარის ა.რ. განათლების სამინისტროს მიერ. 2012 წლის 18 იანვარის გადაწყვეტილებით სკოლამ გაიარა ავტორიზაცია. სკოლაში  მუშაობენ გამოცდილი, პროფესიონალი პედაგოგები და აღმზრდელები. სკოლის დირექტორებია იზო ტაკიძე.   

 

სწავლების ხანგრძლივობა არის 10 თვე-15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე.

 

სწავლების განრიგი: 10საათიდან 17 საათამდე.

 

დაგვიკავშირდით:

მისამართი: ლორიას ქუჩა #8

ტელ: 27 09 85

მობ: 593 34 02 03




















 

სკოლა ,,ნიკე’’ გთავაზობთ:

1.თანამედროვე,სუფთა,დაცული გარემო.  კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 8-15 მოსწავლე

2.ეროვნულ იდეალებზე დაფუძნებული ანამედროვე სასწავლო მოდელი

3.დაწყებითი კლასებიდან საგნობრივი დაყოფა,მათემატიკის გაძლიერებული სწავლება პირველი საფეხურიდან

4.უცხო ენის გაძლიერებული სწავლება დაწყებითი კლასებიდან ეტაპობრივად(ინგლისური,რუსული,გერმანული,ფრანგული)

5.ინტელექტის განვითარება  მსოფლიო ლიტერატურეს შედევრების,ხელოვნების ისტორიის,ეთიკისჭადრაკის,მეტყველების კულტურის,რელიგიის ისტორიის შესწავლა

6.კომპიუტერის მოხმარებაინფორმატიკა,უნარჩვევების განვითარება,მესამე საფეხურზე საბუნებისმეტყველო საგნების(ქიმია,ფიზიკა,ბიოლოგია)გაძლიერებული სწავლება

7.ლიტერატურული საღამოების,დებატების,კონკურსების,სპორტული თამაშების მოწყობა. ხატვის,ქართული ხალხური ცეკვის,მხატვრული კითხვის წრეები

8.მაგიდის ჩოგბურთი

9.  მეტყველების პედაგოგის და ფსიქოლოგის დახმარება

10.გაკვეთილების შემდეგ დამატებითი მეცადინეობა საგნების მიხედვით

11.მომსახურება ავტოტრანსპორტით,ერთჯერადი კვება(სურვილისამებრ)

 

ჩვენი მიზანია:სრუფასოვანი სწავლება დამატებითი მომზადების გარეშე!

 

სკოლა ნიკედაარსდა 2006 ელს.ლიცენზირებულია აჭარის .. განათლების სამინისტროს მიერ.2012 წლის 18 იანვარის გადაწყვეტილებით სკოლამ გაიარა ავტორიზაცია.სკოლაში  მუშაობენგამოცდილი,პროფესიონალი პედაგოგები და აღმზრდელები.სკოლის დირექტორებია იზო ტაკიძე.   

სწავლების ხანგრძლივობა არის 10 თვე-15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე.

სწავლების განრიგი:10საათიდან 17 საათამდე.

დაგვიკავშირდით:

მისამართი:ლორიას ქუჩა #8

ტელ:270985

მობ: 593 34 02 03

 

სოციალურად დაუცველთა სამთავრობო სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

დისკუსიას 53-ბატალიონში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ და მსჯელობაც ძირითადად მათ პრობლემების განხილვაზე მიმდინარეობდა.

„ინტელექტის“ თავმჯდომარემ ლევან გობაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტეტებში სპეციალურად შექმნილი კომისიებისგან, რომლებიც 53-ე სატანკო ბატალიონზე ჩასახლებული ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობებს სწავლობს, მათი სამუშაოების სანდოობისთვის, პირველ ეტაპზე ინფორმაცია გამოითხოვეს.

„სამთავრობო სიების მიხედვით, ამ ბატალიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1400 ადამიანია ჩასახლებული. ჩვენი მონიტორინგით 205 ადამიანის იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული აქტების გადამოწმება შევძელით. ამ აქტებიდან 80% დაეთანხმა იქ მოცემულ ინფორმაციას, 20 % კი – არა. ვაპირებთ ამ 20%-ის ადგილზე შესწავლას. მეორე ეტაპზე დავიწყებთ კონკრეტულად მოქალაქეების დოკუმენტებში მოცემული პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობას. დამაიმედებელი აღმოჩნდა ის, რომ მუნიციპალური კომისიების ამ მიმართულებით მუშაობა სამართლიანადაა ჩატარებული, რაც დაგვეხმარება შემდეგი კვლევის განხორციელებაში“.

 

 

გარკვეული მიზეზების გამო გადამოწმების პროცესი არ დასრულებულა ქედასა და ბათუმში. მონიტორინგის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ 53-ე ბატალიონში მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე არ იმყოფება და თურქეთშია წასული. ლევან გობაძემ თქვა, რომ მონიტორინგის პროცესი ოქტომბერში დასრულდება.

უსახლკარობისა და ეკომიგრანტთა პრობლემის მოგვარების ხელშემშლელად სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკის არ არსებობა გამოიკვეთა.

დისკუსიაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელმაც მთავრობის წარმომადგენელ კობა ჩხეიძეს ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე შესაძლო რეაგირებაზე  მიმართა:

„ჩემთვის სრულიად გასაგებია ამ ეტაპზე მთავრობა რომ ვერ შეძლებს მათ დახმარებას, მაგრამ იქნებ ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების პრობლემა მაინც მოუგვაროთ“.

იმის გამო, რომ თვითნებურად, უკანონოდ არის მოსახლეობა სახელმწიფო ქონებაში შესახლებული, მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

არასამთავრობოებმა დისკუსიის ბოლოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, იმის ნიშნად, რომ ისინი ამ მიმართულებით სამომავლოდაც გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას.

სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმება სექტემბერში ჩატარდა.

პირველი ოქტომბრის არჩევების შემდეგ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში მაღალმთიანი აჭარიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმე ათასი ადამიანი უკანონოდ შესახლდა. დაუზუსტებელი მონაცემებით „შეჭრილთა“ რაოდენობა 3-დან 5 ათას ოჯახს აღწევს. უკანონოდ შესახლებულების ერთი ჯგუფი არსებულ შენობებში შესახლდა, ხოლო დიდმა უმრავლესობამ სასწრაფო წესით ააშენა ქოხები. 

„სოკართან“ დაპირისპირებულები

 „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ რამდენიმე სერიოზულ ბრალდებას უყენებენ უკვე გაჩერებული თუ გასაჩერებლად გამზადებული კონკურენტები – „სოკარის“ მიერ ფასების ხელოვნურად გაზრდა, ჟანგმოდებული მილებით ქსელის მშენებლობა, ქსელში რკინის მილების ნაცვლად წყლის მილებისა და ონკანების გამოყენება, განვადების უფლების შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მონოპოლია ბაზარზე – თავად აპროექტებს, ამონტაჟებს და თავადვე ამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რაც სემეკის დადგენილებით დაუშვებელია, კონკურენტების მიერ შესრულებული ობიექტების ქსელთან არმიერთება, წილებში ჩაჯდომის სურვილი… ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რასაც „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ უყენებენ.

 

საპროექტო კომპანიის – „პროექტსერვისის“ დირექტორს, ლაშა წულუკიძეს ხელთ აქვს ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახისთვის მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ორი ვერსია – „სოკარი“ მომავალ აბონენტს გაზის შეყვანისთვის 1782 ლარს სთხოვს, მეორე კომპანია – 1354 ლარს. „აბონენტებს ატყუებენ, რომ, მაგალითად, ის კომპანია, რომელიც უფრო იაფად სთავაზობს გაზის შეყვანას, არის არალიცენზირებული ან სამუშაოს ასრულებს უხარისხოდ. სინამდვილეში პირიქით ხდება. მოქალაქე კი, რომელსაც ერთხელ შეჰყავს გაზი, იღლება სიტუაციის გარკვევით, მას აღარ უნდა 200-300 ლარის გამო გაიხლართოს დაუსრულებელ ინტრიგებში, ამიტომ იგი ემორჩილება „სოკარის“ მოთხოვნას – იხდის უფრო ძვირს, ვიდრე მას სხვა კომპანია სთავაზობს“.

 

ლაშა წულუკიძე
ლაშა წულუკიძე

 

ერთი თვის წინ გაჩერებული ლაშა წულუკიძის „პროექტსერვისი“ პირველად 2011 წელს, თენგიზ ქოქოლაძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიღების შემდეგ გაჩერდა.

 

„კომპანია „სოკარის“ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს მის პარტნიორ ორგანიზაციასთან. ამდენად ჩვენ ვერ შევითანხმებთ თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს“, – აცნობეს ლაშა წულუკიძეს, რომელიც ამბობს, რომ `მაშინ დავას აზრი არ ჰქონდა“.

 

ეს იყო საპარლამენტო არჩევნებამდე.

 

ლაშა წულუკიძე იხსენებს, თუ როგორ მისცეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუშაობის უფლება, – „გაზის მშენებელ და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს „სოკარის“ გენერალური დირექტორი ანარ მამმადოვი შეგვხვდა ბათუმში. ვითომ არ იცოდა, რომ ვერ ვმუშაობდით და გვითხრა – თქვენ გაქვთ მუშაობის უფლებაო“.

 

ანარ მამმადოვის სიტყვიერი ნებართვის შემდეგ ლაშა წულუკიძის 7-კაციანმა ჯგუფმა სამი თვე – მარტი, აპრილი და მაისი იმუშავა. „თავიდან ნორმალურად ვთანამშრომლობდით „სოკართან“. ჩვენს პროექტებს სამ დღეში ამტკიცებდნენ, მაგრამ მერე, როცა დაინახეს, რომ კარგად ავაწყვეთ საქმე, ისევ დაიწყეს ჩემი კომპანიის პროექტების დამტკიცების გაჭიანურება, იმის მომიზეზებით, რომ მათ ამის უფლებას სემეკი არ აძლევს“, – ამბობს ლაშა წულუკიძე და კითხულობს, როდის არღვევდა სემეკის მოთხოვნებს „სოკარი“ – მაშინ, როცა მის კომპანიას მუშაობის უფლებას აძლევდნენ, თუ მაშინ, როცა მის კომპანიას მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

 

ლაშა წულუკიძის ამ კითხვას „სოკარის“ იურისტები ცალსახად პასუხობენ, რომ მაშინ არღვევდნენ სემეკის მოთხოვნებს, როცა ლაშა წულუკიძესა და სხვებსაც მისცეს მუშაობის უფლება. „ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამის გამო სემეკმა შეიძლება დაგვაჯარიმოს“, – ამბობს სოკარის იურისტი შალვა ფხალაძე და კითხულობს სემეკის დადგენილების მე-191 მუხლს: „განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაო და ხარჯი, მათ შორის, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძისა და საცხოვრებელში ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა“. – ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის წინაშე გაზთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, ყველა საფეხურის სამუშაოს შესრულებას სახელმწიფო ჩვენ გვაკისრებს“.

 

შალვა ფხალაძე „სოკარის“ და მისი კონკურენტების ურთიერთობას ასე აფასებს – „წარმოიდგინეთ, თქვენ სახლი აიშენეთ და ვიღაცა ითხოვს ახლა ერთ ოთახს“. 

 

შალვა ფხალაძის აზრით, „სოკარს“ სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ვალდებულება დააკისრა: „სემეკის დადგენილებით, განაწილების ლიცენზიანტი („სოკარი“) ვალდებულია, აბონენტს შეუსრულოს ყველა სამუშაო, გასწიოს ყველა ხარჯი, შეუყვანოს ერთ წერტილზე ბუნებრივი აირი და მხოლოდ ამის შემდგომ ამოიღოს მოქალაქისგან მაქსიმუმ 600 ლარი, ისიც განვადებით – 25 ლარი ორ წელზე გადანაწილებით. 600 ლარს ზემოთ ხარჯების დაფარვაც „სოკარის“ ვალდებულებაა. ეს კომპანიისთვის ძალიან მძიმეა, აბანდებ თანხას და ორი წლის განმავლობაში 25 ლარებად იბრუნება. არანაირი პროცენტი, სარგებელი იმ თანხას არ ერიცხება. შეიძლება მსოფლიოში ასეთი სისტემა არსად იყოს“.

 

შალვა ფხალაძის თქმით, მოსახლეობისგან თანხის ამოღების ეს წესი მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია: „ეს არის ჩვენი ხარჯი. პატარა თანხა ნამდვილად არ არის. ათეულობით მილიონი ლარია უკვე ჩადებული. მინიმუმ 10 წელი ეს ბიზნესი არ იქნება მომგებიანი. ამ პროცესში კი ვიღაცები ცდილობენ სარგებლის ნახვას“.

 

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის ინფორმაციით, „სოკარს“ 3200 ისეთი აბონენტი ჰყავს, ვისაც 600 ლარს ზემოთ ხარჯები კომპანიამ უკვე დაუფინანსა. `ისინი ყოველთვიურად 25 ლარს იხდიან. სიაში კიდევ 3000 ასეთი აბონენტი გვყავს. სემეკის დადგენილებით, ახალი აბონენტების 40 პროცენტის ხარჯებს ჩვენ ვაფინანსებთ. ამ ეტაპზე სულ 25 ათასი აბონენტი გვყავს“, – ამბობს თენგიზ ქოქოლაძე. 

 

„სოკარის“ კონკურენტების თქმით, აჭარაში ბუნებრივი აირი ოჯახებამდე თენგიზ ქოქოლაძის ახლო გარემოცვის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს შეჰყავს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის – „ენერჯი ინვესტი 2009-ის“ დამფუძნებელი, თენგიზ ქოქოლაძის დის შვილი გოჩა გოგიტიძეა. გოჩა გოგიტიძეს ამ პროფილით კიდევ ერთი კომპანია – „ენერჯი 2006“ აქვს დაფუძნებული. ლაშა წულუკიძის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე თენგიზ ქოქოლაძის ახლობლების კომპანიებიც – „გაზინსტალ კომპანი“ და „გაზჰეათინგ კომპანი“ დამკვიდრდნენ.

 

ლაშა წულუკიძის აზრით, „სოკარი“ თვალს ხუჭავს თენგიზ ქოქოლაძის ნათესავების კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმების პროცესში. „არც თუ იშვიათად, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სიცოცხლისათვის საშიში“, – ირწმუნება ლაშა წულუკიძე. 

 

თენგიზ ქოქოლაძე კი ამბობს, რომ თავისი დისშვილების კომპანიებთან „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა„ არ თანამშრომლობს: „გოგიტიძეს აქვს ცენტრალურ ოფისთან ხელშეკრულება, რომელიც აკეთებს მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოებს. აჭარაში მის კომპანიას არც ერთი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. „სოკარი“ მუშაობს თავისი საპროექტო და სამშენებლო კომპანიებით – „სოკარ ჯორჯია გაზაჭარა“ და „სოკარ ჯორჯია აჭარის საპროექტო“. ერთი ოფისი ბაგრატიონზეა, მეორე – ჭავჭავაძეზე“.

 

თენგიზ ქოქოლაძის თქმით, „როცა წავიდა მაგაზე ლაპარაკი – ჩემი კომპანიები… ყველა კომპანია გაუქმდა“. „სოკარის“ დირექტორი ამბობს, რომ არც კი ახსოვს მასთან დაკავშირებული და უკვე გაუქმებული კომპანიების სახელები.

 

რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ამ ბრალდებაზე თენგიზ ქოქოლაძის არგუმენტი ასეთია: „ყველა შესრულებულ სამუშაოს ცენტრალური ოფისის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს. გარდა ამისა, „სოკარი“ თურქეთიდან იწვევს სპეციალისტებს ხარისხის შესამოწმებლად“. 

 

ამის მიუხედავად, ლაშა წულუკიძემ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც ჩანს, რომ ბუნებრივი აირის შესაყვანად გამოყენებულია როგორც დაჟანგული და შეუღებავი მილები, ისე წყლის მილები თუ წყლის ონკანები. ერთ-ერთ სადარბაზოში გადაღებულ ფოტოზე კი აღბეჭდილია გამათბობელი „კარმის“ უკანა კორპუსი.

 

„ამ კორპუსში არ არის სათანადო ვინტილაცია. შესაბამისად, სადარბაზოში გროვდება გაზის გამონაბოლქვი, რაც გაზის გაჟონვაზე გაცილებით საშიშია – გამონაბოლქვი ადამიანს ერთ წუთში კლავს. მართალია, ეს გაყვანილობა „სოკარს“ არ დაუმონტაჟებია, ეგ ობიექტი ექსპლოატაციაში მიიღო კომპანია „ბუნებრივმა აირმა“, რომლის დირექტორიც თენგიზ ქოქოლაძის კიდევ ერთი დისშვილი – ზაზა გოგიტიძე იყო. სიცოცხლისათვის საშიში მონაკვეთის გამოსწორების ვალდებულება „სოკარს“ აქვს, მაგრამ ჩვენი დევნით ისეა დაკავებული, რომ მსგავსი პრობლემების მისახედად ვერ იცლის“, – ამბობს ლაშა წულუკიძე.

 

ლაშა წულუკიძის მიერ დაფიქსირებული „სიცოცხლისთვის სახიფათო ზონის“ თაობაზე „სოკარშიც“ არიან ინფორმირებულები, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ამ კორპუსში არსებულ გაზგაყვანილობასთან მათ შეხება არ ჰქონიათ.

 

„ჩვენ სერტიფიცირებული მასალებით ვმუშაობთ, მკაცრი ზედამხედველობა გვაქვს. ვიყენებთ მილებს, რომლის ერთი მეტრი 11 ლარი ღირს. სხვა კომპანიები 2-ლარიან მილებს იყენებენ. არც თუ იშვიათად ყოფილა, რომ ოჯახს უხარისხო მილების გამო კაფელი და მეტლახი ამოუყრია“, – ამბობს თენგიზ ქოქოლაძე, რომელიც დასძენს, რომ „სოკარის“ მაღალ ფასებს, სხვებთან შედარებით, სწორედ მილების ხარისხიც განაპირობებს.

 

„თუ სხვები უხარისხოდ მუშაობენ, მაშინ რატომ არ წერს „სოკარი“ აქტებს?“, – კითხულობს ლაშა წულუკიძე. ის ბაზარზე არსებული კომპანიების კომპეტენტურობის სადემონსტრაციოდ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ერთ-ერთ ფაქტს ყვება: „თუ არ ვიცოდით საქმის კეთება, ბენზეში დევნილების დასახლებაში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე რატომ დაგვიძახა „სოკარმა“. თავის დროზე დევნილების დასახლების გაზიფიცირების ტენდერი თბილისურმა კომპანიამ მოიგო. ერთ დღესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტს დევნილები უნდა ჩამოეყვანა… საოცარი ამბავი მოხდა, ყველა ბინაში 7-10 გაჟონვა დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ გაზს ჩართავდნენ, მთელი დასახლება აფეთქდებოდა. არ ვიცი ვინ, მაგრამ „სოკარს“ დაავალეს ამის გამოსწორება. „სოკარმა“ ჩვენ გვთხოვა. იმის იმედით, რომ შემდეგში არ შეგვიქმნიდნენ პრობლემებს, ყველა კომპანიამ იმუშავა – 18 ბრიგადა მუშაობდა დღე და ღამე უფასოდ. ამ ამბიდან ერთ კვირაში გაგვაჩერეს… ანარ მამმადოვთან შეხვედრის დროს, როცა ამაზე სამშენებლოებმა თქვეს, გაუკვირდა – უფასოდ რატომ იმუშავეთ, ჩვენ „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ამ საქმისთვის რამდენიმე მილიონი გადმოვურიცხეთო“.

 

თენგიზ ქოქოლაძე ადასტურებს ლაშა წულუკიძის მონათხრობს, ოღონდ აზუსტებს, რომ „სოკარს“ ამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯია და სხვებმაც უფასოდ იმუშავეს. „ნადში რომ სთხოვოს კაცმა ერთი დღით მომეხმარეთ, ისეთი ამბავი იყო“, – აზუსტებს თენგიზ ქოქოლაძე.

 

თენგიზ ქოქოლაძის იურისტი, შალვა ფხალაძე კი კატეგორიულად არ ეთანხმება „აქტების საკითხს“. „ბევრი აქტი გვაქვს დაწერილი. ერთ-ერთს მოგაწვდით – ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ ისეთი ობიექტი, როცა ლაშას საპროექტომ და თამაზ ბედინაძის „აირმშენსერვისმა“ ყოველგვარი ნებართვის გარეშე აბონენტს შეუყვანეს გაზი. როცა ვკითხეთ, თუ რატომ მუშაობენ სემეკის მიერ დადგენილი წესების გვერდის ავლით, გვითხრეს, რომ ამ აბონენტთან შეხება არ აქვთ. აი, მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემდეგ გაგვიჭირდა თანამშრომლობის გაგრძელება მაგ კომპანიებთან“.

 

შალვა ფხალაძემ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ X აბონენტმა ნამდვილად გადაურიცხა „აირმშენსერვისსა“ და „პროექტსსერვისს“ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა, ჯამში 924,38 ლარი. X აბონენტს დღემდე არ ჩაურთეს ბუნებრივი აირი.

 

ამის მიუხედავად „სოკარი ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე განაწყენებულ კომპანიების წარმომადგენლებს თანამშრომლობას სთავაზობს, ოღონდ ინდივიდუალურად. თენგიზ ქოქოლაძე: „ლაშას და სხვებსაც მაშინაც შევთავაზე, რასაც გიხდიან პროექტირებაზე, იმ თანხით ჩვენთან იმუშავე-მეთქი. არა, ჩემი კომპანიით უნდა ვიმუშავოო. სემეკის დადგენილება არ გვაძლევს საშუალებას, რომ მაგათ მივცეთ ამის უფლება. ყველას შევხვდი და შევთავაზე თანამშრომლობა, დღესაც მზად ვართ“. 

 

ლაშა წულუკიძე, თავის მხრივ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი უკანონო გადასახადის შესაძლო ამოქმედებაზე აფრთხილებს. ბათუმში მოქმედ ხუთ კომპანიას ამის შესახებ სემეკისთვისაც შეუტყობინებია. `სხვა კომპანიების მიერ დამონტაჟებულ სისტემაზე აღრიცხვის კვანძის (მრიცხველი თავისი ატრიბუტიკით) მოწყობის სანაცვლოდ… მუდმივად იღებენ [სოკარი] 43 ლარს“, – წერია სემეკისთვის გაგზავნილ განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი კომპანიის დირექტორი აწერს.

 

ლაშა წულუკიძე ამბობს, რომ დაახლოებით 1000 აბონენტისთვის აქვს „სოკარს“ 43 ლარი გამოძალული. მისი ინფორმაციით, მრიცხველის საფასურის ამოღებაზე „სოკარმა“ უარი მას შემდეგ თქვა, რაც კიდურებდაკარგულმა ომის მონაწილემ სემეკში იჩივლა.

 

თენგიზ ქოქოლაძე ამბობს, რომ „ამ მოსაკრებლის შემოღებას არ აპირებენ და თავის დროზეც სულ 2-3 ფაქტი იყო“.

BSU

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნების შედეგად,  აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა შეირცა.

Exit mobile version