ინციდენტი ბათუმში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ოფისში მოხდა. პეტრე ზამბახიძისთვის კვერცხების დამშენებს შორის იყვნენ ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებიც.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის, თეკლა ჩიჩუას განმარტებით, ის ადამიანები, რომლებმაც პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს, მერიაში არ მუშაობენ: ”ისინი არიან მერიის საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმებულები”.
“ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ განსხვავებულ აზრს ებრძოლონ. ესენი არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები. მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძეს და ყველას – გონს მოვიდნენ. ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ ქართული მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძესა და ყველას, ვინც ამის უკან დგას“, – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
ბსუ-ს რექტორის არჩევნებში რა როლი უნდა მქონდეს მე? – ეს უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. წავიკითხე იმის შესახებ, თითქოს აჭარის მთავრობა, განათლების მინისტრი ერთ-ერთ კანდიდატს – მანუჩარ ლორიას უჭერს მხარს.
გია თავამაიშვილი
მანუჩარ ლორია ჩემ შემდეგ, პრინციპში ჩემი წარდგინებით დაინიშნა ერთიანი ეროვნული გამოცდების ბათუმის ცენტრის ხელმძღვანელად. ის ჩემი თანაშემწე იყო წლების განმავლობაში და ალბათ ამ კუთხით აღქმულია, როგორც ჩემი რეკომენდაციით, მთავრობის რეკომენდაციით წარდგენილი კანდიდატი, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.
მე მქონდა საუბარი მაგის თაობაზე ბატონ მანუჩართანაც, თუ რატომ მოხდა ასე. ზოგადად, როდესაც წავიკითხე ამის თაობაზე, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიფიქრე, საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს და ორივე მივხვდით, რომ, უბრალოდ, ეს იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ ის არის ჩემი შემცვლელი საგამოცდო ცენტრში.
შესაბამისად, როდესაც მან დაასახელა თავისი კანდიდატურა, აღიქვეს როგორც ჩემი რეკომენდაცია. ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე. მე ნამდვილად არავის საწყენად არ ვლაპარაკობ – ყველას აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. რასაკვირველია, მე პატივს ვცემ აკადემიურ საბჭოს, ზოგადად, უნივერსიტეტის წესდებას და არც ვიკადრებ არასოდეს, რომ ვინმეს გავუწიო ლობირება.
ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი უნივერსიტეტს უკავშირდება – ვმუშაობდი, ვსაწვლობდი იქ… ასე რომ, ჩემი ურთიერთობა თითქმის ყველასთან არის გამოკვეთილი. შესაბამისად, ყველას შეუძლია იფიქროს, რომ რადგან მე კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, რეკომენდატორი ვარ.
მიმაჩნია, რომ სამი კანდიდატი მაინც ნამდვილად გაართმევდა თავს რექტორობას – გამოცდილებით და ასე შემდეგ. ამასაც მნიშვნელობა აქვს, საქმეს მარტო სურვილი არ შველის.
აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, პეტრე ზამბახიძეს კვერცხებიდაუშინეს. ინციდენტი ბათუმში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ოფისში მოხდა.
დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დღეს ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებმა დაუშინეს.
“ეს დაჯგუფება ცდილობს, რომ განსხვავებულ აზრს ებრძოლონ. ესენი არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები. მე მოვუწოდებ არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძეს და ყველას – გონს მოვიდნენ. ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ ქართული მედიის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ოპოზიციის წინააღმდეგ ბუმერანგივით დაუბრუნდება არჩილ ხაბაძეს, ავთანდილ ბერიძესა და ყველას, ვინც ამის უკან დგას“, – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
რამდენადაც მე „ბათუმელების“ ინფორმაციით ვიცი, სულ რვა კანდიდატი მონაწილეობს ბსუ-ს რექტორის აჩევნებში. გამოკითხვაც გაქვთ, როგორც ვიცი, ვიღაც ლიდერობს კიდეც, მაგრამ დღეის მდგომარეობით მართლა არ ვიცი რა ხდება. რაც შეეხება თითქოსდა მანუჩარ ლორიას ვლობირებდე, მაგ კანდიდატს საერთოდ არ ვიცნობ…
რაღაც დაჯილდოება იყო ამასწინათ უნვერსიტეტში და სპეციალურად არ მივედი, ვინმესთვის სალაპარაკო რომ არ მიმეცა. მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესებს, მაგრამ მაინც მაბრალებენ ჩარევას.
რაც საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, მას შემდეგ მხოლოდ ბათუმში არსებული პრობლემებით ვარ დაკავებული. არც მე ვერევი და არც მთავრობის თავმჯდომარე უნივერსიტეტის საკითხებში. არაერთი კანდიდატი ცდილობდა მთავრობის თავმჯდომარესთან მისვლას – მხარდაჭერა უნდოდათ, ხან ვის უგზავნიდნენ და ხან ვის, მაგრამ ის ამბობს, რომ მიშვებული აქვს სიტუაცია და რექტორს აკადემიური საბჭო აირჩევს.
სხვათა შორის, იქ პარტიული ნიშნით არც ერთი კანდიდატი არ არის. თუ ვილაპარაკებთ მანუჩარ ლორიაზე, რომ თითქოსდა მას ვლობირებ – ეს სიმართლე არ არის. ის „ქართული ოცნების“ წევრი არ არის და არც ჩვენს კოალიციაში შემავალი რომელიმე სუბიექტის, რაღაც მხარდაჭერა რომ ჰქონოდა. პარტიული ნიშნით რომც შეგვერჩია.
მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია არის ასეთი – იმდენი პრობლემა გვაქვს უმაღლეს საბჭოში მოსაგვარებელი, იმდენი ყოფითი თუ პოლიტიკური პრობლემა გვაქვს, რომ მაგისთვის არავის სცხელა. შესაბამისად, აკადემიური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. მოკლედ, არანაირ პროცესებს მე არ ვმართვა.
ითქვა, რომ თითქოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამიბარებია? – ერთმა სტუდენტმა დამასახელოს და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ერთმა თქვას, რომ მე ვიყავი ჭეიშვილთან და მომცა დავალებაო ან უბრალოდ სხვა რამე თქვას. საერთოდ არ ვხვდები სტუდენტებს – ერთი ბიჭი იყო, უნდოდა ჩემთან შეხვედრა, თავმჯდომარესთან შეხვედრა, მაგრამ სპეციალურად არ შევხვდი, რამე რომ არ დამბრალებოდა.
რამდენიმე ადამიანი მოვიდა, რომ არჩილთან შემეხვედრებინა, მაგრამ არ ვახვედრებ სპეციალურად არც შევახვედრებ – კანდიდატების შუამავლები იყვნენ. ალბათ იმის გაგება უნდოდათ, ეს ჩემი ვარაუდია, ვის უჭერს არჩილი [ხაბაძე] მხარს. არჩილი მხარს არავის არ უჭერს – მიშვებული აქვს სიტუაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არის აკადემიური საბჭო და იმან უნდა აირჩოს რექტორი.
“ბათუმელებთან” საუბრისას პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ კვერცხები მას ბათუმის დემოკრატიული ჩართულობსი ცენტრში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა ესროლეს.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის, თეკლა ჩიჩუას განმარტებით, ის ადამიანები, რომლებმაც პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს, მერიაში არ მუშაობენ:”ისინი არიან მერიის საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმებულები”.
ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან უწყებამ თანამშრომელი დაითხოვა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იცავდა.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან თანამშრომელი გასულ წელს „უღირსი საქციელისა“ და საჯარო სამსახურის მიმართ დისკრედიტაციის განხორციელების ბრალდების გამო გაათავისუფლეს. ამ გათავისუფლებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით აცნობა.
სასამართლომ სამმართველო დაავალდებულა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს განაცდური აუნაზღაუროს-ანუ ხელფასი გადაუხადოს, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო არაკანონიერად მოიქცა იმ ნაწილში, როცა მთავრობა არ დაავალდებულა სამსახურში აღადგინოს გათავისუფლებული თანამშრომელი. სასამართლოს არგუმენტი ამ ნაწილში კი ის იყო რომ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში, შტატი სადაც მოსარჩელე მუშაობდა გააუქმეს და მოსამართლემ ვერ გამოარკვია სად აღედგინა [რომელ დეპარტამენტში] მოსარჩელე.
იურისტი ანა ბერძენიშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია, თუ რა პოზიციაზე აღედგინა მოსარჩელე, მოსამართლის გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ანა ბერძენიშვილი არაკანონიერად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე აფასებს და საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის აღნიშნულ მონაკვეთში დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტეს, სამუშაოების შეჩერების მიზეზი გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა გახდა, რომელიც ამ ეტაპზე უნდა შეკეთდეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის ინფორმაციით ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ამასთან, ბათუმის მერიაში დამტკიცებულია პროექტი, რომელიც გორგილაძის ქუჩის გმირთა ხეივნამდე [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] გაგრძელებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს. უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
ლაშა ოჩხიკიძე 14 წლის იყო, კალათბურთის თამაში რომ დაიწყო. თუმცა იმ გარემოებამ, რომ კალათბურთელია, თავის შვილებს – ნიკასა და გიორგის გაცილებით ადრე გააცნო ჯერ კალათი და ბურთი და შემდეგ, სპორტი – კალათბურთი. „გიორგი სამი წლის იყო, სათამაშო კალათი რომ ვუყიდე დაბადების დღეზე. ხუთი წლიდან კი ბათუმის სასპორტო სკოლაში მოვიყვანე სავარჯიშოდ“, – გვეუბნება ლაშა. ლაშა ოჩხიკიძის ოჯახში ყველა კალათბურთელია. ის ამბობს, რომ მისი მეუღლე ლუდმილა ტალანოვაც რამდენიმე წელი მისდევდა ამ სპორტს. ლაშა ოჩხიკიძე იმ თაობის მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებმაც აჭარაში 1980-1990-იან წლებში კალათბურთის ახალი ტალღა შექნეს, როცა იყო რამდენიმე საკალათბურთო კლუბი „ტბეთი“, „რსუ“, „ლომისი“, „ბასკო“.
1995 წლის ნოემბერში 1982-წლიან ბავშვთა საკალათბურთო გუნდი „ლომისი“ შეიქმნა. გუნდს ბადრი შამილაძე წვრთნიდა. ლაშა ოჩხიკიძე ამ გუნდში ლევან ფარჯანაძესთან, გიორგი კილაძესთან, ლაშა კეშელავასთან, სერგო აზოიანთან, დავით იმნაძესთან, დემნა ძირკვაძესთან, ლევან კვაჭაძესთან, არჩილ კილაძესთან ერთად თამაშობდა. შემდეგ იყო ბათუმის „ბასკო“, სადაც ლაშა ოჩხიკიძე სამი თვე ვარჯიშობდა. 1999 წელს ჩამოყალიბებულმა „ბასკომ“, პირველივე, 1999-2000 წლის სეზონში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და მომდევნო სამი წლის მანძილზეც არავისთვის დაუთმია. 2003 წელს კი საქართველოს ეროვნული თასიც მოიპოვა. ლაშა ამბობს, რომ მაშინ ძლიერი გუნდები იყვნენ, დიდი იყო კონკურენცია და ძნელი იყო მოხვედრა კლუბებში. ლაშა ოჩხიკიძე 2001 წელს აქტიურ თამაშს თანდათან ჩამოშორდა და 20 წლის ასაკში მწვრთნელობა დაიწყო „ბასკოში“, თუმცა პარალელურდ თამაშებშიც მონაწილეობდა. 2000-იან წლებში მიუხედავად დიდი წარმატებისა, „ბასკოს“ გუნდი მალევე დაიშალა. „ბათუმში რომ აღარ იყო გუნდი, იყო ქუთაისში წასვლის შანსები, მაგრამ ოჯახური პირობების გამო გადავწყვიტე მწვრთნელობა დამეწყო.
„ბასკოს“ დაშლის შემდეგ იყო პერიოდი, რომ მშობლების ხარჯზე დავდიოდით კალათბურთელები. 2008 წელს კიდევ ერთხელ ვითამაშე სუპერლიგაში. მაშინ გუნდი ბათუმელმა ბიჭებმა შევქმენით. დავდიოდით ჩვენი ხარჯებით და ერთი წელი ენთუზიაზმით, უხელფასოდ ვთამაშობდით. „ბასკო“ რომ დაიშალა, 1992 წლიანების ნაკრები შევქმენით, რომლებიდანაც ოთხი კალათბურთელი – ნიკა რამიშვილი, ირაკლი მიქელაძე, ნოდარ თენიეშვილი, ლევან ელიაძე – დღესაც თამაშობს კლუბ „ბათუმში“. შემდეგ მყავდა 1998-წლიანების ნაკრები ალეკო ფევაძე, დათო აფხაზავა, ლევან ბაბილოძე. ისინი ახლა საქართველოს კადეტების ნაკრებში თამაშობენ“, – გვიყვება ლაშა.
ლაშა ოჩხიკიძე კალათბურთში მიღებულ გამოცდილებას თავის შვილებს, მათ თანატოლებსა და სუპერლიგის მოთამაშეებს უზიარებს, სადაც ის მწვრთნელად ბათუმის სასპორტო სკოლაში 15 წელია მუშაობს: ამჟამად სამ ასაკობრივ კატეგორიას – 2002, 2003 და 2004 წლიან ბავშვების გუნდს საშკა (ალექსანდრე) სვანიძესთან ერთად წვრთნის. ნიკასა და გიორგის კი ინდივიდუალურად ავარჯიშებს. პარალელურად მუშაობს სუპერლიგაში მოთამაშე ბათუმის კლუბ „ბათუმში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. „როცა მწვრთნელად მუშაობ, მთავარი კალათბურთისა და ბათუმის სიყვარულია და გინდა შენ თვალწინ გაიზარდოს კალათბურთელი, რომელიც შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს ჩაიცვამს“. რა პერსპექტივა აქვთ ნიკასა და გიორგის ბათუმში? ლაშა, როგორც ყოფილი კალათბურთელი და მამა, ხომ არ ფიქრობს, რომ გაუცრუვდებათ იმედები, როცა გაიზრდებიან? ასე რომ არ მოხდეს, ლაშა ოჩხიკიძე ამბობს, რომ აპირებს გიორგი უცხოეთში გააგზავნოს. „თუ აქ არ წამოვიდა დაფინანსება, რაც სჭირდება კალათბურთს, არაფერი გამოვა. უნდა იყოს საზღვარგარეთის გუნდებთან გასვლა, უფრო განვითარებული კლუბური სისტემა. 12-13 წლიდან რომ ჩაერთვებიან საზღვარგარეთის ტურნირებში, მერე ყველაფერი გამოუვათ. თუ არადა, ვაპირებ გიორგი ამერიკაში ან ესპანეთში წავიყვანო“.
მისი თქმით ავთანდილ ბერიძეს დღეს, 13 მარტს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დირექტივებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ალექსანდრე ჩიტიშვილი აძლევდა.
„დაბოღმილი, თანამდებობიდან გათავისუფლებული ჩიტიშვილი მივიდა იქამდე რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აიძულა არაადეკვატური მოქმედებები განეხორციელებინა. არაადეკვატურმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვეღარ წარმართა სხდომა. იქიდან გამომდინარე რომ მას ჩიტიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა უმაღლეს საბჭოში დაავალეს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მცდელობა ჰქონდათ იმის რომ დადგენილებაზე ხელი არ მოეწერა. რეგლამენტის მიხედვით სხდომა გაგრძელდა, რადგანაც რიგგარეშე სხდომა იყო ჩვენს მიერ მოთხოვნილი, განსაზღვრული დღის წესრიგით იყო და დღის წესრიგის ამოწურვამდე, ანუ ყველა საკითხის განხილვამდე სხდომის შეწყვეტა ვერ მოხდებოდა კანონიერად. ეს იქნებოდა ყოვლად უკანონო მოქმედება,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
მას შემდეგ რაც ავთანდილ ბერიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომა დატოვა, სხდომა საბჭოს უხუცესმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ განაგრძო.
„როცა სხდომის თავმჯდომარე არ არის ადეკვატური ან როცა ის ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას სხდომა წარიმართება რეგლამენტის მიხედვით. ავთანდილ ბერიძეს არ სურდა სხდომის ჩატარება რომელიც იყო მოწვეული, რვა დეპუტატის ხელმოწერით. ჩვენ ამ საკითხისთვისაც ვიყავით მზად. რეგლამენტის მიხედვით ვიმოქმედეთ,“ – ამბობს პეტრე ზამბახიძე.
ზამბახიძეს დღეს უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები ასლან აბაშიძის პერიოდის აჭარას ახსენებს.
„არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც გვეუბნებოდნენ რომ ისეთ დემოკრატიას შექმნიდნენ ქვეყანაში, გააოცებდნენ ევროპასაც კი. დღეს რასაც აკეთებდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მე პირადად პარალელი შემიძლია გავავლო ასლან აბაშიძის რეჟიმთან. რაც გააკეთა 1991 წელს აბაშიძემ, როცა შეეცადა დაეშალა უმაღლესი საბჭო და მხოლოდ მას ემართა რეგიონი“.
დღეს, 13 მარტს გამართულ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, 8 ხმით ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ჯემალ ფუტკარაძე აირჩიეს. ამის შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.
უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის პოსტზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას დღეს უყარეს კენჭი. კენჭისყრაში მხოლოდ ათი დეპუტატი მონაწილეობდა. აქედან რვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატი. სხდომას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა.
„დღევანდელი კენჭისყრის შედეგები აუცილებლად მივა სასამართლომდე, რადგან შედეგი სადავოა. ავთანდილ ბერიძეს არ ჰქონდა უფლება, სხდომა დაეტოვებინა და დადგენილებისთვის არ ეყარა კენჭი“, – აცხადებს სულხან ღლონტი.
მისივე თქმით, ავთანდილ ბერიძის მხრიდან სხდომის დატოვებას დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად მაგიდებზე ხელების ბრახუნით და შეძახილებით – „გადადექი, გადადექი“- უპასუხეს.
„პრაქტიკულად, უმაღლესი საბჭო კრიზისშია. ცოტა ხანში აპირებენ დააყენონ თავმჯდომარის გადაყენების საკითხიც, ასე რომ ეს პროცესები სასამართლომდე მივა“, – აცხადებს სულხან ღლონტი.
”შავი ზღვის ეკო აკადემიის” წარმომადგენლების შეხვედრა საჯარო მოხელეებთან ქედაში
„ქედის ყველა სოფელში დავარიგეთ კითხვარი, რომლითაც სოფელს ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებაში ვიკვლევდით. მოსახლეობამ კითხვარი შეავსო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ დაინტერესებული პირებისთვის სოფლებში მოწყვლადობის შეფასების არსებული მონაცემთა ბაზა და ბუნებრივი კატასტროფების შემცირების ცენტრის კონცეფციები გაგვეცნო. ჩვენი ორგანიზაცია აჭარის მაღალმთიანეთში წელს ცხრა პროექტს განახორციელებს, ორს ქედაში, სამს შუახევში და ოთხ პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, გასულ წელს აქ ოთხი პროექტი განხორციელდა. წელს მუნიციპალუტეტის თანადაფინასებით სოფელ ვაიოსა და ტიბეთაში ღვარცოფის საწინააღმდეგო სანიაღვრე არხებს მოვაწყობთ“ – აღნიშნა „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მობილიზატორმა მანანა ქარცივაძემ.
ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას დეპუტატებმა ორჯერ უყარეს კენჭი. პირველ შემთხვევაში მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, მეორე კენჭისყრის დროს კი ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერის პოსტზე რვა ხმით აირჩიეს. ჩატარებული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონოდ გამოაცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
„აჭარის კონსტიტიციით და რეგლამენტის დარღვევით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება“ – ამ განცხადების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ ჩაქუჩი დაარტყა და დარბაზი დატოვა.
დეპუტატების ნაწილის განცხადებით, ავთანდილ ბერიძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა.
უმაღლესი საბჭოს სხდომა ოთხი საათი გრძელდებოდა.
„საკანონმდებლო ორგანოს ისტორიაში ასე რამ ჯერ არ მომხდარა“- განაცხადა მედეა ვასაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ზამბახიძის განცხადებით, ავთანდილ ბერიძე თავის უფლებამოსილებას ვეღარ ახორციელებს.
„აჭარას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა დარგი განვითარდეს, სწორედ ჩვენც ამ კუთხით ვმუშაობთ. სამი მიზნობრივი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც 10 ქვეპროგრამას მოიცავს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სოფლის მეურნეობის ყველა დარგი და მიმართულება განვითარდეს, რაც მთავარი, ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მათ საკარმიდამო ფართობებზე ახალი ტექნოლოგიები დანერგონ და იმაზე მეტი პროდუქცია მიიღონ, რასაც ღებულობდნენ. 2013 წელს მიზნობრივი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით სიძნელეები იყო, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ხიდი იყო ჩატეხილი, ნდობის ფაქტორი არ იყო, მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით მოსახლეობას ლურჯი მოცვის ნერგს, რომელიც მოსავალს იმავე წელს იძლევა მათ ეს არ სჯეროდათ, მაგრამ გავიდა დრო, ფერმერი დარწმუნდა – რასაც ვთავაზობთ შედეგზეა ორიენტირებული“ – განაცხადა ზაურ ფუტკარაძემ.
პრეზენტაციაზე მოსულებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ. 2015 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტრო 3 პროგრამასა და 10 ქვეპროგრამას განახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 488 100 ლარია გამოყოფილი.
ბაღების გაერთიანებამ დღეს ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგიც გამართა. პრესრელიზში, რომელიც ამ დაწესებულების პრესსამსახურმა გაავრცელა, წერია:
„2015 წლის 13 მარტს ხუთ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით შეწყდება სააღმზრდელო პროცესი. ეს ბაღებია: #16, #17 , #18, #23, #24. აქედან ოთხ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს შეასრულებს მერიის შესაბამისი კეთილმოწყობის სამსახური. #18 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება განახორციელებს. აღსაზრდელთა ნაწილი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული იქნებიან ახლო მიმდებარე საბავშვო ბაღებში. ესენია: სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, ომში დაღუპული ოჯახის შვილები და მრავალშვილიანები. სარემონტო სამუშაოები ორიდან სამ თვემდე გასტანს“.
განცხადებაში არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, რას სთაავზობს ბათუმის ხელისუფლება იმ მშობლებს, რომლებიც დასაქმებული არიან. ბაღების გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული აღსაზრდელების დაკმაყოფილების შემდეგ, გათვალიწინებული იქნება უფროსი ჯგუფების აღსაზრდელების გადანაწილება, რომლებიც პირველ სექტემბერს მიდიან სკოლაში“.
ბაღების გაერთიანების პრესცენტრის ცნობით, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა სამშენებლო კომპანიებს უკავშირდება: „ვინაიდან სამშენებლო კომპანიები დათქმულ ვადებში ვერ ახერხებენ სარემონტო სამუშაოების დასრულებას“.
ჩემთვის ამბავი ასე დაიწყო – ბაბუას კარტოფილის მოსაყვანი საყანე მიწა არ ჰყოფნიდა, ამიტომ გადაწყვიტა, სახლიდან სამი კილომეტრის მოშორებით, ტყეში – ლამაზაღელედ წოდებულ ადგილზე კორდი გადაეხნა, სწორედ მაშინ გუთნის კვალს ქვევრის ნამტვრევები ამოჰყვა, ეს ნამტვრევები ბათუმში მუზეუმს გამოუგზავნა შესასწავლად. ბაბუას არ უთქვამს შეისწავლეს თუ არა მის მიერ აღმოჩენილი ქვევრის ფრაგმენტები… მათ შესახებ არც მე ვიცი არაფერი.
აი, რა ამბები ვიცი ჩემი ბაბუასგან, რაც მას, წესით, თავისი ბაბუისგან უნდა ჰქონოდა მოსმენილი.
ამბავიპირველი – საიდუმლომიწისქვეშაგვირაბი
სოფელ მთისუბანში (ჩემი სოფელია და ადრე მას თითქოს ვანი რქმევია), დიდღელის სერზე მიწისქვეშა გვირაბი ყოფილა – ერთგვარი მიწისქვეშა გზა, სადაც ორ ან სამ ადამიანს ერთდროულად წელგამართულს შეეძლო გავლა. მიწისქვეშა გზა იწყებოდა დიდღელის სერიდან, უფრო კონკრეტულად კი ამ ადგილს ყუიახო რქმევია (ახლაც ასე უნდა ეძახდნენ). დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა გზა, თურმე, ხიხანის ციხეს უკავშირდებოდა. გვირაბის ერთი მონაკვეთი, დასაწყისი საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი ბავშვობაში. მაგრამ მგონი ახლა გვირაბის კვალი მთლიანად წაშლილია. ამ გვირაბის დასაწყისთან ერთ დროს მეც ვმდგარვარ, შიგ ჩავმხტარვარ კიდეც.
ლეგენდის თანახმად, ამ საიდუმლო გვირაბით მტრის შემოსევების დროს ხიხანის ციხეში თავშეფარებული ადამიანები გარესამყაროს უკავშირდებოდნენ, ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში ციხე ამ გზის წყალობით უწყლობას არ განიცდიდა – თავად გვირაბი პირდაპირ მდინარეს უკავშირდებოდა. გვირაბის შესწავლა თითქოს კომუნისტ მეცნიერებს უცდიათ, მაგრამ იქაურობა დიდწილად ამოვსებული დახვედრიათ, ამიტომაც ძიების გაგრძელებაზე ხელი ჩაუქნევიათ.
ამბავიმეორე – ხიხანისციხე
ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვი, რომ ხიხანის ციხე პირდაპირ კლდეზე, არსიანის ქედის ძირში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ხიხანის ციხე თავდაპირველად თითქოს ორ კლდეს შორის იყო აგებული და ერთი მიმართულებით ახალციხეში, ადმინისტრაციულ ცენტრს უკავშირდებოდა. ეს გზა თითქოს ასევე საქარავნე გზის ნაწილი ყოფილა, რომელიც ბიზანტიაში გადადიოდა… საუკუნეების განმავლობაში კლდეები ნგრევის შედეგად ერთმანეთში არეულა და ასე ჩამოყალიბებულა არსიანის ქედი. აშენების დროისთვის ციხეს ხიხათა რქმევია. არსიანის ქედს ჩემს სოფელში დღესაც ყველა ხიხათს (რაც თითქოს ძველქართული ტერმინია) ეძახის და არა არსიანის ქედს.
ბაბუას თქმით, ციხე მე-13 საუკუნის დასაწყისში ივანე მე-4 ტბელს აუშენებია. ის ერისთავი ყოფილა. ივანე მეოთხეს თურმე ზედმეტსახელიც ჰქონია – აბუსერი, რაც არაბულ ენაზე „მამაც მამას“ ნიშნავდაო. სწორედ ამ აბუსერის შვილი ყოფილა ცნობილი ვარსკვლავთმრიცხველი ტბელი. ბაბუაჩემი ამბობდა, რომ მისი სახელი არავინ იცის, ამიტომაც არის, რომ მას ყველა აბუსერის ძეს ეძახისო.
სწორედ ხიხანის ციხეში გაუმართია იმ დროისთვის თანამედროვე ობსერვატორია ტბელს. ლეგენდის თანახმად, ტბელის კვლევები გამოუყენებიათ გრიგორიანული კალენდრის შედგენის დროს. მაგრამ მეეჭვება, ზუსტად მახსოვდეს, ბაბუა გრიგორიანულ კალენდარს ამბობდა თუ სხვა კალენდარს.
ტბელ აბუსერისძე ძალიან ცნობილი კაცი ყოფილა მაშინდელ საქართველოში. მერე თითქოს იერუსალიმში წასულა სამუშაოდ და იმავე ტაძარში მოღვაწეობდა, სადაც რუსთაველი. ტბელიც იქ უნდა იყოს გარდაცვლილიო, ამბობდა ბაბუა.
ხიხათის ციხე მთისუბინის, იგივე ვანის ქვით არის აშენებულიო. დღეს ამ ადგილს იასაღს ეძახიან… პირველად მამა-შვილს, ციხის მშენებელ კალატოზებს ხარკამეჩით დაუწყიათ ქვის ზიდვა, მაგრამ კლდესთან აბა რას გააწყობდა ხარკამეჩი და საქმეში სამეფო ჯარი შესულა – იმდენი ჯარისკაცი ჩაუყენებიათ ხუთი კილომეტრის სიგრძეზე, რომ სამშენებლო ქვა ხელიდან ხელში გადაიცემოდა თურმე ციხემდე ასატანად.
იასაღის ქვა, სხვათა შორის, ცემენტს არ იკარებს. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რადგან ბაბუაჩემის საფლავიც ამ ქვით არის გაკეთებული და მისი საფლავის კეთების დროს ცემენტი მართლაც არაფერში გამოდგა.
როგორც ვთქვი, ამ ამბავში (გარდა ბაბუას საფლავისა) რა არის სინამდვილე და რა ლეგენდა, წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ ერთიცაა, აჭარის მთებში ყველაფერი იმდენად არის თამარ მეფესთან დაკავშირებული, რომ ახლაც კი, ნებისმიერ ბავშვს რომ ჰკითხო, თუ ვისი აშენებულია ხიხანის ციხე, აუცილებლად გიპასუხებს, – რომ თამარ მეფის.
ხიხანის ციხე
ამბავიმესამე – სამეფოსაგანძური
ლეგენდის თანახმად, ხიხანის ციხეში თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, უფრო ზუსტად კი მონღოლების შემოსევის დროს, სახელმწიფოს საგანძური სატახტო ქალაქიდან სწორედ აქ გადაუმალიათ. განძის დაცვაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ ერისთავს – ივანე მე-4 აბუსერს აუღია.
მერე ქვეყნის საქმე ისე წასულა, რომ სამეფო განძის უკან დაბრუნება შეუძლებელი გამხდარა. თუმცა, მოგვიანებით, როცა ხიხანის ციხის საიმედოობაც ეჭვქვეშ დამდგარა (ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს გაუგიათ განძის ადგილსამყოფელი და ხიხანის ციხისთვის ალყა შემოურტყამთ), განძისმცველებს ისღა დარჩენიათ, რომ სამეფო საგანძური ზემოთ აღნიშნული მიწისქვეშა გვირაბით გამოეტანათ მთისუბნის, იგივე ვანის ტყეებში დასამალად.
ბაბუას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ სამეფო განძი მართლაც ჩემი სოფლის ტყეებშია დამარხული. ის დარწმუნებული იყო, რომ განძის შესახებ ინფორმაცია არსებობდა ქვებზე. რამდენჯერმე, შუაგულ ტყეში, მასთან ერთად დამითვალიერებია მოზრდილ ქვაზე ადამიანის ხელით, უფრო წერაქვით ამოკვეთილი – ნახაზს მიმსგავსებული გამოსახულება. ბაბუა თავის ჯოხს აყოლებდა ამ ხაზებს და ყვებოდა, რომ ეს უნდა იყოს საიდუმლო ნიშნები განძის ადგილმდებარეობის შესახებ.
ბაბუა წუხდა იმაზე, რომ სამეფო განძის მოძებნა სახელმწიფოს სერიოზულად არასოდეს უცდია.
ის თავისუფალ დროს აკვირდებოდა, სწავლობდა და თხრიდა მის მიერ ქვაზე დატანებული ნახაზის მიხედვით წაკითხულ ამბებს.
ისე მოკვდა, არაფერი უპოვია.
ამბავიმეოთხე – თამარისსაფლავი
თამარ მეფესა და ხიხანის ციხესთან დაკავშირებით მორიგი ლეგენდა თამარ მეფის გარდაცვალებასა და ხიხანში მის დაკრძალვას უკავშირდება. ამბავი იმაზე, რომ თამარის გარდაცვალების შემდეგ შვიდი კუბო გამოასვენეს სასახლიდან და ქვეყნის შვიდი მიმართულებით წაიღეს, ისედაც ყველას აქვს მოსმენილი. ჩემს სოფელში შენახული ლეგენდის მიხედვით კი, ამ ამბის გაგრძელება ხიხანს უკავშირდება: კუბო, რომელშიც თამარი ესვენა, სატახტო ქალაქიდან ყველაზე შორს _ ხიხანის ციხეში ჩაიტანესო დასაკრძალად. ლეგენდა იმით მთავრდება, რომ მცველებმა, რომლებმაც თამარი მიწას მიაბარეს, თავები დაიხოცეს. ამ პროცესს თითქოს პირადად მეთვალყურეობდა მცველების უფროსი, რომელმაც, როგორც კი დარწმუნდა, რომ კუბოს ყველა მხლებელი მხედარი მკვდარი იყო, თავადაც მოიკლა თავი.
დიახ, აი, ამიტომაც არის თამარის საფლავი ყველასთვის უცნობიო.
თამარის დაკრძალვის შესახებ კიდევ რამდენიმე ლეგენდა მაქვს მოსმენილი ბაბუასგან, ცხადია, ისიც ხიხანთან კავშირში: თამარ დედოფალი ხიხანში იმიტომ გადაასვენეს, რომ ეშინოდათ მტერს მისი საფლავი არ წაებილწა. კიდევ უფრო პრაგმატული ლეგენდის მიხედვით კი – თამარს იმდენად ბევრი ძვირფასი ქვა ჩააყოლეს, რომ მისი საფლავის გაძარცვის ეშინოდათ, ამიტომაც გადამალეს.
კიდევ ერთიც და მოვრჩები თამარის საფლავთან დაკავშირებით წლების წინ მოსმენილი ლეგენდების მოყოლას. გასული საუკუნის 70-წლებში ჩემი სოფლის მისასვლელში, რომელსაც მოსამქეთს ეძახდნენ, მიწა ჩამომსკდარა, ჩვეულებრივი მეწყერი ყოფილა. მაშინ გამოჩენილა ქვა, რომელსაც ადამიანის თავის მოყვანილობა ჰქონდა, ოღონდ ცალი ყურით. ეს ქვა საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი. როგორც მახსოვს, მას ეტყობოდა ადამიანის ხელს რომ მიეცა მისთვის ასეთი ფორმა, ან იქნება სულაც ლეგენდების გამო მეჩვენებოდა ასე. როგორც კი ეს ქვა გამოჩნდა, სოფელი აფორიაქდა – თამარი შეიძლება აქ არის დამარხულიო. დაიწყეს კიდეც იქაურობის გადათხრა. მთხრელებს ბევრი დასცინოდა, მაგრამ გულში ყველა ელოდა შედეგს… თამარის საფლავის აღმოჩენას.
რა თქმა უნდა, ვერც ვერაფერი იპოვეს.
დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ ამ ადგილზე, მაგრამ, როგორც მითხრეს, წლების წინ კიდევ ერთ მეწყერი ჩამოწვა და ჰომოსაპიენსს მიმსგავსებული ქვაც თან ჩაიტანა.
ამ ქვასთან ერთად ლეგენდა თამარის საფლავზე ჩემს სოფელში კიდევ ერთხელ დაიმარხა.
მთისუბანი
ჩემი სოფელი აჭარის მთაში ყველაზე მაღლა მდებარეობს. იმის ზევით, როგორც იტყვიან, მამალი აღარ ყივის. ეს სოფელი, აჭარის დანარჩენი სოფლების მსგავსად, 300 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის უკიდურესად განაპირა ნაწილი იყო. შეიძლება გარესამყაროსგან იზოლირებული, „გეოგრაფიიდან ამოგდებული“ საზოგადოება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას ამ ლეგენდებში ხედავდა, ამისათვის კი ყველაზე კარგი „მასალა“ თამარ მეფე იყო. იქნებ სწორედ ამიტომ უკავშირდება ზემო აჭარაში ყველაფერი მის სახელს?! ვინ იცის.
„პრემიერი შეცდომაშია შეყვანილი და ხარჯვითი ნაწილის შესრულება შუახევში მხოლოდ 90% -ს აღწევს. პრემიერ-მინისტრმა კი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლებს მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვთ“- აცხადებს, ის.
სოსლან ზოიძე ამბობს, რომ შუახევის ბიუჯეტის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელია: „თითქმის 800 000 ლარი დარჩა აუთვისებელი, ეს ნიშნავს 100 პროცენტიან შესრულებას? დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გასულ წელს ან ვერ დაიწყო, ან დაიწყო და არ დასრულდა. მაგალითად შემიძლია დავასახელო ფურტიოს რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო და დღემდე არ დასრულებულა, სოფელ გორში სასმელი წყლის ჭაბურღილი უნდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, ბუთურაულში კი ჭაბურღილის მოწყობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს, არაფერს ვამბობ შესრულებული სამუშაოების ხარვეზზე,“-ამბობს, საკრებულოს წევრი.
„ამ ეტაპისთვის რექტორობა შეუთავსებელია ჩემი საქმიანობისთვის, რადგან გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომ ძალიან დიდი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელად ვინიშნები. მივდივარ ნორვეგიაში და ერთი წელი მთლიანად ამ პროექტში ვიქნები დაკავებული“- აცხადებს როსტომ ბერიძე.
მისი თქმით პროექტში იგი ნორვეგიულმა მხარემ წარადგინა, რომელთანაც მას ხუთწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. პროექტი მდგრადი ტურიზმის, განათლების და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელსეწყობას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 16 მარტს გაიმართება. მას შემდეგ, რაც როსტომ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი მიიღებს.
სატენდერო განაცხადის თანახმად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პაკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგი რისკების დაზღვევას და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ავტომობილის გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
ავტომობილის სრული დაზიანება ან განადგურება, გამოწვეული ავტოსაგზაო შემ- თხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, თვითაალებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით სეტყვის, წყალდიდობის, მეხის დაცემის ჩათვლით, უბედური შემთხვევებით (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც დაზიანება გამოიწვია გარეშე და აშკარა მიზეზებით);
დამატებითი აღჭურვილობის, მინების, სარკეების, აქსესუარების, სხვა დეტალე- ბის დაზიანება და/ან ქურდობა;
ავტოტრანსპორტის სრულ დაზიანებად (განადგურება) ჩაითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს ან განადგურებულია ავტომანქანის 70%-ზე მეტი;
სრული ზარალის შემთხვევაში, დამზღვევის არჩევანის შესაბამისად, მზღვეველმა უნდა აანაზღაუროს დაზღვეული ავტომობილის ღირებულება ან მოახდინოს დაზღვეული ავტომობილის მსგავსი ავტომობილით ჩანაცვლება;
ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, თუ დაზღვეული ავტომობილი ხუთ წელზე ნაკლები წლოვანებისაა, შეფასება და მომსახურების გაწევა მზღვეველმა უნდა მოახდინოს მისი შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში. სხვა შემთხვევაში სარემონტო საწარმოების არჩევა მოხდება ურთიერთშეტანხმებით;
მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (ლიმიტი 15 000 ლარი), რა დროსაც იფარება დამზღვევის პასუხისმგებლობა, აანაზღაუროს მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისთვისა და/ან ქონებისთვის სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი;
ფრანჩიზა – 0% როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული ზიანის შემთხვევაში;
დაზღვეული ავტომობილის მართვის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის ნებისმიერ თანამშრომელს, რომელსაც გააჩნია მოქმედი მართვის მოწმობა;
საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან და ზარალის დაანგარიშებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში მზღვეველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ;
დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა უნდა შედგეს სადაზღვევო შემთხვევის აქტი და აქტზე მხარეთა ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა მოხდეს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა;
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როცა ამ უკანასკნელის არსებობა ეჭვს არ იწვევს და შესაბამისად, არ საჭიროებს საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას, ზარალი უნდა დარეგულირდეს უმოკლეს ვადებში და სადაზღვევო ანაზღაურება გაიცეს 24 სთ-ის განმავლობაში.
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 31 დეკემ- ბრის ჩათვლით; 9 (ცხრა) თვის მანძილზე 24 საათის განმავლობაში, ყოველდღიურად, დასვენების დღეების გათვალისწინებით.
წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 18 მარტს შეწყდება.
აუქციონშიმონაწილეობისმსურველთაგანცხადებისმიღებამიმდინარეობსყოველდღე, შაბათ–კვირისგარდა, 2015 წლის 12 მარტიდან 2015 წლის 7 აპრილის ჩათვლით, 10 სთ–დან 17 სთ–მდესსიპქალაქბათუმის #14 საჯაროსკოლისძირითადიკორპუსის I სართულზე, დირექტორისკაბინეტში.
აუქციონიგაიმართება 2015 წლის 9 აპრილს, 15 საათზე, ქ.ბათუმიინასარიძისქ.#11 მდებარე, სსიპქალაქბათუმის #14 საჯაროსკოლისშენობის I სართულზე, დირექტორისკაბინეტში.
დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე ქალაქი ბათუმი, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის I სართული. მობ.: 557 579247
ეთიკის კოდექსის მიხედვით, „მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება“ და „მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა“ მასწავლებლის დისციპლინარულ გადაცდომად მიიჩნევა. ეს გარკვეულ სანქციებსაც ითვალისწინებს.
მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის თამთა კვარაცხელიას აზრით, მოსწავლის ფსიქიკაზე უხეშ ზემოქმედებად შეიძლება მივიჩნიოთ, როცა მასწავლებელი მისი პირადი გრძნობების აფიშირებას ახდენს: „ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვის ხვდება, ვის აღმოუჩინეს წერილი ან დღიური და ა.შ. როცა მასწავლებელი ამბობს, -„რატომ გქონდა გოგო ან ბიჭო, შენ ასეთი სტატუსი?“ ან „შეყვარებული ხომ არ ხარ?“ აი, ეს ფრაზები, პირადად მე, ბავშვობიდან მძულს, რადგან როცა რაღაცაში დავიბნეოდი, ყველა ამ ფრაზას მეუბნებოდა და ეს „შეყვარებულობა“ აღიქმებოდა როგორც კრიმინალი, დანაშაული. ამგვარი ტიპის ზეწოლა მე მიმაჩნია მოსწავლის შეურაცხყოფად და მის პირად ცხოვრებაში შეჭრად“.
თამთას აზრით, მოსწავლის შეურაცხყოფად მიიჩნევა მისი პირადი ნივთების უნებართვოდ აღება და გაჩხრეკა. დირექტორის თქმით, კანონის მიხედვით, მოსწავლის ინდივიდუალური ჩხრეკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი არის დასაბუთებული ეჭვი ისეთი საგნის ტარებაზე, რომელიც სკოლაში აკრძალულია: „და ეს უნდა ხდებოდეს დირექტორის მიერ, უფლებამოსილი პირის მიერ და არა მანდატურის ან რომელიმე საგნის მასწავლებელის მხრიდან“.
თამთას აზრით, მოსწავლის პირად სივრცეს დაარღვევ იმ შემთხვევაშიც, თუ მას ეტყვი: „რას გიგავს თმები, გაწეწილი ხარ“ ან „რას გავხარ წვერგაუპარსავი“.
მოსწავლის პირადი სივრცე ირღვევა მაშინაც, როცა მასწავლებელი ასეთ ფრაზებს იყენებს: „სად ხარ გაზრდილი?“, „ბოსელში გაზრდილო“, „თხაო“.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორის დავით ეცადეიშვილის აზრით, მოსწავლის პირადი სივრცე მისი რელიგიური გრძნობების აფიშირების დროსაც შეიძლება დაირღვეს. „ან სხვა შეხედულებების აფიშირებისას, რომელიც არ არის სასწავლო პროცესთან კავშირში“.
ამავე სკოლის მე-11 კლასის ხელმძღვანელის ნატო ჯვარშეიშვილის აზრით, მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევაა, ვთქვათ, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გახმაურება: „მქონდა შემთხვევა, როცა ბავშვი მალავდა ავადმყოფობას, მაგრამ მე ვუთხარი მშობელს, რომ მიეყვანა ის ექიმთან“.
როგორ ხდება მშობლის ინფორმირება, თუკი მასწავლებელმა იცის, რომ მისი შვილი სიგარეტს ეწევა? – ვეკითხებით მას. პედაგოგი ამბობს, რომ მსგავს ინფორმაციას მშობლები თითქმის ყოველთვის ფლობენ და მათი ჩარევა ნაკლებად არის საჭირო: „მე ვეუბნები, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ცუდია და მათ არაფერს მისცემს“.
როგორ რეაგირებს სკოლა არასრულწლოვნის ქორწინების შემთხვევაში და რა ბერკეტი აქვს მას ამ ტენდენციის შესაჩერებლად? დავით ეცადეიშვილის აზრით, – არანაირი.
„იყო შემთხვევა, როცა ცხრა კლასი დაამთავრა გოგონამ, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა და არდადაგების დროს გათხოვდა. სწავლას თავი დაანებებინეს, ბაზარში იდგა და ყიდდა. რა შეუძლია სკოლას ასეთ დროს გააკეთოს? მოზარდის ქორწინებაზე გადაწყვეტილებას მშობელი იღებს და სკოლას ჩარევის უფლება არ აქვს“, – ამბობს ის. მისი თქმით, ქორწინება „ჯერ ბავშვის და შემდეგ ოჯახის გადასაწყვეტია“.
„რა ხელი აქვს ამასთან სკოლას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივულოცოთ“, – ამბობს დირექტორი.
დავით ეცადეიშვილის აზრით, თუ მშობელი შვილის უფლებას არღვევს, ამაზე სახელმწიფო უნდა რეაგირებდეს: „იყო შემთხვევა, როცა მშობელმა ბავშვები გაიყვანა სკოლიდან და ამათხოვრებდა. ამის შესახებ იცის სოციალური მომსახურების სააგენტომაც და პოლიციამაც. ადმინისტრაციულ კოდექსში არის მუხლები, რომელიც ასეთი მშობლების დაჯარიმებას ან მშობლის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. როცა წერია კონსტიტუციაში, რომ საბაზო განათლება სავალდებულოა, მშობელი კი აცხადებს, რომ მას არ სურს მისმა შვილმა სკოლაში იაროს, ხოლო ამის წინააღმდეგ სახელმწიფო არაფერს არ ან ვერ აკეთებს, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი?“.
მოსწავლე, რომელიც 90 დღე სკოლაში არ გამოცხადდება, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება: „ამით მოსწავლის მიმართ სკოლის უფლებებიც და მოვალეობებიც მთავრდება“.
საჭიროა თუ არა მოსწავლეების მეტი ინფორმირებულობა ნაადრევ ქორწინებაზე და მის შედეგებზე? „მათ ჩვენზე კარგად იციან, რა არის უკეთესი მათთვის“, – გვეუბნება კლასის დამრიგებელი.
განსხვავებული პოზიცია აქვს თამთა კვარაცხელიას. მისი აზრით, ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებით სკოლას გარკვეული პასუხისმგებლობის აღება მოუწევს: „მე ახლაც მყავს ქორწინებაში მყოფი მოსწავლე, რომელიც 16 წლის გათხოვდა და ექსტერნად აბარებს გამოცდებს. მყავდა სხვა რეგიონიდან გადმოსული მოსწავლეც, რომელმაც შვილი გააჩინა, მაგრამ დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა, თუმცა სკოლა მორალურად დაეხმარა მას“.
თამთა ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინება მისთვის მიუღებელია და ამის წინააღმდეგ სკოლამ, ოჯახმა და სახელმწიფომ უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს: „არასწრულწლოვნის დაქორწინება კატასტროფაა. ამ მიმართულებით სკოლამ უნდა იმუშაოს, თუნდაც სადამრიგებლო პროგრამის დონეზე. სახელმწიფომ კი აუცილებლად უნდა დაამატოს საკითხები სქესობრივ აღზრდაზე“.
თამთას აზრით, მნიშვნელოვანია მენტალური ცვლილებაც: „დღეს საზოგადოება უფრო ეგუება 13-14 წლის მოზარდის „კანონიერ“ გათხოვებას, თუნდაც ამის გამო მიატოვოს მოსწავლემ სწავლა და შემდგომი პიროვნული განვითარება, ვიდრე სკოლაში ვასწავლოთ სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა და კულტურა.
შევხვდი ჩემს მოსწავლეს, რომელზეც გავიგე, რომ დანიშნულია. ატარებს ნიშნობის ბეჭედსაც და საკმაოდ ემოციური საუბარი მქონდა. ვუთხარი, ჯერ სკოლა დაგემთავრებინა, რატომ ჩქარობ ოფიციალურ ურთიერთობას-მეთქი. მისი მეგობარი ამბობს: „მასეთ ბიჭს სად იშოვის მასწავლებელოო“. როგორ ბიჭს? 25 წლისას, რომელსაც სამსახური აქვს“.
თამთა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევაში უნდა დადგეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან მშობელი ვალდებულია შვილის სრულწლოვან ასაკამდე მასზე იზრუნოს. „სამწუხაროდ, ზოგიერთ მშობელს გათხოვება ზრუნვად მიაჩნია, მაგრამ 16 წლამდე ასაკის მოზარდის დაქორწინება არის დანაშაული და ამ კანონდარღვევაში სკოლამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს“.
მსგავსი ფაქტის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვა შესაბამის უწყებას.
„მოსწავლეს სკოლამ უნდა ასწავლოს, რა შეიძლება მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას. გარდა იმისა, რომ ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაწყება არის მოზარდის ჯანმრთელობისთვის საზიანო, გოგონები აჩენენ შვილებს, ვერ აგრძელებენ სწავლას, ვერ იღებენ პროფესიას. ის ხდება უმწეო, დაუცველი, სხვაზე დამოკიდებული, გარდა ამისა, ის ვერ აღზრდის თავის შვილს, რადგან თვითონაც ბავშვია და პასუხისმგებლობაც ნაკლებად ესმის შვილის წინაშე“.
დირექტორის თქმით, მოზარდის უფლებების დარვევის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაიჭიროს პოზიცია, რადგან საქმე ეხება მოზარდს, მის პიროვნულ განვითარებას და მის მომავალს.
შპს „გზები“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. კომპანიამ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა გასული წლის დეკემბერში აიღო. მაშინ ლარის კურსი სტაბილური იყო, ლარის კურსის ვარდნამ კი, კომპანია პრობლემის წინაშე დააყენა. ახლა შპს „გზებში“ არა მოგებაზე, არამედ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება ისე, რომ კომპანიამ არ იზარალოს.
„მერიასთან ამაზე საუბარი არ მქონია, ხელშეკრულებით მიმწოდებელს არ აქვს უფლება მისი გადახედვა მოითხოვოს. ძალიან ვნერვიულობ. აღებული ვალდებულება უნდა შევასრულოთ“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში კომპანიის დირექტორმა ირაკლი აბაშიძემ.
კომპანია „აისბერგის“ დირექტორის, რეზო გორაძის თქმით, „აუცილებლად უნდა გადაიხედოს უკვე არსებული ხელშეკრულებები და ახალი ტენდერებიც, რადგან ისინი ძველი ტარიფებითაა დაანგარიშებული, სამშენებლო მასალების ფასი კი, 30 პროცენტით გაიზარდა“.
გასულ კვირას `ბათუმელები~ კიდევ არაერთ კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ბათუმის მერიასა და მუნიციპალიტეტებთან მსხვილბიუჯეტიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მათ შორის ბევრს საუბარი შემსყიდველთან შესაძლო დაპირისპირების თავის არიდების მოტივით არ სურს. ზოგიერთ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობა დათმობაზე წავა და ხელშეკრულებებს გადახედავს. მათ კი, ვისაც ამის იმედი არ აქვს, `შავ სიაში~ მოხვედრას `ზარალზე წასვლა~ ურჩევნია. არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა განიხილავენ საკითხს დიდ ფინანსურ ზარალზე თავის ასარიდებლად ხომ არ უღირთ ხელშეკრულება წესების დარღვევით შეაჩერონ.
ცოტა ხნის წინ მერიამ შპს „ჰიდროსთან“ დადებული ექვსმილიონიანი ხელშეკრულება ჩაშალა, გადაწყვეტილების მიზეზად სამუშაოების წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკზე ჩამორჩენა დაასახელეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. „ჰიდრო“ სასამართლოში სარჩელს ამზადებს, თუმცა კომპანიის დირექტორის უჩა ფუტკარაძის თქმით, საკითხი დღის წესრიგში სხვაგვარადაც დგას:
„ეს იყო ექვსმილიონიანი ტენდერი და ჩვენ ხუთ მილიონამდე დავწიეთ, თუ მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს, დარწმუნებული ვარ, ექვს მილიონად გაურიგდება ახალ კომპანიას. ახლა ჩვენ იმაზეც ვფიქრობთ, ხუთ მილიონად გვიღირს თუ არა ამ სამუშაოს შესრულება“.
მერიამ „ჟილინის არხის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულებად 6 მილიონ 300 000 ლარი მიუთითა.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის ცვლილება ფასების ზრდასთან პირდაპირპროპორციული არ არის და „ერთგვარ მოლოდინთან დაკავშირებული გარანტიები“ კონტრაქტორებისთვის არავის მიუცია. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ კომპანიებმა, რომლებთანაც მერიას შეთანხმება საქონლის მიწოდებაზე აქვს, ფასების გაზრდის გამო ხელშეკრულებების ღირებულების გაზრდა მოითხოვეს. ოღონდ ეს არა უკვე გაფორმებულ, არამედ გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ეხება:
„საუბარია ისეთ წვრილმან შესყიდვებზე, როგორიც არის, მაგალითად, საკანცელარიო ნივთები. სავარაუდო მომწოდებლებმა მოითხოვეს ფასების გაზრდა, არა იმიტომ, რომ ფასები გაზრდილია, არამედ რისკების დასაზღვევად. კიდევ უფრო რომ გაიზარდოს კურსი, შესაძლოა ზარალი მიიღონ. რაც შეეხება უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს, აქ ცხადია, ვალდებულებები უკვე ნაკისრია და მის შესრულებაზე უარს ვერ იტყვიან. ხელშეკრულებას შესაბამისი საგარანტიო მექანიზმები ახლავს“, _ ამბობს არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი.
საგარანტიო მექანიზმი, რაზეც საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციაა, ამის შემდეგ კი ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საჯარიმო სანქცია კი კომპანიისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0,5 პროცენტის გადახდის დაკისრებას გულისხობს.
უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არა, მაგრამ მიმდინარე ტენდერების გამო „ნერვიულობენ“ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ორგანიზაციებშიც. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ძველი ტარიფების მიხედვით გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალოს, რაც დაგეგმილ სამუშაოებს დროში გააჭიანურებს: „ძველ ხელშეკრულებებში არაფერი შეიცვლება. ეს კანონითაა განსაზღვრული და მე კანონს ვერ შევცვლი. თუმცა ვშიშობ და მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე ტენდერები ჩაიშლება“, _ ამბობს შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური დირექტორი თემურ ბედინაძე.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ისეთი მიზეზი, როგორიც ლარის კურსის ვარდნის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა, ხელშეკრულების გადახედვის საფუძველი გახდეს და არის თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით უპირატეს მდგომარეობაში? _ არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა პასუხობს:
„სამწუხაროდ კანონმდებლობაში სრული რეგლამენტირება არ არის თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება გადაისინჯოს ხელშეკრულება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შესყიდვებთან დაკავშირებით ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანებით, ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელების შემთხვევაში, პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ეს მუხლიც ზოგად გარემოებებზე საუბრობს. ნებისმიერ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას ტენდერში გამარჯვების შედეგად.“
მალხაზ ჭკადუა შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს, რაც მერიის მხრიდან კეთილი ნების გამოჩენით _ „არ დაარტყას სამშენებლო ბიზნესს“, _ შეიძლება გამოიხატოს: „შეიძლება გაუგრძელოს მათ ვადები, ან არ გაატაროს მკაცრი სანქციები დაგვიანების გამო“.
არჩილ ვანაძის თქმით, მერიისთვის კონტრაქტორებს ჯერ არ მიუმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორები პრობლემების მოსაგვარებლად მერიას მიმართავენ, მერიაში საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გომარდულში, წანკლაურის საჯარო სკოლაში სექტემბრიდან მოყოლებული მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასში ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება. მიზეზი ინგლისურის პედაგოგის არ არსებობაა.
„დაბალ საფეხურზე ინგლისურის გაკვეთილს გერმანულის მასწავლებელი ატარებს. მაღალ კლასებში კი, ინგლისურის გაკვეთილი არ ტარდება,“ _ უთხრა „ბათუმელებს“ წანკლაურის საჯარო სკოლის დირექტორმა ციალა ჭაღალიძემ.
შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად ხუთი ვაკანსიაა. სკოლა საქართველოს და მსოფლიო გეოგრაფიის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, ქიმიის, სამოქალაქო განათლებისა და ფიზიკის მასწავლებლებს ეძებს. ზემოხევის საჯარო სკოლაში კი ქიმიისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიის მასწავლებლები არ ჰყავთ.
სოფელ სხეფის საჯარო სკოლაში ამჟამად გაკვეთილებს არასპეციალისტები ატარებენ. მაგალითად, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას სკოლის ადმინისტრატორი ასწავლის. ფიზიკის საათები კი, სკოლის დირექტორს აქვს აღებული. სხეფში მოსწავლეებს გაკვეთილები არ უცდებათ, თუმცა ეს მასწავლებლების ზედმეტი დატვირთვის ხარჯზე ხდება.
„გაკვეთილები არ ცდება, სხვა მასწავლებლებს აქვთ გადანაწილებული. გეოგრაფიას და ქიმიას ისეთი მასწავლებელი ატარებს, რომელიც საგნის სპეციალისტი კი არის, მაგრამ ბევრი საათი აქვს და ძალიან გადატვირთულია. მე მათემატიკის სპეციალისტი ვარ და ფიზიკის საათებიც მაქვს აღებული“, _ უთხრა „ბათუმელებს“ სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა ოთარ დავითაძემ.
ოთხი ვაკანსიაა სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში _ სკოლას რუსული ენის, ფიზიკური აღზრდის, მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არ ჰყავს. გოგაძეების საჯარო სკოლაში არ ჰყავთ რუსული ენის პედაგოგი. რუსული ენის პედაგოგი სჭირდებათ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაშიც. მახალაკიძეების საჯარო სკოლაში კი, საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, ინგლისურისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი არ ჰყავთ.
მახალაკიძეების სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სკოლაში გაკვეთილები არ ცდება, თუმცა მასწავლებლებს დამატებით უწევთ მუშაობა.
„მე, მაგალითად, ისტორიას ვასწავლი. დირექტორს ათ საათზე მეტის ჩატარების უფლება არ აქვს, მაგრამ იმის გამო, რომ მოსწავლეებს გაკვეთილები არ გაუცდეს, მივმართე სამინისტროს და კიდევ ხუთი საათის ჩატარების უფლება მომცეს,“ _ ამბობს მახალაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ დარჩიძე.
აჭარის განათლების სამინისტრო რამდენიმე წელია ახორციელებს პროგრამას „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო მაღალმთიანეთის სკოლებისათვის არჩევს პედაგოგებს. შერჩეული პედაგოგები კანონით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად სამინისტროსგან დამატებით 400 ლარს იღებენ ხელფასის სახით. პროგრამა მასწავლებლებს ასევე უზრუნველყოფს საცხოვრებლით და საჭირო ლიტერატურით. მიუხედავად ამისა, მაღალმთიანეთისთვის საჭირო კადრების მობილიზება სრულად ვერ ხერხდება. პროგრამა ხუთი საგნის მასწავლებლით უზრუნველყოფს სკოლას. ეს საგნებია: ინგლისური ენა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. ამასთან, შეზღუდულია მასწავლებელთა კვოტაც. მაგალითად, მიმდინარე სასწავლო წელს 36 მასწავლებლის დასაქმებაა განსაზღვრული. ამჟამად კი, 28 არის დასაქმებული.
„სამინისტრო ცდილობს შემოსული განცხადებების საფუძველზე შეარჩიოს პედაგოგები. უნივერსიტეტებში იმართება შეხვედრები, გადის რეკლამები. თუ გაიმარჯვებს კონკურსანტი კონკურსში, ვუშვებთ სკოლაში. ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში ოცი ვაკანსია გვაქვს. ამ ოცი ვაკანსიიდან სრული არის შვიდი ვაკანსია. იგულისხმება 17 და მეტი საათი. ამ ვაკანსიებში შედის ასევე, მაგალითად, სოფელ ძელაურის საჯარო სკოლაში ხუთსაათიანი ვაკანსია, ძმაგულის საჯარო სკოლაში სამსაათიანი ვაკანსია. როდესაც არჩევანის წინაშე დავდგებით, თუ სად გავუშვათ მასწავლებელი, ავირჩევთ ისეთ სკოლას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელი და სადაც სრული განაკვეთი იქნება. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროს აქვს პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“. იმის ფარგლებშიც უგზავნის სკოლებს მასწავლებლებს. მიტოვებული ნამდვილად არ არის მაღალმთიანი აჭარის სოფლები,“ _ ამბობს ნანა შავაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის _ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ კოორდინატორი.
„ვინც ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რეციდივისტად არ ჩამოყალიბდეს ის, ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება წამყვანი ამ პროცესში, დღეს მთავრობამ დაამტკიცა სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი“-განაცხადა თეა წულუკიანმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე საუბრისას.
სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებაში არასრუწლოვნებთან უპირატესობა ენიჭება მედიაციისა და განრიდების ინსტიტუტებს. ახალი კოდექსის კანონპროექტის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე მოზარდისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე, ხოლო პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება, იკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო პატიმრობა.
წულუკიანმა ასევე განმარტა, რომ განიხილავენ არასრულწლოვნების შემთხვევაში შინაპატიმრობას, როგორც სასჯელის ზომას, თუმცა ჯერ სახელმწიფომ ამისთვის საჭირო სპეციალური სამაჯურები უნდა შეიძინოს. მინისტრის განმარტებით, შინაპატიმრობის ხარჯზე სახელმწიფო დიდ ეკონომიას გააკეთებს, რადგან პენიტენციალურ სისტემაში პატიმრის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე შინაპატიმრობის ინსტიტუტის ამოქმედება.
მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, ქალაქ გოლდენის წარმომადგენელმა დანიელ ჰარტმანმა და პროგრამის დირექტორმა რობერტ ბოდომ.
აღნიშნული პროგრამით, აშშ–სა და საქართველოს შორის საფუძველი ეყრება პროფესიულ თანამშრომლობას ნარჩენების მართვის არსებული სისტემის გაუმჯობესების სფეროში.
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფი საავტომობილო გზის კმ117-კმ119 (კვარიათი-სარფი) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისგან დაცვის, ფერდობების გამაგრებისა და ქ. ბათუმში, ადლიის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების და საჭირო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ სახელმწიფომ მისცა უფლება გარემოდან ამოიღოს სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 63 წაბლის ხე (Castanea sativa).
„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს ამ პუნქტით გათვალისწინებული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ.
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.
მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოყოს თითო მებაღე (ყოველ სამუშაო დღეს, საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებშიც), ასევე მენეჯერი, რომელიც კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს ორივე ობიექტს და უშუალო კავშირი ექნება მთავარ პროკურატურასთან მომსახურების პროცესში წარმოშობილ ყველა საკითხთან დაკავშირებით.
მომსახურე პერსონალი ობიექტზე მომსახურებისას უნდა იყოს შემოსილი სპეც-ფორმით, უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი და/ან წარწერა, აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ხელსაწყოებით, ხელთათმანებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.
სატენდერო პირობების თანახმად მენეჯერის ყოფნა ყოველდღიურად ობიექტებზე სავალდებულო არ არის; შემსრულებელი ვალდებულია ქსელში წყლის მიწოდების დროებითი შეზღუდვის შემთხვევაში უზრუნველყოს გამწვანებული ტერიტორიის და ხე-მცენარეების მორწყვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით (წყალმზიდი და სხვა).
მიმწოდებელმა მის მიერ გაწეული მომსახურეობის პერიოდში მცენარის დალპობის, გახმობის და(ან) სხვა დაზიანების შემთვევაში უნდა უზრუნველყოს მათი ანალოგიურით ჩანაცვლება, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული ფორს – მაჟორული (სტიქიური უბედურებები, ომი და სხვა) მდგომარეობით ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით.
თუ ადგილი ექნება ისეთ კლიმატურ პირობების (უამინდობა, უხვი ნალექი და სხვა), რის გამოც ვერ ხორციელდება კონკრეტულ თვეში გათვალისწინებული მომსახურების სავალდებულო ჯერადობა და ასეთის განხორციელება გამოიწვევს არამიზნობრივი ხარჯის გაღებას შემსყიდველის მხრიდან, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის თაობაზე და შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, შეუსრულებელი მომსახურების ჯერადობა გადაინაცვლებს მომდევნო თვეში (ან საერთოდ არ განხორციელდება), შესაბამისად ანგარიშსწორებაც მიმწოდებელთნ განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების მიხედვით.
პრეტენდენტთა წინადადებების მიღება სატენდერო კომისიაში 16-18 მარტს. დაფინანსების წყარო: 2015 წელი – 92 000 ლარი; 2016 წელი – 18 000 ლარი. მომსახურების გაწევა კი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 უწყვეტი თვის განმავლობაში.
დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. თბილისის პროკურატურის ექსტერიერში 523 ყვავილი და სხვა მცენარეა. აქედან 111 დაზიანებულია და 60-მდე დაავადებული. რაც შეეხება ინტერიერს, აქ მოთავსებულია 26 მცენარე [ასევე 16 დეკორატიული ქოთანი]. ამ მცენარეებიდან 3-ს აკლია მიწა, ორი ძირი დაავადებულია სოკოთი და ასევე ორს – ნაწილობრივ დამპალი აქვს ფესვები.
მთავარი პროკურატურის შენობასთან სულ 198 მცენარეა გარეთ, ხოლო 12 ინტერიერში. ამათგან, 5 ძირი გამხმარია, 6 ქოთანი შესაცვლელია უფრო დიდი ზომის ქოთნებით, ხოლო 12 ძირი საჭიროებს გადარგვას.
უნივერსიტეტის წინა რექტორი გამოირჩეოდა “აკადემიურობით” (მათ შორის სამეცნიერო მუშაობით), “ბჭერმეტყველებითა” და “კომუნიკაბელურობით”. სიმართლე გითხრათ, ის მართლაც იქნებოდა სამაგალითო რექტორი თუ დაიცავდა „უნივერსიტეტის იდეას“, ანუ უნივერსიტეტის ავტონომიურობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არც არაფერი ჰქონდა დასაცავი, ვინაიდან მისი არჩევაც თავდაპირველად აკადემიური საბჭოს ზეწოლის ქვეშ მოხდა. ის იყო რექტორი, რომელიც მრავალი “სიქველის” კეთებასთან ერთად ხელს აფარებდა ძალაუფლებაში მყოფი პარტიის ბინძურ საქმიანობას უნივერსიტეტში. კერძოდ კი საკადრო პოლიტიკაში უხეშ ჩარევას. შედეგად, წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აპარატი (აგრეთვე ფაკულტეტები ) პარტ-მუშაკებისგან, დეკანის, კანცლერისა, რექტორის ნათესავებისაგან და მეგობრებისგან დაკომპლექტდა. აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ უნივერსიტეტი საგრძნობლად განიცდის პროფესორ-მეცნიერთა დეფიციტს. დეფიციტი კი იმ დონემდეა მისული, რომ შეიძლება ითქვას უნივერსიტეტმა უკვე დაკარგა თავისი სახე -მეცნიერების კერა- თუ მას ის ოდესმე ჰქონია.
კანდიდატთა შორის ჩვენ ვერ შევხდებით მესიას, მესიას, რომელიც ერთი ჯოხის დაქნევით მოაგვარებს პრობლემებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მიიღებს, – არა ერთპიროვნულად, არამედ სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით – აგრეთვე უარს იტყვის იმ მანკიერ ტრადიციებზე, რაც წლების განმავლობაში შეიძინა უნივერსიტეტმა, აღიარებს იმ პრობლემებს, რაც დაგროვდა უნივერსიტეტის შიგნით, დაიცავს უნივერსიტეტის ავტონომიასა და მოითხოვს პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას.
ჩვენ გვჭირდება ისეთი რექტორი, რომელიც ზემოთ აღნიშნული საკითხების დღის წესრიგში დაყენებისას არ შეუშინდება ძალაუფლებაში მყოფი ძალების მუქარებს, დაშინებებსა და პროვოკაციებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობი წევრი, პეტრე ზამბახიძე კი დარწმუნებულია ეს მაღალი ხარისხის პლაკატები გუშინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარიგა, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის დროს:” გუშინ ღარიბაშილთან თათბირზე გამგებლები და მერები იყვნენ დაბარებულები, ეს ფაქტი თავად არასერიოზულია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმართველობის არჩეულ თანამდებობის პირებს იბარებს თათბირზე, თუმცა ამ დაბარების შედეგი დღეს უკვე ცხადია ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული საქმეები გაკეთდეს, როგორც ჩანს გამოატანეს მაღალი ხარისხით დაბეჭდილი პლალაკატები მუნციპალიტეტის წრამომადგენლებს… წარსულზე საუბრის დროს იკარგება აწმყო და მომავალი…მე მოვუწოდებ გაჩერებული საქმეების გაკეთებისკენ და თავი დაანებო წარსულში ხელების ფოთიალს, ჩვენც ბევრი გვაქვს გასახსენებელი, როცა შევარდნაძის დროინდელი კადრები დღესაც მაღალ კენთანამდებობაზე არიან…”-ამბობს “ბათუმელებთან” პეტრე ზამბახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
პეტრე ზამბახიძე ირწმუნება, რომ გამგებლებმა და მერებმა დავალებაც მიიღეს, რომ 21 მარტს თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხის წასვლას ხელი შეუშალონ.
ეს ფოტო გადაღებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში
„მანდ იყო აბრა წარწერით, რომელიც არ იყო ზუსტი. ტაძრის სახელწოდება ეწერა არასწორად. საინფორმაციო დაფის აღების მიზეზიც სწორედ ეს იყო. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელს ტაძრის წინამძღვარმა მისცა სწორი წარწერა, მაგრამ ეს (სწორი წარწერით) მერე არავის დაუდგამს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჩხაიძემ.
GE DIGITAL CAMERA
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
„ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი აგებულია 1897 წელს მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ. შენობა ფსევდო-გოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია. საბჭოთა დროს აქ განთავსებული ყოფილა არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შენობა გადაეცა მართლმადიდებლურ ეკლესიას“, _ ესაა ის ტექსტი, რაც ეწერა საინფორმაციო დაფაზე.
საინფორმაციო დაფა, რომელიც ტაძრის შესასვლელთან იდგა და ეკლესიის მოთხოვნით აიღეს
ამ ტექსტში ტაძრის სახელწოდება ზუსტად იგივეა, როგორც ეს მითითებულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე: „ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი“; ამიტომ ეკლესიის წინამძღვარს, წესით, ტაძრის დასახელებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა.
რაც შეეხება საყოველთაოდ აღიარებულ ისტორიულ ფაქტს, რომ ტაძარი აგებულია მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ, ტაძრის ამჟამინდელი მფლობელი ყოველთვის გვერდს უვლის. ზემოაღნიშნულ ვებგვერდზეც, სადაც ტაძრის ისტორიაა განთავსებული, ეს ფაქტი მოყვანილი არ არის. არ არის მითითებული არც ის, რომ ტაძარი თავის დროზე ბათუმელი კათოლიკეებისთვის აშენდა (კათოლიკე ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით).
წარწერა ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შენობის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გადაცემა ეპარქიის ვებგვერდზე ასეა „ახსნილი“: „საბედნიეროდ, ახალმა დროებამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ეკლესიაც თავის მრევლს დაუბრუნდა“.
თუმცა, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე შენობის გადაცემა არ ნიშნავდა „ეკლესიის თავისი მრევლისთვის დაბრუნებას“, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ეკლესიის მრევლი ისტორიულად ბათუმელი კათოლიკეები იყვნენ და არა მართლმადიდებლები.
ზემოაღნიშნული წარწერა დაფაზე სამ ენაზე იყო დატანილი _ ქართულად, ინგლისურად და თურქულად. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და სამივე ენაზე წარწერების შინაარსი იდენტურია.
კონკრეტულად რა უზუსტობა ჩაასწორეს დაფაზე _ ამ კითხვაზე ეპარქიისგან, ზემოაღნიშნულის გარდა, სხვა პასუხი ვერ მივიღეთ.
„თვითონ ეკლესიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ გვინდა საინფორმაციო დაფაო და მათი გადაწყვეტილებით ავიღეთ“, – უთხრეს რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. საინფორმაციო დაფების განთავსებასა და მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა.
GE DIGITAL CAMERA
ადგილი სადაც საინფორმაციო დაფა იდგა
დეპარტამენტიდან საინფორმაციო დაფებთან დაკავშირებით კი წერილობით შემდეგი პასუხი მივიღეთ: „…ტაძრის მიმდებარედ 2012 წელს იყო განთავსებული საინფორმაციო დაფა, რომელიც ეკლესიის ხელმძღვანელობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იყო დაზიანებული, რის გამოც მოხდა მისი დემონტაჟი“. წერილს ხელს აწერს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამია ბერძენიშვილი.
„დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან იყო საუბარი; არ ისურვა სამღვდელოებამ, რომ ყოფილიყო იქ განთავსებული ეს დაფა. მათთან შეთანხმებით მოხდა აღება და მერე ჩვენ თვითონ წამოვიღეთ. კვლავ იქ განთავსება აღარ განიხილება“, _ აღნიშნა `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთმა მოადგილემ, რაულ აბულაძემ.
თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, აღებული საინფორმაციო დაფა ინახება საკათედრო ტაძარში, მამია ბერძენიშვილისა და რაულ აბულაძის ინფორმაციით კი _ დეპარტამენტში. დეპარტამენტმა დაფის ფოტოც მოგვაწოდა.
უნდა იყოს თუ არა ქალაქში ისეთი მნიშვნელობის ნაგებობებთან, როგორიც საკათედრო ტაძარია, განთავსებული საინფორმაციო დაფა?
„გვინდა ძეგლებთან მათი მოკლე ისტორიისა თუ შენობის არქიტექტორის შესახებ ინფორმაციის განთავსება, თუმცა ამ ეტაპზე შესაბამისი დაფინანსება არ გაგვაჩნია“, _ აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბიძინა აფხაზავამ.
რაულ აბულაძე: „ეს ადრე დადგმული დაფები შეიძლება ამოვიღოთ საერთოდ. დეპარტამენტმა თავის დროზე ეს იმიტომ გააკეთა, რომ ვაკუუმი იყო ამ მხრივ… ახლა თუ გადაწყდება, ალბათ, სხვა დიზაინით იქნება, ან შესაძლოა ქალაქი (ბათუმის მერია) ფიქრობდეს სხვა ფორმით დაფების განთავსებას“.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ არსებობს მონახაზი ტურისტულ ობიექტებთან საინფორმაციო დაფების განთავსებაზე, გაკეთებულია ხარჯთაღრიცხვაც, თუმცა საქმე არ მისულა იქამდე, რომ მიმართონ საკრებულოს საკითხის გადასაწყვეტად.
ეპარქიის ვერსია, რომ დაფაზე ტაძრის დასახელება არასწორი იყო და სააგენტოს სწორი ვერსია მიაწოდეს _ დამაჯერებლობას მოკლებულია. ტაძართან სხვა სტილის, ფოტოსტენდიცაა წარწერით, რომელზეც ტაძრის დასახელება სრულად არ წერია. ეპარქიას ამის გამო სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
ფოტოსტენდი
სააგენტოს ინფორმაციას, თითქოს ტაძრის ხელმძღვანელობამ მათ დაფის დაზიანების გამო მიმართა, ეპარქიაში არ ადასტურებენ.
ეკლესიის ხელმძღვანელობას შესაბამისი უწყებებისთვის დღემდე არ მიუმართავს ტაძარში არსებული ფრესკების სავალალო მდგომარეობაზე _ მათი კვალი, ფაქტობრივად, იშლება.
„ეკლესიის მხრიდან წერილობითი მომართვა ფრესკებთან დაკავშირებით არ ყოფილა, არც სატელეფონო ზარი, ყოველ შემთხვევაში ბოლო ორი წლის განმავლობაში~, _ ამბობენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
ტაძარი თავის დროზე იტალიელმა მხატვრებმა მოხატეს კათოლიკური ეკლესიისათვის დამახასიათებელი ფრესკებით. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენობაში საკონცერტო დარბაზი გაეხსნა და შენობის რესტავრაციისთვის თბილისიდან რესტავრატორების ჯგუფი მოიწვია, რომელთაც ეკლესიაში კედლის დაზიანებული ფრესკები აღადგინეს.
ჯგუფს მხატვარ-რესტავრატორი, ამირან გოგლიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ამბობს, რომ „ამჯერად აღდგენა უკეთესიც არის, ახლა გამომშრალია კედლები და შესაძლებელია, რომ საფუძვლიანი რესტავრაცია გაკეთდეს“.
GE DIGITAL CAMERA
თურქეთი. საინფორმაციო დაფა ოშკის მონასტერთან. ფოტო ბათუმელების არქივიდან
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ განსასჯელს უთხრა, რომ მას საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებდა. პირს ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. ის აღიარებს ბრალდებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს. იმავე მუხლით ბრალდებულ მეორე ადამიანს, სხვა პროკურორის მონაწილეობით, გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, ბრალის აღიარებითა და სასჯელზე შეთანხმებით.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის შეფასებით, ადამიანები დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსისა და მართლმსაჯულების წინაშე თანასწორები არ არიან. მისი დაკვირვებით, შესაძლებელია ერთი და იმავე დანაშაულის ჩამდენს ერთ შემთხვევაში გაუწიონ შეღავათი და გაუფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო მეორე შემთხვევაში ამ შეღავათზე სახელმწიფომ უარი თქვას: “უპირატესობა ენიჭება ფულს, თუ ადამიანი მდიდარია, მისთვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არის უფრო ლმობიერი – ბიუჯეტში შედის თანხა. ვისაც არ აქვს საშუალება, რომ სახელმწიფოს ფული გადაუხადოს, მის მიმართ კანონი უფრო მკაცრია“.
იურისტი ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით სასჯელის განსაზღვრის პრეროგატივა აქვს სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში კი, ადამიანის ბედს პროკურორი წყვეტს: „ეს არის ჩარევა სასამართლოს ხელისუფლებაში, სასამართლო თავად უნდა მივიდეს გადაწყვეტილებამდე, გაუფორმდეს თუ არა ადამიანს საპროცესო შეთანხმება“. ემზარ პაქსაძის აზრით, სასჯელის მიზანი უნდა იყოს პრევენცია, რომ ბრალდებულმა შემდეგში არ ჩაიდინოს დანაშაული ან არ იყოს საზოგადოებისთვის საშიში. “როცა პირობებია ისეთი, რომ პროკურატურის გარეშე ამას სასამართლო ვერ ადგენს, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას”.
ადვოკატის შეფასებით, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს კრიტერიუმები, ვის უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ვის _ არა: „ორ ერთნაირი საქმიდან ერთ-ერთზე (მაგალითად, ქურდობა) შესაძლოა პროკურატურამ კეთილი ინებოს და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება იმიტომ, რომ იცნობდეს ადვოკატს, მეორე შემთხვევაში შესაძლოა ადვოკატი ნაკლებად ცნობილი იყოს ან პროკურორმა ვერ მოიცალოს მასთან შესახვედრად და უარი თქვას ამ შეთანხმებაზე. საპროცესო შეთანხმება უნდა არსებობდეს, მაგრამ არა ამ ფორმით“. იურისტის შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ მოსამართლეს არ აქვს ჯარიმის ოდენობის შემცირების უფლება: „სასამართლოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს _ შებოჭილია მოსამართლე. ის პროცესზე ეკითხება ბრალდებულს, საპროცესოს იძულებით ხომ არ აფორმებს პროკურატურა, ანუ ამოწმებს ძალადობით ხომ არ გააფორმა ეს შეთანხმება სახელმწიფომ მასთან. მოსამართლე ამას ზეპირად უცხადებს ბრალდებულს, იმ პროცესზე, სადაც პროკურორიც არის. თუ ის მართლა ძალადობდა ბრალდებულზე, რომელიც იქვე სხდომათა დარბაზში ზის, რისი მთქმელია განსასჯელი, ესეც, უბრალოდ, ფორმალობაა“.
აკაკი თოიძე ათი წელი მოსამართლედ მუშაობდა. სწორედ მაშინ, როცა საქართველოში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ინერგებოდა, ის მოსამართლე იყო და მივლინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ინსტიტუტის გასაცნობად გაუშვეს. ამბობს, რომ საქართველოში კანონის ამ ნორმამ მანკიერი სახე მიიღო: „პროკურორი ეუბნება ბრალდებულს, დათანხმდი ჩვენს შემოთავაზებულ პირობებს და აი, სადღაც იქ, იმ საქმეში, რომ, შესაძლოა, თქვენი ბრალეულობა გამოიკვეთოს… ამის სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობს. ვფიქრობ, მოსამართლე უნდა არკვევდეს, საერთოდ ჰქონდა თუ არა დანაშაულის ჩადენას ადგილი, მაგრამ როცა დაცვისა და ბრალდების მხარე სასამართლოში ამბობს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და ფორმდება საპროცესო შეთანხმება, მოსამართლე სხვა დეტალებს, გარდა ფორმალობისა, არ არკვევს“.
ყოფილი მოსამართლის თქმით, “აქილევსის ქუსლი” ისაა, რომ პროკურატურა საპროცესო კოდექსს შერჩევითობის პრინციპით იყენებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანების თანასწორობას არღვევს. მისი ინფორმაციით, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ერთი და იმავე ბრალდების დროს აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, ქართლისა თუ სამეგრელოს პროკურორები საპროცესო შეთანხმების სხვადასხვა პირობას სთავაზობენ დაცვის მხარეს: „მაგალითად, ნემსის ქურდს აჭარაში შესაძლოა ჯარიმა ხუთი ათასი ლარი გადაახდევინონ, იმერეთში კი – ორი ათასი ლარი. მსგავსი დიფერენციაცია ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში მანკიერი პრაქტიკაა, ტერიტორიული საზღვრებით განსხვავებულ მიდგომებს არ უნდა ვაწყდებოდეთ: კანონით ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს პროკურორს, თუმცა, როგორც გავიგე, ეს ყოფილა `მხარეთა შეჯიბრობითობის” პრინციპი მთავარ პროკურატურაში – რომელ რეგიონს რამდენი თანხა შეაქვს ბიუჯეტში“.
კიდევ ერთი ადვოკატი- ბესარიონ ბოჭორიშვილი კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს. მისი შეფასებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს სასამართლოს რესურსი იზოგება, თუმცა ის არ ემსახურება სამართლის დადგენას. ამ შეთანხმების დროს, ადვოკატის თქმით, ობიექტური ჭეშმარიტება მეორე პლანზე გადადის, მართლმსაჯულების მიზანი კი ეს არ არის.
ბესარიონ ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დედაქალაში წარმოებული პროცესები განსხვავდება რეგიონებში წარმოებული პროცესებისგან: “დედაქალაში უფრო მეტი და უფრო ძლიერი ადვოკატები არიან, შესაბამისად უფრო ანგარიშს უწევენ მხარეები ერთმანეთს, უფრო ძლიერია პროკურატურაც. სასამართლოში მხარეებს შორის შეჯიბრობითობა იგრძნობა, რეგიონებში ხელების გადაგრეხვის პროცესია უფრო – თუ ბრალდებულს ჰყავს კარგი ადვოკატი, რომელსაც აქვს ძლიერი საადვოკატო ბიურო, თუ თანხა დახარჯა მტკიცებულებების მოპოვებაზე, რაც იშვიათია, ბრალდებულს მეტი შანსი აქვს. ასეთ დროს პროკურორი, სახელმწიფო თავადაა ინიციატორი გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. თუ დაცვის მხარე სუსტია, საპროცესო შეთანხმება შეიძლება არც პროკურორს აინტერესებდეს და სულ არ არის იმაზე საუბარი, ბრალდებული არის თუ არა დამნაშავე, ეს მარათონია, მთავარია ამ შეჯიბრში ვინ ვის აჯობებს. ეს არის მინუსი ამ ინსტიტუტის და ის განსაკუთრებით თვალშისაცემია განვითარებად ქვეყნებში. დასავლეთში მეტია დამცავი მექანიზმი, იქ ბრალდების თვითნებობის საშუალება ნაკლებია”.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა სულ 15 390 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს, მათ შორის გამამართლებელი განაჩენი 76 საქმეზე დადგა, 11 805 ადამიანს კი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ამ გზით რამდენი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში? – ეს სტატისტიკური ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არ მოგვცეს.
9 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა, სადაც კანდიდატებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოკლედ წარუდგინეს მათი სამოქმედო გეგმა და უპასუხეს მათ კითხვებს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის არ ყოფილა დამაკმაყოფილებელი, რადგან ბევრ კითხვაზე ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი, სხვადასხვა მიზეზის გამო.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მე-3 წელია ვსწავლობ და საკმარისი ინფორმაცია დავაგროვე იმის შესახებ, თუ როგორ იმართებოდა და როგორ ტარდებოდა პოლიტიკური ინტერესები უნივერსიტეტში წლების განმავლობაში და ამიტომაც შეხვედრაზეც ავღნიშნე და კიდევ მინდა გვაიმეორო, მინდა მჯეროდეს, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნების მსგავსად პოლიტიკურად არ გადაწყდება, მაგრამ სამწუხაროდ ამის საბაბი არ გამაჩნია.
როდესაც კანდიდატების ვინაობა საბოლოოდ გაირკვა, ბუნებრივია გადავხედე ყველას წარსულ საქიანობას და ამასთანავე მოვისმინე მათი სტრატეგია, აქედან გამომდინარე კი ჩამომიყალიბდა კრიტერიუმები თუ ვინ არ უნდა გახდეს რექტორი.
რექტორი არ უნდა გახდეს ის, ვინც სტუდენტებს კაბინეტში იბარებდა და დაშინების პოლიტიკას იყენებდა, ის, ვინც სტუდენტებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა, ვინც თანამშრომლებს და სტუდენტებს არასრულფასოვნად მიიჩნევს, ვინც უნივერსიტეტში პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, ის ვისაც დღემდე არ ამოუღია ხმა და არ მოუთხოვია 2007 წლის 8 ნოემბრის ფაქტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის “შავი ლაქის” გამოძიება და არ უზრუნია უნივერსიტეტის ღირსების აღდგენაზე, ვისაც ერთი სიტყვაც არ დასცდენია უნივერსიტეტის ავტონომიის დასაცავად და ბოლოს, რექტორი არ უნდა გახდეს ის, ვისაც დღემდე ხმამაღლა არ უსაუბრია განათლების კრიზისზე და სისტემის პრობლემებზე, წინა საარჩევნოდ ამოღებული ხმა კი პირადად ჩემთვის, ბევრს არაფერს ნიშნავს.
რაც შეეხება კანდიდატების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს. უმეტესობა ეხებოდა იმ წვრილმან პრობლემებს, რაც ვერ შეედრება პრობლემას, რომელიც თავად სისტემაშია, სისტემა რომელმაც უნივერსიტეტი გადააქცია “მე-13 კლასად”, რის გამოც უნივერსიტეტი თანდათან შორდება იდეას, თანდათან წყდება გარემოს, რეგიონში, ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, უნივერსიტეტი კარგავს პოზიციას მომავლის შექმნის სტრატეგიაში, აღარ იქმნება ახალი ცოდნა, რის გამოც დოგმად იქცა ძველი ცოდნა, რაც იმის დამსახურებაა, რომ არ ტარდება კვლევები, რაც, თავის მზრივ, მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ არ არის შესაბამისი დაფინასება, ძველი ცოდნის დოგმად ქცევა კი უნივერსიტეტისთვის ნიშნავს ჩამორჩენას, ფაქტიურად მკვდარია კრიტიკული აზროვნება და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სისტემამ შექმნას “რობოტი” რომელსაც არ შეეძლება გაანალიზოს არსებული რეალობა.
უმრავლესობას არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ არსებული ვიწრო სპეციალობები, რომლებიც მხოლოდ უნარებს ანვითარებს და არ არის სამეცნიერო დარგი, არ უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტში და არ უნდა ხდებოდეს ამის გაყიდვა მაღალ ფასად. სამაგიეროდ ბევრმა ახსენა, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული სისტემა და უნდა მოვიზიდოთ 7000 სტუდენტი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ზედაპირული იყო. ვერ მოიზიდავენ 7000 სტუდენტს მანამ, სანამ არ მოწესრიგდება და არ შეიქმნება მკაცრი ცხრილი, რომელიც არ იქნება მორგებული ლექტორებზე, ლექტორთა დიდი ნაწილი სხვა სამსახურით არის დაკავებული, რაც კადრების ნაკლებობითაა გამოწვეული და რაც საბოლოოდ გვაძლევს იმას, რომ დეკანატი იძულებულია ცხრილი მოარგოს ლექტორებს, რის გამოც ვერ ხერხდება არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწორი ათვისება, ამიტომ აუცილებელია, რომ გაიზარდოს ლექტორთა რაოდენობა, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სისტემის გამართულად მუშაობას და მეორეს მხრივ ლექტორთა თვითგანვითარებას.
უნივერსიტეტს ჭირდება რექტორი რომელიც იზრუნებს განათლების ხარისხზე, დაიცავს უნივერსიტეტის ავტონომიას, რექტორი, რომელიც პრობლემების მოგვარებას დაიწყებს საფუძველიდან და არ შეფუთავს სისტემას, როგორც საუკეთესო მექანიზმს.
რაც შეეხება იურიდიულ მხარეს და საარჩევნო პირობებს.
ბსუ-ს წესდების 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს; ბ)ადმინისტრაციულ პერსონალს;
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კონკრეტული კანდიდატები არღვევენ წესდებაში მოცემულ 44-ე მუხლს.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არ მიმაჩნია სამართლიანად, როცა რექტორს 9 ადამიანი ირჩევს და ასევე არათანაბარ საარჩევნო პირობებად მიმაჩნია ის, როცა ერთი კანდიდატი საბჭოს წევრია, მიუხედავად იმისა, რომ ამას წესდება არ კრძალავს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები ჩემთვის დიდი იმედის მომცემი არ არის ჯერჯერობით და მეტნაკლებად ყველა კანდიდატი მიუღებელია, მაგრამ ბუნებრივია არსებულთა შორის არის საუკეთესო, რომელიც ნაწილობრივ შეეხო იმ საკითხებს, რაზეც უკვე ვისაუბრე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საუკეთესო არ ნიშნავს იდეალურს.
ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და ახალი რექტორი ყველა იმ ეჭვს გააბათილებს, რომელიც ამ ეტაპისთვის გამაჩნია უნივერსიტეტის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სამუშაოები ერთდროულად დაიწყება გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან [პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა] და პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა]. ერთი წლის განმავლობაში სამუშაოები გაგრძელდება, ძირითადად, ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის მონაკვეთში.
„თითქმის ყველაფერი მზად არის, მობილიზაცია მთავრდება და 27 მარტიდან დაიწყება კონკრეტული სამუშაოები [ქუჩის გადათხრა]. მთლიანი ქუჩა არ გადაიკეტება, გადაიკეტება გარკვეული მონაკვეთები, ვთქვათ 2 კვირით. გააჩნია ამინდსაც. კანალიზაციის მილები ცოტა ღრმად არის ჩასადები, რაც პრობლემებს წარმოშობს ცუდი ამინდის პირობებში, როცა რთული, შეუძლებელიც კი იქნება მუშაობა. თუმცა ის, რომ მთელი ქუჩა დაიკეთება ერთი წლით, ასე არ არის. სამუშაოებს ქართულ-გერმანული ერთობლივი კომპანია ჩაატარებს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერის მრჩეველმა რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუშმა.
ერთი წლის შემდეგ სამუშაოები [„ჭაობის“ დასახლებაში] გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის, შემდეგ კი ბაგრატიონისა და მთისძირის ქუჩებს შორის მოქცეულ მონაკვეთებში გადაინაცვლებს.
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში 2007 წლიდან მიმდინარეობს, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მიღებული შეღავათიანი სესხის ხარჯზე ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც სამ ფაზად იყოფა, სესხის მთლიანი მოცულობა 82 367 382 ევროს შეადგენს, პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი დამატებული ღირებულების გადასახადის ნახევარი იფარება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი ნახევარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება ასევე პროექტის დამატებითი თანადაფინანსება 10 194 104 ევროს (დღგ-ს გარეშე) ოდენობით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად რომელიც არ ფინანსდება სესხიდან, მაგრამ პროექტის პარალელურად უნდა განხორცილდეს.
ბათუმი, სამუშაოები გრიბოედოვის ქუჩაზე /ბათუმელების არქივიდან/