სიახლეები

„გადადექი“, „გადადექი!“ – ავთანდილ ბერიძემ სხდომა დატოვა

13.03.2015
„გადადექი“, „გადადექი!“  – ავთანდილ ბერიძემ სხდომა დატოვა

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის პოსტზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას დღეს უყარეს კენჭი.  კენჭისყრაში მხოლოდ ათი დეპუტატი მონაწილეობდა. აქედან რვა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრია, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატი.  სხდომას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა. 

„დღევანდელი  კენჭისყრის  შედეგები  აუცილებლად  მივა სასამართლომდე, რადგან  შედეგი სადავოა. ავთანდილ ბერიძეს არ ჰქონდა უფლება, სხდომა დაეტოვებინა და დადგენილებისთვის არ ეყარა კენჭი“, – აცხადებს სულხან ღლონტი.

მისივე თქმით, ავთანდილ ბერიძის მხრიდან სხდომის დატოვებას დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად მაგიდებზე ხელების ბრახუნით და შეძახილებით – „გადადექი, გადადექი“- უპასუხეს.

„პრაქტიკულად, უმაღლესი საბჭო კრიზისშია. ცოტა ხანში აპირებენ დააყენონ  თავმჯდომარის გადაყენების საკითხიც, ასე რომ ეს პროცესები სასამართლომდე მივა“, – აცხადებს სულხან ღლონტი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: