ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერს: „გაწმინდეთ მეკვერცხეებისგან ქალაქი“

 

„დღეს ამოიწურა გონივრული ვადა, როდესაც ქალაქის მერს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, კრიმინალური დაჯგუფებებისგან და ე.წ. მეკვერცხეებისგან   გაეთავისუფლებინა მუნიციპალური დაწესებულებები და ქალაქ ბათუმის მერია.

 

ბათუმის მერი ხშირად მამა აბრაამის ბატკანის როლში გამოდის და ის თავს იმართლებს იმით, რომ მას არ ავალდებულებს კანონი, რათა დისციპლინარული დარღვევისთვის გაათავისუფლოს ესა თუ ის თანამშრომელი. ჩვენ მას როგორც იურისტს ვახსენებთ, რომ საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ დადგენილებაში 78-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინარულ გადაცდომას პირდაპირ წერია – „ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი ბრალეული ქმედება, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ისჯება დისციპლინარული პასუხისმგებლობით,“ – თქვა ბრიფინგზე ირაკლი თავართქილაძემ.

 

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი თავართქილაძესთან ერთად სხვადასხვა დროს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანებიც იმყოფებოდნენ. თავართქილაძის განცხადებით, ბათუმის მერმა სამსახურიდან პროფესიონალები გაუშვა და მათ ნაცვლად არაკომპეტენტური ადამიანები დანიშნა.

 

„მოვუწოდებთ ქალაქის მერს,  ქალაქის საქმე აკეთოს და პროფესიონალი კადრების გაშვებას და მათი მეკვერცხეებით ჩანაცვლებას სჯობს აღადგინოს ქალაქ ბათუმის მერიაში ის საქმიანი გარემო, რაც იყო ბოლო წლების განმავლობაში.  ქალაქი გაჩერებულია. გაჩერებულია იმიტომ, რომ მეკვერცხეები წარმართავენ ქალაქის პოლიტიკას,“ – ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  14 მარტს დაუშინეს.  დეპუტატმა უკვე მიმართა სამართალდამცავებს. თავდასხმაში მონაწილე პირები ბათუმის მერიის ერთ-ერთი შპს-ეს თანამშრომლები არიან. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ მერის კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული ფაქტის გამოძიება და ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაოიძიონ, ხოლო თავდასხმაში მონაწილე პირებს სამსახურიდან ვერ გაუშვებს, რადგან შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა.  

 

 

უფასო გამოკვლევები ბავშვებისთვის

 

 

კონსულტაციაზე მიიღებიან მოზარდები შემდეგი დაავადებებით: მწვავე ოსტეომიელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სასის ღია ნაპრალი.

აქცია, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვები“-ს და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა.

 

მშობლებმა თან უნდა იქონიონ პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი, ფრომა N100, არსებობის შემთხვევაში რენტგენოლოგიური და ტომოგრაფიული კვლევა, ფოტოსურათი და ცნობა ფაქტიური მისამართის შესახებ.

 

დაღუპული რკინიგზელის ახლობლები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან. ფოტო: ლელა დუმბაძე

გარდაცვლილის ოჯახების წევრების განცხადებით, დანაშაულის ფაქტი 2013 წლის 16 აგვისტოს განთენიისას მოხდა, თუმცა  გამოძიებას დამნაშავე პირები დღემდე არ გამოუვლენია.

„ჩემი მეუღლე როსტომ მამულაძე  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამეღუპა, ის რკინიგზის დეპოში მუშაობდა და ლიანდაგზე ყოფნის დროს, ელმავალმა გადაუარა. საქმე იმაშია, რომ ერთხელ რომ დაეჯახა ელმავალი, იმის ნაცვლად რომ გარდაცვლილი ამოეყვანათ რელსებიდან, ხელმეორედ გადაუარეს გვამს. მას შემდეგ ორი წელი გადის და  საგამოძიებო ორგანოებიდან არაფერი არ ისმის. არც ბრალდებულები არსებობენ, არც სასამართლო ყოფილა. ჩვენ მოვითხოვთ  რომ გამოძიება გახდეს ეფექტური და დამნაშავეები დაისაჯონ“-აცხადებს, გარდაცვლილის მეუღლე  დარიკო გაბრუშიძე.

გარდაცვლილის განცხადებით, რკინიგზამ გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციის გადახდაზეც კი უარი განუცხადა.

„ჩემი მეუღლე 18 წელი რკინიგზაში მუშაობდა, ვფიქრობ რაიმე ყურადღება მაინც უნდა გამოეჩინათ ოჯახის მიმართ“.

დაღუპული რკინიგზელის ძმა,  რევაზ მამულაძე ამბობს, რომ გამოძიებამ  დეპოს თანამშრომლები უნდა დაკითხოს, რომლებიც იმ დღეს ელმავალს მართავდნენ:

„ჩვენ ვიცით რომ იმ დღეს მატარებლის შემადგენლობაში იყვნენ  ტარიელ დუმბაძე, მისი თანაშემწე გოგიტა ცინცაძე და მირიან მამულაძე, სამივეს ჰქონდათ  გადამცემი და როცა ადამიანს გადაუარეს შეეძლოთ ამ ფაქტზე დროული რეაგირება ჰქონოდათ. პროკურატურისგან მოვითხოვთ რომ გამოძიება დაიწყონ. ამ ქვეყანაში სამართალმა უნდა იზეიმოს თუ არა?“-აცხადებს, ის.

ოჯახის წევრების განცხადებით, გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა: ფუტკარაძის არჩევა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა

 

„2015 წლის 13 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ინიციატივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ერთ-ერთ საკითხად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა განიხილებოდა. სხდომაზე რეგისტრაცია 13 დეპუტატმა გაიარა, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომა მუშაობას შეუდგა. ვიცესპიკერის თანამდებობაზე ორი კანდიდატი: ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე წარადგინეს. კენჭისყრის შედეგად, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ 8 ხმით არჩეულ ვიცესპიკერად ჯემალ ფუტკარაძე გამოაცხადა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ კენჭისყრის დადგენილების პროექტს კენჭი არ უყარა იმ მოტივით, რომ აჭარის კონსტიტუციის თანახმად, ვიცესპიკერის არჩევისთვის არა 8, არამედ 11 ხმა იყო საჭირო.

 

ამის შემდეგ ავთანდილ ბერიძემ დარბაზი დატოვა, სხდომა კი დარბაზში უხუცესმა წევრმა მედეა ვასაძემ გააგრძელა, რის შემდეგაც ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევის დადგენილების პროექტს კენჭი ეყარა.

 

16 მარტს, მმართველი კოალიციის ყოფილმა წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის არგუმენტად, 2012 წლის 28 ოქტომბერს, უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერად დავით ბაციკაძის არჩევისას, სხდომაზე რეგისტრირებული დეპუტატების სია გამოაქვეყნა. დეპუტატის მტკიცებით, მაშინაც რეგლამენტის მოთხოვნის მიუხედავად, რეგისტრაცია არა 14-მა, არამედ 13 დეპუტატმა გაიარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საბჭოსთვის, ბაციკაძე ვიცესპიკერად აერჩიათ და დადგენილების პროექტი მიეღოთ.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობა 21 დეპუტატია, ნახევარზე მეტი კი – 11 წევრი. შესაბამისად, იმის გამო, რომ ფუტკარაძის არჩევას არა 11-მა, არამედ 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მისი არჩევა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ჯემალ ფუტკარაძის არჩევა აჭარის კონსტიტუციის უგელებელყოფით მოხდა და მის არჩევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და ნორმათა კოლიზიის დროს გამოყენებული უნდა იქნას იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი ანუ კონსტიტუცია.

 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციის შესაბამისად აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები, მით უფრო, როცა საკითხი ეხება საკანონმდებლო ორგანოს და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას.“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა

რატომ არის საშიში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ოტოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით სახიფათოა იმიტომ, რომ დაკარგული სმენა უკან არ ბრუნდება.

„ხდება სმენის შენარჩუნება იმ ეტაპზე, რა დონემდეცაა დაქვეითებული, მაგრამ პროცესი შეუქცევადია. ნარჩუნდება სმენის პირველი, მეორე ხარისხის დაქვეითება, მაგრამ სმენის ნერვის დაზიანების მკურნალობა, სამწუხაროდ, არ არსებობს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეჭვის არსებობის შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს“, – ამბობს ექიმი.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 360 მილიონი სმენადაქვეითებული ადამიანია (მათ შორის 328 მილიონი ზრდასრული და 32 მილიონი ბავშვი). ამის მიზეზი გარდა მაღალი ხმის ზემოქმედებისა, შესაძლოა გენეტიკური წინაგანწყობა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მაგალითად, მენინგიტი), ყურის ქრონიკული ინფექციები, ხშირი გაცივება ან დედის მიერ ორსულობაში გადატანილი წითელა იყოს.

ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ სმენის დაქვეითება შესაძლოა ზოგიერთმა ოტოტოქსიკურმა მედიკამენტმაც (მაგალითად, ანტიბიოტიკმა გენტომიცინმა) გამოიწვიოს:

„ჩვენ ხშირად ვურჩევთ პაციენტებს თავი შეიკავონ ასეთი მედიკამენტების მოხმარებისგან. სამწუხაროდ, ამ წამლებს დღემდე აქტიურად მოიხმარენ საქართველოში“.

ხმის უსაფრთხო დონე მისი ინტენსივობით (სიმაღლით), ხანგრძლივობით (ზემოქმედების დროით) და ზემოქმედების სიხშირით (რეგულარობით) განისაზღვრება.

ჯანმოს რეკომენდაციით, ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 8-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში 85 დეციბელია, ხოლო 100-112 დეციბელის დონის ხმის ზემოქმედება, რომელიც ძირითადად ღამის კლუბების, ბარებისა და პაბებისთვის არის დამახასიათებელი – მხოლოდ 15 წუთით არის დასაშვები.

ჯანმოს ცნობით, მპ3 პლეიერებიდან და სმარტფონებიდან გამომავალი ხმა 75-დან 136 დეციბელამდე მერყეობს, ამიტომ ასეთ აუდიომოწყობილობებში დაუშვებელია მუსიკის მაქსიმალურ ხმაზე მოსმენა.

გარდა ამისა, „ყურში ჩასადგმელი ყურსასმენებით მუსიკის ხმამაღლა მოსმენა შესაძლოა კიდევ სხვა საშიშროების წყაროც გახდეს. ფეხით სიარულისას და ველოსიპედის ტარებისას ასეთი ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა ართულებს ირგვლივ სხვა დანარჩენი ხმის აღქმას და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს“, – ნათქვამია ჯანმოს საინფორმაციო ბუკლეტში.

პირველი სიმპტომი, რითაც შესაძლოა ეჭვი მიიტანოთ სმენის დაქვეითებაზე, უშუალოდ სმენის გაუარესებაა.

„პაციენტი ამჩნევს, რომ მას ბოლო დროს ცუდად ესმის, მაგალითად, ხშირად ტელევიზორს უმატებს ხმას. შემდეგ ეწყება ყურში შიშინი, ხმაური, სტვენა“, – ამბობს ბეხრი დიასამიძე. ასევე, შესაძლოა, პერიოდულად პაციენტს სტკიოდეს ყური. ექიმის თქმით, ამის მიზეზი ყურსასმენების ხშირი გამოყენებით შიდა ყურის დაღლაა. ასეთი სიმპტომებისას აუცილებელია აუდიოგრამის გაკეთება, რათა დადგინდეს თუ, რამდენი პროცენტით არის სმენა დაქვეითებული.

ბეხრი დიასამიძე ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, სმენა თანდათანობით ყველას უქვეითდება, თუმცა ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიც დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ხმაურის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაა, საგრძნობლად აჩქარებს და ამძიმებს პროცესს.

„ახალგაზრდებმა უნდა შეამცირონ მუსიკის ხმამაღალი მოსმენა, როგორც ყურსასმენებით, ისე დისკოთეკებზე, ბარებში… კონცერტებზე კი დინამიკებიდან მოშორებით უნდა დადგნენ, თორემ ეს ყველაფერი ძალიან მალე ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს“, – ამბობს ის.

მისივე თქმით, აუცილებელია პროფესიულმა კავშირებმა საკითხი დააყენონ სამშენებლო ან სხვა, ხმაურიანი სამუშაოების (მექანიკური ხერხით, პნევმატური საბურღით, დამანგრეველი ჩაქუჩით მუშაობა და სხვა) შესრულებისას, რომ დაცული იყოს მომუშავე ახალგაზრდების სმენის უსაფრთხოება:

„ევროპაში არ არსებობს არც ერთი სერიოზული კომპანია, რომელთანაც ეს საკითხი არ არის მოგვარებული, ჩვენთან ეს საკითხი დღის რეჟიმშიც არც დგას. ყველა იქ მომუშავე ადამიანი, სპეციალური ხმის დამხშობი ე.წ. „ნაუშნიკით“ უნდა იყოს დაცული, თორემ ეს ადამიანები სმენის მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან“.

რეკომენდაციები:

  • დაუწიეთ მუსიკას;
  • ხმაურიან ადგილებში ატარეთ ყურდამცავები;
  • ხმაურიანი სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ ხმისდამხშობი საყურეები (ე.წ. „ნაუშნიკები“);
  • შეზღუდეთ ხმაურიან ადგილებში ვიზიტის დრო და ასეთ ადგილებში დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში გააკეთეთ შესვენებები და გაერიდეთ ხმაურს;
  • დააწესეთ ლიმიტი აუდიომოწყობილობების გამოყენებაზე, მაგალითად, 1 საათი დღეში;
  • ყურადღება მიაქციეთ სმენის დაქვეითების მომასწავებელ ნიშნებს: ზარის ხმა ყურებში (ტინიტუსი); მაღალი ბგერების გაგონების სირთულე, ტელეფონში საუბრის გაგების გაძნელება.
  • სასურველია სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაციების მეშვეობით, აკონტროლოთ თქვენ ირგვლივ ხმის სიმაღლე.
  • პერიოდულად ჩაიტარეთ აუდიოგრამა.

ჯანმრთელობის გაკვეთილები სკოლაში

პირველი შეხვედრა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში შედგა. შეხვედრის მიზანი კომპეტენტური ინფორმაციის ფლობაა თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობის შესახებ;
გასულ წელს, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ღონისძიების ფარგლებში აჭარის სკოლებში  337 შეხვედრა 7000–ზე მეტი მოსწავლისათვის ჩატარდა.
 

ძროხები, რომლებიც 30 ლიტრს იწველიან – მოსახლეობისთვის

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მაღალპროდუქტიულ ძროხას ფერმერებს თანადაფინანსებით გადასცემს. ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილის – სულიკო ბერიძის თქმით, სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამით შერჩეული ბენეფიციარები ღირებულების – 5 500 ლარის მხოლოდ 20%-ს გადაიხდიან, დანარჩენ 80%-ს კი სახელმწიფო დაფარავს. ვის ერგება სახელმწიფოსგან 80%-ის თანადაფინანსებით მაღალპროდუქტიული ძროხები, ამას სამინისტროში არსებული კომისია გადაწყვეტს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროგრამით მოსარგებლეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმით შეირჩევიან, უპირატესობა კოოპერატივს ან იმ ფერმერს მიენიჭება, ვისაც მინიმუმ 10 მეწველი ძროხა ჰყავს.

 

იმისთვის, რომ ფერმერმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ძროხა სახელმწიფოს თანადაფინანსებით იყიდოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით უნდა მიმართოს. მას შემდეგ, რაც, პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლე ბენეფიციართა განცხადების დაწერის ვადა ამოიწურება, გამგეობებსა და სამინისტროში შესულ განცხადებებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედი კომისია განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.
პროგრამის შესახებ მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს, შესაბამისად, არც განცხადებებს წერენ. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრები ფატი ნაკაშიძე ამბობს, რომ პროგრამის თაობაზე მისთვის არავის უთქვამს. “პროგრამის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ყოფილიყო გავიგებდი, არა მგონია ვინმემ იცოდეს, ერთს რომ სცოდნოდა, სხვებიც გაიგებდნენ. მახსოვს, საუბარი იყო ბუღების შემოყვანაზე, თუმცა მსურველი რომ არ გამოჩნდა, პროგრამა არ განხორციელებულა“, – ამბობს ფატი ნაკაშიძე.

 

პროგრამის შესახებ ინფორმირებული არც ხულოელი ნარგულ ხოზრევანიძეა.
„ძროხების თანადაფინანსებით შეძენაზე არ მსმენია, მაგრამ ჩვენს პირობებში ასეთი ძროხები რთული მოსავლელი იქნება. როგორც ვიცი, ადგილზე უნდა გამოიკვებოს, ადგილზე მოვლა კი, ძვირი ჯდება. ჩვენთან საქონელი უმეტეს ნაწილს გამოსაკვებად იალაღებზე გადაჰყავს და იქ უვლის, თითქმის ექვსი თვე“, – ამბობს ნარგული.

 

მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ძროხების თანადაფინანსებით შეძენისთვის ქედის გამგეობაში რვა მოქალაქის განცხადება შევიდა. გამგებლის თანაშემწე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილი განცხადებას სამინისტროში წერს და, შესაბამისად, მსურველიც გაცილებით მეტია.

 

„მიზნობრივ პროგრამებთან დაკავშირებით განცხადებით მოქალაქეების ნაწილი ჩვენ მოგვმართავს, ნაწილი – აგროსერვისცენტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ძროხების შეძენის სურვილით რვა განაცხადი შემოვიდა, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – ამბობს მერაბ ტაკიძე.

 

სოფელ ცხმორისში მცხოვრები შოთა ანანიძე ერთ-ერთია, ვინც ქედის გამგეობას განცხადებით მიმართა და თანადაფინანსებით ძროხების ყიდვის სურვილი გამოთქვა. მესაქონლეობა ამ ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ფერმერი ამბობს, რომ ძროხა, რომელიც სამინისტრომ უნდა შეისყიდოს მისთვის, რთული მოსავლელი არ იქნება.

 

„განცხადება დავწერე, თუ გადმომცემენ კარგი იქნება, მაგრამ თუ სიაში ვერ მოვხვდი, რას ვიზამთ, მყავს ძროხები და იმას მოვუვლი ისევ. ჯერ არ ვიცი რამდენს მოიწველიან ძროხები, რომლებსაც შემოიყვანენ, მაგრამ მე ხუთი მეწველი მყავს და ოჯახში ყოველდღიურად 40 ლიტრამდე რძე შემოგვდის. არამგონია, რამე სპეციალური გამოკვება სჭირდებოდეს, სპეციალური საკვები არც ერთ პირუტყვს არ სჭირდება, რამდენსაც აჭმევ ბალახს და ქატოს, იმდენს მოწველი“, – ამბობს შოთა ანანიძე.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სულიკო ბერიძის განცხადებით, მიზნობრივი პროგრამის „მაღალპროდუქტიული მერძევე მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ფარგლებში სამინისტრო საზღვარგარეთიდან შემოყვანილ მაღალწველადობის ძროხებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. პროგრამის განსახორციელებლად წელს 478 400 ლარია გამოყოფილი. 87 ძროხის შეძენაზე ტენდერის გამოცხადებას სამინისტრო მომავალ კვირას გეგმავს, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ჯერსის ჯიშის ძროხები უნდა შემოიყვანოს, ძროხებს ფერმერებს კი, აგვისტო-სექტემბერში გადასცემენ.

 

„ძალიან კარგი პროგრამაა, ადრე რომ განხორციელებულიყო მსგავსი პროგრამა, დღეს გაუმჯობესებული ჯიშები გვექნებოდა და მესაქონლეობის კუთხით წინ ვიქნებოდით. ჩემი აზრით, პროგრამა გაამართლებს და წარმატებული იქნება. არამარტო კარგ შემოსავალს მოიტანს, ჯიშებსაც გააუმჯობესებს. პროგრამის ფარგლებში, ჯერსის ჯიშის 19-დან 22 თვემდე ასაკის, მაკე დეკეულს შევისყიდით, სულ 87 მსხვილფეხა რქოსანს, იქედან გამომდინარე, რომ მათი შემოყვანა საზღვარგარეთიდან უნდა განხორციელდეს და პრობლემა არ შეგვექმნას, ამიტომ განვსაზღვრეთ მაკეობის 3-5 თვე. ძროხების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადებაზე ვმუშაობთ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოვაცხადებთ ტენდერს“, – განაცხადა სულიკო ბერიძემ.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერსის ჯიშის ძროხა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ფერმერებს თანადაფინანსებით გადასცემს, 25-30 ლიტრ რძეს იწველება. მისივე თქმით, ამ ჯიშის ძროხა სრულ წველადობას მხოლოდ მეექვსე ხბობაზე იძლევა და მას არც განსაკუთრებული სახის საკვები სჭირდება და ჩვენს პირობებში ჩვეულებრივი მოსავლელია. „თუ ჩვენთან გავრცელებული ჯიშის ძროხა ძირითადად 3-5 ლიტრ რძეს იწველება, ჯერსის ჯიში დღეში 30 ლიტრამდე რძეს მოგვცემს. პირველი ხბოდან მეექვსე ხბომდე წველადობის პროდუქტიულობა იზრდება. ფერმერი პირველ ხბოობაზე რძის მხოლოდ 72%-ს მიიღებს, მეორეზე – 84, მესამეზე – 90, მეოთხეზე – 94, მეხუთეზე – 96 და მეექვსე ხბობაზე წველადობის 100 %-ს გვაწვდის. სრული წველადობის შემდეგ იწყებს კლებას, მეშვიდეზე – 92, მერვეზე – 84 და თანდათანობით ასე კლებულობს. რაც შეეხება მის ხარისხს, რძეში ცხიმიანობა 5-7%-მდე მერყეობს. მართალია, ასეთ ძროხას კარგი მოვლა სჭირდება, მაგრამ არა -სპეციალური საკვები, მისი გამოკვება ჩვენს პირობებში შესაძლებელია.

 

ეს არის დაბალი ტანის, ძვალმაგარი რქოსანი, რომელსაც შეუძლია გადაადგილება როგორც მთაში, ასე – ბარში. კარგი მოვლა სჭირდება ნებისმიერ პირუტყვს, მაგრამ ამ ჯიშის ძროხას თუ სათანადო პირობები არ აქვს, არ მოიწველის. ამასთან ხარისხიანი საკვები უნდა მიაწოდო. ჩვენს პირობებში 20 ლიტრიც რომ მოიწველოს, ცუდი არ იქნება, საქონელს სჭირდება კონცენტრირებული და წვნიანი საკვები, უხეში საკვებით რომ ვკვებოთ დილიდან საღამომდე, მაგალითად თივით, ან ჩალით, ხმელი საკვებით, რძის მაღალ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ თუ გამოვიყენებთ კონცენტრირებულ წვნიან საკვებს, როგორიცაა – სილოსი, სენაჟი, კარგი ხარისხის თივა, ქატო, კომბინირებული საკვები და ა. შ. რომელიც შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს, შესაბამისად ხარისხიან და ბევრ რძეს მივიღებთ. კონცენტრირებული საკვები ადგილზეც შეიძლება დამზადდეს“.

 

დაწესებული კრიტერიუმით ფერმერს პირუტყვის სადგომიც შესაბამისად უნდა ჰქონდეს მოწყობილი. სულიკო ბერიძე: „ფერმერებს პირუტყვის სადგომზე ევროსტანდარტი რომ წავუყენოთ, ამ საქონელს ვერავინ წაიყვანს, მაგრამ ის პირობები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, შესაძლოა გაკეთდეს, მაგალითად, სინათლე, ჰაერგამწოვი, გარეთ გამოსაშვები, პატარა საბალახოები… ამის მოწყობას სექტემბრამდე შეძლებენ. ძროხებს მუნიციპალიტეტების მიხედვით გადავანაწილებთ. უპირატესობა კოოპერატივს ან იმ ფერმერს მიენიჭება, რომელსაც 10 ან მეტი მეწველი ძროხა ჰყავს. ძირითადი აქცენტი ქედაზე, ხულოსა და შუახევზე იქნება გადატანილი, რა თქმა უნდა, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფერმერებსაც გადაეცემათ, მაგრამ უფრო მეტი წილი ზედა რაიონებზე იქნება. ამ საკითხზე კომისია იმსჯელებს, კომისიის თავმჯდომარე მე ვარ, კომისიის შემადგენლობაში კი ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იქნება, ჩვენ შევისწავლით ყველას, ვისაც სურს თანადაფინანსებით ძროხის ყიდვა, მაგრამ მას გადავცემთ, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ვისაც ძროხის მოვლა-შენახვის უნარი გააჩნია. მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროში დაახლოებით 500 განაცხადი შემოვიდა, აქედან ზოგიერთი ერთს ითხოვს, ზოგიერთი – ხუთს და ზოგიერთიც – 10 ძროხას. ყველაზე მეტი განაცხადი ხულოს მუნიციპალიტეტზე მოდის… ფერმერებს ვეტერინარულად შემოწმებულ ძროხებს გადავცემთ, აგრეთვე შევამოწმებთ კერებს, – იქ, სადაც წლების წინ ბრუცელოზი, ჯილეხი ან სხვა სახის გადამდები დაავადება იყო გამოვლენილი, ასეთ კერებში ძროხას ვერ გადავცემთ“.

მაიამის საკრუიზო გამოფენაზე აჭარაც იქნება წარმოდგენილი

 

საკრუიზო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება. უკვე მზად არის საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პირველი ნაწილი. უახლოეს მომავალში დეპარტამენტი სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით იხელმძღვანელებს. საკრუიზო ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს დიდი ბრიტანეთის შპს „G. P. Wild International“-ის წარმომადგენელი ექსპერტი პიტერ უაილდი, რომელმაც ბათუმში უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები ტურიზმის კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან და შეისწავლა რეგიონში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა.

 

ტურიზმის დეპარტამენტი საკრუიზო ტურიზმის ყველაზე მსხვილ გამოფენაში მონაწილეობით, ხელს უწყობს ბათუმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გარდა ამისა, დეპარტამენტი ყოველწლიურად სარეკლამო ხასიათის სტატიას აქვეყნებს საკრუიზო მიმართულებით ყველაზე პოპულარულ ჟურნალში „Seatrade Cruise Review”. ჟურნალი მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება საკრუიზო ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა Cruise Shipping Miami, Seatrade Med, Seatrade Europe, Cruise Shipping Asia Pacific და ა.შ.

 

 2014 წელს ბათუმში 33 საკრუიზო გემით 14793 ტურისტი შემოვიდა ბათუმში, რაც 186,5%-ით აღემატება 2013 წელს საკრუიზო გემებით შემოსული ტურისტების რაოდენობას (16 გემი, 5162 ტურისტი 2013 წელს).

 

ლარის კურსის გავლენა ტენდერებზე და საკანონმდებლო ხარვეზი

 

ფული
ფული

შპს “გზები” ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ბათუმის მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. კომპანიამ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა გასული წლის დეკემბერში აიღო. მაშინ ლარის კურსი სტაბილური იყო, ლარის კურსის ვარდნამ კი, კომპანია პრობლემის წინაშე დააყენა. ახლა შპს “გზებში” არა მოგებაზე, არამედ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება ისე, რომ კომპანიამ არ იზარალოს.

 

“მერიასთან ამაზე საუბარი არ მქონია, ხელშეკრულებით მიმწოდებელს არ აქვს უფლება მისი გადახედვა მოითხოვოს. ძალიან ვნერვიულობ. აღებული ვალდებულება უნდა შევასრულოთ”, – განაცხადა “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში კომპანიის დირექტორმა ირაკლი აბაშიძემ.

 

კომპანია “აისბერგის” დირექტორის რეზო გორაძის თქმით, “აუცილებლად უნდა გადაიხედოს უკვე არსებული ხელშეკრულებები და ახალი ტენდერებიც, რადგან ისინი ძველი ტარიფებითაა დაანგარიშებული, სამშენებლო მასალების ფასი კი, 30 პროცენტით გაიზარდა”.

 

გასულ კვირას “ბათუმელები” კიდევ არაერთ კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ბათუმის მერიასა და მუნიციპალიტეტებთან მსხვილბიუჯეტიანი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მათ შორის ბევრს საუბარი შემსყიდველთან შესაძლო დაპირისპირების თავის არიდების მოტივით არ სურს. ზოგიერთ კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობა დათმობაზე წავა და ხელშეკრულებებს გადახედავს. მათ კი, ვისაც ამის იმედი არ აქვს, “შავ სიაში” მოხვედრას “ზარალზე წასვლა” ურჩევნია. არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა განიხილავენ საკითხს დიდ ფინანსურ ზარალზე თავის ასარიდებლად ხომ არ უღირთ ხელშეკრულება წესების დარღვევით შეაჩერონ.

 

ცოტა ხნის წინ მერიამ შპს “ჰიდროსთან” დადებული ექვსმილიონიანი ხელშეკრულება ჩაშალა, გადაწყვეტილების მიზეზად სამუშაოების წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკზე ჩამორჩენა დაასახელეს. მერიაში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. “ჰიდრო” სასამართლოში სარჩელს ამზადებს, თუმცა კომპანიის დირექტორის უჩა ფუტკარაძის თქმით, საკითხი დღის წესრიგში სხვაგვარადაც დგას:

 

“ეს იყო ექვსმილიონიანი ტენდერი და ჩვენ ხუთ მილიონამდე დავწიეთ, თუ მერია ახალ ტენდერს გამოაცხადებს, დარწმუნებული ვარ, ექვს მილიონად გაურიგდება ახალ კომპანიას. ახლა ჩვენ იმაზეც ვფიქრობთ, ხუთ მილიონად გვიღირს თუ არა ამ სამუშაოს შესრულება”.

 

მერიამ “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულებად 6 მილიონ 300 000 ლარი მიუთითა.

 

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის ცვლილება ფასების ზრდასთან პირდაპირპროპორციული არ არის და “ერთგვარ მოლოდინთან დაკავშირებული გარანტიები” კონტრაქტორებისთვის არავის მიუცია. თუმცა აღიარებენ იმასაც, რომ კომპანიებმა, რომლებთანაც მერიას შეთანხმება საქონლის მიწოდებაზე აქვს, ფასების გაზრდის გამო ხელშეკრულებების ღირებულების გაზრდა მოითხოვეს. ოღონდ ეს არა უკვე გაფორმებულ, არამედ გამარჯვებულად გამოცხადებულ კომპანიებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებს ეხება:

 

“საუბარია ისეთ წვრილმან შესყიდვებზე, როგორიც არის, მაგალითად, საკანცელარიო ნივთები. სავარაუდო მომწოდებლებმა მოითხოვეს ფასების გაზრდა, არა იმიტომ, რომ ფასები გაზრდილია, არამედ რისკების დასაზღვევად. კიდევ უფრო რომ გაიზარდოს კურსი, შესაძლოა ზარალი მიიღონ. რაც შეეხება უკვე გაფორმებულ შეთანხმებებს, აქ ცხადია, ვალდებულებები უკვე ნაკისრია და მის შესრულებაზე უარს ვერ იტყვიან. ხელშეკრულებას შესაბამისი საგარანტიო მექანიზმები ახლავს”, – ამბობს არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი.

 

საგარანტიო მექანიზმი, რაზეც საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციაა, ამის შემდეგ კი ე.წ. “შავ სიაში” მოხვედრას ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საჯარიმო სანქცია კი კომპანიისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0,5 პროცენტის გადახდის დაკისრებას გულისხობს.
უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არა, მაგრამ მიმდინარე ტენდერების გამო “ნერვიულობენ” სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ორგანიზაციებშიც. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა ძველი ტარიფების მიხედვით გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალოს, რაც დაგეგმილ სამუშაოებს გააჭიანურებს: “ძველ ხელშეკრულებებში არაფერი შეიცვლება. ეს კანონითაა განსაზღვრული და მე კანონს ვერ შევცვლი. თუმცა ვშიშობ და მაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე ტენდერები ჩაიშლება”, – ამბობს შპს “ბათუმის წყლის” ფინანსური დირექტორი თემურ ბედინაძე. 


კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ისეთი მიზეზი, როგორიც ლარის კურსის ვარდნის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა, ხელშეკრულების გადახედვის საფუძველი გახდეს და არის თუ არა შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით უპირატეს მდგომარეობაში? – არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა პასუხობს:

 

“სამწუხაროდ კანონმდებლობაში სრული რეგლამენტირება არ არის თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება გადაისინჯოს ხელშეკრულება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შესყიდვებთან დაკავშირებით ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანებით, ტენდერის ჩატარების შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების განხორციელების შემთხვევაში, პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ეს მუხლიც ზოგად გარემოებებზე საუბრობს. ნებისმიერ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გაუფორმა ხელშეკრულება კომპანიას ტენდერში გამარჯვების შედეგად.”

 

მალხაზ ჭკადუა შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს, რაც მერიის მხრიდან კეთილი ნების გამოჩენით შეიძლება გამოიხატოს: “შეიძლება გაუგრძელოს მათ ვადები, ან არ გაატაროს მკაცრი სანქციები დაგვიანების გამო”.

 

არჩილ ვანაძის თქმით, მერიისთვის კონტრაქტორებს ჯერ არ მიუმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორები პრობლემების მოსაგვარებლად მერიას მიმართავენ, მერიაში საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რექტორის არჩევნები მაისში გაიმართება

რექტორობის კანდიდატებმა აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების საკუთარი გეგმა წარუდგინეს.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისათვის ირაკლი ბარამიძე, მარინე გიორგაძე, მალხაზ ნაკაშიძე, რამაზ ხალვაში და ანთაზ ქიქავა იბრძოდნენ. მალხაზ ნაკაშიძე გარდა იმისა რომ რექტორობის კანდიდატი იყო, ასევე აკადემიური საბჭოს წევრია.

კანდიდატთა მოსმენის შემდეგ, აკადემიურმა საბჭომ კენჭისყრის პროცედურა დაიწყო.  ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა:

ანთაზ ქიქავამ სამი ხმა მიიღო, მანუჩარ ლორიამ ორი, ირაკლი ბარამიძემ ორი, მალხან ნაკაშიძემ კი ერთი. მარინე გიორგაძემ და რამაზ ხალვაშმა ხმები ვერ მიიღეს.

იმის გამო რომ ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, უნივერსიტეტი ორი თვით კვლავ რექტორის გარეშე განაგრძობს მუშაობას.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი რექტორობის კანდიდატებიდან მხოლოდ მალხაზ ნაკაშიძემ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში რაც გულისხმობს იმას რომ ყველას ჰქონდა საშუალება გამოეხატა თავისი პოზიცია. დადგა ის შედეგი რაც გვაქვს. ჩვენ ახლა გამოვაცხადებთ რექტორის არჩევნებს. ვაპირებ თავიდან მივიღო მონაწილეობა არჩევნებში,“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.

„მე არ მიმაჩნია, რომ  დღევანდელი დღე კატასტროფაა უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტმა შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული ტესტი წარმატებით ჩააბარა, მიუხედავად იმისა რომ არ გვყავს არჩეული რექტორი. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ვნახეთ, როგორ წარადგინეს ჩვენმა კანდიდატებმა ანგარიშები. კმაყოფილებით ვიყავი სავსე, როცა ვისმენდი ამ ანგარიშს და ვხედავდი რომ ამდენი ღირსეული კანდიდატი ჰყავს უნივერსიტეტს. სწორედ ამან გამოიწვია ის რომ ხმები გაიყო. ის გამოცდილება რაც დღეს მივიღეთ, არის დემოკრატიულობისთვის აუცილებელი და ვფიქრობ რომ მომავალი არჩევნებისთვის ნამდვილად ავირჩევთ ღირსეულ კანდიდატს რექტორად,“ – განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა გულიკო შერვაშიძემ არჩევნების შემდეგ.

შერვაშიძის თქმით, აკადემიურმა საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და რექტორის არჩევნები 10- 15 მაისის პერიოდში ჩატარდება.

„გააგრძელებს თუ არა ირაკლი ბარამიძე რექტორის მოვალეობის შესრულებას, ამას ხვალ გადავწყვეტთ. ვიმსჯელებთ იმის მიხედვით მიიღებს თუ არა ირაკლი ბარამიძე რექტორის არჩევნებში მონაწილეობას. თუ ბატონი ირაკლი ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში, ალბათ მეორე მოადგილეს დავაკისრებთ ამ მოვალეობას, ასე უფრო ლოგიკურიც იქნება და უფრო კანონთან შესაბამისობაში,“ – ამბობს გულიკო შერვაშიძე.

როგორ წარიმართება პროცესები უნივერსიტეტში, ვინ შეასრულებს რექტორის მოვალეობას და როგორია კანონმდებლობა. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე  განმარტავს:

„აკადემიური საბჭო როდესაც გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს, საჭიროა ერთთვიანი ვადა  გავიდეს. ამის შემდგომ იწყება კანდიდატთა რეგისტრაცია. რომელიც  გაგრძელდება ათ დღემდე. რეგისტრაციის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ჩატარდება რექტორის არჩევნები. ასევე აკადემიური საბჭო იმსჯელებს იმ საკითხზეც დაინიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. ასეთი ჩანაწერია უმაღლესი განათლების კანონში.  რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის მთლიანი აკადემიური პერსონალი“.

რექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს სხდომის დაწყების მოლოდინში 16.03.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

აკადემიური საბჭო

 

ბათუმში ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიის შეძენას „თიბისი ჰოლდინგი“ გეგმავს

 

აჭარის მთავრობა ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული 49319 კვ.მ  (საკადასტრო კოდი #5.27.05.014) და  27522 კვ/მ  (საკადასტრო კოდი: # 05.27.05.051) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს საპრივატიზაციოდ ამზადებს. თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკუთრებაში  ამ ქონების  გასხვისებისათვის გადასაცემად  აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ  ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს  წერილობით მიმართა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ერმაკოვი ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერია, მას საკრებულოს თანხმობის გარეშე მუნიციპალური ქონების აჭარის მთავრობაზე გადაცემის უფლება არ აქვს.  მიიღებს თუ არა  გიორგი ერმაკოვი თანხმობას საკრებულოსგან, ეს 19 მარტს დაგეგმილ სხდომაზე გამოჩნდება. საკითხი სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხაშია შეტანილი.

 

 

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წერილის თანახმად ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიით შპს „ბათუმი მოლ დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, კომპანია მზადაა ამ ტერიტორიაზე ააშენოს სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი, შექმნას 30.000 კვ/მ გასაქირავებელი ფართი, განახორციელოს დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 1000-მდე ადამიანი.

 

 

„ბათუმი მოლ დეველოპმენტი“ 2014 წელს „თიბისი ჰოლდინგმა“ დააფუძვნა. მაშინ კომპანიას „ბიჯი ტრანსფერი“ ერქვა, შემდეგ კი მას სახელი შეუცვალეს. შეივალა კომპანიის თავდაპირველი დირექტორიც. პაატა ასათიანი კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ლევან ახვლედიანმა ჩაანაცვლა და კომპანიას დღემდე ის ხელმძღვანელობს. „თიბისი ჰოლდინგის“ ერთპიროვნული მფლობელი კი მამუკა ხაზრაძეა.

 

 

საკრებულოს  ნებართვის შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო  მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას კომპანიას, სავარაუდოდ, პირდაპირი წესით გადასცემს, რა ფასად – ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მანამდე კი, ქონების გასხვისების მიზნით მისი აჭარის მთავრობაზე უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, თუ წინადადება სარფიანია, ქონების გასხვისება მერიასაც შეუძლია. გარდა ამისა, ის ამ საკითხთან მიმართებაში საეჭვო გარიგებებსაც ხედავს და მიიჩნევს, რომ საკრებულომ საკითხს მხარი არ უნდა დაუჭიროს, ამაში კი განსაკუთრებით „რესპუბლიკელების“ იმედი აქვს.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, ახსენდება თუ არა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბოლო წლების განმავლობაში მსგავს შემთხვევებში საკრებულოს პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინოს და თავად გაესხვისებინოს მოთხოვნილი ფართობი იმ მიზეზით, რომ თანხა ბათუმის ბიუჯეტში შესულიყო? – ის პასუხობს:

 

„… მივხვდი რასაც მეკითხებით. ჩვენ ყოველთვის ხელს ვუწყობდით იმას, რომ ბრენდები შემოსულიყო. რაც შეეხება პრივატიზაციას, ამას ყოველთვის მერია ახორცილებდა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კი ასე არ ხდება.“

 

ბრენდების შემოსვლას ზუსტად ისე შეუწყო ხელი წინა მოწვევის საკრებულომ, როგორც ამ მოწვევის საკრებულო გეგმავს. ანუ, ქონების გასასხვისებლად მთავრობაზე გადაცემით. იყო შემთხვევებიც, როცა საკრებულოს  წევრებს ეგზავნებოდათ პროექტი არა კონკრეტული ინვეტორისა და განსახორციელებელი პროექტის შესახებ, არამედ ასეთი ჩანაწერით: „მისი ეფექტურად განკარგვის მიზნით.“

 

წინა მოწვევის საკრებულოში ამ მოწვევის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე, „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი გასასხვისებელი ქონების მთავრობაზე გადაცემას ყოველთვის აქტიურად აკრიტიკებდა. 

 

„უთანხმდებიან მთავრობას და საკრებულოს შემდეგ მიმართავენ. გამოდის, რომ საკრებულოს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვს“, – ამბობდა ირაკლი ჩაბვლეიშვილი ოპოზიციაში ყოფნის დროს. რა პოზიცია ექნება მას ამჯერად, უკვე როგორც საკრებულოში უმრავლესობის მქონე კოალიციის წევრი პარტიის წარმომადგენელს, ეს 19 მარტს, საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდება.

 

უნივერსიტეტში რექტორი ვერ აირჩიეს

 

ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა:


მანუჩარ ლორია – 2

მარინა გიორგაძე – 0

მალხაზ ნაკაშიძე – 1 

რამაზ ხალვაში – 0

ანთაზ ქიქავა – 3

ირაკლი ბარამიძე – 2

 

„უნივერსიტეტში  ერთი თვის ვადაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.  ამ პერიოდში უნივერსიტეტს სავარაუდოდ ირაკლი ბარამიძე უხელმძღვანელებს“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. 


 

აკადემიური საბჭოს წევრი: დღეს უნივერსიტეტი გაიმარჯვებს

ვაჟა ვერულიძის, აკადემიური საბჭოს წევრის კითხვის შინაარსი ასეთია:

1. თქვენი შეფასებით, უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცოდნა არის თუ არა სწავლის საფასურის ადეკვატური?

2. აპირებთ თუ არა რეფორმების ჩატარებას უნივერსიტეტში თქვენი არჩევის შემთხვევაში და გთხოვთ დაასახელოთ კონკრეტული გეგმები?

3. თქვენი ხედვა მაინტერესებს – რა გამოგარჩევთ თქვენ სხვა კანდიდატებისგან, რა არის თქვენი უპირატესობა? 

გულიკო შერვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრი: “მადლობა, უნივერსიტეტის პრობლემების გააზრებისთვის, დღეს უნივერსიტეტი გაიმარჯვებს.“

1. თქვენი აზრი მაინტერესებს, დღეს უნივერსიტეტში ეპოქის შემეცნება რამდენად ხდება?

2. რას ნიშნავს თქვენთვის ლიბერალური განათლება?


აკადემიური საბჭოს წევრები

 

ჯემალ ფუტკარაძემ ჟურნალისტებს სტატუსი შეახსენა

 

„უმაღლესი საბჭოს წევრი კი არ უნდა მიუთითოთ, არამედ უმაღლესი საბჭოს არჩეული ვიცე-სპიკერი. თემურ კახიძემ, უმაღლესი საბჭოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ არჩევა მომილოცა და თავმჯდომარის აზრი ხომ არ არის განმსაზღვრელი, დეპუტატებმა გადაწყვიტეს ასე. ამიტომ გთხოვთ, რომ სტატუსი მიუთითოთ. მე ვარ დეპუტატების მიერ არჩეული და თუ ეს არჩევანი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, უმაღლეს საბჭომ უნდა მიმართოს სასამართლოს“.  

 

დეპუტატების ბრიფინგი ვიცე-სპიკერის სახლში

 

ბრიფინგი მურმან დუმბაძის სახლში

 

„გუშინდელი შემთხვევა იყო ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ძალიან მტკივნეული. 52 წლის ვარ და ასეთი, ოჯახთან დაკავშირებული შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებიათ. შეურაცხყოფა მომაყენეს ახალგაზრდებმა,  რომლებიც შემოიჭრნენ ჩემს ოჯახში და შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს საკუთრებას, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული. კედლებზე ჩემი და ჩემი ოჯახისთვის  შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს“.

 

ჯემალ ფუტკარაძის განცხადებით, დეპუტატების წინააღმდეგ ახალგაზრდების ჯგუფი მმართველი პარტიის მიერ იქნა წაქეზებული:  

 

„ეს ახალგაზრდები იყვნენ ისინი, ვისაც  გუშინდელ განცხადებაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ  მიუთითა, რომ განსხვავებული აზრი, რომელიც გააჩნიათ პარტიის ყოფილ წევრებს  მურმან დუმბაძეს, მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს, არის დასაგმობი და ჩვენ ვართ მოღალატეები. მიუთითა, რომ მოღალატეები უნდა დაისაჯონ“.

 

მედეა ვასაძე კი აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლება ოპონენტებს ბოლშევიკური მეთოდებით ებრძვის:

 

„მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ თავი შეიკავონ მსგავსი ბოლშევიკური სულისკვეთების მქონე განცხადებებისგან. საუბარია ღალატზე, ლუსტრაციაზე. დიახ, ჩვენ კიდეც ერთხელ  გამოვამჟღავნეთ ლუსტრაციით ის ფაქტი, რომ არ ვიყიდებით“.  

 

დეპუტატები აცხადებენ, რომ „თავისუფალი თაობის“ წევრები, კიდევ ერთი დეპუტატის, სვეტლანა კუდბას ოჯახზეც აპირებენ თავდასხმას. 

 

მედეა ვასაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ფაქტად დეპუტატებზე თავდასხმის და საკუთრების ხელყოფის ფაქტები მოჰყავს. 

 

„შესაბამისი უწყებები არ ფაქტებზე არ რეაგირებენ. აჭარის სამმართველოს უფროსად გიორგი პაპუაშვილის დანიშვნა კი, სწორედ ამის მანიშნებელია. პაპუაშვილი ჩვენს რეგიონში ასოცირდება 2004-05 წლებში მიმდინარე ცუდ პროცესებთან. ის მოიაზრება გია გეწაძესთან დაახლოებულ პირად, მის უახლოეს მეგობრად. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევდი ამ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება“.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს პროცესები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაანონსებას? – უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აცხადებენ რომ, კი.  „ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს“ – აცხადებენ ისინი.

2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინის გადატანისთვის ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

 

ერთ-ერთი დაკავებული ევგენი გიორგაძე აჭარაში ცხოვრობს, მისი უფლებების დამცველი ემზარ პაქსაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდებულები სრულად გაამართლა.

 

3 ტონა ჰეროინის საქმეში თავდაპირველად სამი ბრალდებული იყო დაკავებული, ერთ-ერთ ბრალდებულს, ტვირთისგადამტანი ავტომანქანის მძღოლს – გურამ ცეცხლაძეს ბრალდება თავად პროკურატურამ მოუხსნა და მის დევნა შეწყვიტა. პატიმრობაში რჩებოდა კიდევ ორი მოქალაქე, დღეს სასამართლომ სწორედ ისინი გაამართლა. ამ საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული – თურქეთის მოქალაქე საქართველოს სამართალდაცავების მიერ იძებნება. 

აკადემიური საბჭოს კითხვები რექტორობის კანდიდატებს

რამაზ ხალვაშის თქმით,  მის  მიერ პროგრამაში დასახელებული ეს ციფრი უნივერსიტეტის განვითრების სამომავლო პერსპექტივაა. ერთი კითხვა დაუსვეს ირაკლი ბარამიძესაც. ბარამიძემ უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების  მოზიდვაზე ისაუბრა. აკადემიური საბჭოს წევრმა ვაჟა ვერულიძემ მას ჰკითხა უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე, კერძოდ, რა ენაზე უნდა ასწავლონ უცხოელ სტუდენტებს.  

ბარამიძის თქმით, უნივერსიტეში უკვე იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტზე უცხო ენაზე სწავლება. “ჩვენ შეგვიძლია ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დაწყება“ – განმარტა რექტორობის კანდიდატმა.    

 

აკადემიური საბჭოს წევრებმა სამი კითხვა დაუსვეს მალხაზ ნაკაშიძეს, მას შემდეგ რაც მან უნივერსიტეტის განვითრების 2015-2021 წლების გეგმა წარადგინა. აკადემიური საბჭის წევრმა გულიკო შერვაშიძემ მალხაზ ნაკაშიძეს უთხრა, 6-8 საათი ლექციების შემდეგ კვლევითი და სამეცნიერი მუშაობა შეუძლებელია და სად ხედავთ გამოსავალს?  

 

მალხაზ ნაკაშიძის თქმით უნივერსიტეტს უნდა ჰყავდეს მკვლევარები. უნდა შეიქმნას პოსტსადოქტორო პროგრამები და ლექტორებმა უნდს აირჩიონ ლექციებს ჩაატარებენ, თუ სამეცნიერო საქმიანობას გასწევენ. 

უნივერსიტეტის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ფუნქცია – ასე ჰქვია გეგმას, რომელსაც რექტორობის კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ წარუდგინა აკადემიურ საბჭოს. „იმედი მაქვს დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე აირჩევს დღეს უნივერსიტეტი რექტორს“ – მიმართა კანდიდატმა საბჭოს.

ანთაზ ქიქავას გეგმის მიხედვით უნივერსიტეტის პროფესორებმა მუხლჩაუხრელად უნდა იშრომონ, ასევე მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში უნდა გამოიყოს ერთი ოთახი, სადაც უნივერსიტეტის მუზეუმი გაიხსნება. ანთაზ ქიქავამ გააკრიტიკა სასწავლო პროცესი და განაცხადა, რომ აუცილებელია არსებული სილაბუსები გადაიხედოს.

ერთადერთი კანდიდატი, რომელთანაც აკადემიურ საბჭოს შეკითხვები არ ჰქონია, მარინა გიორგაძე იყო. 

 

ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა. 

 

 

მთავარი სპეციალისტი უმაღლესი განათლების გარეშე – ქედის საკრებულოს გადაწყვეტილება

 

საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის უთანხმოება მოჰყვა. საკრებულოს ნაწილი, საჯარო მოხელის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარ საკვალიფიკაციო მოთხოვნად უმაღლეს განათლებას მოითხოვდა. საკრებულომ დეპუტატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და წარმოდგენილი საკითხი 15 ხმით ექვსის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

საკრებულოს წევრის, თემურ ავალიანის თქმით, არამარტო უმაღლესი განათლებისა და საშუალო განათლების გამიჯვნა უნდა მოხდეს, არამედ რიგ თანამდებობებზე საჯარო მოხელის დანიშვნისას ბაკალავრი და მაგისტრიც უნდა გაემიჯნოს.

 

„დადგა საკითხი, რომ დაშვებული იქნას გამონაკლისი და მთავარ სპეციალისტს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვებოდეს. პრინციპულად მიმაჩნია, რომ მთავარი და წამყვანი სპეციალისტი კვალიფიკაცის მიხედვით უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს და მთავარ სპეციალისტს უმაღლესი განათლება აუცილებლად მოეთხოვებოდეს, სხვა მხრივ უმაღლეს განათლებას ფასი ეკარგება.

 

არამარტო საშუალო და უმღლესი განათლება უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, არამედ გარკვეულ თანამდებობაზე საჯარო მოხელის დანიშვნისას მაგისტრისა და ბაკალავრის გამიჯვნა უნდა მოხდეს. თუ არ გაიმიჯნა თანამდებობები კვალიფიკაციით, სწავლას ფასი ეკარგება და აღარც მოტივაცია იქნება ვინმეს მაგისტრი ან დოქტორანტი გახდეს“ – აცხადებს თემურ ავალიანი.

 

რატომ არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტს? – ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის ჩაწერა ვცადეთ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

რექტორის არჩევნები [ფოტო]

რექტორობის კანდიდატები

გურამ ჩაგანავა, აკადემიური საბჭოს უხუცესი წევრი

გულიკო შერვაშიძე, აკადემური საბჭოს წევრი

მარინა აროშიძე, აკადემური საბჭოს წევრი

 

 

დღეს – ვინ გახდება რექტორი


ვის ისურვებდით ბსუ-ს რექტორად? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელებმა“ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. 15 მარტის მდგომარეობით გამოკითხვაში უპრეცედენტოდ ბევრმა – 5 433-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ერთ ადამიანს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა). ყველაზე მეტი – 1817 ხმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, მანუჩარ ლორიამ მიიღო. მას 1260 ხმით როსტომ ბერიძე მოსდევს, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. 

 

მანუჩარ ლორიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ხელისუფლება ლობირებს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ის შეხვდა მანუჩარ ლორიას. გია თავამაიშვილი: „ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიფიქრე, საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს [ინფორმაცია] და ორივე მივხვდით, რომ, უბრალოდ, ეს იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ ის არის ჩემი შემცვლელი საგამოცდო ცენტრში. შესაბამისად, როდესაც მან დაასახელა თავისი კანდიდატურა, აღიქვეს როგორც ჩემი რეკომენდაცია… მე ნამდვილად არავის საწყენად არ ვლაპარაკობ – ყველას აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. მე პატივს ვცემ აკადემიურ საბჭოს, უნივერსიტეტის წესდებას და არც ვიკადრებ არასოდეს, რომ ვინმეს გავუწიო ლობირება“.

 

38 წლის მანუჩარ ლორია თავისი ძალებით რომ იბრძვის რექტორობისთვის, ამაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და საკუთარი სახელით საუბრობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც:

 

„ითქვა, რომ თითქოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამიბარებია – ერთმა სტუდენტმა დამასახელოს და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ერთმა თქვას, რომ მე ვიყავი ჭეიშვილთან და მომცა დავალებაო. ერთი ბიჭი იყო, უნდოდა ჩემთან შეხვედრა, თავმჯდომარესთან შეხვედრა, მაგრამ სპეციალურად არ შევხვდი, რამე რომ არ დამბრალებოდა… რამდენიმე ადამიანი მოვიდა (კანდიდატების შუამავლები იყვნენ), რომ არჩილთან [ხაბაძე] შემეხვედრებინა, მაგრამ არ ვახვედრებ და არც შევახვედრებ. ალბათ იმის გაგება უნდოდათ, ვის უჭერს არჩილი მხარს. არჩილი მხარს არავის არ უჭერს _ მიშვებული აქვს სიტუაცია. გავიმეორებ – რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს“.

 

მანუჩარ ლორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალთან  უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების გაყალბებასთან იყო დაკავშირებული. 2008 წელს მანუჩარ ლორია იმ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ყოფილი რექტორი – ალეკო ბაკურიძე აირჩია. მაშინ რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – რამაზ ხალვაში აცხადებდა, რომ 9 ბიულეტენი გაუქმდა, რადგან დანიშნული იყო. დაუნიშნავი სამი ბიულეტენიდან კი 2 ხმა რამაზ ხალვაშს ეკუთვნოდა, 1 – ალეკო ბაკურიძეს (სულ 12 ბიულეტენი იყო). ამის მიუხედავად მანუჩარ ლორიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა, რომელშიც ალეკო ბაკურიძემ გაიმარჯვა.

 

45 წლის რამაზ ხალვაში წელსაც იყრის კენჭს რექტორობის არჩევნებში. მისი სახელი არ არის დაკავშირებული ხმაურიან მოვლენებთან.


რექტორობა სურს 60 წლის ანთაზ ქიქავასაც. ამ კანდიდატის სახელსა და გვარს „გუგლის“ საძიებო სისტემაში როგორც კი ჩაწერ, ჩნდება სტატია – „აჭარაში საგანგებო მდგომარეობა მესამედ გამოცხადდა“. ანთაზ ქიქავა ასლან აბაშიძის სენატის თავმჯდომარე იყო. მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც 2003 წელს სენატის სხდომაზე წარმოთქვა: „ცენტრალური ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.

 

აჭარის მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა მაშინდელი მეთაურის – ასლან აბაშიძის განკარგულება, რომელშიც ეწერა, მაგალითად, მსგავსი რამ: „რადგან გარკვეული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტარდება მიტინგები… ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღურბლზე აღმოჩნდა…“ ან კიდევ – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა… აკრძალოს შეიარაღებული ძალებისა და მათი ნაწილების კონცენტრაცია აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე…. შემოღებული იქნას აჭარის ტერიტორიაზე შემოსვლის სპეციალური წესები. შემოსვლისას ყველა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები“.

 

ბსუ-ს რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი 41 წლის ირაკლი ბარამიძეც არის. ირაკლი ბარამიძე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალეკო ბაკურიძის მოადგილე იყო, ხოლო წინა ხელისუფლების პირობებში, გარკვეული ვადით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

რექტორობის კანდიდატია ბესიკ ბერიძეც. ის ბოლო წლებია ხიჭაურში, „საპატრიარქოს უნივერსიტეტში მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით მუშაობს“. ის ამბობს, რომ თუ რექტორი გახდა, ბსუ-ში სამართლიანობის აღდგენაზე იბრძოლებს. [16 მარტს ბესიკ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა].


ბსუ-ს რექტორობისთვის იბრძვის მარინა გიორგაძეც. ეს შეიძლება მარინა გიორგაძისთვის არის უპირატესობაც და გამოწვევაც – რადგან შეიძლება აკადემიური საბჭოს წევრებმა მოისურვონ პრეცედენტის შექმნა, მით უფრო, რომ აკადემიურ საბჭოში სამი ქალი წევრია… გამოწვევა კი იმიტომ, რომ საქართველოში ქალები მაღალ თანამდებობაზე დასაქმების თვალსაზრისით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. თუ მარინა გიორგაძე გაიმარჯვებს, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში ეს იქნება პრეცედენტი, როცა ბსუ-ს რექტორი ქალი გახდება.

 

და ბოლოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს კიდევ ერთ კანდიდატს – მალხაზ ნაკაშიძეს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის კანცლერი, ხოლო ამჟამად არის აკადემიური საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.

 

როგორ გადანაწილდება დანარჩენი 7 ხმა უნივერსიტეტის რექტორობის 6 კანდიდატზე? – არაოფიციალურად, ყველა კანდიდატს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, რომლებიც აკადემიურ საბჭოსთან მუშაობენ. ამ დაჯგუფებებთან მიღებული ინფორმაციის შეჯერების გზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელ არჩევნებზე რეალური კონკურენტები იქნებიან ირაკლი ბარამიძე და მარინა გიორგაძე.
თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, საბოლოო სიტყვა მაინც აკადემიურ საბჭოს ეკუთვნის.


რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში. 16 მარტი, 2015 წ.
რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში. 16 მარტი, 2015 წ.

უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატებს უსმენენ

აკადემიური საბჭოს წევრები

 

არჩევნებში მონაწილეობას სულ ექვსი კანდიდატი იღებს, აქედან ერთი მალხაზ ნაკაშიძე აკადემური საბჭოს წევრია, ირაკლი ბარამიძე კი რექტორის მოვალეობას ასრულებს.

 

 აკადემიურ საბჭოს წევრმა მალხაზ ნაკაშიძემ ადგილი თავდაპირველად რექტორობის კანდიდატების გვერდით დაიკავა, საბჭოს წევრებმა მას მიუთითეს იმ მაგიდასთან გადასულიყო, სადაც აკადემიური საბჭოს წევრები ისხდნენ.

 “მე მინდა თანაბარ პირობებში ვიყო სხვა კანდიდატებთან, ამიტომაც ვარ აქ” – განმარტა მალხაზ ნაკაშიძემ სხდომის დაწყებამდე.

“მაქ ყოფნა ვერ ჩაგაყენებთ სხვა კანდიდატებთან თანაბარ პირობებში” – უპასუხა გულიკო შერვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წევრმა კოლეგას. 


მარინა გიორგაძე

თითოეულ კანდიდატს აქვს 15 წუთი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციისთვის. 

იყიდება 2 სართულინი საკუთარი სახლი ზღვასთან ახლოს

 

 

ბენზეში ზღვასთან ახლოს, იყიდება ორ სართულიანი კერძო სახლი.  სახლის ფართობი 162 კვ.მ მიწის 500 კვ.მ. სახლში შეყვანილია  ბუნებრივი აირი.

 

საკონტაქტო 571 79 75 75

რექტორობის კანდიდატი, რომლის სახელი უნივერსიტეტში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება

 

რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი 38 წლის მანუჩარ ლორიაა. მასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ხელისუფლება ლობირებს.  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი ლობირებს, ჭეიშვილი უარყოფს და ამ თემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და საკუთარი სახელით საუბრობს: 


“ითქვა, რომ თითქოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამიბარებია – ერთმა სტუდენტმა დამასახელოს და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ერთმა თქვას, რომ მე ვიყავი ჭეიშვილთან და მომცა დავალებაო. ერთი ბიჭი იყო, უნდოდა ჩემთან შეხვედრა, თავმჯდომარესთან შეხვედრა, მაგრამ სპეციალურად არ შევხვდი, რამე რომ არ დამბრალებოდა… რამდენიმე ადამიანი მოვიდა (კანდიდატების შუამავლები იყვნენ), რომ არჩილთან [ხაბაძე] შემეხვედრებინა, მაგრამ არ ვახვედრებ და არც შევახვედრებ. ალბათ იმის გაგება უნდოდათ, ვის უჭერს არჩილი მხარს. არჩილი მხარს არავის არ უჭერს.”

მანუჩარ ლორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალთან – უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების გაყალბებასთან იყო დაკავშირებული. 2008 წელს მანუჩარ ლორია იმ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ყოფილი რექტორი – ალეკო ბაკურიძე აირჩია. მაშინ რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – რამაზ ხალვაში აცხადებდა, რომ 9 ბიულეტენი გაუქმდა, რადგან დანიშნული იყო. დაუნიშნავი სამი ბიულეტენიდან კი 2 ხმა რამაზ ხალვაშს ეკუთვნოდა, 1 – ალეკო ბაკურიძეს (სულ 12 ბიულეტენი იყო). ამის მიუხედავად მანუჩარ ლორიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა, რომელშიც ალეკო ბაკურიძემ გაიმარჯვა.


სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ ხვალ, “ბათუმელებში”. 


ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი


რექტორობის კანდიდატი, რომელმაც აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის საათი გამოაცხადა

 

უნივერსიტეტის რექტორობის შვიდ კანდიდატს შორისაა 60 წლის ანთაზ ქიქავა, ასლან აბაშიძის სენატის თავმჯდომარე.  მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც 2003 წელს სენატის სხდომაზე წარმოთქვა: „ცენტრალური ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.

 

აჭარის მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა მაშინდელი მეთაურის, ასლან აბაშიძის განკარგულება, რომელშიც ეწერა, მაგალითად, მსგავსი რამ: „რადგან გარკვეული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტარდება მიტინგები… ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღურბლზე აღმოჩნდა…“ ან კიდევ – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა… აკრძალოს შეიარაღებული ძალებისა და მათი ნაწილების კონცენტრაცია აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე…. შემოღებული იქნას აჭარის ტერიტორიაზე შემოსვლის სპეციალური წესები. შემოსვლისას ყველა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები“. 


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი




ბათუმის სტადიონი _ 11-დან 7 პროექტის პრეზენტაცია

სტადიონის საკონკურსო პროექტების განხილვა სასტუმრო ”რედისონში” | ბათუმი 15.03.2015

კომისიის ერთ-ერთი წევრი ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვია. მისი თქმით: „ყველა პროექტი თავისებურად მიმზიდველია. ყველას საკითხს განვიხილავთ დეტალურად, იქნება ეს ტრიბუნების დაშორება სათამაშო მოედნიდან თუ ბილიკების მოწყობა. ყველა წვრილმანი იქნება საინტერესო მოპირკეთებიდან დაწყებული, ტრიბუნების მოწყობით დამთავრებული“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსისა და კომისიის წევრის ნუგზარ ძნელაძის შეფასებით საკონკურსო კომისიის მუშაობის პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

“პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა. იყო აქტიური წარდგენა და შეკითხვები. თავდაპირველად წარმოდგენილი პროექტების კონცეფციებს დღეს უფრო მეტად გავეცანით. გამოკვეთილი პოზიცია კომისიას ჯერჯერობით არ აქვს. ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ“ – განაცხადა ნუგზარ ძნელაძემ.

კომისია, რომელიც 19 წევრისგან შედგება, სასტუმრო „რედისონში“ ხვალ 10 საათზე განაახლებს მუშაობას. როგორც ნუგზარ ძნელაძე ამბობს, პროექტების წარმოდგენის შემდეგ საკონკურსო კომისია დახურულ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

19 მარტი – შემდეგი ავთანდილ ბერიძის გადაყენება იქნება

 

გასულ კვირას აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოსტზე ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ჯემალ ფუტკარაძის არჩევას 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფარული კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანილ ბერიძემ განაცხადა, რომ პროცედურა დარღვეული იყო და, შესაბამისად, ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის საკითხი ჩავარდა. მის ამ განცხადებას დეპუტატების გაღიზიანება და ხმაური მოჰყვა.

 

სხდომას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა. ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას დეპუტატებმა ორჯერ უყარეს კენჭი. პირველ შემთხვევაში მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, მეორე კენჭისყრის დროს კი, ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩიეს. ჩატარებული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონოდ გამოაცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

 

„აჭარის კონსტიტუციით და რეგლამენტის დარღვევით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება“, – ამ განცხადების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ ჩაქუჩი დაარტყა და დარბაზი დატოვა. დეპუტატების ნაწილის განცხადებით, ავთანდილ ბერიძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

 

“რაც შეეხება ქვორუმის საკითხს, ჯემალ ფუტკარაძის არჩევა კანონთან წინააღმდეგობაში არ მოსულა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წევრები გვერდითა ოთახში ისხდნენ და სხდომაზე არ შემოვიდნენ. კანონი ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს მოადგილის არჩევას სჭირდება 11 ხმა, მაგრამ თუ ეს ოდენობა ვერ გროვდება, შემდეგ უმაღლეს საბჭოს აქვს პოზიტიური ვალდებულება – თავმჯდომარის მოადგილე აუცილებლად უნდა აირჩიოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ საკითხს არ აყენებდა კენჭისყრაზე და ცდილობდა შემდეგ საკითხზე გადასვლას, რისი საშუალებაც არ მივეცით და მან დატოვა სხდომა. იყო თუ არა დარღვევა, ამის გასარკვევად არსებობს სასამართლო, მაგრამ მან სხდომა დატოვა”, – ამბობს მედეა ვასაძე. ის სვეტლანა კუდბასთან ერთად ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენის ინიციატორი იყო.

 

უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას “თავისუფალი დემოკრატი” თემურ კახიძე ხელმძღვანელობს. მისი განმარტებით, პროცედურა არ დარღვეულა და ჯემალ ფუტკარაძე უკვე არჩეული ვიცე-სპიკერია: “მე ამოვდივარ აჭარის კონსტიტუციიდან, ასევე არ დარღვეულა რეგლამენტი.”

 

უმაღლეს საბჭოში მიიჩნევენ, რომ ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად აღიარება-არაღიარების საკითხი სასამართლომდე მივა. საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი მედეა ვასაძე შიშობს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის დადგენილებას ხელს არ მოაწერს, თუმცა ამის გამო მას სასამართლოში წასვლა არ მოუწევს, რადგან `შესაძლოა, მანამდე ის თავმჯდომარის უკვე გამოთავისუფლებულ პოსტზე განიხილონ”. მედეა ვასაძის თქმით, ეს შესაძლოა 19 მარტს დაგეგმილ სხდომაზე მოხდეს.

 

რა გეგმე’ბი აქვს უმაღლესი საბჭოს ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქციას, “ნაციონალურ მოძრაობას”? _ ამ კითვაზე ფრაქციის წევრი ეკატერინე თარგამაძე პასუხობს, რომ “ქართული ოცნება”  ვალდებულია ვაკანტურ თანამდებობეზე კანდიდატურები წარადგინოს.

აჭარის საია-ს გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ გიორგი ხიმშიაშვილი აირჩიეს

 

გიორგი ხიმშიაშვილის კანდიდატურას გამგეობას საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი წარუდგენს. ის “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ამას რაც შეიძლება მოკლე დროში გააკეთებს. თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის იმსჯელებენ თბილისში გიორგი ხიმშიაშვილის კანდიდატურის დამტკიცებაზე. 

 

დღეს, 15 მარტს, საიას აჭარის ფილიალში თავდაპირველად გამგეობის ახალი წევრები აირჩიეს. ახალმა გამგეობამ კი, რამდენი წუთის წინ, თავის მხრივ გიორგი ხიმშიაშილი საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ აირჩია.


დღეიდან საიას გამგეობის ახალი წევრები არიან: ნათია აფხაზავა, ირაკლი ანანიძე, მირიან ქათამაძე, რუსლან ბერიძე და გიორგი [რაჟდენ] ხიმშიაშვილი. გიორგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 2009 წლის 3 თებერვლიდან მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, სადაც გიორგი ხიმშიაშვილი ბრალდებულს იცავდა, ეს იყო იუსუფ ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებული მოჭიდავეების საქმე.

 

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გია ქარცივაძე იყო. იგი ამჟამად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს. 


 

 

გვიანი ორსულობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 ბატონო კობა, რა ასაკი მიიჩნევა პირველი ორსულობისთვის ყველაზე სასურველად და რატომ?

ორსულობისთვის ყველაზე სასურველ ასაკად 20-25 წელი მიიჩნევა, ამ დროს ქალი ყველანაირად მომწიფებულია, მწყობრშია მისი ჰორმონალური და იმუნური სტატუსი, გულის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები სრულად ჩამოყალიბებულია და ორგანიზმი მზად არის დედობისთვის. თუმცა, დღეს ხშირია პირველი ორსულობა 30 წლის ასაკში და ეს სავსებით ნორმალურია. დაგვიანებულ ორსულობად მიიჩნევა ორსულება 35 წლის შემდეგ. საქმე ისაა, რომ გოგონას დაბადებისას აქვს კვერცხუჯრედების გარკვეული რაოდენობა, როცა ქალი მომწიფდება, მას 400 კვერცხუჯრედი (ფოლიკული) რჩება, რომელთაგან ყველა თვე კარგავს ერთს. დადგენილია, რომ ეს რეზერვი 35 წლამდე იცლება. არის შემთხვევები, როცა ეს მარაგი 40 წლის შემდეგაც არ იცლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სასურველია ქალის რეპროდუქციული ფუნქცია 35 წლამდე დაიწყოს.

თქვენს პრაქტიკაში ყველაზე ხანდაზმული მშობიარე ქალი რამდენი წლის იყო?

47 წლის ქალს უმშობიარია, თუმცა მას დიდი შესვენება ჰქონდა პირველი ორსულობის შემდეგ.

მამაკაცებს რა შეზღუდვა აქვთ ასაკში?

მამაკაცებში რეპროდუქცია შესაძლებელია 50 და 60 წლის შემდეგაც, რაც განპირებებულია სპერმატოზოიდების მუდვივი განახლებით და მათი მილიარდი ოდენობით. ქალები კი შეზღუდულნი არიან. მათი რეპროდუქციული ფუნქციის ზღვარი სულ 35 წელია, მერე უკვე მიდის კლება.

სხვა რა რისკები და გართულებები ახლავს გვიან ორსულობას?

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ბევრი დაავადება აღენიშნება. ხშირად დაზიანებულია ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, იზრდება ინფექციური და ენდოკრინული დაავადებების რისკი, შესუსტებულია ორგანიზმის დამცავი მექანიზმები. ქსოვილი კარგავს ელასტიურობას, სისხლძარღვები ვეღარ ატარებენ სისხლს კარგად. ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა: არტერიული წნევა, შეშუპებები, რაც ნაყოფის ჯანმრთელობაზეც აისახება. თუ ორსულს აქვს პრობლემები – ნაყოფიც იტანჯება, რადგან დედა და შვილი ერთი სისტემაა, ამიტომ ყველა ქალი იმყოფება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, უფრო ხშირია ექიმთან ვიზიტები და ლაბორატორული კვლევები, მათ შორის ექოსკოპია. რაც უფრო ახალგაზრდაა მშობლის ორგანიზმი, მით უფრო ნაკლებია მუტაციები და გენეტიკური დარღვევები, თუმცა ამისგან დაცული არავინ არ არის. ასაკის მატებასთან ერთად მატულობს სხვადასხვა რისკიც.

 რა რისკები ახლავს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 35-40 წლის ქალებისთვის?

ქალებს შეუძლიათ ამ ასაკში მშობიარობა, მაგრამ ბევრი არ მიდის ასეთ რისკზე. საშვილოსნოს კუმშვადობა და ჭინთვების ინტენსივობა სუსტად არის გამოხატული, სამშობიარო გზები არ არის ისე ელასტიური, რომ მივიღოთ ჯანმრთელი ახალშობილი. ამ ასაკში უმეტესად საკეისრო კვეთას ანიჭებენ უპირატესობას.

რა არის გვიანი ორსულობის დადებითი მხარეები?

ამ დროს ორგანიზმში ყველაფერი ახლდება, შეიძლება ითქვას, ქალები ახალგაზრდავდებიან. პირველ რიგში, იცვლება მათი ჰორმონალური სტატუსი. ბავშვის გაჩენა ქალის არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაც არის.

 რა მექანიზმით შეიძლება გარკვევა, კიდევ აქვს თუ არა ქალს დაორსულების შანსი?

იმის დასადგენად, თუ რა რეზერვი აქვს ქალს დარჩენილი, კეთდება ტესტი – „ანტი-მიულერის ჰორმონი“. ეს ტესტი გვაძლევს საშუალებას ვიმჯელოთ საკვერცხეების მუშაობაზე.

რა უნდა გაითვალისწინოს 35 წელს გადაცილებულმა ორსულმა?

დაგვიანებითი ორსულობისას საჭიროა გაძლიერებული კონტროლი იმ რისკებისა, რაც შეიძლება გვიან ორსულობას ახლდეს თან. მაგალითად, ყველა ქალმა იცის ისეთი რისკების შესახებ, როგორიც ბავშვის თანდაყოლილი დაავადებებია, ამიტომ ასეთ დროს საჭირო ხდება ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ტესტების გაკეთება, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს ყურადღებიდან. ეს ყველაფერი საქართველოში განხორციელებადია და სიტუაციის სწორად მართვის შემთხვევაში, ორსულობა 35 და 40 წლის შემდეგაც წარმატებულია.

გენო გელაძე: ჯემალ ფუტკარაძის ამ ფორმით არჩევა კონსტიტუციის არცოდნა და უპატივცემულობაა

 

ბატონო გენო, სამართლებრივად არის თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერად არჩეული?

 

აჭარის კონსტიტუცია ამ წესს კარგად არეგულირებს, სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 11 ხმა თუ შეგროვდება თავმჯდომარე და მისი  მოადგილე ამ შემთხვევაში არის სწორად არჩეული. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ სცნობს, არც ერთ ვითარებაში,  თუ ამ შემთხვევაში 11 ხმა არ არის,  ეს ნიშნავს იმას, რომ თავმჯდომარის მოადგილე არჩეული არ არის.

 

დეპუტატები მიუთითებდნენ რეგლამენტზე…

 

რეგლამენტი ამ წესს ვერ შეცვლის, რადგან რეგლამენტი კონსტიტუციდან უნდა გამომიდინარეობდეს. რეგლამენტმა შეიძლება დაადგინოს პროცედურა, მაგრამ ციფრებს ის ვერ შეცვლის ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც კონსტიტუციისგან განსხვავებულ წესს ვერ დაადგენს, ამ შემთხვევაში რეგლამენტით არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. რვა ხმით თავმჯდომარის მოადგილეს ვერ აირჩევდნენ,  რითიც არ უნდა ეხელმძღვანელათ, ამას არეგულირებს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

 

დეპუტატების ნაწილმა თავმჯდომარის მოადგილეს მიულოცეს არჩევა, მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, თქვენი შეფასებით ეს მოცემულობა რას ნიშნავს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ამ დეპუტატებს არ აქვს წაკითხული აჭარის კონსტიტუცია თუ?

 

ნაწილმა არ იცის და ნაწილი პატივს არ სცემს, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ჩვენი კანონმდებლობის უპატივცემულობა. ამას მე დავარქმევდი არაკანონმრჩილებას. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პატივს არ სცემენ აჭარის კონსტიტუციას, ვფიქრობ არ ცოდნაზე მეტად არის უპატივცემულობა.

 

ის, რომ საკანონმდებლო ორგანოს  რეგლამენტი და კონსტიტუცია შეუსაბამოა ერთმანეთთან,  რას ნიშნავს?

 

ეს ნიშნავს უცოდინრობას. აქამდე ეს ჩანაწერი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი ჩანაწერია რეგლამენტში, რომელიც ეწინააღმდეგება უფრო ზემდგომ კანონს, ვიდრე რეგლამენტია. რეგლამენტი არის პროცედურა,  ის ვადებს და ქვორუმებს ვერ დაადგენს, ეს გამორიცხულია. ეს რომ წინააღმდეგობაში  მოდის, ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, უნდა იცოდნენ, რომ კონსტიტუცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ეს რეგლამენტი, რომელიც შეუსაბამოა აჭარის  კონსტიტუციასთან,  ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს  მიღებულია?

 

ეს რეგლამენტი არის ადრინდელი, მაგრამ თუ დააკვირდებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თითქმის ყველა სხდომაზე ცვლილებები შეაქვს ამ რეგლამენტში, სისტემურად არ მიუდგნენ  რეგლამენტს, შეიძლება ეს უცოდინრობამაც გამოიწვია, ყველაფერს განათლება სჭირდება, ადამიანური და კვალიფიციური რესურსები. რეგლამენტი გასაუმჯობესებელია ძალიან ბევრ ნაწილში, ეს არის არცოდნაც, უპატივცემულობაც…ის რომ კონსტიტუციის ნორმას დეპუტატები პატივს არ სცემენ.  ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ახლა ვინ არის უმრავლესობა და  უმცირესობა, ეს დამოკიდებულება ყველას დანაშაულია.  როცა ასე შეუსაბამოა რეგლამენტი კონსტიტუციასთან, ეს ხომ უნდა გაასწორო? თუ ეს არ გაასწორე, აბა მეტი რას აკეთებ?  ეს  რომ ვერ გააუმჯობესე –  ქვეყანას და რეგიონს ვერ მართავ.

ისევე როგორც საჯარო სამსახურში მიღების დროს ადამიანებს სთხოვენ ძირითადი კანონმდებლობების, მაგალითად კონსტიტუციის ცოდნას, როცა ადამიანი კენჭს იყრის და სურვილი გაუჩნდება გახდეს დეპუტატი, საკრებულოში, უმაღლეს საბჭოსა თუ პარლამენტში,  რაღაც კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს. ვფიქრობ საჭიროა ჩვენს ქვეყანაში კენჭისყრამდე რაღაც ტესტირების გავლა.

 

„რედისონში“ სტადიონის მშენებლობის პროექტებს განიხილავენ

პროექტების პრეზენტაცია-განხილვას სპეციალურად შექმილი საპროექტო კომისიის წევრები, პროექტის ავტორები და პროექტების შემქმნელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

პრეზენტაციას არ ესწრება აჭარის ფინანსთ და ეკონომიკის მინისტრი და საპროექტო კომისიის თავმჯდომარე დავით ბალაძე. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ მინისტრი პროექტების განხილვას ხვალ შეურთდება.

კომისია სულ სტადიონის 11 პროექტს განიხილავს.

ბათუმში, ფეხბურთის სტადიონის მშენებლობას აჭარის ფინასნთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს.

ოლიმპიური სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვის კონკურსის სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის წევრები არიან: იონა წითელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; ნუგზარ ძნელაძე – ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი; სულხან მამუჭაძე -ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი; მირიან მეტრეველი – ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; გელა ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის მდივანი); ზურაბ ჭურკვეიძე – ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი; ზვიად ბურჭულაძე – თვითმმართველი ერთეულების სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შედგენის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. კომისიაში ასევე მოწვეული არიან ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი; ვალერი ბერაძე – აჭარის განათლების, კულტურისა დას სპორტის მინისტრის მოადგილე; დავით მიქელაძე – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; დავით ზოიძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი; ირაკლი ახალაძე – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი; მინდია მურვანიძე – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილე და ქალაქის მთავარი არქიტექტორი; რევაზ გოგიტიძე – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე; ნათია აფხაზავა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი და წარმომადგენელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან.

პროქტების განხილვა დღეს 4 საათამდე გაგრძელდება და ხვალ დასრულდება. საპროექტო კომისია გამარჯვებულ პროექტს ხვალ გამოავლენს.

ნადირობა დელფინებზე – ლაზური ისტორიები

ოდესღაც ლაზეთის სამეფო ტრაპიზონამდე იყო გადაჭიმული. დღეს კი ქართველური წარმოშობის ეს ტომი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას ცხოვრობს. უძველეს ლაზურ სოფელს – სარფს კი, თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჰყოფს შუაზე. გაღმა და გამოღმა ლაზები ამ ერთი საუკუნის წინ ცალ-ცალკე სოფლად ცხოვრობდნენ. მას შემდეგ რაც სოფელი შუაზე გაიყო, ღობის მიღმა ზოგს ძმა დარჩა, ზოგს – ბიძაშვილი, ზოგსაც – შეყვარებული.

ლაზების, იმავე ჭანების ისტორია ძველი კოლხეთის ისტორიასთანაა დაკავშირებული. უძველეს კოლხეთის სამეფოში ორი ქართველური წარმოშობის ტომი სახლობდა – ლაზ-ჭანები და მანრალ-მეგრელები. მათ სამეტყველო ენას კი ზანური ეწოდებოდა. სახელწოდება `ჭანი~ მოგვიანებით „ლაზით“ შეიცვალა.

ისტორიული წყაროებით ძველი წელთაღრიცხვის V-I საუკუნეებში ჭან-ლაზებს და მეგრელებს ეჭირათ მთელი შავი ზღვისპირეთი, ტრაპიზონიდან აფხაზეთამდე. ჭან-ლაზები ჭოროხის ხეობაში სახლობდნენ, ხოლო მანრალ-მეგრელები – რიონის ხეობაში.

ძველი კოლხეთის სამეფო ტრაპიზონამდე აღწევდა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ჭან-ლაზებიც კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. ასე იყო მანამ, სანამ კოლხეთს რომაელები არ შემოესივნენ. რომაელების შემოსევის შემდეგ, კოლხეთის სამეფო დასუსტდა. შეიცვალა პოლიტიკური მდგომარეობაც, კოლხეთის მეფეები ლაზების ტომიდან ირჩეოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლაზებმა კოლხეთის სამეფოს სახელი შეუცვალეს და მას ლაზიკა უწოდეს.

ლაზიკის სამეფო საუკუნეების მანძილზე ცდილობდა ერთიანობის შენარჩუნებას. ერთი მხრივ, ბიზანტიასთან უწევდა გამკლავება და მეორე მხრივ, – სასანიდურ ირანთან. თუმცა მე-7 საუკუნეში ბიზანტიის კეისარმა ლაზიკაში მეფობა გააუქმა და მმართველებად ერისთავები დასვა. ამის შემდგომ ჭან-ლაზებმა სიმშვიდე მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში მოიპოვეს. თამარ მეფემ ბიზანტიელებს ჭან-ლაზებით დასახლებული ტერიტორიები უკან წაართვა და ტრაპიზონის სამეფო შექმნა. ლაზთა მეხსიერებაში დღემდე ცოცხლობს ლეგენდები თამარ მეფეზე. ლაზები ცნობილი ხელოსნები არიან.

ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, სწორედ მეთორმეტე საუკუნეში დაუწყიათ ხელოსნობის შესწავლა. ლაზეთში ბევრი ისტორიული ძეგლი ყოფილა, თუმცა ძირითადად დანგრეული. თამარ მეფეს მოუნდომებია ამ ძეგლების შეკეთება. სწორედ ლაზები დახმარებიან მეფეს მათ შეკეთებაში. ამბობენ, მას შემდეგ, რაც თამარმა შეკეთებული და აღდგენილი ძველი ძეგლები ნახა, ლაზები დალოცა და მათი ხელობაც აკურთხაო.

თამარის დალოცვის შემდეგ ლაზ ხელოსნებს ისე კარგად წაუვიდათ საქმე, მთელს ლაზისტანში ხალხი ხელოსნობის სწავლას გაჰყვაო. მალე ისე მოხდა, რომ მთელს საქართველოში თუკი რაიმე შენდებოდა, ყველგან ლაზი ხელოსნები ყოფილან.

ლაზი ხელოსნების მიერ აშენებული სახლი ქედაში, სოფელ ზუნდაგაში

ბიზანტიის იმპერატორი ვერაფრით ურიგდებოდა ტრაპიზონის სამეფოს არსებობას, თუმცა ყველა ბრძოლა მის წინააღმდეგ უშედეგო იყო. შავი დღე ტრაპიზონის სამეფოსთვის 1453 წელს დადგა. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს კონსტანტინეპოლი, ტრაპიზონსაც მიადგნენ და დაიპყრეს.

ბევრ ლაზს მოუწია საკუთარი სარწმუნოების დათმობა, მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა ლაზისტანი. მისიონერ ლუი გრანჯერიოს აღწერილი აქვს, თუ როგორ ცდილობდნენ ოსმალები ლაზ-ჭანების გამაჰმადიანებას. „ბავშვებს წინადაცვეთით ათავისუფლებდნენ ბეგარისაგან, ქალიშვილებს კი იმისათვის, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ მათთვის, იანიჩრებზე ათხოვებდნენ“, – წერს გრანჯერიო.

დღეისათვის ლაზები კვლავაც შავი ზღვისპირეთში ბინადრობენ. მათი უმეტესობა თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

„იქაურ ლაზებს რომ ჰკითხოთ მათი ეროვნების შესახებ, გეტყვიან, რომ ლაზები არიან და არავითარ შემთხვევაში გურჯები“, –  ამბობს ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი ირმა მემიშიში.

ლაზები კარგი მეთევზეები და ხელოსნები არიან. სარჩოს ძველი ლაზები ზღვაში ეძებდნენ. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მცირემიწიან ადგილებში სახლობდნენ და სოფლის მეურნეობას რომ გაჰყოლოდნენ, ამისთვის შესაფერისი გარემო ნაკლებად იყო.

ლაზი მეთევზე ქსოვს ბადეს, მაკეტი ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმიდან

ლაზებში ჯგუფური შრომის კულტურა ე.წ. „ნადური“ შრომაც იყო გავრცელებული. მ. ვანილიში და ა. თანდილავა წიგნში „ლაზეთი“ აღწერენ ნადური შრომის თავისებურებებს:

„ნადს სოფელში რიგრიგობით აწყობენ. ამიტომ ოჯახში ერთი ან რამდენიმე წევრი მუშახელის მოსაგებად ჯერ სხვა ნადებში მონაწილეობს და 10-12 კაცის მოგების შემდეგ თვითონ აწყობს ნადს. მოგებულთა გარდა მოსულების წინაშე დავალიანებული რჩება, რასაც შემდეგ ანაზღაურებენ. ლაზები ნადს ორ ჯგუფად ყოფენ: გედვალერი (სავალდებულო გადასახდელი) და უგედვალუ (არა სავალდებულო გადასახდელი).“

გედვალერი ისეთი ნადი იყო, რომელიც ოჯახს აუცილებლად უნდა გადაეხადა. ანუ რამდენი კაციც იყო მის ნადში სამუშაოდ, იმდენივესთან უნდა წასულიყო თავადაც ნადში. ასეთი ნადი იყო ყანის თესვის, მარგვლის, კრეფის, ყანის ტეხვის. ასეთ ნადებში კაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ.

უგედვალუ იყო არასავალდებულო ნადი. სახლის მასალის მოზიდვისას, ახლად გაკეთებული ნავის ზღვის პირამდე მიტანის ან ბადის ძაფის დართვის  დროს თუ ერთი ლაზი მეორეს დაეხმარებოდა, ეს ვალად არ ჩაითვლებოდა.

ლაზებს შესისხლხორცებული ჰქონდათ მეთევზეობა და ხელოსნობა.  ეს პროფესიები მათ ბევრი მოგზაურობის საშუალებას აძლევდა.

ამას ლაზები „კურბეთს“, ანუ შორეულ მოგზაურობაში საშოვარზე წასვლას უწოდებდნენ. ძველად ლაზები ყოველწლიურად აწყობდნენ ჯგუფურ მოგზაურობებს. ჯგუფში მეთევზეები, მენავეები (ნავის მშენებლები) და სახლის მშენებლები შედიოდნენ. მეთევზეები და მენავეები, ძირითადად, ზღვის სანაპიროზე მდებარე დასახლებებს ეტანებოდნენ. ხოლო სახლის ოსტატები და დურგლები მიდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, სადაც ლაზურ სტილზე აშენებდნენ პატარა ოდებს.

შემოდგომის დადგომისთანავე ლაზი მეთევზეები ბადეების დამზადებას იწყებდნენ. ადრე სანამ ლაზები ნავის კეთებას ისწავლიდნენ, თურმე მოჭრიდნენ დიდგულიან ხეს,  გულს ამოუღებდნენ და ასე გადიოდნენ ზღვაზე. ასეთ ნავებს „ნუში“ ერქვა. მოგვიანებით ნავების აგების ოსტატობის დახვეწასთან ერთად მისი სახელწოდებაც შეიცვალა. ჯერ „ჭირნიღს“ ეძახდნენ, დღეს კი „ფელუკად“ მოიხსენიება.

ლაზებში გავრცელებული იყო ასევე ჭინოთი თევზაობა. ჭინო თევზის დასაჭერ გრძელ ჯოხს ჰქვია და სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილს „თუდენი“ ეწოდება, მეორე ნაწილს „შქაში“, მესამეს – „ყომურიში“.

გარდა ამისა, თევზაობდნენ გოდრებითაც. გოდრით თევზაობა ზღვაში მოუხერხებელი იყო, მაგრამ მთის მდინარეებისთვის სწორედ რომ შესაფერისი. გოდორი აუცილებლად თხილის ხისგან უნდა ყოფილიყო დაწნული.

ლაზი მეთევზეები ძველად დელფინებზეც ნადირობდნენ. ნადირობა შუა ზღვაში ხდებოდა ჩახმახიანი თოფით. ეს კი გარკვეულ ოსტატობას მოითხოვდა მონადირისგან. ჯერ ერთი, ნავს ტალღები აქანავებდა, მეორეც დელფინიც მოძრაობდა და რთულად მოსახელთებელი იყო. დელფინებს ღია ზღვაში უსაფრდებოდნენ და საათობით ელოდებოდნენ მის გამოჩენას. დელფინის მონადირება ადვილი არ იყო. როგორც კი ზედაპირზე გამოჩნდებოდა, სწრაფადვე უნდა ესროლათ, იმიტომ, რომ ჰაერს როგორც კი ჩაისუნთქავდა, მაშინვე წყალში ჩაყვინთავდა. მას შემდეგ რაც დელფინს ესროდნენ და ის გულაღმა ამოტრიალდებოდა, რკინის კავიანი ჯოხით ნავში აიყვანდნენ.

„ხშირია შემთხვევა, რომ დელფინი თავის შვილთან ერთად დაცურავს და, როცა გასროლილი ტყვია დედის ნაცვლად შვილს მოხვდება, რომელსაც ნავში ამოიყვანენ, დედა ნავს როდი შორდება. მან იცის, რომ შვილი ნავში იმყოფება და მანამდე სდევს ნავს, სანამ ნაპირს არ მიადგება. ხშირად „ცოდვის“ თავიდან ასაცილებლად, მეთევზეები დედას არ კლავდნენ, თუმცა შვილის მოკვლის შემდეგ მისი მოკვლა ძალიან ადვილი იყო. სასიკვდილოდ დაჭრილი დელფინი, რომელსაც ნავში ჩააგდებდნენ, ტყვიის მოხვედრისთანავე ტირილს და ხმამაღლა კვნესას იწყებდა“, – ნათქვამია  მ.ვანილიშისა და ა.თანდილავას წიგნში „ლაზეთი“.

დელფინის ქონისგან ლაზები ზეთს ხდიდნენ და მას ნავთის მაგივრად ხმარობდნენ. ასეთ ზეთს ლაზურად „დეფინაშ იაღი“ ეწოდება.

ლაზებს თევზაობის დაწყებასთან დაკავშირებით არაერთი წესი ჰქონდათ. მაგალითად, თევზის ჭერას აუცილებლად შაბათ დღეს იწყებდნენ, რომელსაც ლაზურად „საპატონი“ ეწოდება. გააკეთებდნენ ე.წ. „ნუსკას“ და ნავში დამალავდნენ ისე, რომ არავის ენახა. სწამდათ, რომ ასე ბევრ თევზს დაიჭერდნენ. თუ ისე მოხდებოდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში თევზს ვერ დაიჭერდნენ, მაშინ ამბობდნენ, რომ „თოფს თვალი ეცა“ და სპეციალურ შელოცვებს კითხულობდნენ.

ლაზები თევზის დასაჭერ ბადეებსაც თავად ქსოვდნენ. ბადისთვის საჭირო ძაფსაც თავად ართავდნენ. ძაფს ქალები ამზადებდნენ, ბადეებს კი, მამაკაცები ქსოვდნენ.

ბათუმის მერის შეფასება დეპუტატისთვის კვერცხების სროლაზე

 

„ბათუმელებთან“ საუბარში ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ადასტურებს, რომ თუშმანიშვილი და ღოღობერიძე ნამდვილად მუშაობენ ავტოტრანსპორტის სამსახურში.

 

ბრალდებას იმის შესახებ, რომ ეს პროცესი [დეპუტატისთვის კვერცხების სროლა] ქალაქ ბათუმის მერიის მართულია, აბსურდულსა და სისულელეს უწოდებს გიორგი ერმაკოვი: „ნებისმიერი ფორმით ძალადობა, შეურაცხყოფა, რომელიც არის კანონით დასჯადი, ჩემ მიერ წახალისებული როგორ შეიძლება იყოს. კონკრეტული პირი, რომელიც დასაქმებულია მერიის აიპ-ებსა და შპს-ებში, ვინ რას მოიმოქმედებს, როგორ შეიძლება იყოს ჩემი მართული. ძალიან არასასიამოვნოა, როცა ასეთ მდგომარეობამდე მიდის საქმე, მაგრამ ამისთვის, როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არსებობს კანონი, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც არ უნდა მუშაობდეს ის. ქცევის წესები და შინაგანაწესი კანონით არის რეგულირებული, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები… ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი თანამშრომელი სამსხაურებრივ მოვალეობას ასრულებდეს, თუკი მისი  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ფარგლებს სცდება ან არაჯეროვნად ასრულებს,  ასეთ დროს მივიღებ ზომებს…“ – განმარტა ბათუმის მერმა „ბათუმელებთან“.

  

ველომოგზაურმა ნოდარ ბერიძემ ველოსიპედიდან გადმოვარდნის გამო ტაიმ-აუტი აიღო

 

 

„ქობულეთიდან გავედი, სოფელ ლეღვამდე არ ვიყავი მისული. იქ შემემთხვა ეს ამბავი.  არ მახსოვს როგორ წავიქეცი. სხვა გარემო ფაქტორი არ ყიფილა. ალბათ, კენჭი შემხვდა მკვეთრად დავამუხრუჭე და ამიტომ გადმოვვარდი ველოსიპედიდან. მარჯვენა ხელის იდაყვი მეღრძო და თავის ქალა დამიზიანდა“ – გვითხრა ნოდარ ბერიძემ.

 

ველომოგზაურის თქმით მას პირველადი დახმარება ქობულეთის საავადმყოფოში გაუწიეს.

ველომოგზაური „საქართველო მშვიდობისათვის“ მოგზაურობის გაგრძელებას რეაბილიტაციის შემდეგ გეგმავს და ვარაუდობს, რომ ამისთვის მზად ორი კვირის შემდეგ იქნება.

 

ნოდარ ბერიძემ „საქართველო მშვიდობისათვის“ ველომოგზაურობა 2015 წლის 25 თებერვლიდან დაიწყო. დღემდე 800 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა და შემოიარა  თბილისი-სამაჩაბლო-აფხაზეთის საზღვრები; მცხეთა, დუშეთი, ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, ყვარელი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, საგარეჯო, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა.

 

ნოდარ ბერიძე ქედის რაიონი სოფელ ვარჯანისიდანაა. მან ველომოგზაურობა გასულ წელს დაიწყო. თავისი მეგობრის, ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ ჯუმბერ ლეჟავას დაწყებული ველოტური თვითონ დაასრულა და უკრაინა (დონეცკისა და დონბასის გარდა) ველოსიპედით შემოირა.

 

სამომავლოდ ნოდარ ბერიძე სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება.

Exit mobile version