<a href=”https://polldaddy.com/poll/8712034/”>ვის ისურვებდით ბსუ-ს რექტორად?</a>
რექტორობის კანდიდატი: მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს უნივერსიტეტში ვმოღვაწეობ
„ამ უნივერსიტეტში მე ვიღვაწე ზუსტად 33 წელი, 1976 წელს გავხდი სტუდენტი, 1981 წელს უკვე ვიყავი უნვერსიტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წლების განმავლობაში გავიარე გზა ასისტენტიდან პროფესორის აკადემიური თანამდებობის ჩათვლით, მაგრამ მოხდა ისე, რომ 2009 წლის კონკურსში მე დავტოვე უნივერსიტეტი წმინდა აპოლიტიკური ნიშნით. მე ვიყავი ეროვნული ფორუმის აჭარის ოგანიზაციის ხელმძღვანელი და ლიდერი, ეს იყო იმის მიზეზი, რომ უნივერსიტეტი დამატოვებინეს.
ექვსი თვე ვიყავი უმუშევარი და მერე სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით უკვე მეხუთე წელია რაც ვმოღვაწეობ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში სრულ პროფესორად. ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ არ იფიქროთ, რომ მე რექტორობის სურვილმა რაღაც ამბიციები შემიქმნა, გარკვეულწილად ეს იქნება სამართლიანობის აღდეგენის პროცესის დასაწყისი, მე ასე მიმაჩნია.
ასეთი უგულისყურო დამოკიდებულება მარტო ჩემს მიმართ არ მომხდარა, ჩემს გვერდით ძალიან ბევრი კადრი გაუშვეს აქედან, რომლებიც დღესაც უმუშევრები არიან. ამიტომ, დამთავრდეს უნდა კოჰაბიტაცია, დამთავრდეს უნდა მაფიოზური და კლანური მოღვაწეობა უნივერსიტეტში და დაიწყოს ათვლის ახალი წერტილი. წესიერი, ნიჭიერი, საქმის მცოდნე, კვალიფიციური კადრები უნდა მოღვაწეობდნენ უნივერსიტეტში“ – განაცხადა ბესიკ ბერიძემ.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ოთხი კანდიდატი
ბესიკ ბერიძე, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საჯარო მმართველოს პროგრამის ხელმძღვანელი: უნივერსიტეტში უნდა დამკვიდრდეს ახალი საგანმანათლებლო სტანდარტი. სწავლისა და სწავლების პროცესის სიმძიმის ცენტრი უნდა გადავიდეს სტუდენტზე. უნდა დამკვიდრდეს აკადემიური თავისუფლება, ამისთვის საჭიროა სწავლებისა და კვლევის ჰარმონიზაცია. სტუდენტს უნდა ჩამოვუყალიბოთ კვლევის ელემენტარული უნარ-ჩვევები, სტუდენტი აუცილებლად უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებას, შეხედულებებს.
მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას რაც შეეხება, ეს თანამედროვეობის მოთხოვნაა და თავისთავად საჭიროა სიახლეები. უნივერსიტეტში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ სტუდენტს ჰქონდეს გონივრული მოტივაცია და ეს მოტივაცია მას უნდა ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელმა აზროვნებამ. თუკი ადრე ჩვენ ლექციებს ვუკითხავდით და კონსპექტს ვაკეთებინებდით, ახლა სტუდენტმა თავად უნდა იმუშაოს დამოუკიდებლად წიგნთან. სტუდენტი სწავლების ობიექტი კი არ უნდა იყოს, არამედ სუბიექტი და თავად უნდა გადაწყვიტოს ბევრი რამ.

ანთაზ ქიქავა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი: მთავარი, რის გამოც უნდა ამირჩიონ, არის ის, რომ მე მაქვს უნივერსიტეტში მუშაობის დიდი გამოცდილება. მიმუშავია ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, კარგად ვიცნობ უმაღლეს სკოლას, სასწავლო პროცესს. ბუნებრივია, მეცნიერი ვარ და ვიცნობ სამეცნიერო მუშაობას. აქედან გამომდინარე, გავბედე, რექტორობის კანდიდატი ვყოფილიყავი.
ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება სტუდენტი და პროფესორი. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ რექტორით დაწყებული, ლაბორანტით დამთავრებული, ყველა იქნება დამხმარე პერსონალი და ყველა პირობას შევქმნი მუშაობისთვის. სტუდენტს უნდა შეექმნას ყველა პირობა იმისთვის, რომ ისწავლოს და ლექტორს იმის პირობა, რომ ასწავლოს კარგად.
სწორი მარკეტინგი მოგცემს შესაძლებლობას, რომ ახალ-ახალ სიმაღლეზე გავიდეს უნივერსიტეტი. ვინც იქნება ბეჯითი და კარგი სტუდენტი, მოვძებნი იმის სახსრებს, რომ წახალისების ახალი ფორმები შემოვიტანო. აქტიურად ვიმუშავებ გაცვლით პროგრამებზე, რომელიც მთავარი კომპონენტია.

მანუჩარ ლორია, ასოცირებული პროფესორი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტი: მე ვარ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე და ვარ ერთიანი ეროვნული გამოცდების ბათუმის საგამოცდო ცენტრის უფროსი. 1994 წლიდან ბათუმის უნივერსიტეტთან ვარ დაკავშირებული, ვიყავი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, ასპირანტი, მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი და პროფესორი. შესაბამისად, მაქვს როგორც მეცნიერული, ასევე ადმინისტრაციული გამოცდილება. ყველაზე უფრო მეტი გამოცდილება მაქვს რამდენიმე სეგმენტში. ეს არის ელექტრონული უნივერსიტეტი, რაც თავის დროზე საზღვაო აკადემიაში დავიწყე და შევძელი არა ერთი ამ ტიპის პროგრამა შემექმნა, რომელიც უნივერსიტეტის მართვის შემთხვევაში არის მომგებიანი. თუ აკადემიური საბჭო ამირჩევს, ეს მალე გაკეთდება. სტუდენტთა აკადემიური და ფინანსური რეგისტრაცია იქნება ელექტრონული, ასევე სასწავლო პროცესის მართვის პორტალი, რომელთანაც ბევრი ნიუანსია სტუდენტებთან დაკავშირებული და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს და ბევრ ევროპულ უნივერსიტეტშია დანერგილი.
სტუდენტებს ხელმისაწვდომობა ექნებათ ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც მათ შეეხებათ. უწყისი, შედეგები, საგამოცდო განრიგი, სწავლების ცხრილები, სილაბუსები და სალექციო კურსები, საგრანტო პროგრამები და სტუდენტის გამოკითხვა – ყველაფერი ეს იქნება ერთ სისტემაში და ამ ადამიანებს არ მოუწევთ სხვადასხვა დეკანატში და ოთახში სირბილი. ბოლო ათი დღე ვიმყოფებოდი ლატვიაში, სადაც კიდევ ერთხელ გადავამოწმე, თუ როგორ მუშაობს ეს ელექტრონული სისტემა.
ხარისხის პოლიტიკაც იქნება უზრუნველყოფილი და ორი დონის მექანიზმი დაინერგება. ასევე, ის ბარიერი, რომელიც არის დღეს დაწესებული, არის ძალიან მაღალი. ჩვენ ბარიერები კი არ უნდა ავწიოთ, არამედ უნდა გამოვასწოროთ სწავლის პროცესი. პოლიტიკა შემუშავებული გვაქვს სამეცნიერო სფეროს განვითარებაზეც. უნდა დაფუძნდეს უნივერსიტეტის საგრანტო ფონდი, რომლის მიმართულება იქნება საუნივერსიტეტო გამოცემები და კვლევები, სასწავლო მასალების გამოცემა, ვიდეო და აუდიომასალების გაკეთება და დაფინანსდება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო პროექტებიც.

როსტომ ბერიძე, ტურიზმის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სრული პროფესორი: ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმის დეპარტამენტზე მიღწეულ იქნა ის, რომ ასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთის და სხვა ევროპულ უნივერსიტეტებში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება უნივერსიტეტის რებრენდინგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ პიარის ყველა მოთხოვნას, რასაც ვიყენებდით ტურიზმის ფაკულტეტისთვის: ის ცნობადი გახდა – პირველ ადგილზეა ეროვნულ გამოცდებში მითითების რაოდენობით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ის, რომ განვამტკიცებთ ურთიერთობას ბიზნესსექტორთან, დამსაქმებლებთან, გვაქვს საბაზრო პირობებთან ადაპტირებული პროგრამები, კარგად ვიცით, ჩვენი სტუდენტები როგორ დავასაქმოთ.
ქვაკუთხედი ჩემი საქმიანობის იქნება ის, რომ სტუდენტს შევუქმნათ ყველა პირობა ცვალებად გარემოში მიაღწიოს წარმატებას. ამისთვის უკვე გვაქვს კარგი ურთიერთობა ბიზნესთან. ვიცით, რომელ სპეციალობებზეა მოთხოვნა და როგორი კომპეტენციები უნდა გააჩნდეთ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ. ყურადღება ექცევა უცხო ენის კარგ სწავლებას და შანსი აქვთ სტუდენტებს დასაქმდნენ საბუღალტრო და სხვა პოზიციებზე.
ამ ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში მუდმივად იყო დასაქმებული ათი უცხოელი ლექტორი და ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ.
დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის [LIVE]
Broadcast live streaming video on Ustream
რექტორობის კანდიდატები წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას, დარბაზში მყოფებს შესაძლებლობა გექნებათ კანდიდატებს დაუსვათ კითხვები.
დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.
დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“- ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით
„ჩემი მშვენიერი ბებო“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი 5 დან 8 მარტის ჩათვლით ფეისბუქის საშუალებით მიმდინარეობდა. გამარჯვებულები ფეისბუქ-ლაიქების მეშვეობით გამოვლინდნენ. ორგანიზაციას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კონკურსანტთა ფოტოები ჰქონდა ატვირთული. ყველაზე მეტი მოწონება 70 წლის მერიკო ბეჟუაშვილის ფოტომ დაიმსახურა.
„კონკურსის ჩატარება იმიტომ გადავწყვიტეთ რომ გვსურდა საზოგადოებას გაეცნო, ჩვენი მშვენიერი, მზრუნველი და ერთგული ბებიები. ყველა მათგანი ასოციაციის ბენეფიციარია. კონკურსის სლოგანი იყო ,,ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია,“ – ამბობს ხანდაზმულთა რესურსცენტრის დირექტორი ნანა კალანდაძე.
მისივე თქმით გამარჯვებულების გარდა საჩუქარი კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო.



დავით ბალაძე: პარტიებმა პოლიტიკური ქულების მოპოვება დაიწყეს
„წელიწადნახევარი დარჩა არჩევნების დანიშვნამდე და ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც 6 თვის წინ ამ ხელისუფლებას ამართლებდა და ამ ხელისუფლების გუნდში იყო, წამოყო თავი და ასე ვთქვათ, დაიწყო მთავრობის კრიტიკა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამ პარტიებმა დაიწყეს პოლიტიკური ქულების მოპოვება. წარმოთქმულ ბრალდებებს ვერ დავეთანხმები. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ და ვნახეთ, თუ რა მოცულობის ზრდა გვაქვს ინვესტიციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ეკომიგრანტების საკითხს, ჩვენ ვაშენებთ მათთვის სახლებს. იპოთეკარებისთვის კი აჭარაში დამტკიცდა უპრეცენდენტო პროექტი, რომელიც „ლიბერთი ბანკთან“ ერთად მიმდინარეობს“, – განაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დავით ბალაძემ.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა სულხან ღლონტმა აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე დღეს, 9 მარტს, უმაღლეს საბჭოში ისაუბრა.
”2012 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობამ ვერ წარმოადგინა რეგიონის განვითარების გეგმა, ვერ მოაგვარეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც არის რეგიონში ეკომიგრანტებთან მიმართებაში, იპოთეკით დაზარალებულთა საკითხები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხები. მათ პრაქტიკულად არავითარი ხედვა არ გააჩნიათ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვერ თანამშრომლებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტურად.
ჩვენ ვთვლით, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ამ პროცესს ვიწყებთ,” – განაცხადა სულხან ღლონტმა.

ნეტგაზეთი 2015 წლის პრესის ევროპული ჯილდოს მფლობელი გახდა
სულ 2015 წელს რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში დაჯილდოვდა 6 ჟურნალისტი და მედიასაშუალება”, რომლებიც “ცაიტისა” და ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდის განცხადებით, “ცენზურასა და რეპრესიებს არ უშინდებიან”.
ნეტგაზეთთან ერთად 2015 წელს ჯილდოს მიიღებენ ყოველკვირეული გაზეთი “Pskovskaya Guberniya” (რუსეთი), ჟურნალისტი გალინა ტიმჩენკო (რუსეთი), საინფორმაციო სააგენტო Slidstvo.Info (უკრაინა), ასევე ჟურნალისტები: ვალენტინა სამარი (უკრაინა) და სერგეი ჰარმაში (უკრაინა). დასახელებული ჟურნალისტები 10 ათას ევროს, ხოლო მედიასაშუალებები 15 ათას ევროს მიიღებენ.
“სერგეი ჰარმაში დონეცკიდან ონლაინ-გაზეთის Ostro V-ს მთავარი რედაქტორია. ეს პორტალი აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიუს-პლატფორმაა. ჰარმაში კარგადაა ცნობილი მისი გამჭირახი პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიტიკური მასალებით. მას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პრესის თავისუფლებაში თავისი ობიექტური, კრიტიკული მასალებით უკრაინის კრიზისის საკითხზე. Ostro V-ს ჟურნალისტების უმრავლესობამ, მათ შორის ჰარმაშმა დონეცკი 2014 წელს დატოვა”, – ნათქვამია ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ განცხადებაში.
“ვალენტინა სამარი ყირიმიდანაა. ის იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირიმი გასულ წელს, რადგან ეშინოდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. იგი არ უშინდებოდა კრიტიკული სტატიების, ასევე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალების გამოქვეყნებას სახელმწიფო მოხელეების მიერ განხორციელებული კორუფციული ქმედებების შესახებ”.
“გალინა ტიმჩენკო არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ონლაინ-გაზეთის, ლენტა.რუ-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი. ის ამჟამად ლატვიაში მუშაობს რათა ხელი შეუწყოს თავისუფალი რუსული პრესის განვითარებას. რუსეთში არსებული ცენზურის გამო იძულებული გახდა საქმიანობა რიგაში გაეგრძელებინა, სადაც პორტალი “მედუზა” დააფუძნა”.
“ონლაინ-გამოცემა ნეტგაზეთი მიიღებს 15 ათას ევროს. პოლიტიკურად დამოუკიდებელი ნიუს და მულტიმედია პორტალი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების და ქალების უფლებების დარღვევეის დეტალებს, ასევე ჰომოფობიის საკითხებს აშუქებდა. ნეტგაზეთი ნაციონალურ დონეზე სოციალური პრობლემების გაშუქების ფართო სპექტრს სთავაზობდა მკითხველს, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ამბებს, გამოცემამ თავის მკითხველებს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მიღების კარგი პლატფორმა შესთავაზა”, – ვკითხულობთ ჯილდოს ორგანიზატორთა განცხადებაში.
პრიზის მისაღებად ნომინაციაზე ნეტგაზეთი საქართველოში გერმანიის საელჩომ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისმა წარადგინა. ზემოხსენებული ყოველწლიური პრიზით რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მომუშავე ჟურნალისტები და მედიასაშუალებები ჯილდოვდებიან.

დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში, კერძოდ ოსლოში ნობელის ინსტიტუტში გაიმართება 2015 წლის 24 ივნისს.
2010 წელს ზემოხსენებული ჯილდო საქართველოდან ჟურნალმა “ლიბერალმა” მიიღო, ხოლო 2009 წელს გაზეთმა “ბათუმელებმა”. ნეტგაზეთი გაზეთ “ბათუმელების” ონლაინ-გამოცემაა.
უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშალა

უმაღლეს საბჭოს დღეს კენჭი უნდა ეყარა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურისთვის. ჯემალ ფუტკარაძე გასულ კვირას ქართული ოცნების ფრაქციიდან იმის გამო გარიცხეს, რომ მან საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ამ თანამდებობაზე. ჯემალ ფუტკარაძეს, როგორც თავად ამბობს, ამის თაობაზე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. დეპუტატის თქმით, მან პრემიერს განუცხადა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კადრებს ნიშნავდნენ ცენტრიდან მითითებით.
სხდომის ჩატარების ინიციატორი – „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის ჩანიშვნას 6 მარტისთვის ითხოვდა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა – შესაბამისად, სხდომა დღეისთვის, ანუ 9 მარტისთვის ჩანიშნა.
იქედან გამომდინარე, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები უკრაინაში იმყოფებიან, მათ ამ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს.

საპარტულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი მსუბუქად არის დაშავებული. როგორც ავარიის თვითმხილველმა, “ბათუმელებს” უთხრა, დაზიანებულია ასევე საპატრულო პოლიციის მანქანის ის მხარე, სადაც საჭეა განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ნიშნავს.
ჯემალ ფუტკარაძე ავთანდილ ბერიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს
ჯემალ ფუტკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა და განაცხადა რომ მისი ფრაქციიდან გარიცხვა ამის ნაწილი იყო.
“პარტია ქართულმა ოცნებამ, რვა მარტს, უქმე დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა ბატონმა კალაძემ, პრესსამსახურის საშუალებით გავრცელა განცხადება რომ ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე არის გარიცხული პარტიის რიგებიდან. ჩამოთვალა ის მცდარი წინაპირობები, რის საფუძველზეც მოხდა ჩემი პარტიიდან გარიცხვა. ეს იყო პოლიტიკური ამნეზია, ის რომ პარტიის ლიდერებმა არ იცოდნენ რომ ჯემალ ფუტკარაძე 2014 წლის 14 სექტემბრიდან აღარ ითვლებოდა პარტიის წევრად. მე ვიყავი ფრაქციის წევრი და ზუსტად ფრაქციისგან მოვითხოვდი ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერას,” განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.

ავარია ბათუმში – დაზიანებულია პატრულის მანქანა

ავარიის დროს დაზიანდა საპატრულო პოლიციის მანქანაც. არიან თუ არა დაშავებულები ამის გარკვევას “ბათუმელები” ახლა ცდილობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ნიშნავს:
“ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”

სულხან ღლონტი: აჭარის მთავრობას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ
”აჭარის რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს განპირობებულია იმით, რომ აჭარის მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს ჯეროვნად. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შესულიყო ამ კრიზისში.
2012 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობამ ვერ წარმოადგინა რეგიონის განვითარების გეგმა, ვერ მოაგვარეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც არის რეგიონში ეკომიგრანტებთან მიმართებაში, იპოთეკით დაზარალებულთა საკითხები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხები. მათ პრაქტიკულად არავითარი ხედვა არ გააჩნიათ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვერ თანამშრომლებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტურად.
ჩვენ ვთვლით, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ამ პროცესს ვიწყებთ,” – განაცხადა სულხან ღლონტმა.
მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობა (14 ხმა) სჭირდება. სულხან ღლონტის განცხადებით, თუ ოპონენტებს პრობლემის რეალურად მოგვარება სურთ, კონსულტაციები უნდა დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის.

მან-სან-კანში ქობულეთის გუნდმა გაიმარჯვა
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის მუნიციპალური ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. ჩემპიონატი წელს მეხუთედ ჩატარდა.
გამარჯვებული გუნდი ტაო-კლარჯეთში 3 დღიანი ექსკურსიით დასაჩუქრდა.


ქალაქის ცენტრში გირავდება კერძო სახლი
ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩაზე, გირავდება კერძო სახლი. სახლი დგას ცენტრალური გზის პირას. შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული საქმიანობისთვის. სახლში არის ყველა საჭირო ტექნიკა, შეყვანილია ბუნებრივი აირი.
ფასი: 8500
მობ: 599 589017
სასწრაფოდ იყიდება კერძო სახლი მელიქიშვილის ქუჩაზე
ქალაქის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩაზე, სასწრაფოდ იყიდება კერძო სახლი.
ფასი: 40 ათასი დოლარი.
მობ: 599 58 90 17
ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოქალაქეების მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების ჩხრეკისას სპეციალური სამალავიდან 19 488 აბი პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება ამოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გიორგი პაპუაშვილი აჭარაში სუს-ის უფროსად დაინიშნა
სამსახურიდან წასვლის მიზეზად გიორგი პაპუაშვილმა რეგიონული გაზეთის – „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს უთხრა, რომ მან „ამ ზაფხულს ინფარქტი გადაიტანა“, ამიტომ ყოველთვის უნდოდა წასულიყო თბილისში, რადგან აქ ვერ მკურნალობდა.

რაც შეეხება აჭარასთან გიორგი პაპუაშვილის სამსახურებრივ კავშირებს – ის აქამდეც მუშაობდა აჭარაში: პაპუაშვილი ვარდების რევოლუციიდან მალევე, 2004 წელს, აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა. 2004-2005 წლებში მუშაობდა აჭარის პროკურორადაც. გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით ბათუმში იყო სკანდალებიც: 2004 წლის 5 ოქტომბერს დააკავეს ხულოსა გამგებელი – ოთარ ცეცხლაძე და შუახევის გამგებლები ნოდარ ქარცივაძე. დაკავებულები დანაშაულის არ არსებობის გამო 28 ოქტომბერს გაათავისუფლეს. მაშინ მედია წერდა, რომ ოთარ ცეცხლაძემ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით დატვირთული ავტომანქანა არ გამოატარა. გამგებლების დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა გიორგი პაპუაშვილის გადაყენების მოთხოვნით.

„ბათუმელებმა“ გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირება ვერ მოახრეხა, მას მობილური გამორთული ჰქონდა. გიორგი პაპუაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ შს სამინისტროში სცადა, თუმცა ვერც ამ უწყებიდან მოხერხდა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილი ხვალიდან გამოცხადდება ახალ სამსახურში.
მანუჩარ ლორია: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად
აქცია ბათუმში ქალთა უფლებების დასაცავად [ფოტო]
17 წლის მარიტა გორგილაძის თქმით, აქციის მიზანია ხელი შუეწყოს ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას საქართველოში – ”გვინდა მეტი ქალი იყოს ჩართული პოლიტიკაში, რადგან ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფო დემოკრატიის გზას ადგას” – ამბობს ის.
”აქციის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პარლამენტში და მაღალ თანამდებობებზე. დღეს საქართველოში, 52 დეპუტატიდან მხოლოდ 2 ქალია. გვინდა რომ უფრო მეტი ქალის აზრი და შეხედულება იყოს დაფიქსირებული და გაზიარებული. მათი ხმა ძალიან აკლია, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს” – ამბობს 17 წლის ბესო ხოზრევანიძე.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად 300 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა, მიწის ექსკავაციისა დროებითი თაღის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიწის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

სამუშაოებზე 350-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.
საავტამობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ზღვისპირა ქალაქებზე გამავალი, განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობით გამორჩეული E-70 ავტომაგისტრალი წლების განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს.

აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე გადაირთვება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 18.9კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 16 ხიდის, მათ შორის 7 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობაა დაგეგმილი.
სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის მარტში დასრულდება.
ქალები ქალთა დღეს






უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი ბათუმში ვიზიტით

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის თქმით, კონსულტაციების მხრივ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, დღეს კი უკრაინაში დასაწყები საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს:
“ქალბატონი ანა ადრე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ახლა ის, როგორც სახელმწიფო მინისტრი არის პასუხისმგებელი, რომ კოორდინაცია გაუწიოს რეფორმებსა და მთავრობის სტრუქტურებს, ამიტომ დაინტერესდა იმ რეფორმებით, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ტარდება, ასევე სურთ გაიზიარონ ჩვენი ძველი გამოცდილება” – ამბობს გიორგი პაპუაშვილი.
მისივე თქმით, დელეგაციის მიზანია გაიზიარონ საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება და მიიღონ კონსულტაციები თუ, როგორ მოარგონ ეს რეფორმები უკრაინულ რეალობას: “ისინი სწორედ ახლა იწყებენ უკრაინაში საჯარო სისტემის რეფორმას, ეს შეეხება სტრუქტურულ რეორგანიზაციას, ასევე შეიძლება შეეხოს ოპტიმიზაციას, ამიტომ საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან თანხების გამოთავისფლება, კადრების შემცირება და ა.შ. ყოველთვის არის დაკავშირებული პოლიტიკურ რისკებთან, სამართლებრივ პრობლემებთან” – თქვა მან.

ონიშენკოს თქმით, უკრაინულ დელეგაციას, გუშინ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გზებზე ისაუბრას: “გუშინ მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განვიხილეთ ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის – ურთიერთობა და დახმარება უკრაინელ დაზარალებულებისთვის. ჩვენ უკვე მილიონზე მეტი დევნილი გვყავს, მათ შორის ბევრი ბავშვია. შეიძლება დახმარება ამ ბავშების რეაბილიტაცია იყოს, ვისაუბრეთ თუ რა სახით დავეხმაროთ მათ, აღმოვუჩინოთ ბავშებს ფსიქოლოგიური დახმარება, ან ჩამოვიყვანოთ აქ დასასვენებლად. ეს ძალიან მნიშვნელობანია ჩვენთვის და თუ ქვეყანას უნდა და შეუძლია დახმარება, ეს ძალიან დიდი შვებაა ჩევნთვის” – თქვა მან.
ონიშნეკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ დიდი ყურადღება დაუთმეს ელექტრონული მმართველობის შესახებ კონსულტაციას, რომლის დანერგვასაც სულ მალე უკრაინაში გეგმავენ – “არის ისეთი მომენტები, რაც დიდი ხანია სავსებით ნორმალურია თქვენთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ვიწყებთ მათ განხორციელებას” – თქვა მან.
8 მარტს დაბადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალი 108 წლისაა
მათივე ინფორმაციით, 8 მარტს დაბადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალი 108 წლის დღეს, 2015 წლის 8 მარტს გახდა.
8 მარტს ყველაზე მეტი ბავშვი 1960 წელს დაიბადა. რაც შეეხება რეგიონებს, 8 მარტს დაბადებულთა უმეტესობა თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში ცხოვრობს.
აჭარის პოლიციის უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ბათუმელები“ შს სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. ბესიკ ამირანაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით სამინისტროს განმარტებას მოგვიანებით მოგაწვდით.

ბესიკ ამირანაშვილი 30 წლისაა. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, იგი 14-კაციან გუნდთან ერთად ჩამოდის ბათუმში სამუშაოდ.
პოლიციელების ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი სამსახურში შემდეგ სამშაბათს გამოცხადდება.
რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, რომელიც დავით თამაზაშვილის გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ის სამუშაოდ სხვაგან გადადის.
ჯემალ ფუტკარაძე: არ ველოდი ფრაქციის ასეთ უგუნურ გადაწყვეტილებას

ჯემალ ფუტკარაძის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული ფრაქციის სხდომის შესახებ და კომენტარი, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან გააკეთა იმის შესახებ, რომ ისინი ცდილობდნენ ჯემალ ფუტკარაძესთან ტელეფონით დაკავშირებას, სიმართლეს არ შეესაბამება.
”2015 წლის 20 თებერვლის, ანუ მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია დავაფიქსირეთ, მქონდა სურვილი, რომ შევხვედროდი ფრაქციას, მაგრამ ფრაქციის წევრებმა არ ისურვეს ჩემთან შეხვედრა. მათ არ სურდათ ჩემთან და ქალბატონ სვეტლანა კუდბასთან საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ მივიღეთ ჩვენ ის გადაწყვეტილება და დღეს მე ჟურნალისტებისგან გავიგე, რომ ფრაქციიდან გამრიცხეს, თან ისე, რომ არც მიმიწვიეს ფრაქციის სხდომაზე”, – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ვიზიტისას ფრაქციის წევრებს შეხვდა. ჯემალ ფუტკარაძის თქმით, პრემიერი მას და სვეტლანა კუდბას ცალკე ესაუბრა: ”ის, რომ მე და ქალბატონი სვეტლანა ფრაქციიდან იზოლირებული ვიყავით, იქედანაც გამოჩნდა, რომ პრემიერი, აჭარის მთავრობასთან ერთად გუშინ ”ქართული ოცნების” ფრაქციის წევრებს ორი წევრის (ჩემი და ქალბატონი სვეტლანას) გამოკლებით შეხვდა. ამის შემდეგ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრისა. შევხვდით, გვქონდა კიდევ ერთი გულახდილი საუბარი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია, თუ რატომ მივიღე ის გადაწყვეტილებები 20 თებერვლის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ მოველოდი, პრემიერ-მინისტრთან ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, დღეს, ”ქართული ოცნების” ფრაქციის ასეთ უგნურ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს დიდი დანაკლისი იქნება ამ ფრაქციისთვის და მე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რანგში გავაგრძელებ იმ ღირებულებებისა და ოცნებების ასრულებას, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში შევპირდი რეგიონის მოსახლეობას”.
კითხვაზე, რატომ რჩება სვეტლანა კუდბა ფრაქციაში? – კუდბა პასუხობს, რომ ასე თვითონ ფრაქციამ გადაწყვიტა და რომ ერთადერთი, რისი თქმაც ამ თემასთან დაკავშირებით შეუძლია არის ის, რომ ის, ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციიდან გარიცხვის წინააღმდეგი იყო. ”დღეს ფრაქცია ბატონი ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვის თაობაზე შეიკრიბა. მე პირადად ვიყავი მისი გარიცხვის წინააღმდეგი, მერაბ აბაშიძემ თავი შეიკავა და ოთხი დეპუტატი იყო ბატონი ჯემალის გარიცხვის მომხრე”, – უთხრა „ბათუმელებს“ სვეტლანა კუდბამ.
ჯემალ ფუტკარაძის თქმით, სვეტლანა კუდბა და ”ქართული ოცნების” ფრაქცია ერთმანეთს მალე გაემიჯნება – ”სვეტლანა კუდბა დღესაც წავიდა ფრაქციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ფრაქციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება ფრაქციასაც და ქალბატონ სვეტლანასაც, რომ ისინი ერთმანეთს გაემიჯნონ”.
აკაკი ძნელაძე ჯემალ ფუტკარაძის ფრაქციდან გარიცხვის დეტალებზე
აკაკი ძნელაძე: უბრალოდ, რაც მოხდა იმაზე პასუხი იყო, ცივი გონებით განვსაჯეთ… მანამდე ჯემალ ფუტკარაძესაც ვესაუბრე, პრივატული საუბრებიც მქონდა იმაზე, რომ ერთი გუნდი ვართ… შეიძლება ერთმანეთის აზრებს ყოველთვის არ ვიზიარებთ, მაგრამ თუ ჩვენ ვართ კოალიცია და თან სახელისუფლებო პარტია, მაშინ წესებიდან არ უნდა გავიდეთ და თუ რამე პრობლემებია, უნდა მოგვარდეს შიგნით, მაგრამ ის მაინც არ დაემორჩილა ამას. ბოლო ის იყო, რომ არ ვაყენებდით ვიცე-სპიკერის კანდიდატურას და თავისი ნებით შეიტანა განცხადება და წარადგინა თავისი კანდიდატურა. აი, ეს ნიუანსები გახდა იმის საბაბი, რომ გაგვერიცხა ფრაქციიდან.

ფრაქცია რატომ იყო წინააღმდეგი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურის?
წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, ჩვენ არ განვიხილავდით არავის ამ პოზიციაზე ამ სიტუაციაში ეხლა და ხვალ და ზეგ გვიჩვენებს სიტუაცია. ახლა ეს არ იყო განსახილველი. ჩვენ შეხვედრა გვქონდა პრემიერთან გუშინ. შეხვედრა ჰქონდა ბატონ ჯემალსაც და ვისაუბრეთ და მოვიდა კულმინაცია.
ვიცე-სპიკერის პოზიციის გაუქმებას აპირებთ?
ეგეც შეიძლებოდა. თვითონ ჯემალსაც ჰქონდა გაჟღერებული, რომ გაუქმდეს იქნებ ეს პოზიცია. ყველანაირად შეიძლება მიუდგე ამ საკითხს, მაგრამ ის, რომ არ დაემორჩილო იმ ფრაქციას, რომელ ფრაქციაშიც ხარ და ოპენირება გაუწიო და ამ ოპონირებამ დააზიანოს შენი ფრაქციის წევრები, ეს უკვე ძალიან ცუდია. მოვიდა ის მომენტი, რომ წერტილი დაესვას ამ ყოფას.
პრემიერმა რა გითხრათ ამ საკითხზე?
პრემიერთან საუბარი გვაქვს ყოველთვის, ან თბილისში ან პოლიტსაბჭოზე. ახლა რადგან იყო ფორუმი ბათუმში, პრემიერს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენთან სამუშაო შეხვედრა გაემართა. პრობლემებზე, მომავალ გეგმებზე იყო საუბარი.
დღევანდელი თქვენი გადაწყვეტილება გუშინ პრემიერთან შეხვედრას რამდენად უკავშირდება?
ნუ, ნიუანსებით უკავშირდება. ამის პრობლემას მე ვერ ვხედავ – პრემიერის ჩამოსვლის შემდეგ მოხდა ეს თუ ჩამოსვლამდე. უბრალოდ, ჩვენ ცივი გონებით დღემდე მოვიტანეთ ფრაქციის სხდომა, არ ჩავატარეთ იმ ცხელი ამბების შემდეგ სპეციალურად, ათასჯერ გავზომეთ და ერთხელ გავჭერით. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველასთან და ეს არ არის აფექტური გადაწყვეტილება. ეს დღეს საჭირო იყო.
პრემიერის ხედვა უმაღლესი საბჭოს შემდგომი საქმიანობის გაგრძელებაზე როგორია?
იყო კრიტიკული სიტუაცია, ეხლა ეს კრიტიკული სიტუაცია აღარ არის, აღარ არიან ესენი [ნაციონალური მოძრაობა] თერთმეტნი.
სვეტლანა კუდბა არის ფრაქციის წევრი და იზიარებს იმ შეხედულებებს, რასაც ჰქვია ერთი კოალიციური მუშაობა და საქართველოს განვითარება „ოცნების“ მოსვლის შემდეგ.
დარწმუნებული ხართ, რომ ხვალ სხვა რამეს არ გადაწყვეტს სვეტლან კუდბა?
არა. სვეტლანა კუდბა ადამიანია, რომელიც არ ცვლის გადაწყვეტილებებს. უბრალოდ, დღეს ფრაქციის სხდომაზე ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრაქციის საწინააღმდეგოდ მიდის.
სვეტა კუდბა შეხვდა ინდივიდუალურად პრემიერს?
კი შეხვდა.
ჯემალ ფუტკარაძეს რატომ არ ესწრებოდა სხდომას?
მე დავურეკე ბატონ ჯემალს ორჯერ, ზარი არ გავიდა, დაბლოკილი იყო. სამ საათზე ჩავატარეთ ფრაქციის სხდომა და ყველა წევრი ესწრებოდა გარდა ბატონი ჯემალისა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ვინმეს კანდიდატურის წარდგენას აპირებთ?
ამას ორშაბათიდან მივხედავთ, ბიუროზე. სხდომა უნდა ჩატარდეს, მაგრამ არ ვიცი ქვორუმი იქნება თუ არა.
ჯემალ ფუტკარაძის გადაყენება კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თუ იგეგმება?
არა, ამ წუთას არა.
ფრაქციაში რამდენი კაცი დარჩით?
6 დავრჩით.
ქედის ადმინისტრაციული შენობის გარემონტებაზე ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს

სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 75 000 ლარზე 27 თებერვალს გამოაცხადა, განაცხადის შეტანის ვადა გუშინ, 6 მარტს ამოიწურა.
ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ – „ანრი 2010“-მა, „წარაქვმა“, „ვიგორამ“, „ალიგატორი 1“-მა და ინდ. მეწარმე დემურ ტარიელაძე მიიღო. მიმწოდებლებიდან ყველაზე დაბალ თანხად, 56,890.00 ლარად, შპს „ალიგატორი 1“ სთავაზობს მუნიციპალიტეტს შენობის გარემონტებას.
სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის რომელ კომპანიას გაუფორმებს ხელშეკრულებას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. შესყიდვების სამსახურის უფროსის გივი დევაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომისია ორშაბათიდან იმსჯელებს.
ათგზის ჩემპიონი ძიუდოისტი და სამბისტი ქალი

ირინა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ძიუდოისტი?
ძიუდოს ვარჯიში 20 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე მშვილდოსანი ვიყავი, ხათუნა ნარიმანიძესთან ვვარჯიშობდი. ანგისის სპორტსკოლაში იყო ძიუდოს შეკრება, რომელსაც იმ დროისთვის გოდერძი ველიჯანაშვილი ხელმძღვანელობდა. ორკვირიანი ვარჯიში მიმდინარეობდა და მან შემომთავაზა ძიუდოში ვარჯიში. მერე იყო შეჯიბრი ლაგოდეხში, სადაც მივიღე მონაწილეობა. ასე შემოვრჩი ძიუდოს.
ამ ასაკში რამდენად შესაძლებელია გახდე პროფესიონალი ძიუდოისტი?
ძალიან რთულია, როცა 20 წლის ასაკში იწყებ სპორტის ასეთ სახეობაში ვარჯიშს, მაგრამ მე ხელი შემიწყო გარემოებამ, ჩემმა მასწავლებლებმა, მეგობრებმა.
მშვილდოსნობაში ახლაც ვარჯიშობთ?
არა. ძიუდოს მერე აღარ მივარჯიშია, ხელშიც კი აღარ დამიჭერია მშვილდი.
რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? თუ ყოფილა საზოგადოების მხრიდან სხვაგვარი დამოკიდებულება, რომ გოგომ ძიუდოს ვარჯიში დაიწყეთ?
სხვათა შორის, არა. გააჩნია როგორი პიროვნება ხარ, ისე წარმართავ შენს ცხოვრებას. იყვნენ ჩემ ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ ეს სპორტი, ქალის ძიუდო, სამბო, თუმცა შემდეგ ვისაც არ მოსწონდათ, სწორედ მათ მოიყვანეს თავიანთი შვილები ძიუდოში. ქალისთვის აუცილებელია სპორტი, ბევრ მეგობარს შეიძენ, ბევრ კარგს ისწავლი, ერთი დიდი ოჯახია სპორტი.
თქვენ რა შეგძინათ ძიუდომ, სამბომ?
ბევრი რამ. კარგი თვისებები, სიმშვიდე, კონცენტრაციის უნარი, მეგობრები.
2014 წელს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაგასახელათ წლის საუკეთესო სპორტსმენად. რას ნიშნავს თქვენთის და, ზოგადად, სპორტსმენისთვის ეს ტიტული?
როდესაც გასახელებენ წლის საუკეთესო სპორტსმენად, იმ წუთში საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ მომავალში არ მოუკლო შრომას ან ამ შედეგებს. რამდენჯერმე ვარ დასახელებული წლის საუკეთესო სპორტსმენად და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
თქვენთან რომელი უფრო ახლოს დგას – სამბო თუ ძიუდო, რომელია თქვენთვის უპირატესი?
ჩემთვის ორივე განსაკუთრებულია და ვერ გავყოფ ერთმანეთისგან. ძიუდო ოლიმპიური სახეობაა, ლამაზი და გონივრული საჭიდაოა. სამბო ძიუდოსგან განსხვავდება თავისუფალი და მტკივნეული ილეთებით. სამბოში უფრო მეტია პარტერში ჭიდაობა.
თუ გქონიათ ტრავმა?
მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება მტკივნეული ილეთები, სამბოში არასდროს მიმიღია ტრავმა. მქონია რამდენიმე ტრავმა ძიუდოში. ერთხელ ხელი ამომივარდა, შვიდი თვე ვერაფერს ვაკეთებდი.
რა მიზანი გაქვთ, რისი მიღწევა გინდათ სპორტის ამ სახეობაში?
ძალიან შრომატევადია ეს სპორტი, მინდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე.
ამისთვის როგორ ემზადებით?
დილით, შუადღით, საღამოს სულ ვვარჯიშობ. მარტში მოსკოვში მივემგზავრებით საქართველოს ნაკრები, სადაც ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მსოფლიო თასზე გამოვალთ. მაისში კი ევროპის ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას.
სამსახურები გენდერული ბალანსისთვის მუნიციპალიტეტებში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა გენდერულ საკითხებში თამილა ფუტკარაძეს უკავია. მანამდე ის ამ პოზიციაზე ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულებით მუშაობდა. როგორც თამილა ამბობს, გენდერულმა სამსახურმა შუახევში მცხოვრები ქალების გააქტიურებასა და პოლიტიკურ პროცესებში მათ ჩართულობაზე უნდა იზრუნოს.
„ჩემი სამსახურის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების ჩართულობის გაზრდაა. სამსახურის სამუშაო გეგმა ასევე ითვალისწინებს კვოტირებას, ქალთა მონაწილეობის ზრდას პოლიტიკურ პროცესებში, აგრეთვე რეგიონში არსებულ ქალთა მდგომარეობის შესწავლას“.
თამილა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სტატისტიკური მონაცემების მომზადებაზე მუშაობს, თუ რამდენი მამაკაცი და რამდენი ქალია დასაქმებული მუნიციპალიტეტში, აქედან რამდენია ხელმძღვანელ პოზიციაზე, რამდენი ქალი პედაგოგია, მათგან რამდენი სერტიფიცირებული: „აგრეთვე გვაინტერესებს როგორია დასაქმებულთა ასაკობრივი სტატისტიკაც, უფრო პენსიონერი, ასაკოვანი ქალბატონები სჭარბობენ თუ ახალგაზრდები. სტატისტიკური მონაცემები მალე გახდება ცნობილი. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქალი ვიხილოთ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. არიან ქალები, რომლებიც დასაქმებულები არიან, მაგრამ არა წამყვან პოზიციებზე. აქტიურად ვმუშაობთ, რომ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ქალთა როლი გავზარდოთ“.
თამილა ფუტკარაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით პრაქტიკულ სამუშაოებსაც ახორციელებს: „მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის გაკეთებას ვაპირებთ, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპიუტერებით, წიგნებით, სადაც ქალებს ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ. გვინდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის მომზადებაში ქალების მონაწილეობა გავზარდოთ. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება გვაქვს დაგეგმილი. ტრენინგის ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვიწვევთ“.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამსახურის არსებობა და რა როლს შეასრულებს ის გენდერული თანასწორობის დაცვაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თამილა ფუტკარაძე პასუხობს: „დიდად მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს არ აქვთ ინფორმაცია გენდერის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ ტრენინგი ჩავუტაროთ დაბასა თუ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს და ხელი შევუწყოთ მათ ინფორმირებას იმ კუთხით, რომ გახდნენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღებნი“.
გენდერული სამსახური შეიქმნა ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობებშიც. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის თვითმმართველ ორგანოში ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება გასულ წელს ჩამოყალიბდა, განყოფილების უფროსის მოვალეობას გიორგი ტაკიძე ასრულებდა, თუმცა ამ პოზიციაზე კონკურსის ჩატარების შემდეგ სალომე ხინიკაძე დაინიშნა.
ქედის გამგეობაში გენდერული სამსახური წელს შეიქმნა – მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია თეა შარაშიძეს უკავია. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აქ ეს სამსახური ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ხულოში კი აღნიშნული პოზიცია, გამგებლის თქმით, ამ დროისთვის ვაკანტურია.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე: „რეორგანიზაციის შემდეგ ადმინისტრაციულ სამსახურში დაემატა სპეციალისტის პოზიცია გენდერული თანასწორობის საკითხებში. კონკურსამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელს დავასაქმებ, ხოლო როცა კონკურსი ჩატარდება, კონკურსის წესით დაინიშნება. ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით არის პრობლემები. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბევრი ქალბატონი მუშაობს. ვცდილობ, უფრო მეტი ქალბატონი იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში, ქალები უფრო პასუხისმგებლიანები და მობილიზებულები არიან“.
სტადიონის პროექტების გამოფენა ბათუმში
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის თქმით, გამარჯვებულ პროექტს სპეციალურად შექმნილი საპროექტო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც სამინისტრო პროექტის მშენებლობაზე გამოაცხადებს ტენდერს. მისივე განმარტებით სტადიონის მშენებლობა ბათუმში სავარაუდოდ მაისში-ივნისში დაიწყება.
საპროექტო კონკურსში 11 კომპანია მონაწილეობს.










ბათუმში კლინიკა ინვიტრო გაიხსნა

ბათუმის ახალი კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა, მივიღოთ თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დამზადებული სერვისი” – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი ნატო ხონელიძე.
კლინიკა ”ინვიტრო” უკვე 18 წელია რაც მუშაობს. კლინიკა ინ ვიტრო ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი კლინიკაა.
”კლინიკა ინვიტროში ხდება ქალთა და მამაკაცთა უშვილობის მკურნალობა, ორსულობის მონიტორინგი, გინეკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგი და მკურნალობა, ტრანსვაგინალურად საკვერცხის კისტის ასპირაცია. დიაგნოსტიკური სერვისები, ლაბორატორიული გამოკვლევები და სხვა.
84 600 ლარი პარლამენტისთვის ჰიგიენური საშუალებების შესაძენად
პარლამენტის მიერ შესასყიდი პირადი ჰიგიენის საშუალებების ჩამონათვალი:
7000 რულონი ტუალეტის ქაღალდი – სატენდერო განაცხადში მითითებულ აპარატებთან თავსებადი; მაღალი ხარისხის, ერთფენიანი, სხვადასხვა დიამეტრის, თეთრი ნატურალური ფერის;
3500 რულონი ტუალეტის ხელსაწმენდი ქაღალდი – სატენდერო განაცხადში მითითებულ კონკრეტულ აპარატთან თავსებადი, ჩასამაგრებელი ბუნიკით; მაღალი ხარისხის, ორფენიანი; თეთრი ნატურალური ფერის;
2700 ლიტრი თხევადი საპონი – მაღალი ხარისხის; თეთრი ფერის; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა არაუმეტეს 5 ლიტრიანი ბალონი;
200 ცალი ხელის საპონი – მაღალი ხარისხის; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა ინდივიდუალური; წონა 100 -150 გრ.
100 ცალი თხევადი საპნის კარტრიჯი – მითითებულ აპარატთან თავსებადი; 1000 მ/ლ.-იანი; ზუსტი დოზირების სარქველით;
30 ცალი თხევადი საპონი – მაღალი ხარისხის; სარქველიანი; ანტიბაქტერიული; სასიამოვნო სურნელით; სურნელის არჩევის შესაძლებლობით; შეფუთვა 250 – 400 მილილიტრიანი ბალონი.
სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შესყიდული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დასაწყობებას.
მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისსა და/ან ქუთაისში [პარლამენტის სასახლე].
პრეტენდენტს უფლება არა აქვს, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

სკოლა “გორდას” მოსწავლეების საქველმოქმედო აქცია




ტერორიზმში მხილებულთა სია ერთით გაიზარდა
ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირთა სიას 1975 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქე დაემატა, რომელზეც, სიაში არსებული მონაცემებით, გერმანიის ფედერალური სასასამართლოს მიერ გაცემულია დაპატიმრების ორდერი [თარიღდება 2014 წლის 14 მაისითა და 2014 წლის 5 დეკემბრით].
მისი ფსევდონიმია ალ–ალმანი (Abu Talha al-Almani);
სახელ[ებ]ი: 1. დენისი (DENIS); 2. მამადუ (MAMADOU); 3. გერარდი (GERHARD); 4. კასპერი (CUSPERT).
მისი სავარაუდო ადგილსამყოფელია სირია/თურქეთის საზღვარი (2015 წლის იანვრის მონაცემები); ხოლო ძირითადი მისამართი ბერლინი, კარლ-მარქსის ქუჩა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებიც შედიან ან დაკავშირებულნი არიან ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, მხოლოდ თარხან ბათირაშვილია შეყვანილი, რომლის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა:
სახელ[ებ]ი: 1. თარხან (TARKHAN); 2. თეიმურაზოვიჩ (TAYUMURAZOVICH); 3. ბათირაშვილი (BATIRASHVILI);
დაბ. თარიღი: ა) 11.01.86 ბ) 1982;
დაბ ადგილი: ახმეტა, სოფელი ბირკიანი, საქართველო (Akhmeta, Village Birkiani, Georgia); ეროვნება/მოქალაქეობა: ქართველი.
ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები):
ა) თარხან თეიმურაზოვიჩ ბათირაშვილი (Tarkhan Tayumurazovich Batyrashvili);
ბ) თარხან ბათირაშვილი (Tarkhan Batirashvil);
გ) ომარ შიშანი (Omar Shishani);
დ) უმარ შიშანი (Umar Shishani);
ე) აბუ უმარ ალ–შიშანი (Abu Umar al-Shishani);
ვ) ომარ ალ–შიშანი (Omar al-Shishani);
ზ) ჩეჩენ ომარი (Chechen Omar);
თ) ომარ ზე ჩეჩენი (Omar the Chechen);
ი) ომერ ზე ჩეჩენი (Omer the Chechen);
კ) უმარ ზე ჩეჩენი (Umar the Chechen);
ლ) აბუ უმარი (Abu Umar);
მ) აბუ ჰუდაიფაჰი (Abu Hudhayfah).
საქართველოს პასპორტი, მოქმედების ვადა: 26.06.19.
ადგილსამყოფელი – სირიის არაბთა რესპუბლიკა (Syrian Arab Republic) (2014 წლის დეკემბრის მონაცემებით).
სიაში შეყვანის თარიღი: 23.01.15
2014 წლის შუახანების ინფორმაციით, ორგანიზაციის, Islamic State in Iraq and the Levant–ის, რომელიც სიაში შეტანილია, როგორც Al-Qaida in Iraq (AQI) (იურიდიული პირების სია #83) სირიაში მოქმედი მთავარი სამხედრო მეთაური და სათათბირო საბჭოს წევრი.
ხელმძღვანელობდა დაახლოებით 1000 უცხოელ მებრძოლს ISIL-ისათვის.
ჩადენილი აქვს მთელი რიგი თავდასხმებისა ჩრდილოეთ სირიაში.
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის პირველი ბრძანება 2006 წლის ოქტომბერში გამოიცა. მას შემდეგ სია პერიოდულად იცვლება.

აჭარის მუსლიმ თემს შენობები გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს შენობები გუშინ, ბათუმში, ბიზნესფორუმზე ვიზიტის შემდეგ დაათვალიერა.
მუსლიმური თემის ლიდერების თქმით, ეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან ახალი შენობები ბათუმის „ორთა ჯამეში” ლოცვის პირობების შესაქმნელად ძირითადი საშუალებაა.
საუბარია მედრესესა და დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობაზე, რომელთ მუსლიმი თემისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბათუმის „ორთა ჯამეში” დამატებითი ფართის გამოსათავისუფლებლად მიიღო.
პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება – “ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და თქვენ სამადლობელო არ გაქვთ ჩემთვის. პირიქით დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენ ხანს მოითმინეთ. მე ვიცი რომ პრობლემები ჯერ კიდევ არის და ამ პრობლემებს ჩვენ ეტაპობრივად მოვაგვარებთ, გადავლახავთ სიძნელეებს. იმ პრობლემებს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ მოვაგვარებდით. ამას სჭირდებოდა დრო, თანმიმდევრული გადაწყვეტა. დღეს დადგა ის დრო, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვაგვარეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთად” – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.
გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრისაც შეხვდა.
მსვლელობა ქალების უფლებებისთვის ბათუმში

მსვლელობის იდეა “ქალთა მოძრაობას” ეკუთვნის:
“ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. დღეს საქართველოში ქალის ხმა არ ისმის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვის არ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.
დღეს ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა, არ გვაძლევს საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილნი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას აღარ შევეგუებით” – ნათქვამია, ქალთა გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის ადგილები სხვა ქალაქებში:
ზუგდიდი/კინოთეატრი ატრიუმი
ოზურგეთი/ოზურგეთის თეატრი
ახალციხე/ცენტრალური სკვერი
წყალტუბო/კულტურის სახლი
ბოლნისი/კულტურის სახლი
ბათუმი/ერას მოედანი
ნინოწმინდა/კულტურის ცენტრი
ახალქალაქი/ცენტრალური პარკი
გარდაბანი/ბაზრის ცენტრალური მოედანი
დმანისი/მთავარი სკვერი
გორი/თეატრის შენობის წინ
ქუთაისი/მესხიშვილის თეატრი
თელავი/თელავის თეატრი
მარნეული/კულტურის სახლი
რუსთავი/ მერიის შენობის წინ
ქობულეთი/გამგეობის წინ
სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი
გურჯაანი/პაპას ბაღი, იუსტიციის სახლთან
ბორჯომი/რუსთაველის მოედანი
ხაშური: დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერი
საგარეჯო/კულტურის სახლის წინ
მცხეთა/სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია(მთავარ შესასვლელთან)
სოფ. დუისი-საზოგადოებრივი ცენტრი (პანკისის ხეობა)


