ნეტგაზეთი • RU

არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებში ცხრა პროექტის განხორციელებას გეგმავს

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ წარმომადგენლებმა, პროგრამის „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გულო სურმანიძემ, საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ქედაში წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

 

”შავი ზღვის ეკო აკადემიის” წარმომადგენლების შეხვედრა საჯარო მოხელეებთან ქედაში

 

„ქედის ყველა სოფელში დავარიგეთ კითხვარი, რომლითაც სოფელს ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებაში ვიკვლევდით. მოსახლეობამ კითხვარი შეავსო. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ დაინტერესებული პირებისთვის სოფლებში მოწყვლადობის შეფასების არსებული მონაცემთა ბაზა და ბუნებრივი კატასტროფების შემცირების ცენტრის კონცეფციები გაგვეცნო. ჩვენი ორგანიზაცია აჭარის მაღალმთიანეთში წელს ცხრა პროექტს განახორციელებს, ორს ქედაში, სამს შუახევში და ოთხ პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, გასულ წელს აქ ოთხი პროექტი განხორციელდა. წელს მუნიციპალუტეტის თანადაფინასებით სოფელ ვაიოსა და ტიბეთაში ღვარცოფის საწინააღმდეგო სანიაღვრე არხებს მოვაწყობთ“ – აღნიშნა „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ მობილიზატორმა მანანა ქარცივაძემ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე