სიახლეები

სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის წინააღმდეგ

14.03.2015 • 1398
სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის წინააღმდეგ

 

ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან უწყებამ თანამშრომელი დაითხოვა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იცავდა.


აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოდან თანამშრომელი გასულ წელს  „უღირსი საქციელისა“ და საჯარო სამსახურის მიმართ დისკრედიტაციის განხორციელების ბრალდების  გამო გაათავისუფლეს. ამ გათავისუფლებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა მისი ერთ-ერთი  თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.  ამ ფაქტის შესახებ, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, თანამშრომელმა იანვრის დასაწყისში წერილობით აცნობა


სასამართლომ სამმართველო დაავალდებულა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს განაცდური აუნაზღაუროს-ანუ ხელფასი გადაუხადოს, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლო არაკანონიერად მოიქცა იმ ნაწილში, როცა მთავრობა არ დაავალდებულა სამსახურში აღადგინოს გათავისუფლებული თანამშრომელი. სასამართლოს არგუმენტი ამ ნაწილში კი ის იყო რომ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში, შტატი სადაც მოსარჩელე მუშაობდა გააუქმეს და მოსამართლემ ვერ გამოარკვია სად აღედგინა [რომელ დეპარტამენტში]  მოსარჩელე.

იურისტი ანა ბერძენიშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო ვალდებული იყო გამოერკვია, თუ რა პოზიციაზე აღედგინა მოსარჩელე, მოსამართლის გადაწყვეტილებას ამ ნაწილში ანა ბერძენიშვილი არაკანონიერად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე  აფასებს და საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს. 

გადაბეჭდვის წესი