ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

 

ბათუმის სპორტულ-ახალგაზდრულ ცენტრში დღესდღეობით 30 ბავშვი დადის ყინულის ჰოკეის შესასწავლად. მათ მოციგურავე 30 წლის ნუგზარ ჯანჯალაშვილი ავარჯიშებს. ის ერთადერთი მწვრთნელია ამ მიმართულებით, რომელიც ამავე დროს ფიგურული ციგურაობის მწვრთნელიცაა. ის გვეუბნება, რომ სანამ ბავშვები ყვანჭს აიღებენ ხელში, მანამდე მათ ციგურებზე დგომას და სრიალს ასწავლის. ჰოკეის წესების სწავლა კი რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. ყინულის ჰოკეის სექციაში ბავშვები 20 ლარს იხდიან.

„სამოყვარულო ჯგუფიდან, სადაც ციგურებზე დგომასა და სრიალს ვასწავლით, გადაგვყავს ბავშვები ჰოკეის ჯგუფში. კვირაში სამჯერ გვაქვს 45-წუთიანი ვარჯიში. ჯერ გუნდი არ არის ჩამოყალიბებული. ამისთვის ინვენტარიც არ გვაქვს. ბავშვს ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ თამაშის დროს ტრავმა არ მიიღოს. ჯერჯერობით ჩემი მოვალეობაა ბავშვებს ვასწავლო ციგურებზე დგომა, სრიალი და ყვანჭთან ურთიერთობა“, – გვეუბნება ის.

საქართველოში ყინულის ჰოკეი 1960-იან წლებში გავრცელდა. ამ პერიოდში შექმნილა პირველი გუნდი, რომელსაც მოსკოვიდან მოწვეული ვალენტინ ზახაროვი წვრთნიდა. ბათუმში ყინულის ჰოკეის შექმნის მცდელობა რამდენიმე წლის წინაც იყო, როცა 2007 წელს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ყინულის სასახლე გაიხსნა. ნუგზარ ჯანჯალაშვილი მაშინაც ავარჯიშებდა ბავშვებს.
აჭარაში ყინულის ჰოკეის ფედერაცია არ არსებობს. საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წელს შეიქმნა. როგორც ნუგზარ ჯანჯალაშვილი გვეუბნება, ბათუმის სექციას ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე (სანდრო) ნაკაშიძემ საჩუქრად 40 ყვანჭი და 30 შაიბა გადასცა.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის თქმით, ყინულის ჰოკეი ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციულ რესურსებზე შექმნილი სექციაა.

„გვინდოდა, ეს სახეობა ბათუმში დაარსებულიყო, რადგან გვაქვს სტანდარტული ყინულის მოედანი, რომელიც ერთადერთია საქართველოში. როგორც ცალკე აღებული იურიდიული პირი – ჰოკეის კლუბი ბათუმში არ არის. არის სექცია, რომელიც ყველა ადმინისტრაციული ხარჯისგან თავისუფალია და მისთვის დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ არსებობს, საჭიროების შემთხვევაში კი, თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოვყოფთ“.

ჰოკეის სექციაში ერთად სწავლობენ 2003, 2004, 2005, 2006, 2008 წელს დაბადებულები, ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც ჰოკეის 2007-2008 წლებში გოგებაშვილზე არსებულ ყინულის სასახლეში სწავლობდნენ.

„გუნდი რომ ჩამოყალიბდეს, ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა თითო წელი უნდა იყოს. 30 ბავშვში სხვადასხვა წლოვანებაა და გუნდს ვერ გავაკეთებთ. სხვადასხვა ფორმაცაა საჭირო. ფორმები საკმაოდ ძვირია, ერთი ბავშვის ფორმა 300-400 დოლარამდე ღირს. როგორც კი გვეყოლება ერთი ასაკის – 20-25 ბავშვი, მერე შეიძლება გუნდის ჩამოყალიბება, რის შემდეგაც შევძლებთ საერთაშორისო და შიდა ჩემპიონატებზე მონაწილეობას. სექციაში გოგოები არ გვყავს. თუმცა მსურველები არიან და გვინდა, მომავალში შევქმნათ გოგოების ჯგუფიც“.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ პროფესიული ყინულის ჰოკეის შექმნისთვის საქართველო ეროვნული ნაკრებიდან სურთ მწვრთნელის მოწვევა.

„ჰოკეის სექციას ამჟამად ჩვენი რესურსებით ვწვდებით, მაგრამ ვეძებთ მწვრთნელს, ვინც პროფესიულ დონეზე გადაიყვანს ყინულის ჰოკეის. ერთ მწვრთნელზეა საუბარი. საქართველოს ნაკრების წევრებთან, რომლებიც ახლა რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ, მოლაპარაკება გვაქვს, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან მწვრთნელად სამუშაოდ“.

როგორც ნუგზარ ჯანჯალაშვილი ამბობს, ჰოკეის გუნდი წლების წინ უსახსრობის გამო დაიშალა – ამ გუნდს მაშინ ფორმები ვერ შეუძინეს. ის იმედოვნებს, რომ ამჯერად ჰოკეის სექცია იმავე ბედს აღარ გაიზიარებს, რადგან სამომავლოდ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მათთვის ფორმების შეძენას აპირებს.

როგორ ხდება ხელოვნური განაყოფიერება

ნატალია ხონელიძე

ქალბატონო ნატალია, როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?

 ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ მამაკაცისა თუ ქალის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უშვილობის გამო. ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წყვილთან მივიღოთ ბუნებრივად ორსულობა, მაგრამ როცა წყვილს ეს რესურსი ამოეწურება, მათ აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ხელოვნური განაყოფიერება, იმიტომ, რომ მერე სხვადასხვა პათოლოგიის (პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის და სხვა) შედეგად მიმდინარე პროცესები ღრმად მიდის და ფოლიკულების (საკვერცხის სტრუქტურული კომპონენტი) რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ კვერცხუჯრედებს უკვე ვეღარ ვიღებთ.

რომელი უფრო ხშირია თქვენს პრაქტიკაში, ქალისა თუ კაცის უშვილობის შემთხვევები?

ხშირად წყვილი არ მიმართავს ექიმს, რადგან ჰგონიათ, რომ ყოველთვის ქალია უშვილობის წყარო, მაგრამ ასე არ არის. ბევრი შემთხვევაა, როცა მოდის ქალი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს და შემდეგ, როცა დიდი ხნის მერე მოიყვანს ქმარს, აღმოჩნდება, რომ პრობლემა სწორედ მამაკაცის უშვილობაა. წყვილმა აუცილებლად ერთად უნდა მიმართოს ექიმს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პროცენტულად ქალისა და კაცის უშვილობის შემთხვევები თანაბარია და სულ ცოტათი, მამაკაცთა უშვილობა აჭარბებს კიდეც ქალთა უშვილობას.

ხელოვნური განაყოფიერების რა მეთოდები არსებობს?

ხელოვნური განაყოფიერება მოიცავს ორ ძირითად მეთოდს – ხელოვნურ ინსემინაციას და ინ ვიტრო განაყოფიერებას. ხელოვნური ინსემინაცია ბუნებრივი განაყოფიერების პროცესის იმიტაციაა. ამ დროს მამაკაცის სპერმა წინასწარ მუშავდება, ქალის მომზადება კი ულტრაბგერითი მონიტორინგის საშუალებით ხდება, ანუ ვაფიქსირებთ, როდის ხდება ფოლიკულის ოვულაცია (ფოლიკულის გახეთქვა ანუ, როცა კვერცხუჯრედი გამოთავისუფლებულია) და ზუსტად იმ დროს შეგვყავს დამუშავებული და გააქტიურებული სპერმა საშვილოსნოში. 

მამაკაცის შემთხვევაში ხელოვნური ინსემინაცია კეთდება მაშინ, როდესაც სპერმატოზოიდებს აკლია მოძრაობა, როცა სპერმაში არ არის სპერმატოზოიდების მაქსიმალური რაოდენობა, მაგრამ შესაძლებელია მათ აქტიურობას მივაღწიოთ დამუშავების შედეგად. ქალის შემთხვევაში ეს მეთოდი კარგია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ იმუნოლოგიური ორსულობა, ანუ როცა საშოში მჟავეტუტოვანი წონასწორობაა დარღვეული და ამის გამო სპერმატოზოიდები იღუპებიან საშოში. ამ დროს საშვილოსნოში შეგვყავს დამუშავებული სპერმა, ანუ საშვილოსნოს ყელის ბარიერი არის გადალახული. ამ მეთოდით დაორსულების შანსი 15-20 %-ია. განაყოფიერების ამ მეთოდისთვის საჭიროა საშვილოსნოს მილების კარგი გამავლობა, იმიტომ, რომ განაყოფიერების პროცესი უშუალოდ მილებში ხდება.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, შემდეგ კი ამგვარად მიღებული ემბრიონი ინერგება ქალის საშვილოსნოში. ამ დროს საჭიროა ჰორმონალური თუ ვირუსული გამოკვლევები, რის შემდეგაც ვიწყებთ ინ ვიტრო განაყოფიერების მანიპულაციას. ქალს ვუნიშნავთ მედიკამენტებს, რომლებიც მას ფოლიკულების საშუალო რაოდენობის (4-6) მომწიფებაში ეხმარება. პარალელურად ემზადება მამაკაციც. ამის შემდეგ დგება მომენტი, როცა ფოლიკულურ სითხეში უნდა ვიპოვოთ კვერცხუჯრედები, ეს ყველაფერი შეიძლება პაციენტმა გააკეთოს ნარკოზით ან ნარკოზის გარეშე. მიდგომა ხდება არა ოპერაციული გზით – საკვერცხეებში შევდივართ ტრანსვაგინალურად, გვერდითი თაღებიდან, იქ კი თითოეული ფოლიკულიდან ხდება ფოლიკულური სითხის აღება, რომელშიც არის კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედების მიღების შემდეგ, იმავე დღეს ხდება მათი განაყოფიერება და მეორე ან მესამე დღეს, ემბრიონი გადაგვაქვს საშვილოსნოში.

ინ ვიტრო მეთოდის წარმატებულობა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, მაგალითად, 35 წლამდე ამ მეთოდით დაორსულების შანსი 62%-ია; 35-37 წლების ასაკში – 40%; 38-40 წლის ასაკში – 35%, 40 წლის ზევით კი -10%.

თუ ბევრი ემბრიონი მივიღეთ, ამ ემბრიონებს რამდენიმე წლით ვყინავთ და იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორსულობის შემდეგ წყვილს მეორე შვილის გაჩენის სურვილი ექნება, ამ შენახულ ემბრიონებს ვალღობთ და საშვილოსნოში გადაგვაქვს. ჩვენება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ძირითადად საშვილოსნოს მილების გაუვალობა ან მათი არარსებობაა.

რა ღირს ხელოვნური განაყოფიერება?

 ხელოვნურ განაყოფიერებამდე საჭირო გამოკვლევების ღირებულება ჯამში 500-600 ლარია, მათი ხანგრძლივობა კი 2-დან 5 თვემდე გრძელდება, იმის მიხედვით, აქვს თუ არა პაციენტს ვირუსები ან ჰორმონალური დარღვევები. ხელოვნური ინსემინაციის ფასი 500 ლარია, ინ ვიტრო განაყოფიერება კი 3550 ლარი ღირს. რაც შეეხება უკვე გაყინული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანას, ეს პირველადი ინ ვიტრო განაყოფიერების მეოთხედი ჯდება. ჩვენთან თვეში დაახლოებით 100 წყვილი იტარებს მანიპულაციას, სტატისტიკურად კი საქართველოში დაახლოებით 50 000-მდე უშვილო წყვილია, ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა უშვილობის მკურნალობის დაფინანსებაში. 

 ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვებისადმი გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. რამდენად რეალურია ის, რომ მათ მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ?

 ძალიან მასშტაბურმა, მულტიცენტრულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არავითარი განსხვავება ფიზიოლოგიურად დაბადებულ და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს შორის არ არის. ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბავშვები ბევრად უფრო ჯანმრთელებიც კი არიან, რადგან ჩნდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე გამოსწორდება.

კლინიკა ინვიტროს გარდა, ბათუმში ხელოვნურ განაყოფიერებას ახორციელებს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, რომლის ბათუმის ფილიალიც გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ქართულ-თურქული კლინიკა “Batum Ifv Center” – რომელიც ბათუმში 2011 წლიდან მოღვაწეობს.

 

 

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულის განაჩენი


ცოლის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებული 50 წლის მამაკაცია, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ცოლთან ერთად ცხოვრობს. საქმეში მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით, ისინი ერთად 12 წელია ცხოვრობენ, არ ჰყავთ შვილი. პროკურორის – გიორგი მარსაგიშვილის განმარტებით, ქმარმა ცოლს წელს, 3 თებერვალს, პუშკინისა და გრიბოედევის ქუჩების კვეთასთან, დაახლოებით სამ საათზე სცემა, 6 თებერვალს, ანუ სამი დღის შემდეგ კი – შინ.

 

ბრალდების განმარტებით, კაცმა ქუჩაში საკუთარი მანქანით გადაადგილების დროს ცოლი ფიზიკურად შეურაცხყო, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შინ ყოფნის დროს კი, ქმარმა ცოლს თავის არეში ხელები ურტყა, იძალადა ცოლზე, თუმცა ამას არ გამოუწვევია სხეულის დაზიანება. ბრალდებულს სასამართლოში ადვოკატი არ იცავდა, სასამართლო პროცესს ცოლიც ესწრებოდა. პროკურორმა თქვა, რომ ცოლ-ქმარი შერიგებულია და ერთად აგრძელებენ საოჯახო მეურნეობას. მოსამართლეს კი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

 

„მე მთავარია სამსახური არ დავკარგო, ვალები გვაქვს. თუ საჭიროა ჯარიმას გადავიხდი, ოღონდ 20 აპრილს ქვეყნის დატოვება მინდა, სამუშაოდ ანტალიაში უნდა წავიდე. ცოლს მეტს აღარ ვცემ. ეს პირველი შემთხვევა იყო“, – ამ სიტყვებით ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა.

 

მოსამართლემ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ ბრალდებული დამნაშავეა და საქართველოს სახელით ორივე ეპიზოდში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, 120 საათის ოდენობით. რა ტიპის სასარგებლო შრომას შეასრულებს 50 წლის მამაკაცი, ამის შესახებ მოსამართლეს არაფერი უთქვამს. მოსამართლის განმარტებით, უფრო შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას კანონი არ აძლევს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი – ოჯახში ძალადობა: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

 

გასულ პარასკევს ცოლის ცემაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის საქმე განიხილა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმში. სახელმწიფოს სახელით სასამართლოში პროკურორი ქეთევან ადამია მუშაობდა. ბრალდებული გ.კ. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა ადვოკატი ლევან ცეცხლაძე, რომელმაც თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ის ფაქტი, რომ ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა, პროკურორმა შეაფასა როგორც საქმის გაჭიანურების მცდელობა. მოსამართლემ კი განმარტა, რომ დიდი ალბათობით ბრალდებულმა იცოდა სხდომის შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს არ გააჩნია. „რადგან ბრალდებულის ინფორმირებულობა სასამართლოს ჩატარების შესახებ ეჭვქვეშაა, მისი გაფრთხილების დასტური არ მიგვიღია, სხდომა უნდა გადავდოთ“, – განაცხადა მოსამართლემ.

 

სხდომას ბრალდებულის ნათესავები ესწრებოდნენ. საქმის განხილვა 6 აპრილს განახლდება.

 

2015 წლის 16 მარტის მონაცემებით, ქალის ცემის გამო წელს პოლიციას გაცემული აქვს 221 შემაკავებელი ორდერი, რაც თავის მხრივ სასამართლოს აქვს დამტკიცებული. 2014 წელს პოლიციის მიერ გაცემულია 817 შემაკავებელი ორდერი. 2013 წელს კი, სულ 227 ორდერი იყო გაცემული.

 

ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ხუთ თვეში გამოცხადდება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” -ს შორის ხელშეკრულებას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ იონა წითელაძემ და კომპანიის წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს ხელი. 

სამინისტროს ინფორმაციით ესპანური კომპანია შემდეგი საერთაშორისო პროექტების ავტორია:
საფეხბურთო სტადიონი Fortaleza (ბრაზილია) – 67 000 მაყურებელი;
საფეხბურთო სტადიონი Porto Alegre (ბრაზილია) – 60 540 მაყურებელი;
საფეხბურთო სტადიონი (ბაქო) – 25 000 მაყურებელი;
საფეხბურთო სტადიონი (სლოვენია) – 16 000 მაყურებელი;
სპორტული კომპლექსი Madrid (ესპანეთი);
სპორტული კომპლექსი Valencia (ესპანეთი).

პროექტის მიხედვით სტადიონზე სპორტული და სარეკრეაციო ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, რესტორნები,მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო ცენტრები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები,ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება.
20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.
სპორტული მოედანზე შემდეგი შეჯიბრებები ჩატარდება:
მძლეოსნობა IAAF-ს სტანდარტი;
ფეხბურთი UEFA-ს და FIFA-ს სტანდარტები.

„ბათუმის წყალი“ 16 ტონა თხევად ქლორს შეიძენს

 

მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდების ადგილად განისაზღვრება ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ჩაისუბანი, შპს ,,ბათუმის წყალის’’ წყლის გამწმენდი ნაგებობა.

 

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს შეწყდება. 16 ტონა თხევადი ქლორის შესასყიდი სავარაუდო ღირებულებაა 43 390 ლარი. თხევადი ქლორი (აირებადი) უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

 

ბათუმში შადრევნებიც სასმელი წყლით მარაგდება

ყველაფერი დაუბეგრავ მინიმუმზე

 

თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ხელფასი 1800-დან 6000 ლარამდეა, უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

 

ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საშუალება გაქვთ შეავსოთ დეკლარაცია სახლიდან გაუსვლელად შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ან მიბრძანდეთ აღნიშნული სამსახურის ოფისებში, ან მიმართოთ შემდეგ საბანკო დაწესებულებებს:

 

სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“; სილქ როუდ ბანკი; სს „ვითიბი ბანკი“.

 

დაუბეგრავი მინიმუმი მეორე წელია რაც მოქალაქეებს უბრუნდებათ, დაბრუნების წესი კი არ შეცვლილა. დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვები და შესაბამისი პასუხები შეგიძლიათ ასევე იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.

 

 

 

ხმების დათვლის შედეგად უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა

 

ხმები ასე გადანაწილდა: 


მერაბ ხალვაში – 107 ხმა 

ირაკლი ბარამიძე – 80 ხმა

რამაზ ხალვაში – 60 ხმა 

ვლადიმერ ბალაძე – 36 ხმა 

მალხაზ ნაკაშიძე – 9 ხმა 

 

დაბათილდა 7 საარჩევნო ბიულეტენი. არჩევნებში სულ 299 ამომრჩეველი მონაწილეობდა.   

 

მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორია. გასულ წლებში იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.   

სხალთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

 

გამოკვლევები

აქციის ფარგლებში ადგილობრივები რევმატოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის და ოჯახის ექიმის კონსულტაციას მიღებენ. ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. 

აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა მინისტრის პირველი მოადგილე ლევენ გორგილაძე.

18 აპრილს, მორიგ უფასო სამედიცინო აქციას შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს“ მედიკოსები ღორჯომში ჩაატარებენ.

უნივერსიტეტში ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე. გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი. 


ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებზე აკადემიურმა საბჭომ რექტორი ვერ აირჩია.  ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა. 


ქედის საკრებულომ სხდომა ‘ბათუმელების’ ჟურნალისტისთვის დახურა

 

სხდომის დაიწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე დეპუტატებს სურდათ თუ არა სხდომა დახურულად წარმართულიყო. საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა სხდომა გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

საკრებულოს სხდომის დახურვამდე
საკრებულოს სხდომის დახურვამდე

დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხიდან, ორ საკითხზე (ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ მახუნცეთში მდებარე 1045.00 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 847,80 კვ.მ შნობა/ნაგებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი) ქედის საკრებულოს დეპუტატებმა ჯერ კიდევ გასულ კვირას 27 მარტს ჩატარებულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელა, წინა კვირას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი ეს ორი საკითხი  დეპუტატებმა, მომხსენებლებთან ერთად მოუმზადებლად მიიჩნიეს და დასამუშავებლად დააბრუნეს შესაბამის კომისიებში.

 

ამ ორი საკითხის გარდა დეპუტატებს დღეს კიდევ ერთ საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 დეკემბრის N 01-20/183 განკარგულებაში ცვლილების შეტანანაზე უნდა ემსჯელა.

 

კითხვაზე, რა მოტივით დაუჭირეს დეპუტატებმა მხარი საკითხს, რომ სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო? ამასთან დაკავშირებით დეპუტატების ნაწილმა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უმრავლესობი წევრი რამაზ გოლომანიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ერთმანეთთან უშუალო დიალოგი სურდათ:

 

„გვაქვს უფლება გამოვაცხადოთ სხდომა დახურულად, ამის შესახებ უმრავლესობამ იმსჯელა, იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც გვინდოდა საკრებულოს წევრებს შორის უშუალო დიალოგი ყოფილიყო და ამიტომ ჩავატარეთ დახურულად, თუმცა უკეთესი იქნებოდა ეს წინასწარ ყოფილიყო ცნობილი“.

 

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ვაჟა ბოლქვაძე კოლეგას არ ეთანხმება: „ის, რაც დღეს იყო არაკომპეტენტურობას და უცოდინრობას ემსახურება, აქ სრული ქაოსია, რას აკეთებენ მათაც კი არ იციან. სხდომის დახურულად ჩატარება ასე არ ხდება, მნიშვნელოვანი, კონფინენციალური საკითხი უნდა იხილებოდეს, ისეთი რომელიც არ უნდა გასაჯაროვდე. დღეს კი ასეთი განსახილველი საკითხი არ ყოფილა და ამიტომ წავედი წინააღმდეგი სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო“.

„ბათუმელებმა“ სხდომის დახურვის მოტივების შესახებ ინფორმაცია საკრებულოსგან წერილობით უკვე გამოითხოვა.



სახალხო დამცველის აპარატის შეხვედრა ქედაში ქალთა მიმართ ძალადობის და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხებზე

 

საინფორმაციო შეხვედრას, რომლის მიზანი რეგიონში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების ძიება იყო, ადგილობრივი მოსახლეობა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.

 

პრობლემების განხილვასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატმა დამსწრეებს აპარატის საქმიანობა გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.

 

სახალხო დამცველის აპარატთან მოსახლეობის შეხვედრა ქედაში ევროკავშირის პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ და  ორგანიზაცია „ოქსფამის“ ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. 


 

ივა კუზანოვი 16 წლის ქეთას უფასო კონსულტაციას ჩაუტარებს

 

მარტის თვეში ჰოსპიტალის მენეჯმენტისთვის ცნობილი გახდა ხულოში მცხოვრები 16 წლის გოგონას ისტორია, რომელიც   „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატის საშუალებით ითხოვდა დახმარებას ბავშვობაში, 6 წლის ასაკში მიღებული დამწვრობის შემდგომი ნაწიბუროვანი ცვლილებების კორექციის და ფუნქციის აღდგენის მიზნით.


კონსულტაციის შედეგის მიხედვით საჭიროების შემთხვევაში გოგონას უფასოდ ჩაუტარდება შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა  ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში, პროფესორ ივა კუზანოვის მიერ.


 ასევე,  4 აპრილს „საზღვაო ჰოსპიტალს“ კომპანია SAI GLOBAL-ის გან გადაეცემა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001–2008 სერტიფიკატი, რომელიც ჰოსპიტალმა მიიღო მეზღვაურების მომსახურების მიმართულებაში და კლინიკა „ახალ მზერას“ და „საზღვაო ჰოსპიტალსა“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფთალმოქირურგიის მიმართულების განვითარების მიზნით. ამავე დღეს პროფესორი მერაბ დვალი ჩაატარებს უფასო კონსულატაციებს. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი შენობა ბათუმში

ტენდერში გამარჯვებულმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს ადმინისტრაციული შენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში უნდა ააშენოს. შენობის ვიზუალის ფოტო და ტექნიკური მახასიათებლები თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას. შენობა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ [პორტთან ახლოს, რკინიგზაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელ ხიდთან] აშენდება.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;  ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან; სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო პროცესში ჩართული საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებით არანაკლებ 70% -ის ოდენობით.

ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს შეწყდება.

ადმინისტრაციის შენობა /სატენდერო დოკუმენტაციიდან/

ბსუ-ს საარჩევნო კომისია: არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

 

 

გიორგი დიასამიძე
გიორგი დიასამიძე

„ვერ დავადასტურებ ისინი იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის თანამშრომლები, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის პირები, [არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი], ამიტომ მათ არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ასევე იყო ერთი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მაგრამ უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულია, რომ ასეთ დროს მას შეუძლია ხმა მისცეს ადმიანური რესურსების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე” – აღნიშნა გიორგი დიასამიძემ.   

ტორესა მოსი: შენი ქალაქიდან უნდა წახვიდე

ტორესა მოსი: განათლებით ვარ იურისტი. წლების მანძილზე ვკითხულობდი ლექციებს თელავის უნივერსიტეტში. პარალელურად ვსწავლობდი დოქტორანტურაში. ყოველთვის ვწერდი რაღაცას, სანამ დაიბადებოდა სურვილი, რომ გააზრებული ტექსტი დამეწერა. საკმაოდ დიდი ხანი ვიწვალე, რომ რაღაც ტიპის ოსტატობა მიმეღო. ძიების პროცესი, პირველი მცდელობებიდან „სიბრძნე-სიცრუისამდე“ ცხრაწლიანი პერიოდი იყო. ეს იყო დრო, როდესაც ბევრი ექსპერიმენტი ვატარე. თვითონ სახელოვნებო სივრცე არ იყო ჩემთვის უცხო, გავიზარდე მხატვრების გარემოცვაში, მუსიკოსი ვარ. ჩემი მეორე მიმართულება, რომელზეც ბავშვობიდან ვმუშაობდი, იყო მუსიკა და ახლაც გრძელდება. ამიტომ უცხო არ იყო ჩემთვის, როგორც არტისტისთვის რაღაც კონკრეტულ თემაზე მუშაობა. ლიტერატურა იყო ახალი სივრცე, რომელიც უნდა ამეთვისებინა. „სიბრძნე სიცრუისაში“ მივხვდი, რომ პირველი შედეგი დავდე.

  • იყო თუ არა რისკი ამ სათაურით სადებიუტო წიგნის გამოცემა?

იყო რისკი, ამაზე ბევრი ვიფიქრე. იყო ბევრი ვერსია, მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ეს კონცეპტი სათაურის არის ინტერპრეტაციის ძალიან დიდი ველი. ერთი მხრივ, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მოგონილ ამბავში არსებული სივრცე, მეორე მხრივ – ადამიანი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს სიბრძნესა და სიცრუეს შორის. ჩემთვის, რეალობის აღქმა და გაყალბებული რეალობა, გადარჩევა ერთმანეთისგან მკვდარი მომენტებისა ნამდვილისგან, თანადროულია სივრცესა და დროშიც, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ვერ მოვიგონებდი სულხან-საბაზე უკეთეს ფორმულას. ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ეპატაჟი ვცადე, ზოგიერთმაც თქვა, რომ თავხედობა იყო. მე მიმაჩნია, რომ თავხედობა იქნებოდა მაგ სათაურის რაიმე სხვა ვარიაციით გადაკეთება.

როდესაც ვწერ, ვცდილობ ტექსტი გამოვიდეს როგორც ფართო სააზროვნო ველი, სადაც მკითხველი შეძლებს აზროვნებას. აზროვნება თავის თავში გულისხმობს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. პირველ რეაქციას ველოდები ხოლმე მკითხველისგან. მინიმუმ ორი რადიკალური შეფასება თუ მივიღე, ე.ი. ინტერპრეტაციის ველი შედგა. თუ ერთ თემაზე შეიძლება რომ ორმა ადამიანმა განსხვავებული შედეგი მიიღოს, ეს ნიშნავს ჩემთვის, რომ ტექსტი გამოვიდა.

ფეისბუქმა მოიტანა ის, რომ მკითხველთან შეგიძლია უშუალო კონტაქტი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო კომენტირებისგან, დაზუსტებისგან – „არა, არა მე ამას ასე არ ვგულისხმობდი“, „შენ არასწორად გესმის“. ყოველთვის ვცდილობ დავუტოვო მკითხველს ეს სივრცე. როგორც კი ვიტყვი, რომ რაღაცა რაღაცას ნიშნავს, იქვე ვკლავ ამ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

  • ზოგჯერ მწერალს განმარტების გაკეთება უწევს მხატვრული ტექსტის გამო, იგივე ერეკლე დეისაძეს, ზურაბ ქარუმიძეს და სხვებს. რამდენად სწორია ახსნას მწერალმა ტექსტი, რომელიც დაწერა?

ეგ არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები ესხმიან თავს ავტორს, პერსონაჟის, ან სიუჟეტურად გამოთქმული კონკრეტული მოსაზრების გამო. მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, ვიღაცა გააღიზიანა ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგმა, რომელსაც მე შინაგანად არ ვეთანხმები, მე, როგორც ტორესა მოსი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი. ეს არ არის ჩემი ტექსტი. უბრალოდ, პერსონაჟი არის სახასიათო, ის მოთავსებულია რაღაც სიტუაციაში და ამ სიტუაციაში ზუსტად ეს ტექსტი უნდა თქვას. ნებისმიერი სხვა ტექსტი რომ თქვას, იქნება არაკონტექსტური და სხვანაირი. მხატვრული ტექსტი ხშირად მოითხოვს ამას.

ვფიქრობ, ჩვენთან ასეთი ფაქტები რომ ხდება, მიზეზი არის წიგნიერების დაბალი დონე. ეს არის ანბანი ლიტერატურის. თუ კითხულობ „სამ მუშკეტერს“, იცი, რომ ალექსანდრე დიუმა არ არის არც დარტანიანი, არც ათოსი, არც პორთოსი და არც არამისი. არც არავინ, ის არის ავტორი, რომელიც ამ ყველაფერს წერს. ვფიქრობ, ეს ნელ-ნელა დარეგულირდება და მკითხველიც ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს ტექსტში ასე საჭირო ელემენტებს. ამაზრზენია და არ შეიძლება ეს ხდებოდეს.

  • ჩვენი წინა თაობა ცხოვრობდა საზოგადოებაში, სადაც კრძალავდნენ წიგნებს, ფილმებს. დღეს ნებისმიერი ტექსტი შეგიძლია გამოსცე, მაგრამ ცენზორის როლში გვევლინება საზოგადოება. თქვენს თავს სად ხედავთ ამ საზოგადოებაში და რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, ვინც ცდილობს უკარნახოს მწერალს რაზე უნდა წეროს და რაზე არა?

მე მიმართლებს ამ თვალსაზრისით – ცენზურას დავუსხლტე ხელიდან. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახში არ არის ჩემთვის ცენზურა და როცა სადღაც გაქვს თავშესაფარი, სადაც ყოველთვის გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ, მერე მარტივია ყველაფერი. საზოგადოება სხვადასხვა განვითარების ეტაპზეა და სხვადასხვა ადგილზე ავლებს ზღვარს. გავიხსენოთ მიშელ უელბეკის პლატფორმას რაც მოჰყვა –  ის დაადანაშაულეს ისლამოფობიაში, მან დატოვა საფრანგეთი და გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. ანუ იქაც არსებობს რაღაც ტიპის საზღვრები. როდესაც ხარ არტისტი, ყოველთვის ცდილობ გაიარო ამ საზღვრებზე, დისკუსია გააჩინო. უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში ეს ზღვარი გადმოდის ძალიან აქეთ, მაგრამ ეს ზღვარი ევროპაშიც არსებობდა. მეც მიმაჩნია, რომ არის რაღაცა, რაც არ მომწონს, მაგალითად, კოლაბორაციონისტული დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის მიმართ. ჩემთვის ეს არის მტკივნეული საზღვარი. მივიჩნევ, რომ ადამიანი, როდესაც კოლაბორაციონისტია, მან საფასური უნდა გადაიხადოს, თუ ამ იდეებს ავრცელებს. მთავარია ეს არ გადაიზარდოს ფიზიკურ ძალადობაში. ადამიანებმა განსხვავებული იდეებით ერთმანეთს არ ვავნოთ. ბუნებრივია, დისკუსია უნდა იყოს.

  • ხშირად მწერლებს აკისრებენ რაღაც მისიას, რომ მან რაღაც უნდა გიკარნახოს, რომლის აზრიც უპირობოდ უნდა მიიღო. როგორ ფიქრობთ, რა არის მწერლის მისია?

მწერლის ერთადერთი მისია არის დაწეროს ტექსტი. მე მეცინება, როდესაც ვიღაც მოდის და მეჩხუბება, რატომ არ ხარ შენ ენის მამა. არ ვარ და არც შემიძლია. არც მაქვს პრეტენზია და არც მინდა ვიყო. იმედგაცრუებას მოსდევს ხოლმე მერე გაბრაზება. ესეც გადაივლის. მე თუ მკითხავთ, ეს არის უფრო საბჭოთა წარსულიდან წამოსული, სადაც მწერლები მენტორის როლში გვევლინებოდნენ და მუდმივად უთითებდნენ საზოგადოებას, რა იყო კარგი და რა _ ცუდი. ინერციაა – მწერალი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ, მაგალითად, მოკლე კაბა არ ჩაიცვათ. ეს არ ქნათ, ის არ ქნათ. ეს ჩაივლის.

მე ვცდილობ დავწერო კარგი ტექსტი, რამდენად ვახერხებ, ეს მეორეა. ამის იქით მე ვეღარ ვიფიქრებ. ამის იქით ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, მეც მაქვს ჩემი შეხედულებები, რომელსაც გამოვთქვამ ისე, როგორც ყველა, მაგრამ ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი, როგორც მწერლის პოზიციის გაჩვეულებრივებას. ვცდილობ ავხსნა, რომ ეს არის ისეთივე პროფესია, რომელიც, ვთქვათ, მატარებლის მემანქანეობა. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოება უნდა მივიდეს იქამდე, რომ არტისტი კი არა, არავინ არავინ არ არის. ყველას შეუძლია იყოს ძალიან მნიშვნელოვანი.

  • თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად უსვამთ ხაზს იმ ფაქტს, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს. საუბრობთ კულტურულ დეცენტრალიზაციაზე. თუ გიფიქრიათ, როგორ?

მიგრაციის პროცესებს განაპირობებს უნივერსიტეტები. როგორც წესი, რეგიონულ უნივერსიტეტებში ის დონე არ არის სწავლისთვის, რაც საჭიროა და თბილისში რაც არის, ისიც არ არის საკმარისი. რეგიონულ უნივერსიტეტებს აქვთ სპეციალობების ვრცელი სპექტრი, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენ კონკურენტული განათლების მიცემას. რეგიონულ უნივერსიტეტებში არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – შენობები არის, ყველაფერი არის. შეიძლება სეგმენტიზაცია – სადღაც იყოს ორი ძლიერი ფაკულტეტი, სადღაც ორი და სტუდენტები გააკეთებენ არჩევანს. დავუშვათ, თუ მე მინდა იურიდიულზე ჩავაბარო და ბათუმში არის ძალიან დიდი სკოლა სამართალმცოდნეობის, მე თელაველი აღარ წავალ თბილისში და წავალ ბათუმში. ბათუმელი წამოვა თელავში, თუ უნდა ისტორია ისწავლოს. ეს გამოათანაბრებს. პატარა ქალაქებიდან ვინც ვართ, ყველაზე კარგად ვიცით ეს რაც არის. ყოველ წელს ქალაქები კარგავენ თავიანთ ყველაზე მოტივირებულ და აქტიურ ნაწილს.

რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე შენი ქალაქიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ადგე და წახვიდე, მშობლების კალთას უნდა მოსწყდე და სხვაგან დაიწყო ცხოვრება. მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს შევსება. ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი და ეს კულტურულადაც გამოათანაბრებს ქვეყანას. იმპულსებს გააჩენს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ განვვითარდეთ.

  • ტორესა, რომ არ წასულიყო თელავიდან, „სიბრძნე სიცრუისას“ დაწერდა?

მე არ წავსულვარ. მე დავიბადე, გავიზარდე, უნივერსიტეტი დავამთავრე და მერე ბევრი წელი ვიმუშავე თელავში. თბილისში წავედი ბოლო ორი წელია. „სიბრძნე სიცრუისას“ ალბათ ვერ დავწერდი თელავში. მე მივხვდი, რომ როდესაც მოვახდინე ფიზიკური დისტანცირება ჩემი საყვარელი ქალაქიდან, გაჩნდა რაღაც ტიპის იმპულსი და შევძელი ეს ტექსტი ამეგო.

შეიძლება, რომ არ წავსულიყავი, ვერ დამეწერა „სიბრძნე სიცრუისა“, მაგრამ სხვას დავწერდი. რასაც სხვა ქალაქში წასვლა გასწავლის, ერთადერთი ეს არის საკუთარი თავის იმედად ყოფნა, შენი კომფორტის ზონიდან გასვლა. თავისუფალი რეალურად მაშინ ხდები, როდესაც იცვლი გარემოს მაშინ, როდესაც მარტო ხარ.

ამ მარტოობაში იბადება შენი თავისუფლება. არ აქვს მნიშვნელობა ეს სად მოხდება, მთავარია, რომ ეს მოხდეს.

  • მუსიკოსი ტორესა მოსი…

მუსიკა იყო ჩემს ცხოვრებაში იმაზე ადრეც, ვიდრე იქნებოდა ლიტერატურა, წერის მცდელობა სანამ გაჩნდებოდა. მუსიკაშიც ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე და ახლაც ვმუშაობ. ახლა ორ მეგობართან ერთად ვაკეთებ იმას, რაც გამიჩნდა. მუსიკა ცოტა უფრო რთულია. მუსიკოსი მარტო არ ხარ. ბევრი რამ გჭირდება ტექნიკურად. მუსიკაში ის შედეგი, რაც ლიტერატურაში დავდე, ცოტა დამიგვიანდა. თუმცა ჩემს ნამუშევარს ერთ თვეში მოისმენს საზოგადოება. ჟანრს ვერ ვსაზღვრავ. ვცდილობ ავხსნა – ჩემი მუსიკა იქნება ტექნოსთვის დამახასიათებელი ბიტებისა და ჟღერადობის ძველი ქართულ-ფოლკლორული მოტივების ინტონაციების და გამოგონილი, ჯადოქრული ენის სინთეზი.

  • ბათუმში წაიკითხეთ საჯარო ლექცია განათლებაზე…

განათლება, ზოგადად, არის ცხოვრების შესაძლებლობა. განათლებაში მე მოვიაზრებ არა მხოლოდ ინფორმაციას, დავუშვათ იცოდე მსოფლიოს ყველა დედაქალაქი. მიმაჩნია, რომ განათლება ეს არის უნარი, მოიძიო საჭირო ინფორმაცია დღეს. სხვადასხვა მოცემულობას შორის მოახდინო ლოგიკური ბმები და აი ამაზე დაშენებით შეძლო შენი უნივერსალური რაღაცების შექმნა, რაც გინდა რომ შექმნა.

ჩვენი განათლების სისტემა, ვერ ადაპტირდა ამ რეალობასთან. ჩვენი განათლების სისტემა დარჩა ისევ იქ, როდესაც ინფორმაცია იყო პრობლემა. მაგალითად, ტექნიკურ დონეზე გვინდა შევისწავლოთ გიტარაზე დაკვრა. ეს დღეს უკვე შესაძლებელია გააკეთო პედაგოგის გარეშე. დავანებოთ გიტარას თავი, ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ პედაგოგის გარეშე. რა არ შეგვიძლია პედაგოგის გარეშე და ვინ არის პედაგოგი? დღეს აქცენტირება კეთდება მკვლევარზე. ის, ვინც გაუკვალავ გზაზე მიდის. ის, ვინც ახდენს იდეების გენერირებას. რასაც  ვერ ისწავლი მის გარეშე, არის ზუსტად ეს. როგორ იარო გაუკვალავ გზაზე. როგორ ხდება საღი აზრების გენერირება საკუთარ თავში.

ეს არის ის, რაც უნივერსიტეტში უნდა ხდებოდეს დღეს და რაზეც რეალურად ყველა ქვეყანა ადაპტირდა. ჩვენ დავრჩით ისევ იქ, ფუჭი ინფორმაციის ათვისებაზე. ამიტომ ვერ პასუხობს ჩვენი განათლების სისტემა თანამედროვე სტანდარტებს. სტუდენტმა უნდა იცოდეს რას ჩაავლოს ხელი, რომელ ლექტორთან იმუშაოს მეტი. მეორე არის უნივერსიტეტი, როგორც სივრცე. უნივერსიტეტში ყალიბდება პროფესიული კავშირები, რომელიც სამომავლოდ გეხმარება. უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც შეგიძლია ჩაატარო ბევრი ექსპერიმენტი, რადგან არ გაქვს პასუხისმგებლობა, შენგან არავინ არ ელის რაღაც განსაკუთრებულს. შენგან ელიან ზუსტად ექპერიმენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს სწორად მიაწოდო ინფორმაცია, რომ ისინი არ იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები.

მე  ბევრი ვიმუშავე ჩემს სტუდენტებთან ამაზე, რომ მათ დაეწყოთ ექსპერიმენტების ჩატარება. როდესაც სტუდენტური ენერგია მარწუხებში ექცევა, მერე უნივერსიტეტი ხდება ხუთოსნებზე ორიენტირებული და ეს ხუთოსნები არიან ჩარჩოებში ჩასმული ადამიანები, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტს, იციან რომ ხუთოსნები არიან და მაინც ვერ ახერხებენ ოპერირებას. ეს პრინციპში ბევრ და კარგ ადამიანს ართმევს ხოლმე შესაძლებლობას, კარგი რაღაც გააკეთოს.

არჩევნები უნივერსიტეტში – კანდიდატების კომენტარები

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში პირველი იყო დღეს, ვინც არჩევნებზე ხმა მისცა.

„ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი მე  მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე, ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას  გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის  კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – განაცხადა რამაზ ხალვაშმა.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მე ხმა მივეცი ევროპულ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფას უნივერსიტეტში. იმედი მაქვს, ჩემი ყველა კოლეგა შეინარჩუნებს ღირსებას და ხმას მისცემს ყოველგვარი კარნახის გარეშე“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.


„უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, პიველად ვატარებთ საყოველთაო არჩევნებს. ყველა კანდიდატი ღირსეულია და ჩემი არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტში დაიწყება ახალი ეტაპი,  რასაც ჰქვია განვითარება, სტაბილურობა და ხარისხი. ვფიქრობ, რომ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სიმპათია გადმოიხრება ჩემკენ“ – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.


საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემაც.


„ამ არჩევნებმა შეიძლება უდიდესი როლი ითმაშოს ჩვენი უნივერსიტეტის  ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კანდიდატურას, ვინც იბრძოლებს ამ დიდი ფუნქციისა და მისიის შესრულებისთვის, რომელიც ქართველმა ერმა დააკისრა ბათუმის უნივერსიტეტს.  მე იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს ჯანსღი ძალა, რომელიც იბრძოლებს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებაზე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის.  ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანს და თუ კი გავიმარჯვებ, ვიბრძოლებ ამ მიზნისთვის ჩემს კოლეგებთან ერთად”- განაცხადა ვლადიმერ ბალაძემ.

 

საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, 13 საათისთვის ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობის  50 პროცენტზე მეტმა, 163-მა ადამიანმა  მისცა უკვე ხმა სასურველ კანდიდატს. იმისთვის, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები შედგეს,  50%ზე მეტმა, ანუ 157-მა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა. 


ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მე-14 [მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა] და 21 -ე მუხლები [მუხლი 21 საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება].

 

დავის საგანს წარმოადგენს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის  (მოსამართლეების კომპენსაციის გაანგარიშება), პირველი პუნქტი რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლის გიორგი სულხანიშვილის განმარტებით, მოსარჩელე ლალი ლაზარაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის ეს ნაწილი არის არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2006 წლის შემდეგ.  უშუალოდ მას  მოსამართლის უფლებამოსილება 2010 წელს შეუწყდა და შესაბამმისად ის ვერ სარგებლობს იმ ბენეფიტით.

 

განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლო მხარეთა ახსნა განამრტების შემდეგ იმსჯელებს – მიიღებს თუ არა საქმეს არესებით განსახილველად.

განმწესრიგებელ სხდომას სასამართლოს მეორე კოლეგია უძღვება.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი

 

“არჩევნები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, ისე როგორც გათვალისწნებულია უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებითა, წესდებთ და 19 მარტის ნომერ 27 დადგენილებით, ხმის მიცემა 17 საათამდე გაგრძელდება და შედეგები დღესვე გამოქვეყნდება უნივერისტეტის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე“ – ამბობს გიორგი დიასამიძე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის იურისტი. 

ამ მომენტისათვის ხმა მისცა სამმა კანდიდატმა:  რამაზ ხალვაშმა, ირაკლი ბარამიძემ და მალხაზ ნაკაშიძემ. 


“ხოზრევანიძის კლინიკა” – თანამედროვე და პაციენტზე მორგებული სერვისი [ფოტო]

ხოზრევანიძის კლინიკის რეგისტრატურა

ექიმ-ოტორინოლარინგოლოგი გელა ხოზრევანიძე სინჯავს პაციენტს

პაციენტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა. დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის გამოკვლევა მხოლოდ ხოზრევანიძის კლინიკაშია შესაძლებელი

ე.წ. ლორკომბაინი

ე.წ ,,შეივერი“ და ენდოსკოპი – რომლითაც ხორციელდება ოპერაცია ცივი პლაზმის მეთოდით. აპარატურა ერთადერთია საქართველოში

კობლატორი

სტერილიზატორი

ოპერაცია – ადენოტოზილექტომია

ოპერაცია – ადენოტოზილექტომია

საოპერაციო

პალატები კეთილმოწყობილია. პაციენტი ოპერაციის შემდგომ კომფორტულ გარემოში გადის რეაბილიტაციას

პალატები კეთილმოწყობილია. პაციენტი ოპერაციის შემდგომ კომფორტულ გარემოში გადის რეაბილიტაციას

ოთახი სადაც ხდება სისხლის ანალიზის ჩაბარება

ლაბორატორია

ლაბორატორია, რომელიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე, „Human”-ას ფირმის გერმანული აპარატურით

ლაბორატორიაში ანალიზების პასუხები დგება მაქსიმალურად მცირე დროში, რომელიც გადადის სერვერზე და სურვილის შემთხვევაში პაციენტს მიეწოდება ელექტრონული ფოსტით.

ხოზრევანიძის კლინიკის ჰოლი

მისამართი:

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ.68

ტელ: 22 71 71

ვებგვერდი: www.khozrevanidze.ge

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

 

„ვფიქრობ ყველაზე მეტი შანსი მე  მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას  გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის  კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – ამბობს რამაზ ხალვაში.

 

არჩევანი ამ დროისთვის ოცამდე ამომრჩეველმა  დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცედურა 5 საათამდე გაგრძელდება. 


უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე.


ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით,  საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. 


 

გუშინ, 2 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადება და შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა. 

 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებზე აკადემიურმა საბჭომ რექტორი ვერ აირჩია.  ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა. 


 

 

ხანძარმა ქობულეთში სოციალურად დაუცველების სახლი გაანადგურა

 

დამწვარი სახლის მესაკუთრე ხვიჩა შაინიძე ამბობს, რომ ხის სახლი, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ოთხი წლის წინ ააშენა. „მიწა სიდედრმა მომცა. სოციალურად დაუცველი ვართ. ხანძრის დროს გამგებელი მოვიდა და გვითხრა, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ სახლი უკანონოდ მაქვს აშენებული და ვერ დაგვეხმარებიან“, – ყვება ხვიჩა შაინიძე.

 

ხვიჩა შაინიძე ამბობს, რომ სახლის დაწვის შემდეგ მეზობელთან ცხოვრობენ – „ერთი საძინებელი მოგვცა და იქ ვიძინებთო“.

 

ბოლო ორი წელია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან. შაინიძეების ოჯახის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის გამგეობამ უნდა შეაგროვოს, რასაც შემდგომ აჭარის მთავრობას მიაწვდის. სწორედ ამის შემდეგ მსჯელობს მთავრობა დაეხმარება თუ არა დაზარალებულს – პროცედურის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აწვდის.

 

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ იცის სოფელ გელაურში მომხდარი ხანძრის შესახებ, მაგრამ ვიდრე შს სამინისტრო არ გასცეს შესაბამის ცნობას, მანამ შაინიძეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს აჭარის მთავრობას ვერ წარუდგენს. „ეს დასკვნა ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს გამგებელი.

 

თუმცა, შაინიძეები ამბობენ, რომ ქობულეთის პოლიციიდან სათანადო ცნობა მათ უკვე მისცეს, რასაც შს სამინისტროშიც ადასტურებენ. „მოქალაქემ მიმართა ქობულეთის პოლიციას აღნიშნული ცნობისთვის გუშინ. ცნობა, რომელიც მას სჭირდებოდა გამგეობაში წარსადგენად, დაუყოვნებლივ გაიცა“, – განმარტავენ შს სამინისტროს პრესცენტრში.

 

ხვიჩა შაინიძის თქმით, პოლიციიდან გაცემული ცნობა და ნახანძრალ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები ქობულეთის გამგეობაში გუშინვე მიიტანეს.



ბათუმში 15 წლის გოგონას ნათესავის ღვიძლი გადაუნერგეს

 

 

ციროზით დაავადებულ 15 წლის გოგონას ღვიძლი საკუთარმა მამიდაშვილმა მისცა. დონორისა და რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის გადატანილი რთული ოპერაციის შესაბამისია, პაციენტებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დღეს დატოვეს და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

 

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. 2014 წლის 14 დეკემბერს დონორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ღვიძლის ნაწილი საკუთარ დას, ტატიანა მეგრელიშვილს გადაუნერგა. 4 თვის განმავლობაში,  ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის სამი ოპერაცია ჩატარდა და სამივე წარმატებით დასრულდა.

 

საქართველოში ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია და ყოველწლიურად ტრანსპლანტაცია 30-40 ადამიანს ესაჭიროება, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვა პაციენტების რიგითობის მიხედვით ხორციელდება და თვეში მინიმუმ ერთი ოპერაცია ჩატარდება.

 

აღნიშნული სამედიცინო სერვისი საქართველოში ახალი დანერგილია და ამ პროექტისთვის “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა.

ბსუ: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხვალ ჩატარდება

 

 

ბატონო გიორგი, გაეცანით თუ არა „დემოკრატიის ინსტიტიტის“ განცხადებას?

დიახ, გავეცანით.

არჩევნები ხვალ ჩატარდება?

დიახ, არაფერია არ შეცვლილა, დილის ათი საათიდან 17 საათამდე ჩატარდება არჩევნები.


არჩევის წესზე გამოთქმული შენიშვნები რაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს?

აკადემიური საბჭოს   დადგენილებით არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.

გაწერილია კრიტერიუმები, ვინ აძლევს ხმას, ვინ უნდა წარმოადგინოს სია, რა დოკუმენტაციაა საჭირო და როგორ გამოვლინდება გამარჯვებული. სხვა პრეტენზიებს რაც შეეხება, ის საკითხები რაც არ არის დარეგულირებული აღნიშნული დადგენილებით, დარეგულირებულია უნივერსიტეტის წესდებით. ამ დადგენილებაში არ არის გაწერილი, თუ როდის უნდა დაიწყოს, მაგალითად, არჩევნები, მაგრამ წესდებასა და საარჩევნო დებულებაში წერია, რომ არჩევნები ტარდება დილის ათი საათიდან 17 საათამდე. აქვე დადგენილია გასაჩივრების წესი, პრეტენზიის შემთხვევაში შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია გასაჩივრება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი საფუძვლები არჩევნების გადატანის, არ არსებობს.

 

 

აუტიზმის საერთაშორისო დღე – საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა გაიზარდოს

შეხვედრის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზება.

2007 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომლის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და აუტიზმით დაავადებულთა უფლებების რეალიზება.

აუტიზმის შემთხვევათა საგრძნობი მატების ფონზე, აღნიშნული პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა. საქართველო „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს“ 2011 წელს შეუერთდა.

 

10 შვილის დედა ჟუჟუნა: ერთჯერად დახმარებას მე რატომ არ მაძლევენ

 

საჩუქარი დედის დღეზე საკუთარი თავისთვის არც ჟუჟუნას გაუკეთებია, იმიტომ, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ 200 ლარია: მეფრინველეობის ფერმაში მუშაობს – კვერცხებს აგროვებს.

 

ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ წელს – დედის დღეზე არავის გახსენებია, რომ ის 10-შვილიანი დედაა. ვერ ხვდება სახელმწიფო უკვე მესამე წელია რატომ არ ასაჩუქრებს მრავალშვილიანი დედებისთვის დაწესებული ერთჯერადი დახმარებით – 1000 ლარით.

 

ზოგადად კი, ჟუჟუნას ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობით გააქვთ თავი.

 

ჟუჟუნას სახლში წყალი ჩაუდის – სახურავი აქვს დამპალი და იმიტომ.  ცოტა ხნის წინ მისი სახურავის ამბით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის შემდეგაც გამგეობიდან მივიდნენ და სახურავი გაზომეს. მერე წავიდნენ და აღარ გამოჩენილან – ჟუჟუნას სახლში კი მთელი ზამთარი, ყოველ გაწვიმებაზე წყალი ჩადის. მაგრამ ჟუჟუნა არ ნებდება.

 

ჟუჟყნა საჯარო სივრცეში მარტო იბრძვის – მასთან ერთად არც მისი შვილები ჩანან და არც მეუღლე. ამბობს, რომ ბევრგან იყო მეუღლე ავტობუსის მძღოლად რომ დაენიშნათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. „ბიჭი კიდევ წელმოწყვეტილი დაბრუნდა თურქეთიდან – ქვების დატვირაზე მუშაობდა, მძიმე სამუშაოზე“.

 

ჟუჟუნამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ წელს 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას, როგორც მრავალშვილიან დედას, სახელმწიფო აღარ მისცემს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თანხით მხოლოდ იმ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან, რომლებსაც ხუთი შვილი მაინც ჰყავთ არასრულწლოვანი. როგორც უკვე ვთქვით, ჟუჟუნას მხოლოდ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

 

რაც შეეხება სახლის სახურავს – მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სახურავები შეისყიდეს, მაგრამ ჟუჟუნას არ შეხვდა, სხვა კიდევ უფრო გაჭირვებულებს გადასცეს და იმიტომ. გამგეობაში ამბობენ, რომ სახურავების შესყიდვის პროგრამა ისევ გრძელდება და წესით ჟუჟუნას სახლს სახურავი შეხვდება, წელს თუ არა მომავალში, მომავალში თუ არა – იმის შემდგომ…

დემოკრატიის ინსტიტუტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადებას ითხოვს

 

 

ხვალ, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანიშნულია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წინასწარვე არსებობს არჩევნების შედეგების გაუქმების მაღალი რისკი:

“აკადემიური საბჭო არჩევნების ჩატარებას გეგმავს იმ წესით (რექტორის 2014 წლის 20 ივნისის N01-08/25 ბრძანება), რომელიც საერთოდ არ ეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს და იგი სრულიად სხვა ორგანოების/პირების არჩევნების წესებს ადგენს, რაც ამ შემთხვევაში არ გამოდგება;

 გაურკვეველია კონკრეტულად სად ტარდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები (ფაკულტეტებზე, რექტორის კაბინეტში, სააქტო დარბაზში და ა.შ.);

 გაურკვეველია საარჩევნო პროცესი (ბიულეტენი, ხმის მიცემის პროცედურა, ფარულობა, და ა.შ.);

 გაურკვეველია რექტორის მოვალეობის არჩევნების პროცესში მონაწილე, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციის, დამტკიცების, სიების გამოქვეყნებისა და ამ პროცესის გასაჩივრების წესი;

 არ არსებობს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების განმსაზღვრელი რაიმე ერთიანი პროცედურული დოკუმენტი (დებულება, ინსტრუქცია და ა.შ.), რაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას თავიდანვე საფრთხეს უქმნის.

 

რადგანაც, ამ ეტაპზე (2 აპრილი, 2015 წელი) შესაძლებელია პროცესის სამართლებრივ, გამჭვირვალე და ობიექტურ პირობებში გაგრძელება, მიგვაჩნია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი უნდა გადავადდეს საარჩევნო პროცედურების დამტკიცებამდე (სურვილის შემთხვევში, ასეთი პროცედურა მიიღება საშუალოდ 2 დღეში, ხოლო კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ორი კვირის ვადაში) “- წერია განცხადებაში.  

 

 ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა რამდენიმე თვის წინ, ასევე არასწორად გამოაცხადეს რექტორის არჩევნები (ალიოშა ბაკურიძის განცხადების შემდეგ), რადგანაც კანონმდებლობის მოთხოვნა იყო არა რექტორის არჩევნების გამოცხადება, არამედ თავიდანვე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.

(საქართველოს კანონი ’’უმაღლესი განათლების შესახებ’’, მუხლი 22, პუნქტი 3: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)

სკოლა მორყეული იატაკით და მინების გარეშე [ფოტო]

 

ფოტო: როინ გუნდაძე

 

 

 

 აჭარის განათლების სმინისტროს ინფორმაციით სკოლის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება.  

სკოლაში 75  მოზარდი სწავლობს. 

აჭარის მთავრობა ფეისბუქში

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს, ავთანდილ ბერიძეს, სამუშაო მაგიდაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად პოეტ ვახტანგ აბულაძის ლექსების კრებულიც უდევს, ან იმ ინტერნეტგვერდს, სადაც მისი ლექსებია გამოქვეყნებული, ყოველდღე ათვალიერებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ის სტროფები აქვს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაზიარებული, რომელშიც ღალატისა და იმედგაცრუების თემატიკა სჭარბობს. „პირუთვნელი და არამედროვე, დრო იტყვის ხოლმე, ვინ ვის ღალატობს“, – ამ ფრაზით სრულდება ლექსის პირველი სტროფი, რომელიც ავთანდილ ბერიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე 27 მარტს ღამის 12 საათზე გააზიარა.

 

მის მიერ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გაზიარებული იმავე ავტორის ლექსი კი ასე იწყება: „ოთახის კატა, გარეთ გასვლა რომ ეკრძალება, უმზერს სარკმლიდან გაფუყული თვისტომებს ქუჩის…“

 

ავთანდილ ბერიძეს, როგორც ოფიციალურ პირს, „ფეისბუქში“ ცალკე პროფილი არ აქვს და ისევ იმ პროფილით სარგებლობს, რაც უმაღლეს საბჭოში არჩევამდე ჰქონდა. თუმცა ამ გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული ოფიაციალურ შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები. პოსტების ინტენსივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ავთანდილ ბერიძე „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია. ამბებსა და ფოტოებს ოფიციალური შეხვედრების ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფეისბუქგვერდზე“ აქვეყნებს.

 

„ფეისბუქის“ საძიებო ველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელისა და გვარის ქართული შრიფტით ჩაწერის შემთხვევაში ოთხი პროფილი იძებნება. მათ შორის ერთ-ერთ გვერდს, რომელიც რეგიონის პირველი პირის ოფიციალური გვერდია, 4 181 მოწონება აქვს. ამ პროფილზე აქვეყნებენ ინფორმაციასა და ფოტოებს ოფიციალური შეხვედრების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადამიანი ეცნობა აქ განთავსებულ ინფორმაციას. არჩილ ხაბაძეს ოფიციალური გვერდის მთავარ ფოტოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაღებული ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული.

 

„ფეისბუქზე“ იძებნება ასევე პროფილი „არჩილ ხაბაძის მხარდამჭერთა ჯგუფი“. ამ გვერდის ქავერის ფოტოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოა დაყენებული, შინაარსობრივად ეს გვერდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გვერდის ანალოგიურია, ეს გვერდი 2015 წელსაა შექმნილი.
არჩილ ხაბაძის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული კითხვებით ან პრეტენზიით, თუმცა არჩილ ხაბაძე „ფეისბუქს“ საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ არ იყენებს. არჩილ ხაბაძეს ფოტოებზე ხშირად უტოვებენ მაამებელ კომენტარებსაც, აქებენ მას და წარმატებებს უსურვებენ.

 

„ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. ის ამბობს, რომ „ფეისბუქი“ მისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთი წყაროა. „ტელეფონში მაქვს ფეისბუქი და როცა მწერენ, მომდის ხოლმე. ეს ერთ-ერთი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა მოსახლეობასთან“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. სხვების მსგავსად ირაკლი ჭეიშვილი „ფეისბუქგვერდზე“ ძირითადად ოფიციალურ ინფორმაციას, საკრებულოში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მერიის ახალ პროექტებს აზიარებს, თუმცა ხანდახან ის ამ ტრადიციას ღალატობს და, როგორც თავად წერს, „არაკორექტულადაც“ იქცევა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარ გვერდზე გააზიარა ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ფოტო, სადაც ის ავტომატებითაა. ის ხელში აყვანილი ჰყავთ უმაღლესი საბჭოს წევრებს – მედეა ვასაძესა და ჯემალ ფუტკარაძეს (ფოტო ფოტოშოპითაა დამუშავებული. ის მას შემდეგ გავრცელდა სოციალურ ქსელში, რაც მურმან დუმბაძემ ტელევიზიების თანდასწრებით იარაღი შეიძინა).

 

„არაკორექტული ვარ ეხლა, მაგრამ რომ არ დამედო, ვერ მოვითმენდი:))))))))) შემთხვევით წავაწყდი და ძალიან ბევრი ვიცინეე:)))))))))))))“, – ასეთი წარწერა წაუმძღვარა ფოტოს ირაკლი ჭეიშვილმა მურმან დუმბაძის ფოტოს. ფოტოს საკრებულოს თავმჯდომარის გვერდზე ვიცე-სპიკერის მიმართ ქილიკი და არაკორექტული კომენტარები მოჰყვა. კომენტარებს ირაკლი ჭეიშვილი არ გამოხმაურებია.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ერთადერთი თანამდებობის პირია რეგიონში, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში, „ფეისბუქზე“ პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნებას არ ერიდება, მაგალითად, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების დროს მან საკუთარ გვერდზე დაწერა: „9-საათიან პოსტკრიპტუმს უყურეთ და შემდეგ მითხარით, რომ დუმბაძე და მისი მიმდევრები არ არიან ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან:)) მურმან დუმბაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შემდეგ კი მის გვერდზე გაჩნდა სტატუსი: „კლოუნო დუმბაძე, ის ტოტი მოჭერი, სადაც იჯექი:))“ – ამ სტატუსს 30-მდე არცთუ ისე კორექტული კომენტარი მოჰყვა.

 

„ფეისბუქგვერდს“ თავად მართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. ის, ძირითადად, აქვეყნებს ან აზიარებს ინფორმაციას ოფიციალური შეხვედრებისა და ახალი პროექტების შესახებ, ან ამ შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. „ცოტა დრო მრჩება ფეისბუქით სარგებლობისთვის, თუმცა როდესაც ამის დრო მაქვს, როგორც ყველა, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების კუთხით ვიყენებ“, – ამბობს დავით ბალაძე. მინისტრის თქმით, სამინისტროს ოფიციალური გვერდიც აქვს. „აღნიშნულ გვერდზე მოქალაქეებიც გვწერენ. წერილების ადრესატი მეც ხშირად ვარ, ამდენად აქტიურად ვეცნობით ხალხის წერილებს, რათა შემდგომ დროულად მოხდეს მათზე რეაგირება“, – ამბობს მინისტრი ბალაძე „ბათუმელებთან“.

 

თუ გქონიათ კონკრეტულ გზავნილზე კონკრეტული რეაგირება? – მინისტრი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებისგან მიღებული ერთ-ერთი წერილის შემდეგ, სამინისტრომ აქცია დაგეგმა: „ვფიქრობ, ფეისბუქი პოზიტიური საქმისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული. საზოგადოებამდე საინტერესო და სასარგებლო ინფორმცია რომ მიიტანო, ყველა საშუალება უნდა გამოიყენო. ფეისბუქი კი ამ კუთხით, დღეისთვის ერთ-ერთი ეფექტური გზაა“.

 

„ფეისბუქით“ აჭარიის ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც სარგებლობენ და ძირითადად ოფიციალურ ინფორმაციებს აქვეყნებენ.

 

დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება 13:00 სთ-დან განახლდება

 

დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციების შევსება, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, 13 საათიდან განახლდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის [2015 წლის 2 აპრილი, 11:54 სთ] დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 143 142 შეადგინა [აქედან  დღეს 2 603-მა ადამიანმა წარადგინა დეკლარაცია].

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გასტანს.

სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის ბავშვთა ბაღებში

 

დღესვე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი და ბათუმის  მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე აჭარის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის – ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” – ფარგლებში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

ქალაქ ბათუმის N7 საბავშვო ბაღში (აღმაშენებლის ქ. N17)

 

მემორანდუმის მიხედვით ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას ტენდერში გამარჯვებული სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს  .

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციები. საჭიროების შემთხვევაში პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით (მთელი წლის განმავლობაში), განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრაფია და სხვა.

 

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ასევე ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, შეიქმნება მონაცემთა რეგისტრი (ელექტრონული ბაზა), ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.

 

 ბათუმის თვითმმართველობა კი იღებს ვალდებულებას, ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.

 

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულია 6705 აღსაზრდელი.

 

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო-პროფილაქტიკური სკრინინგის, სკრინინგის შემდგომი დამატებითი კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების განხორციელება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

 

 პროგრამა ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში”  2015 წლის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.  

შსს: სარფში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

  

შსს-ს მიერ სარფის საბაჟოზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5815 გრ ჰეროინს შეიცავს. შსს-ს ინფორმაციით დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

პატიმრების წამებაში ბრალდებულები

ბრალდებული გიორგი ვეკუა/ფოტო მანანა ქველიაშვილი

პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით, საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა ითხოვა: “საქმეში ასზე მეტი დაზარალებულია, ისინი მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხონ. თუ მოსამართლე შეიცვალა საქმეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გამოძიება თავიდან უნდა დავიწყოთ, რომ არ შეეშალოს ხელი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ვითხოვ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას“.


პროკურორი ირაკლი გაჩეჩილაძე

პროკურორის მოთხოვნამ მოსამართლე დავით მამისეიშვილი გააღიზიანა: “თქვენ, ბატონო პროკურორო, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ჩემი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების ან სადმე გადაყვანის შესახებ? ან რამდენ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას ითხოვთ, ერთის, ორის, სამის… ვინ წარმოგიდგენიათ სათადარიგო მოსამართლედ? ან იცით როდის მეწურება მოსამართლის უფლებამოსილების ვადა? ეს ვადა მე 2018 წლამდე მაქვს“.

მოსამართლემ პროკურორს უთხრა, რომ “მოსაზრების დაფიქსირება შეუძლია ქუჩაში“ და არც მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ ბრალდებულ ზაზა ჯიქიას ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ ბრალდებულისთვის პასპორტის დაბრუნება მოითხოვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ბრალდებულს სესხი დოლარში აქვს და ლარში სურს გადატანა, მაგრამ იმის გამო, რომ მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ამას ვერ ახერხებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს პასპორტს დაუბრუნებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, გაეგზავნება სასამართლოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჯიქიას საზღვრის დატოვება აეკრძალება. მოსამართლემ თქვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს მდგომარეობას ბრალდებულს, მით უფრო მაშინ, როცა მხარეები ამაზე თანხმდებიან, სასამართლო სადამსჯელო ორგანო ვერ იქნება.
სასამართლომ ორი დაზარალებული მოწმის სტატუსით გამოკითხა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი ვეკუა ვერ ამოიცნო და გვარ- ვეკუას მაგივრად გეკუა დაასახელა.

მოწმე ე.მ-ს ჩვენებიდან: „29 წლის ვარ, 2007 წელს მოვხდი ციხეში. 2009 წელს დაიძაბა მდგომარეობა მე-3 საპყრობილეში. მე თუ დავაშავე, ციხეში ვიჯექი, თუმცა აი ისინი [ხელს ბრალდებულებისკენ უთითებს] მცემდნენ, მაყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნევროზი დამემართა, მქონდა სხეულზე დაჟეჟილობა. ექიმი ყურადღებას არ მაქცევდა, ვითმენდით ტკივილს. ერთხელ იმიტომ მცემეს, რომ ჩემს საკანში მყოფს კენჭის გავლა ჰქონდა და ექიმი მოვითხოვე. დუბინკები მირტყეს სახეში… ფილტვებში წყალი ჩამიდგა. ანაზღაურებას ვითხოვ, ჩემი ჯანმრთელობა მინდა გამოვიკვლიო… რატომ არიან ესენი გარეთ, ამიხსნით?… რომ გვაწამებდნენ, ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელს არ ვეუბნებოდით, არც ადვოკატისთვის მითქვამს არაფერი”.
მოწმე დ.ჩ-ს ჩვენებიდან: „ვხედავ ნათესავები არიან ბრალდებულების დარბაზში, უხერხულია… მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მე ამ ტკივილის დავიწყებას ვცდილობ. გვცემდნენ, მესმოდა როგორ ყვიროდნენ პატიმრები, როგორ სცემდნენ მათ, მესმოდა, მაგრამ ვერ ვხედავდი“. 

ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯალაღონია: „რა იცი, რომ პატიმრებს სცემდნენ, ხედავდი?
მოწმე: “აბა, ციხის თანამშრომლები სცემდნენ ერთმანეთს? ყველას, ვინც ციხეში იყო მაგ დროს, შეგიძლიათ ჰკითხოთ”.
სოსო ჯალაღონია: “რით ადასტურებთ, რომ თქვენ გცემდნენ?“
მოწმე: „მოიკითხეთ ყველასთან, ვინც 2009 წლის 30 ნოემბერს კამერა №42-ში იყო, გეტყვიან, როგორი შემიყვანეს საკანში, მე როგორ უნდა დავადასტურო, ნაცემი რომ ვიყავი, მაგის დოკუმენტს მე ციხეში არ მაძლევდნენ“.
სოსო ჯალაღონია: „თქვენი ოჯახის წევრებს უყვებოდით იმის შესახებ, რომ გაწამებდნენ?“
მოწმე: „ჩემ ადგილზე თქვენ მოუყვებოდით დედას, რომ გაწამებდნენ? 75 წლის არის დედაჩემი, მას შეიძლება გული გახეთქოდა”.
სოსო ჯალაღონია: „ცოლისთვისაც არ მოგიყოლიათ? აბა, როგორ დავიჯერო მე, რომ თქვენ გაწამებდნენ, რით ადასტურებთ?“
მოწმე: „ცოლს რა, გული არ აქვს?“
სოსო ჯალაღონია: „ობშიაკები გროვდებოდა ციხეში? პატიმრები თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს ან მაყურებელი გყავდათ?”
მოწმე: “სად ციხეში? არა, რას ბრძანებთ”.
ბრალდებული გიორგი ვეკუა:“თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ქურდულ სამყაროსთან?”
მოწმე: „მე არც კრიმინალი ვარ და არც კანონიერი ქურდი”.
მხარეებს შორის დიალოგი (საქმის მიხედვით, წამებაში ბრალდებულები, ხოლო მეორე მხრივ, წამების მსხვერპლები), მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ნერვიულად კანკალებდა, ზედმეტი დაბაძულობის გარეშე ჩაიარა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ გამოძახებული ჰყავდა მესამე მოწმე, რომელიც სასამართლოს ჰოლში მანდატურებმა ვერ იპოვეს, ამიტომაც სხდომა ამჯერად ბრალდების მიზეზით გადაიდო. “ასე, ბატონო პროკურორო, 22 წელიც არ გვეყოფა და 23 დაგვჭირდება ამ საქმის განსახილველად“, – უთხრა მოსამართლემ პროკურორს.

ბრალდებულები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა

მე-3 საპყრობილის ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც კანონში ასეა განმარტებული: „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლო

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

წინასაარჩევნო დაპირებები ბათუმში [ვიდეო]

 

სიუჟეტი მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით; 

ქობულეთში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი დაიღუპა

 

„ხანდაზმული ცოლ-ქმარი იყო, შემთხვევა დღეს, საღამოს მოხდა. მეზობლებმა იპოვეს გარდაცვლილები, აღმოჩნდა რომ “სოკარს” ორჯერ ჰყავდა გაფრთხილებული არასწორი მონტაჟის გამო, 17 მარტს გადაუჭრეს კიდევაც, მაგრამ მაინც მოახერხეს კუსტარულად გაკეთება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ. 

 

შს სამინსიტროს ცნობით, მოკვლევა 240-ე მუხლით მიმდინარეობს. 

Exit mobile version