Batumelebi | ქობულეთში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი დაიღუპა ქობულეთში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი დაიღუპა – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი დაიღუპა

 

დღეს, პირველ აპრილს, ქობულეთში ხანდაზმული ცოლ-ქმარი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის მოწყობილობის არასწორ, კუსტარულ მონტაჟს განიხილავენ. 

 

„ხანდაზმული ცოლ-ქმარი იყო, შემთხვევა დღეს, საღამოს მოხდა. მეზობლებმა იპოვეს გარდაცვლილები, აღმოჩნდა რომ “სოკარს” ორჯერ ჰყავდა გაფრთხილებული არასწორი მონტაჟის გამო, 17 მარტს გადაუჭრეს კიდევაც, მაგრამ მაინც მოახერხეს კუსტარულად გაკეთება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ. 

 

შს სამინსიტროს ცნობით, მოკვლევა 240-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"