ურთიერთაგაგების მემორანდუმი გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამასა და ბათუმის მერიას შორის

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში შომბი შარპმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა და ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერმა გიორგი ერმაკოვმა.

ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია: ხელი შეუწყოს ბათუმის ეკონომიკური და ურბანული განვითარების სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებას, ასევე შეიმუშაოს ღონისძიებები მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვის, მცირე და საშუალო ბიზნესის და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, მათ შორის, დამწყები მცირე ბიზნესის მხარდაჭერის, პროფესიული განათლების ხელშეწყობის, ტურიზმის, საგარეო ვაჭრობისა და გარემოს დაცვის სტრატეგიების (ქ.ბათუმი- მწვანე ქალაქის) ურბანული განვითარების თვალსაზრისით.

 „მემორანდუმი ითვალისწინებს საკმაოდ ფართო საკითხებს, მათ შორის ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული უმუშევრობის შემცირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. მისი ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ქალაქის შეუქცევადი და მდგრადი განვითარება. მნიშვნელოვანია ის, რომ გაეროს განვითარების პროგრამა პროექტში მოიყვანს საერთაშორისო, გლობალურ ექსპერტიზას იმისთვის, რომ ქალაქის ადგილობრივ დინამიურ ენერგიასთან ერთად, ძალიან კონკრეტული შედეგები შექმნას. აქცენტები იქნება გაკეთებული ასევე იმაზე, რომ ქალაქის ყველა მოსახლემ იგრძნოს კონკრეტული შედეგები საკუთარ თავზე. ასევე,  ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ჩარჩოებში, ეს უნდა იყოს ასახული ქალაქის ეკოლოგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული განვითარების კუთხით ამ სტრატეგიის გათვიცნობიერება და მართვა ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართევლო და ბათუმი არის შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი  ლიდერი, საქართველო  როგორც ქვეყანა, ბათუმი როგორც ქალაქი და მოხარული ვარ იმით, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს” – განაცხადა შომბი შარპმა.

 

 

პროექტში თანამონაწილეობის ფარგლებში ბათუმის მერია ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარს დახარჯავს.

 

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან ხორციელდება.

„ბათუმური ქრონიკები“ – ახალი გაზეთი ბათუმში

„ბათუმური ქრონიკები“ მხოლოდ გაზეთი არ არის, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ბათუმის განვითარების სააგენტო პოტენციალში. ამ გაზეთს აქვს უნიკალური სტრუქტურა, რადგანაც ჩვენ შევძელით და მოვიცავით მთელი ქალაქის აგრესიულად დაპირისპირებული ჯგუფები. ჩვენ შევქმენით თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცე და გავუხსენით ყველა ჯგუფს ეს მოედანი,“ – განაცხადა ახალი გაზეთის პრეზენტაციაზე „ბათუმური ქრონიკების“ კონსულტანტმა დავით ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, გაზეთის პარალელურად დაგეგმილია საინფორმაციო სააგენტოს შექმნაც.

დღეისათვის „ბათუმური ქრონიკების“ ორი ნომერია მხოლოდ გამოსული. გაზეთი 14-გვერდიანია და მისი ფასი 50 თეთრია, ტირაჟი _ 1000. როგორც დავით ჩხარტიშვილმა განმარტა, საცალო ქსელში გაყიდვაში 200 ეგზემპლარი გადის, ხოლო დანარჩენი უფასოდ რიგდება უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში.

გაზეთ „ბათუმური ქრონიკების“ მთავარი დამფინანსებელი ბიზნესმენი გოჩა გუგუნავაა. გუგუნავა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატი იყო.

გოჩა გუგუნავა გაზეთის პრეზენტაციაზე

ბათუმის ”დინამო” VS თბილისის ”დინამო” – ბოლო მატჩი გულშემატკივრის გარეშე

საქართვევლოს ფეხბურთის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩს, ბათუმის „დინამოს“ მეკარე მიხეილ ალავიძე გამოტოვებს. მას ტრავმა აწუხებს.

„მარჯვენა მხარის მყესი მაქვს დაჭიმული, დღეს გადაწყდა, რომ მე თბილისის „დინამოსთან“ ვერ ვითამაშებ“ – განუცხადა „ბათუმელებს“ მიხეილ ალავიძემ.

27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ლანჩხუთის „გურიასთან“ თამაშის დროს მიიღო, მიუხედავად ამისა ამ შეხვედრის მატჩი ბოლომდე ჩაატარა, თუმცა „საჩხერესთან“ თამაში ვეღარ შეძლო.

მიხეილ ალავიძე ბათუმის „დინამოში“ ზედიზედ ორი სეზონია თამაშობს. მას მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

თუ რა მოლოდინი აქვს თავისი გუნდისგან, გვეუბნება, რომ:  „წინასწარ ძნელი სათქმელია, შედეგის პროგნოზირება, მაგრამ ვიცი, რომ ურთულესი თამაში იქნება“.

პირველ წრეში „დინამოელების“ დაპირისპირება ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით, გელა გოგიტიძის გოლით (1:0) დასრულდა.

რაც შეეხება ბათუმისი „დინამოს“ საგულშემატკივრო ტრიბუნებს ის ცარიელი იქნება, რადგან წინა თვეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრების მიერ მსაჯების შეურაცხყოფის გამო ფულადი ჯარიმითა და საშინაო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამ შეხვედრით ბათუმის „დინამოელები“ სასჯელს იხდიან.

თუმცა, ბთ “დინამოს” გულშემატკივრები საკუთარი გუნდის გამხნევებას ტრიბუნებს მიღმიდან აპირებენ, ისე, როგორც ეს გააკეთეს 11 აპრილს „სამტრედიასთან“ და 25 აპრილს „გურიასთან“.

ფანკლუბი ”შავი ზღვის მეკობრეები” გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ სტადიონზე შესვლა აკრძალულია

ბათუმის დინამოს ფანკლუბი | სამტრედია 0:1 ბათუმის დინამო | 11 აპრილი 2015

ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბი | გურია 1:2 ბათუმის დინამო

შფოთვითი აშლილობის მიზეზები

ქალბატონო სალომე, რა სახის შფოთვითი დარღვევები (ნევროზი) არსებობს?

შფოთვითი დარღვევები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დარღვევას აერთიანებს. მაგალითად, ნევრასთენია, რომელიც ნევროზის ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული ფორმაა. ამ დროს პაციენტს აქვს შფოთვა, ჰგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, აქვს ცუდი წინასწარგანწყობა, შეიძლება აღენიშნებოდეს წნევის მატება ან კლება, უცივდება ხელები, გამძაფრებული აქვს შეგრძნებები.

ისტერიული ნევროზი, ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.

ჩამოთვლილ სიმპტომებს თანდათან ემატება დიდი ისტერიის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი, შემდეგ – კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანისკენ ან აწეულია და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ქვედა კიდურები მოხრილია და მოძრაობს ყველა მიმართულებით, თითები შეკრულია მუშტად, ტანის კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება – დაბინდული, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს – ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემომყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ჰიპოქონდრიული ნევროზი, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია იმაში, რომ მას რაღაც დაავადება სჭირს. ასეთი პაციენტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პროფილის ექიმს, იტარებენ უამრავ კვლევას იმ დაავადებებზე, რომლებიც ჰგონიათ, რომ აქვთ და რეალურად გრძნობენ კიდეც ამ სიმპტომებს. როცა დგინდება, რომ არანაირი ორგანული დაავადება არ სჭირთ, მიდიან სხვა ექიმთან და მთელი ცხოვრება დადიან ასე დაავადების ძიებაში.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ანუ კომპულსიურ-ობსესიური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს აკვიატებული აზრები (ობსესიები) და მოქმედებები (კომპულსიები). მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამორჩეული ტანსაცმელი და ფიქრობდეს, რომ თუ მას ვერ ჩაიცვამს, გამოცდას ვერ ჩააბარებს. ასევე ქცევითი აკვიატება (კომპულსია) – შეიძლება ადამიანი გამუდმებით ფიქრობდეს, რომ კარი დარჩა ღია და ამის შესამოწმებლად ადგეს ღამით – შეამოწმოს, შემდეგ დაწვეს და ისევ გაახსენდეს ”კარი ხომ არ დარჩა ღია”… ოღონდ ეს არ ხდება ერთხელ, ასე დგება რამდენჯერმე ერთი ღამის განმავლობაში. ან ჰგონია, რომ რაღაც დარჩა ჩართული და სახლიდან გასული შესაძლოა უკან მიბრუნდეს რამდენჯერმე.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვის კიდევ დამახასიათებელია ხელების ხშირი დაბანა და რიტუალური მოქმედებები, მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ნახევარი საათი იბანოს ხელი, რადგან აწუხებს ხელზე მიკრობები, ან ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გაიხადოს კონკრეტული თანმიმდევრობით, მაგალითად, ჯერ მაისური, შემდეგ შარვალი, თორემ შესაძლოა რამე ცუდი შეემთხვას.

პანიკური შეტევები – როცა ადამიანს ძლიერი აუხსნელი შიშის შეგრძნება ეუფლება (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). პანიკას ახასიათებს ხელების გაოფლიანება, კანკალის შეგრძნება, თავბრუ, მოხრჩობის შეგრძნება, შემცივნება ან შეხურება და სხვა. თუ ასეთი შეტევა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეგემთხვათ, ეს არ მიიჩნევა დარღვევად. იმისთვის, რომ პანიკური შეტევების დიაგნოზი დაისვას, ასეთი გამოვლინებები ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს. შესაძლოა ზოგს ყოველ კვირაში ან ყოველ დღეც კი ჰქონდეს.
გარდა ამისა, არსებობს ფობიური, დეპრესიული და სხვა სახის ნევროზები.

რა ხდება შფოთვითი დარღვევების მიზეზი?

შფოთვითი დარღვევების მაპროვოცირებელი ხშირად არის გარემოფაქტორები – იქნება ეს ნერვიულობა, ახლობლის გარდაცვალება, სტრესი, სირთულეები პირად ურთიერთობებში, ბავშვის დაბადებით განპირობებული ცვლილებები (ანუ როცა ახალი ადამიანი შემოდის შენს ცხოვრებაში და ისეც მთელი რიგი ჰორმონული ცვლილებები ხდება ორგანიზმში), ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა. შფოთვითი დარღვევების მიზეზი შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის (ეფედრინის, კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და სხვა) არასასურველი გვერდითი მოვლენებიც იყოს, ასევე ზოგიერთი დაავადება (მაგალითად, ფარისებური ჯირკვლის დაავადებები).

რამდენად ხშირია შფოთვითი აშლილობები ბავშვებში და რა ხდება ამის მიზეზი?

ჩემს პრაქტიკაში ეს საკმაოდ ხშირია. ამ დროს ბავშვები არიან აგრესიულები, ჰიპერაქტიურები, არ უჯერებენ მშობლებს, ადვილად ღიზიანდებიან და უბრალო შენიშვნაზე შეიძლება ფეთქებადი ხასიათი გამოავლინონ – დაწვნენ იატაკზე, ისტერიკა დაემართოთ და შესაძლოა კრუნჩხვებშიც კი ჩავარდნენ. ისინი დაუმორჩილებლები არიან როგორც სახლში, ისე სკოლაში. ამის მიზეზი ძირითადად მშობლებიდან მოდის, მაგალითად, თუ მშობლებს შორის არის უთანხმოება, სახლში ხშირად არის ჩხუბი, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს მშობლის ან მშობლების ალკოჰოლიზმი; ზედმეტად მკაცრი აღზრდა ან პირიქით – ბავშვის განებივრება. შფოთვითი დარღვევები შედარებით უფრო ხშირია ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებში, სადაც ბავშვები მშობლის სითბოს ვერ გრძნობენ. ბავშვებში ხშირია სკოლის ნევროზიც, რომლის დროსაც ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, ამის მიზეზი ბულინგი ან სკოლასთან დაკავშირებული სხვა სტრესი ხდება.

რა პროფილის ექიმს უნდა მივმართოთ და როდის?

როცა ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ის ეგრევე გარბის ექიმთან, რომ რაიმე მძიმე დაავადება არ სჭირდეს. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ ფსიქიატრიული დაავადებების დროს, ფიქრობენ, რომ ეს სტრესია და მალე თავისით გადავა. ნებისმიერი უმნიშვნელო სტრესი შესაძლოა საკმაოდ მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს, რადგან იგი უშუალოდ ორგანოებზე მოქმედებს. ორგანიზმში ყველაფერი კავშირშია და სტრესიდან იწყება ყველაფერი, ამიტომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა – ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა იყოს.

იმ დროს, როცა შფოთვა და უგუნებობა, ან აკვიატებული აზრები თუ მოქმედებები ადამიანს ხელს უშლის სხვებთან კომუნიკაციაში, აბრკოლებს პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში, აწუხებს მას ან მის გარშემომყოფებს – ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ მან ექიმს უნდა მიმართოს.

სამწუხაროდ, პაციენტები შფოთვითი აშლილობებით ხშირად არ მიდიან სწორ ადრესატთან და იმის ძიებაში, თუ რატომ უოფლიანდებათ ხელის გულები, შესაძლოა ყველა ექიმი მოიარონ. ხდება ისეც, რომ მიდიან ნევროლოგთან, საიდანაც ამისამართებენ ჩვენთან, ისიც უკვე დაგვიანებულ შემთხვევაში. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში ადამიანებმა უნდა მიმართონ ფსიქიატრს.

როგორ მკურნალობენ შფოთვით აშლილობას?

მკურნალობის მეთოდი ორგვარია – ფსიქოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა, ან ორივე ერთად. გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. თერაპიის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია, თუმცა საამისოდ საშუალოდ ექვსი თვეა საჭირო. ბავშვების შემთხვევაში, თუ ძალიან მძიმე შემთხვევა არ არის, ვერიდებით მედიკამენტოზურ მკურნალობას და მხოლოდ ფსიქოთერაპიას ვრთავთ. ზოგჯერ საჭირო ხდება მცირე დოზით მედიკამენტების მიღებაც.

რა შეიძლება გაკეთდეს შფოთვითი აშლილობის პრევენციისთვის?

პრევენციისთვის ისევე, როგორც მკურნალობისთვის, კარგია ფეხით სიარული, სასურველია ადამიანი დაკავდეს სპორტის რომელიმე სახეობით, ხშირად უნდა გავიდეს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ასევე, აუცილებელია შესვენება სამუშაოსგან, სამწუხაროდ, საქართველოში ხდება ისე, რომ ორი წელი ისე გავა, ადამიანი შვებულებაში არ გადის, საზღვარგარეთ კი აიძულებენ კიდეც დასაქმებულს, რომ თავისი შვებულება გამოიყენოს, რადგან გადაღლის შემთხვევაში მისი მუშაობის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. აუცილებელია წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც დაისვენოთ, თან ისე, რომ ქალაქიდან გახვიდეთ, რადგან გარემოს შეცვლას ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც მეტ ხანს შეისვენებთ, უკეთესია, ყველაზე ცოტა ერთი კვირაა.

წამებაში ბრალდებულები და დაზარალებულები

„როცა ციხეში შემიყვანეს, ზაზა ჯიქია შემხვდა სხვა თანამშრომლებთან ერთად. ჯიქიამ მითხრა დაიჩოქეო, არ დავიჩოქე, ჯერ წიხლები, მერე დუბინკა მირტყა… წამალი ან ექიმი რომ მომეთხოვა, ამის გამო მთელ კამერას სცემდნენ. ჩვენს საკანში ერთი ახალგაზრდა მეგრელი ბიჭი იყო, ტუბი ჰქონდა, წამალი მოითხოვა, რა გტკივაო ჰკითხეს, ზურგის არე აჩვენა. ნეკნებში ურტყეს დუბინკა… დაგვაჩოქებდნენ და თავჩახრილებს გვირტყამდნენ…“ – ეს ამონარადია 27 წლის მამაკაცის ჩვენებიდან.

იგი სასჯელს ბათუმის მესამე საპყრობილეში მაშინ იხდიდა, როცა ბათუმის ციხის დირექტორი იყო გიორგი ვეკუა, მოადგილე კი – ზაზა ჯიქია.

ამ სტატიაში მას მოვიხსენიებთ როგორც პირობითად ცოტნეს.

პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის კითხვაზე, ჰყავდა თუ არა მას ადვოკატი, რომელსაც ციხეში წამების შესახებ უყვებოდა, ცოტნემ უპასუხა, რომ მის უფლებებს მაშინ ადვოკატი პაატა ბოლქვაძე იცავდა. საქმე იმაშია, რომ იგივე ადვოკატი ახლა ზაზა ჯიქიას იცავს. პაატა ბოლქვაძის კითხვამ, ჰყავს თუ არა მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ჯიქია სცემდა, ცოტნე გააღიზიანა: `პაატა, შენ ხომ მაინც იცოდი, რაც ხდებოდა ციხეში, როგორ მეკითხები ამას?! პატიმრები დალურჯებულები ვიყავით ცემისგან. ყველამ იცოდით, იქ რაც ხდებოდა“.
მოსამართლემ მოწმეს სიმშივიდისკენ მოუწოდა, ადვოკატმა კი კითხვა ასე შეცვალა – რამდენჯერ გცემეს ციხეში? ცოტნემ თქვა, რომ ამას ვერ დაითვლის, რადგან სცემდნენ თითქმის ყოველ დღე – აჩერებდნენ პირით კედლისკენ და თავზე ხელებშემოდებულებს ურტყამდნენ.

სასამართლო პროცესზე კიდევ ერთმა მოწმემ თქვა, რომ ის სამჯერ სცემეს. ამ სტატიაში მას პირობითად უჩა ერქმევა. მან ადვოკატებსა და პროკურორებს სთხოვა, კითხვები ხმამაღლა დაესვათ.

ფრაგმენტი უჩას მონათხრობიდან: ”მითხრეს, ექიმის კაბინეტში უნდა შეგამოწმოთო. ვუთხარი, რომ სპორტსმენი ვარ და ჯანმრთელობა არ მაწუხებდა. ზაზა ჯიქიამ ექიმის კაბინეტში მკითხა, კაცი რატომ დაჭერიო. ვუთხარი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ჩემს ძმას დასცინეს და იმიტომ-მეთქი. ამ პასუხის შემდეგ ჯიქიამ მცემა, ჯერ წიხლებით, მერე – დუბინკით… კამერიდან მესამედაც ისევ საცემად გამომიყვანეს, თმები რატომ გაქვს გრძელიო, ცემა-ცემით ეზოში მივყავდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა გზაში სახელი და გვარი მკითხა და მერე მამაჩემი მიხსენა, მისი რა ხარო-მკითხა, შვილი-მეთქი რომ ვუთხარი, მერე აღარავის ვუცემივარ. ის კაცი ჩვენი ნათესავია, ციხეზე მუშაობდა. სცემდნენ ყველას, უმიზეზოდ. მე ცემისგან ყურის ნერვი დამიზიანდა, ექიმმა მითხრა ოპერაცია არ შველისო, სმენა მიქვეითდება“.

დაზარალებულები გიორგი ვეკუას ვერ სცნობენ, სამაგიეროდ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ყველა ხელს ადებს ზაზა ჯიქიას. პატიმრები ამას იმით ხსნიან, რომ ვეკუა საკნებში იშვიათად შედიოდა, მით უფრო, რომ ცემის დროს ისინი ვერ ხედავდნენ მოძალადეს. პატიმრების ჩვენების მიხედვით, ჯიქიას სხვებისგან განსხვავებით ნიღაბი არასოდეს ეკეთა.

ამონარიდი კიდევ ერთი პატიმრის ჩვენებიდან. მას პირობითად საბას ვუწოდებთ, ის ახლაც პატიმარია: ”მე მაწამეს, 42 წლის ვარ, მაგრამ კაცად აღარ ვარგივარ, მტკივა თირკმელი, ღვიძლი. ექიმის კაბინეტში მცემეს. პირველად ექიმმა ამომარტყა წიხლი, როცა გაიგო, რომ საზღვარზე ნარკოტიკი სწორი ნაწლავით შემოვიტანე. მცემა დაახლოებით ათმა კაცმა, ნეკნები ისე დამიზიანდა, 13 დღე ვერც ვჯდებოდი და ვერც ვწვებოდი, ფეხზე ვიდექი, გამაშიშვლეს და ისე მცემეს. სულ მცემდნენ, სულში გვაფურთხებდნენ“…

„გყავს თუ არა მოწმე“? – ადვოკატის ამ ტრადიციულ კითხვაზე საბამ უპასუხა, რომ ის 34-ე საკანში იყო შესახლებული და ყველა ხედავდა ამას: ”მე სხვების სახელსა და გვარს არ დავასახელებ და თქვენ ვერ დამავალდებულებთ“. მოწმის ამ პასუხზე მოსამართლემ განმარტა: ”თუ მოწმე ჩვენებას არ მისცემს სასამართლოს, მას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ჩვენებაზე უარის თქმის გამო“.

მოსამართლის ამ განმარტების შემდეგ პროკურორმა საბას უთხრა: ”თქვენ ჩვენება შეიძლება არ მისცეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში ვალდებული ხართ სასამართლოს უთხრათ, თუ არ გახსოვთ ვინ უყურებდა თქვენ ცემას, მაშინ აგვიღწერეთ, როგორი იყო: დაბალი, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, კანონით დასჯადია, თუ თქვენ ინფორმაციას დამალავთ…“ პროკურორის ამ კომენტარის შემდეგ პატიმარმა თქვა, რომ საკანში 28 ადამიანი იყო და სახელები და გვარები არ ახსოვს. მათ შორის იყვნენ დაბლებიც, გამხდრებიც, მაღლებიც და მსუქნებიც: `რომელი ერთი აღვწერო? მე მგონია, რომ არაა სწორი სხვებზე ვილაპარაკო, რაც მე მეხება, იმის შესახებ მოვყევი ყველაფერი“.

„თქვენ ქურდული სამყაროს წევრი ხართ?“ – ჰკითხა მოწმეს გიორგი ვეკუას ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ.საბამ ქურდულ სამყაროსთან წევრობა უარყო.

კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ახლაც პატიმრობაში იმყოფება, ბადრაგმა ბათუმის სასამართლოში აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანა. მას სტატიაში პირობითად ანდრო ვუწოდეთ. ანდრომ თქვა, რომ ის საკანსა და ციხის დერეფანში რამდენჯერმე სცემეს. ერთხელ კი ეს ძალადობა იმით დასრულდა, რომ ხელი ამოუვარდა და მან თავად ჩაისვა ხელი სახსარში: ”ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ გაუპარსავი ვიყავი, მამა დამეღუპა და არ ვიპარსავდი. მესამე საკანში ვიხდიდი სასჯელს”. ადვოკატის კითხვაზე, საიდან გაიგო მამის გარდაცვალების შესახებ, პატიმარმა უთხრა, რომ ”ტელევიზიით”.

”თქვენ ქურდული სვირინგი გაქვთ?” – ისევ გიორგი ვეკუას ადვოკატმა ჰკითხა მოწმეს. ამ საქმის ადვოკატებისთვის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას ანდრომ ასე უპასუხა: ”სვირინგი გავიკეთე სალონში, როცა 13 წლის ვიყავი, ეს ქურდული არ არის“; „ანუ, თქვენ იცით როგორია ქურდული სვირინგი?“ – ეს ადვოკატის მორიგი კითხვა იყო.

გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც ნიშნავს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

„პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: სტატუსით ბოროტად ვსარგებლობ

 

ქალბატონო სვეტა, რისი გაკეთების საშუალება მოგცათ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსმა?

შეიძლება ითქვას, რომ ბოროტად ვსარგებლობ ამ სტატუსით. უფრო იოლად ვახერხებ ჩინოვნიკებთან შეხვედრას, შევდივარ მათ კაბინეტებში, რაც ადამიანების დახმარებას მიადვილებს. დეპუტატობამდეც ვცდილობდი, მაგრამ მიჭირდა. ახლა დრო შემცირდა, უფრო სწრაფად ვახერხებ ამბის დანიშნულების ადგილზე მიტანას.

მაინც რა თხოვნებით მოგმართავენ?

ძირითადად სოციალური პრობლემების გამო მომმართავენ. ეს ჩემი სფეროა თავიდანვე. ხანდახან კოლეგები მეხუმრებიან, შენ ისეთებს ეხმარები, რომლებიც ჩვენ ხმას არ გვაძლევენო. ჩემთან მოდიან უსაბუთო ადამიანები, მოქალაქეობის არმქონე პირები. ვეხმარები დოკუმენტების აღდგენაში, პირადობის მოწმობის აღებაში, ნათესავებთან დაკავშირებაში, სამშობლოში დაბრუნების საკითხების მოგვარებაში და ასე შემდეგ.

აღმასრულებელი ორგანო თქვენი ჩარევით უფრო აქტიურად აგვარებს ამ პრობლემებს, თუ გიხდებათ მათი დარწმუნება?

რომ ვთქვა დიდ შეღავათს მიწევენ, რადგან დეპუტატი ვარ, ასეც არ არის. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი, მაშინაც იგივე ბარიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრთხიან, რომ მერე `რამე არ იყოს~. ამ დრომდე ბევრს დავრბოდი, ახლა ხშირად ტელეფონითაც შესაძლებელია რაღაცის მოგვარება. ეს არის ჩემი შეღავათი.

თქვენი მთავარი ფუნქცია მაინც საკანონმდებლო საქმიანობაა, ამ მიმართულებით რა გააკეთეთ ორი წლის განმავლობაში?

დიახ, ამ მიმართულებითაც ვმუშაობ. 2011 წელს სასამართლოში რომ დავრბოდი თავშესაფრის შენობასთან დაკავშირებით, მაშინ წავაწყდი ასეთ პრობლემას: ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ თქვენ შეიტანთ საჩივარს სამთავრობო დაწესებულებაში და ელოდებით პასუხს, გგონიათ, რომ ის ვალდებულია გიპასუხოთ და არ გპასუხობთ დადგენილ ვადებში, შემდეგ აღმოჩნდება, რომ პასუხის ვერ მიღება ნიშნავს თქვენს თხოვნაზე უარის თქმას. ანუ პასუხის ვერ მიღება ავტომატურად უარს ნიშნავს. ეს არის 177-ე მუხლი, მეორე პუნქტი (ავტ: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.) მე ვფიქრობ, ეს ჩანაწერი შესაცვლელია. ვაპირებ შევხვდე საქართველოს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს, მასთან უნდა გავიარო კონსულტაცია, ეს მუხლი უნდა ამოვიღოთ ან ცვლილება შევიტანოთ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ვალდებული უნდა იყოს უპასუხოს მოქალაქეს, ხოლო თუ მის კომპეტენციაში არ არის, გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს.

თუნდაც პასუხი უარს გულისხმობდეს?

დიახ, თუნდაც ეს იყოს უარი. ასევე, უარის შემთხვევაში საჯარო მოხელე ვალდებული უნდა იყოს განმარტოს – რატომ. სასამართლოში წავაწყდი ამ პრობლემას, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა ეს ჩანაწერი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის წარმომადგენელმა. ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭო მოამზადებს კანონპროექტს, რომლის ინიციატორი ვარ და პროექტის ავტორიც მე ვიქნები.

დეპუტატის ერთი სამუშაო დღე აღმიწერეთ, უკვე ისაუბრეთ იმაზე, რაც გამარტივდა. სირთულეებს სად წააწყდით?

წერილები როცა შემოდიოდა, მათ ვამისამართებდი კომპეტენციის მიხედვით. ცოტა ხანში შევნიშნე, რომ პასუხები ჰგავდა ერთმანეთს, ტექსტი – ერთი და იგივე, მხოლოდ სახელ-გვარები და რიცხვი იყო შეცვლილი. ეს წერილები მოდიოდა გამგეობებიდან, საკრებულოებიდან და სხვა სტრუქტურებიდან. ახლა როდესაც შემოდის წერილი, რომელიც მოქალაქემ ჩემს სახელზე დაწერა, მივდივარ მასთან ადგილზე შესასწავლად. და იცით რა აღმოვაჩინე? – მოქალაქე, რომელიც აღელვებულია, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრეს, განცხადებაში წერს არა იმდენს, რამდენადაც მას უჭირს. მას უფრო მეტი პრობლემა აქვს, მაგრამ სათანადოდ ვერ გამოხატავს ამას თავის განცხადებაში.

მაინც უმეტესწილად რა შინაარსისაა სტრუქტურებიდან მოსული ერთი და იგივე პასუხები?

ძირითადად სტანდარტული: დაფინანსება არ გვაქვს; ბიუჯეტი ამოწურულია; არ ექვემდებარება კრიტერიუმებს. პასუხები რომ შევისწავლე, მივხვდი, რომ ისინი მზადდებოდა ზერელედ და გაცხადება რეალურად არ იყო შესწავლილი, ზოგჯერ წაკითხულიც კი.

გარკვეულწილად უკვე უპასუხეთ ამ კითხვას, როცა წერილების პასუხებზე საუბრობდით, მაგრამ როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, მაინც მინდა გკითხოთ, როგორ მუშაობს მთავრობა? დააკონკრეტეთ, ვინ უფრო კარგად, ვინ ნაკლებად კარგად?

ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. იმიტომ არ ვაქებ, რომ მე ჯანდაცვის კომისიაში ვმუშაობ. ხშირად, როცა ადამიანი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით და დარჩენილი ოცდაათი პროცენტის გადახდის საშუალება არ აქვს, ისინი ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან აფინანსებენ. ამ სფეროში მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ვარ. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია, როგორ ისარგებლოს ამ პროგრამებით, რა უფლებები აქვთ. ცოტა განაწყენებული ვარ ეკონომიკის სამინისტროზე, რადგან დღემდე მაქვს პრობლემა თავშესაფრის შენობასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაავალდებულა მთავრობა, რომ იმ შენობის სანაცვლოდ, სადაც თავშესაფარი გვქონდა, უნდა გადმოგვეცეს სხვა ფართობი. იმედი მაქვს, ეს დროის ამბავია და ამის აღსრულებას წინ არაფერი უდგას. ეს გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო სასამართლომ, თუმცა ახალ მთავრობასაც არ აღუსრულებია ჯერ.

განვითარებულმა მოვლენებმა უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა, თქვენ ეს დისკომფორტს არ გიქმნით?

ჩვენ ადამიანები ვართ და ვცდებით. არ მაქვს უფლება განვსაჯო რომელიმე კოლეგის საქციელი. შეუცდომელი არავინაა, ვცდილობთ გამოვასწოროთ და აღვიდგინოთ მოსახლეობის ნდობა, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

 

ბოლო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო დამოკიდებული კონკრეტული ადამიანების თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი, თქვენზე ზეწოლაზეც საუბრობდნენ. ეს მართალია?

მე მხარი დავუჭირე კონკრეტული პირების გადაყენების საკითხს, რადგან მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო უმაღლესი საბჭოს შენჯღრევა და ეს გამოვიდა. სხვა ყველაფერი უნებლიეთ განვითარდა. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით მივიღე მაშინ ეს გადაწყვეტილება.

იყო მცდელობა, რომ დაერწმუნებინეთ, არ მიგეღოთ ეს გადაწყვეტილება?

ნეტა ვის ვანაღვლებ. არ ვიყავი არც მაშინ ისეთი გამოკვეთილი ფიგურა, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან მოლაპარაკებაზე. ეს ყველაფერი დროებითია და მე ნაკლებად ვიყავი ჩართული იმ ყველაფერში. იმდენი გაჭირვებულის განცხადება მქონდა მაშინ შესასწავლი, სხვა ამბებისთვის არ მეცალა. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, რომ გარიყული ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ძალისხმევა ამ განცხადებებზე მქონდა გადატანილი.

მაგრამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სახლში მოვიდა თქვენთან, ზუსტად იმ დაპირისპირების დროს…

ექიმის ცნობა მოგიტანოთ? ის მართლა სანახავად მოვიდა, ავად ვიყავი. გგონიათ იოლი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ? ამ ადამიანების უკან ოჯახებია. ეს მძიმე დარტყმა იყო და მე დღესაც განვიცდი. მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ეს ასე იყო საჭირო, შეიძლება ვცდებოდი.

”ქართული ოცნების” წევრად დარჩით, როგორ მოახერხეთ ეს? ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს, რომელიც თქვენსავით კოალიციის წევრების გადადგომას დაეთანხმა, მას მოღალატეც უწოდეს…

არ ვიცი, ფრაქციის სხდომაზე მე ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვას მხარი არ დავუჭირე. რატომ გარიცხეს მხოლოდ ჯემალ ფუტკარაძე და არა მეც, ამაზე ფრაქციის თავმჯდომარეს ჰკითხეთ.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი: „ელიტური კორუფცია ლევან ვარშალომიძეს მოჰკითხონ“

 

 

დავით ბალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ დემაგოგიას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ერთადერთი კომპანიაა, ვისაც მსგავსი პროექტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მე ხაზგასმით შემიძლია ავღნიშნო, რომ  2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა,  კომპანია „ანაგი“-ს აჭარაში ერთი პროექტიც არ განუხორციელებია და აჭარის ბაზარზე არ ოპერირებს. მე ეს შემიძლია შევაფასო როგორც რეგიონისთვის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის დაკარგვად, რადგან ბევრი საინტერესო პროექტები შეეძლო განეხორციელებინა.

 

რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, ეს შეუძლიათ ლევან ვარშალომიძეს მოჰკითხონ, მათი მმართველოს პერიოდში განხორციელებული პროექტების 80 პროცენტი განახორციელეს პორდაპირი მიყიდვის წესით და შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის წესში მოძებნონ კორუფციული გარიგებები.

 

ის, რომ ტენდერით გამოცხადებული  პირობები რომელიმე კონკრეტულ კომპანიას ერგება, ეს არის სრული აბსურდი და კიდევ ერთი ტყუილი რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა.

 

ეს ტენდერი  ერთხელ უკვე იყო გამოცხადებული, გამარჯვებული კომპანია იყო „ზიმო“, მაგრამ მოხდა მისთვის ხარვეზის მიცემა, რადგან  საგადასახადო დავალიანება ჰქონდა და ვერ გავაფორმეთ ხელშეკრულება. ამიტომ, იგივე ტენდერი გამოცხადდა მეორედ, იგივე პირობებით. თუ „ანაგი“-სთვის იყო ეს ტენდერი მორგებული, შეეძლო პირველ ტენდერშიც მიეღო მონაწილეობა და მოეგო.

 

რაც შეეხება 15 მილიონს, მე შემიძლია ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია  დაგისახელოთ  რომელსაც 15 მილიონზე მეტი ბრუნვა შეიძლება ჰქონდეს სამი წლის განმავლობაში“.   

 

 

 

წალკის მუნიციპალიტეტში ხუთსულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს

 

 

წალკა

 

„პოლიცია მოვიდა და იძულების წესით დაგვატოვებინეს სახლი. ყველაფერი,  ავეჯის ჩათვლით, გარეთ ყრია.  ჩემი ქონების  ხელყოფაზე პასუხს არავინ აგებს? სახელმწიფოს აქვს უფლება ქუჩაში დამტოვოს და ქონება გამინიავოს? “- კითხულობს რამინ ლომიძე.

 

ეკომიგრანტი ამბობს, რომ  საცხოვრებელი სახლი ცხრა წლის წინ ადგილობრივი ბერძნის  გრიშა ჩიქნიზოვასგან შეისყიდა, თუმცა მისი ოფიციალურად გაფორმება ვერ შეძლო:

 

„ სახლის მეპატრონეს, მოწმეების თანდასწრებით 2  500  დოლარი გადავუხადე, დარჩენილი 1 500 დოლარი კი სახლის გაფორმების შემდეგ უნდა მიმეცა.  სახლის გადმოსაფორმებლად  ჩამოსვლა მას რამდენჯერმე ვთხოვე, მაგრამ მეუბნებოდა, რომ არ ეცალა. ახლა დაბრუნდა და ითხოვს, რომ სახლი დავუბრუნო“.

 

როგორც რამინ ლომიძე გვეუბნება, სახლის იურიდიული მეპატრონე სახლის საფასურის ნაწილის გადახდის ფაქტს არ უარყოფს: „ის, რომ თანხის ნაწილი გადახდილი მაქვს, პოლიციაშიც ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს თანხა ქირავნობის იყო და არა შესყიდვის. ამიტომ იმ თანხის  დაბრუნებაზეც უარს ამბობს“.  

 

ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია, როგორც გამოსახლებული ეკომიგრანტი ამბობს, რამინ ლომიძეს სასამართლოში წასვლას ურჩევს:  „სასამართლო სანამ შედგება, თვეები გავა, მე კი მთელი ოჯახით გარეთ დამტოვეს“.   

 

რამინ ლომიძის ოჯახმა ცხრა წლის წინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბეღლები მეწყრული პროცესების გამო დატოვა. 

ქალების ხმა ლიტერატურაში – შეხვედრა ლია ლიქოკელთან ბათუმში

 

„ქალების ხმა ლიტერატურაში“

 

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

დისკუსიის მომხსენებელი იქნება პოეტი ლია ლიქოკელი, ლიტერატურული პრემია “საბა 2014”-ის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურსს „წერო 2014“-ის გამარჯვებული.

 

 

დასწრება თავისუფალია. დასაწყისი: 18 საათზე.

 

 

დისკუსიის მოდერატორია  ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე.  შეხვედრის ორგანიზატორია გაზეთი „ბათუმელები“. 

 

მის: ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის ქ. 62–64;

 

 

 

 

 

ბათუმში ქირავდება ბინა

 

ბინას აქვს აივანი, შეყვანილია ბუნებრივი აირი, ბინაში არის  ასევე ცენტრელური გათბობა და კონდიციონერი.

 

მისამართი, ბათუმი, ტაბაძის  ქუჩა

 

ფასი 400 დოლარი.

 

 ტელეფონი ნომერი:  599 16 53 53

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრისა და კერძო კომპანიის საერთო ინტერესებზე

„სატენდერო პირობების მიხედვით, სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარის მშენებლობები აქვთ განხორციელებული. როცა დოკუმენტაცია შევისწავლეთ, აღმოჩნდა რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სატენდერო პირობებს აჭარაში მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია  აკმაყოფილებს. ეს არის კომპანია „ანაგი“, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე  ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა“-აცხადებს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, ფინანსთა და ეკონომიკის მიერ გამოცხადებული ტენდერი ელიტური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი, დავით ბალაძეს კანადაში ვიზიტის დროსაც ახლდა. ამ ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ბევრი კითხვა ჩნდება და ვფიქრობ, საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მაშინ როცა არ არის სატენდერო წინადადებების მიღება დასრულებული და არ არის ცნობილი ტენდერში მონაწილე პირების ვინაობა, რის საფუძველზე აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ მინისტრისa და კერძო კომპანიის საერთო ინტერესებზე განცხადებას? – რეზო ხარაზი პასუხობს, რომ ეს მათი ვარაუდია:

„ეს არის ჩვენი ვარაუდი, ეჭვი გვაქვს“.

რეზო ხარაზი აღნიშნულ  კომპანიებს ვერ ასახელებს.

სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის 27 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო თანხა სამი მილიონ 286,400 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სოციალური სახლის მშენებლობა მომავალი წლის ივნისში დაასრულოს. ტენდერი ელექტრონულია, სატენდერო წინადადებების მიღება  13 მაისიდან იწყება.

რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

რას ედავებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“

 

„მოვიდნენ, ნაკაწრები აღინიშნება მრიცხველზეო, შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი და 15 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. მრიცხველი არის გარეთ, ეზოში, რკინის ყუთში და ეს ყუთი კიდევ ბოქლომით იყო ჩაკეტილი. ბოქლომიც „ენერგო-პრო ჯორჯიასია~, ამიტომ ჩვენ წვდომა არ გვქონია. ვერანაირად დავაზიანებდით. ამასთან, დასკვნა არსებობს, რომ მეტროლოგიურად სწორად მუშაობს მრიცხველი. როცა მრიცხველი არის გარეთ, ლიცენზიანტია პასუხისმგებელი. მხოლოდ ნაკაწრის არსებობა, თუ სხვა რამ არ დასტურდება, არ ნიშნავს დატაცებას“, – აცხადებენ „ირინას  აფთიაქში“.

 

„სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ „შესაძლებელია ელექტროენერგიის დატაცება“. ასეთ „დარღვევას“ არ ითვალისწინებს სამართალდარღვევათა კოდექსი, რას ნიშნავს შესაძლებელია? – ეს აბსურდია. კოდექსი ითვალისწინებს დატაცებას ან წესების დარღვევით მოხმარებას. „ენერგო-პროში“ შეცვალეს ფორმულირება – რადგან არ დგინდებოდა დატაცება, ჩაწერეს მოხმარების წესების დარღვევა“, – ამბობს „ირინა შანიძე და კომპანიას“ ადვოკატი ვალერი გიორგაძე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხის განხილვისას სემეკში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს ჰკითხეს, ჩაატარა თუ არა კომპანიამ შიდა მოკვლევა, გამოიკვეთა თუ არა მათივე თანამშრომლის შესაძლო ბრალეულობა და ა.შ. „ენერგო-პროს“ პასუხი ასეთი იყო: „რომც იყოს ჩვენი თანამშრომელი რაიმე კავშირში, ეს საქმის არსს არ ცვლის“.

 

`ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე მრიცხველზე „აღმოჩენილი ნაკაწრებისა“ და დენის „შესაძლო დატაცების“ გამოა დაჯარიმებული „ფრანგული სკოლაც“ – 1200 ლარით. შპს ,,ოპტიმუმ რ“ კი, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იმის გამო გააფრთხილა, რომ მისი მრიცხველიდან „შესაძლებელი იყო დატაცება“. 

 

„ოქმი დამიწერეს, მაგრამ გავასაჩივრე. ჩემი მიზეზით არ იყო ის, რის გამოც გაფრთხილება მომცეს. ოთხი კარადა იყო ეზოში და ოთხივე როგორც კი დააყენა ენერგოკომპანიამ, მას შემდეგ იყო ღია. პასუხი მოვიდა, რომ მრიცხველი გამართულად მუშაობს, მაგრამ შესაძლებელი იყო დატაცებაო. ყუთიც მე მაყიდინეს, 140 ლარი გადავიხადე. ოთხჯერ ვიყავი თბილისში და ბოლოს სემეკში გავასაჩივრე. არაფერი მომიპარავს და არავითარ გაფრთხილებას არ მივიღებ „ენერგო-პროსგან“. სულ ცოტა, შეურაცხმყოფელია. თუ სემეკი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც წესით უნდა მიიღოს, ალბათ სასამართლოს მივმართავ“ – აღნიშნა სატელეფონო საუბარში შპს ,,ოპტიმუმ რ“-ის ხელმძღვანელმა რუსუდან ჭიჭინაძემ.

 

სემეკში აცხადებენ, რომ დავებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებენ. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი გვითხრეს, რომ დაელოდებიან სემეკის გადაწყვეტილებებს და იმის მიხედვით იმოქმედებენ – ან დაემორჩილებიან, ან გაასაჩივრებენ. დავების განხილვა სემეკში დღეს, 7 მაისის სხდომაზეა ჩანიშნული.

 

დღეს სხდომაზე „ენერგო-პრო ჯორჯიასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხის განხილვაა ჩანიშნული, მათ შორის: ზეპირი მოსმენები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მოქალაქეების – გივი მაისურაძისა და ნადიმ ხმალაძის დავის შესახებ.

 

სემეკის მონაცემებით, „ენერგო-პრომ” ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გასულ წელს კომპენსაციის სახით გასცა 197 ათას 70 ლარი. 2014 წლის განმავლობაში კომპანიის ქოლ-ცენტრს მიმართა 97 156-მა მომხმარებელმა; მოუწოდებელმა ელექტროენერგიამ შეადგინა 10 349 282 კვტ/სთ; დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტის 36 240 შემთხვევა (აქედან, გეგმიური 17 353, არაგეგმიური – 18 887).

ბათუმის მერიამ შარშან ნარკოზით 2785 ძაღლი და კატა დააძინა

 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან  298 ათას 185 ლარი და 83 თეთრი დახარჯა. მომსახურება კი შპს „CEBEP”-მა გასწია. ბათუმის მიმდინარე, 2015 წლის ბიუჯეტიდან ანალოგიური ღონისძიებისთვის სპეციალური ქვეპროგრამა 200 ათასი ლარითაა დაფინანსებული.

 

„ღონისძიების [მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობა] ფარგლებში განხორციელდება მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის: 5000 ერთეული ცხოველის (მიუსაფარი ძაღლების, კატების) დაჭერა და ტრანსპორტირება; განხორციელდება ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული), სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა, კასტრაცია“ – აღნიშნულია მერიის ქვეპროგრამაში.

 

თემურ კახიძე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებას ვითხოვ

 

„ჩვენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს კანონი გარკვეულ საკითხებში გვზღუდავს. მაგალითად, საკრებულოს წევრისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს ბიზნესის ქონის უფლება და ა.შ.   ამიტომ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონშიც უნდა მოხდეს გარკვეული დეტალების დაზუსტება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან დაკავშირებით. მაგალითად, სარგებლობს თუ არა  უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იმავე უფლებებით, რითაც სარგებლობენ პარლამენტის  დეპუტატები და საკრებულოს წევრები, რადგან კანონში არ არის დაზუსტებული, რომ მე როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, დავის წარმოშობის შემთხვევაში, მაქვს თუ არა  უფლება არ გავამხილო ინფორმაციის წყარო და ვარ  თუ არა დაცული.

 

არის კიდევ სხვა დეტალებიც, ამიტომ საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიტანოს კანონში ცვლილება და ავტონომიებთან დაკავშირებული დეტალები დააზუსტოს“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე.

 

საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც თემურ კახიძე აცხადებს, მას ეკუთვნის და მას დღეს, 7 მაისს, უმაღლესი საბჭოს კომისიებში განიხილავენ.  

 

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმში

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე/ფოტო: თედო ჯორბენაძე

 

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  პირველი შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც თვითმხილველთა თქმით, მერსედესის მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქად არის დაზიანებული.

 

მეორე შემთხვევა კი ფიროსმანის ქუჩაზე, გმირთა ხეივანთან მოხდა, სადაც ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებიც. 

 

 შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის დაზიანებები არავის მიუღია.  

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე

 

ფიროსმანის ქუჩა

რბოლა ტრასის გარეშე

 

შეჯიბრება რალი-კროსში | 2014 წლის 17 მაისი

აჭარის რეგიონალურ საავტომობილო სპორტის ფედერაციას კალენდარული გეგმის მიხედვით წელს შვიდი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათ შორის ორი შეჯიბრება – რალი-კროსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე ჩაატარა, ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხთან ახლოს მდებარე რალი-კროსისთვის გაკეთებულ სარბოლო ტრასაზე. 25-26 აპრილს დაგეგმილი მესამე ეტაპი აღარ ჩატარდა. სავარაუდოდ, არც საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდება, რომელიც 25-26 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.

აჭარის რეგიონალური საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა იური ლომთათიძემ, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ამ შეჯიბრებას, გვითხრა, რომ ეს ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელმაც ტერიტორიის ნაწილი გაყიდა.

ფედერაციის კალენდარული გეგმა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა დაამტკიცა. ფედერაციისთვის წინასწარ არ უცნობებიათ, რომ ტერიტორია იყიდებოდა. დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ლაშა ჩავლეშვილმა განგვიმარტა: „ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით როდის გაიყიდებოდა ტერიტორია. ავტოსპორტის ფედერაციამ თავიდანვე იცოდა, რომ ყოველდღე შესაძლებელი იყო ამ მიწის გასხვისება“.

აჭარის საავტომობილო სპორტის ფედერაცია 2009 წელს დაფუძნდა, ერთი წლის შემდეგ კი, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დახმარებით ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხთან ახლოს, დაახლოებით 8 ჰექტარი მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დროებით სარგებლობისთვის უსასყიდლოდ გადასცა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა იური ლომთათიძემ გვითხრა, ტერიტორია ნაგვისაგან გაწმინდა და რალი-კროსისთვის განკუთვნილი ორკილომეტრ-ნახევრიანი სარბოლო გზა საკუთარი ხარჯებით მოაწყო, რაც შვიდი ათასი ლარი დაუჯდა. ფედერაცია აქ 2010 წლიდან მართავდა შეჯიბრებებს და გზას ვარჯიშებისთვისაც იყენებდა.

შეჯიბრება რალი-კროსში | 2014 წლის 17 მაისი

ფედერაციას 2015 წელს ამ ტრასაზე უნდა ჩაეტარებინა რალი-კროსი, მაგრამ ტრასაზე მიწა დახვდა დაყრილი

საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, ამ რვა ჰექტარიდან კერძო საკუთრებაში გადასულია ორ ჰექტარზე მეტი, დანარჩენი ხუთ ჰექტარზე მეტი კი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, რალი-კროსის ტრასის გაკეთებას კი, მინიმუმ 8-10 ჰექტარი ესაჭიროება. მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ. საჯარო რეესტრის მიხედვით კი, აღმოჩნდა, რომ ის ადგილი, რომელზეც ფედერაციას ახლა უთხრეს რომ გაიყიდა, 2009 წლიდან არის კერძო საკუთრებაში. როგორც იური ლომთათიძე გვეუბნება, ამ ხნის მანძილზე არც მისთვის უთქვამთ, რომ კერძო საკუთრებით სარგებლობდა, ამაზე მხოლოდ გასულ კვირას მიანიშნეს, როცა ფედერაციას შეჯიბრების წინ სარბოლო ტრასის ორ მონაკვეთზე მიწა დახვდა დაყრილი. „ბათუმელებმა“ გასაუბრება სცადა ერთ-ერთ მესაკუთრესთან, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლო.

სანამ შეჯიბრება დაიწყება, ავტომრბოლელები რამდენიმე დღით ადრე ემზადებიან და ავტომობილებსაც იმის მიხედვით ამზადებენ, თუ რა ტიპის ტრასაზე მოუწევთ შეჯიბრი. გარდა სპორტსმენების სამზადისისა, იური ლომთათიძე ამბობს, რომ ღონისძიების ჩაშლა იწვევს არამარტო რეგიონალური კალენდრისა და მასზე განსაზღვრულ ფინანსურ ცვლილებას, არამედ იმავე ცვლილებებს – ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებშიც.

ამ ტერიტორიაზე 67 მრბოლელი ვარჯიშობდა. „ვინაიდან ტრასა აღარ გამაჩნია, უნდა შევცვალო კალენდარი და რალი-კროსი უნდა გადავაკეთო ქალაქში წყვილთა რბოლად. ის თანხა კი, რომელიც მე რალი-კროსისთვის მაქვს გამოყოფილი, წყვილთა რბოლისთვის საკმარისი აღარაა“.

ლაჩა ჩავლეშვილმა გვითხრა, რომ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისთვის სპორტის ყველა სახეობა მნიშვნელოვანია: „ამ სიტუაციაში კი ფედერაციას შეუძლია შეცვალოს <!** Title>fsfa<!** EndTitle>-კროსი და მის ნაცვლად სხვა სახის ღონისძიება ჩასვას. მერიას აქვს ავტოდრომი მოასფალტებული, მოწესრიგებული და დანარჩენი ღონისძიებები ჩატარდება აქ.

ფედერაციას, კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ შვიდ შეჯიბრებას დეპარტამენტი, მთლიანობაში, 15 000 ლარით უფინანსებს. თუმცა ავტოდრომით სარგებლობისთვის ფედერაციას დამატებით თანხის მოძიება მოუწევს. როგორც ბათუმის ავტოდრომის დირექტორმა ბაჩანა მიქელაძემ გვითხრა, ავტოდრომზე ქალაქის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, ერთი დღით სარგებლობისთვის 400 ლარია გადასახადი.

„ამდენი წელია ვინახავ ამ ფედერაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც მეხმარება ფინანსებით, რითაც ვატარებ შეჯიბრებას. კიდევ გავიყვან ტრასას სამეგობროს ხარჯებით თუ ეროვნული ფედერაციის დახმარებით, რადგან არ მინდა დაიშალოს ავტოსპორტი აჭარაში, მაგრამ რა აზრი ექნება, თუკი გავაკეთებ და ხვალ ისევ იყიდის ვიღაც ამ ტერიტორიას? თუკი სახელმწიფო აჭარის ფედერაციას 10-15 წლის ვადით რაიმე სახის მფლობელობაში არ გადმოგვცემს ტერიტორიას, აზრი არ ექნება ავტოსპორტის განვითარებას, პროფესიონალურ რბოლას კი, ბავშვი ქუჩაში ვერ ისწავლის“ – დასძინა იური ლომთათიძემ.

ლაჩა ჩავლეშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ იმავე ტრასის გვერდით არსებობს თავისუფალი ტერიტორია და მალე აჭარის რეგიონალურ საავტომობილო სპორტის ფედერაციას ეცოდინება, შეეძლება თუ არა ამ ტერიტორიით სარგებლობა, და თუ შეეძლება – რა ფორმით.

იყიდება ბინა პარკთან

 

ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან, ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე იყიდება 90-კვ.მ ბინა. ფასი: 58 ათასი დოლარი.

 

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქცია

საინფორმაციო აქციის საჭიროებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში იმით ხსნიან, რომ ძეგლების მესაკუთრეებს  მწირი ინფორმაცია აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამართლებრივი ნორმების შესახებ, ამიტომ სააგენტომ გადაწყვიტა ამ ფორმით მიაწოდოს მათ ინფორმაცია,  რომ თავიდან იქნეს აცილებული  სამართალდარღვევები.

აქცია პრევენციული ხასიათისაა და ის მომავალშიც გაგრძელდება. 

 „ხშირად მოქალაქეები, ძეგლის მესაკუთრეები, იქნებიან ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირები, არ იცავენ და არღვევენ კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამის შედეგად ჩვენ ვიღებთ  კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებულ ძეგლებს. იმისათვის, რომ შევავსოთ საინფორმაციო დეფიციტი, საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ, ვურიგებთ მასალას მოქალაქეებს, რითაც კიდევ ერთხელ ვახსენებთ და ვინც არ იცის, ვაწვდით ინფორმაციას, რომ თვითნებური სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ძალიან მკაცრად ისჯება კანონით. ფიზიკური პირებისათვის ჯარიმა არის 5 000 ლარი, იურიდიული პირებისათის – 10 000 ლარი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით ბათუმში არსებული ყველა ძეგლი დავფაროთ, ყველას მივაწოდოთ ინფორმაცია. ამის შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ სამუშაოებს, ეს პირველი ნაბიჯია, რასაც ვდგამთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს“ – განაცხადა მირანდა ჩარკვიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე მესაკუთრემ რაიმე ტიპის მიშენების ნებართვა მიიღოს, საპროექტო დოკუმენტები უნდა მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს: „დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოგვიდგინოს რა ტიპის მშენებლობის განხორციელებას გეგმავს, ამის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საბჭო იმსჯელებს საკითხზე, ადგება თუ არა ამ სამუშაოებით ძეგლს ზიანი. თუ არ ზიანდება, მისცემს ნებართვას, თუ ზიანდება, ახსნის – რატომ და მოითხოვს შეცვლას ან საერთოდ, პროექტის გაუქმებას და ამის შემდეგ დაიწერება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ბრძანება ნებართვაზე ან უარზე“ – აღნიშნა მირანდა ჩარკვიანმა.

აქციაში ბათუმის შოთა რუსთაველისა და ხელოვნების უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

 „დღეს ვმონაწილეობთ აქციაში, რომლის მიზანია მოსახლეობას მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აუცილებლად სჭირდებათ ნებართვა მიშენების შემთხვევაში. ვარიგებთ ფლაერებს და ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას, რომ აუცილებლად  გააფრთხილონ სააგენტო  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის მიშენებისას, რომ მათ არ აქვთ თვითნებურად მიშენების უფლება“  – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ია ბაკურიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტმა.

2015 წელს სარფის საბაჟოზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის 10 მცდელობა დაფიქსირდა

 

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სულ გამოვლინდა სამართალდარღვევათა 6 908 ფაქტი, რაც აღემატება 2014 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილ სამართალდარღვევათა მაჩვენებელს [2014 წელი  – 4 876 ფაქტი].

 

2015 წელს გამოვლინდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის  20 ფაქტი, მათგან 11 შემთხვევაში საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქეს, სამი პიროვნება იყო თურქეთის მოქალაქე, 2 – აზერბაიჯანის, დანარჩენი კი ეგვიპტის, რუსეთის, სომხეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები. საზღვრის უკანანო გადაკვეთის ყველაზე მეტი – 10 მცდელობა სარფში დაფიქსირდა.  

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილი ძებნილი ავტომანქანების დაკავების ფაქტების სტატისტიკაში სასაზღვრო–გამტარი პუნქტების მიხედვით, პირველ ადგილზე სარფის საბაჟოა. 2015 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი 19 ფაქტიდან 12 სარფის საბაჟოზე დაფიქსირდა.  

 

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სავიზო რეჟიმის დარღვევის  2697 ფაქტი დაფიქსირდა. სასაზღვრო–გამტარი პუნქტების მიხედვით ყველაზე მეტი –  668 ფაქტი  თბილისის აეროპორტში გამოვლინდა (2014 წლის პირველი კვარტალის მონაცემები: 369). მეორე ადგილზეა სარფის საბაჟო –  553 ფაქტი (გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემები: 81 ფაქტი).   

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დეპორტირებული პირების სტატისტიკურ მაჩვენებლებში  სასაზღვრო–გამტარი პუნქტების მიხედვით პირველ ადგილზეა თბილისის აეროპორტი, სადაც დეპორტირებული იქნა 608 ადამიანი, მეორე ადგილზეა სარფი – 320 და მესამეზე – ბათუმის აეროპორტი, სადაც 2015 წლის პირველ კვარტალში 13 ადამიანი იქნა დეპორტირებული.მთელი ქვეყნის მასშტაბით 2015 წლის პირველ კვარტალში სულ 948 ადამიანი იქნა დეპორტირებული, მათგან ყველაზე მეტი თურქეთის (472) და ისრაელის (210) მოქალაქეები არიან.

 

2015 წლის პირველ კვარტალში უარი საქართველოში შემოსვლაზე ეთქვა 3041 მოქალაქეს, 2014 წლის პირველ კვარტალში კი  – 2814 მოქალაქეს.  კვლევაში არ არის მითითებული უარის თქმის მიზეზები.

2015 წელს დაფიქსირდა სავიზო რეჟიმის დარღვევის 2697 ფაქტი, 2014 წლის პირველ კვარტალში კი – 746.   

როგორ მედალს გადასცემს მთავრობა 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს

 

 საიუბილეო მედლით  „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ დაჯილდოვდებიან  ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.


„დაჯილდოებული საიუბილეო მედალს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.

საიუბილეო მედალი „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი“ წარმოადგენს მრგვალი ფორმის, ოქროსფერ ლითონის მედალიონს; კომპოზიციაზე გამოსახულია მუხის გვირგვინი, ცენტრში ამოტვიფრულია საიუბილეო თარიღი: „1945 – 2015“; მუხის გვირგვინის ზემოთ გამოსახულია შვიდქიმიანი ვარსკვლავი.

მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული „ვაზის წნულის“ ორნამენტით, რომელზედაც გამოსახულია ქართული მუზარადი; ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიით და ოთხი წითელი ჯვრით საქართველოს დროშის გამოსახულებით.

ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმზე გამარჯვების 70 წელი;

მედალიონი უკავშირდება ბაფთას ქართული „ვაზის წნულის“ ორნამენტით, ბაფთა ლივლივა თეთრი ფერისაა, ცენტრში ფართო წითელი არშიითა და ორი წითელი ჯვრით“ – აღნიშნულია საიუბილეო მედლის აღწერაში.

 

ქალის ცემაში ბრალდებულის განაჩენი

როგორც პროკურორმა  პაატა ცეცხლაძემ მოსამართლეს უთხრა, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და აცნობიერებს დანაშაულის სიმძიმეს, ამიტომაც მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე  დათანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბრალდებული 500 ლარს  გადაიხდის, სანაცვლოდ კი საქმე არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა.  

ბრალდებულის ინტერესებს  ადვოკატი დავით ბოლქვაძე იცავდა.

საქმის მასალების მიხედვით [როგორც მოსამართლემ განმარტა],  2015 წლის მარტში ბათუმში, გოგოლიშვილის ქუჩაზე, ბრალდებულმა სცემა ქალი: „რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ გამოუწვევია ჯანმრთელობის დაზიანება“.  

ამ მუხლით  [ცემა] კიდევ ერთი ბრალდებულის საქმე იყო დღეს ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძესთან ბრალდებული არ გამოცხადდა.  მიზეზი არც პროკურორისთვის იყო ცნობილი და არც ადვოკატისთვის, ამიტომაც მოსამართლემ საქმის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდებულსაც და მის ცოლსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდათ.  

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ბათუმის საქალაქო სასამართლოში

 

“ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” ბათუმის ექსპერიმენტული თეატრისაგან

 

სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჩხაიძე. მხატვარი: თეა ხელაძე; მუსიკალური გაფორმება: მინდია ხითარიშვილი. მონაწილეობენ: ირინა ღლონტი, თედო ტუღუში, ხატია აბუსელიძე, აჩიკო გოგუაძე, ხათუნა დონდუა და ფრიდონ მოდებაძე. 


დასაწყისი: 19 საათზე. 

ჩატარების ადგილი: ბათუმის ვ.ჭაბუკიანის კლასიკური ბალეტის სკოლა.

 

მისამართი: ტბელ აბუსერიძის №11;
ბილეთის ფასი: სამი ადამიანი – 10 ლარი;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: +995 558 53 45 44/ 592 11 01 54;


ესპანეთში სწავლის შანსი ბათუმის უნივერსიტეტის სამი სტუდენტისათვის

 

ალკალას უნივერსიტეტი
ალკალას უნივერსიტეტი

 „ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უნივერსიტეტის წარმომადგენელი ამ დღეებში ჩამოვა და გაიმართება უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა. სამი სტუდენტი უნივერსიტეტის მასშტაბით ერთ ან ორსემესტრიან სწავლებას გაივლის ალკალას უნივერსიტეტში. ეს ყველა იმ ფაკულტეტს მოიცავს, რაც ჩვენ გვაქვს. სტუდენტი სწავლის გადასახადიდან მიმღებ უნივერსიტეტში თავისუფლდება, ოღონდ ყოველდღიური ხარჯები უკვე სტუდენტმა უნდა დაფაროს“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა  თამარ მაჭუტაძემ.

 

მისივე თქმით, თუ კი ალკალას უნივერსიტეტში სწავლის მსურველი სამზე მეტი სტუდენტი იქნება, გაიმართება კონკურსი, რომელშიც გამარჯვებულებს აკადემიური მოსწრებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონით გამოავლენენ.


ვარშავა
ვარშავა

უნივერსიტეტის ვებგვერდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია ვარშავის ეკონომიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ, რომელიც 2 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით იწვევს სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად. სწავლის ფასი 600 ევროა. 

შრომის ბაზრის ექსპერტები დასაქმების სააგენტოში

 

ვიზიტის მიზანი დასაქმების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობის შესწავლა და სააგენტოს ამავე პროექტში ჩართვა იყო. აღნიშნული პროექტი 2014-2017 წლებში ხორციელდება და მას ევროკავშირი აფინანსებს (ბუიჯეტი: 2.778.200) .


EUVEGE – მხარს უჭერს საქართველოს შრომის ბაზრის ჯანსაღი პოლიტიკის განვითარებას, ასევე, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროს კომპლექსურ მოდერნიზაციას. 

 

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე სტურებს სააგენტოს საქმიანობაზე ესაუბრა და გააცნო ის პროგრამები და პროექტები, რაც სააგენტომ დღემდე განახორციელა და ახორციელებს. 

ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმში დაპაუზებული ქალაქის მუზეუმი გახსნა

 

„ეს არის  დაპაუზებული ბათუმის მუზეუმი. ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ სამწლიანი მმართველობის – გაჩერებული და დაპაუზებული ქალაქის მუზეუმი. პირველ რიგში, ამ მუზეუმში ოფიციალურად ვეპატიჟებით არჩილ ხაბაძეს და გიორგი ერმაკოვს,  იქნებ მოვიდნენ და ნახონ რა გააჩერეს ბათუმში“  – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.  

 

„დაპაუზებული ბათუმის მუზეუმი“ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პომპეზურად, წითელი ლენტის გაჭრით, მუსიკის ფონზე გაიხსნა.

 

„აქ არის არასრული ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელზეც მინიმუმ დაწყებული იყო მოლაპარაკება და უმრავლესი ნაწილი კიდევ არის ის პროექტები, რომლებზეც აქტიური მუშაობა მიდიოდა. პროექტები, რომელთა განხორციელებაც იყო ძალიან რეალური და მათი არგანხორციელებით დაპაუზდა ქალაქის მშენებლობა.  ამ მთავრობის „წარმატება“ ის არის,  რომ ეს პროექტები დღეს ბათუმში არ არის განხორციელებული. მაგალითად: „ტრამპთაუერი“, იახკლუბი, ხიდი გონიოს პოლიგონზე, გონიოს პოლიგონის განვითარება, სტადიონი, რომლის პროექტიც ვიყიდეთ და ადგილიც იყო გამოყოფილი. არ ვლაპარაკობ უკვე პატარა პროექტებზე….   

ეს პროექტები შეჩერდა იმიტომ, რომ მთავრობა არის უუნარო. გაართულეს ბიუროკრატია, ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან და ელაპარაკებიან აჭარის მთავრობას, ვერ იღებენ მათგან გადაწყვეტილ პასუხს. ის მშენებლობები, რაც ახლა ბათუმში მიმდინარეობს, ის პროექტებია, როცა ჩვენ დროს იყო ხელშეკრულება გაფორმებული“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 „გვინდოდა კიდევ ერთხელ მოგვეფხიზლებინა მთავრობა და გვეიძულებინა ის პროექტები გაგრძელებულიყო, რისი დაწყებაც ჩვენ მოვახერხეთ, მაგრამ რისი დასრულებაც ვერ მოხერხდა. ჩვენ დროს დაგეგმილი იყო უამრავი მუზეუმის გახსნა, რაც ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ მოვახერხეთ გაგვეხსნა მუზეუმი, რომელიც ყველას შეახენებს, რისი გაკეთება იყო შესაძლებელი, დაგეგმილი, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა ან არ სურდა გაეკეთებინა.  ახლაც არ არის გვიან გაიხსნენონ, რა იგეგმებოდა და რა მოაქვს ამ პროექტების განხორციელებას“  – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძემ მუზეუმის გახნისას.  

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მუზეუმი ყველა დამთვალიერებლისათვის ღიაა, მათ შორის მოქმედი ხელისუფლების წევრებისთვისაც.   

 

ბათუმელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ

 

ნინო ბაციაშვილი
ნინო ბაციაშვილი

ნინო, გქონდათ თუ არა მოლოდინი ნაკრებში, რომ მსოფლიო ჩემპიონები გახდებოდით?


ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდით, რადგან ჩვენმა პირველმა ნომერმა, ნანა ძაგნიძემ, რომელიც მსოფლიო მოჭადრაკეთა რეიტინგის ხუთეულში [ფიდეს ბოლო მონაცემებით ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა] შედის, ბავშვი გააჩინა და ვერ წამოვიდა ჩემპიონატზე. დანარჩენი შემადგენლობით ვიყავით და ვფიქრობდით, რომ სამეულში მოხვედრა იქნებოდა კარგი შედეგი, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა. 

 

რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა ჩემპიონატში?

 

 ეს დახურული ტურნირია და ათი საუკეთესო ქვეყანა მონაწილეობდა, ოლიმპიადის ხუთეული და სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონები.


ამჟამად მერამდენე ადგილი გიკავიათ მსოფლიო რეიტინგში?


 28-ე ადგილზე ვარ მსოფლიო რეიტინგში.


რა ადგილი ეკავათ თქვენს კონკურენტებს მსოფლიო ჩემპიონატზე ?


 ძირითადად ტოპმოჭადრაკეები თამაშობდნენ, მაგალითად, კონერუ ინდოეთიდან, რომელიც მესამე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, ანა მუზუჩუკს ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, [მეხუთე ადგილი ფიდეს რეიტინგში] ასევე მის დას, მარიას უკრაინიდან, რომელიც წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი ინდივიდუალურ შეჯიბრებებში. ყველა ტოპ-მოჭადრაკე თამაშობდა სხვადასხვა ნაკრებში. 


ვის მიიჩნევდით ყველაზე რეალურ კონკურენტად? 


 რუსეთი იყო ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც კუდში მოგვყვებოდა, ასე ვთქვათ. ორი ქულით გავუსწარით ყველა მდევარს, რვა მოგება და ერთი ფრე გვქონდა. სულ 17 ქულა ავიღეთ. 


 პირველ რიგში ვის შეატყობინეთ საქართველოში, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა?


ყველამ გაიგო მგონი თავისით. ჩვენ ზურაბ აზმაიფარაშვილი გვახლდა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიც, გიორგი გიორგაძეც, რომელსაც ყოველ წუთს ურეკავდნენ მატჩის მსვლელობისას, იმიტომ, რომ ბოლო ტური არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, რაღაც მოხდა „ფიდეს“ ვებგვერდზე, ლაივი გაითიშა და ყოველ წუთას ურეკავდა მათ ხალხი, რომ გაეგოთ ინფორმაცია.


რამდენ დღეს გრძელდებოდა ჩემპიონატი?


ათი დღე. ეს იყო 24-საათიანი შრომა, მთელი გუნდი ერთად ვმუშაობდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, რომ არ გაგვპარვოდა არაფერი. დიდი მადლობა ჩვენს მწვრთნელს, ელიზბარ უბილავას, რომელმაც მართლა შეუძლებელი შეძლო და ძალიან კარგად მოგვამზადა. მადლობა ასევე დამხმარე მწვრთნელს დათო ჯოჯუას, რომელიც ჩვენი კაპიტანი იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს გაგვეკეთებინა.


რა პრიზი გადმოგეცათ ჩემპიონატზე?


პრიზი ამ ჩემპიონატზე არ იყო გათვალისწინებული, როგორც ვიცი, საქართველოში არის პრიზი გათვალისწინებული, მაგრამ რადგან გუნდში ხუთი წევრი ვართ, ეს ძალიან მიზერული თანხაა. 


თქვენთვის ეს წელი განსაკუთრებით წარმატებულია, ხართ 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახლა რა გეგმები გაქვთ, რა ტურნირისთვის ემზადებით?


18 მაისიდან ჩაქვში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, იმ დღეებში, რაც დამრჩა, შეძლებისდაგვარად მოვემზადები ჩემპიონატისთვის და შევეცდები საუკეთესო შედეგი ვაჩვენო. 


 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ნაკრების ყველა წევრს და მის ხელმძღვანელობას მიანიჭა სპორტის რაინდის წოდება. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის? 


ჩვენთვის ეს საპატიოა, მადლობა ლევან ყიფიანს [სპორტის ყოფილი მინისტრი], რომელიც პირადად დაგვხვდა აეროპორტში და მოგვანიჭა სპორტის რაინდის წოდება, უმაღლესი წოდება სპორტში. 


 ნაკრებს გამარჯვება მიულოცეს: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ. პირადად თუ შეხვდით ნაკრების წევრები მათ? 


 ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ეს ლეგენდები გვგულშემატკივრობდნენ. ქალბატონი ნონა თავად ტურნირზეა და არ არის საქართველოში. ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი, პირადად დაგვხვდა აეროპორტში ყვავილებით, დიდი მადლობა მას, ჩვენთვის ეს დიდი სიხარული იყო, მაია ჩიბურდანიძემაც მოგვილოცა.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ქუჩა [რომელიც „მაგდონალდსთან“, იუსტიციის სახლთან და აკვაპარკთან გადის] ამორტიზებულია, ხშირად ზიანდება, ჩნდება ორმოები და ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად გადაწყდა მისი შეკეთება. „ბათუმში ამ პრინციპით არაერთი ქუჩა გაკეთდა“ – აცხადებენ მერიაში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გზის სავალ ნაწილზე მოიხსნება არსებული ასფალტის ფენა და მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი. ხარჯთაღრიცხვაში ასევე გათვალისწინებულია ყოველ 50 მეტრში პლასტმასის მილების ჩადება ჭებით მიწისქვეშა კომუნიკაციების გასატარებლად (საავტომობილო გზის მართობულად). საკომუნიკაციო მილების განთავსების ადგილები შეთანხმებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მერიასთან. გზაზე სხვა სამუშაოების ჩატარება არ არის დაგეგმილი. ქუჩა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შპს „ხობი 2005“-მა დააპროექტა.

ბათუმის მერიის მიერ 2015 წლის პირველ მაისს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 20 მაისიდან დაიწყება და 25 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 70  კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

აჭარის მაღალმთიანეთში “ევექსი“ მომსახურებას გააგრძელებს

„შევთანხმდით, რომ ისინი ხულოს სამედიცინო ცენტრის მომსახურებას  გააძლიერებენ, ეს იქნება ქირურგია, მეანგინეკოლოგია, რეანიმაცია და სხვა სამსახურები. რაც შეეხება შუახევს, შეინარჩუნებენ იმ სერვისებს, რაც ჰქონდათ განსაზღვრული ხელშეკრულებით. ეს არის ქირურგია, მეანგინეკოლოგია და თერაპია.  სამომავლოდ თუ რაიმე ახალს და უკეთესს შემოგვთავაზებენ, ამაზე უნდა იყოს  წინასწარი კონსულტაციები. ეს უკვე მომავლის საკითხია. ამის შემდეგ ჩვენ ეს თემა უნდა გავიაროთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და  შემდეგ დავიწყოთ მისი ეტაპობრივი განხორციელება. კონსულტაციები გაგრძელდება“ – განმარტა მინისტრმა.

8 მაისს თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „SoundSpring“ იწყება

8 მაისს, ფესტივალის პირველ დღეს, კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი წაიკითხავს ლექციას მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსიკალურ ხელოვნებაში განვითარებულ მოვლენების შესახებ. საუბარი იქნება იმ ახალი ხედვების შესახებ, რაც იქნა დანახული ახალი თაობის მუსიკოსებისა თუ არტისტები მიერ, როგორც გასაბჭოებამდე ასევე გასაბჭოების შემდეგ. თუ როგორი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი და ასევე არტისტების პოლიტიკური ხედვა.

9 მაისს მუსიკოს ნიკა მაჩაიძის ლექციის მოსმენა იქნება შესაძლებელი, ხოლო 10 მაისს პიანისტი ნინო ჟვანია წაიკითხავს ლექციას თემაზე „სიჩუმე არასოდეს დადგება… ჯონ კეიჯის 4’33“.

ლექციაზე მისულ მსმენელებს ნინო ჟვანია ჯონ კეიჯის სიჩუმეს მოკლებულ სამყაროში ამოგზაურებს, უფრო კონკრეტულად კი — ამ სამყაროს ცენტრში, რომელიც სულ რაღაც 4 წუთსა და 33 წამს მოიცავს.

Line- up:

8 მაისი , 19:00 სთ

Vincent Volt – (Georgia)

Irakli abramishvili – (Georgia)

samsø – (Georgia)

Piotr Kurek – (Poland)

9 მაისი, 19:00 სთ

Vardan Harutyunyan – (Armenia)

Raf Gyoletsyan – (Armenia)

Lukasz Szalankiewicz  – (Poland)

Nika Machaidze – (Georgia)

10 მაისი, 19:00 სთ

Sandro Kozmanashvili – (Georgia)

Koka Nikoladze – (Norway-Georgia)

TeTe Noise – (Georgia)

SoundSpring-ი გალერეა 41/41-  ში ჩატარდება, მასზე დასწრება თავისუფალია და ადგილები არ არის შეზღუდული.

სოფელ ზვარეში თემის ადმინისტრაციული შენობა და კულტურის სახლი შენდება

 

სამშენებლო სამუშაოები

სამშენებლო სამუშაოებს აქ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ვიგორა“ აწარმოებს.

წარმოდგენილი პროექტით კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობისთვის ორსართულიანი ნაგებობა მოეწყობა, შენობის პირველ სართულზე საკონცერტო დარბაზი განთავსდება, მეორე სართულზე კი კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული თემის წარმომადგენლებისთვის სამუშაო ოთახები მოეწყობა.

ზვარეს თემის ადმინისტრაციული შენობისა და კულტურის სახლის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი ქედის გამგეობამ 96 677 ლარზე გამოაცხადა,  სამუშაოების წარმოებისთვის ხელშეკრულება შპს „ვიგორასთან“ 79 999 ლარზე გაფორმდა.

  

სამშენებლო სამუშაოები

 

 

სარფში არადეკლარირებული სამკაულები აღმოაჩინეს

 

საერთო წონით 417,2გრამი. კ.კ-ს აღნიშნული საქონელი ავტომანქანაში, სხვადასხვა ნივთში ჰქონდა დამალული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1296,78 აშშ დოლარი(ექვივალენტი ლარში 3022ლარი) შეადგინა. მოქალაქე კ.კ.  საქართველოს  საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3022 ლარის ოდენობით. 

დემოკრატიის ინსტიტუტის 11 წელი

 

დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლები
დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლები

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოფიციალურად  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2004 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა.  „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დაარსების დღიდან  გამგეობის თავმჯდომარეა იურისტი გენო გელაძე. 

ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ასევე აფართოებს რიგ პროგრამებს დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების ტერიტორიაზე.


ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ  ფასეულობებს:

თავისუფლება, როგორც უმთავრესი ღირებულება;

 ადამიანის უფლებების პატივისცემა;

თანასწორობა კანონის წინაშე;

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;

აქტიური საზოგადოება და სამოქალაქო ჩართულობა. 

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მუშაობს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით: 1. სხვადასხვა მარგინალური თუ უფლებადარღვეული სამიზნე ჯგუფების იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა; 2. კარგი მმართველობის განვითარების მხარდაჭერა;  3. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

 

ორგანიზაციის დონორები სხვადასხვა დროს იყვნენ: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო; საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია; ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI; ნიდერლანდების სამეფოს საელჩო; გაეროს ბავშვთა ფონდი; კათოლიკური დახმარების სამსახური; გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში GIP; ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო’’; საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი. 

 

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ღვიძლის გადანერგვას 10 000 ლარით დააფინანსებს

 

2016 წელს დაგეგმილია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 641202 ლარით, შესაბამისად, 2016 წელს  სამინისტროს ბიუჯეტი  9 630 000 ლარი იქნება.

 

მომავალ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 18 პროგრამას განახორციელებს. აქედან ერთი პროგრამა ახალია. როგორც „ბათუმელებთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ აღნიშნა, პროგრამა – გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია – 100 ბენეფიციარზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 172 000 ლარი იქნება.  

 

მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამაშიც. კერძოდ, 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 10 000 ლარით დააფინანსებს აჭარაში რეგისტრირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია სჭირდებათ. „სამინისტრო 10 000 ლარით დააფინანსებს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ აჭარაში რეგისტრირებულ ყველა იმ პირს, რომლებსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ, რადგან ეს გახლავთ ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია“ – აღნიშნა მანანა ფაღავამ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა „ბათუმელებთან“.

 

ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალების სამედიცინო მომსახურება საჭიროების მიხედვით. 2016 წელს ასევე იგეგმება კარდიოქირურგიული ოპერაციებისა და ენდოპროთეზირების დაფინანსების გაზრდა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ლიზა თედორაძის თქმით, ეს არის პირველი შეხვედრა სამინისტროს, არასამთავრობო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის მომავალი წლის პროგრამებთან დაკავშირებით. ლიზა თედორაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები 2015 წლის მანძილზე რამდენჯერმე შედგება და შეხვედრების მიზანია მოხდეს არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებების მოსაზრებების გათვალისწინება. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ევექსის“ წარმომადგენლებს ხვდებიან

„დაველოდოთ მოკვლევას“, – უთხრა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვების პასუხად დეპუტატებს კორპორაცია „ევექსის“ დირექტორის მოადგილემ, ვანო ბოკერიამ. 

არის თუ არა ქირურგი შუახევის საავადმყოფოში? – დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის ამ კითხვაზე კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა: „არაა იმ კვალიფიკაციის, რომელიც მსგავსი ტიპის ოპერაციებს გააკეთებს.“ (საუბარია იმ ტიპის ოპერაციაზე, რომელიც 3 მაისს დაჭრილ მოქალაქეს ესაჭიროებოდა).

„ევექსის“ წარმომაგენელმა ვანო ბოკერიამ თქვა, რომ ის ტრაგედია, რაც შუახევში მოხდა, კომპანია „ევექსის“ ბრალი არ არის: „ამ ბიჭის სიკვდილი იმასთან კავშირში არაა, რომ ევექსმა საყოველთაო დაზღვევის პროგრამებიდან გამოსვლა გადაწყვიტა“.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიას მხოლოდ სტაციონარის ამუშავების ვალდებულება აქვს და არა იმ კომპონენტების, რაზე მომსახურებაზეც უარი თქვეს. 

„თქვენ შეაჩერეთ საყოველთაო დაზღვევის მომსახურება და ამის შესახებ არ ვიცოდით ჩვენ დეპუტატებმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არც მთავრობის თავმჯდომარემ. კარგი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ გვცოდნოდა“, – ესეც დეპუტატ ჯემალ ფუტკარაძის კომენტარია.

 

კომპანია „ევექსის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ „ძლიერი რეფერალი გახდება ხულო“, შუახევიდან ხულოში, ქედიდან კი ბათუმში მოუწევთ პაციენტებს რეანამობილით გადმოყვანა: „30 წუთი, რაც დასჭირდება პაციენტის გადაყვანას, ითვლება ურისკოდ დროდ, მიმდინარე ან სამომავლო გეგმებთან არაფერ შუაში არაა ამ ბიჭის სიკვდილი”.

 

ვანო ბოკერიას თქმით, ისინი გაზრდიან საჭირო ავტომანქანების რაოდენობას.

Exit mobile version