ინგლისური ენის უფასო ტრენინგ-კურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია “AIESEC”-ის ორგანიზებით,  ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ექვსკვირიანი უფასო ტრენინგ-კურსი ინგლისურ ენაში.

პროექტის მიზანს სამეტყველო ინგლისურის გაუმჯობესება და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს.

როგორც ბსუ-ს თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტრენინგ-კურსს გაუძღვება უცხოელი სტაჟიორი.

პროექტში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობაა. მონაწილეობის მსურველებს, დღეს, 10 მარტს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის 238-ე აუდიტორიაში შეუძლიათ გასაუბრების გავლა.

შსს-მ ბათუმში 49 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დორუქან ქ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 49 აბი „ექსტაზი“ და 1,4134 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ახალი წიგნების პრეზენტაცია მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“

11 მარტს, 19:00 საათზე, გამომცემლობა მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“  სამი ახალი წიგნის – შერონ მ. დრეიპერის რომანი „გონების მიღმა“,  სარა შეფარდის “პატარა საყვარელი მატყუარები” და ისააკ მერიონის “თბილი სხეულები” – პრეზენტაცია გაიმართება.

მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ  ერთ-ერთი წიგნის, „თბილი სხეულების” მთარგმნელ დავით ბალიაშვილს.

პრეზენტაციის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება ეს და სხვა, ექვსი დასახელების წიგნი.

ბათუმში EMC დისკუსიას გამართავს

11 მარტს 18:00 საათზე ბათუმში NIMD-ის დემოკრატიის სკოლაში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” [EMC] დისკუსიას გამართავს, თემაზე – საჯარო სივრცის ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელი: პერსპექტივა და გამოწვევები.

დისკუსიაზე მოხესენებას გააკეთებენ კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ბაია ჯანელიძე, „სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის“ მკვლევარ-ასისტენტი და მთარგმნელი თორნიკე ჭუმბურიძე და EMC-ის პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე.

დისკუსია იმართება პროექტის „მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით.

რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში?

„ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტში, განათლების კომიტეტში ახალი სახელმძღვანელოს მოდელის „მე და საზოგადოებას“ განხილვის დროს. ის და მისი თანამოაზრეები ეწინააღმდეგებიან სკოლაში ისეთი ცნებების შეტანას, როგორიცაა: ლიბერალური ღირებულებები, ტოლერანტობა და გენდერული იდენტობა. რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში და რას მიიღებს ამით საზოგადოება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს ქეთი პაპავას ესაუბრა.

ქალბატონო ქეთი, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების დროს, თუნდაც „მე და საზოგადოებას“ განხილვა ავიღოთ, ყველაზე ნაკლებად ისმის პედაგოგების ხმა. ხოლო ის ძალები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ, აცხადებენ, რომ დაამარცხებენ ლიბერალიზმს განათლებაში. თქვენ როგორც პედაგოგი, ხედავთ თუ არა საფრთხეს ამაში და როგორი იქნება განათლება ლიბერალიზმის გარეშე?

ლიბერალიზმის ფაშიზმთან შედარება არის მომაკვდინებელი რამ, რადგან ევროპული ღირებულებები სხვა არაფერია, თუ არა ის ღირებულებები, რაც ქართველს ოდითგანვე ჰქონდა. იგივე აღმაშენებელი ავიღოთ, ვისითაც მოგვაქვს ხოლმე თავი, მისი პოლიტიკაც იმაში მდგომარეობდა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივად ყოფილიყო ძლიერი, განათლებული და ადამიანებს ჰქონოდათ იმის განცდა, რასაც დღეს სამოქალაქო თვითშეგნებას ვეძახით. ამიტომ, ეს საგანი სკოლებში გაცილებით ადრე უნდა შემოგვეტანა. გული მწყდება იმაზე, როცა ქვეყანაში გვყავს პოლიტიკოსები თუ საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მსგავსი განცხადებებით გამოდიან. დარწმუნებული ვარ, მათ კარგად იციან რაში მდგომარეობს ამ საგნის როლი, მაგრამ მაინც პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ლაპარაკობენ ასე.

ის მწერლები, ვისითაც ქართული საზოგადოება ამაყობს, იქნება ეს ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა თუ მიხეილ ჯავახიშვილი, სწორედ ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნებიან. ლიბერალიზმთან ბრძოლა ნიშნავს თუ არა ამ ადამიანების იდეებთან ბრძოლას?

სწორედ ამის თქმა მინდოდა, ჩვენ ვასწავლით მოზარდებს „ვეფხისტყაოსანს, „ალუდა ქეთელაურს, „სტუმარ-მასპინძელს“, ამათ აფორიზმებზე ვზრდით თაობას. ის ფასეულობები, რასაც ჩვენი საამაყო მწერლები გვასწავლიან, სხვა არაფერია თუ არა ლიბერალური ფასეულობები. თუ ჩვენ ამის გვეშინია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ერი უნდა მოვკლათ. 21-ე საუკუნეში ვერ ვასწავლით ბავშვებს იმას, რასაც გვასწავლიდნენ ჩვენ. მე-3, მე-4 კლასი ის საფეხურია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ზრდასრული ადამიანის ჩამოყალიბებაში.

 ლიბერალიზმი, ტოლერანტობა და ა.შ. ეს არის სიახლე, თუ იმის გახსენება, რაც დაგვავიწყა საბჭოთა კავშირმა, საბჭოთა განათლებამ?

ხშირად, რასაც ჩვენ ქართულ ტრადიციას ვეძახით, არის 70-წლიანი მანკიერი საბჭოთა პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი, თუმცა საზოგადოების რაღაც ნაწილში ამის ნოსტალგია ჩაბუდებულია. რის სწავლაზე მიდის საუბარი? მშობლისა და შვილის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან ურთიერთობა, რა სახელმწიფო სიმბოლოები არსებობს, რა საგზაო ნიშნებით უნდა ისარგებლონ ბავშვებმა, როგორ უნდა გამოიყენონ საინფორმაციო ტექნოლოგიები და ა.შ. ამას ეძახიან ჩვენი ოპონენტები გარყვნას? ჩვენ უნდა ვუთხრათ ბავშვებს რა არის სიმართლე. თუ ტაბუირებულს გავხდით თემას, ეს უფრო მიმზიდველი გახდება მათთვის. თუ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას, უფრო დაცულები იქნებიან. მოზარდებმა არ უნდა იცოდნენ მათი სხეული რა ცვლილებას განიცდის სხვადასხვა ეტაპზე? „არ გვასწავლიდნენ, მაგრამ ვიცოდითო“ რომ გვეუბნებიან, სწორედ ამას იმკის ჩვენი თაობა. დავაკვირდეთ როგორია ნაადრევად ოჯახების შექმნის და შემდეგ ნგრევის სტატისტიკა. რამდენად მაღალია ოჯახში ძალადობა, გაუცხოება. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთს. დღეს ყველა კარგ მასწავლებელს ინტეგრირებული აქვს გაკვეთილი. მეც ინგლისურის სპეციალისტი ვარ, მაგრამ ათიდან ცხრა გაკვეთილი ინტეგრირებული მაქვს სამოქალაქო განათლების საკითხებთან. განათლების სისტემაში ჩადებულია სწავლა-სწავლების პრინციპი, რაც არის განსხვავებულობა, მრავალფეროვნება, მომავალი პროფესიის არჩევანი და ა.შ. რა არის ამ ყველაფრის სწავლებაში ცუდი?

ბავშვები პატარაობიდანვე სარგებლობენ ინტერნეტით, ფილმებს უყურებენ და ბევრი კითხვა შეიძლება გაუჩნდეთ ადრეულ ასაკში. იმის თქმა, რომ მეოთხეკლასელთან სამოქალაქო თემებზე საუბარი ნაადრევია ან გარყვნილებისკენ ვუბიძგებთ, რეალობაა თუ დემაგოგია?

ჩვენი ერი არ გადაგვარებულა კომუნიზმის დროს, როცა მართლა მიზანმიმართულად მუშაობდნენ, მით უმეტეს ახლა არ მოხდება ეს. თანამედროვე ბავშვი ინფორმაციით იბადება და განსხვავებულად ვითარდება. მათთვის „პლანშეტის“, ინტერნეტის გარეშე ყოფნა იგივეა, რაც ჩვენთვის 90-იანებში შუქის გათიშვა იყო. ამიტომ აუცილებელია ამ პროცესის სწორად წარმართვა და არა სირაქლემას პოზაში დგომა.
 ხომ არ გაიხსენებთ კონკრეტულ კითხვებს, რასაც ბავშვები ხშირად სვამენ და რის განმარტებასაც ეწინააღმდეგებიან დღეს ცალკეული პირები?

ბავშვები კითხვებს სვამენ ხშირად ბიოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით. დღეს იმდენად სწრაფად მიმდინარეობს აქსელერაცია მოზარდებში, რომ აუცილებელია ამ ტემპს მშობლებმა და პედაგოგებმაც ავუღოთ ალღო. თუ მე მსგავს საკითხებზე კითხვები მიჩნდებოდა 14-15 წლის ასაკში, დღეს უკვე 8-9 წლის ასაკში აქვთ მსგავსი კითხვები. ვფიქრობ, გოგონამაც და ბიჭმაც უნდა იცოდეს რა ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ეტაპზე და რა სირთულეები ახლავს ამას. რას განიცდის დედა შვილის დაბადებისას და რა შეიძლება მოჰყვეს დაუცველ სექსუალურ ურთიერთობას.

გენდერი, სექსუალური უმცირესობა, ლიბერალიზმი, ტოლერანტობა, – როდის უნდა განვუმარტოთ ბავშვებს ამ სიტყვების მნიშვნელობა, როცა კითხვები ჩნდება, თუ კონკრეტულ ასაკს უნდა დაველოდოთ?

შეკითხვა უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ, რა ასაკშიც არ უნდა გაჩნდეს ის. რა ფორმით ავუხსნით, ეს მეთოდიკაზეა დამოკიდებული. ჩემმა შვილებმა იციან, რომ შვილი შეიძლება ჰყავდეთ ერთი და იმავე სქესის ადამიანებსაც, რადგან არსებობს ხელოვნური განაყოფიერება. ჩვენი შვილები უსმენენ მუსიკას, უყურებენ ფილმებს, მათი საყვარელი მომღერლების, მსახიობებისა თუ მწერლების ცხოვრებას ეცნობიან და ასეთი კითხვები აუცილებლად გაჩნდება. თუ ჩვენ გვინდა ბავშვების სწორად აღზრდა, უნდა მივცეთ მათ ზუსტი ინფორმაცია. აღზრდა ეს არის მოდელირება. ცნობილი ფორმულაა განათლებაში: მითხარი – გავიგონებ, მაჩვენე –  დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე – სამუდამოდ ჩაჯდება ჩემს უნარ-ჩვევებში. ჩვენ თუ კარგი მოდელები არ ვიქნებით, რაც არ უნდა ვიძახოთ – პატივი უნდა სცეს შვილმა მშობელს ან ქმარმა ცოლს, არაფერი გამოვა. სკოლას დიდი როლი აქვს პიროვნების ფორმირებაში. „თქვენი უფრო სჯერა“, – ხშირად გვესმის მშობლებისგან. თუ არ განვავითარეთ უნარები, სრულფასოვან მოქალაქეს ვერ გავზრდით. სკოლა ასწავლის თანადგომას, მოთმინებას და ამით ვზრდით მდგრად სოციალურ ფენას, რომელიც მზად იქნება დაიცვას ის ღირებულებები, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

თქვენი აზრით, რა შეცდომებს უშვებს განათლების სამინისტრო ამ თემების განხილვისას?

მომწონს, რომ განათლების სამინისტრო არის ღია და სირთულეების მიუხედავად მიმდინარეობს დისკუსია, მაგრამ სამინისტროს არ უნდა დაავიწყდეს, რომ განათლების პოლიტიკის გამტარებელი არის თვითონ. ვფიქრობ, შეძლებს დაუმტკიცოს ყველა ოპონენტს, რატომ არის „მე და საზოგადოებას“ სწავლება აუცილებელი სკოლაში.

 მასწავლებლები რატომ არჩევენ დუმილს? იმიტომ ხომ არა, რომ მათაც არ აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა?

სკოლა, პედაგოგები, მმართველი გუნდი უნდა იყოს ერთიანი ამ საკითხებზე. როცა ერთი მასწავლებელი ამბობს, „ეს არის შავი“, მეორე – „ნაცრისფერი“, თავისთავად იხლიჩება ფასეულობები, ამიტომ პედაგოგები საერთო ღირებულებებით უნდა საზრდოობდნენ. ასევე, სკოლა მთლიანად უნდა დაიცალოს პოლიტიკური და რელიგიური გავლენებისგან, – არასწორი და ზედმეტი ჩარევით რელიგიის დემონიზაციასაც ვახდენთ და ადამიანებს რწმენის ნაცვლად საპირისპიროსკენ ვუბიძგებთ. სკოლა უნდა იყოს მედიატორი, უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ განსხვავებული მრწამსის, აზრის, კანის ფერისა და ფიზიოლოგიურად განსხვავებული ადამიანები.

პოლიტიკური დისკუსია – რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი

ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 218 საშტატო ერთეულით გაიზარდა. აქ დასაქმებისთვის კონკურსის გამოცხადება სავალდებულო არ არის. წლების განმავლობაში ა(ა)იპ-ები მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური აქტივისტების დასაქმების ადგილად სახელდება. სასამართლო პროცესებს იგებენ ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

რისთვის იყენებს ა(ა)იპ-ებს ბათუმის მუნიციპალიტეტი – ამ თემაზე პარასკევს, 5 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება პოლიტიკური დისკუსია, რომლის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი მიქელაძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე,  კობა ჩხეიძე – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და ჯუმბერ კახიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

დისკუსიის ორგანიზატორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

 

 

 

სარფში გზაც და პლაჟიც გაფართოვდება [ფოტო]

სარფში მიმდინარე სამუშაოები ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით ზღვისკენ გაფართოვებას ითვალისწინებს. 342 მეტრ სიგრძეზე აშენდება ბეტონის ტალღამრიდი კედელი გზის დასაცავად. ამ კედელსა და ზღვას შორის პლაჟზე კი დამატებით ამ ბოლოს შეტანილია 92 300 კუბ/მ ბალასტი [ქვიშა].

ბალასტის შეტანა სასაზღვრო გამშვები პუნქტის შენობასთან გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისთვისაც გახდა საჭირო – პლაჟზე გაკეთდა დროებითი გზა, შენობასთან მისასვლელად. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს გზა დარჩება პლაჟზე და ზღვის შტორმის დროს ამ ქვიშის ხარჯზე პლაჟიც გაფართოვდება.

„სარფში გზის გაფართოვების პროექტი უკვე დამტკიცებულია, ველოდებით ლიცენზიის გაგრძელებას ინერტული მასალების მოსაპოვებლად, შემოტანილი იქნება საჭირო სამშენებლო მასალებიც და სადღაც ერთ კვირაში სამუშაოები განახლდება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სამშენებლო უბნის უფროსმა ზვიად სანიკიძემ. მისივე თქმით, ზღვის სეზონის დაწყებამდე სამუშაოები აუცილებლად დასრულდება.

ტალღამრიდი კედელი იქნება 9,3 მეტრი სიმაღლის, აქედან 2,5 მეტრი ზღვის დონეზე დაბლა, ხოლო მაგისტრალის სავალი ნაწილიდან პარაპეტის დონეზე. პარალელურად გაგრძელდება ბეტონის ტეტრაპოდების ჩაწყობა ზღვის სანაპიროზე კვარიათის მიმართულებით.

კვარიათსა და სარფში ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელიც სახელმწიფოა. მთლიანობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოებისთვის, პროექტით 58 758 920 ლარია გათვალისწინებული.

sarfi (1)

sarfi (5)

sarfi (4)

sarfi (2)

sarfi (7)

sarfi (6)
სარფი / თედო ჯორბენაძის ფოტოები

 

პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია

ორივე ფოტო ბათუმში, კ. გამახურდიასა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული. განსხვავება დროშია. დღეს ზუბალაშვილის 17-ში მდებარე სახლი სიმაღლეში იზრდება, ჭადრები კი პალმებმა ჩაანაცვლა.

„მოსახლეობის კოლექტიური განცხადება იყო შემოსული და მოითხოვეს ხეების მოჭრა. მანამდეც გვქონდა ეს ხეები მონიშნული, რადგან ძალიან დაზიანებული იყო,“ – გვითხრა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ.

იგივე დაგვიდასტურეს ზუბალაშვილის 17-ში. მოსახლეობის თქმით, ჭადრები შემაწუხებელი იყო, ხოლო პალმები თავად დარგეს მას შემდეგ, რაც გამწვანების სამსახურისგან ნეკერჩხლის პატარა ნერგების დარგვის შეთავაზება მიიღეს.

რატომ აღმოჩნდა გადამწყვეტი კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები ადამიანების აზრი, როცა ხე საზოგადოებრივ სივრცეში, ტროტუარზე უნდა დარგულიყო? „არც აქვთ უფლება, მაგრამ როცა იქ ნეკერჩხლის ნერგები მივიტანეთ, გამოვიდა 15-20 კაცი და უარი გვითხრა. ჩვენც კონფლიქტს ავარიდეთ თავი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეთერ მაჭუტაძე.

არის თუ არა განსაზღვრული, რა უნდა დაირგოს ბათუმის ქუჩებში? ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ რეგულაცია არსებობს და ნარგავებიც ერთ სისტემაში ეტაპობრივად მოექცევა: „მაგ ქუჩაზე ბევრი რამაა შესაცვლელი გამწვანების კუთხით. აუცილებლად ჩავანაცვლებთ ამ პალმებსაც“

palma

გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, წელს მერიაში სულ 36 განცხადებაა შესული ხეების მოჭრაზე. აქედან 6 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 12 შემთხვევაში კერძო საკუთრება დადგინდა. ამავე სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს, ბათუმის ტერიტორიაზე 151 განცხადება დაიწერა ხის მოჭრის მოთხოვნით და აქედან მხოლოდ შვიდს ეთქვა უარი. „მოჭრილი ხეების დიდი ნაწილი გონიო-სარფის, ასევე მახინჯაურში მდებარეობდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გამწვანების სამსახურის თანამშრომლემა ავთანდილ ტარიელაძემ.

შოთა გუჯაბიძის ფოტო
შოთა გუჯაბიძის ფოტო

 

თურქ მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს

9 მარტს, საქართველოში თურქეთის საკონსულოს ინიციატივით, აჭარაში მომუშავე თურქ მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაზე, ასევე საბაჟოდა მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებზე განმარტებები მიაწოდეს.

სასტუმრო „ლეო გრანდში“ ბიზნესმენებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლდიმერ ხუნდაძე და მომსახურების დეპარტმენტის უფროსი გიორგი ბუბუტეიშვილი შეხვდათ.

თურქეთის საკონსულოს განმარტებით, შეხვედრის მიზანი თურქი ბიზნესმენების საგადასახადო ინფორმირებულობის ამაღლებაა, თუმცა რამდენიმე ბიზნესმენმა პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება.

მაგალითად, კომპანია „ჯეო ფაბრიკის“ ხელმძღვანელმა, საინ მიშიდმა თქვა, რომ ვერ იღებს ევრო სერთიფიკატს ძაფზე, რომელსაც საქართველოში აწარმოებს. ამ სერთფიკატის გარეშე კი პროდუქტი ვერ გადის ევროპის ეკონომიკურ ზონაში.

„სერთიფიკატს მიიღებს ის მწარმოებელი, ვისაც ნედლეული შემოაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ან ეს ნედლეული საქართველოშია შექმნილი“ – განმარტა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ.  მისი შეფასებით, ამ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი საკითხი, რამაც სისტემური ხარვეზი, ან პრობლემა გამოავლინა. „ბიზნესმენებს ამომწურავად განვუმარტეთ მათთვის საინტერესო საკითხები“ – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე.

 

შშმ ბავშვებისთვის ბათუმის 26-ე სკოლაში ახალი სახელოსნო გაიხსნება

10 მარტს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯგუფებისათვის შემოქმედებითი სახელოსნოები გაიხსნება.

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ ჩაატარა. საკლასო ოთახები, სახელოსნოები, სამედიცინო კაბინეტი, შესაბამისი სველი წერტილი ადაპტირებულია.  სამუშაოების ღირებულებამ  150 095 ლარი შეადგინა. ინვენტარის შეძენისთვის კი 40 000 ლარი დაიხარჯა.

„ამ პერიოდისათვის ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 33 მოსწავლე  სწავლობს. სახელოსნოში  მოქმედებს  თიხის დამუშავების საამქრო, სადაც ბავშვები თიხის დამუშავების ტექნოლოგიას და გაფორმებას ისწავლიან. ასევე, კვილინგზე და ბატიკაზე მუშაობას. იგეგმება სამკერვალო ჯგუფის გახსნაც,“-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

 

5180cc0a-10b6-438a-8aab-c5dbb6d039a7

 

განათლების სამინისტროს დაფინანსებით, სახელოსნოში მომუშავე ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ორჯერადი კვებით, „რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სახელოსნოებში ხუთ საათამდე იმუშაონ.

მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც 150 000 ლარად ელექტრონული ტენდერის მეშვეობით იქნა შეძენილი. სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბავშვებს მაისიდან მოემსახურება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა უმაღლეს საბჭოს: უსკოს შესახებ კანონის ამ ფორმით შეცვლას არ ვეთანხმებით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ისე როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, ნუ შეიტანს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს იმ ფორმით, რასაც ითვალისწინებს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც  დეპუტატ ირაკლი (მაილო) ჯაშს ეკუთვნის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოსაზრებებს ამ საკუთხზე გთავაზობთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზაციამ გაავრცელა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში 1 მარტს დარეგისტრირებული ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში ცვლილებებს, რომლის მიზანიც განმარტებითი ბარათის მიხედვით არის: „ერთმანეთისგან გამიჯნოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უსკოს კომისიის წევრების არჩევის საკითხი. უფრო ნათელი გახადოს უსკოს არჩევის პროცედურა“.

განმარტებით ბარათში დეკლარირებული მიზნის მიღწევა ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, რადგან მოქმედი კანონი ამ თვალსაზრისით საჭიროებს დახვეწას და უფრო  ნათლად დარეგულირებას. თუმცა, კანონპროექტის ტექსტის ანალიზისას ცხადი ხდება, რომ კანონპროექტით ხარვეზების გასწორების გარდა ასევე იცვლება სხვა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, მცირდება უსკოს წევრთა ასარჩევად უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა.

მოქმედი კანონდებლობით, უსკოს წევრის ასარჩევად აუცილებელია უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ცვლილების თანახმად კი საკმარისი გახდება დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის  ერთი მესამედისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად უსკოს წევრის ასარჩევად საკმარისი იქნება უმაღლესი საბჭოს 18 წევრიდან 7-ის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც მოქმედი კანონით ამისთვის მინიმუმ 11 წევრის ხმა არის აუცილებელი. ეს უსკოს დაკომპლექტების წესის არსებითი ცვლილებაა, ხდება უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირება. გაუგებარია, თუ რა აუცილებლობით არის ნაკარნახები ამ გადაწყვეტილების მიღება, განმარტებითი ბარათის მიხედვით, სადაც კანონპროექტის მიზნები არის აღწერილი, ამ ცვლილების შესახებ არაფერია ნახსენები და მხოლოდ მოქმედი კანონის ხარვეზების გასწორებაზეა საუბარი. მხოლოდ განმარტებით ბარათის იმ ნაწილში, სადაც კანონპროექტის არსზეა საუბარი ნახსენებია, რომ „…უსკოს თავმჯდომარის და წევრის არჩევის საკითხი იცვლება და შესაბამისობაში მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან. უსკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.“ თუმცა ასევე სრულიად გაუგებარია თუ რა იგულისხმება ამ წინადადებაში, რადგან მოქმედი კანონიც შესაბამისობაში არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცვლილებები მოქმედ კანონში ხარვეზების გასწორების გარდა ითვალისწინებს უსკოს წევრის არჩევის კვორუმის დაწევას, რაც არსებითი ცვლილებაა და შეამცირებს უსკოს წევრის/თავმჯდომარის ლეგიტიმაციას. კანონპროექტში არ არის მოყვანილი ამ ცვლილების აუცილებლობის დასაბუთება, განმარტებით ბარათში ფაქტობრივად მხოლოდ ხარვეზების გასწორებაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში ამ ცვლილების შეტანა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბათუმის სამშობიარო სახლი ხელისუფლებას იჯარის ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთხოვს –  მოთხოვნა სამშობიაროს ექიმებმა დღეს კლინიკაში მისულ ჯემალ ფუტკარაძეს გააცნეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. საუბარია სამშობიარო სახლის შენობაზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად რჩება. 2013 წლიდან სამედიცინო დაწესებულება აქ მომუშავე 188 ექიმის საკუთრება გახდა, მაგრამ სამშობიარო აჭარის მთავრობას ყოველთვიურად 20 ათასს ლარს უხდის შენობის იჯარისთვის. ხელშეკრულების ვადა 2018 წლის იანვარს იწურება.

შეხვედრაზე სამშობიარო სახლის ექიმებმა, რომლებიც ამავდროულად სამშობიაროს მესაკუთრეებიც არიან, ამ სფეროში გააქტიურებულ კონკურენციაზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი ისტორიული სამშობიაროს გადარჩენას ინვესტორების დაინტერესებაში ხედავენ.

„ამჟამად დამფუძნებლები მოგებაზე ვერ ვმუშაობთ. რასაც ვშოულობთ, განვითარებაში ვდებთ. ჩვენ გვინდა გავაფართოვოთ სამედიცინო საქმიანობის პროფილი“ – ამბობს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუკრი ბეჟანიძე. ექიმები ხელისუფლებას სთხოვენ, მინიმუმ 10 წლიანი იჯარის ხელშეკრულება დაიდოს, რაც ინვესტორის დაინტრესებას გამოიწვევს.

ჯემალ ფუტკარაძე სამშობიარო სახლის ინიციატივას ეთანხმება და უმაღლესში საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ, მთავრობისთვის მიმართვას აპირებს.

საია უმაღლეს საბჭოს: არ დაუჭიროთ ცვლილებათა პროექტს მხარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერილობით მიმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს და კიდევ 8 დეპუტატს. საიას განცხადება ეხება ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში. მოქმედი კანონით, 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში ითვლება უსკოს თავმჯდომარე არჩეულად.

საიას მიერ მომზადებულ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის ინიციატივას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებას.

უდავოა, რომ კანონის არსებული ჩანაწერი, რომელიც ეხება უსკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას არ არის საკმარისად გამჭვირვალე და იძლევა მისი ინტერპრეტირების შესაძლებლობას. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში აჭარის არ უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარის არჩევის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

თავის მხრივ, მისასალმებელია საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ყველა ცვლილება, რომელიც უფრო ცხადსა და ნათელს გახდის უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის რეგულაციებს. მაგრამ შეშფოთებას იწვევს კანონპროექტის ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება უსკოს თავმჯდომარისა და  წევრების  არჩევა  უმაღლესი საბჭოს წევრთა ერთი მესამედით, ანუ 7  ხმით.

მიგვაჩნია, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების თანამდებობა მიეკუთვნება იმ რანგს, რომელიც მაღალი პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდეს. შესაბამისად, მისი არჩევა უნდა მოხდეს მაღალი კვორუმით და აჭარის არ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ყველა  პოლიტიკური ჯგუფის ჩართულობით.

მიუხედავად აჭარის არ უმაღლეს საბჭოში განვითარებული პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევას  უკავშირდება, გამოსავალი ნამდვილად არ არის კანონში ცვლილების ამ სახით განხორციელება, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს ანგარიშვდლებულების მაღალ სტანდარტს.

ამასთან, ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ კანონპროექტი ინიცირებულ იქნა უმაღლეს საბჭოში მას შემდეგ, რაც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა კანონით დადგენილი 11 ხმა ვერ მოაგროვა და საჭირო გახდა კონკურსს თავიდან გამოცხადება. აღნიშნული გარემოებები კი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ცვლილებები ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ აჭარის არ უმაღლეს საბჭოს  არ დაუჭიროს წარდგენილ ცვლილებათა პროექტს მხარი, რათა ამით თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობა“.

2 მილიონზე მეტი ბათუმის ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების ფონდში გადაირიცხება

ბათუმის საკრებულო 10 მარტის რიგგარეშე სხდომაზე ერთადერთ საკითხს – ქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებს. ცვლილება ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტიდან 2 060 900 ლარის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხება. ეს თანხა მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის იყო გათვალისწინებული.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების პროგრამის დაფინანსების მიზნით, ქვეყნის მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ წარმონაქმნებს „თხოვა“, რომ თავიანთ ბიუჯეტებში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი  გადარიცხონ ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში. ამავე ფონდში უნდა გადაირიცხოს ის თანხაც, რაც ზემოაღნიშნულ სუბიექტებს 2017 წლისთვის ჰქონდათ [ან ექნებათ] გათვლილი ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ბათუმის საკრებულოს უფლება აქვს გაითვალისწინოს მთავრობის თხოვნა და ზემოაღნიშნული თანხა გადაურიცხოს ფონდს, ან არ გაითვალისწინოს და ფეხბურთის მხარდაჭერა [კლუბების დაფინანსება და სხვა] თავად მუნიციპალიტეტმა გააგრძელოს. ჩვენი ინფორმაციით, საკრებულო მხარს დაუჭერს თანხის გადარიცხვას, რის შემდეგადაც ბათუმში ფეხბურთის სფეროს დაფინანსება ფონდის მიერ განხორციელდება.

ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო/ვიდეო]


დღეს ბათუმში, უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

უკრაინელი მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მსოფლიოს მასშტაბით იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.



 

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

3 მარტს ნადია სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.

„თაობათა ურთიერთობა“ – შეხვედრა ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან ბათუმში

კვირას, 13 მარტს, 16 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე: „თაობათა ურთიერთობა“.

დისკუსიაზე მოხსენებას გააკეთებს ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი, რეაბილიტაციის ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი და თერაპიული პროგრამის ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება „გაზეთ ბათუმელებში“.

დისკუსიათა ციკლი ხორციელდება პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.

„დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) დაფინანსებით.

ქედის გამგეობა ამბულატორიებისთვის ავტომობილებს შეისყიდის

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პირველი მაისისა და მერისის ამბულატორიებისათვის მაღალი გამავლობის ავტომობილების შესასყიდად ტენდერი პირველ მარტს 54 000 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ქედის გამგეობას 2015-2016 წელში გამოშვებული და ექსპლუატაციაში არ მყოფი, ბენზინზე მომუშავე, თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და განბაჟებული ავტომობილი უნდა შეუსყიდოს. ავტომობილები სპეციალური ხმოვანი საყვირით, ციმციმათი, სტანდარტული დამონტაჟებული საკაცითა და სამედიცინო ჩანთით უნდა იყოს აღჭურვილი.

ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა მაღალი გამავლობის ავტომობილები ქედის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

სატენდერო წინადადებების მიღება დღეს, 9 მარტს, დასრულდა. ტენდერში განაცხადი მხოლოდ ერთ პრეტენდენტს აქვს შეტანილი – ინდმეწარმე მანუჩარ დუმბაძეს, რომელიც მუნიციპალიტეტს ავტომობილებს 52 400 ლარად სთავაზობს.

 

უმაღლეს საბჭოში შექმნილი მე-7 ფრაქციის დაფინანსების საკითხს ბიურო განიხილავს

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან ამჟამად თანამდებობის გარეშე დარჩენილია მხოლოდ ორი დეპუტატი – ეკა თარგამაძე და მიხეილ მჟავანაძე.  საბჭოში უკვე მე-7 ფრაქცია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მისი დაფინანსების საკითხს ბიურო ამ წუთებში განიხილავს. პროექტის მიხედვით, ფრაქცია „თანასწორობა“, სავარაუდოდ, 27 ათას ლარს მიიღებს, რაც მხლოდ სამი თვის ბიუჯეტი იქნება. ახალი ფრაქციის ხარჯები არ გაზრდის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტს. ფრაქციისთვის ფული საბჭომ რეზერვისა და თანხის გადანაწილებით გამოყო. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი  წლიურად დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი ფრაქცია „თანასწორობა“ უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ შექმნეს. ერთი ფრაქციის შენახვა უმაღლეს საბჭოს წლიურად დაახლოებით 108 ათასი ლარი უჯდება. ამას ემატება ავტომანქანა, რომელიც ფრაქციას ემსახურება და საწვავის ხარჯი.

უმაღლესი საბჭოს ფრაქციაში მინიმუმ 3 წევრი მაინც უნდა იყოს. საბჭოში სულ 21 წევრი და 7 ფრაქციაა, ამდენად, საკანონმდებლო ორგანომ ფრაქციის შექმნის ლიმიტი ამოწურა.

 

 

დამატებითი მოთხოვნები მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შუახევში

შუახევის საკრებულომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციები დაადგინა. მოქალაქემ, ვისაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მინიჭება სურს, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად სტატუსის მინიჭების საბჭოს უნდა წარუდგინოს იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ. საქართველოს შესაბამისი კანონით კი ორი მოწმის განცხადებას დამოწმება არ სჭირდება.

ამასთან, კომისიაში წარსადგენ „დოკუმენტებს ან მასალებს, მათ შორის ფოტოსურათებს, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას“, თან უნდა დაერთოს გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი მიმართვა ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადასტურების თაობაზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ ქარცივაძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის შემოღება განაპირობა იმან, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტში გადმოგზავნილ ერთიან სიაში ბევრი ადგილობრივი მცხოვრები იყო გამორჩენილი. ამ რეგულაციებით კი მათთვის სტატუსის მინიჭება გამარტივდა იმ გაგებით, რომ შესაბამისი კომისია დაეყრდნობა აღნიშნულ დოკუმენტებს და ნაკლები დრო დაიხარჯება გადამოწმებისთვის.

„ამჯერად მოქალაქე წარმოადგენს ორი მოწმის განცხადებას, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს ამა თუ იმ დასახლებაში და კომისია ამ განცხადების საფუძველზე მიანიჭებს სტატუსს. ოღონდ, ეს განცხადება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან/და გამგებლის წარმომადგენლის მიერ. თუმცა, გამგებლის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა აწერდეს ხელს.“

ე.წ. ერთიან სიაში შეყვანილნი არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები, ასევე პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სხვ. ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა და სურს სტატუსის მინიჭება, მან უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ სტატუსის მინიჭების საბჭოს. საბჭოს წარმომადგენლის, ზვიად დიასამიძის განცხადებით, შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უკვე მიენიჭა 14 ათასამდე მოქალაქეს. შუახევის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს კანონით, „16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს წარმოეშობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება.“

შუახევის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით კი, ზემოაღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონიერი წარმომადგენლის განმარტებითი ბარათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობის შესახებ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამავე თემაზე:

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

ცვლილება კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, თუ დავით კვაჭაძის ასარჩევად?

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვერ არჩევისა და ხელახალი კონკურსის დაანონსების შემდეგ, კანონში „ბუნდოვანი ჩანაწერის“ დასაზუსტებლად, უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა კანონპროექტი მოამზადა და უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ მეთოდით არჩეული უსკოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს შექმნას უკვე ორჯერ ჩავარდნილი დავით კვაჭაძის ასარჩევი პირობები.

ირაკლი (მაილო) ჯაშის პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის იმ მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბუნდოვანი ჩანაწერი“ უწოდა. არჩილ ხაბაძემ სწორედ ამ მიზეზით ახსნა უსკოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება.

წარდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში. უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი იცვლება და მათ ასარჩევად საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად, საკმარისი იქნება სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ნება, არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

ირაკლი ჯაშის მიერ ინიცირებული პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიურომ პირველ მარტს განიხილა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია, თუმცა ბიურომ 7 ხმით 3-ის წინააღმდეგ ის მაინც დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა ბიუროს წევრმა მედეა ვასაძემ არ მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ბიუროს წევრებმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ირაკლი (მაილო) ჯაშის პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო უსკოს თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევს მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანდიდატის უმაღლეს საბჭოში წარდგენიდან არა უგვიანეს 14 სამუშაო დღეში. უსკოს თავმჯდომარე არჩეულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შედეგად ხმები გაიყო, წარმოდგენილ კანდიდატს იმავე დღეს კიდევ ერთხელ ეყრება კენჭი. თუ იგივე შედეგი დაფიქსირდა ან არ იქნა არჩეული უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მაშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია 3 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარეობის ვაკანსიაზე წარუდგინოს იგივე კანდიდატი, ან ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა იწყება თავიდან. იმავე კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში კი პროცედურები მეორდება. თუ კვლავ არ იქნა არჩეული უსკოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 3 დღის განმავლობაში აცხადებს კონკურსს, რომელში მონაწილეობის უფლებაც აღარ ექნება ყოფილ კანდიდატს.

ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში
ბიუროს სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

იმისათვის, რომ სხდომა ჩატარდეს, საჭიროა კვორუმი. კვორუმის მისაღწევად 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში სხდომას 11 დეპუტატი მაინც უნდა დაესწროს. გამოდის, 11 დეპუტატიდან 6-მა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარი რომ დაუჭიროს, ის არჩეულად ჩაითვლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით წესდება უსკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე არჩევის დაბალი კვორუმი, რაც გამორიცხავს უსკოს წევრებისა და თავმჯდომარეების ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხს: „უმაღლეს საბჭოში მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს და ზემოაღნიშნული ცვლილებებით გამოირიცხება ოპოზიციის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ინიციატივა მორგებულია კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესსა და კანდიდატზე“.

უმაღლესი საბჭოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ჯაშის მიერ შეთავაზებული კანოპროექტი ბოიკოტის რეჟიმში ჩადგომას აიძულებს იმ დეპუტატებს, რომლებიც კონკრეტული პირის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ: „სხდომას, სადაც უსკოს თავმჯდომარე ვერ ავირჩიეთ, თავისუფალი დემოკრატები ვესწრებოდით, მაგრამ კენჭისყრაში არ მივიღეთ მონაწილეობა. ამ პროექტის მიღების შემთხვევაში კი გამოვა, რომ ბოიკოტის რეჟიმში უნდა გადავიდეთ“.

ირაკლი (მაილო) ჯაშის თქმით, მისი პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, კოლეგა დეპუტატებს დაეხმარება სხდომაზე მისვლის ვალდებულება კარგად გააცნობიერონ. მისი განმარტებით, აბსურდულია მოსაზრება, რომ კანონპროექტი ერთი კონკრეტული პირის, დავით კვაჭაძის უსკოს თავმჯდომარედ არჩევას ემსახურება.

ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არ აღმოფხვრის უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის ხარვეზებს და არ არის მიმართული არჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ. ორგანიზაცია მოუწოდებს უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი: „შემოთავაზებული ცვლილებები იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვნად დააზარალებს უსკოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას“.

ცოტა ხნის წინ, კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცედურების გავლის შემდეგ, ანუ პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ ბუნდოვანია საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავმჯდომარე უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას, დავით კვაჭაძეს, კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე-მესამე ცდაზე კენჭისყრა კვორუმის არ არსებობის გამო არ ჩატარდა.

უსკოს თავმჯდომარეობის განმეორებითი შესარჩევი კონკურსი, რომელიც არჩილ ხაბაძემ უკვე გამოაცხადა, 10 მარტს დასრულდება.

მიმდინარე კვირაში აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კონკურსანტი უკვე დარეგისტრირდა. ერთ-ერთი მათგანი დავით კვაჭაძეა.

დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კონკურსანტი უკვე დარეგისტრირდა. ერთ-ერთი მათგანი დავით კვაჭაძეა, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ პირველჯერზე მხარი არ დაუჭირა. ამ დროისთვის უსკოს თავმჯდომარეობის სურვილი კიდევ ერთმა მოხელემ – ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ის სპეცილისტმა დავით ფარტენაძემ დაადასტურდა.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად განაცხადების შეტანის ვადა ორ დღეში, 10 მარტს იწურება. სავარაუდოდ 12 მარტს კომისიამ უკვე შერჩეული კანდიდატები მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს უნდა წარუდგინოს. მთავრობა კონკურსს იმავე საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად ჩაატარებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბუნდოვანი უწოდა და უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

ამ დრომდე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად არ დარეგისტრირებულან წინა კონკურსზე კომისიის მიერ შერჩეული უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარმენ ჯალაღონია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარცივაძე. დარეგისტრირდებიან თუ არა ისინი ისევ კონკურსანტებად, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

კომისიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე ხელმძღვანელობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი, მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გაბაიძეა.

კომისიის მდივნის როლანდ შარაშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უსკოს თავმჯდომარის პოსტზე ორი, ხოლო უსკოს წევრის ვაკანსიაზე 12 კონკურსანტია დარეგისტრირებული: „მათ შორის ერთს ან თავჯდომარეობა უნდა, ან წევრობა“.

როლანდ შარაშიძემ  უკვე დარეგისტრირებული კანდიდატების ვინაობა „ბათუმელებთან“ არ გაამხილა.

მთავრობა ხელახალ კონკურსს იმავე საკანონმდებლო ნორმით ჩაატარებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბუნდოვანი უწოდა. ამასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია განმარტა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, დავთ გაბაიძემ: „კომისია გაყვება იმ კანონს, რომელიც არის მოქმედი, მიუხედავად იმისა, ბუნდოვანია, ხარვეზიანი თუ ძნელად განჭვრეტადი. ხელისუფლება და ჩინოვნიკებიც ვალდებული ვართ, მივყვეთ იმ კანონს, რომელიც გვაქვს. პირველ შემთხვევაშიც მივყევით მას. უბრალოდ ეს არის განმარტების სხვადასხვაობა. ყველა ფიქრობს, რომ მისი განმარტება არის სწორი და რატომ უნდა დავუშვათ, რომ პეტრეს ( გულისხმობს უმაღლესი საბჭოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“) განმარტებაა სწორი და ჩვენი არა. მითუმეტეს, როცა ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც საიაა, ჩვენს პოზიციას ემხრობა, თუნდაც ხელახალ კონკურსთან დაკავშირებით. ვგულისხმობ პოზიციას, რომ კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადებულიყო. ბუნდოვანი რომაა ნორმა, ამაზე ყველა ვთანხმდებით…

არ არსებობს საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც  პირს, ვინც კანონი უნდა გამოიტანოს, დაავალდებულებდა, რომ თუკი ნორმა ხარვეზიანია, გააჩერე მოქმედება და დაელოდე როდის შეიცვლება კანონიო. ამის მექანიზმი არ არსებობს, ბევრი ავტორიტეტული იურისტის განმარტება წავიკითხე და მათ ვერ დავეთახმები. ერთი იმასაც გვირჩევდა, რომ ახლა უნდა გაჩერდეს აღმასრულებელი ხელისუფლება ან კონკურსი უნდა გამოაცხადოსო. შერჩევის პროცედურაც არ უნდა ჩაგვეტარებინა თურმე და უნდა დავლოდებოდით როდის შეიცვლებოდა კანონი, ამის მექანიზმი ბუნებაში არ არსებობს.

მეორე ვარიანტი იყო, რომ უნდა მიმართოთო სასამართლოს და სასამართლომ უნდა განმარტოს კანონიო. სარეკომენდაციო სარჩელით სასამართლოზე მიმართვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. ასეთი არსებობს ბრიტანეთში, რაც ნიშნავს, რომ თუ წაიკითხავ ნორმას და ვერ გაიგებ, მიმართავ სასამართლოს – გთხოვთ განმიმარტოთ კონკრეტული ნორმაო , მაგრამ საქართველოში მსგავსი სახის სარჩელის არსებობას კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლოს მიმართავს ის, ვისი უფლებაც დაიღვევა. ჯერ ასეთი პირი არ გვყავს. ყოველ შემთხვევაში, არ გამოუხატავს არავის, რომ მისი უფლება დაირღვა. ხოლო თუკი მიმართავს, შემდეგ მოვისმენთ სასამრთლოს განმარტებას.

ის, რომ ნორმა ბუნდოვანია, იმის ფუფუნებას არ იძლევა, რომ ჩვენ საქმიანობა გავაჩეროთ. უამრავი კანონია ბუნდოვანი, მაგრამ ამის გამო არც აღმასრულებელში [ხელისუფლებაში] და არც სასამართლოში არავინ გაჩერებულა. ვერც კანონში ცვლილებას დაველოდებით, მითუმეტეს, რომ ვიცით მოცემულობა – კანონში ცვლილებას უმრავლესობა სჭირდება.

ინიციატივა ჯერ კომისიებმა უნდა განიხილონ. ხოლო თუ უმაღლეს საბჭოში კანდიდატის წარდგენის შემდეგ იქნება ანალოგიური სიტუაცია, ჩვენ მოვიქცევით ანალოგიურად. რატომ ვერ დაველოდეთ მეორე კენჭისყრას პირველი კონკურსის შემთხვევაში? ამავე ნორმით დროში ვიყავით, შეზღუდული ეს პროცედურა 14 დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო“.

ბათუმში ფრანგული აქსესუარების ბრენდმაღაზია ,,მოა“ გაიხსნა

8 მარტს ბათუმში, კონსტანტინე გამსხურდიას #17/19-ში, ფრანგული აქსესუარების ბრენდმარაზია „მოა“ საზეიმოდ გაიხსნა.

ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო სიურპრიზები დახვდათ, პირველი ორასი მომხმარებელი ბრენდის აქსესუარით დაასაჩუქრეს.

ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში

„მოა“ საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-მა საქართველოს ბაზარზე 2014 წელს წარადგინა. ბრენდი ქალებს მოდის უახლოესი ტენდენციების მიხედვით შექმნილ აქსესუარებს საუკეთესო ფასად სთავაზობს. მსოფლიო მასშტაბით „მოას“ 100-მდე მაღაზიას შეხვდებით.

ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
„მოას“ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ფოტოკონკურსში, გადაეღოთ ფოტო და ჰეშთაგით - #MOABATUMI გამოექვეყნებინათ ფეისბუქზე. ყველაზე მეტი „ლაიქის“ მქონე ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება „მოას“ მისთვის სასურველი აქსესუარით.
„მოას“ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ფოტოკონკურსში, გადაეღოთ ფოტო და ჰეშთაგით – #MOABATUMI გამოექვეყნებინათ ფეისბუქზე. ყველაზე მეტი „ლაიქის“ მქონე ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება „მოას“ მისთვის სასურველი აქსესუარით.
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში
ფრანგული აქსესუარების მაღაზია „მოას“ პრეზენტაცია ბათუმში

საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში უკვე 25 წელია საქმიანობს და წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის აქსესუარებისა და ავეჯის საერთაშორისო ბრენდებს: „ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა“, „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“, „ეკკო“, „ჯეოქსი“, „თამარისი“, „ბატა“, „ბამბინო“, ,„კორსო იტალია“, „სკეჩერსი“, „პარფოისი“, „მოა“, „ოკაიდი“, „ლაბორატორია ჩემი სახლი“.

კომპანია ასევე ფლობს და მართავს ოთხ გასტრონომიულ ობიექტს: „ტაბლა“, „პომოდორისიმო“, „კაფე ლაფრანსი“ და „კაფე ლაბორატორია“.

საღამო ბათუმში [ფოტო]

9

გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო

გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო

გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო
გიორგი უჯმაჯურიძის ფოტო

უფლებები ყვავილების ნაცვლად

„ჩვენ არ გვინდა ყვავილები, ჩვენ გვინდა უფლებები“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, „კაცები ქალების უფლებებისთვის“ – ამ და სხვა შინაარსის პლაკატები გამოფინეს დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდებმა.

DSCN8211

აქცია-კონცერტი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა თქმით, რვა მარტი არის არა ქალებზე ყვავილების ჩუქების, არამედ  ქალთა უფლებების დაცვის დღე  და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქალების როლი გაცილებით დიდია საზოგადოებრივ საქმეში.

DSCN8231

სტატისტიკური მონაცემებით,  საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლი გაზრდილია, ბოლო წლებში ათეულობით ქალი მოკლეს ოჯახში ძალადობის შედეგად. საქართველოში კვლავ აქტუალურია ისეთი პრობლემები, როგორიცაა: არასრულწლოვან გოგონათა იძულებითი ქორწინება, განათლების ხელმისაწვდომობა და ქალთა მიმართ ძალადობა. საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ VII-IX კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ქალთა ფემიციდის მზარდი სტატისტიკა შემაშფოთებელია: „ქალთა მკვლელობების ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წელს 62%–ით მეტი ქალი იქნა მოკლული, მათ შორის 57%–ით მეტი მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობის შემთხვევა მოხდა, ხოლო ოჯახში ჩადენილი დანაშაული ქალის მიმართ (მკვლელობა) 53%–ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით“.  ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ  უფრო მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი როგორც  საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

 

DSCN8209

 

„სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აირიდა“ – იურისტი ბათუმში უკანონო მშენებლობაზე

იურისტის განმარტებით, დღეს, 8 მარტს, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში განახლებულ უკანონო მშენებლობაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მოეხდინა და საქმის გარკვევამდე მშენებლობა შეეჩერებინა, რადგან იგივე კომპეტენცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს. საიას იურისტი ამბობს, რომ „სახელმწიფომ დღეს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის იურისტის, ანა მდინარაძის განმარტებით, „ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება, გააჩეროს მშენებლობა. შეუძლია გასცეს მითითება და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ეს ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, რადგან დროშია გაწელილი. ამ შემთხვევაში ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით, ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ ერთმანეთისადმი დახმარების ვალდებულება. კარგი პარალელი იქნება ციხისძირის თემა. მივიდა იქ საპატრულო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პროცესი გაჩერდა.

ვიდრე სასამართლოს მიმართავენ და დაიწყებოდეს პროცესი, ეს კი დროში საკმაოდ გაწელილი თემაა, მანამდე უმჯობესი იქნება, თუ მიმართავენ ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოისაზღვრება ეს ტერიტორია და არ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. მე მიმაჩნია, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ამ პროლემის მოგვარება.

რადგან დღეს ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში იმყოფებოდა პოლიცია და მშენებლობა არ შეჩერდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა რეაგირება. სახელმწიფო ორგანოებმა თავიდან მოიშორეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და აღარ არსებობს. ასევე, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. მართალია, დღეს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩართული იყო პროცესში, მაგრამ შედეგებით უნდა ავხსნათ, რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფაქტს აქვს ადგილი“.

დღეს ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 – ში შპს „სლავა 2015“ – მა სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გარეშე განაახლა. მანამდე ამავე კომპანიამ ნებართვის გარეშე დაანგრია ამ ადგილზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რის გამოც კუტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კომპანიას უჩივლა. დღეს ვაჟა-ფშავალას 13- ში მშენებლობა ნებართვის გარეშე განაახლეს, ადგილზე იმყოფებოდა როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე კრიმინალური პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახური – მშენებლობის შეჩერება ვერც ერთმა უწყებამ მოახერხა. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს, რაზეც შეტყობინება გადაგზავნილია აღსრულების ბიუროში.

„სლავა 2015“-მა საპატრულო პოლიციისა და ზედამხედველობის სამსახურის მობილიზების პირობებში დაასრულა საძირკვლის ჩასხმის სამუშაო.

ჟილინის არხის რეკონსტრუქცია [ფოტო]

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ბათუმის მერიასა და შპს „მშენებელი 80“-ს შორის 2015 წლის მარტში გაფორმდა 6 317 776 ლარსა და 90 თეთრზე. გასული წლის 2 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა 6 592 ლარითა და 75 თეთრით. თანხის შემცირების მიზეზი არხის სარეკონსტრუქციო პროექტში შეტანილი ცვლილებები გახდა.

ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია ხელშეკრულების მიხედვით 2016 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით შესაძლებელია სამუშაოები აღნიშნულ ვადაზე ადრეც დასრულდეს.

ჟილინის არხი
ჟილინის არხი აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ ბეტონის გვირაბში. დაახლოებით ამ ადგილიდან წრიულამდე [კობალაძის ქუჩის ბოლო – აღმაშენებლის დასაწყისი] არხის 150 მეტრიან მონაკვეთზე აქვს კომპანიას სამუშაოები ჩასატარებელი. გვირაბის დაფარვა საკანალიზაციო ქსელის მოუწესრიგებლობის გამო ვერ ხერხდება.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ ბეტონის გვირაბში. მიმდებარე ტერიტორიაზე ფეკალური მასები ღიად ჩაედინება. ადგილი ერთგვარი ნაგავსაყრელადაცაა ქცეული.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ ბეტონის გვირაბში.

 

ჟილინის არხი
აქ ადრე ჟილინის არხში წყალი ღიად მიედინებოდა, ამჟამად ის ბეტონის გვირაბშია მოქცეული. ტერიტორიის მოასფალტება იმ მიზეზითაა შეჩერებული რომ ამ უბანში საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყლის სისტემებია მოსაწესრიგებელი [ინასარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია]
მშრალი ხიდი ჟილინის არხი
„მშრალი ხიდი“ . მე-14 სკოლის მიმდებარედ. ამ ხიდის ქვეშ ჟილინის არხი ბეტონის გვირაბშია მოქცეული.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხის ამ მონაკვეთში [ზღვასთან ახლოს] აუცილებელია არხის დაღრმავება 1,5 მეტრით მაინც. „მშენებელი 80“-თან დადებული ხელშეკრულებით კი ამ მონაკვეთში სამუშაოების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.
ჟილინის არხი
„ბათუმელების“ ინფორმაციით ამ ადგილზე უნდა მოეწყოს სატუმბი სადგური, რომელშიც ასევე მოხდება წყლის გაფილტრვაც და ისე ჩაშვება ზღვაში, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული არ აქვს.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი ზღვის შესართავთან ახლოს. არხის რეკონსტრუქცია ზღვის შესართავთან ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხისა და ზღვის შესართავი ახალ ბულვართან

 

ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ბათუმის მერიამ ბოლოს 2015 წლის 4 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

როგორ მოხდება ჟილინის არხის რეკონსტრუქცია
„ჟილინის არხის“ ერთ-ერთი ინვესტორი დააკავეს
სუნი და ანტისანიტარია ღია არხებიდან
ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

ვინ და რატომ სცემა ბათუმის ვიცე-მერს

ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძესა და ახალგაზრდა მამაკაცს – ზ.ჭ.-ს შორის მომხდარ ინციდენტს “ბათუმელებთან” ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს ცემის ფაქტს: „მცემა? – მცემა ის ხომ არ არის. არა კაცო, რა მცემა. კონფლიქტი ნამდვილად იყო, დაურეკეთ პოლიციის პირველ განყოფილებას. მე საჭესთან ვარ, თბილისში მივდივარ და ვერ გიპასუხებთ”.

რა იყო კონფლიქტის მიზეზი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კონფლიქტი ბაგრატ მანველიძის სამსახურებრივ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. ვიცე-მერი მოდიოდა სამსახურში და ინციდენტი მოხდა ქუჩაში”, – თქვეს პრესცენტრში.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბაგრატ მანველიძემ ზ.ჭ-ს შეაგინა, რის შემდეგაც მამაკაცმა ვიცე-მერს გაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ზ.ჭ-ს აღკვეთ ღონისძიებად სასამართლომ შეუფარდა სათანადო ქცევის ხელწერილი”, რასაც ასევე სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურა ასაჩივრებს. პროკურატურა ზ.ჭ-სთვის გირაოს – 3 000 ლარის  შეფარდებას ითხოვს.

ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ნიშნავს ცემას და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-180 საათით, ან გამასწორებელ სამუშაოს – ვადით 15 თვემდე.

ბათუმში ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

9 მარტს, 15:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

“9 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ რუსეთის მიერ უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობას. ვუერთდებით ამ აქციას და გამოვხატავთ პროტესტს იმ საქციელის გამო, რომელიც განვითარებული და ცივილური სამყაროსთვის მიუღებელია”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.  

აქცია ფეისბუქზე დაიგეგმა.
ნადეჟდა სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. ნადია სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. 3 მარტს სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო. მისი თქმით, პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში წყლის მიღებაზეც იტყვის უარს.

9 მარტს, 00:00 საათზე იგივე შინაარსის აქცია იგეგმება თბილისშიც.

სულ სხვა 8 მარტი

საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღესასწაული ძირითადად ქალებისთვის ყვავილების ჩუქებით აღინიშნება. უკარგავს თუ არა მნიშვნელობას ამ დღესასწაულს ქალთა დღის მხოლოდ მსგავსი ფორმებით აღნიშვნა? ამ თემაზე „ბათუმელებმა” კომენტარი გენდერის მკვლევარს, კინომცოდნე თამთა თათარაშვილს სთხოვა.

თამთა თათარაშვილი
თამთა თათარაშვილი

თამთა თათარაშვილი: 8 მარტის სტერეოტიპულად აღნიშვნა აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას სძენს ამ დღეს, სრულიად საწინააღმდეგოს იმისა, რისთვისაც ეს დღე დაწესდა. საბჭოთა კავშირში ქალთა უფლებები რაღაც ეტაპზე, დაახლოებით 30-იანი წლებიდან, მხოლოდ წარმომადგენლობით, ზედაპირულ საკითხად იქცა და შესაბამისად 8 მარტმაც დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა.

საბჭოთა კავშირში არ მომხდარა მამაკაცთა ემანსიპაცია. კი, ქალები გავიდნენ სახლიდან, დაიწყეს მუშაობა, მაგრამ საქმეზე, რომელიც დარჩა სახლში: ოჯახზე, ბავშვებზე, არ გაინაწილა პასუხისმგებლობა მამაკაცმა და ქალი ორმაგად და ხშირად სამმაგადაც დაიტვირთა.

გენდერის მკვლევარები ხშირად ამ ორმაგად დატვირთულ ქალებს „სუპერქალების“ სახელითაც მოიხსენიებენ, რომელიც ყველაფერს ასწრებს. ამის კარგი ილუსტრაციაა ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, ასეთი სუპერქალების სხვადასხვანაირ სახეთა პალიტრაა წარმოდგენილი ფილმში მთავარი გმირის ჩათვლითაც.

საბჭოთა კონტექსტმა საკმაოდ კარგად მოირგო ნაციონალისტური ხედვებიც, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი, იდეოლოგიისთვის მისაღები ქალი, და ასე გაჩნდა თბილისის თავზე ქართლის დედის ქანდაკება, ერთგვარი კვინტესენცია მასკულინიზირებული, ყოჩაღი, მეომარი და ამასთანავე კდემამოსილი, არასექსუალური ქალისა, რომელიც მამულს მეომრებს უზრდის და თავზე ლეჩაქი ხურავს. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ასეთივე ქვეყნის დედის ქანდაკებები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეგვიძლია ვნახოთ (სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში).

მე ვფიქრობ, ტრადიციული 8 მარტიც სწორედ ასეთ, იდეოლოგიისთვის მისაღებ ქალებს ეძღვნებათ ხოლმე.

ეს სტერეოტიპი თანამედროვე საქართველოშიც დარჩა, ყველაფერი დავიდა იქამდე, რომ მამაკაცი უნდა გავიდეს დილით და მოუტანოს ქალს ყვავილები და როგორც წესი, ამით ამოიწურება 8 მარტის მნიშვნელობა ჩვენთან. ამაში გარკვეული წვლილი მიუძღვის მედიასაც. სჯობს მედიამ გამოიყენოს 8 მარტის იდეა და ამ დღეს უფრო მეტად პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. მაგალითად, ოჯახში ძალადობის საკითხზე, ქალთა შრომითი უფლებების პრობლემებზე და ა.შ.

ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ფემინისტურმა ჯგუფმა და ორგანიზაციამ სცადა 8 მარტი არასტერეოტიპულად აღენიშნა და საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ამ დღეს სხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა რამდენად წვდება ეს ფართო საზოგადოებას, არ ვიცი.

სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა

„ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი ლ.ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.  ექიმის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ შეადგინა, როცა კლინიკაში 4 თვის ჩვილი – გაბრიელ ხალვაში გარდაიცვალა. ბავშვს კლინიკაში  თავდაპირველად ალერგიული შეტევა დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, გაბრიელი მწვავე ვირუსული ინფექციით სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

სააგენტოს  ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა ამ პროცესში მან პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, ე.წ. „ემერჯენსში“ უნებართვო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დააფიქსირა.  ექიმი ლ.ა. -ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პედიატრიის მიმართულებით, თუმცა მას არ აქვს სერტიფიკატი კონკრეტულად „ემერჯენსში“ მუშაობისთვის.

„არ ვარ წინააღმდეგი ავიღო ეს სერტიფიკატი. ამას სჭირდება 6 თვე, რის დროც აქამდე არ მქონდა. ახალია ეს რეგულაციები“ – უთხრა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს ექიმმა ლ.ა.-მ.

„რეგულაცია ახალი ამოქმედებული არ არის, 2011 წლიდან მოქმედებს ამ კლინიკაში „ემერჯენსი“ – თქვა სასამართლო პროცესზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა ნინო წიკლურმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ექიმს არ ექნება „ემერჯენსში“ მუშაობის უფლებაც, ვიდრე ის შესაბამის სერტიფიკატს არ აიღებს. ექიმი ლ.ა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. მანამდე ექიმმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ემერჯენსში“ სულ 12 ექიმი მუშაობს და არავის აქვს სერიტიფიკატი.

რატომ დაისაჯა შერჩევით მხოლოდ ერთი ექიმი და რატომ არ დაისვა თავად სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი? – სამედიცინო რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, რომ  ამ შემთხვევამდე სხვა ექიმიც დაჯარიმდა ამავე კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის, კლინიკაც დაჯარიმდა და მას გამოსასწორებელი დრო – 6 თვე მიეცა. „ამ დროის გასვლის შემდეგ დადგება ხელახლა კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი ისევ დაფიქსირდება უნებართვო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი“ – უთხრა „ბათუმელებს“ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა ნინო წიკლაურმა.

2011 წლიდან დღემდე რატომ ვერ დააფიქსირა სააგენტომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები, როცა „ემერჯენსის“ ექიმები შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობდნენ – ამ კითხვას ვერ პასუხობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. კითხვებს არ პასუხობენ სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“, ვისი საკუთრებაც არის „ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“.

141 600 ლარი „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ ბათუმის მერიისგან

ბათუმის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 141 600 ლარი გამოყო ახალგაზრდული ცენტრისათვის.

როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ახალგაზრდული ცენტრი იქნება ინტელექტუალური სივრცე ახალგაზრდებისთვის, თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ პიროვნულ განვითარებას, კონფერენციების მოწყობას და დაეუფლებიან პროექტების წერის ტექნიკას; ხოლო შემდგომ თავად დაწერენ და განახორციელებენ პროექტებს.

ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტების [80 000 ლარი], ტრენინგებისა და სემინარების დასაფინანსებად [15 000] ქვეპროგრამაში გამოყოფილია 95 000 ლარი. ერთი პროქტისთვის  გათვალისწინებული გათვალისწინებული იქნება მაქსიმუმ 8 000 ლარი.

ია შალამბერიძის თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდული ცენტრისთვის გამოყოფილი ფართობის სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა მიმდინარეობს. ცენტრი მუშაობას დაიწყებს გაზაფხულის ბოლოსთვის. ცენტრს 100 კვ.მ ფართობი ბათუმის აკვარიუმის შენობაში გამოეყო.

ბათუმის მერიის 2016 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 244 600 ლარია გამოყოფილი, რომელიც გარდა ახალგაზრდული ცენტრისა, მოიცავს კიდევ ორ – ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის [18 000 ლარი] და სტუდენტური საზაფხულო დასაქმების [85 000 ლარი] ქვეპროგრამას.

ორსულთა ბრძოლა (ვიდეო)

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შრომითი უფლებების ევროპული  სტანდარტების დამკვიდრებას და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

შეიცვალა შრომის კოდექსი, თუმცა ცვლილება რომ საკმარისი არ არის, ამას აღიარებს ხელისუფლებაც.

სტატიტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე ცუდი ქვეყანაა ორსულობისთვის.

ორსული ქალები შრომითი უფლებების დასაცავად მიდიან სასამართლოებში. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სიუჟეტის გმირია. მან სასამართლო ხელვაჩაურის გამგებელს მოუგო.

 

 

„ბათუმელების“ გადაცემაში „მთავარი თემა“ ორსულთა შრომით უფლებებზე ვსაუბრობთ. პირველ ნაწილში ნახავთ, რა ვითარებაა ამ მხრივ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკებში, სადაც ყველაზე მეტი ქალი მუშაობს. გადაცემის მეორე ნაწილში გავიგებთ, რატომ უწოდებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი „ანომალიურს“ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მთავარი თემის“ პირველ ნაწილში პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე და დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით ჭყონია საუბრობენ იმაზე, თუ რა მოცემულობა გვაქვს რეგიონში, რატომ ირღვევა ორსულთა უფლებები, როგორი არის თავად დამსაქმებელთა მზაობა. გადაცემის მეორე ნაწილში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე აფასებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის ისტორიას, რომლის სასამართლო დავის შედეგმა შესაძლოა, სასამართლო პრაქტიკა შეცვალოს.

ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მერიას ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ნებართვა არ გაუცია, თუმცა უშუალოდ მათ არ შეუძლიათ სამუშაოების შეჩერება. „საქმე ერთხელ უკვე გადავეცით სააღსრულებლო ბიუროს და კიდევ გადავცემთ, სამუშაოები მათ უნდა შეაჩერონ“ – ამბობენ ზედამხეველობის სამსახურის თანამშრომლები.

უკანონო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას 13-ში
უკანონო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას 13-ში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობა პოლიციას ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო სამუშაოების შესახებ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ნებართვებს წარადგენენ, საპატრულო პოლიციას კი სამუშაოების შეჩერების უფლება არა აქვთ.

სამშენებლო ობიექტზე გამოკრული არ არის სამშენებლო დაფა, რასაც მშენებელ კომპანიას კანონი ავალდებულებს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა საქმეს იძიებს პროკურატურაც.

ვაჟა-ფშაველას #13, სახლის დემონტაჟი
ვაჟა-ფშაველას #13, სახლის დემონტაჟი

ამავე თემაზე:

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

ვაჟა-ფშაველას #13-ში საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები დაიწყეს

IMG_6998ბათუმში, ვაჟა ფშავალას #13-ში, სადაც კერძო კომპანიამ, “სლავა 2015”-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია, დღეს დილიდან შენობის საძირკვლის ჩამოსასხმელი სამუშაოები უკანონოდ განაახლა.

“ბათუმელებმა” სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ აცნობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს. მირანდა ჩარკვიანმა თქვა: „ კიდევ ერთხელ გავაგზავნე შეტყობინება პოლიციის მესამე განყოფილებაში. სხვა ვერაფერს ვიზამ, საძირკველში ხომ ვერ ჩავწვები, რომ იქვე ჩამაბეტონონ”.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მათ არაფერი იციან და “უფროსის მოსვლას უნდა დაველოდოთ”.

მირანდა ჩარკვიანის განმარტების შემდეგ, “ბათუმელებმა” თავად დარეკა 112-ში. რამდენიმე წუთის შემდეგ სამშენებლო ობიექტიდან “ბათუმელებში” დარეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და ითხოვეს ზარის ავტორი ობიექტზე გასულიყო , რათა მას გასაუბრებოდნენ.

IMG_6994ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო.

ამ ძეგლის დანგრევის გამო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ განცხადებით მიმართა. სწორედ აქედან გამომდინარე იყო სამუშაოები შეჩერებული. ამის მიუხედავად, კომპანია მაინც ახერხებს სამუშაოების გაგრძელებას.

ცოტა ხსნის წინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარემ, მირანდა ჩარკვიანმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ – „თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, ჩვენ კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს ისევ მივმართოთ სასამართლოს და ჯარიმის ოდენობა გავასამმაგოთ, შემდეგ ისევ და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერი ტიპის სამუშაო ამ ტერიტორიაზე ექვემდებარება სანებართვო პროცედურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ საჯარიმო სანქციებს”.

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა.

ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ის სისტემატურად არჩევდა სხვადასხვა პირს, ვინც საბაჟოზე მანქანის გადაყვანაში დაეხმარებოდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მომსახურებისთვის წინასწარ დაპირებული თანხის აღებას მოითხოვდა და მეტს არაფერს.

დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებების მიხედვით კი, გ.მ. თანმხლებ პირებთან ერთად შეხვდა თურქეთის მოქალაქეს და მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა დამატებით 1400 ლარი გადაეხადა.

გ.მ. ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს და 2012 წლის ზაფხულში გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ დასკვნითი სიტყვაც წაიკითხა, სადაც მოპოვებული მტკიცებულებებიდან, მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მოწერილი წერილი გაახმოვანა. წერილში ნათქვამია, რომ გ.მ. პატიმრობის დროს გ.მ. ქურდული სამყაროს წევრად თვლიდა თავს. პროკურატურის მასალებში ასევე მოხვდა ჩაქვში მომხდარი კონფლიქტი, სადაც ბრალდებულის მხარის მტკიცებით, გ.მ. მონაწილეობდა როგორც ქურდული სამყაროს წევრი.

პროკურორმა რამაზ შავაძემ სხდომაზე ნივთმტკიცების სახით, დაკავების დროს ამოღებული ბრალდებულის მობილური ტელეფონი და ჯვარი წარმოადგინა. „ეს არაფერს ნიშნავს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრებით მტკიცდება ქურდული სამყაროს მიმართ ინტერესი, მაგრამ უარი მივიღეთ ამ ჩანაწერების ექსპერტიზა დამოუკიდებელ ბიუროს ჩაეტარებია“- უთხრა „ბათუმელებს“   ბრალდეულის ადვოკატმა ნოდარ მგელაძემ.  მისი მტკიცებით, გ.მ.-ს დაკავების მიზეზი ხელისუფლების მიმართ წამოსული კრიტიკაა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ქურდული სამყაროს წევრებს აღარ აპატიმრებს.

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი შემდეგ სხდომაზე მოისმენს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გ.მ.-ს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

 

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს

„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან ცოლი ხელახლა სცემა. „მიგვაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი სასჯელი, რადგან გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოხდა დანაშაულის ჩადენა“- აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა გიორგი რამიშვილმა.

დაცვის მხარის ადვოკატმა – დავით კეკელიძემ სასამართლო სხდომაზე ს.ს.-ს ცოლის წერილი წაიკითხა: „არ მოვითხოვ მის დასჯას, რადგან დავრჩი უმუშევარი და ახლა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს ჩემი მეუღლე“- წერს ძალადობის მსხვერპლი. ამავე წერილის მიხედვით, ცოლ-ქმარი შერიგდნენ და ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი.

„ეს აღარ განმეორდება. სასამართლო უნდა იყოს ჰუმანური და როგორც შეგიძლიათ, შემიმსუბუქეთ სასჯელი“ – მიმართა ოჯახურ ძალადობაში მხილებულმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს სხდომის დასრულებამდე.

Exit mobile version