აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას.
მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის” რეგიონულ დირექტორი დავით ლეკიშვილი დაესწრნენ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 12 სოფელში მიმდინარეობს ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა. მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებიც.
აჭარის მთავრობის ცნობით, 2017 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში ხორციელდება 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც მოიცავს 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას, რისთვისაც შენდება 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი.
მთავარ ფოტოზე: შეხვედრა ქობულეთში. ფოტო: აჭარის მთავრობა
ყოფილ პატიმარს, ვლადიმერ ლომაძეს პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების საფეხბურთო მინი-ტურნირზე შევხვდით. ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა შვილს, რომელიც ტურნირში იღებდა მონაწილეობას.
53 წლის ვლადიმერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდანაა. წელიწად-ნახევარი პირობითი სასჯელი ჰქონდა, ჯარიმაც დააკისრეს – 5000 ლარი. მერე ექვსი თვე გაატარა გლდანის მერვე საპყრობილეში: 2013 წლის აპრილიდან ნოემბრამდე იხდიდა სასჯელს. ჰყავს უმუშევარი მეუღლე, სამი შვილი, მათ შორის ორი სტუდენტი და პენსიონერი დედა. ყოფილი პატიმრის ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო თხილისა და ყურძნის მოსავალია, რომელსაც ბათუმის ბაზარში აბარებენ, თუმცა წელს აზიურმა ფაროსანამ მოსავლის თითქმის სამოცდაათი პროცენტი გაანადგურა. დარჩენილი ოცდაათი პროცენტის რეალიზაცია ოჯახის ძირითად საჭიროებებსაც კი არ ჰყოფნის.
,,ყოველ წელს ტონამდე თხილს და ამდენსავე ყურძენს ვკრეფდი, წელს 200 კილო მოვიდა, თხილიც, ყურძენიც. სოფელში ან რაიონში არავინ ინტერესდება რას სად ჩავაბარებთ. მარადიდში თხილისა და ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები არ არის, რომც იყოს აზიურმა ფაროსანამ წელს ძალიან შემოგვიტია, ყველაფერი გაანადგურა. მარადიდი ისეც ღარიბი სოფელია და რაც იყო ისიც აღარაა წელს. ორი სტუდენტი მყავს, ორივე ფასიანზე სწავლობს და გადასახადს უკვე ვერც ერთს ვეღარ გადავუხდი. 3500 ლარი ერთხელ გამოვიტანე ბანკიდან წინა წლის გადასახადისთვის, მთლიანად ბანკებზე ვარ დამოკიდებული, რაც გვაქვს იმასაც პროცენტში ვიხდით. არაერთხელ ვითხოვე დახმარება გამგეობისგან, მაგრამ ცდას შედეგი არ მოჰყოლია’’, – გვიყვება ვლადიმერი პატიმრობის შემდგომ ცხოვრებაზე.
ციხის პერიოდი მისთვის არც ისე რთული აღმოჩნდა. როგორც ამბობს, კვება და საპყრობილის თანამშრომლების დამოკიდებულება ნორმალური იყო.
,,ჩემი იქ ყოფნისას აშენდა გლდანის ციხის საავადმყოფო. სუნთქვის პრობლემა მქონდა რამდენჯერმე და ექიმები მალევე დამეხმარნენ. ოფიცრებიც ძალიან ზრდილობიანად გვეპყრობოდნენ. მაშინ ციხე უფრო გვეპატრონა ყოფილ პატიმრებს, ვიდრე მთავრობა გვპატრონობს დღეს გათავისუფლებულებს. ერთი ეგ იყო, რომ ჩაი, შაქარი, ყავა და შოკოლადი თუ მოგინდებოდა, თვითონ უნდა გეყიდა’’, – ციხის პერიოდს იხსენებს ვლადიმერი.
ადრე სახორცე ჯიშის ქათმებს აშენებდა, მაგრამ ამ საქმემ სოფელ მარადიდში არ გაამართლა: ფრინველის კვება ძვირი უჯდებოდა და მოგებაც არაფერი რჩებოდა. მომავალში კვერცხისმდებელი ქათმის ჯიშის მომრავლებას აპირებს, რაშიც დემოკრატიის ინსტიტუტის პროგრამა უნდა დაეხმაროს. იმედი აქვს, ახალ ბიზნესს რომ წამოიწყებს ბანკის ვალებსაც დაფარავს და შვილებიც არ შეწყვეტენ სწავლას, გადასახადის გადაუხდელობის გამო.
სოფელში დაუმუშავებელი გარემიწებიც აქვს და მომავალში დამუშავებას გეგმავს, აქვს ასევე თუთუნის მომცრო პლანტაციაც.
ვლადიმერის თქმით, სოფელ მარადიდში გათბობის პრობლემაც აქვს მოსახლეობას. ადრე თითო ოჯახს თოთხმეტი კუბური მეტრი ხე-ტყის მოჭრა შეეძლო, ახლა კი დასაშვები მხოლოდ შვიდი კუბური მეტრია, რაც ოჯახს ზამთრის განმავლობაში არ ჰყოფნის.
,,სამარცხვინო სიტუაციაა სოფელში არჩევნების პერიოდშიც’’ – გვიამბობს ვლადიმერი სოფელში მიმდინარე საარჩევნო პროცესის შესახებ. – „თუ მამა სოფლის კომისიის თავმჯდომარეა, კომისიის წევრი არის ხშირად მისი შვილი ან ნათესავი, კლანურ ურთიერთობებზეა ყველაფერი დამყარებული. როგორც შეძლებ და რასაც შეძლებ ოჯახს და ახლობლებს უნდა დაეხმარო, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყველა ყველას იცნობს სოფელში და არ იმალება ვინ ვინ არის.
სამი დღის წინ „ოცნების“ დეპუტატი იყო ამოსული, მე რომ დამიჭირეს ამავე საქმეზე 35 კაცი თბილისში დადის სამი წელი გამოძიებაზე, ზოგიერთმა ჯარიმა გადაიხადა, არც იჭერენ და საქმეც არ მთავრდება. მმართველი პარტია ამ საქმეს არ პატრონობს. ამოვიდა დეპუტატი და დაგვპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქმეს მიხედავს, რვა წელი არ მიხედეს და ახლა რატომ ახსენდებათ ყველა პრობლემა…’’ – ასრულებს ჩვენთან საუბარს ყოფილი პატიმარი და დარბაზში ბრუნდება, სადაც ფეხბურთის ტურნირს ამასობაში მისი შვილის გუნდი იგებს.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„შეშინების მიზნით გავისროლე, ამიტომაც დავუმიზნე ფეხების მიმართულებით…“ – უთხრა მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილმა. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ამ საღამოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საუბარია ბათუმში, კომპანია „მეგა პალასში“ 7 ოქტომბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და თანამშრომელი ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა.
„ორჯერ გავისროლე და გამოვიქეცი,“ – განაგრძო ბრალდებულმა სასამართლო დარბაზის გისოსებიანი კუთხიდან, – „ჰოლში ჩემი ძმა შემხვდა, რას შვრებიო, დაიყვირა და ხელები გამიკავა, ამ დროს გამივარდა შემთხვევით ტყვია… მომდევდა ხუთი კაცი. ვეუბნებოდი, თავი დამანებეთ, კიდევ მაქვს ტყვია იარაღში, აქედან პირდაპირ პოლიციაში მივდივარ-მეთქი. მართლაც პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში მივედი იარაღით, აღიარებითი ჩვენებაც მივეცი და ჩავბარდი,“ – დაასრულა რამაზ ხიმშიაშვილმა.
პოლიციელებს და მოსამართლესაც ბრალდებულმა უთხრა, რომ კომპანია „მეგა პალასში“ შეიარაღებული თავდაცვის მიზნით მივიდა. „ჩემი დაარსებულია ის კომპანია, მე გავაკეთე ყველაფერი და პასუხსაც არ მცემდნენ… ერთი წლის წინ მივწერე წერილობით. მემუქრებოდნენ განადგურებით. მითვლიდნენ, ფულს მოგცემთ და წადი საერთოდ ქვეყნიდანო. რომ არ გამცეს პასუხი, მერე პროკურატურას მივმართე 20 დღის წინ. პროკურატურამ არაფერი არ გააკეთა, არც კი დამკითხა, ამიტომ მივედი მე იქ…“ – დაამატა რამაზ ხიმშიაშვილმა.
„და თქვენ გადადგით „შემეხვედრი ნაბიჯი“, – მიმართა რეპლიკით მოსამართლემ ბრალდებულს.
„მე თუ პატიმრობას შემიფარდებთ, იზოლირებული ვიქნები და ამით კიდევ უფრო ხელი შეეშლება გამოძიებას, რაც ამ კომპანიას უკავშირდება და რის გამოც მივმართე პროკურატურას. ამიტომ არ მინდა პატიმრობა, თორემ საპროცესო რომ გამიკეთოთ, ალბათ უარს ვიტყვი ამაზე, დანაშაული ჩავიდინე და პასუხი უნდა ვაგო,“ – აღნიშნა ბრალდებულმა.
მოსამართლემ რამაზ ხიმშიაშვილს განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამ სასჯელს ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და ტარება. ბრალდებულს ჯერ არ უთქვამს და არც პროკურატურას აქვს ვერსია, რა ვითარებაში და როდის მოახერხა მან იარაღის შეძენა.
რამაზ ხიმშიაშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლის დარღვევას ედავება – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ამ შემთხვევისთვის გათვალისწინებული სასჯელი 3-დან 6 წელია. პროკურატურამ უკვე წარმოადგინა საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლის მიხედვითაც გასროლის შედეგად დაჭრილ ჯუმბერ ზოიძის დაზიანებები მძიმეა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ალექსანდრე ხიმშიაშვილის – მსუბუქი.
„არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ამ საქმეზე დადგეს გამამატყუნებელი განაჩენი. სასჯელი კი 6 წელია. შესაბამისად, არსებობს მიმალვის რისკი, თუკი ის პატიმრობაში არ იქნება,“ – ეს პროკურორ ადილარ წირღვავას ერთ-ერთი არგუმენტია. მან მოსამართლეს რამაზ ხიმშიაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
„დამალვას საქართველოში დღეს რა უნდა. დამალვა რომ სდომოდა, დაიმალებოდა და პოლიციის განყოფილებაში არ მოვიდოდა საკუთარი ფეხით,“ – უპასუხა პროკურორს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა პროკურორმა კიდევ ერთი არგუმენტით გაამყარა – აგრესიული ქმედება და მოწმეებზე ფიზიკური ზემოქმედების საფრთხე.
„ეს დანაშაული უკვე ჩავლილია… აქ გამოსაძიებელი არც არაფერია. მოკვლა რომ სდომოდა, ფეხებში კი არა, ზემოთ ისროდა,“ – დასძინა ადვოკატმა.
„გაუგებარია თქვენი დასაბუთება. დასრულებული შესაძლოა არაფერიც არ არის,“ – მიმართა დაცვის მხარეს მოსამართლემ და სასამართლო სხდომის თარიღი ჩაინიშნა, სადაც გადაწყდება, შედგება თუ არა ამ საქმეზე არსებითი განხილვა.
რამაზ ხიმშიაშვილია პოლიციამ 11 მარტსაც დააკავა ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბათუმის პლაზას შენობის წინ. სწორედ რამაზ ხიმშიაშვილის და შემდეგ ჯიმი ვარშანიძის დაკავების შემდეგ დაიწყო ბათუმში ცნობილი მასობრივი საპროტესტო აქცია. ადმინისტრაციული წესით დაკავებულ რამაზ ხიმშიაშვილს გამოძიება ედავებოდა ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას, თუმცა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ რამაზ ხიმშიაშვილი მაშინ გაამართლა.
არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს.
მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.
„საქმე იმაშია, რომ პროგრამიდან რაც გააჟღერა, მერე იყო პლაგიატის ფაქტები. ამიტომ პროგრამა არ გასაჯაროვდება ბოლო კვირამდე,“ – გვითხრეს ლაშა კომახიძის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ ბუკლეტი არც ბოლო კვირას გამოიცემა. ლაშა კომახიძის დაპირებების გაცნობა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
საარჩევნო პროგრამის ელექტრონული ვერსია არც სხვა კანდიდატებს აქვთ, მაგალითად, პეტრე ზამბახიძეს „ევროპული საქართველოდან“, ლევან ანთაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თენგიზ თავდგირიძეს „პატრიოტთა ალიანსიდან“. ისინი ამომრჩევლებს კარდაკარ შემოვლის დროს წინასაარჩევნო ბუკლეტებს აწვდიან. ბუკლეტებში მოკლედაა აღწერილი, რა იქნება მათი პრიორიტეტი მერობის შემთხვევაში, ან რომელი პრობლემა მოგვარდება.
არსებობს თუ არა ინფორმირებული არჩევანის საშუალება, როცა მერობის კანდიდატებს დეტალურად გაწერილი პროგრამა არ აქვთ, ან არ ასაჯაროვებენ მას? – რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს აქვთ განცდა, რომ ამომრჩევლამდე რეალურად ზედაპირული ინფორმაცია მიდის კანდიდატების ხედვებზე და მერობის კანდიდატებს დაპირებების წერილობითი გაფორმება არ სურთ.
მერაბ წულუკიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ჟურნალისტი: „საარჩევნო პროგრამა, როგორც წერილობითი დოკუმენტი არ აქვს მერობის არც ერთ კანდიდატს. თითქმის ყველა კანდიდატს ვეკითხები ამის შესახებ, მეუბნებიან, გვექნებაო, მაგრამ არ ჩანს, არჩევნებამდე კი ორი კვირაც აღარ დარჩა. ეტყობა, არ უნდა კანდიდატებს დაპირებების წერილობითი გაფორმება. ეს ცუდია მით უმეტეს, როცა მმართველი გუნდის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაც უცნობია. მე მომისმენია ლაშა კომახიძის რამდენიმე ინიციატივა ზეპირად და გაურკვეველია, რატომ არ აყალიბებს ამას კანდიდატი წერილობით, საარჩევნო პროგრამის სახით. წინასაარჩევნო ბუკლეტები, რაც ცალკეულ კანდიდატებს აქვთ, არის უფრო სარეკლამო თეზისები და არა ის, თუ რეალურად როგორ წარმოუდგენია კანდიდატს მისი მოგვარება. ეს უფრო პრობლემის ზედაპირული გზების შემოჩეჩებაა, ვიდრე დეტალური ანალიზი“.
ჯენი კვანტალიანი, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: უმეტესად პროგრამებს აქვთ ზედაპირული ხასიათი. იქნებ არსებობს რომელიმე კანდიდატის დეტალურად გაწერილი პროგრამა, მაგრამ მე არ მინახავს. ფაქტია, რომ ეს ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. დისკომფორტს იწვევს ის, რომ, ძირითადად, ვისმენთ კანდიდატების ზეპირსიტყვიერ დაპირებებს და არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაეძიო, ჩაყვე კონკრეტულ ხედვას, რასაც კანდიდატი აჟღერებს. რაც შეეხება ბუკლეტებს, ეს უფრო პიარზეა გათვლილი და ის გზავნილებია გადმოცემული, რაც მათთვის არის ხელსაყრელი.“
თამარ კიკნაძე, „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტი: „შეიძლება ითქვას, რომ ძალით ვცდილობთ საარჩევნო პროგრამის მოპოვებას და კანდიდატებისგან იმის გაგებას, თუ კონკრეტულად რა ხედვები აქვთ. ხშირად ვისმენ პასუხებს, რომ პროგრამაზე ისაუბრებს მაშინ, როცა მერი გახდება, ან – მაქვს, მაგრამ ამაზე ჯერ ლაპარაკი არ მინდა. ლაშა კომახიძემ ერთხელ თქვა, რომ როცა ოფიციალურად დაასახელებდნენ კანდიდატად, შემდეგ გაასაჯაროვებდა პროგრამას, მაგრამ ასე მოხდა. მე ხშირად ვესწრები მის შეხვედრებს ამომრჩეველთან, ის ისევ ხელცარიელი ხვდება ხალხს, როგორც სხვები. ზოგიერთ კანდიდატს აქვს ბუკლეტი, მაგალითად, ლევან ანთაძეს, თვითონ ეძახის საარჩევნო პროგრამას, მაგრამ მე, პირადად, ამას პროგრამას ნაკლებად დავარქმევდი. როგორც ჟურნალისტს, ხელი მეშლება იმ კუთხით, რო ვერ ვსვამ კონკრეტულ კითხვებს, რადგან პროგრამა არ მაქვს. არის მეორე პრობლემაც: აქედანვე ვიცი, რომ არჩევნებში გამარჯვებულს არჩევნების შემდეგაც ვეღარ დავუსვამ კონკრეტულ კითხვებს, ვერ მოვთხოვ პასუხს კონკრეტული დაპირების შეუსრულებლობაზე, რადგან კონკრეტულად არც ახლა ვიცი, რა დაპირებები აქვთ“.
მთავარ ფოტოზე: მარჯვნიდან პირველი ლაშა კომახიძე / ფოტო ლაშა კომახიძის ფეისბუქ გვერდიდან
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა ძირითადად მევენახეობასა და მეთამბაქოეობას ეწევა. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან, აქ ძირითადად ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძენია გაშენებული. ზოგიერთმა ფერმერმა ყურძენი უკვე დაკრიფა, ზოგი კი მყიდველს ელოდება.
69 წლის ხასან გეგიძემ ცოლიკაური ათი წლის წინ მოაშენა. მეურნეობა 70 ძირი ვაზიდან დაიწყო და ახლა 700 ძირი აქვს გაშენებული.
ვაზი დუმბაძეების ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. ამირან დუმბაძეს ცოლიკაური ჯერ არ დაუკრეფია, სხვა ბევრი ფერმერის მსგავსად ისიც მყიდველის მოლოდინშია. 1 კილოგრამი ცოლიკაურის ჩაბარების ფასი 1, 80 – 2 ლარია.
დარბაზიდან წამოსული ენერგია, შესრულება, კონცერტების საერთო მუხტი – ჟურნალმა Rolling Stones -მა ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული, ბოლო 50 წლის საუკეთესო კონცერტების სია გამოაქვეყნა. Rolling Stones-ის გრძელი სიიდან ხუთ საუკეთესო როკ-კონცერტს გთავაზობთ.
ჯიმი ჰენდრიქსი – Experience Worldwide Tour – 1967
ჯიმი ჰენდრიქსის გენიალურობა 1967 წლის სადებიუტო ალბომის ,,You Experrienced’’ გამოსვლისთანავე გახდა ცხადი. ალბომის გამოსვლის შემდეგ ჰენდრიქსმა თითქმის ორასი კონცერტი გამართა. უჩვეულო ექსპერიმენტები ელექტროგიტარაზე, განსხვავებული ჟღერადობა, მუსიკისადმი არაკომერციული მიდგომა, დრამატულობა და თავბრუდამხვევი რიტმი – ეს იყო ის, რაც მას იმ პერიოდის დანარჩენი მუსიკოსებისგან გამოარჩევდა. 1967 წლის ტურნეში ექსპერიმენტულ მუსიკას ჰენდრიქსი ყველა ტიპის სივრცეში უკრავდა: თეატრებსა და ბაიკერების ბარებშიც კი.
როგორ გიტარისტი იხსენებდა, 1967 მისი ცხოვრების საუკეთესო წელიწადი იყო.
Pink Floyd „The Wall“ Tour – 1980-1981
Pink Floyd-ის 1969 წლის ფსიქოდელიური ალბომი The Wall ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და ამბიციური ექსპერიმენტი იყო. 1980 – 1981 წლის ტურნეებში მუსიკოსები ნამდვილი აგურის კედელს აგებდნენ სცენაზე, რომელიც კონცერტის დასასრულს მოულოდნელად ინგრეოდა და სცენასთან ახლოს მყოფი მსმენელების სიცოცხლეს მართლაც ემუქრებოდა საფრთხე. სრულიად ახალი მუსიკალური ექსპერიმენტები და შთამბეჭდავი, ბოლოს კი ექსტრემალური შოუს ელემენტები ტურნეს ყოველ კონცერთს დაუვიწყარ სანახაობად აქცევდა.
Patti Smith Group და არტ-პროექტი CBGB – 1975
პატი სმიტი 1975 წელს მანჰეტენზე მდებარე არტ-პროექტ CBGB – ს შეუერთდა. კლუბი CBGB მალევე იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როკ-კლუბად. პატი სმიტი პოეტურ იმპროვიზაციებს მიმართავდა, ჯგუფს კი ამ იმპროვიზაციების შესაფერის მარტივი, შაბლონურ აკორდებს იყენედა. სმიტს მიაჩნდა, რომ კლუბი CBGB საუკეთესო ადგილი იყო ისეთი ხმის მისაღებად, როგორიც უნდოდა. როკ-ისტორია ამ კლუბში გრიმიორებისა და ზედმეტი კოსტიუმების გარეშე იქმნებოდა.
ჯონი ქეში სან-კვენტინის ციხეში – 1969
1969 წლის 24 თებერვალს სან-კვენტინის ციხეში პატიმრებს მოულოდნელად ქანთრი-მუსიკოს ჯონი ქეშის კონცერტი გაუმართეს.
კალიფორნიის ამ უძველეს ციხეში გასაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები იხდიდნენ და იხდიან სასჯელს. ჯონი ქეშის კონცერტს 2000 პატიმარი დაესწრო და მათ შორის იყვნენ სიკვდილმისჯილებიც. კონცერტის ჩანაწერში მსმენელების ძალიან ემოციურ კადრებს ვხედავთ. მუსიკოსი უშუალო კავშირს ამყარებს აუდიტორიასთან. სცენასა და მსმნელს შორის თითქოს ზღვარიც ქრება. მოგვიანებით, 1997 წელს თავის ბიოგრაფიაში ჯონი ქეში ამ კონცერტზე წერდა: „ეს იყო ძალიან ირონიული გადაწყვეტილება, დამეკრა ციხეში სიკვდილმისჯილებთან, ირონია როგოც ჩემი, ასევე პატიმრების მიმართ.“
Big Brother and Holding Company – ამერიკული ტურნე
1968 წლის ალბომი Cheap Thrills’ ჯგუფ Big Brother and Holding Company-ს საბედისწერო ნამუშევარი აღმოჩნდა. ალბომის გამოსვლის შემდეგ ტურნეს, დასაწყისში ჯგუფის სოლისტმა, ჯენის ჯოპლინმა განაცხადა, რომ ტურნეს შემდეგ ჯგუფს ტოვებდა. ამ გადაწყვეტილებას დიდი არეულობა და დაძაბულობა მოჰყვა ჯგუფის წევრებს შორის. ჯენისი ტურნეს შემდეგ ჯგუფიდან წავიდა, თუმცა მუსიკოსებს შეურიგდა საბოლოოდ და როგორც Big Brother and Holding Company-ს დრამერი, დეივ გეტცი ამბობდა, 1968 წლის ბოლოს ,,მსოფლიოს არ ჰყავდა ჯენის ჯოპლინზე დიდი ბლუზ მომღერალი“.
ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს.
ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს მწვანე საფარს, არ უნდა შენდებოდეს სახლი ეზოს გარეშე, სახლი, რომელიც დაარღვევს აეროდინამიკას, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც გამოიწვევს ინსოლაციის პრობლემას და დაჩრდილავს მეორე სახლს, შენდებოდეს სახლი, რომ მერე ვიფიქროთ ამ სახლის მაცხოვრებლები, სად წაიყვანენ ავტომანქანებს, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც ელემენტარულად არ ჯდება არც არქიტექტურულად, არც ვიზუალურად იმ უბანში და არის ყოველგვარი განაშენიანების გეგმის გარეშე“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ლაშა კომახიძის აზრით, მისთვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი ოჯახის ავტორიტეტია: „პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მაღლა ვაყენებ იმ სახელს, რომლითაც ჩემს ოჯახს ამ ქალაქში უცხოვრია… მე ვამაყობ იმით, რომ ვარ პლატონ ჯორბენაძის შვილიშვილი, რომელიც არის დედაჩემის მამა და რომელიც არის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოს საზღვაო სანაოსნოსი. თუკი დღეს საქართველოს საზღვაო სანაოსნო არსებობს, პირველი ნავიდან დაწყებული მისი ბოლო მცურავი საშუალებით, ეს არის მისი დამსახურება და ეს არის ჩემი სახე. ამას მე ვეძახი შუბლზე ძარღვის გაწყვეტას, რომ წავშალო ეს ყველაფერი და ვათქმევინო საზოგადოებას, ხალხს, რომ „ეს ვინ მოვიდა“.
ლაშა კომახიძის თქმით, ამ მიმართულებით მისი პოზიციები მყარია: „მე ვიცი იმ პოლიტიკური გუნდის პოზიცია, რომელიც მოვედით აჭარის მმართველობაში და ვიცი, რომ არ იქნება შიშები იმაზე, ხომ არ ვიქნები მართული მერი“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, მისი და მოქმედი მერის შემთხვევაშიც ერთი და იგივე პოლიტიკური გუნდი დგას, რა შეიცვლება მომავალში? ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ის გუნდში გულისხმობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, „რომლის სერიოზული გადახალისება მოხდა წელიწადი და ორი თვეა. ვგულისხმობ ახალ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტს და დღეს ვართ იმ ეტაპზე, როცა გვინდა ახალი თვითმმართველობის სისტემა“.
კანდიდატის თქმით, ბათუმის მერია უნდა გადაიქცეს „ოჯახად, დარბაზად, სადაც ქალაქელები იმისთვის კი არ მოვლენ, რომ იჩხუბონ, რაღაც ამტკიცონ და რაღაცაზე გვეჯუჯღუნონ. ისინი მოვლენ როგორც საკუთარ ოჯახში, რომ დავსხდეთ ვითანამშრომლოთ და ვაკეთოთ. ეს იქნება სისტემა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერია იქნება დაკვეთის შემსრულებელი“.
მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა გარევაჭრობის თემაზე, ქალაქის ადაპტირებასა და ქალაქის განვითარების გეგმაზე, რომელიც მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში 2018 წლის ბოლოს მაინც უნდა დაიდოს.
„ერთ-ერთი ჩემი ამოცანა იქნება ქალაქის ფუნქციონალური პროფილის განვითარება. გვინდა რამდენიმე 500 კვ.მეტრი ფართობის გამოყოფა ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე, სადაც მიყვანილი იქნება კომუნიკაციები, საწარმოო ნარჩენების გატანის საშუალებები და მეწარმეებს მივცემთ საშუალებას აიღონ ეს ტერიტორია და გააკეთონ საამქროები და აწარმოონ რაიმე პროდუქტი“.
„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა.
ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“?
ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და მიზანი იყო ხელისუფლების მმართველი რგოლიდან ჩემი ჩამოცილება. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვიყავი მათთვის მიუღებელი, დაუმორჩილებელი ვარ და სიმართლის მოყვარული… დავიწყოთ იქედან, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი არის ძალიან დიდი 2012 წლის პროცესებში და მე იმ დროს „ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბს ვხელმძღვანელობდი. კი ბატონო, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომ ხელვაჩაურშიც მოიგო „ოცნებამ“, მაგრამ ზუგდიდში, ან ხულოში რატომ ვერ მოიგო? მე ვფიქრობ, რომ შტაბის სწორ მუშაობაზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული. ხულოში რომ ნორმალურად ემუშავათ, იქაც შესაძლებელი იყო მოგება… 2013 წლის მარტში დამაკავეს, მაგრამ მალე მოუხდათ საქმის შეწყვეტა. მეც დავეთანხმე, რადგან ჩემთან ერთად მოადგილეც დაკავებული იყო, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იყო კარგი, რომ არ დავთანხმებულიყავი, მაშინ სასამართლო პროცესები უნდა დაწყებულიყო.
მურმან დუმბაძის გუნდის წევრი იყავით. თქვენი დაკავება არ უკავშირდებოდა დუმბაძის მაშინდელი დაპირისპირებას „ოცნების“ შიგნით?
ნაწილობრივ კი. „გუნდის წევრი“ – ეს ძალიან ცუდი ცნება ჩამოყალიბდა. მურმან დუმბაძე მაშინ ყველას ლიდერი იყო, ბევრი ადამიანი აწუხებდა და რიგები იდგა მასთან. ფიქრობდნენ, რომ გავლენა და ძალა ჰქონდა. რიგში მე არ ვმდგარვარ, მურმან დუმბაძე უნივერსიტეტში მასწავლიდა და ვიცნობ იქედან, ვმეგობრობდი და ახლაც ვმეგობრობ. ჩემი გათავისუფლება უფრო ადამიანების წასვლას უკავშირდებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. როცა მე იქ მივედი, რამდენიმე ადამიანმა, ვინც „ოცნებას“ აქტიურად უპირისპირდებოდა 2012 წლამდე, თავისი ნებით დაწერა განცხადებები და სამსახურები დატოვეს. მერე იყო ზარები, რომ ეს იმის დეიდაშვილია, ეს ნათესავია და სამსახურში დააბრუნეო. ჩემთან იმ ხალხს არ ჰქონია პრობლემა… „ოცნება“ 2014 წელს დავტოვე.
რა ღირებულებების გამო გახდით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი?
კი, ღირებულებებია ყველაზე მთავარი და ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს არ ატყუებენ. შესაძლოა, წინასაარჩევნოდ რაღაც უთხრა ადამიანებს, მაგრამ უმეტესობა მაინც ხომ უნდა შეასრულო? „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი როცა ვიყავი, 2012 წლის ივლისში, შტაბში გვითხრეს, გადით და უთხარით გონიოელებს, წლის ბოლომდე მაქსიმუმ მიწის პრობლემა მოგვარდება, ახალი კანონი ამოქმედდებაო. დღემდე ასეთი კანონი მიღებული არ არის. მე საერთოდ კონსერვატორი ადამიანი ვარ და ამ ღირებულებების მომხრეა „პატრიოტთა ალიანსიც“. თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ, სხვანაირად არ გამოვა, მაგრამ ამ გუნდში ვართ ადამიანები, ვისაც საქართველო გვიყვარს, რეალურად ვაზროვნებთ, ასე ვთქვათ, გალაქტიკაში არ ვართ დაკარგულები… „პატრიოტთა ალიანსის“ იდეები ლიბერალური არ არის. ეროვნული იდეებია ჩვენთვის უპირველესი. ეს არის ქართული წესი, ტრადიციები…
ფიქრობთ, რომ ქართული კულტურა და ტრადიციები ლიბერალური არ არის?
რაღაც მომენტში არის, ალბათ, მაგრამ ჩვენი ტრადიციები ლიბერალურ იდეებთან არ არის, თუმცა ჩვენი კულტურა არასდროს არ ყოფილა გაიგივებული თავისუფლების შეზღუდვასთან. ვფიქრობ, ეროვნული ტრადიციების დაცვა ააღორძინებს ქვეყანას.
მაგალითად, ეროვნულია, რომ უცხოელებს ბათუმში ბიზნესი არ უნდა ჰქონდეთ, ან ხელვაჩაურში მიწა არ იყიდონ? ამაზე საუბრობენ თქვენი პარტიის ლიდერები.
მე უცხოელების წინააღმდეგი არ ვარ. მთავარია, კანონს ექვემდებარებოდნენ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იყვნენ.
რომელი უცხოელის ბიზნესია, მაგალითად, ხელვაჩაურში პრივილეგირებული და ვინ არ ექვემდებარება კანონს?
პირველ რიგში, ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები უნდა დაიცვას. ჩადით აბა, ირანში, თუ იყიდით ასე მიწას… თუ გინდათ, უნგრეთში ჩადით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი ხელისუფლება ეხმარება, რომ აქ ბიზნესი აკეთონ. საქართველომ უნდა სცადოს, რომ კონკურენცია შექმნას საკუთარი მოქალაქეებით. ჩვენ ამ თემის მანიპულაციას კი არ ვახდენთ, ნახეთ, ხელვაჩაურში მიწების 95 პროცენტი დაუმუშავებელია. ადამიანები მასობრივად მეზობელ ქვეყნებში გადადიან, რომ სამუშაო ნახონ. არ შეიძლება ყველაფერს პიარისთვის იყენებდე. აჭარის მთავრობამ მიიღო მარტში დადგენილება, რომ ვინც თვითნებურად შეჭრილია სახელმწიფო საკუთრებაში, მათ ნაწილს, გარკვეული შესწავლის შედეგად, ერთ ლარად გადასცემდნენ ქონებას. დღემდე არც ერთ ადამიანს ამით არ უსარგებლია.
ქვეყნის მომავალი თქვენც ოკუპანტ რუსეთთან ერთად წარმოგიდგენიათ და არა ევროსტრუქტურებთან?
ასე არ არის. ჩვენმა ლიდერებმა რამდენჯერმე განმარტეს, რომ არანაირი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ მოხდება არაფერი. რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ – საქართველო-რუსეთი-ნატო – ამ ფორმატში. არ შეიძლება რუსეთის გვერდის ავლით განახორციელო ქვეყნის ინტერესები. რეალურად უნდა შეხედო, საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომ გლობალური გადაწყვეტილებები მიიღოს. რუსეთი არის დიდი ქვეყანა და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყანაში…
რას ჰპირდებით ხელვაჩაურის მოსახლეობას კონკრეტულად?
ჩვენ რასაც ვპირდებით მოსახლეობას, ყველაფერს ავასრულებთ. მთავარი პრინციპი არის ის, რომ ახალი ხელისუფლება წინაზე უკეთესი იყო. თუ მოვედით ხელისუფლებაში, „ოცნებამ“ რაც ვერ შეასრულა, იმას შევასრულებთ. ესაა სოციალური საკითხები, ჯანდაცვის პროგრამები, სოფლის მეურნეობის აღორძინება…
თქვენი მერობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე აპირებთ საწარმოების მოწყობას.
არა, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ, თუ ბიუჯეტი მოგვცემს ამის შესაძლებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების სწორად გათვლით შესაძლებელია დაფინანსდეს ისეთი პროგრამები, რომ ადამიანებმა სული მოითქვან. ინფრასტრუქტურული პროექტებიდან კი, რაც აუცილებელია, ის უნდა გაკეთდეს.
რომელი არ არის აუცილებელი, რომელს შეაჩერებთ არჩევის შემთხვევაში?
მაგალითად, აგრარული ბაზრის მშენებლობა, ვხედავთ, რომ ეს საერთოდ არ წაადგა ხელვაჩაურის მოსახლეობას. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე საერთოდ არ მინდა საუბარი, რადგან ეს ისედაც ხელისუფლების საქმეა. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. მუნიციპალიტეტი არ უნდა იყოს ხალხის დასაქმების სფერო. ჩვენ გამოვათავისუფლებთ თანხებს მოსამსახურე პერსონალის შემცირებით…
რამდენით შეამცირებთ და სად კონკრეტულად?
ასე ზუსტად ახლა ვერ გეტყვით. რამდენიც ხელვაჩაურის განვითარებისთვის იქნება საჭირო, იმდენს დავტოვებთ… პირველ რიგში, მიწა თუ არ დაუკანონეს გლეხს, არაფერი გამოვა. ახლა რაც ხორციელდება სოფლის მეურნეობის კუთხით, ყველაფერი წყალში გადაყრილი მგონია. პრობლემა არის ეს, რადგან მოსახლეობას აქვს შიში, რომ მათ მიწებს უცხოელები იყიდიან. დადიან, მაგალითად, ირანელები იყვნენ, ყიდვა უნდოდათ სოფლებში მიწის და მერე გადაიფიქრეს. ციტრუსის შტაბი ახლა შეიქმნა. ახლა კი არა, გაზაფხულზე უნდა შეიქმნას ეს, რომ გლეხმა შედეგი დაინახოს…
იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს, თუკი თქვენ გახდებით ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე?
ახლა ხელვაჩაურის ბიუჯეტი მთლიანად ფორმირდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. შესაბამისად, პრიორიტეტებსაც უკვეთავს ცენტრალური მთავრობა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, დამერწმუნეთ, რომ მოსახლეობის მიერ რაც იქნება დასახელებულ პრობლემად, ის გაიწერება პროგრამებში.
არ ფიქრობთ, რომ წინასწარ უნდა შესთავაზოთ ამომრჩეველს, მაგალითად, ბიუჯეტის გადანაწილების თქვენეული ვერსია?
ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვესაუბრებით მოსახლეობას და ეს მოხდება მოსახლეობასთან ერთად. მე ვპირდები ამომრჩეველს, რომ მკაცრი კონტროლი მექნება, თუ როგორ შესრულდა ესა თუ ის სამუშაო. გუშინწინ ვიყავით ახალსოფელში და გვითხრეს, რომ ორი წლის წინ გარემონტებული კონკრეტული სისტემა გაფუჭდა. მართვის პრობლემა არსებობს და ეს უნდა შეიცვალოს.
9 ოქტომბერს სოფელ მაჭახლისპირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები გზაზე ასფალტის საფარის დაგებას ითხოვენ. აქ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰესს აშენებს.
„ასფალტის დაგებას ვითხოვთ, რომ მტვერში არ დავიხრჩოთ. ჩვენი ფილტვები, რომ გავესინჯოთ, ჯანმრთელი არცერთის არ იქნება. ყველას გვახველებს. ეს მტვერი კი არა კვამლია… მორწყეს დღეს, წავიდნენ, გაშრა და ამტვერდა ისევ. ახლა გზა რომ გადავკეტეთ, ისევ მანქანა გამოუშვეს კომპანიიდან მოსარწყავად. 2 საათზე მეტია გზა გადაკეტილია და არავინ ჩანს, პატრონი არ გვყავს… მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანას ვატარებთ“ – უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერი წულუკიძემ „ბათუმელებს“.
„აქაური ვარ, ბავშვებით ვართ გამოსული, შიათ და ვის ვუცადოთ? გამგებელს? სადამდე?“ – ამბობს აქციის მონაწილე მამაკაცი.
„ერთი ღამე ჩვენთან სოფელში უნდა გაათიოთ და მაშინ მიხვდებით სად ვართ და რა დღეში ვართ. რას აპირებს – სახელმწიფოს კითხეთ. ჩვენ რას ვაპირებთ – ერთხელ გადავკეტეთ და გააკეთეს გზა, მაგრამ ცემენტი დააგეს… მისჯილი გვაქ რამე? რამე დავაშავეთ? “ – ამბობს ია ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე აქციის მონაწილეა.
„ახლა საარჩევნო შტაბში ვარ, გამგეობაში გადარეკეთ და ზუსტად გეტყვიან, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, ასფალტის დაგებას ითხოვენ. მაქ გზის გაკეთებისთვის თანხა აჭარის 2018 წლის ბიუჯეტშია რამდენადაც ვიცი ჩასმული. გზა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არ არის და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეაკეთებს“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის ყოფილმა გამგებელმა, რომელიც ამჯერად „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის სიის პირველი ნომერია საკრებულოს არჩევნებში.
მოსახლეობის თქმით გზა 12 საათიდან გადაკეტილია, თუმცა მათთან არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მისულან და არც აჭარის მთავრობიდან. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.
აქცია სოფელ მაჭახლისპირში / 9.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტოაქცია სოფელ მაჭახლისპირში / 9.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტოაქცია სოფელ მაჭახლისპირში / 9.10.2017 / გურამ მურვანიძის ფოტო
ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მოქალაქე ნ.დ. დანით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მუშაობს.
შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. გუშინ გვიან ღამით მოათავსეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნ.დ.-ს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. დაჭრილი პირი არ გადაუყვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. „მსგავსი შეტყობინება ბათუმის პოლიციაში არ არის შესული“, – მოგვწერეს უწყების პრესცენტრიდან.
მოგვიანებით შსს-ს პრესსამსახურმა შეგვატყობინა, რომ შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ასევე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნ.დ. კლუბის დაცვის თანამშრომელმა დაჭრა, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის.
დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება რა ფულით შენდება. ვფიქრობ, ქართულმა სახელმწიფომ უნდა აუშენოს საკუთარ მოქალაქეს, ნებისმიერი აღმსარებლობის შესაბამისი ნაგებობა და ეს უნდა იყოს პატივისცემის ყველაზე ლამაზი გამოხატვა სახელმწიფოსა და მისი სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეების მიმართ“, – ამბობს ლაშა კომახიძე.
„ბათუმელების“ კითხვაზე, აპირებთ მუსლიმებს შესთავაზოთ, რომ მეჩეთს ბიუჯეტის ფულით აუშენებთ? ლაშა კომახიძე ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს აქეთკენ“.
მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ამ თემაზე საბოლოო პოზიცია მუსლიმ თემთან შეხვედრისა და მათი პოზიციების მოსმენის შემდეგ ექნება. „ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება ჩემთვის გაჟღერება და კონკრეტული გადაწყვეტილების თქმაც, რადგან წინასაარჩევნო რეჟიმში ძალიან ვეწინააღმდეგები ასეთი განცხადებების გაკეთებას, რადგან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ინტერპრეტაციები გააკეთონ და გარკვეული ქულები დაიწერონ“.
მმართველი პარტიის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მარტივი გზები არსებობს.
„მე მაქვს დაგეგმილი შეხვედრა ამ ადამიანებთან და მინდა მათ ველაპარაკო და მოვისმინო მათი პოზიცია. მე არ ვიცნობ მეჩეთის პროექტს, მაგრამ ვიცი, რომ მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მშენებლობის ნებართვა, არგუმენტირებულია. იქ არის დარღვევები, რომლის გაბათილება ვერ მოხდა.
ამავე დროს, მე მესმის ამ ადამიანების, რომ ჰქონდეთ რელიგიური შენობა-ნაგებობა. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძალიან ბევრს სახელმწიფოში მსგავსი ტიპის საკითხები, იქნება ეს ეკლესიის თუ მეჩეთის მშენებლობა, რეგულირებადია. მაგალითად თურქეთში, არათუ ეკლესიას, მეჩეთსაც ვერ ააშენებთ და რელიგიური ტიპის ღონისძიებას ვერ ჩაატარებთ, თუკი ამას არ შეათანხმებთ რელიგიის სააგენტოსთან“, -ამბობს კომახიძე.
რეპლიკაზე, რომ თურქეთი არის არის სანიმუშო დემოკრატიის მაგალითი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ის მარწუხების მოჭერაზე არ საუბრობს.
ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამის შესახებ საუბრობს
ბათუმის მერობის კანდიდატს, კახაბერ ცისკარიძეს ბათუმში არც საარჩევნო შტაბი აქვს და არც ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია. ამბობს, რომ საკუთარ პოსტერებს თავად აკრავს ქალაქში და ასე ამომრჩეველსაც ხვდება. უკმაყოფილოა, რომ მედიით ხშირად არ ეძლევა საშუალება ამომრჩეველს საკუთარი აზრი გაუზიაროს და მიიჩნევს, რომ ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის იგი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. რატომ გადაწყვიტა კახაბერმა მერობა? – ამბობს, რომ მასზე უკეთ ბათუმის პიარზე მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ იზრუნებს და უნდა დაამსხვრიოს მოსაზრება, რომ არტისტი არ შეიძლება იყოს მერი. „ბათუმელებმა“ კახაბერ ცისკარიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.
კახა, ბათუმის მერობის კანდიდატად წარგადგინათ „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტიამ“. თქვენ შესთავაზეთ, რომ მათი კანდიდატი გახდებოდით თუ თვითონ დაგიკავშირდნენ?
იცით ალბათ, რომ დამოუკიდებლად მინდოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს ვერ მოხერხდა და კანონიდან გამომდინარე, პარტიას უნდა წარვედგინე მერობის კანდიდატად. გადავხედე ყველა პარტიას და ვნახე პარტია, რომელსაც ეწერა „ერთობისა და და განვითარების პარტია“. ეს ჩემი სლოგანიცაა, ერთობას ვთავაზობ ყველას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც ჩემი მერობის შემთხვევაში. ძალიან მომეწონა, დავუკავშირდი, გავესაუბრე, მოვუყევი სიტუაცია, გადავხედე მათ პროგრამას, მომეწონა მათი ხედვები და ერთმანეთს კარგად გავუგეთ.
ჩემმა მონაწილეობამ ამ არჩევნებში მინდა დააფიქროს სხვა, განათლებული ადამიანებიც. მათი ამბიცია მინდა გამოვაცოცხლო. რეალურად, მათი უმოქმედობის გამო, მთავრობაში მოდიან ისეთი ადამიანები, რომელთა შეცვლას ელოდებიან მერე ოთხი წელი. ბევრად ღირებული ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
ჩემი შეხედულებები განსხვავდება პოლიტიკოსების შეხედულებებისგან. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც დიდ პოლიტიკაზე მაქვს პრეტენზია ამ ეტაპზე. მე აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ ბათუმის მერი არ არის სავალდებულო, რომ იყოს პოლიტიკოსი. თუ გადახედავთ ჩემს ვიდეომიმართვებს, რატომღაც ისე მოხდა, რომ ცენტრალური ტელევიზიები იგნორს აკეთებენ ჩემს მონაწილეობაზე, უკვე ჩაატარეს ორი დებატები ბათუმის მერობის კანდიდატებთან ერთად „რუსთავი 2“-ზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მე არ ვიყავი მიწვეული. ველოდები, დამიძახებს თუ არა აჭარის ტელევიზია. მიზეზი ის იყო, რომ მე „არაკვალიფიციური კადრი“ ვარ. ვერ ვიქნები კვალიფიციური, ვერ ექნებათ ჩემი რეიტინგი, რადგან რეიტინგები შედგა მაშინ, როცა მე არ ვიყავი დასახელებული მერობის კანდიდატად. როგორ შეუძლიათ ამ შემთხვევაში იცოდნენ, მაქვს თუ არა რეიტინგი. მე ვთვლი, რომ თუ ვინმე რეიტინგულია ბათუმის მერობის კანდიდატებიდან, ვარ მე. ყველაზე ცნობადი და ყველაზე პოპულარული ვარ მე, ამიტომ უფრო მეტი საშუალება უნდა მოეცა მედიას ჩემთვის ჩემი მოსაზრებები გამეზიარებინა მოსახლეობისთვის და არა ის, რასაც ახლა ცდილობენ პოლიტიკოსები, იმიჯი შემიქმნან, რომ მე ვარ მხოლოდ მუსიკოსი, ხელოვანი. ასეთი დამოკიდებულება ხელოვანი ადამიანების მიმართ კიდევ ერთი მიზეზია ჩემი ამ სფეროში შემოსვლის, მე უკვე ვცვლი ამას.
კახაბერ ცისკარიძე. ფოტო „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან
თუმცა პარლამენტში არიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები…
მოდი, დავაკონკრეტებ – შემოქმედი, ქმნილების ავტორები, ძალიან ცოტანი არიან. მე შემოქმედი ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელიც ქმნის, რომელიც ყოვლისშემქმნელმა დააჯილდოვა ნიჭით და ეს ეხება ქმნილებას, შემოქმედებას. თუნდაც ის, რომ მე პოსტერები დამიჯდა 200 ლარამდე თანხა და ზოგს 300 ათასი აქვს გადახდილი… უკვე შემოქმედებამ მოიგო აქ, იმიტომ, რომ ბევრად საინტერესოა, ბევრად არაგამაღიზიანებელი, ჩემს პოსტერთან ხალხი მიდის ახლოს, სურათებს იღებენ და „ფეისბუქში“ დებენ. პირველი პრეცენდენტია ეს, საერთოდ ამოვატრიალე წინასაარჩევნო კამპანია თუნდაც პოსტერების სახით. მე ვამსხვრევ სტერეოტიპებს. დიახ, ქალაქ ბათუმის მერი არ არის აუცილებელი იყოს პოლიტიკოსი.
„მერი ან უნდა იყოს პოლიტიკოსი ან კარგი მეურნე“ – გავრცელებული შეხედულება მერის პოსტის შესახებ ასეთია. თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკოსი არ ხართ, არც – მეურნე. რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა?
ეს შეხედულება კომუნისტური გადმონაშთია. პოლიტიკოსი ჩემზე კარგად გაუკეთებს პიარს ჩვენს ქალაქს? მე მეეჭვება, თუნდაც ის, რაც ვახსენე, რომ მინიმალური დანაზოგით მაქსიმალური შედეგი მივიღე, იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მერიის ბიუჯეტს განვაგებ სხვანაირად – ეს ერთი. მეორე ის, რომ მინსკში ვიყავი და 30 000 კაცის წინაშე გამოვდიოდი, სადაც ალბათ ერთი 15 000 მაინც იყო ჩემს გამო მოსული, რადგან იქ შარშანაც ვიყავით და ვიცი, რომ პოპულარულები ვართ იქ, ბევრი ინტერვიუ იყო და მცნობს ხალხი. იმ დღეს იყო ბათუმობა, სადაც მე არ ვიყავი მოწვეული. ასევე, იმ დღეს მინსკში აღინიშნებოდა თბილისობა, რომელსაც თბილისის მერი ესწრებოდა და რომელიც ჩემს გამოსვლამდე წავიდა, თითქოს საქართველოს მოქალაქე არ ვყოფილიყავი და საქართველოს არ ვუკეთებდე პოპულარიზაციას. გამოვედი, 30 000 ათას ადამიანს ვთხოვე და ყველა ყვიროდა ბათუმს, რადგან ვთხოვე, მილოცვა გაგვეკეთებინა ბათუმისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ძალიან დიდი დანაზოგი გავაკეთო სარეკლამო ხარჯების.
რაც შეეხება მეურნეს. არავინ მითხრას, რომ ქალაქ ბათუმის რომელიმე მერი თავის ხელით აკეთებს კანალიზაციას და წყალგაყვანილობას. განსხვავება არის ის მათსა და ჩემს შორის, რომ მე დავდივარ ველოსიპედით და წყალი რომ დადგება სადმე, მე იქ დამდგომი ვარ და გამკეთებელი. მეურნეობისთვის არიან ადამიანები, რომელიც მუშაობენ ამ საკითხებზე. მენეჯერი მერის სახით ქალაქს უნდა ჰყავდეს სახე. დროა ამაზე დავფიქრდეთ.
რაც შეეხება პროგრამას. 14 ოქტომბერს მექნება შეხვედრა ამომრჩეველთან და კონცერტი საზაფხულო თეატრში, ჩამოდიან „ხანუმები“, ბევრი ჩემი მეგობარი ჩამოვა და იქნება კარგი შეხვედრა და კონცერტი, რა თქმა უნდა, უფასო.
ეს პერიოდი დავდივარ ქალაქში ველოსიპედით, პირადად ვარიგებ ფლაერებს, ვაკრავ პოსტერებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ ჯგუფი მყავს თანამოაზრეების. ჩემთვის უშუალოდ ხალხთან შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩემი მთავარი პროგრამაა ძალიან მოკლე – ბათუმი მომავლის ქალაქი. მომავლის ქალაქის პრიორიტეტებია: კულტურა და ხელოვნება, ტურიზმის განვითარება, შემეცნებით-გასართობი ფესტივალები ოთხივე სეზონზე, რომ ზამთარი გამოვაცოცხლოთ და ეს მხოლოდ კულტურას შეუძლია და თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგიები.
ასევე, არ მინდა არტისტობის დატოვება, მე ვამბობ, რომ არ ავიღებ მერის ხელფასს, იმიტომ, რომ ჩემი ჰონორარი ამაზე ბევრად მეტია, ვიდრე მერის ხელფასი.
ანუ სცენაზეც დარჩებით და პარალელურად ბათუმის მერი იქნებით?
ყოველ დღე კონცერტები ვერ მექნება, მაგრამ ისეთი ღირებული გამოსვლები, როგორიც მქონდა კიევში, ლონდონში, მინსკში, არ არის ხელიდან გასაშვები. საათნახევრის მანძილზე ექსკლუზიური მუსიკით ათი ათასობით ადამიანი ეკონტაქტებოდეს ქალაქის მერს… ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ მსოფლიოში ქართული ელექტრო-ფოლკის, ამას ბევრად ბევრი რეკლამა შეუძლია გაუკეთოს ქალაქს, თან ისე, რომ ამაში ფული არ დაგვეხარჯება, ამისთვის მე იქეთ მიხდიან ფულს. მერი, როგორც არტისტი არის კარგი. მერი ხომ დადის შეხვედრებზე არა?! მე ვაპირებ ყველა მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში ჩასვლას, რომელსაც აქვს ჩვენი ქალაქის მსგავსი მონაცემები: ზღვა, კლიმატი, მდებარეობა… საჭიროა მათი მაგალითის გადმოღება, ხელახლა რატომ უნდა გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი.
იცნობთ ბათუმის ბიუჯეტს?
არ ვიცნობ. ჯერ ერთი არ მომცემენ სრულ ინფორმაციას, რაც შეიძლება მე მოვითხოვო, ამიტომ არ დავინტერესებულვარ, უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რომ უკეთესად გადავალაგებ.
ჩვენი ქალაქი მე მინდა გავხადო ტრენდული. მე ვარ ფაქტიურად პირველი აჭარელი, რომელმაც აჭარა და ბათუმი გადახადა პოპულარული მთელს ქვეყანაში. ნუ გაუჭირდება ვინმეს ამის აღიარება. თუნდაც „განდაგანას“ გაჟღერებით 20 წლის წინ მე აჭარა გავხადე ძალიან პოპულარული. დღეს ვამბობ, რომ მერობის შემთხვევაში ბათუმს გავხდი მსოფლიოში პოპულარულ ქალაქს, თუ მომცემს ხალხი საშუალებას, რომ ვიყო ჩვენი ქალაქის მერი.
მე არ მაქვს არც შტაბი, არც დაფინანსება, არც მინდა რომ მქონდეს დაფინანსება, თან კონცერტები შეწყვეტილი მაქვს, რადგან აგიტაციაში მეთვლება და არ მაქვს შემოსავალი ბოლო ორი თვეა. ჩემი ქონება არის ჩემი შემოქმედებითი ინტელექტი, [მერობის კანდიდატები] ვერასდროს მოიფიქრებენ იმას, რასაც მე მოვიფიქრებ. ალბათ ხვდებით, რომ ძალიან ბევრი მდიდარი მეგობარი მყავს და შემეძლო მათგან ფულის აღება, მაგრამ ამას პრინციპულად არ გავაკეთებ, არავისთვის არ მითხოვია და არც ვაპირებ, ჩემი ძალებით ვივლი და გავაკეთებ, რომ მერე არავინ არაფერი არ მომთხოვოს. მე არ ვარ ვალდებული არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი ბიზნესმენის მიმართ, მე მხოლოდ ხალხის წინაში ვიქნები ვალდებული, რადგან მე არავისგან არ ვარ დავალებული, ამიტომაც არ გამომირთმევია არავისთვის ფული. ისეთ შოუებს მოვაწყობდი, რომ.. მაგის მეტი კი არაფერი არ ვიცი. მე მინდა ვიყო ბოლომდე გულწრფელი ამომრჩეველთან.
ბათუმში მეჩეთის აგება არ აგების საკითხი უკვე მერამდენე წელია ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თქვენ, როგორც მერობის კანდიდატი, რას ფიქრობთ ამ თემაზე?
ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი იყო ყოველთვის, არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ვინმეს რელიგია. მე ნახევრად ქრისტიანი ვარ და ნახევრად მუსლიმი. რთულია ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის, რადგან არ ვიცი რა და როგორი ხელშეკრულება იყოს მერიასთან, თუმცა არანაირად არ შეიძლება იყო მეჩეთის, ეკლესიის, სინაგოგის აშენების წინააღმდეგი. ჩვენს ქალაქში ეს ყოველთვის იყო დაცული. ჩემი აზრით, არ უნდა უშლიდნენ ხელს აშენებაში, უბრალოდ, დროა გადავერთოთ ევროპულ სტანდარტებზე, ამაზე მოლაპარაკება შეიძლება. შეიძლება არ იყოს გახმოვანებული [ლოცვა მეჩეთში], რომ არ შეწუხდეს სხვა.
ჩემი ერთ-ერთი იდეა არის ტელერადიო გადაცემის გაკეთება, სადაც მე, როგორც მერი, ვიქნები წამყვანი თანაწამყვანებთან, ჟურნალისტებთან ერთად. ინტერაქცია რომ მეტი იყოს ხალხთან, აუცილებელია ასეთი რამ, გადაცემაში მოწვეული იქნებიან თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იქნება საკითხების განხილვა. შეკვეთა უნდა აიღონ ხალხისგან ადამიანებმა [ჩინოვნიკებმა], რომლებიც ხალხის ფულით არსებობენ.
თქვენი აზრით, რა არის სამი მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში უნდა მოაგვაროს ბათუმის მომავალმა მერმა?
სამში ვერ ჩავატევ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩემი მიზანია ბათუმი გახდეს ქალაქი, სადაც გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნება. რაც შეეხება პრობლემებს: ეს არის უმუშევრობა, სოციალურად დაუცველი ადამიანებისადმი უყურადღებობა, ურბანიზაცია, საცობები და პარკინგები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იმ ფორმით, რომ გარე ფასადი მაინც შევინარჩუნოთ, ისტორიული პატარა ქუჩების გადაკეტვა, რომელიც ინგრევა ავტომობილების მოძრაობის გამო. მე, მიუხედავად იმისა, რომ ვარ მუსიკოსი, კარგი მენეჯერიც ვარ, ჩემი ყველა პროექტი ჩემი მენეჯმენტით მაქვს გაკეთებული.
ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს.
„გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, 23-ე ბაღში დღეს, 9 ოქტომბერს და ხვალ სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობას გამწვანების სამსახური დღეს შეწამლავს.
საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ფაროსანა ბათუმის რომელიმე სხვა ბაღის შენობაში არ დაფიქსირებულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს.
„კომისიის წევრებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა მითითებებს აძლევენდნენ დარღვევების კუთხით. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მითითება იყო, რომ როცა დასრულდება კენჭისყრა, სამაგიდო სიების დალუქვა არ მოახდინონ მანამ, სანამ საბოლოო კენჭისყრა არ მოხდება.
კანონი კი ითვალისწინებს, რომ ჯერ სამაგიდო სიები უნდა დაილუქოს და შემდეგ უნდა მოხდეს დათვლა. ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს ამგვარი მითითებების შესრულებაზე და განცხადება დაწერეს კომისიიდან წასვლაზე“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე.
კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი განცხადება, კომისიიდან წასვლის შესახებ.
მირდატ ქამადაძის თქმით, კომისიის წევრებზე ზეწოლა რომ ხორციელდება, ამაზე განცხადებების შინაარსიც მეტყველებს.
„ამ ადამიანებმა რომლებმაც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ოლქის მიერ დაინიშნენ და უცებ, ყველა თანმიმდევრობით წერს განცხადებას კომისიიდან წასვლაზე, ბუნებრივია ეს ზეწოლაზე მეტყველებს“ – აცხადებს ის.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ზეწოლის შესახებ კომისიის წევრებმა მასთან პირად საუბარში აღნიშნეს: „ჩემთან პირად საუბარში რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ მათ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აძლევდნენ მითითებებს.
„აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას ცდილობს“ – აცხადებს ენმ-ეს წევრი.
„ბათუმელები“ ერთ-ერთ კომისიის წევრსაც დაუკავშირდა და განცხადების დაწერის მიზეზის შესახებ ესაუბრა. ნათია ბჟალავა, განცხადების დაწერას ზეწოლის მოტივით უარყოფს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
„ვერ ვახერხებდი მუშაობას სამსახურის გამო. განათლების ფონდში ვმუშაობ და შვებულებაში ვერ გავედი, რადგან დატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ დავწერე განცხადება. სხვამ რატომ დაწერა ვერ გეტყვით, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“ – განაცხადა მან.
„ბათუმელები“ ბათუმის N79 საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ვალერი ბერიძესაც ესაუბრა. კითხვაზე, იყვნენ თუ არა ინფორმირებული ზეწოლის შესახებ? ვალერი ბერიძე ამბობს: „18 კაცს არ დაუწერია, 15-მა დაწერა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პიარი. 1500 კაცში თხუთმეტმა დაწეროს განცხადება, „ბავშვი ავად გამიხდა“ და „პრობლემები მაქვს“, გასაკვირი არ არის“.
ქედაში ყველაზე გავრცელებული საღვინე ჯიშის ყურძენი – ცოლიკაური, უკვე მოვიდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ყურძნის კრეფაც დაიწყო, ქედის ღვინის საწარმოს კი, რომელიც სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო, ყურძნის მიღება ჯერ არ დაუწყია. მეტიც, საწარმოში ყურძნის ჩაბარების ფასიც კი არ არის განსაზღვრული.
ქედელი ფერმერების თქმით, ქედის ღვინის საწარმო ადგილზე მოწეულ ყურძენს მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ იბარებს, ძვირად ღირებულ ყურძენში კი არასათანადო ფასს სთავაზობს და ამით მევენახე ფერმერებს აიძულებენ ყურძენი საწარმოში ჩასაბარებლად არ მიიტანონ.
ქედის ღვინის საწარმო, რომელიც შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საკუთრებაა, სახელმწიფო გრანტის ფარგლებში მოეწყო.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, როსტომ შერვაშიძე, რომლის დროსაც საწარმო გაიხსნა, ამბობს, რომ სახელმწიფო გრანტი საწარმოს ასაშენებლად იმ პირობით გაიცა, რომ მეწარმეს ქედაში მოყვანილი ყურძენი უნდა მიეღო. როსტომ შერვაშიძის ინფორმაციით, ღვინის საწარმოს შუახევში დაკრეფილი ყურძნის ჩაბარების ვალდებულებაც აქვს.
საწარმოს დირექტორი, ალექსანდრე დადიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მზად არიან ყურძენი ჩაიბარონ, თუმცა დასძენს, რომ ამ დროისთვის ქედის ცოლიკაურში შაქრიანობა არასაკმარისი ოდენობითაა. რაც შეეხება ადგილზე მოწეული ყურძნის ჩაბარების ვალდებლებას, დირექტორის თქმით, ის ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.
„ქედაში ყურძენი მკვახეა, არ მოსულა. ყურძენი რომ ჩავიბაროთ შაქრიანობა მინიმუმ 20 გრადუსი უნდა იყოს. ცოლიკაურის ჩაბარების ფასი ჯერ არ დაგვიდგენია, ვფიქრობთ 10-20 დღეში განისაზღვრება ცოლიკაურის ჩაბარების ფასი, რის შემდეგაც დავიწყებთ ყურძნის მიღებას. ყურძენი ბევრმა თუ დაკრიფა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურძენი მოვიდა“ – ამბობს ალექსანდრე დადიანი.
ქედელი ფერმერი, ფრიდონ სირაბიძე, რომელსაც 25 სახეობამდე ჯიშის ვაზი აქვს გაშენებული ამბობს, რომ ცოლიკაური უკვე დაკრიფა და ყურძენში შაქრიანობის დონეც საკმარისია.
„ოთხი ტონა ცოლიკაური დავკრიფე. ყურძენს არ ვყიდი, თვითონ ვამზადებ ღვინოს. რაც შეეხება შაქრიანობას, 20 გრადუსია“ – ამბობს ფერმერი
ქედის ღვინის საწარმოში საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებში დაკრეფილი ყურძენი, ან უკვე დაწურული წვენი ჩამოაქვთ და ხდება ღვინის ჩამოსხმა. ქარხანაში სხვა სახეობის ღვინოების ჩამოსხმა-რეალიზაციაც ხდება. იყიდება თუ არა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოწეული ცოლიკაურის ყურძენით დამზადებული ღვინო, ქედის ცოლიკაურის სახელით? – ალექსანდრე დადიანი ამბობს, რომ სხვადასხვა სახეობის ღვინო, სამარკოდ და მრავალფეროვნებისთვის აქვთ წარმოდგენილი, ქედის სახელით კი მხოლოს ქედაში მოწეული ყურძნიდან დამზადებულ ღვინოს ყიდიან.
„მთის კანონით“, ნებისმიერი საწარმო, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მეწარმე აღმოსავლეთ რეგიონებში შეისყიდის ყურძენს და ქედაში აწარმოებს, ეს მისთვის მომგებიანიცაა.
ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედაში იმ ოდენობის ყურძენი არ მოდის, საწარმოს ფუნქციონირება უღირდეს: „ქედაში 40-50 ტონა ყურძენი მოდის, საწარმო კი ათეულობით ტონა ყურძენს ამუშავებს, შესაბამისად ჩვენ მხოლოდ ქედის მოსავალს ვერ დავეყრდნობით და ყურძენი სხვადასხვა რეგიონებიდან ამიტომ ჩამოგვაქვს“.
გარდა ცოლიკაურისა, ქედელ ფერმერებს სარეალიზაციოდ ჩხავერიც მოჰყავთ. საღვინე ყურძნის ჯიშებიდან ჩხავერი ყველაზე ძვირად ღირებულია, ძვირად ფასობს ჩხავერისგან დაყენებული ღვინოც. ცოლიკაურისგან განსხვავებით ყურძნის ეს სახეობა შემოდგომის ბოლოს იკრიფება. ჩაიბარებს თუ არა ჩხავერს ქედის ღვინის საწარმო და რამდენს გადაუხდიან ქედელ ფერმერებს? – ალექსანდრე დადიანი ამბობს – „ჩხავერს ჩავიბარებთ. რაც შეეხება ფასს, ჯერ ვერ გეტყვით, ფასი არ არის დადგენილი, მაშინ დადგინდება, როდესაც ყურძნის დაკრეფის დრო მოვა, ფასი შესაბამისი იქნება“.
„დასავლეთში, მის პოლიტიკურ თუ ინტელექტუალურ წრეებში, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოდური სიტყვათშეხამებაა „სიმართლისშემდგომი (post-truth) ეპოქა“. ის მიემართება სპეციფიკურ კლიმატს, რომელშიც დისკუსია უფრო ემოციების გარშემო მიმდინარეობს, ეყრდნობა ლოზუნგების თუ ფრაზების ისევ და ისევ გამეორებას – ფაქტებს კი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს არ არის ის ძველებური და ნაცნობი ვითარება, რომელშიც სიმართლე დისკუსიის და უთანხმოების საგანია, ან მას მიზანმიმართულად აყალბებენ. „სიმართლე“, როგორც ასეთი, თავადაა ჩაკარგული ხმამაღალ და ემოციურ რიტორიკაში.
დღეს ბევრგან შეხვდებით იმ მოსაზრებასაც, რომ მოქმედებაში მოდის დიდი ავტორის, ჯორჯ ორუელის დისტოპიური ტექსტი, „1984“ – თავისი ცნობილი „უფროსი ძმით“, ხელოვნური ენით, „ნიუსპიკით“ და საზოგადოების მანიპულაციით. იმასაც ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ამ წიგნზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ინტერნეტსაიტებზე – „ამაზონზე“ და ასე შემდეგ. მაგრამ, ამავე დროს, გვხვდება სხვა, ჩემი აზრით უფრო ზუსტი შეფასებაც. ჩვენი დღევანდელი კლიმატი ემსგავსება არა იმდენად ორუელიანურს, რამდენადაც კიდევ ერთი დიდი ბრიტანელი ავტორის, ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილს წიგნში „მამაცი ახალი სამყარო“. საქმე გვაქვს არა იმ რეალობასთან, რომელშიც ვიღაც ცენზურას გვიწესებს, კრძალავს წიგნებს და ინფორმაციის გავრცელებას; არამედ რეალობასთან, რომელშიც ამგვარი ცენზურა აღარცაა საჭირო. წიგნის წაკითხვა აღარავის უნდა, მნიშვნელოვანი და ღირებული ცნობები ინფორმაციის ოკეანეშია ჩაკარგული – ხოლო სიმართლეს კი არ გვიმალავენ, ის უბრალოდ აქტუალური აღარ არის.
რუსეთი და პოსტ-სიმართლე
მართლაც – დღევანდელ პოლიტიკურ კლიმატში სიმართლის ბევრს აღარავის სჯერა. დასრულდა ცივი ომის ეპოქა, როცა ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი დიდი პროექტი, ორი დიდი ნარატივი, ორი „სიმართლე“ – დასავლეთი და საბჭოეთი. ისიც ვნახეთ, რომ არ გამართლდა ფრენსის ფუკუიამას ცნობილი თეზისი „ისტორიის დასასრულის“ და ლიბერალური დემოკრატიის განვითარების საბოლოო ფორმაციად გადაქცევის შესახებ. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ამერიკის კაპიტალისტური ელიტა და პოსტსაბჭოთა ოლიგარქია ერთსა და იმავე პიარკომპანიებს ქირაობენ თავიანთი იმიჯის უკეთ წარმოსაჩენად. ამას კარგად აღწერს საინტერესო ავტორი, პიტერ პომერანცევითავის წიგნში – “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია”. ყველაფერი პიარია – ესაა რუსეთის პოლიტიკურ, ბიზნეს და სხვა ელიტებში ყველაზე გავრცელებული სენტიმენტი დღეს.
დღეს საქართველოში ბევრს საუბრობენ „რუსულ პროპაგანდაზე“ და მის საფრთხეებზე. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროპაგანდაც აღარაა პროპაგანდა მისი კლასიკური, თუნდაც საბჭოთა მნიშვნელობით. დღეს „პროპაგანდა“ ნიშნავს ბევრი ვერსიის, ბევრი სიმართლის ტირაჟირებას. პომერანცევი თვლის, რომ რუსეთი დასავლეთს აღარ ეკამათება ალტერნატიული მოდელით თუ იდეოლოგიით, აღარ უმტკიცებს საკუთარ უპირატესობას – როგორც ეს საბჭოთა დროს იყო. არა – რუსეთმა კარგად ისწავლა და გადმოიღო საკუთრივ დასავლური ენა, თუ გნებავთ დასავლეთის მედიის ენა, და ახლა ამ ენას იყენებს დასავლეთის შიგნიდან დასასუსტებლად. რუსეთის სახელმწიფოს საერთაშორისო ტელეარხი, „რაშა თუდეი“ – ან RT, როგორც მას დღეს ქვია – ღიად აცხადებს, რომ აჩვენებს დასავლეთის მეინსტრიმული მედიისგან განსხვავებულ „სიმართლეს“. შემთხვევითი არაა, რომ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი ცნობილია ფრაზით – „არ არსებობს ობიექტური ჟურნალისტიკა”.
დისკუსია
ვაშინგტონი და „ალტერნატიული ფაქტები“
რა ხდება ამ დროს ვაშინგტონში?
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, „რეალობის“ აღქმის საკითხი ვაშინგტონშიც შეიცვალა. პრეზიდენტი, როგორც იცით, მეინსტრიმულ, ტრადიციულ მედიას გამუდმებით „ყალბი ნიუსების მედიას“ უწოდებს; ჟურნალისტები კი მის არასწორ, გადაჭარბებულ, მცდარ გამონათქვამებს აანალიზებენ ლამის ყოველკვირეულად.
ამდენად, ანალიტიკურ წერილებში შეგვხვდებათ მოსაზრება, რომ დღევანდელ დღეს ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფილოსოფიური და ეპისტემოლოგიურიც კი არის. ძალაუნებურად ისმის კითხვები – რა არის რეალობა? სად არის რეალობა? როგორ შევთანხმდეთ სიმართლეზე?
ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე ვაშინგტონმა წარმოშვა საინტერესო ცნება – „ალტერნატიული ფაქტები“. მაგალითად, როცა თავად ტრამპმა და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ მისი ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი – ჟურნალისტებმა, ცხადია, მიმართეს ჩვეულ და დღეს უკვე შესაძლოა ოდნავ რეტროდ ქცეულ მეთოდს, ე.წ. fact-checking-ს, ფაქტების შემოწმებას. ფაქტებმა აჩვენა, რომ „უპრეცედენტობაზე“ ეს განცხადება ტყუილი იყო – თუმცა ტრამპის მრჩეველმა, კელიენ კონუეიმ ჟურნალისტს განუცხადა, თქვენ თქვენი ფაქტები გაქვთ, ჩვენ კი ჩვენი „ალტერნატიული ფაქტებიო“.
ეს ცნება, თუ სიტყვათშეხამება – „ალტერნატიული ფაქტები“ – მალევე იქცა ხუმრობების და შაყირის მდიდარ წყაროდ. თუმცა, ბევრი გეტყვით, რომ აშკარად კომიკური შინაარსის გარდა, ის სწორედაც დღევანდელი ეპოქის – სიმართლისშემდგომი ეპოქის – სულისკვეთების გამომხატველია.
პოსტმოდერნული ეპოქა – „სიმართლისშემდგომი ეპოქა“?
ახლა უკვე მოგვიწევს საუბარი ცოტა გავაღრმაოთ და მიზეზებზე დავფიქრდეთ. რამ გამოიწვია ეს ვითარება?
ამ კითხვაზე, ცხადია, ერთი პასუხი არ არსებობს. მაგრამ დღეს ბევრ ავტორთან თუ ანალიტიკოსთან ნახავთ საკმაოდ ირონიულ, თუ მწარე ვარაუდს – რომ ვითარება, რომელშიც აღარ არსებობს ღირებულებრივი ან იდეოლოგიური სიმყარე და რომლითაც პირველ რიგში მემარჯვენე პოპულისტი ფიგურები სარგებლობენ, არის პარადოქსული და ერთგვარად პერვერსიული შედეგი ფენომენისა, რომელსაც პოსტმოდერნულობის სახელით ვიცნობთ.
ბევრი ავტორი სწორედ პოსტმოდერნულობას, ან უფრო ზუსტად პოსტმოდერნიზმის თეორიას მიიჩნევს ყველაზე ეფექტურ ანალიტიკურ საშუალებად დღევანდელი ვითარების ასახსნელად. თეორიის, რომელიც 1970-იან და 1980-იან წლებში შეიმუშავეს მოაზროვნეებმა – მათ შორის ფრედერიკ ჯეიმსონმა, ჟან-ფრანსუა ლიოტარმა, ჟან ბოდრიარმა და სხვებმა. ჯეიმსონი, მაგალითად, ადრეულ 1980-იან წლებში ამბობდა, რომ ეკონომიკური გლობალიზმი ბიძგს მისცემდა კულტურულ ეპოქას, რომელშიც განმსაზღვრელი ძალა პოპულისტური იერსახეები იქნებოდა.
ცხადია, პოსტმოდერნული მდგომარეობა არსაიდან არ გაჩენილა და მას თავისი ისტორია აქვს. ის ამოიზარდა „მოდერნულობიდან” – რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება ევროპულ განმანათლებლობას. Sapere aude – გაბედე აზროვნება, შემეცნება – როგორც ვიცით, განმანათლებლობის მთავარი პრინციპი იყო. ეს იყო უზარმაზარი მასშტაბის, ემანსიპატორული, ჰუმანისტური პროექტი, რომელსაც უდიდესი პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა დასავლეთში.
თუმცა, შემდეგ დადგა ურთულესი ეპოქა – მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი და მისი ტრაგიკული გამოცდილება, როცა ფაშიზმის და საბჭოთა სოციალიზმის სახით, ერთმანეთს ებრძოდა ორი დიდი, ტოტალური და ტოტალიტარული პროექტი. არსებობს მოსაზრება – რომელსაც მეც ვიზიარებ – რომ პოსტმოდერნული ფილოსოფიის განვითარებას დასავლეთში ბიძგი სწორედ ამ გამოცდილებამ მისცა. ამ ფილოსოფიას საფუძვლად დაედო მორალური პრინციპი, რომ ადამიანს, კაცობრიობას, აღარასოდეს უნდა დაეჯერებინა, აღარ უნდა ერწმუნა ტოტალური იდეოლოგიებისა, რომლებიც სიმართლის ერთ ტოტალურ, აბსოლუტურ ვერსიას გვთავაზობდნენ და ყველა სხვა სიმართლეს გამორიცხავდნენ. იელის უნივერსიტეტის პროფესორი, მარსი შორი ამას მოსწრებულად აჯამებს – თუ მოდენულობამ ღმერთს, რელიგიას და დოგმებს შეხედა სკეფსისით და ადამიანს უთხრა, თავად იაზროვნეო, პოსტმოდერნულობამ უკვე კითხვა დაუსვა იდეოლოგიებს, რომლებიც, თავიანთი ტოტალური ბუნებით, „ღმერთის“ ჩანაცვლებას მიელტვოდნენ – რიტუალების, წესრიგის, ბელადის კულტის და ბევრი სხვა ელემენტის ფორმით.
ბრიტანელი ისტორიკოსი და, ჩემი აზრით, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღრმა მოაზროვნე, ტონი ჯატი წერდა – პოსტმოდერნულობა არა მხოლოდ ძველ სიმყარეებს უთხრის ძირს, არამედ საკუთრივ სიმყარის შესაძლებლობასო. ამით ადამიანს მართლაც დიდი და უპრეცედენტო თავისუფლება მიენიჭა. ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს, ყველას თავისი, სხვების ეკვივალენტური მსოფლმხედველობა აქვს – დიდი ნარატივების და გრანდიოზული იდეოლოგიების ეპოქა დასრულდა.
და სწორედ აქ მივადექით დღევანდელ პარადოქსულ ვითარებას და მთავარ სირთულეს. სადღაც, რაღაც მომენტში, რაღაც მონაკვეთში მოხდა თვისებრივი ცვლილება. ერთი სიმართლის არ არსებობით, ამ სხვადასხვა სიმართლეების მიღმა ისეთი ფუნდამენტური საკითხებიც გაბუნდოვანდა, როგორებიცაა: რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის კარგი პოლიტიკა, ან პოლიტიკა – ზოგადად. სიმართლე თუ აღარ არსებობს, ყველას თუ თავის სიმართლე აქვს, მაშინ უკვე მთავარი არის ის, თუ ვინ უკეთესად წარმოაჩენს თავის სიმართლეს – ვის უკეთესი „პიარი“ ექნება. და „სიმართლისშემდგომი ეპოქაც“ სწორედ ეს არის – შენ შენი ფაქტები გაქვს, მე ჩემი ალტერნატიული ფაქტები. რუსეთშიც, როგორც პომერანცევი აღწერს, არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია. მთავარი – და ყველაფერი – არის პიარი.
ამდენად, პარადოქსულად – და ალბათ სევდისმომგვრელად – პოსტმოდერნულმა კლიმატმა დიდწილად ალბათ მართლაც წარმოშვა მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსების ახალი ტალღა.
ლიბერალური დემოკრატია ნაციონალისტური პოპულიზმის აღზევების პირობებში
მაგრამ მაინც, რამ გამოიწვია ის, რომ ფილოსოფია, რომელიც დაიბადა გრანდიოზული იდეოლოგიების, დიდი ნარატივების, რეალობის ტოტალური ინტერპრეტაციების წინააღმდეგ, რომელსაც ადამიანისთვის თავისუფლება უნდა მოეტანა – მოგვევლინა ინსტრუმენტად მემარჯვენე პოპულისტი ძალების ხელში?
სწორედ ეს არის ის კითხვები, რომლებზეც პასუხებს ვეძებთ, ან უნდა ვეძებდეთ. და ჯერჯერობით არ გვაქვს.
ისიც აშკარაა, რომ ამ კლიმატმა – ასევე პარადოქსულად – საკუთრივ ლიბერალური დემოკრატია დააყენა დარტყმის ქვეშ. ფორმაცია, თუ წესრიგი, რომელიც მიიჩნეოდა ოპტიმალურ მოდელად სწორედ მეტაიდეოლოგიებისგან თუ ტოტალიტარიზმისგან დაცვის თვალსაზრისით. გავრცელებული განსაზღვრებით, ლიბერალურ დემოკრატიას – განსხვავებით, ვთქვათ, ფაშიზმისგან, ან კომუნიზმისგან – არ აქვს პრეტენზია ერთიანი, ტოტალური გადაწყვეტა მოუძებნოს სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პრობლემებს, კონფლიქტებს. ის ვერ აღმოფხვრის საზოგადოების გამხლეჩ ეკონომიკურ, სოციალურ, იდეოლოგიურ ფაქტორებს – მეტიც, აღიარებს, რომ ეს ფაქტორები არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ლიბერალური დემოკრატია უბრალოდ ამ ფაქტორებს აკონტროლებს, არეგულირებს, გარკვეულ ჩარჩოს უძებნის და ადამიანთა თანაცხოვრების ოპტიმალურ მოდელს გვთავაზობს.
დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, დასავლეთში არ წყდება დისკუსიები, წერილები თუ განცხადებები, რომ საფრთხის ქვეშაა სწორედ ის ლიბერალური კონსენსუსი, რომელიც დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იყო დამკვიდრებული. აშშ-ის არჩევნები ამის ყველაზე მკაფიო სიმპტომი იყო – თუმცა პროცესი ახლა არ დაწყებულა. პოპულისტები, “ხალხის” სახელით მოლაპარაკე რეაქციონერები ბევრგან ძლიერდებიან – იქნება ეს ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი, თუ სხვა.
ბრიტანელი ისტორიკოსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოტი გარტონ ეში, მაგალითად, ახლახან წერდა:
„გამოწვევა უკვე აშკარაა – ჩვენ ვდგავართ ანტი-გლობალიზაციის გლობალიზაციის წინაშე; პოპულისტების სახალხო ფრონტის წინაშე; ნაციონალისტების ინტერნაციონალის წინაშე”. და დასძენდა – „უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისათვის, შესაძლოა მთელი თაობის მომცველი ბრძოლისათვის. ეს ჯერ კიდევ არ არის „პოსტ-ლიბერალური” მსოფლიო, მაგრამ შესაძლოა ასეთი გახდეს“.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები – რასაც გარტონ ეში ნაციონალისტური პოპულიზმის მომძლავრებას უწოდებს – თავისი ტალღური, ერთიანი ფორმით წარსულის მოვლენებსაც შეგვახსენებს. აქამდეც ბევრჯერ მომხდარა, რომ ერთი და იგივე ფენომენი, ერთდროულად, სხვადასხვა ეროვნულ თუ რეგიონულ განზომილებაში იჩენდა თავს. 1990-იანებში საქმე გვქონდა გლობალიზებულ ლიბერალიზმთან – უფრო ზუსტად კი ნეოლიბერალიზმთან; 1930-იანებში და 40-იანებში – ფაშიზმთან და კომუნიზმთან; მეცხრამეტე საუკუნეში იმპერიალიზმთან. ამდენად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ფორმაცია, თუ ტენდენცია გლობალურ კონტურებს იძენს.
დღეს უკვე დაახლოებით მეოთხედი საუკუნეა გასული ბერლინის კედლის და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევიდან. იმ პერიოდიდან, როცა აკადემიაც და სამოქალაქო სივრცეც მოიცვა ოპტიმისტურმა განაცხადებმა დემოკრატიის გამარჯვების შესახებ. დასაწყისში ფრენსის ფუკუიამავახსენე – ამ ტალღის ერთ-ერთი მედროშე, თავისი პოზიციით, რომ დასავლური ლიბერალური დემოკრატია ბოლოს მმართველობის ყველა ფორმას დაამარცხებდა და ეს, შესაძლოა, კაცობრიობის პოლიტიკური და სოციო-კულტურული განვითარების საბოლოო ეტაპი გამხდარიყო. თუმცა ფუკუიამა არ ყოფილა მარტო და მის კონცეფციებზე გაცილებით უფრო სწორხაზოვანი მოსაზრებებიც უხვად გვხვდებოდა, მაგალითად ე.წ. „გარდამავალი პერიოდის“ – ანუ „ტრანზიციის“ – შესახებ. ოპტიმიზმით გაჯერებული მოსაზრებები, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები გადავიდოდნენ ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე და ასე შემდეგ.
ახლა – როცა უკვე ისტორიის დასასრულის დასასრულის, თუ „სიმართლისშემდგომ“ ეპოქაში ვართ და ვიცით, რომ ლიბერალური დემოკრატია არათუ არ გავრცელდა, ის საკუთრივ დასავლეთშიც დარტყმის ქვეშაა, კიდევ უფრო მეტად ფასობს ის მოაზროვნეები, რომლებიც 1990-იან წლებშიც ფრთხილად ეკიდებოდნენ რეალობას. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ფუკუიამამ ჯერ სტატია და შემდეგ უკვე წიგნი გამოაქვეყნა, ისტორიკოსმა მარკ მეზაუერმა ევროპაზე დაწერა წიგნი, რომელსაც, ნიშანდობლივად და არატიპურად, უწოდა “„ბნელი კონტინენტი“. ამ წიგნში ისტორიკოსი გვეუბნება, რომ ევროპაში დემოკრატიის გამარჯვება ფაშიზმზე და კომუნიზმზე არ იყო თავიდანვე ცხადი და გარდაუვალი – ეს მოიტანა ბედნიერმა შემთხვევითობამ. მაზოუერი გვაჩვენებს, რაოდენ გავრცელებული იყო ფაშიზმი გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მიღმა, რამდენ ქვეყანაში ჰქონდა მას ფეხი მოკიდებული, მათ შორის ინტელექტუალურ ელიტებში, მათ შორის კულტურულ ფორმებში. ავტორი გვაფრთხილებს – ნუ მივეცემით თვითტკბობას, ნუ გავხდებით პასიურები და ნუ ჩავთვლით, რომ ლიბერალური დემოკრატია არის, ასე ვთქვათ, მყარი მოცემულობა და მას ვერაფერი ვეღარ დაემუქრება. „ყველა იდეოლოგიას ახასიათებს თავისი უტოპიის ისტორიის დასასრულად წარმოჩინება – უნივერსალური კომუნიზმი იქნებოდა ეს, გლობალური რეიხი თუ გლობალური დემოკრატია. წარსული იკითხება აწმყოს ჩარჩოში – და, მაგალითად, ვასკვნით, რომ დემოკრატია ძალიან მყარადაა ჩაქსოვილი ევროპის წიაღში, მხოლოდ იმიტომ, რომ ცივი ომი დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“- წერს ის.
„ევროპული ღირებულებები“, რა თქმა უნდა გულისხმობს დემოკრატიულ ღირებულებებს. თუმცა, ევროპის წიაღში იშვა ასევე დესტრუქციული იდეები და ფორმაციებიც, ფაშიზმის და ნაციზმის სახით – როგორც აჯანყება და თავდასხმა განმანათლებლობის იდეალებზე, როგორც ევროპის ჰუმანისტური, რაციონალისტური და ოპტიმისტური მემკვიდრეობის უარყოფა და „რასობრივი სიწმინდის“ იდეაზე დაფუძნებული, დანაშაულებრივი და კაცთმოძულე იდეოლოგია. (და, სხვათა შორის, ევროპის ნაყოფია მარქსიზმიც, როგორც განმანათლებლობის პარადიგმის ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც ადამიანის ემანსიპაციის მთავარ დაბრკოლებას კაპიტალისტურ ეკონომიკაში ხედავდა).
შესაბამისად, შეცდა თავად ისტორიაც – მეცნიერება – როცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, შერჩევით ამბად გადაიქცა. „აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წარსულიდან მხოლოდ კარგი ავიღოთ და მას ვუწოდოთ ჩვენი მემკვიდრეობა. … ცუდი უარვყოთ, ჩავთვალოთ უსიცოცხლო ტვირთად, რომელსაც დრო თავისთავად მისცემს დავიწყებას“ – წერდა ჰანა არენდტი. ბოლო ათწლეულებში, როცა მსოფლიოც და საკუთრივ დასავლეთიც ლაპარაკობდნენ „დასავლურ ღირებულებებზე“, ავტომატურად მხოლოდ კარგი იგულისხმებოდა – ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, დემოკრატია. ფაშიზმი ჩაითვალა აბერაციად, პათოლოგიად, გამონაკლისად – მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ მომკვდარა მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად, ბერლინის ნანგრევებში. ისტორია, როგორც გვითხრეს, პირველ ჯერზე ტრაგედიის, შემდეგ კი ფარსის სახით მეორდება. და ჯერ კიდევ არ ვიცით, კონკრეტულად რას მოგვიტანს პოპულისტი ნაციონალისტი ფიგურების აღზევება, ამ თვალსაზრისით.
ამ იდეოლოგიური კრიზისით, რომელიც დადგა დღეს დასავლეთში, ძალიან ოსტატურად სარგებლობს რუსეთი. მისთვის დიდი გამართლებაა რაც ახლა ხდება – მაგალითად ის, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა: ამერიკაში ღია დემონსტრაციას აწყობენ თეთრკანიანთა რასის უპირატესობის იდეის მიმდევრები, ღიად სკანდირებენ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებებს. ცხადია, პუტინის რუსეთი იტყვის – აი, ხომ ხედავთ რა ხდება, ამ ლიბერალებს თავისით ჩამოექცათ თავზე მთელი წესრიგიო. ეს ძალიან ცუდი და ჩვენთვის განსაკუთრებით არახელსაყრელი ვითარებაა.
როგორ გავიგოთ კრიზისი: კულტურული და ეკონომიკური პასუხები
და მაინც, როგორ გავიგოთ კრიზისი? კიდევ რა არის ის ფაქტორები, რომლებმაც დღევანდელ ცვლილებებს მისცა ბიძგი? რამ მოიყვანა დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში?
ამ კითხვებზე გაცემული პასუხები ორ ძირითად კატეგორიამდე დადის. ერთია, პირობითად, კულტურული ფაქტორებით ახსნა – რომ ამ ცვლილებებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თეთრკანიანი კაცების სიბრაზე თუ შედარებით დაბალი კლასების რეაქცია ლიბერალურ, მულტიკულტურულ ამერიკაზე, ელიტის ქედმაღლობაზე, მათი პრობლემების სისტემატურ უგულებელყოფაზე. მაგრამ ასევე – და, ალბათ, კიდევ უფრო მეტად – მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორებიც – გლობალიზაციის და სამუშაოს ავტომატიზაციის შედეგად უმუშევრად დარჩენილი და მარგინალიზებული ხალხის უკმაყოფილება, ბრაზი და სისტემის მიმართ პროტესტი. ავტომატიზაციამ და კაპიტალის გლობალურმა მოძრაობამ მოიტანა ის, რომ დაიკარგა ბევრი სამუშაო ადგილი, მანქანათმშენებლობა სხვაგან გადავიდა. უამრავი მოქალაქე დარჩა სამსახურის გარეშე. მეორე მსოფლიო ომისშემდგომი კეთილდღეობა და ფენომენალური ეკონომიკური ზრდა მოგონებად იქცა – მუშათა კლასი ახლა უმუშევარია, უიმედოდაა და არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ხოლო ტრამპი, მოგეხსენებათ, საარჩევნო კამპანიისას აქტიურად გამოდიოდა სამუშაო ადგილების ამერიკაში დაბრუნების პირობით.
კრიზისი და სოციალური უსამართლობა: სიმართლესთან დაბრუნება?
ამდენად, დღევანდელი კრიზისის გასაგებად მნიშვნელოვანია იმ კლიმატის გააზრება, რომელიც დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-სა და ბრიტანეთში დამკვიდრდა 1970-იანი და 1980-იანი წლებიდან – და რომელსაც ნეოლიბერალიზმის, ან საბაზრო ფუნდამენტალიზმის სახელებით ვიცნობთ.
იმაზე, რომ ეს ეკონომიკური კლიმატი ადრე თუ გვიან საფრთხეს შეუქმნიდა დემოკრატიულ კულტურას, ზემოთ უკვე ნახსენები ავტორი, ტონი ჯატიცწერდა, ბევრ სხვა მოაზროვნესთან ერთად. პრობლემების სათავედ ჯატი ორი მთავარი ფაქტორის ერთობლიობას მიიჩნევდა – ზედმეტ ოპტიმიზმს „თავისუფალი ბაზრის“, თუ დაურეგულირებელი კაპიტალიზმის მიმართ და გადაჭარბებულ სკეფსისს სახელმწიფოს როლთან მიმართებით. ამ იდეოლოგიური კონფიგურაციების აქტუალიზაცია, წერს ჯატი, დასავლეთის უახლესი ისტორიის ნაყოფია – 1970-იანი და 80-იანი წლებიდან განვითარებული პროცესების. მანამდე, დასავლეთის საზოგადოებები სხვა ტრაექტორიით მოძრაობდნენ – უთანასწორობას ამცირებდნენ პროგრესული გადასახადების, მთავრობის მიერ ღარიბებზე გაცემული დახმარებების და სოციალური მომსახურების მეშვეობით. ცხადია, ეს სხვადასხვანაირი ფორმით ხდებოდა – სკანდინავიის ქვეყნები ბევრად უფრო იყვნენ ორიენტირებული თანასწორობაზე, ვიდრე სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები, ბრიტანეთი ან აშშ. მაგრამ პრინციპი, რომ მოქალაქეებს შორის უთანასწორობის მაღალი დონე მთელი საზოგადოებისთვის არის საზიანო და ვითარების გამოსწორებაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, მეტნაკლები ინტენსივობით ყველგან იჩენდა თავს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვითარება თვისებრივად შეიცვალა – განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რომლებსაც ჯატი „დერეგულირებული საბაზრო კაპიტალიზმის ეპიცენტრებად“ მოიხსენიებს, რეიგან-თეტჩერის მმართველობის შედეგად. სახელმწიფოს ვალდებულებებს დიდწილად გამოაკლდა სოციალური უთანასწორობის შემსუბუქება, მაგალითად, პროგრესული გადასახადების დაწესებით და სიმდიდრის გადანაწილების გზით. ამის ნაცვლად, უპირატესობა საბაზრო ძალებს მიენიჭა – პოზიციას, რომ შეძლებულთა ხელში სიმდიდრის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიწვევდა მეწარმეობის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას – და, ამის შედეგად, სიმდიდრე თავად „ჩააღწევდა“ ქვემოთ, ნაკლებშემოსავლიან ფენებამდე. არ დავბეგროთ მდიდრები, რათა კიდევ უფრო გამდიდრდნენ – შემდეგ მდიდარი შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ეს იყო ლოგიკა.
მაგრამ ამ ლოგიკამ არ გაამართლა. უთანასწორობა კი არ შემცირდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნეოლიბერალური ეკონომიკის კრიტიკას დღეს უკვე ისეთ მეინსტრიმულ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებთან წაიკითხავთ, როგორიცაა, მაგალითად, მსოფლიო ბანკი. დღეს ვიცით, რომ მსოფლიოში 62 უმდიდრესი მილიარდერი იმავე მოცულობის ქონებას ფლობს, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის ღარიბი ნახევარი. ცხადია, რომ ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა ახეირა ელიტები – ახლა უკვე გლობალიზებული ელიტები.
კიდევ ერთი მოაზროვნის სახელი უნდა ვახსენო აქ – გაშპარ მიკლოშ ტამაში, ძალიან საინტერესო უნგრელი ფილოსოფოსი, გამოდის ერთგვარად უჩვეულო ახსნით – რომ ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი, რომელსაც ტამაში შეუქცევადად მიიჩნევს, მოიტანა სოციალიზმის სიკვდილმა. ლიბერალური დემოკრატიის გადარჩენისთვის აუცილებელი იყო მუშათა მოძრაობის არსებობა და სოციალ-დემოკრატიის სახით მიღწეული, სტაბილური და მდგრადი კომპრომისი. ტამაშის ინტერპრეტაციაში, მეოცე საუკუნეში ერთმანეთს ეჯიბრებოდა არა თავისუფალი ბაზარი და საბჭოთა გეგმიური დემოკრატია, არამედ რეფორმირებული, შეზღუდული და რეგულირებული კაპიტალიზმი და საბჭოთა სისტემა. სოციალიზმის, როგორც ალტერნატივის სიკვდილმა კი ლიბერალურ დემოკრატიას სოციალური განზომილება გამოაცალა. სუსტდება კეთილდღეობის სისტემის ისეთი საბაზისო ელემენტები, როგორებიცაა ხელფასები, პენსიები, საჯარო სკოლები, უფასო ჯანდაცვა, საჯარო ტრანსპორტი, სოციალური საცხოვრებელი და სხვა.
ხშირად ისიც არ ახსოვთ ხოლმე, რომ „თავისუფალი ბაზარი“, როგორც ასეთი, პოლიტიკური და იურიდიული კონსტრუქტია. მას მოქმედებისთვის სჭირდება სასამართლო სისტემა, პოლიტიკური კლიმატი; ხშირად მას ძალადობით ამკვიდრებენ – გავიხსენოთ ინდონეზიის, ჩილეს მაგალითები.
გაზეთ „გარდიანის“ კომენტატორის და მკვლევრის, ჯორჯ მონბიოსთქმით, „თავისუფლება”, რომლის სახელითაც ხორციელდება ეს პოლიტიკა, რეალურად ნიშნავს თავისუფლებას სოციალური სამართლისგან, გარემოს წინაშე პასუხისმგებლობისგან, გადასახადებისგან. და, საბოლოო ანგარიშით – თავისუფლებას დემოკრატიისგან.
დემოკრატია ვერ იქნება იქ, სადაც ხალხის უმეტესობას ეზღუდება უფლება იყოს თავისუფალი სიღარიბისგან, შიმშილისგან, სამუშაო ადგილებზე ხიფათისგან და სიკვდილისგან; გარემოს დაბინძურებისგან; ბანკების უმართავობისგან; სადაც ერთმევა უფლება ჰქონდეს ჯანდაცვა, განათლება, საკვები და ჭერი. ასეთ ვითარებაში, ვიღებთ მზარდ სიბრაზეს, იმედგაცრუებას, სასოწარკვეთას, შიშს – რაც ბევრ გამოვლინებას ჰპოვებს, ქმნის ნოყიერ ნიადაგს ნაციონალისტი პოპულისტი პოლიტიკოსებისთვის და აძლიერებს ქსენოფობიას, უცხოს, მიგრანტების შიშს.
დასავლეთის ქვეყნების მიერ გამოვლილი ტრაექტორია და დღევანდელი ვითარება, ვფიქრობ, მრავლისმთქმელი გაფრთხილება უნდა იყოს ჩვენთვისაც, საქართველოში, სადაც ჩვენი უამრავი თანამოქალაქე კვლავ სიღატაკეში და ეკონომიკურ სასოწარკვეთაში ცხოვრობს. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი „წინსვლა“ მხოლოდ ილუზია შეიძლება იყოს. ლიბერალური დემოკრატია ვერ არსებობს სოციალური სამართლიანობის გარეშე. და შესაძლოა სწორედ ამის აღიარება, ამ გარემოებაზე შეთანხმება იყოს ის ერთადერთი გზა, რომელიც „სიმართლისშემდგომ ეპოქაში“ სიმართლესთან დაგვაბრუნებს.
8 ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, ნომრით IWI 080, რომელიც ქედის გამგებელს დავით დუმბაძეს ემსახურება, დღეს, 8 ოქტომბერს, ქედის მუნიციპალიტეტის, მახუნცეთის ადმინისტრაციული თემის ცენტრშია გაჩერებული, გამგებელი კი ცენტრიდან, სადაც ავტომობილია გაჩერებული, დაახლოებით სამი კილომეტრით დაშორებულ სოფელ ზედა ბზუბზუში, ქედის მერობის კანდიდატთან, ლევან გორგილაძესთან ერთად, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფება, რასაც თავად გამგებელიც ადასტურებს.
გამგებლის მანქანა
პარტიულ შეხვედრაზე გამგებლის მისვლა მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი ტრანსპორტით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
„სატრანსპორტო საშუალების გამოყენება არ ეკრძალებათ ისეთ პირებს, ვინც სახელმწიფო დაცვის მომსახურებით სარგებლობს, გამგებელი არ შედის ამ კატეგორიაში, ანუ მას არ აქვს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტრანსპორტის გამოყენების უფლება პარტიულ შეხვედრაზე“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული კოორდინატორი.
რატომ გააჩერა ავტომობილი ქედის გამგებელმა წინასაარჩევნო შეხვედრიდან სამი კილომეტრის მოშორებით და ეს ხომ არ იყო სახელმწიფო რესურსის გამოყენების დამალვის მცდელობა? ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ ავტომობილი გაუფუჭდა, საბურავი დაეშვა, ლოდინს კი შეხვედრაზე მისვლა არჩია და ამიტომ აღმოჩნდა წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ზედა ბზუბზუში. იგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გამორიცხავს:
„დღეს მშენებარე ობიექტები უნდა შემემოწმებინა ქედაში, ამისთვის წამოვედი. საბურავი დაეშვა, მძღოლი არ მახლდა. დავურეკე, დავტოვე მანქანა ცენტრში და წავედი შეხვედრაზე, რამდენ ხანს უნდა ვმდგარიყავი ტყუილად?“ – ამბობს დავით დუმბაძე.
7 ოქტომბერს, ბონის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების მონაწილეობით. ტურნირში დემოკრატიის ინსტიტუტის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აჭარის ბიუროს ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციაა. სპორტულ ღონისძიებაზე აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადასცეს.
8 ოქტომბერს რეგიონებიდან ჩამოსული გუნდები ექსკურსიაზე გაემგზავრებიან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, მოინახულებენ გონიოს ციხესიმაგრეს და დაათვალიერებენ ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. ღონისძიება „ყოფილი პატიმრების გაძლიერები პროექტის’’ ფარგლებში ტარდება.
როგორც პროექტის კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე აღნიშნავს, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ფონდი „აფხაზ ინტერკონტი“ და „თანაზიარი“, უკვე წლებია, რაც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს, „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ კი ახალი პროგრამაა, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. მისივე თქმით, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების პრობლემები კომპლექსურია, მათ აქვთ ხშირად ინტეგრაციის და რესოციალიზაციის კომპლექსი და რიგ შემთხვევებში საზოგადოების მხრიდანაც აწყდებიან ბარიერებს.
„წლებია ამ კატეგორიის მოქალაქეებთან ვმუშაობთ და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მათგანს აქვს ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი. სამწუხაროდ ყოფილი მსჯავრდებულების რაოდენობა იზრდება და სარეაბილიტაციო პროგრამების რესურსი კი ბოლო დაკვირვებების მიხედვით, მცირდება“ – ამბობს ნინო ხაჩიძე.
პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და ზემო-სვანეთში.
პროექტის ძირითადი მიზანი ყოფილი პატიმრების სწავლება, გადამზადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იურიდიული დახმარების გაწევა და დასაქმებაა.
ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აჭარის პრობაციის ბიურო, აჭარის განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი.
თომა კაკაბაძე, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“
______________________________
23 წლის ვიყავი, როცა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სიმაღლიდან გადმოვვარდი, კისრის მალების მოტეხილობამ ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვია, რის შედეგად ეტლში აღმოვჩნდი. თუმცა ეტლამდე დიდი პერიოდი გავიარე. ეს ის დრო იყო, როცა ეტლში ჩაჯდომა ოცნებად მქონდა, ოღონდ ეტლამდე მივიდე-მეთქი – ვფიქრობდი მაშინ. ეს ადვილი არ იყო.
რვა თვის განმავლობაში ვიწექი, ამ პერიოდში სხეული მიეჩვია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნას. ასეთ დროს, როცა ცდილობ წამოჯდომას, გულს უჭირს, წნევა ვარდება და ეს ძალიან რთული პერიოდია. თავიდან ვისწავლე ჯდომა, ჭამა, მოძრაობა…
თითქოს მეორედ დავიწყე ცხოვრება 23 წლის ასაკში და ეს იყო რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება. სამყაროც სხვანაირი გახდა, ბევრი ადამიანი შეიცვალა ჩემს თვალწინ, გაიფილტრნენ, მაშინ დავინახე ყველას რეალური სახე, ვინ ვინ იყო და რა გულით აღმითქვამდა მხარდაჭერას. მხოლოდ ოჯახის წევრები დამრჩა უცვლელი, ისინი სიყვარულითა და მხარდაჭერით მავსებდნენ, მათ არ ვეცოდებოდი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. იყო პერიოდი, როცა ვიწექი და ადამიანები მეუბნებოდნენ – ოღონდ შენ დაჯექი და სადაც გინდა წავიდეთ და ა.შ. ასეთი ადამიანები მერე დაიკარგნენ. ზოგიერთმა სიბრალულით დამიწყო ყურება და ეს ძალიან დამთრგუნველი იყო. როცა ადამიანს ეცოდები იმიტომ, რომ ეტლში ზიხარ, ამით ვერ გეხმარება, პირიქით – შენს თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს, გთრგუნავს. რად მინდა შეცოდება? პირიქით, უნდა გაამხნევო და თუ შეგიძლია, მხარში დაუდგე ადამიანს ასეთ დროს.
ახლა 32 წლის ვარ და ახლანდელი გადმოსახედიდან ჩემი ცხოვრება 23 წლამდე არაფერი არ იყო. ვარსებობდი და არაფერს ვქმნიდი. ვმუშაობდი მაღაზიაში, მინდოდა საკუთარი გამეხსნა. დღეს მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება ახლა უფრო ღირებულია, ვიდრე მაშინ. მე ვისწავლე ბედნიერების ფასი, ვისწავლე რას ნიშნავს სხვისი მხარდაჭერით მიღებული ბედნიერება, მაგრამ ეს უცებ არ მომხდარა. იყო რამდენიმე წელი, როცა ვერაფერს ვაკეთებდი, ძირითადად ვიყავი „ფეისბუქზე“ და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა.
ახალი ცხოვრება დაიწყო მაშინ, როცა „ფეისბუქზე“ მომივიდა შეტყობინება გიორგი ძნელაძისგან, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“. თავადაც ეტლით მოსარგებლეა. დამირეკეო – მომწერა. 2013 წლის იანვარი იყო. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, რა უნდა მეთქვა, როგორ მომეძებნა საჭირო სიტყვები. დავურეკე და ლიდერობასა და შშმ პირების ადვოკატირების შესახებ ტრენინგზე მიმიწვია ქობულეთში. ტრენინგი რა იყო, არ ვიცოდი მაშინ. ბევრი ვიყოყმანე, არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საბოლოოდ დავთანხმდი. ჩავედი ქობულეთში და გავიცანი სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანები. მაშინ გავიაზრე, რომ მარტო არ ვიყავი. ტრენინგის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ აქტივისტებს ორგანიზაციები უნდა შეექმნათ რეგიონებში. მივხვდი, ეს იყო შანსი ჩაკეტილობისგან თავის დასაღწევად. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათ ისეთი მიმიღეს, როგორიც ვიყავი. მათ შორის – რამინ მაჭარაშვილი, რომელთან ერთადაც დავიწყეთ პირველი პროექტის განხორციელება ბათუმში და დავაარსეთ ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, რომლის გამგეობის თავმჯდომარედაც ამირჩიეს.
აქციების ორგანიზებითა და ტრენინგებით დავიწყეთ მუშაობა. დავდიოდით სკოლებში და ბავშვებს ვესაუბრებოდით, რა ტერმინები უნდა გამოეყენებინათ შეზღუდულ შესაძლებლობის პირებთან, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ეს ერთგვარი თამაში იყო, მაგალითად, თვალებს ავუხვევდით და ორი-სამი წუთით უსინათლო უნდა გამხდარიყო, დაფასთან მისულიყო, დაეწერა… ვეკითხებოდით, „თქვენი აზრით, რატომ გაგაკეთებინეთ ეს დავალება?“ ბავშვებთან ურთიერთობა ადვილია, მათთვისაც სახალისო იყო. უფროსებთან უფრო რთულია სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა. ხან პედაგოგებს ვთხოვდით არ დასწრებოდნენ. რა თქმა უნდა, გვინდოდა მათაც მოესმინათ, მაგრამ ძაბავდნენ ბავშვებს: „აბა, ნიკა უპასუხე“ – ეს არ გვინდოდა. ბავშვები ადვილად სწავლობენ, თუ რომელიმე ბავშვი იტყოდა „ინვალიდს“, მეორე ადგებოდა და უსწორებდა: „ასე არა, შეზღუდული შესაძლებლობის უნდა თქვა“.
სხვათა შორის, მასწავლებლებისგან უფრო ხშირად ისმოდა „ინვალიდი“. ეს ლათინური სიტყვაა და გაფუჭებულს, გამოუსადეგარს ნიშნავს. ყველა სიტყვას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. პირველივე სიტყვიდან, როგორ მიმართავ, როგორ მოიხსენიებ ადამიანს, ჩანს დამოკიდებულება, რას ფიქრობ მასზე. თქვი ეტლით მოსარგებლე, რატომ ინვალიდი?! შეურაცხმყოფელი სიტყვაა. ბევრს არ მოსწონს ტერმინი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. არც მე ვგიჟდები, მაგრამ ეს ტერმინი გარემოს პრობლემასაც უსვამს ხაზს. შეზღუდული შესაძლებლობის ქონა არაა ავადმყოფობა. ეს არ იკურნება, შესაბამისად ვერც ავადმყოფობა იქნება. ესაა მდგომარეობა, რომელშიც უნდა იცხოვრო.
არც სიტყვა „დახმარება“ არ მიყვარს, რადგან ხშირად ისეთ კონტექსტში გამოიყენება, თითქოს მატერიალურ დახმარებაზე იყოს საუბარი, სიბრალულზე ან მოწყალებაზე, თან ისე გამოდის, რომ დახმარების მიმღები აუცილებლად უნდა იყოს დაბეჩავებული ადამიანი. მხარდაჭერა – ეს უფრო ზუსტად გამოხატავს მნიშვნელობას.
თომა კაკაბაძე. ფოტო: Maria Che
საკუთარი თავი არასდროს შემცოდებია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების მშობლებს აქვთ ეს ხშირად, რაც ძალიან ცუდია. მინახავს მშობლები, რომლებიც შვილის ნაცვლად ლაპარაკობენ, „არ იცი შენ, გაჩერდი, მე ვიტყვიო“ – ეუბნებიან. ამის შედეგია ის, რომ ადამიანის დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, არადა, ზრდასრული ადამიანები არიან. მაგრამ არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც საკუთარი თავისუფლების ფასად ცდილობენ შვილებს დამოუკიდებლობა მოუტანონ.
მთავარი ესაა, იცხოვრო დამოუკიდებლად და გარემო იყოს თანაბარი ყველასთვის, ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი.
ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, სოფლებში, სადაც ადამიანები ფაქტობრივად ვერ გადაადგილდებიან. არ არსებობს შესაბამისი ტრანსპორტი, გზა, გარემო. ისიც კი არ ვიცით, რეალურად რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის პირია საქართველოში. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომ 3-4 პროცენტია დაახლოებით, მაგრამ არ მჯერა ამ სტატისტიკის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ნებისმიერ ქვეყანაში 10-15 პროცენტამდე მერყეობს ეს რიცხვი და საქართველო, რომელიც ამდენ ომგამოვლილი ქვეყანაა, ვერ იქნება გამონაკლისი.
ბოლო დროს არის მცდელობა რაღაც შეიცვალოს, მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი ზერელე და ფასადურია. მარტო ადაპტირებული ტრანსპორტის ჩამოყვანა არ შველის, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს შესაბამისი. მაგალითად, ჩამოიყვანეს ავტობუსი, ბევრ ადამიანს გაუხარდება, იქმნება წარმოდგენა, რომ რაღაც იცვლება, პრობლემა გვარდება, მაგრამ ამის იქეთ უამრავი პრობლემაა. ამ ფასადურობის მაგალითია გამოუყენებელი პანდუსები, რომლებიც, სინამდვილეში, საშიშია. აკეთებენ პანდუსებს ისე, რომ გააზრებული არ აქვთ, რატომ. პანდუსი საჭიროა იმისათვის, რომ ეტლით მოსარგებლემ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, მოხუცმა ან მშობელმა, რომელსაც ბავშვი ჰყავს ეტლში, შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება. ასე აქვთ წარმოდგენილი: ოღონდ იყოს დახრილი ზედაპირი და ვიღაც აიყვანს პანდუსზე. თუ უნდა დამეხმარონ, კიბეზეც დამეხმარებიან, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს პანდუსს?! იმ პანდუსზე ვინმეს რომ ფეხი დაუცდეს, თვითონაც დაიმტვრევა და შენც.
ეს ფასადურობა არსად არ მიგვიყვანს, ერთ ადგილზე ვიქნებით სულ, სანამ არ იქნება სწორი, კომპლექსური მიდგომა და ეს რომ გაჩნდეს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.
კიდევ ერთი მაგალითი: იტყვიან, მოდით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გავაკეთოთ რაღაც კულტურული აქტივობა და ცალკე აკეთებენ საგანგებოდ რაღაც კონცერტს ან ღონისძიებას და არა ისე, რომ დაგეგმილ ღონისძიებაზე მოიწვიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ისევე როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილი. ამას რატომ აკეთებენ? რა საჭიროა ეს, რატომ უნდა იყოს დაგეგმილი ცალკე ღონისძიება? სჯობს გაკეთდეს ერთი ღონისძიება, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ სივრცე არ იყოს ადაპტირებული. არადა, სწორედ ამიტომ უნდა გაკეთდეს ზუსტად ერთად, რომ სივრცეები გახდეს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ყველა საჯარო შეხვედრაზე ვისმენთ: „თქვენ ოღონდ დაგვიძახეთ და მხარში დაგიდგებით“. რით უნდა დამიდგნენ გვერდში? მე ყანაში სამუშაოდ არავის დავუძახებ. ჩვენ, ყველას, გვჭირდება ადაპტირებული, მისაწვდომი სივრცე და არა მხოლოდ ჩემთვის ან ვინმე კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ ყველასთვის, საზოგადოებისთვის.
ხშირად მთავაზობენ მანქანით გაყვანას. სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამის, რადგან დამოუკიდებლად ვერ გადავდივარ ეტლიდან და გამოუცდელი ადამიანის დახმარება დისკომფორტს უფრო მიქმნის ვიდრე კომფორტს. ხშირად ავტობუსითაც არ ვმგზავრობ, უკვე წლებია ეტლით დავდივარ ქუჩაში, მინდა საზოგადოება შეეჩვიოს, რომ ადამიანები გადაადგილდებიან ეტლით მარტო. როგორი შესამჩნევია იცით ადამიანების დამოკიდებულება, როცა პირველად გავივლი რომელიმე ქუჩას ეტლით?! ქუჩაზე, სადაც ხშირად მხედავენ, ჩვეულებრივად იღებენ ამას, სადაც პირველად გავივლი, იქ მანქანებიდან ვარდებიან ლამის, ისე უკვირთ.
2014 წელს მქონდა შემთხვევა, როცა პანდუსიანმა მუნიციპალურმა ავტობუსმა ბათუმში არ გააჩერა ჩემ დანახვაზე. იმავე მძღოლმა მიმიყვანა იმ დღეს და მეორედ რომ დამინახა, იმის ნაცვლად პანდუსი გაეხსნა, რომ ავტობუსში ავსულიყავი, ხელი ამიქნია და წავიდა. ადამიანმა ქუჩაში დამტოვა და ხელი ამიქნია იმიტომ, რომ პანდუსის გახსნა დაეზარა. რამდენიმე წუთი მქონდა შოკის, ბრაზის, განადგურების. ასეთ დროს ვცეცხლდები. დავრეკე ცხელ ხაზზე და გადავეცი ინფორმაცია. გავიდა რამდენიმე დღე და ავტოტრანსპორტს რეაგირება არ ჰქონია. არ შევეშვი, ბრიფინგი გავმართე და ჟურნალისტები მოვიწვიე. მერე სიუჟეტი ვნახე, როგორ ამბობდა კომპანიის წარმომადგენელი: ასეთი რამ არ მომხდარა, ჩვენი მძღოლები ყოველთვის ხსნიან პლინტუსებსო. სასაცილო იყო, რა თქმა უნდა, პანდუსი და პლინტუსი რომ აერია, მაგრამ ესეც კარგად აჩვენებს, რა განათლება არსებობს ამ თემასთან მიმართებაში.
2015 წელს მსვლელობა გვქონდა ბათუმში ეტლით. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო. გვინდოდა, საკუთარ თავზე გამოეცადათ და ეგრძნოთ ადამიანებს, როგორია ბათუმის ქუჩაში გადაადგილება ეტლით. მახსოვს, მაშინ ბათუმის მერის მრჩეველი, ალექსანდრე თევზაძეც ჩაერთო ამ ექსპერიმენტში და ჩემთან ერთად იმოგზაურა ქალაქში, სანამდეც შეძლო, სანამ კოჟრები გაუჩნდა ხელზე. სხვათა შორის, მაშინ ადმინისტრაციის ბევრი თანამშრომელი გამოვიდა, ფოტოები გადაიღეს ეტლში, მაგრამ მალევე წავიდნენ. ვიყავით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც და მაშინ ვიკითხე, წელს რომ ჩავაბარო, რას მახვედრებთ-მეთქი. მითხრეს, შენ ჩააბარე და გავაკეთებთო.
წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმანაც მომცა მოტივაცია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებას სახელმწიფო აფინანსებს. სხვაგვარად იქნებოდა ძალიან ძნელი. ვიცოდი, რომ ბათუმის უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა, სხვა ვარიანტზე არც მიფიქრია. ავირჩიე ბსუ, სწორედ იმიტომ, რომ მიუწვდომელია, იმიტომ, რომ არც ერთ ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის პირს არ უსწავლია აქამდე.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზევე შემხვდა პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ეტლით მოსარგებლე ვიყავი და მულტიდისციპლინარულ გუნდსაც შევხვდი. რას ვიფიქრებდი, რომ იქ მივიდოდი და დამხვდებოდა კიბე, მაშინ როცა შესაძლებელი იყო გამოცდის პირველ სართულზე ჩატარება, რადგან შენობა არაადაპტირებული იყო. მე ხომ დავრეგისტრირდი, მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა შემაფასა, აქ რატომ უნდა ავიდე-მეთქი – ვიკითხე. რატომ ყვირი, შენ არ ინერვიულო, ჩვენ აგიყვანთ ხელითო, მითხრეს. კი არ ვყვირი, ჩემს უფლებებს ვიცავ. ეს ხელით აყვანაა სწორედ დამთრგუნველი და შეურაცხმყოფელი, როცა 200 ადამიანის თვალწინ ხელით უნდა მატარონ. დროებით ხომ შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება მინიმუმ. ბოდიში მოიხადეს შემდეგ და მეორე გამოცდაზე უკვე სხვა გარემო დამხვდა, შევედი დამოუკიდებლად.
ფსიქოლოგიის სწავლას ვაპირებ. ვიცი, რომ წინ ბევრი დაბრკოლებაა. ახლა ბსუ ცდილობს გარემო უფრო ადაპტირებული გახდეს, ვიცი, რომ უნდა დამონტაჟდეს ადაპტირებული ლიფტი, მაგრამ ასევე მთავარია ლექტორ-მასწავლებლების, სტუდენტების დამოკიდებულება. ვიცი, ცვლილებები უცებ არ ხდება. სტუდენტების გვერდში დგომისა და მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს. გაერთიანებული ძალებით ყველაფრის შეცვლას შევძლებთ.
ყველაფერს მაინც ცნობიერებამდე მივყავართ. ჩვენ იმიტომ უნდა მოვახერხოთ ცნობიერების გაჯანსაღება, რომ როცა ქვეყანაში რამეს ვგეგმავთ, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს საზოგადოების ყველა ჯგუფი, მათი ინტერესები, შესაძლებლობები და საჭიროებები. ნებისმიერ შშმ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროგრამების შემუშავების პროცესში, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოების ნაწილად ვიგრძნოთ თავი – „არაფერი ჩვენ შესახებ, ჩვენ გარეშე“ პრინციპიდან გამომდინარე.
ბათუმში, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ადაპტირებული ატრაქციონები რამდენიმე ადგილზე თვითნებურად აიღეს, ბათუმის მერიამ ის გამოსავალი ნახა, რომ დარჩენილი ანალოგიური ატრაქციონები ჯაჭვებით დააბა და ბოქლომები დაადო. მიუხედავად ამისა, მაგალითად, კობალაძის ქუჩაზე, ბოქლომები დაამტვრიეს და ატრაქციონით კვლავ ის ბავშვები სარგებლობენ, ვისთვისაც ის არ არის გათვალისწინებული.
„რამდენი ბავშვი დაშავდა აქ… შემდეგ ბოქლომი დაადეს და ესეც გაუტეხავთ. ვეუბნები სხვის ბავშვებს არ ითამაშონ ამ ატრაქციონზე, მაგრამ არ ესმით, ეტყობა მათ გატეხეს… მე კიდევ ჩემს ბავშვს ვადევნებ თვალყურს, რომ არაფერი იტკინოს“, – გვითხრა ერთმა მშობელმა კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში არსებულ ატრაქციონებთან და აღნიშნა, რომ ასეთი ატრაქციონის დადგმით უკმაყოფილოა: „აღებით არავის არ აუღია… ჯაჭვით იყო დაბმული და მშვიდად ვიყავით“.
„ადაპტირებული ატრაქციონები, დროებით, ჩვენ დავაბით უსაფრთხოების მიზნით. დაგეგმილი გვაქვს გავმართოთ შეხვედრები მოსახლეობასთან მათი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ბოქლომის გასაღებს რაც შეეხება, ის მერის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ, შემდეგ კი ვაპირებდით გადაგვეცა შესაბამისი ოჯახებისთვის… ეს ბოქლომებიც თუ გატეხეს, ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ატრაქციონების თვითნებურად აღების ფაქტზე ბათუმის მერიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.
დღეს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანია მეგა-პალასის დამფუძნებელი და ამ კომპანიის ერთი თანამშრომელი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიის 50%-ის მფლობელი ჯუმბერ ზოიძე ორივე ფეხშია დაჭრილი. რეფერალურში შეკრებილი მისი ახლობლები ამბობენ, რომ ჯუმბერ ზოიძის გადაყვანას თურქეთში აპირებენ.
ოჯახის ახლობლების კერძო საუბრების მიხედვით, თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია და რომელიც კომპანიის მეორე დამფუძნებლის ლევან ხიმშიაშვილის ოჯახის წევრია, „ფულს ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ მილიონები აქვს წაღებული“. კონფლიქტიც სწორედ ამის ნიადაგზე მოხდა.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის კომპანია მეგა-პალასის 50%-ი წილის მფლობელის, ლევან ხიმშიაშვილის ძმაა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი კაცი დაჭრეს, ორივე დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა არ ვარგა. ამბობენ სხვადასხვა მიზეზს: მშობლები ფიქრობენ, საკმარისად რთული არ არისო, ხოლო ჩვენ, მოსწავლეები, ვერ ვერგებით სკოლის მოთხოვნებს და ამიტომ სკოლაში სიარულიც არ გვიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი განათლების სისტემა ძალიან განსხვავდება სხვა ქვეყნების სისტემისაგან. საქართველოსა და ამერიკის სკოლებში სწავლის შემდეგ, ჩემთვის ეს განსხვავებები კიდევ უფრო ნათელი გახდა.
ჩვეულებრივ, სასწავლო დღე ამერიკაში საკმაოდ ადრე იწყება. ზოგ სკოლაში შვიდზე, ზოგან კი რვაზე. თითოეული სკოლა დამოუკიდებლად წყვეტს, თუ როდის დაიწყოს სასწავლო პროცესი და რამდენი გაკვეთილი ჩაატაროს. შეიძლება, მოსწავლეს დღეში სულ სამი ორსაათიანი გაკვეთილი ჰქონდეს, ან შვიდი ერთსაათიანი. გაკვეთილების შუაში, დღის თორმეტ საათზე კი ამერიკელ მოსწავლეებს 50 წუთი აქვთ ლანჩისთვის. სკოლის შემდეგ, სახლში წასვლის ნაცვლად, მოსწავლეთა უმრავლესობა დაკავებულია სპორტით, რომლის ხარჯებსაც სკოლა მთლიანად ფარავს.
მთავარი განსხვავება ამერიკულ და ქართულ სკოლებს შორის საგნების სწავლების მეთოდია. არსებობს მოსაზრება, რომ ქართული სკოლა უფრო ძლიერ ცოდნას იძლევა – ისწავლება ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მრავალი სხვა. მიუხედავად იმისა, გამოადგება თუ არა ახალგაზრდას ეს საგნები მომავალ პროფესიაში, ყველას მათი ზედმიწევნითი ცოდნა მოეთხოვება. მეორე მხრივ, ამერიკაში მოსწავლე ირჩევს საგნების უმრავლესობას. რა თქმა უნდა, აქაც არის აუცილებელი კურსები, მაგალითად, მათემატიკა, ისტორია და ინგლისური. თუმცა მეტწილად მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს თავის ცხრილს. ასევე, ამერიკული სკოლა გვთავაზობს ისეთი მრავალფეროვანი დარგების შესწავლას, როგორიცაა მეხანძრეობა, კრიმინალური დანაშაულის გამოძიება, გიტარის ხელოვნება და მრავალი სხვა. გარდა ამისა, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს საგნის დონე. მაგალითად, თუკი ის გეგმავს გახდეს მეცნიერი, მისთვის ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო დონის ბიოლოგია, პრაქტიკული მათემატიკა და გართულებული ქიმია. განათლების სისტემაში საგნების ასეთი გადანაწილება გათვლილია ყველა დონის ახალგაზრდაზე და მათი უნარების გამომჟღავნებას უწყობს ხელს.
აკადემიური საგნების ფართო არჩევანთან ერთად, ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სპორტის სხვადასხვა სახეობასაც სთავაზობს. ყველაზე პატარა სკოლაშიც კი შეიძლება დაკავდე ხუთი-ექვსი სხვადასხვა დისციპლინით. როგორც წესი, შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე სპორტის სხვადასხვა სახეობის არჩევა შეიძლება, შეჯიბრებებიც რეგულარულად იმართება. ამ შეჯიბრებებზე ჩანს სკოლის გუნდურობა: ყველა მოსწავლე იმოსება საკუთარი სკოლის ფერებში და გულშემატკივრობს სპორტულ ნაკრებს.
ასეთ ათლეტურ ცხოვრების წესს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის ერთ-ერთია სპორტული სტიპენდია – აქტიური სპორტსმენებისთვის ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები დაფინანსებას არ იშურებენ. მოკლედ რომ ვთქვა, ამერიკული სკოლა ხელს უწყობს ჯანსაღი სხეულისა და სულის განვითარებას.
უნდა აღინიშნოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთპატივისცემა. როგორც წესი, აქ ჩხუბიც ძალიან იშვიათი და უჩვეულოა. მოსწავლეებს უყურებენ როგორც თანასწორს და მათთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. ამასთან, დავალებებსა და ნიშნებს მკაცრად უყურებენ. თუკი დავალების შესრულების ბოლო ვადა 12 საათია, ერთი წუთის გადაცილებაც დაგვიანებად ითვლება. მოსწავლეებს ნიშნებს არავინ არ უმატებს ან უკლებს, ქულა პირდაპირ ასახავს ცოდნის დონეს. საერთო ქულის გამოსწორება კი მხოლოდ შემდეგი დავალების კარგად შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი.
ამერიკული განათლება თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული. ეს მოსწავლეთა გახსნილობასაც განაპირობებს. აქ გაკვეთილზე მუშაობის დროს მუსიკის მოსმენა დარღვევად არ ითვლება, სკოლაში ღამის პერანგით სიარულიც კი სათაკილო არ არის.
ცხადია, განათლების იდეალური სისტემა არ არსებობს და ამერიკულ სკოლებსაც აქვთ ბევრი მინუსი, თუმცა მთავრობა სუსტი მხარეების აღმოფხვრას მუდამ ცდილობს. განსხვავებით საქართველოში არსებული სიტუაციისგან, იქაური განათლება მუდმივად პროგრესირებს. მაგალითად, წელს კალიფორნიის შტატში შემოიღეს ერთიანი გამოცდების სისტემა და გაართულეს მათემატიკის სწავლების დონე.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სკოლა მეტ თეორიულ ცოდნას იძლევა, ის ვერ უზრუნველყოფს საკმარის პრაქტიკულ მომზადებას. ამერიკა და დასავლეთის ქვეყნები კი, ზოგადი განათლების მქონე ადამიანების ჩამოყალიბების ნაცვლად, სკოლებში პროფესიონალებს ამზადებენ.
ქვეყნის მომავალი განვითარება პირდაპირ კავშირშია განათლების დონესთან. შეძლებს თუ არა საქართველო თავი დააღწიოს პოსტ-საბჭოთა გავლენას და გარდაქმნას განათლების სისტემა, მოსწავლეებს მოგვცეს მეტი თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა – იმედია, ამას ჩვენი თაობა თუ არა, მომავალი თაობები მაინც იხილავენ.
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, ველო მარათონი მოეწყო. ველოსიპედისტების მარშმა სტარტი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და ანბანის კოშკთან დასრულდა. მარათონი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. მსვლელობაში ჩართული იყვნენ, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველოსიპედისტები.
ღონისძიება საქართველოს გულის ფონდის „Georgian Heart Foundation“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე „critical mass batumi“ -ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველო.
აგრომომსახურებისა და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N205-ში აქვს დაგეგმილი. მშენებლობაზე აგროპროექტების მართვის ცენტრმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის 398 ათას 244 ლარია გათვალისწინებული.
აჭარის სოფლებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდად ალტერნატიული სისტემის შექმნა აჭარის მთავრობამ გასულ წელს დააანონსა. შესაბამისი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში ხუთი მომსახურების ცენტრისა და ბათუმში ერთი ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობას. პროგრამის [ზოგადად პროგრამების] განსახორციელებლად კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი ა[ა]იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრიც“ კი შექმნა.
თავდაპირველი გეგმით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაყიდი ახალი სისტემა აჭარაში 2017 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერ შესაბამისი ცენტრებიც კი არ არის მოწყობილი. ამასთან, ახალი სისტემით, წელს, რძის გარდა, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება ციტრუსს, ამ ახალი სისტემით ის არ გაიყიდება. აღნიშნული პროგრამისთვის აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ბათუმში, ლოჯისტიკური ცენტრის შესაქმნელად, თავდაპირველად, ტერიტორია გონიოში იყო შერჩეული, თუმცა გეგმა შეიცვალა და ცენტრი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აშენდება. ამავე მისამართზე განთავსდება ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ხელვაჩაურის ცენტრიც.
გეგმის მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებიდან პროდუქცია თავს მოიყრის ბათუმის ლოჯისტიკურ ცენტრში, საიდანაც მოხდება უკვე მისი რეალიზაცია.
ლოჯისტიკური ცენტრის ესკიზი, რომელიც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე უნდა აშენდეს
ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრების ასაშენებლად ადგილები შერჩეული იყო მუნიციპალიტეტებშიც, თუმცა ამ დროისთვის, ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი ხულოში მიწის გადაცემის საკითხი, რომლის მოგვარების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე.
„აგროპროექტების მართვის ცენტრის“ სატენდერო კომისიის აპარატის წევრის, კობა ხინიკაძის ინფორმაციით, ცენტრების მშენებლობა დაწყებულია ქობულეთსა და ქედაში: „შეიძლება ითქვას, ცოტა პროექტირება დაგვიანდა, თუმცა მთლიანობაში ყველაფერი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს“.
ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის 31-ში უნდა აშენდეს. აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მშენებლობისთვის საჭირო თანხა – 252 ათას 605 ლარია მითითებული.
მომსახურების ცენტრები ბათუმსა და შუახევში, ტენდერში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების დადებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს. ორთავე ტენდერი 26 ოქტომბერს დასრულდება.
ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი დაბა შუახევში / ესკიზი
ირაკლი ბარამიძე ქედის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად იმ პროექტებზე საუბრობს, რის გაკეთებაც ვერ მოსწრო – ირაკლი ბარამიძე 2009-2012 წლებში ქედის გამგებელი იყო. შესაბამისად, ყველაზე მეტჯერ მას იმის შესახებ ვკითხეთ, რატომ არ გააკეთეთ ეს მაშინ, როცა გამგებელი იყო?
ბატონო ირაკლი, თქვენ ქედის გამგებელი იყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რატომ გსურთ ქედის პირველი პირი გახდეთ ხელახლა?
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქედის ირგვლივ არ გამიკეთებია განცხადება, მაგრამ მოვიდა დრო, როცა უნდა ამოიღო ხმა და ხმამაღლა დაიწყო ბრძოლა ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ხდება ქედაში. ამ ხელისუფლებას მავნებლობად ექცა ხელისუფლებაში ყოფნა, ესაა კატასტროფული კორუფცია ქედის გამგეობაში და კატასტროფული დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც დაწყებული გვქონდა. მე ვაპირებ, ქედა გახდეს ერთ-ერთი მარგალიტი ამ რეგიონში, სადაც ყველაზე მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ჩვენ გვქონდა დაწყებული…
თქვენ ახსენეთ კატასტროფული კორუფცია. კონკრეტულად გვითხარით, რა კორუფციული სქემაა თქვენთვის ცნობილი და ვინ არის ამაში ჩართული?
სახელების და გვარების დონეზე შეიძლება არ ვთქვა, მაგრამ გამოდის ინფორმაცია გამგეობიდან, იმ ადამიანებისგან, ვინც ტენდერებში მონაწილეობენ, ვინ, როგორ და საიდან იღებს ფულს… დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ მაქვს, მაგრამ თუ დავათვალიერებთ ტენდერებს, მარტივი რამის დანახვა შეიძლება – გამარჯვებული კომპანიები არ, ან ვერ ტვირთავენ საჭირო დოკუმენტაციას შესყიდვების საიტზე. მერე ხელახლა ცხადდება ტენდერები, იზრდება თანხები და საბოლოოდ გამარჯვებული ხდება ის სუბიექტი, ვისაც უნდა მოეგო ეს ტენდერი. ბიზნესმენებზე ხორციელდება ზეწოლა, რომ მათ ტექნიკური დოკუმენტაცია მიზანმიმართულად არ ატვირთონ. ბიზნესმენებს შიში აქვთ და, რა თქმა უნდა, ამაზე ღიად ვერ საუბრობენ.
წინასაარჩევნო შეხვედრებზე საუბრობთ განათლების კუთხით სპეციალური პროგრამების ამოქმედებაზე. რას აპირებთ კონკრეტულად და რა ფინანსური რესურსით?
განათლება იწყება სკოლამდელი დაწესებულებიდან და ჩვენ შევალთ ყველა სოფელში, რომ ავაშენოთ საბავშო ბაღი. ასევე ვაპირებთ, ქედის 28 სკოლაში ყოველწლიურად წავახალისოთ საუკეთესო შედეგის მქონე სამი მასწავლებელი და სამი მოსწავლე. მე კარგად ვიცნობ ბიუჯეტს და ამის ყველანაირი რესურსი გააჩნია ქედას. „გამორჩეული“ მუნიციპალიტეტია ქედა ხელვაჩაურთან ერთად – ამ მუნიციპალიტეტებში ყველაზე დიდი ოდენობით იღებენ პრემიებს და დანამატებს. ამ დანაზოგით თავისუფლად შეიძლება წარმატებული პედაგოგებისა და მოსწავლეების წახალისება. ჩვენ ვაპირებთ ქედაში 10 საუკეთესო სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც…
მსგავსი პროგრამა აქვს აჭარის, ასევე საქართველოს განათლების სამინისტროს. თქვენ იგივე პროგრამაში რატომ უნდა დახარჯოთ ფული?
კი ბატონო, არსებობს, მაგრამ ვნახოთ, აბა, რამდენი ქედელია შიგნით. არც ერთი არ არის. მე არ ვიცი, რატომ არ არის, მაგრამ ასეა… ჩემი მთავარი მიზანია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს ქედაში. თავიდან, როცა მე გამგებელი გავხდი, ეს არ სჯეროდათ ქედელებს, მოგვიანებით დავინახე, რომ რეალური იყო ჩვენი გეგმები. ქედაში ძალიან ბევრი ძველი ციხეა და სანახაობა, რაც უნდა მოწესრიგდეს, მისასვლელი გზა უნდა გაკეთდეს და ტურისტებიც მოვლენ.
როცა გამგებელი იყავით, რატომ არ გააკეთეთ?
როგორ არ გავაკეთეთ. ჩვენ პირველებმა ჩავატარეთ თამარ მეფის ხიდების რეაბილიტაცია. იქ დღესაც მოდიან ტურისტები, ფოტოებს იღებენ… ჩვენ ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით.
გვითხრეს, რომ როცა გამგებელი იყავით, უცხოელი ტურისტები მხოლოდ მაშინდელი პარლამენტარის, იაშა შერვაშიძის ძმის ღვინის მარანში მიგყავდათ.
სიმართლე ისაა, რომ ვიდრე ქედის გამგებელი გავხდებოდი, ნოდარ შერვაშიძეს უკვე მოწყობილი ჰქონდა ღვინის მარანი. მერე ვაიოში, შავიშვილებმაც გააკეთეს მარანი და იქაც დამყავდა ტურისტები, ბევრი ტურისტია იქ ნამყოფი. დავდიოდით ჩვენც, გვაინტერესებდა და ტურისტებიც დაგვყავდა, რა შუაშია აქ იაშა შერვაშიძე და პროტექციონიზმი? ნოდარ შერვაშიძეს არავის პროტექციონიზმი არ სჭირდებოდა. მე, პირადად, ვთავაზობდი ოჯახებს, გზის პირას ვინც ცხოვრობენ, წამოეწყოთ ტურისტული ბიზნესი და ერთ ლარად გადავცემდით ქონებას… ახლა კი, გამგეობა მხოლოდ საკუთარი ფულის შოვნაზე ფიქრობს.
თუ ასეა, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, რატომ ვერ მიიღეთ მხარდაჭერა?
მოდელი, რომელიც იყო შემოთავაზებული, იყო ქედელებისთვის საკმაოდ მიუღებელი. ვგულისხმობ იმას, რომ ქედას, შუახევს და ხულოს ერთი მაჟორიტარი უნდა აერჩია. რაც შეეხება პარტიის მხარდაჭერას, ნამდვილად ვიცი, რომ 20-30 ლარად ყიდულობდნენ ხმებს, მაგრამ ახლა ამ არჩევნების შეფასებას არ დავიწყებ. დარწმუნებული ვარ, წელს უფრო მეტად მობილიზებული ვიქნებით და თითოეული ხმის დაცვას შევძლებთ. ახლაც ტყუილი დაპირებებით ცდილობს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის მოსყიდვას. გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებდა, ქედის გაზიფიცირება მოხდებაო. თუ ასეა, რატომ არც ერთი თეთრი არაა ჩადებული რესპუბლიკის, ან ადგილობრივ ბიუჯეტში? ჩემი გამგებლობის დროს, ქედის ბიუჯეტში იყო ჩადებული თანხა გაზიფიცირებისთვის, მაგრამ ეს თანხა უკან დააბრუნეს. მოიტანეს 26 გაზის მილი და დააწყვეს გამგეობის ეზოში, მას აქეთ იძახიან, გაზიფიცირება იწყებაო, მაგრამ სადაა თანხა, რითაც ეს გაკეთდება, მხოლოდ მილების მოტანაა საქმის გაკეთება?
თქვენი გათვლებით რა დაჯდება ქედის მოსახლეობის გაზიფიცირება და სად ნახავთ ამისთვის ფულს, თუ ქედის მერი გახდებით?
ქედის სოფლების უმრავლესობა მთავარი მაგისტრალიდან არის 3-4 კილომეტრით დაშორებული, ზოგიერთი ერთ, ორ, ან სამ კილომეტრშია ცენტრიდან. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იყო შესაძლებელი იმის გაკეთება, რომ მაგისტრალიდან სისტემა სოფლებამდე მისულიყო. 17 ლარი ჯდებოდა ერთი გრძივი მეტრი, ჩვენ მაშინ რაც დავთვალეთ. ჯამში არ ვიცი ახლა ეს ციფრი, რა დაჯდება, ასე არ დამითვლია.
სად ნახავთ ამ ფულს, რას მოაკლებთ? სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღარ არსებობს.
ბიუჯეტში შესაძლებელია ამ თანხის გამოძებნა, იგივე ის თანხა, რაც იხარჯება ტყეებში გზების გასაყვანად, რომ მერე იქედან შეშის გამოტანა იყოს შესაძლებელი.
სოფლის მეურნეობის კუთხით გაქვთ კონკრეტული ხედვა?
სოფლის მეურნეობის კუთხით დაწყებული გვქონდა სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ნერგების დარიგება. ეს სამინისტროს პროგრამა იყო, მაგრამ რეალური იყო და შედეგიც დათვლაც შესაძლებელია… ჩვენი ხედვით, ყველა თემში უნდა მოეწყოს აგროსაწარმო, სადაც შეიძლება პროდუქციის შესყიდვა. ეს იქნება მიბმული კონკრეტულ თემებზე და პროდუქციაზე. ვაპირებთ, ამ კუთხით მოვიზიდოთ ინვესტიციები, ამის გამოცდილება გაგვაჩნია.
რის გამო ვერ მოიზიდეთ ინვესტორები თქვენი გამგებლობის დროს?
როგორ ვერ მოვიზიდეთ, ჩვენ ჩამოვიყვანეთ, მაგალითად, თურქი ბიზნესმენები, რომელსაც წაბლის გადამამუშავებელი საწარმო უნდა მოეწყოთ. რამდენიმე დღის განმავლობაში ახლანდელი გამგებელი არ შეხვდა ამ ადამიანებს და, საბოლოოდ, აბსურდული მიზეზით ჩაიშალა პროექტი… ჩემი გამგებლობის პერიოდში რომელიმე აგროსაწარმო არ მოწყობილა, მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა, მოსახლეობას პროდუქციის მოყვანისა და მისი რეალიზების საშუალება რომ ჰქონოდა.
გვახსოვს კადრები, როგორ გადაყარა რამდენიმე გლეხმა ვაშლი 2012 წელს, დაბალი ფასის გამო.
მსგავს რამეს ვერ გამახსენებთ. იქ იყო კერძო ინვესტიციებზე საუბარი, ვიღაცას უნდოდა იაფად ვაშლის შეძენა და ფასთან დაკავშირებით იყო პრეტენზია, თორემ ვაშლი არ გადაუყრიათ…
ფაქტია, რომ თქვენი გამგებლობის დროს, სოფლის მეურნების დაფინანსების გრაფა ცარიელი იყო…
ცალკე აღებული მუნიციპალური პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არ გვქონია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა სხვადასხვა პროგრამას. ჩემი ვალდებულება არ იყო, რომელიმე ნერგის დარგვა, მოყვანა და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავლაპარაკებოდით მოსახლეობას და რაც იყო მოთხოვნა, ეს საკითხი მიგვეტანა სამინისტრომდე. რა საშუალებასაც მომცემს ბიუჯეტი, იმის მიხედვით დავგეგმავთ ამჯერად, უნდა იყოს თუ არა სოფლის მეურნეობის კუთხით პროგრამა. რომ ამირჩევს მოსახლეობა და მერი გავხდები, აუცილებლად გავაკეთებ, შევხდები მოსახლეობას და იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.
რა გარანტია აქვს ამომრჩეველს, რომ სოფლის მეურნეობის გრაფას ისევ ცარიელს არ დატოვებთ?
მე ნამდვილად ვპირდები მოსახლეობას, რომ რასაც ვპირდები, შევასრულებ. იმას ვერ ვიტყვი, რაც არარეალურია და რის განხორციელებაც არ შეიძლება.
საბავშვო ბაღებზე მინდა გკითხოთ. თქვენი გამგებლობის დროს რამდენიმე სოფელში მოეწყო საბავშო ბაღი. იყო კრიტიკა, რომ ბაღები ძალიან ვიწრო შენობებში მოათავსეთ და ასევე შეუსაბამოდ ბევრი ადამიანი დაასაქმეთ იქ.
სამწუხაროა, რომ დღეს ასე ისმება ეს შეკითხვა. ეტყობა, არ გაქვთ ინფორმაცია იმ ბაღებზე, რაც ჩვენ ავაშენეთ. ჩვენ რეალურად რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ბაღებს, რაც ადრე ფუნქციონირებდა. ზოგიერთი მათგანი იმაზე უკეთესიც კია, ვიდრე ქალაქში აშენებული. ყველა ეს ბაღი დღემდე მუშაობს და არც ერთს პრობლემა არ აქვს, რემონტიც არ გაფუჭებულა.
მაგალითად, სოფელ ზუნდაგაში ხელახლა აპირებენ საბავშო ბაღის აშენებას იმ მიზეზით, რომ ბაღში ბავშვები ვერ თავსდებიან…
იმ პერიოდში, როცა ზუნდაგაში ეს ბაღი აშენდა, სრულიად საკმარისი იყო – იქ დაახლოებით 30 ბავშვი იყო სულ, როგორც მახსოვს. ზუნდაგაში სხვა ამბავია. მაგათ უნდათ, რომ მეზობელ სოფელში – აწჰესში საბავშვო ბაღი გააფართოვონ და ამ ბაღის შენობა სხვას დაუთმონ. ჯერ დაზუსტებული არ მაქვს ეს ამბავი, მაგრამ მალე გახდება ცნობილი.
თქვენი გამგებლობის დროს რამდენიმე სოფელში ელექტრო წისქვილი მოეწყო, რომელიც დღემდე არ მუშაობს…
ეს წისქვილები ჩაბარდა ქედის გამგეობას 2012 წლის შემოდგომაზე. მაინტერესებს, 5 წლის შემდეგ რატომ არ ფუნქციონირებს? გასაგებია, რომ ცალკე კვების ბლოკი სჭირდებოდა, მაგრამ ხომ შესაძლებელი იყო ამის გაკეთება? ეს წისქვილები მოეწყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის არჩევანი იყო ეს. წისქვილების მოწყობა არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი ამდენი წისქვილის მოწყობის, რადგან ამდენი სიმინდი არაა ქედაში…
აქ იყო საუბარი ავტოფარეხებზე, მათზე მიბმულ საქათმეებზე და უამრავ შენობაზე, რაც იყო ქედის ცენტრში. ჩვენს მოსვლამდე ქედაში არც ერთი ასფალტირებული ქუჩა არ იყო. როცა დავიწყეთ ასფალტირება, ამას მოყვა დემონტაჟი ავტოფარეხებისა და საშეშეების. ჩვენ შემდეგ რამდენიმე ახალი კორპუსი ავაშენეთ, რაც უნდა გაეგრძელებინათ პატივცემულებს…
თქვენი ძმა ბაქარ ბარამიძე თქვენი გამგებლობის დროს იყოს ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი, თქვენი ბიძაშვილი – რაულ ბარამიძე კი ქედის პოლიციის უფროსი. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტები შეიცავს თუ არა ნეპოტიზმის ნიშნებს?
ვინც ეს გითხრათ, იმას თავის ტვინში შეიძლება ჰქონდეს ნეპოტიზმი. ბაქარი ჩემი ძმაა, მაგრამ ის დაინიშნა 2005 წელს, როცა მე ქედის გამგებელი არ ვიყავი და ფიზიკურადაც არ ვიყავი აქეთ. მე დავინიშნე გამგებლად 2009 წელს. რა უნდა მექნა, მიმეწერა იმდროინდელი ხელმძღვანელობისთვის, გაათავისუფლეთ ჩემი ძმა-მეთქი? რაც შეეხება რაულ ბარამიძეს, ის ჩემი ნათესავია, მამაჩემის ბაბუა და რაულის ბაბუა ძმები იყვნენ. რა ვქნათ ახლა, გვარებს ხომ არ გადავეკიდებით? თან ყველამ იცის, რომ პოლიციის უფროსს გამგებელი არ ნიშნავს.
თქვენი ძმა – ბაქარ ბარამიძე მუნიციპალური შპს „ბეთლემის“ დირექტორად გადაიყვანეთ, სადაც მას, სხვა მუნიციპალური შპს-ს დირექტორებისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა.
მე არ დამინიშნავს, საკრებულოს თავმჯდომარემ დანიშნა 2011 წლის ბოლოს. საერთოდ მუნიციპალური შპს-ების დირექტორებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიშნავდა მაგ დროს. თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ მაგ დროს გუნდი მეორე ლიგიდან პირველ ლიგაში გადავიდა. ყველაზე მაღალი ხელფასი არ ვიცი, არა მგონია კატასტროფული ხელფასი ყოფილიყო. თითქმის თანაბარი იყო ყველა დირექტორის ხელფასი, ვინც მუნიციპალურ შპს-ს ხელმძღვანელობდა, შესაძლოა, 100-200 ლარი ყოფილიყო სხვაობა.
ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი მიტოვებული არქიტექტურული ნაგებობების სხვადასხვა სერიას იღებს: ძველ სასახლეებს, დიდ დარბაზებს, გამორჩეულ სახლებსა და საკულტო ნაგებობებს.
ფოტოების სერიას, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ჯეიმს კერვინმა ,,Domum Dei’’ (ლათინურად ,,ღვთის სახლი’’ უწოდა.) საკულტო ნაგებობების სერია ინგლისში, უელსში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და პოლონეთშია გადაღებული. ფოტოებზე ევროპის მიტოვებული ტაძრები, სამლოცველოები და სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა ასახული.
ნანა ფარჩუკაშვილი 2016 წლის ივნისში გაათავისუფლეს საპატიმო დაწესებულებიდან. შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო – ოთხი წელი და რვა თვე იხდიდა სასჯელს რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. ნანა 40 წლისაა, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, როცა დააკავეს უფროსი ვაჟი 10 წლის, შუათანა წლის და რვა თვის, უმცროსი კი 27 დღის იყო.
ჟურნალისტისა და იურისტის განათლება აქვს, გაზეთ ,,სამართლის’’ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო 2003 წლამდე, მერე გამოცემა დაიხურა და ჟურნალისტიკიდან იურისპოდენციაში გადაინაცვლა. თავიდან არბიტრ-მოსამართლედ მუშაობდა, ახლა კი საადვოკატო მომსახურებას ეწევა.
,,პატიმრობის წლებში ჩემს შვილებს დედობა ჩემმა დამ გაუწია. ძალიან გვეხმარებოდნენ სოციალური სამსახურის თანამშრომლები, მათი წყალობით ჩემი პატარები უზრუნველყოფილები იყვნენ ელემენტარული საჭიროებებით. ბავშვების ჯანმრთელობა, კვება, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა – მათი კონტროლის ქვეშ იყო, უამრავი პროგრამით ისარგებლეს ჩემმა შვილებმა და არაერთი შემწეობა მიიღეს, ამის დავიწყება არ შეიძლება. ყოველთვის მადლიერების გრძნობა მექნება სოციალური სამსახურის მიმართ“, – გვეუბნება ნანა.
საკუთარ თავსა და საპატიმროს რთულ წლებზე მრავალშვილიანი დედის ან დაღდასმული ყოფილი პატიმრის პოზიციიდან არ საუბრობს. ინტერვიუს დასაწყისშივე იგრძნობა, რომ ძლიერი ქალია.
საპატიმროში გატარებული წლები, ცხოვრებისეული სირთულეები, მისთვის გამოცდილება იყო, რომელიც დეპრესიის გარეშე მიიღო და სიფხიზლე წუთითაც არ დაუკარგავს, არ მოდუნებულა:
,,პატიმრობის წლებს რაც ეხება, ადამიანურად ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ მეორეს მხრივ თუ უსამართლოდ მოხვდი საპატიმროში, იღვიძებს ინსტინქტი, რომ ებრძოლო უსამართლობას და ამ ბრძოლაში დეპრესიის დრო ნამდვილად არ გრჩება“.
რუსთავის ქალთა დაწესებულების ამბებს იხსენებს, სადაც პატიმრებს ჰიგიენური საშუალებები: საპონი, შამპუნი, კბილის ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდიც კი არ ჰქონდათ.
„წარმოიდგინეთ, 1500 ქალი პატიმრიდან მხოლოდ ორასს რომ უგზავნიდეს ოჯახი ჰიგიენურ საშუალებებს. დანარჩენები სხვა მსჯავრდებულების მოწყალებაზე იყვნენ დამოკიდებულები. ძალიან რთული იყო ყურება, როგორ იდგნენ რიგში პატიმრები და საშხაპიდან გამოსულებს ელოდნენ, ცოტა შამპუნის სათხოვნელად“.
ასეთმა ამბებმა აიძულა გამოეკვლია რისი უფლებები ჰქონდათ მსჯავრდებულებს და რა ვალდებულებები ჰქონდა მათ მიმართ პენიტენციურ სისტემას. პატიმრობაშივე წერილობით დაიწყო მოთხოვნა, რომ აღსრულებულიყო კანონი პატიმრების შესახებ და ასევე მინისტრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მსჯავრდებულთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა ევალებოდა.
მოითხოვდა, რომ პატიმრებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ მათი უფლებების შესახებ, რადგან კედლებზე გამოკრული იყო მხოლოდ მსჯავრდებულთა ვალდებულებები და არსად ახსენებდნენ უფლებებს.
აქტიური მოთხოვნების გამო ნანა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, მის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ, ემუქრებოდნენ, აფრთხილებდნენ, რომ გაჩუმებულიყო, თორემ ვერ ეღირსებოდა შეწყალებას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის დიდი მხარდაჭერითა და ძალისხმევით, მიაღწია იმას, რომ 2014 წლიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იძულებული გახდა ქალთა დაწესებულებაში თითოეული მსჯავრდებულისთვის ყოველთვიურად გადაეცათ ჰიგიენური საშუალებები, რომელთა გარეშეც შეიძლება საფრთხეც კი დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას.
ნანამ პატიმრობაშივე შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა აენაზღაურებინათ ზარალი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ჰიგიენური საშუალებების შეძენით მიადგა.
„მიზღუდავდნენ ჰიგიენური საშუალებებით უფასოდ სარგებლობის უფლებას და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა. სიმბოლური თანხა გადმომცეს, სამი წლის ზარალი სრულად არ აუნაზღაურებიათ, მაგრამ მთავარია, რომ პენიტენციურ სისტემას შევახსენეთ, შეესრულებინა ვალდებულებები, რომელიც ჰქონდა და აქვს მსჯავრდებულთა მიმართ“, – ამბობს ნანა.
ყოფილი პატიმრის სტატუსის გამო გარშემომყოფებისგან უხერხულობა არასდროს უგრძვნია. მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და ყოფილი კლიენტები ყოველთვის ამხნევებდნენ, უდედოდ დარჩენილ ბავშვებს ხშირად ნახულობდნენ და გვერდით ედგნენ, მხარდაჭერა ნანას არწმუნებდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მის მიმართ ნდობას არ დაკარგავდნენ. მსგავსმა დამოკიდებულებამ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრების ჩვეულებრივად გაგრძელების ძალა და ხალისი დაუბრუნა.
როგორც თვითონ ამბობს, გონებრივი განვითარება ციხეშიც არ შეუწყვეტია. იქ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილის საქმეები ისევ სასამართლო ეტაპზე იყო, მთავრდებოდა პირველი ინსტანცია და მერე დაკავებულები ნახევრად ღია დაწესებულებებში გადაჰყავდათ, სადაც სხვა პატიმრებთან ურთიერთობა შეეძლოთ, შემდეგ აპელაციის და კასაციის დრო დგებოდა. ზემოთ ჩამოთვლილ ყოველ ეტაპზე ნანა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მეგობრებს: წერდა საჩივრებსა და შესაგებლებს, არ წყვეტდა კავშირს პროფესიასთან და ალბათ ამიტომაც არ გაუჭირდა გათავისუფლებიდან პირველივე დღეებში ბრალდებულის ინტერესები დაეცვა სასამართლო დარბაზში, როგორც ადვოკატს:
„2016 წლის 3 ივნისს გამათავისუფლეს. ექვსში, ორშაბათს კი უკვე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს ვიცავდი სასამართლო დარბაზში. უცნაურია, რომ ამ პროცესზეც მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე იყო, მოსამართლე, რომლის განჩინებითაც დამაკავეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჟურნალისტის სადავო პროცესი მაშინ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა“.
ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და დასაქმების პრობლემებზე როცა ეკითხები, ნანა პასუხობს, რომ ნასამართლობა დამღა არ არის და ამ შემთხვევაში საზოგადოებას ვერ დავადანაშაულებთ. მიაჩნია, რომ უმუშევრობა, ზოგადად, მთელი ქვეყნის პრობლემაა და არა მხოლოდ ყოფილი პატიმრების.
„ხშირად პრობლემაა ნებელობაც: თუ ადამიანს სურს რამე აკეთოს, ზუსტად იცის რა უნდა და ამისთვის შრომობს კიდეც, ალბათ, ყველაფერი გამოუვა. თვითონ უნდა შეძლო წარსულის გადაფასება, გააზრება, გაცნობიერება, რა გსურს და რა შეგიძლია. მხოლოდ ასე შეიძლება ახალი ნაბიჯების გადადგმა“.
ნანა ამბობს, რომ გარდა ყოფილი პატიმრების შინაგანი და ფიზიკური მზაობისა, უმნიშვნელოვანესია სახელწიფოს აქტიური და ქმედითი პროგრამებიც რესოციალიზაციის პროცესში:
„სახელმწიფო აუცილებლად უნდა ზრუნავდეს პატიმრების სოციალიზაციაზე. შეიძლება, მაგალითად, მოლაპარაკება სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც ყოფილი პატიმრების დასაქმების სანაცვლოდ, დავუშვათ, გადაიხდიან სამი ან ოთხი პროცენტით ნაკლებ გადასახადს. უამრავი ყოფილი პატიმარი, რომელსაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს, სიხარულით დაიწყებდა მუშაობას“.
ნანა ფარჩუკაშვილი ღია რესპონდენტია, რომელიც არ მალავს სახელსა და გვარს, არ ეშინია წარსულსა და მომავალზე საუბრის. იცის, რომ თუ საკუთარ ისტორიას მოყვება, ამით ყოფილ პატიმრებსაც გაუადვილებს წარსულის გადაფასებისა და ახალი ცხოვრების დაწყების პროცესს.
ჯანსაღ გარემოს ალბათ ასეთი ადამიანები ქმნიან, – ვისაც შეუძლია თავისუფლად ყვებოდეს საკუთარი ცხოვრების როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო მომენტებზე. ვინც იცის, რომ პრობლემებმა დაღი არ უნდა დაგასვას და პირიქით: ყოველი სირთულე, რომელსაც ცხოვრება გზად გახვედრებს, ახალ ცოდნად და გამოცდილებად უნდა მიიღო.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
2017 წლის იანვრიდან დღემდე აჭარის მთის სოფლებში ხანძრის ყველა შემთხვევა სახლის დაწვით დასრულდა. ცხრა თვის განმავლობაში ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 11 სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად.
სტატისტიკური მონაცემებით, წელს სახლის დაწვის ყველაზე მეტი, ხუთი შემთხვევა, ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები სოფლებში: თხილვანაში, რაგვთაში, დიოკნისში, პაქსაძეებსა და ვაშლოვანში დაიწვა. აქედან ოთხი ხის სახლი იყო, ერთი კი კაპიტალური შენობა.
კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება საცხოვრებელი სახლების გადარჩენა და ცეცხლის დროული ლიკვიდაცია, მაშინ როდესაც შსს სასწრაფო-სამაშველო სამსახურს აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ადგილზე ჰყავს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ხულოს გამგეობაში პასუხობენ, რომ აჭარის მთაში ძირითადად ხის სახლებია, რომელსაც ცეცხლი სწრაფად ედება, სოფლები კი მუნიციპალურ ცენტრს ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული, რის გამოც სახანძრო ადგილზე მისვლას ვერ ასწრებს.
„ხულოში ძირითადად ხის სახლებია. ყველაზე ახალი სახლი, რომელიც ბოლო დროსაა აშენებული, მინიმუმ 10 წლისაა. სახლები გამომხმარია, ნებისმიერი ასეთი სახლი ცეცხლის გაჩენიდან მაქსიმუმ 35 წუთში მთლიანად დაიწვება. მაგალითად, ხიხაძირში, რომელიც მუნიციპალურ ცენტრს 40 კილომეტრით დაშორებულია, ხანძარი რომ გაჩნდეს, ავტომობილს მისვლამდე მინიმუმ 40 წუთი დასჭირდება, რეალურად შეუძლებელია სახლის გადარჩენა, შესაბამისად მუშაობა იმ კუთხით მიმდინარეობს, რომ გვერდით საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს ცეცხლი“ – ამბობს ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.
გამგებლის ინფორმაციით, ხულოს სახანძრო სამსახურს ამ დროისთვის სამი ავტომობილი ჰყავს, მათგან ერთი 2014 წელსაა შეძენილი, ხოლო დანარჩენი ორი კი დაახლოებით 17 წელია სარგებლობაშია.
„რა თქმა უნდა გასაუმჯობესებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს მეხანძრეების ბრალია. პირიქით, ბოლო დროს გაჩენილმა ხანძრებმა მათი გმირობა გვიჩვენეს, ცეცხლის დროული ლიკვიდაცია რეალურად შეუძლებელია“ – ამბობს გამგებელი.
შუახევში იანვრიდან დღემდე ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გოგინაურში, ბარათაულში, კვიახიძეებსა და ნიგაზეულში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები მთლიანად განადგურდა. ოთხიდან სამი ხის სახლი იყო, ერთი – კაპიტალური, ბოლო ხანძარი აქ, სოფელ გოგინაურში, 6 სექტემბერს გაჩნდა.
შუახევის გამგებელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სახანძრო ტექნიკა გამართულია:
„204 000 ლარად ახალი სახანძრო მანქანა შევიძინეთ. ძირითადად ხანძრის დროს ისე ხდება, რომ როდესაც სახანძრო ბრიგადა მიდის გამოძახების ადგილზე და ხედავს სახლის გადარჩენის შანსი არ არის, მობილიზება ხდება იმაზე, რომ ცეცხლი გვერდით ნაგებობაზე არ გადავიდეს“ – ამბობს შუახევის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე.
ბათუმის მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი 30 წლის ნათია ბუაძეა. მან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიული სტაჟირებით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ამბობს, რომ მუშაობდა ფრანგულ კომპანიაში, სადაც პერსონალის მართვა და ადმინისტრაცია ებარა. 2016 წელს ადამიანური რესურსების მართვაში აიღო დიპლომი საფრანგეთში. ჰყავს მეუღლე და ერთი ბავშვი. საფრანგეთში მცირე საოჯახო ბიზნესი აქვს მეუღლესთან ერთად, რესტორანი – „ინდური სახლი“. მეუღლე საფრანგეთის მოქალაქეა, პროფესიით შეფ-მზარეული და რესტორნის მენეჯერი. იგი ამჟამად საფრანგეთშია, ხოლო ნათია ბათუმის მერის საარჩევნო კამპანიაშია ჩართული ბლოკ „სახალხო – ხალხის ერთსულოვნების“ სახელით. გაერთიანებული ბლოკის ლიდერი ალექსანდრე კობაიძეა, რომელიც პარტიის ახალი ლიდერია კობა დავითაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. კოალიცია „ერთსულოვნების“ თავმჯდომარე კი მიხეილ ანდღულაძეა.
ნათია, რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობა?
გულახდილად გეტყვით, რამდენიმე წელი არ ვიყავი საქართველოში, ჩამოვედი და საწყენად კი ჟღერს, მაგრამ დიდი ევოლუცია აქ არ მომხდარა, სოციალური სიდუხჭირეა, ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია. საფრანგეთიდან ყოველთვის მქონდა ურთიერთობა სახალხო პარტიასთან და მეტნაკლებად ვადევნებდი თვალს საქართველოში მდგომარეობას. ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი ბლოკის წევრებს, იყო შემოთავაზება და გადავწყვიტე – რატომაც არა. დიდი სურვილი მაქვს ბათუმის ისტორიაში მოხდეს ევოლუცია, მერი გახდეს ქალი და დავუმტკიცოთ ყველას, რომ ქალები უფრო უკეთ ვასრულებთ დანაპირებს და რეალურად ბევრი რამ შეგვიძლია.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქართულ პოლიტიკაში ცოტა ქალი?
რთულია ამაზე პასუხი. ჩემს მიმართაც ყოფილა ასეთი დამოკიდებულება მამაკაცების მხრიდან: „ბავშვი არ გყავს?“ „სახლში საქმე არ გაქვს?“ ალბათ განათლების პრობლემაა და სოციალური პრობლემები, რომელიც ქალს არ აძლევს საშუალებას იმუშაოს და უფრო აქტიური იყოს.
ახსენეთ სოციალური პრობლემები. მერის სტატუსით როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?
ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბათუმში შემოვიდეს ევროპული მმართველობის სისტემა. როგორც გავიგე, საქართველოში არ არსებობს ისეთი ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეძლება სახელწიფოს მიერ გადაწყვეტილი საბოლოო პასუხის გასაჩივრება. ჩვენ გვსურს შევქმნათ მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც გადაამოწმებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეისწავლის, თუ რატომ ეთქვათ უარი. ანუ სოციალურად დაუცველ ადამიანს ექნება საშუალება გაასაჩივროს და ჩაუღრმავდეს უარის მიზეზს.
სოციალური სააგენტოს საქმიანობა კავშირში არ არის ბათუმის მერიასთან. თქვენ მერიის სოციალურ პროგრამებზე საუბრობთ?
დიახ, ბათუმის მერიის სოციალურ პროგრამებზე მაქვს საუბარი.
კიდევ რა პრობლემას ხედავთ ქალაქში, რაც, თქვენი აზრით, პირველი რიგის საკითხი უნდა იყოს მომავალი მერისთვის?
აუცილებლად მიმაჩნია, რომ უნდა დაწესდეს შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, აუცილებლად უნდა მოხდეს სოციალური ბინების გამოყოფა უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ასევე მიმაჩნია, რომ მერიის ჩართულობა საგანმანათლებლო სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი… პედაგოგების გადამზადებაში, მათ საზღვარგარეთ სტაჟირებაში… ეს არც ისე ძვირია რეალურად. მე-13 ხელფასი უნდა მიიღონ პედაგოგებმა…
ეს მხოლოდ ბათუმში მცხოვრებმა პედაგოგებმა უნდა მიიღონ?
დიახ, სამწუხაროდ, ბათუმის მერს მეტი არ შეუძლია.
თქვენ ასახელებთ ბევრ თემას, გასწვდება კი ბათუმის ბიუჯეტი ამ ყველაფერს? შესწავლილი გაქვთ ბიუჯეტი?
ყველა პრობლემა რამდენიმე თვეში და ერთ წელიწადში ვერ მოგვარდება, მაგრამ შესაძლებელია პროცენტული გადანაწილება, როგორც ეს ხდება ყველა დიდ, ცივილურ ქალაქში. მიმაჩნია, რომ კარგ მენეჯერს უნდა შეეძლოს თავისი ბიუჯეტის თანაბრად გადანაწილება წარმატების მისაღწევად.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ურთიერთობები, ახალი კონტაქტების ძიება მსოფლიოს დიდი ქალაქების მერიებთან, ეს პუნქტი უამრავ ქვეპუნქტს მოიცავს, რადგან ამით მოხდება ტრადიციული კულტურის დემონსტრაცია საზღვარგარეთ, შემეცნებითი და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, უცხოური გამოცდილების და პროგრესის შემოტანა, რაც თავის მხრივ მეტ ტურისტს და ინვესტორს მოიზიდავს საქართველოში.
ბათუმში სერიოზული პრობლემაა სატრანსპორტო მოძრაობა და პარკინგი. როგორც მერობის კანდიდატს, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორი ხედვა გაქვთ?
საქართველოში რომ ჩამოვედი, ჩემი ფრანგი მეგობარი მახლდა და ქალაქში მოძრაობას თავისი ტელეფონით იღებდა. ქალაქში მოძრაობის რეგულაციისთვის შეიძლება გამოიყოს სპეციალური სამოძრაო ზოლი ავტობუსებისთვის და სამარშრუტო ტაქსებისთვის, ისე, როგორც ევროპაშია. რაც შეეხება პარკინგს, ეს ძალიან თვალსაჩინო პრობლემაა ქალაქში და მიმაჩნია, რომ მერიამ და საპატრულო პოლიციამ ეს პრობლემა ერთად უნდა მოაგვაროს. რასაც ვხედავ, ბათუმში ნდობა საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას შორის ძალიან დაბალია. ასევე, უნდა არსებობდეს უფასო პარკინგის ზოლები და ყველა სახლს, რომელიც მშენებლობის პროცესშია, უნდა ჰქონდეს ერთ-ერთ ვალდებულებად პარკინგის მოწყობა.
რამდენჯერმე ახსენეთ „ჩვენ“. ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები, თანამოაზრეები?
ჩვენი ბლოკის ყველაზე საპატიო წევრად მიმაჩნია ალექსანდრე კობაიძე, იურისტი. ასევე ბატონი მიხეილ ანდღულაძე. მათი მთავარი დევიზი ეროვნულობა გახლავთ. როცა საქართველოში ჩამოვედი და მათ საკუთარი გეგმები გამაცნეს, ეს იყოს, რამაც გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა.
როგორ აფასებთ თქვენს შანსებს ამ არჩევნებზე? ახალი სახე ხართ, ასეთ დროს ძნელია დიდ შედეგზე საუბარი.
ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შანსი აქვს ყველას, ამავე დროს, ვიცი, რომ საქართველოში ვართ, ადამიანს თუ არ იცნობ, ნაკლები შანსი გაქვს გამარჯვებისთვის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხალხთან ურთიერთობით შესაძლებელია გაგიცნონ და შანსი არსებობს. რომც ვერ გავიმარჯვო, მიმაჩნია, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი იმით, რომ ახალგაზრდა ქალი გამოცდილი პოლიტიკოსების გვერდით იღებს მონაწილეობას არჩევნებში და შეიძლება ეს სხვა ახალგაზრდა ქალებისთვისაც იყოს მაგალითი.
იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიმარჯვებთ, რას გეგმავთ? საფრანგეთში წახვალთ ისევ თუ საქართველოში დარჩებით პოლიტიკაში?
მართალი გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია. წასვლის შემთხვევაში, ვფიქრობ ისე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე ვიყავით, ურთიერთობა მექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მე არავითარი ამბიცია არ გამაჩნია გავხდე ქალაქის მერი და მოვირგო ეს სტატუსი.
არ გაქვთ ამბიცია, რომ გახდეთ მერი და ამავე დროს კანდიდატი ხართ. ეს ხომ არ დააბნევს ამომრჩეველს? ქალაქი მერის პოზიცია მოიაზრებს ამბიციასაც.
ამბიცია გამაჩნია არა სტატუსის მიმართ, არამედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის და ჩემი ქალაქისთვის კარგი საქმის გაკეთების. სურვილი მაქვს, რომ ჩემთან ჩამოსული ფრანგი მეგობრები აქედან არ წავიდნენ სურათებით: ნახეთ, როგორი ქუჩებია, ნახეთ როგორ პირობებში არიან გარემოვაჭრეები. ეს ძალიან სამარცხვინოა. თუ გავიმარჯვებ, ყველანაირად ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო ჩვენი პრობლემების მინიმუმამდე დასაყვანად.
ბათუმში უკვე წლებია არსებობს მეჩეთის აგებასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი მოსაზრება როგორია ამ თემასთან დაკავშირებით?
ძალიან დელიკატური თემაა, იქედან გამომდინარე, რომ რწმენა ყველა ადამიანის უფლებაა. დემოკრატიულ ქვეყანაში ტოლერანტობა და ანტიდისკრიმინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვესაუბრე მეჩეთთან მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ჩანს ხმოვანი ლოცვის დროს მათთვის არავის უკითხავს აზრი. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გადაიხედოს ეს საკითხი, რადგან, პირადად ჩემი აზრით, ეს შელახვაა იმ ადამიანის უფლებების, ვინც არ არის მუსლიმური რელიგიის.
თქვენვე აღნიშნეთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების უფლება აქვს ყველას. მუსლიმმა მოსახლეობამ რომ თქვას, მაგალითად, რომ აწუხებს ზარის ხმა, ეს მისაღები იქნება?
გინდ მეჩეთი, გინდ ეკლესია, ნებისმიერი სალოცავი, არის შენობა, სადაც შიგნით უნდა მოხდეს რელიგიის გამოხატვა. დაცული უნდა იყოს უმცირესობების და უმრავლესობის უფლებებიც. საფრანგეთში არც ერთი მეჩეთიდან არ გამოდის ლოცვის ხმა, ეს არის პატივისცემის საკითხი, რომ სხვა ადამიანს არ უნდა მოახვიო თავს შენი რელიგია.
თუ აპირებთ შეხვედრას მუსლიმებთან?
სიამოვნებით. მეგობრები მყავს მუსლიმები, ერთად ვსწავლობდით და წლებია ვმეგობრობთ. მე არავის დისკრიმინაციას არ ვახდენ და ძალიან ბევრს შევედრები ტოლერანტობით და სხვა რელიგიის პატივისცემით, საფრანგეთში უამრავი ათეისტი მეგობარი მყავს, მყავს მუსლიმი მეგობრებიც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური რელიგიის პატივისცემა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის. დღეს ალბათ შეიმჩნევა, რომ არის ცუდი დამოკიდებულება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის.
სად ხედავთ ამ „ცუდ დამოკიდებულებას“?
ქალაქში, ე.წ. „თურქულ უბანს“ რომ ეძახიან, თურქის ან ჩადრიანის ჩავლაზე ცოტა ისეთ შეძახილს მოისმენთ, რაც ნამდვილად მიუღებელია ცივილური სამყაროსთვის.
დისკრიმინაცია და რასიზმი გამოწვევაა არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რომ არ მივიდეთ აქამდე, აუცილებელია ყველამ პატივი სცეს ყველას რელიგიას, მაგრამ რელიგია არ უნდა მოახვიო სხვას და ხელი არ უნდა შეუშალო სხვა ადამიანების მრწამს.
ყველას უფლება რომ უნდა იყოს დაცული, ეს კანონშიც ასახულია. მეორეს მხრივ, იგივე საჯარო სკოლებში, რომლებიც კანონის შესაბამისად თავისუფალი უნდა იყვნენ რელიგიური სიმბოლოებისგან, არის ქრისტიანული სალოცავი კუთხეები. თქვენი აზრით ეს პრობლემაა თუ არა?
ყველა ადამიანის უფლების დაცვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ცუდია, როცა რელიგია ერევა განათლების სფეროში. განათლების სფერო არის ის სფერო, სადაც ადამიანის ზნეობრივი და მორალური ჩამოყალიბება ხდება რელიგიის გამიჯვნით – ჩემი შეხედულება ასეთია.
რაც შეეხება რუსეთს. ბათუმის მერი პოლიტიკური ფიგურაა, საინტერესო თქვენი აზრი ამ მიმართულებით.
ჩემთვის მერი არ არის პოლიტიკური ფიგურა. ჩემთვის მერი არის დიდი ოჯახის მენეჯერი, რომელსაც აკისრია ადმინისტრაციული საქმეების მოგვარება. ჩვენს პროგრამაში გამოყოფილი გვაქვს პუნქტი, რომელიც შეეხება საერთაშორისი ურთიერთობებს და ამაში მოიაზრება ყველა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია?
მე ვაღიარებ რუსეთს, როგორც ოკუპანტს, მაგრამ ქალაქის მერისთვის შეიძლება მისაღები იყოს ბევრი რამ, რაც ქალაქს წაადგება. ამაში არ ვგულისხმობ თავის დახრას.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი.
გამოფენის გარდა, ევროპის მოედანზე რეგიონში წარმოებული პროდუქციის გაყიდვაც იგეგმება, მოხდება უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაცია.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები. სოფლის ტურიზმის ფესტივალზე ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდებიც დაუკრავენ.
ხელვაჩაურში სამწლიანი გამგებლობით ნადიმ ვარშანიძე კმაყოფილია. კონკრეტულ პრობლემებზე და გასული წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენების დროს, აუცილებლად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ „ყველაფერს დრო სჭირდება“ და „ოაზისში არ ვცხოვრობთ“… ნადიმ ვარშანიძეს ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ხელვაჩაურის პარიტული სიის პირველ ნომრად დაასახელა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს.
ყველა ადამიანი თავისი საქმით კმაყოფილია, თუმცა საქმეს, საბოლოო ჯამში, საზოგადოება და ისტორია აფასებს, ესაა ჩემი პასუხი.
რამდენიმე პრობლემაზე მინდა გკითხოთ. „წყალი ყველა ოჯახში უნდა მივიდეს, კომპლექსურად – აუზიდან ონკანამდე,“ – ეს წინაასარჩევნო დაპირება თქვენ 2014 წელს გაეცით. რატომ არ შეასრულეთ დაპირება?
წყალი თითქმის ყველა სოფელში მოგვარდა და გვარდება. გეთანხმებით, რომ რამდენიმე სოფელში არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხდა. რომ მოვედი გამგებლად, სოფლების 90 პროცენტში წყალი არ იყო, ახლა თითო-ოროლა სოფელია დარჩენილი და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მალე მტირალა-ყოროლისთავის სისტემა ამოქმედდება და 1800 ოჯახზე გადანაწილდება წყალი, ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ ჩავერთვებით წყლის საერთო სისტემაში, ამჟამად „ბათუმის წყალთან“ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ KFW სისტემაში ჩაერთოს ხელვჩაურიც მთლიანად.
სოფელ ფერიაში, გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა 2015 წელს მოეწყო, მაგრამ მოსახლეობას წყლის ისევ არ აქვს. ამის თაობაზე რამდენიმე თვის წინ ვწერდით. რა მდგომარეობაა ახლა ფერიაში?
მაქ საუკუნეები წყალი არ ყოფილა. ფერიაში პრობლემა შექმნა იმან, რომ თავი იჩინა პატარ-პატარა პრობლემებმა. სადაც არსებობს ადამიანი, იქ არსებობს პრობლემა. ის მოიკითხეთ, როდის გაკეთდა მაგ სოფელში წყალი… ჩვენს დროს გაკეთდა და მაინტერესებს, 2012 წლამდე რატომ არ იყო წყალი.
გაზიფიცირების პროცესის შეჩერებაზეც საუბრობს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია…
ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ გაკრტიკოს. არაფერი არ შეჩერებულა, პროცესი მიდის. თუკი „ნაციონალების“ დროს ბიუჯეტიდან მიდიოდა ამისთვის თანხები, ახლა პირიქით, კომპანია „სოკარს“ ვაკეთებინებთ ჩვენ ყველაფერს. 8 თემში მივიყვანეთ გაზი.
თქვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ გეგმის მიხედვით ბეშუმამდე უნდა ასულიყო გაზი, რეალურად კი მხოლოდ ორ სოფელში გაიყვანეს გაზი.
მაგენი ბევრ რამეს ამბობენ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მე ახლა ზუსტი ციფრები არ მახსოვს, სად გაკეთდა… ჩვენ შუამდგომლობასაც ვთავაზობთ მოსახლეობას და რიგ შემთხვევებში „სოკარს“ განვადებითაც შეჰყავს ოჯახებში გაზი… ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და ახლა ვერ გეტყვით.
მაჭახლის დაცული ტეროტორიის განვითარება რატომ ვერ მოხერხდა. თუ გახსოვს წინა არჩევნებზე ამასაც ჰპირდებოდით მოსახლეობას?
როგორ არ მოეწყო, ჩხუტუნეთში ასვლამდე გზა გაკეთდა, ოფისები გააკეთა დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბილიკები კეთდება, გარეგანათება, მეტი რა უნდა გაკეთებულიყო?… მსხვილ ობიექტებს და განვითარებას რაც შეეხება, ეს ბიზნესის საქმეა.
რატომ არ ინტერესდება ბიზნესი, თუკი შესაბამისი გარემო უკვე არსებობს?
როგორ არ ინტერესდება, დაინტერესებულია კერძო ტურიზმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები… ზუსტად მე არ ვიცი, დაცული ტერიტორიების სააგენტო მუშაობს ინტენსიურად ამაზე.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მობილური და კანონიერი გავხადოთ მიწის რეფორმა,“ – ესეც თქვენი ერთ-ერთი წწინასაარჩევნო დაპირება იყო 2014 წელს. მაშინ თქვენ გამგებლობა გინდოდათ. ამ კუთხით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. რატომ ვერ შეასრულეთ ეს პირობა?
დაიწყო ეს პროცესი ქედა-შუახევ-ხულოში და მალე ჩვენთანაც დაიწყება. კანონი შეიცვალა და ეს არის საპილოტე პროგრამა მაღალმთიანეთში… საუბარია იმაზე, რომ ვისაც 2500 კვადრატული მეტრი მიწა აქვს და კაპიტალური შენობა ედგა მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე. ამ ოჯახებს თემის რწმუნებულების და მეზობლების დადასტურება დასჭირდებათ… იმიტომ ვერ გავაკეთეთ აქამდე, რომ ამას დალაგება სჭირდებოდა, ტრადიციებია, მამა-პაპისეული მიწები და ამას ყველაფერს გაანგარიშება უნდა, რომ ერთი ადამიანიც არ დარჩეს ნაწყენი. ეს პროცესი საჭიროებს ძალიან სკულპუოზურ შესწავლას, დაპირისპირება არ უნდა მოხდეს მოქალაქეებს შორის.
„რატომ აღარ არის მეწყერი ხელვაჩაურში…“ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თქვენი ეს ფრაზა, რომელიც აჭარის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თქვით…
ფაქტია, რომ ჩვენ სანიაღვრე სისტემების მოწყობა მივიყვანეთ ბოლომდე და 100-მდე ფერდსამაგრი გავაკეთეთ, რამაც თავისი შედეგი დადო. კიდევ ბევრ სოფელში გვჭირდება ფერდსამაგრი და ამას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს სამუშაოები მინიმუმამდე დაიყვანს მეწყრულ პროცესებს.
გამგებლობის დროს თქვენ დაგადანაშაულეს ნეპოტიზმში. ოპოზიციამ 20-მდე თანამშრომელი დაგითვალათ, ვისზეც ტქვეს, რომ თქვენი ნათესავები ან მეგობარი არიან…
ეს არის სუფთა წყლის ნაყვა. ყველა ამ ადამიანმა, რაზეც დაობდა ოპოზიცია, გაიარა კონკურსი და ამის დოკუმენტაცია არსებობს, შეგიძლიათ ნახოთ. იქ ნახავთ რამდენმა ახალგაზრდა დავასაქმეთ, ვინც წარმატებით დაასრულა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. ისინი დასაქმდნენ პროფესიონალიზმის ნიშნით და არავითარი სხვა კავშირი არ არსებობს. ამ შერჩევას ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა და ყველამ დადებითაც შეაფასა ეს პროცესი. მაგალითად, „ინტელექტი“ აკვირდებოდა, პროფკავშირებიც იყვნენ…
ოპოზიცია რატომ არ მიიწვიეთ კომისიაში?
როგორ არ მოვიწვიე? ბურჯანაძის წარმომადგენლები იყვნენ კომისიაში, ნაციონალებსაც შევუთვალეთ… მაგენი ასეთ დროს სპეციალურად არ მოდიან, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეთ. მე მაგენსავით პარტიული ნიშნით არ დამინიშნავს ვინმე და არც გამითავისუფლებია. ეგაა ჩემსა და მაგენს შორის განსხვავება. ჩვენი ქვეყნის მომავალს კადრები წყვეტენ, პროფესიონალი ადამიანები და არა პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანები. მოიკითხეთ ერთი, რა ხდება გამგეობის კულუარებში, ოპოზიცია დადის და ხალხს აფრთხილებს, მოვალთ ჩვენ და თუ მხარს არ დაგვიჭერთ, გაგათავისუფლებთო. ეს მათი მეთოდია, რაც ყველამ კარგად იცის. არ ყოფთ ჩვენ ადამიანებს ჩვენიანებად და მათიანებად. მე არავინ გამიშვია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით.
თქვენ უკანონოდ გაათავისუფლეთ ფეხმძიმე ქალი – გულნაზ ღლონტი, რომელმაც შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლო მოგიგოთ…
გულნაზ ღლონტი კანონმა გაათავისუფლა, მერე სასამართლომ გაამართლა და ჩვენ დავაბრუნეთ სამსახურში. ის დღესაც ჩვენი გუნდის წევრია და ჩვენი წარმომადგენელია. სასამართლო მომიგო, რადგან კანონიერ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო ეს ყველაფერი.
თქვენ რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეთ და ბიუჯეტიდან განაცდურის ასანაზღაურებლად ათასები დაიხარჯა, ამის გამო პასუხი ვინმემ აგო?
არ არის ასე, უკანონო არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. გთხოვთ, კანონს ძალიან ფაქიზად მოექეცით. მე წავიკითხე სასამართლოს გადაწყვეტილება და იქ არსად ეწერა, რომ უკანონოდ მოვიქეცი.
სასამართლომ თქვენი გადაწყვეტილება გააბათილა, სამართლებრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკანონო იყო. ანუ ფიქრობთ, რომ პასუხი არავის არ უნდა ეგო წაგებული სასამართლოს შემდეგ, რამაც ბიუჯეტი დააზარალა?
რა პასუხისმგებლობაზე მესაუბრებით, პასუხს აგებდა ვინმე, თუკი სისხლის სამართლის დანაშაული დადგინდებოდა. შეცდომა ხდება, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, სახელმწიფოა ეს, თქვენ, აბა, ოაზისში ცხოვრობთ?… განაცდურიც ავანაზღაურეთ, სასამართლომ დაგვავალა. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტები არ ხართ მიჩვეული ასეთ პროცესებს. ადრე ყოველთვის მთავრობა იგებდა სასამართლოს და უკანონოს ეძახით ამ საქმეს, რადგან ახლა გამგეობამ წააგო.
2016 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გამგებელი აღმოჩნდით ქედის, ხულოს, შუახევის და ხელვაჩაურის გამგებლებიდან…
ასე არაა. მე ვარ საზღვაო აკადემიაში სრული პროფესორი და იქ მიღებული ხელფასიც მიათვალეს. მე მაქვს უფლება, ვეწეოდე აკადემიურ საქმიანობას.
ბატონო ნადიმ, ეს ციფრები ჩანს ოფიციალური დეკლარაციიდან, რომელიც თქვენ შეავსეთ. 2016 წელს აიღეთ 51 326 ლარი, როგორც გამგებელმა და 26 ათასი ლარი, როგორც პროფესორმა. ხულოს გამგებელმა, მაგალითად, 37 ათასი აიღო, შუახევმა – 45 ათასი…
არაა ეს ციფრები სწორი, გამგებლებს ერთნაირი ხელფასები გვაქვს.
ხელფასის მონაცემი ნადიმ ვარშანიძის 2016 წლის ოფიციალური დეკლარაციიდანხელფასის მონაცემი ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ოფიციალური დეკლარაციიდან
„ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატმა გვითხრა, რომ თქვენ ამ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად მუშაობდით ურეხში 2010 წელს, ასეა?
ვნახე ეს განცხადება. ამით ცდილობენ, რომ გამაშაონ, ჩირქს მცხებენ… მე მაგ დროს მხოლოდ სამეცნიერო მუშაობს ვეწეოდი აკადემიაში და უნივერსიტეტში. რომც ვყოფილიყავი შტაბის წევრი, ამას არ დავმალავდი, რადგან მე ჩემი წარსულის არ მრცხვენია. საინტერესო ისაა, რომ მათ მიაჩნიათ სამარცხვინოდ, ვინმე თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო. შტაბის წევრი არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, ხელმძღვანელი.
რას ჰპირდებით ამჯერად ხელვაჩაურის მოსახლეობას, თუკი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებით?
გასაოცარს არაფერს ვაპირებ. თუკი ამირჩევენ, ისევ ისე ვემსახურები ჩემს საზოგადოებას, სამშობლოს, როგორც აქამდე. თუ ამირჩევენ საკრებულოში, პროექტების მეტი რა მაქვს. ამაზე მერე მოგიყვებით, როცა ამირჩევენ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მალავს, თუ რა ფასად იყიდა ბათუმში საოფისე ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში. თუმცა, ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მაუწყებელმა გახარჯული თანხის ოდენობა არ დაასახელა. მაუწყებლის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, დიმიტრი ბერძენიშვილი აწერს ხელს, მიგვითითეს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლშიც აღნიშნულია „ფართის სავარაუდო ოდენობა და 1 კვ.მ.-ის სავარაუდო ღირებულება“.
მითითებული წერილი გვამცნობს იმის თაობაზე, რომ მაუწყებლის დირექტორს მიეცა თანხმობა „რეგიონალური სტუდიის მოწყობის მიზნით ბათუმში, ცენტრალურ უბნებში, შეიძინოს დაახლოებით 500 კვ.მდე ფართის [+-10%] უძრავი ქონება მშენებლობის ნებართვით [1 კვ.მ.-ის ღირებულება სავარაუდოდ 200 აშშ დოლარი [ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში], რომელიც უნდა იყოს განთავსებული ქალაქის ცენტრის მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულზე, ოთხმხრივი ხედით ქალაქზე, საიდანაც მოხდება ქალაქის იერსახის მახასიათებელი ადგილების იდენტიფიცირება და ტელეკამერებს ექნებათ წვდომა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან წერტილთან“.
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მაუწყებელმა ოფისისთვის ახალაშენებულ მრავალსართულიან კორპუსში 492,2 კვ/მ ფართობის ტერასა, მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძინა, რაზეც „ბათუმელები“ ერთი თვის წინ წერდა. მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ მაშინ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში 1 კვ/მ ფართობი 500-დან 650 დოლარამდე ღირდა. შესაბამისად, მაუწყებელს საოფისე ფართობში მინიმუმ 250 ათასი და მაქსიმუმ 320 ათასი დოლარი უნდა ჰქონდეს გადახდილი.
დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობის დასადგენად „ბათუმელები“ საზმაუს გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძესაც დაუკავშირდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რა თანხა გადაიხადა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბათუმში ოფისისთვის შეძენილ ქონებაში, ერთი თვის წინაც ვცადეთ მაუწყებელში. ტელევიზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ კითხვაზე პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა აღარ გვიპასუხეს.
ბათუმის ოფისისთვის გადახდილი კონკრეტული თანხის ოდენობა რომ გაგვეგო, საზოგადოებრივ მაუწყებელში საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა, ანუ წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს. შესაბამისი წერილის ელექტრონულად გაგზავნის შემდეგ კი სატელეფონო საუბარში „განგვიმარტეს“, რომ კანცელარია, „სავარაუდოდ“, ელექტრონულად გაგზავნილ წერილს არ გაატარებდა რეგისტრაციაში და ამიტომ აჯობებდა წერილი მიგვეტანა პირადად, ან ამობეჭდილი ვერსია/ფურცელი გაგვეგზავნა ფოსტით.
„გთხოვთ, თქვენი განცხადება წარმოგვიდგინოთ ოფიციალურად. განცხადების ოფიციალურად წარმოდგენის შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა განხორციელდება მოქმედი კანონმდებნლობით დადგენილი წესის შესაბამისად“ – „არაოფიციალურად“, ანუ ელექტრონულად მოგვწერეს საზმაუდან.
„ოფიციალურად გაგზავნილი“ წერილით „ბათუმელებმა“ თანხის ოდენობასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სხვა ინფორმაციის მიღებაც ითხოვა:
[crosslist]
როგორც ვიცით, აღნიშნულ ფართობში უნდა განთავსდეს მაუწყებლის რეგიონალური ოფისი/სტუდია. იყო თუ არა შესაძლებელი და თუ არა რატომ, მაუწყებლის ოფისი განთავსებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარგებლობაში არსებულ შენობაში?
ხომ არ იგეგმება ბათუმში ახალშეძენილ ფართობში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განთავსება?
საქართველოს რომელ რეგიონებში [კონკრეტულად სად] იგეგმება მაუწყებლის რეგიონალური ოფისების გახსნა? რა თანხა აქვს ამისთვის გათვალისწინებული ჯამში მაუწყებელს?
ამ დროისთვის სად და რამდენად აქვს შეძენილი ქონება მაუწყებელს რეგიონალური ოფისებისთვის?
[/crosslist]
საზოგადოებრივ მაუწყებელმა არცერთ ამ კითხვას პასუხი არ გასცა, თუმცა „დამატებით გვაცნობა“, რომ „განმარტების გაკეთება ამა თუ იმ საკითხებზე და იმის შესახებ, თუ რას აპირებს და გეგმავს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონალური სტუდიების მოწყობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის კატეგორიას“.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ განაცხადში აღნიშნავდა, რომ ბათუმში შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენს იმავე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო თავად შენობა-ნაგებობის პროექტის ავტორი გიორგი გაბაშვილია. ამიტომ, საავტორო უფლების გათვალისწინებით, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უნდა განახორციელოს ექსკლუზიურად, გიორგი გაბაშვილისგან „ტერასაზე ასაშენებელი რეგიონალური ოფისის პროექტის შექმნის მომსახურების შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 23 600 ლარი“.
გამარტივებული შესყიდვით პროექტის შეძენაზე საზმაუს თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 11 სექტემბერს მისცა.
შენობა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, რომლის ბოლო სართული/ტერასა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდაშენობა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე [მარცხნივ], რომლის ბოლო სართული/ტერასა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფისისთვის იყიდა
ბათუმის #14 საბავშო ბაღში გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ბალონი არ აფეთქებულა, მოხდა გაზის გაჟონვა და ბოლონი აალდა. იმ წუთასვე ჩავაქრეთ, არაფერი არ დაზიანებულა. სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ არ დასჭირვებიათ წყალი, ჩვენ ჩავაქრეთ, ცეცხლმაქრით, ადგილობრივი ძალებით“ – ამბობს მაია ხუხუნაიშვილი, #14 საბავშვო ბაღის დირექტორი.
დირექტორის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღში არ შეფერხებულა და ჩველებრივ მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ახლად მოასფალტებულ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე შემოღობილი ტროტუარების დასათვალირებლად იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი. „მათ ადგილზე გასვლით დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორიები [ტროტუარები] კერძო მესაკუთრეებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვთ 8-9 წლის წინ. შესაბამისად, ისინი კანონიერი მფლობელები არიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში.
დავიდოვის სახლის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ამ სახლის მფლობელს ტროტუარი 100%-ით აქვს შემოღობილი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარები მიტაცებული აქვს დაახლოებით შვიდ ოჯახს. 100%-ით ტროტუარი მიუტაცებია ბიზნესმენ სერგეი დავიდოვს, რომელიც ბათუმში კომპანია DS გრუპით ოპერირებს.