მთავარი,სიახლეები

ხუთი საუკეთესო კონცერტი 50 წლის განმავლობაში – ჟურნალ Rolling Stones-ის რჩეულები

09.10.2017 • 2535
ხუთი საუკეთესო კონცერტი 50 წლის განმავლობაში – ჟურნალ Rolling Stones-ის რჩეულები

დარბაზიდან წამოსული ენერგია, შესრულება, კონცერტების საერთო მუხტი – ჟურნალმა Rolling Stones -მა ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული, ბოლო 50 წლის საუკეთესო კონცერტების სია გამოაქვეყნა.  Rolling Stones-ის გრძელი სიიდან ხუთ საუკეთესო როკ-კონცერტს გთავაზობთ.

ჯიმი ჰენდრიქსი – Experience Worldwide Tour – 1967

ჯიმი ჰენდრიქსის გენიალურობა 1967 წლის სადებიუტო ალბომის  ,,You Experrienced’’ გამოსვლისთანავე გახდა ცხადი. ალბომის გამოსვლის შემდეგ  ჰენდრიქსმა თითქმის ორასი კონცერტი  გამართა. უჩვეულო ექსპერიმენტები ელექტროგიტარაზე, განსხვავებული ჟღერადობა, მუსიკისადმი არაკომერციული მიდგომა, დრამატულობა და თავბრუდამხვევი რიტმი – ეს იყო ის, რაც მას იმ პერიოდის დანარჩენი მუსიკოსებისგან გამოარჩევდა. 1967 წლის ტურნეში ექსპერიმენტულ მუსიკას ჰენდრიქსი ყველა ტიპის სივრცეში უკრავდა: თეატრებსა და ბაიკერების ბარებშიც კი.

როგორ გიტარისტი იხსენებდა, 1967 მისი ცხოვრების საუკეთესო წელიწადი იყო.

 

Pink Floyd „The Wall“ Tour – 1980-1981

Pink Floyd-ის 1969 წლის ფსიქოდელიური ალბომი The Wall ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და ამბიციური ექსპერიმენტი იყო. 1980 – 1981 წლის ტურნეებში მუსიკოსები ნამდვილი აგურის კედელს აგებდნენ სცენაზე, რომელიც კონცერტის დასასრულს მოულოდნელად ინგრეოდა და სცენასთან ახლოს მყოფი მსმენელების სიცოცხლეს მართლაც ემუქრებოდა საფრთხე. სრულიად ახალი მუსიკალური ექსპერიმენტები და შთამბეჭდავი, ბოლოს კი ექსტრემალური შოუს ელემენტები ტურნეს ყოველ კონცერთს დაუვიწყარ სანახაობად აქცევდა.

 

   Patti Smith Group და არტ-პროექტი CBGB – 1975

პატი სმიტი 1975 წელს მანჰეტენზე მდებარე არტ-პროექტ CBGB – ს შეუერთდა. კლუბი CBGB მალევე იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როკ-კლუბად. პატი სმიტი პოეტურ იმპროვიზაციებს მიმართავდა, ჯგუფს კი ამ იმპროვიზაციების შესაფერის მარტივი, შაბლონურ აკორდებს იყენედა.  სმიტს მიაჩნდა, რომ კლუბი CBGB საუკეთესო ადგილი იყო ისეთი ხმის მისაღებად, როგორიც უნდოდა. როკ-ისტორია ამ კლუბში გრიმიორებისა და ზედმეტი კოსტიუმების გარეშე იქმნებოდა.

 

ჯონი ქეში სან-კვენტინის ციხეში – 1969

1969 წლის 24 თებერვალს სან-კვენტინის ციხეში პატიმრებს მოულოდნელად ქანთრი-მუსიკოს ჯონი ქეშის კონცერტი გაუმართეს.

კალიფორნიის ამ უძველეს ციხეში გასაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები იხდიდნენ და იხდიან სასჯელს. ჯონი ქეშის კონცერტს 2000 პატიმარი დაესწრო და მათ შორის იყვნენ სიკვდილმისჯილებიც. კონცერტის ჩანაწერში მსმენელების ძალიან ემოციურ კადრებს ვხედავთ. მუსიკოსი უშუალო კავშირს ამყარებს აუდიტორიასთან. სცენასა და მსმნელს შორის თითქოს ზღვარიც ქრება. მოგვიანებით, 1997 წელს თავის ბიოგრაფიაში ჯონი ქეში ამ კონცერტზე წერდა: „ეს იყო ძალიან ირონიული გადაწყვეტილება, დამეკრა ციხეში სიკვდილმისჯილებთან, ირონია როგოც ჩემი, ასევე პატიმრების მიმართ.“

 

 Big Brother and Holding Company – ამერიკული ტურნე

1968 წლის ალბომი Cheap Thrills’ ჯგუფ Big Brother and Holding Company-ს საბედისწერო ნამუშევარი აღმოჩნდა. ალბომის გამოსვლის შემდეგ ტურნეს, დასაწყისში ჯგუფის სოლისტმა, ჯენის ჯოპლინმა განაცხადა, რომ ტურნეს შემდეგ ჯგუფს ტოვებდა. ამ გადაწყვეტილებას დიდი არეულობა და დაძაბულობა მოჰყვა ჯგუფის წევრებს შორის. ჯენისი ტურნეს შემდეგ ჯგუფიდან წავიდა, თუმცა მუსიკოსებს შეურიგდა საბოლოოდ და როგორც Big Brother and Holding Company-ს დრამერი, დეივ გეტცი ამბობდა, 1968 წლის ბოლოს ,,მსოფლიოს არ ჰყავდა ჯენის ჯოპლინზე დიდი ბლუზ მომღერალი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: