მთავარი,სიახლეები

წუხელ, ბათუმში, ღამის კლუბში კაცი დაჭრეს

09.10.2017
წუხელ, ბათუმში, ღამის კლუბში კაცი დაჭრეს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში გუშინ ღამით მოქალაქე ნ.დ. დანით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა ღამის კლუბ „დენიზის“ ეზოში მოხდა, სადაც სასტუმროც მუშაობს.

შემავალი ჭრილობის მქონე ნ.დ. გუშინ გვიან ღამით მოათავსეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ნ.დ.-ს ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა. დაჭრილი პირი არ გადაუყვანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.  „მსგავსი შეტყობინება ბათუმის პოლიციაში არ არის შესული“, – მოგვწერეს უწყების პრესცენტრიდან.

მოგვიანებით შსს-ს პრესსამსახურმა შეგვატყობინა, რომ შემთხვევას ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის შესაბამისად, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ასევე დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ნ.დ. კლუბის დაცვის თანამშრომელმა დაჭრა, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: