მთავარი,სიახლეები

ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

09.10.2017 •
ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს.

„გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, 23-ე ბაღში დღეს, 9 ოქტომბერს და ხვალ სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის შენობას გამწვანების სამსახური დღეს შეწამლავს.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ფაროსანა ბათუმის რომელიმე სხვა ბაღის შენობაში არ დაფიქსირებულა.

ამავე თემაზე: ბათუმში საჯარო სკოლას ფაროსანა შეესია

farosana 2

farosana 3

farosana 4

ფაროსანა ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ფოტოები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: