მთავარი,სიახლეები

ბათუმში ექვსი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

08.10.2017 • 4438
ბათუმში ექვსი წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

8 ოქტომბერს, საღამოს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ექვსი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გონზე მყოფი გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: