მთავარი,სიახლეები,სპორტი

20 წლის ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

17.10.2019
20 წლის ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, 20 წლის ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

დღეს, 17 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.

ფედერაციის ცნობით, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 ____________
ფოტო: ijf.org

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: