11:1 ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მესამე თამაშიც მოიგო

კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ჰონგ-კონგის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით – 11:1. ეს მათი მესამე გამარჯვებაა  მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში. საქართველოს ნაკრებმა 17 აპრილს ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 5:3,  16 აპრილს კი თურქეთის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 6:2. საქართველო 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 აპრილს კი – ტაიპეის ნაკრებს ხვდება.  …

საქველმოქმედო ნახევარმარათონი ბათუმში – პრიზი 1000, 1500 და 2000 ევრო

21 აპრილს ბათუმში საერთაშორისო ნახევარმარათონი „Great Batumi Night Race”-ი ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში რეგიონს  32 ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი ეწვევა. ბათუმში ნახევარმარათონი წელს პირველად ტარდება. მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ბათუმის ღამის ნახევარმარათონი მხარს უჭერს საქველმოქმედო ფონდს „ჩვენ განსხვავებულები ვართ“. მარათონიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება პროექტს „სარესურსო …

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვებაც მოიპოვა

კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები 17 აპრილს ანგარიშით 5:3 დაამარცხა. ეს მათი მეორე გამარჯვებაა ჩემპიონატის ფარგლებში, 16 აპრილს საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებიც დაამარცხა, ანგარიშით 6:2. ბულგარეთი – საქართველო (ემოციები, გოლები, საუკეთესო მოთამაშე): See more 19 აპრილს საქართველო ჰონგ-კონგის ნაკრებს ხვდება, 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 …

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა დასრულდეს. აჭარის მთავრობას კი ამ ეტაპზე არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და ვინ უნდა გამოიყენოს 157 მილიონ ლარად ღირებული ნაგებობა. 12 წლის წინ ბათუმის ერთადერთი დიდი საფეხბურთო მოედანი ბათუმის ბულვარში სასტუმროს მშენებლობას შეეწირა. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმელებს ახალ, თანამედროვე სტანდარტების …

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სასკოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოდან მონაწილე თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი მე-6, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა. მალტის სასკოლო ოლიმპიადაზე, მაგიდის ჩოგბურთში სულ 25 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა. მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც მალტაში ტარდება, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ოთხი თამაში გამართა – საფრანგეთის, ჩინეთის, საბერძნეთისა და არაბეთის …

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის შეხვედრებისთვის ემზადება, რომელიც 16-22 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება. ნაკრები 3-13 აპრილის ჩათვლით ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის მოედანზე გადის შეკრებას. ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 14 აპრილს გაემგზავრება. ნაკრების შემადგენლობა: №1 – ამბროლავა კახა (მეკარე) №23 – დავითაშვილი მიხეილ (მცველი) №7 – დუმბაძე ვიტალი (ფორვარდი) №21 – ფილიმონოვი …

ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს

ანგისის სპორტული ბაზის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დაგეგმილი. ამავე დღეს ახალ სპორტულ ბაზაზე პირველად ჩაატარებს შეხვედრას ბათუმის „დინამო“, რომელიც თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმის“ გაყიდვის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, ამასთან, კლუბთან ერთად, შესაძლოა, ანგისის ახალაშენებული ბაზაც გაიყიდოს. ბაზის აშენებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ანგისის სპორტული ბაზა ბათუმის მერიამ შპს …

ბათუმი VS ხარები – მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ბათუმი რაგბი არენაზე, დიდი 10-ის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი ბათუმის “ბათუმსა” და რუსთავის “ხარებს” შორის გაიმართა. მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 28:24. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ანგარიში 14:24 იყო, “ხარების” სასარგებლოდ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბათუმელებმა შეძლეს და მოედანზე უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 28:24 დაფიქსირდა, სარაგბო კლუბ “ბათუმის” სასარგებლოდ. მეჩვიდმეტე ტურში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა გასამართი. …

გიორგი ჩხარტიშვილი სტამბულის თასის პრიზიორია – ცხენოსნობა

ბათუმის საცხენოსნო კლუბის სპორტსმენმა, გიორგი ჩხარტიშვილმა, გუშინ, 25 მარტს, სტამბულში გამართულ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი დაიკავა. კლუბის წარმომადგენლის, ბექა ხაბაძის თქმით, სტამბულის თასზე სპორტსმენები მხოლოდ თურქეთის მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილნი, საქართველო კი გამონაკლისი იყო და მხოლოდ გიორგი ჩხარტიშვილი მონაწილეობდა. „გიორგი ჩხარტიშვილი წელს ამიერკავკასიის თასის მოპოვებასაც გეგმავს. ამიერკავკასიის თასის გათამაშება, ივლისშია დაგეგმილი თბილისის იპოდრომზე. აგვისტოში კი აზერბაიჯანში გაიმართება …

14 წლამდე ასაკის მორაგბეები ბათუმიდან

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ 14-წლამდე ასაკის მორაგბეებმა 24 მარტს გამართულ მატჩში ფოთის გუნდი „კოლხეთის რაინდები“ დაამარცხეს. მიმდინარე საფესტივალო სეზონზე ეს ბათუმის მეორე გამარჯვებაა. ეს სარაგბო კლუბ „ბათუმისთვის“ პირველი 14 წლამდე ასაკის მორაგბეთა კლუბია, რომელსაც საკლუბო თამაშისთვის ამზადებენ. 2004-2005 წლებში დაბადებული მორაგბეებიდან მწვრთნელები რამდენიმე თვის მანძილზე არჩევდნენ საუკეთესოებს – ვიდეოზე იწერდნენ ვარჯიშებს და ეძებდნენ მოთამაშეებს, რომლებსაც  კარგი …

ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, 23 მარტს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება. ფოტო:  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

ბათუმელმა ზურაბ კინწურაშვილმა საერთაშორისო ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა

ბათუმელმა სპორტსმენმა, ზურაბ კინწურაშვილმა, საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში ოქროს მედალი მოიპოვა. G-1 სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი ტაეკვონდოში ბელგიაში მიმდინარეობს. ტურნირში 1200 სპორტსმენი მონაწილეობს. ზურაბ კინწურაშვილი პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა ახალგაზრდებში, 51 კგ. წონით კატეგორიაში. აჭარის ტაეკვანდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ცენტერაძის ინფორმაციით, ზურა კინწურაშვილი სარეიტინგო ბრძოლაში პირველად მონაწილეობს: „ამ ტურნირში პირველ ადგილზე გასვლით ახალგაზრდა სპორტსმენის რეიტინგი წამოიწევს. …

16-18 მარტს დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები ბათუმში [ანონსი]

16-18 მარტს ბათუმში (გოგოლის ქ.#5, ბონი)  გაიმართება საქართველოს 2018 წლის პირველობა ჰოკეიში, 2003 წელს დაბადებულ და მათზე უმცროსი ასაკის გოგონათა შორის. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საქართველოს ჰოკეის ფედერაცია. 17-18 მარტს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართება აჭარის პირადი პირველობა 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ქართულ ჭიდაობაში. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და …

0:3 ბათუმმა რაგბიში აკადემიას სძლია

დიდი 10-ის მეთხუთმეტე ტურის მატჩში სარაგბო კლუბმა “ბათუმი” დღეს თბილისის “აკადემია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 0:3 დაფიქსირდა. ამ გამარჯვებით “ბათუმი” მეხუთე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ამასთან ამ მოგებით გუნდს პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვს. “ბათუმს” მიმდინარე სეზონზე სულ  ორი ისეთი თამაში აქვს მოგებული, როცა მოწინააღმდეგე გუნდმა 0 ქულა მიიღო.

„ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს

სარაგბო კლუბ „ბათუმის“ ორი მორაგბე საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს. გიორგი მენაბდემ და დურმიშხან (დუსკა) ჯაბნიძემ ნაკრებთან ერთად პირველი თამაში საფრანგეთში ჩაატარეს. „13 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე. ანგისაზე ვვარჯიშობდი. თავიდან ვაცდენდი, მერე შერჩევებზე რომ დავდიოდი იქ უფრო სხვა სიტუაცია დამხვდა და მომეწონა. ძალიან მოვინდომე და აი, შედეგიც გამოჩნდა. ნაკრებში თამაში განვითარებაში დამეხმარება,“ – …

ხუთი ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან

6 მარტს ბათუმში გამართულ 23-წლამდელთა საქართველოს პირველობაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ხუთმა სპორტსმენმა აჭარიდან პირველობა მოიპოვა. ხულოს საკრებულოს ცნობით, ოთხი მათგანი ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა. საქართველოს ჩემპიონები ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდნენ: ირაკლი შავაძე [60 კგ.] ლერი აბულაძე [63 კგ.] ოთარ აბულაძე [67 კგ.] გელა ბოლქვაძე [82 კგ.] რამაზ ზოიძე [72 კგ] პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის …

ექიმი, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონია

28 წლის დარინა ცეცხლაძე ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. ის მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულია. ბოლოს 24-25 თებერვალს გამართული ჩემპიონატის დროს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. პირველად შეჯიბრზე 2009 წელს გამოვიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტში ჩატარებულ შიდა ტურნირზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებიდან ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატზე წავიდა. მისი გამარჯვების ამბავი …

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში და მილიონიანი პროექტები ფორსმაჟორში

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომ ბათუმში ჩატარდებოდა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა. შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც, წესით მაშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა, 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი, ვერ ესწრება. ამით კი ისეთი ფორსმაჟორი შეიქმნა, რომლის თავიდან აცილება მთავრობას გაცილებით ადრე შეეძლო. გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმაში ნახა, რომ ტენდერის …

32:0 – ბათუმმა რაგბიში ლოკომოტივი დაამარცხა

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმი რაგბი არენაზე გამართული დიდი 10-ის მე-14 ტურის მატჩში ბათუმელმა მორაგბეებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. 32:0 – ამ ანგარიშით დასრულდა თამაში. დღევანდელ თამაშში “ბათუმის” მორაგბე ბექა მამრიკიშვილმა სამი ლელო დადო. დუბლის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო, მესამე ლელო კი – მეორე ტაიმში.   მორიგ მატჩს ბათუმი 9 მარტს, ავჭალის სტადიონზე, აკადემიასთან გამართავს.  

ბათუმელმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ეინდჰოვენში გამართულ სინქრონული ფიგურული სრიალის საერთაშორისო კონკურსზე ბათუმელმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ლუმიერების თასზე მოასპარეზე 13 გუნდიდან  Ice Lions Batumi-მ 39.39 ქულის მოპოვება შეძლო, გუნდი მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. „Ice Lions Batumi“ საქართველოში დღეისათვის სინქრონულ მოციგურავეთა პირველი და ერთადერთი გუნდია.  

ბათუმელი მოციგურავეები ლუმიერის თასზე დღეს გამოვლენ

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi საერთაშორისო კონკურსზე Lumière Cup  დღეს, 17 თებერვალს გამოვა. კონკურსის ოფიციალური გახსნა საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. მოციგურავეთა გამოსვლის პირდაპირ ეთერში ნახვა ლაივსტრიმის საშუალებით ამ მისამართზეა შესაძლებელი: https://www.figureskatingonline.info/livevideo.php   სინქრონული ციგურაობის კონკურსი Lumière Cup ეინდჰოვენში წელს მეორედ იმართება. ყინულის ლომები ბათუმიდან  

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. „მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს …

ყინულის ლომები ბათუმიდან

სინქრონული ფიგურული სრიალის გუნდი ბათუმიდან, Ice Lions Batumi, ეინდჰოვენში, ლუმიერების თასზე, სინქრონული ციგურაობის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. მოციგურავეები კონკურსისთვის ბათუმის ყინულის სასახლეში ემზადებიან. კონკურსი ეინდჰოვენში წელს მეორედ ტარდება. „გუნდში ყველას წარმატების მიღწევის იმედი გვაქვს. საპრიზო ადგილი ნამდვილად გვინდა. არც ერთი სპორტსმენი არ მიემგზავრება იმ შემართებით, რომ უნდა დამარცხდეს. ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია საკუთარ თავთან, რომ უნდა გავიმარჯვოთ,“ …

„ნაციონალური მოძრაობა“: მერიამ სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიამ ანგისის სპორტული ბაზა მშენებლობის დასრულებამდე ჩაიბარა. სპორტულ კომპლექსის მშენებლობაზე  კომპანია „მონოლითი 2005“-ი მუშაობდა. „აღნიშნული ობიექტი [კომპანიას] უნდა ჩაებარებინა 2017 წლის 25 დეკემბრამდე. წარმოგიდგენთ კომპლექსის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია და იგი მერიამ ჩაიბარა. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ აქ …

აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში – 10, 14 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის

1-9 თებერვალს, ბათუმში, კომპლექსური სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში (გორგილაძის ქუჩის #91) გაიმართება აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, 10, 14 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატის ორგანიზატორია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და აჭარის ჭადრაკის ფედერაცია.

ჩოგბურთის დაკეტილი კორტები ქედაში  

ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტები 2011 წელს მოაწყეს. ამისთვის 84 667 ლარი დაიხარჯა. წვრთნები კორტზე ცოტა ხანს ტარდებოდა, 2012 წლის თებერვლის შემდეგ კი ეს სპორტული სივრცე, ფაქტობრივად, დაკეტილია. მიზეზი – კორტის საფარი  ობიექტის ჩაბარებიდან სულ რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა. ჩოგბურთის კორტები ქედაში ენმ-ის წევრის, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის დროს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გულები ო.დ“-მა ააშენა. 2011 წელს …

ფეხბურთელი გოგოები ბათუმიდან

მათი უმრავლესობის საყვარელი ფეხბურთელი ლიონელ მესია, ბევრს ფიქრობენ, როცა ეკითხები ვინაა მათი ფავორიტი ქალი ფეხბურთელი და ვერ იხსენებენ. ენთუზიაზმით ვარჯიშობენ ნახევრად დანგრეულ სპორტულ ბაზაზე და 2018 წლის თამაშებისთვის ემზადებიან. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის მიმოსვლით[შინ და გარეთ} 2016 წლიდან ტარდება. 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მგზავრობის ხარჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია …

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ყიდვა ორ ბიზნესჯგუფს სურს. ბათუმის მერიაში წინადადება “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მფლობელს, აიეტ კუკავას და “ლამინი გრუფის” ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. იმისთვის, რომ კლუბი გაიყიდოს, ბათუმის მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის „დინამოს” შეძენა და როგორ ხედავთ კლუბის მომავალს? – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” დაინტერესებულ ინვესტორებს. “ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს …

ბათუმი VS ტიმიშოარა სარასენსი – ფოტორეპორტაჟი

6:11 ამ ანგარიშით დამთავრდა შეხვედრა რაგბში “ბათუმსა” და რუმინულ კლუბ  “ტიმიშოარას სარასენსს” შორის. ბათუმურმა კლუბმა კონტინენტის ფარის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა სახლში, ბათუმი რაგბი არენაზე წააგო. განმეორებითი მატჩი რუმინეთში, კლუჟ არენაზე 20 იანვარს გაიმართება. ჯამში ორი მატჩის ანგარიშით გაირკვევა თუ ვინ იბრძოლებს  ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრი ბილეთისთვის. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დღევანდელი მატჩიდან.             …

ბათუმი VS ტიმიშოარა – 13 იანვარს ბათუმი რაგბი არენაზე ფლეი ოფის პირველი თამაში გაიმართება

ხვალ, 13 იანვარს,  ბათუმი რაგბი არენაზე სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინულ კლუბს “ტიმიშოარა სარასენს” შეხვდება.  ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფის პირველი თამაში 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. “ბათუმი” ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად იბრძვის. ამასთან ამ მატჩით იხსნება 2018 წლის ქართული სარაგბო სეზონი.  ფლეი ოფი ორ რაუნდიანია. გუნდები ორ თამაშს ატარებენ (ერთს შინ და …

შმაგი ბოლქვაძე საქართველოს ჩემპიონია

შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლქვაძე 67 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარიდან სულ  6 სპორტსმენი მონაწილეობდა.  შმაგის გარდა ჩემპიონატზე 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. “შედეგი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, მაგრამ ამ ექვსიდან სულ ცოტა სამი მაინც უნდა ყოფილიყო ჩემპიონი. სპორტია და რას იზამ ახლა, …

ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია

„ახლახან ჩამოვედი ტურნირიდან, რამდენიმე გადასხდომა დაგვჭირდა ფრენისას, ძალიან რთული გზა იყო“, – მითხრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა, როცა ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე. გზა, აეროპორტებში გატარებული საათები და რეისების ლოდინი ცხოვრების ნაწილია მოჭადრაკისათვის, რომელიც წელიწადში ათამდე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ეს შემოდგომა ნინოსთვის დაძაბული და წარმატებული იყო. ნოემბერში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელშიც იგი უკვე ხუთი წელია თამაშობს, კუნძულ …

ბათუმელი ანა დიასამიძის გზა ეროვნულ ნაკრებამდე

საქართველოს ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, ფრენბურთის გუნდ „ბათუმის“ წევრი ანა დიასამიძე ბათუმში 2017 წლის წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს. ანა მე-12 კლასის მოსწავლეა. „ბათუმელებთან“ თავად ანა ყვება, როგორი იყო მისი სპორტული გზა. ანა, 2017 წლის წარმატებული სპორტსმენი გახდით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება? ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტიტულით. ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.  …

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს – ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გუნდი არც აუქციონზეა გატანილი. „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ამბობს, რომ მათთვის კლუბის გაყიდვა მისაღებია, ასე გუნდი სახელმწიფოს ჩამოშორდება. „გუნდს საკუთარი ბაზა აქვს, სტადიონი შენდება, ბავშვთა სკოლა აქვს, ინვესტორისთვის დღესდღეობით მისაღებია ბათუმის „დინამო“. ადრე არ …

აჭარის ღია პირველობა „ოფროუდში“

დღეს, 17 დეკემბერს, „ოფროუდში“ აჭარის ღია პირველობის მე-3 დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მონაწილეობას იღებდენ სპორტსმენები მთელი საქართველოდან და მეზობელი თურქეთიდან. ღონისძიების მასპინძელი აჭარის ოფროუდ ფედერაცია იყო. შეჯიბრის ერთი ტური ჩატარდა ბეშუმში, „შუამთობის“ დღესასწაულზე. მეორე – გონიოში, ხოლო მესამე, დასკვნითი ტური სოფელ ჭარნალში დღეს გაიმართა. აჭარის ოფროუდ ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, მირზა ნაკაშიძის თქმით, როგორც აღჭურვილობას, ასევე ტურნირის …

„ბათუმის“ ისტორიული გამარჯვება რაგბიში [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 16 დეკემბერს, ბათუმის „ბათუმმა“ რაგბი არენაზე რუმინული გუნდი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც კონტინენტის ფარის ფლეი ოფში გადავიდა. თამაშს უკვე უწოდეს ისტორიული ქართული საკლუბო რაგბის ისტორიაში. თავდაპირველად თამაში რუმინელების უპირატესობით წარიმართა. პირველი ლელოც რუმინელებმა დადეს, დაწყებიდან რამდენიმე წუთში. თუმცა შემდეგ, „ბათუმმა“ ჯერ საჯარიმო დარტყმით მოიპოვა პირველი სამი ქულა, მოგვიანებით კი …

Exit mobile version