მთავარი,სიახლეები,სპორტი

მინდა ჩემი გამარჯვება შინდისის გმირებს მივუძღვნა – გენო პეტრიაშვილი

11.08.2024 •
მინდა ჩემი გამარჯვება შინდისის გმირებს მივუძღვნა – გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე გამარჯვება შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიუძღვა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ, 10 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან.

„მინდა ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, ჩემს შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, გუნდს, მწვრთნელებს, ფედერაციას, ოჯახს და თქვა, რომ „იმედია, არ გაეღვიძება“.

დღეს, 11 აგვისტოს, 16 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე.

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი 11 წლის იყო, როცა 2005 წელს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან, სო­ფელ ნუ­ლი­დან გა­ი­ტა­ცეს და 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს ცხინ­ვალ­ში ჰყავ­და და­ტყვე­ვე­ბუ­ლი.

გენო პეტრიაშვილმა გუშინ, 10 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე, დრამატულ ფინალში დაამარცხა ირანელი სპორტსმენი, ამირ ზარე ანგარიშით – 10:9 და ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს პეტრიაშვილის მესამე ოლიმპიური მედალია, 2016 წელს მან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე ვერცხლი მოიპოვა, ხოლო 10 აგვისტოს, პარიზში – უკვე ოქროც.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON

გადაბეჭდვის წესი


ასევე: