8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა …
Category Archives: მთავარი
რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე
საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი] უცვლელად შეინარჩუნა და ის 8.0 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ან შემცირების პარალელურად, შესაბამისად იაფდება ან ძვირდება იმ საბანკო სესხების მომსახურება, რომლებიც ამ განაკვეთზეა მიბმული. კომიტეტის სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს შედგა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო …
Continue reading “რა გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე”
კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის – პროკურატურა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე 9 სექტემბერს ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) …
„ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის“ – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, წერილს ავრცელებს ციხიდან. წერილში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნდა, ჯაფარიძე წერს: „რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი. თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს. თუ …
ვაშინგტონიდან პეკინში – როგორ მუშაობს აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალი საგარეო პოლიტიკა
„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 22– 27 გრადუსი სითბო ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 15 – 20 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 091 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 11 172 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 262 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 32 606 ერთეული [+29] MLRS – 1 483 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი”
„ოცნების ეს ბანდები იწყებენ მერე ერთმანეთის ხოცვას“ – ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან
„ეს არის უბრალოდ ნიშანი იმის, საითკენ მიდის სიტუაცია. რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ამით დააანონსა, რომ იქნება კიდევ უფრო მეტად მოძალადე და არავის არ დაინდობს: არც ქალს, არც ბავშვს, არც მოხუცს და საერთოდ არავის,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მას 8 სექტემბერს, თბილისში მომხდარ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ – პოლიციელების თვალწინ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადეს, თავდამსხმელები კი არ დააკავეს. გიორგი …
სტიკერის გაკვრაზე ორჯერ გასამართლებული მზია ამაღლობელის საჩივარი სააპელაციომ არ დააკმაყოფილა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა განიხილა და არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. მოსამართლე ზაზა რამიშვილმა, იმსჯელა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, მარიანა ფომაევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა მზია ამაღლობელს, ძალაში დატოვა. „ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური გამოხატვის ფარგლებში ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება …
რუსეთმა დონეცკში, სადაც პენსიის რიგში იდგნენ, ბომბი ჩამოაგდო – დაიღუპა 24 ადამიანი
დღეს, 9 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიას ტერიტორიაზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. ბომბი დაეცა იმ ადგილას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა პენსიას იღებდა. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რუსეთის დარტყმის შედეგად დაიღუპა 24 და დაშავდა 19 ადამიანი. სოფელი იაროვაია საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 7-8 კილომეტრში მდებარეობს. მთელი დღის განმავლობაში სოფელში მაშველები, ექიმები, პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. …
ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა და მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთის“ შესახებ დეზინფორმაცია დღეს, 9 სექტემბერს გაავრცელა. მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა სქრინი (ფოტოასლი) და პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთი“ ძალადობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. სინამდვილეში, „ნეტგაზეთმა“ ქარდის სახით გაავრცელა ანონსი, რომ წუხანდელი დარბევის შემდეგ “ქართული ოცნების” შტაბთან, მელიქიშვილზე აქტივისტებმა დღეს, …
Continue reading “ქარტია პაპუაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს „ნეტგაზეთზე“ თავდასხმა”
უშედეგო შეხვედრა ელისო ბოლქვაძესთან – ბათუმის თეატრში ნუკრი ქანთარიას წასვლას ითხოვენ
ბათუმის დრამატული თეატრის დასის უმრავლესობა ისევ ითხოვს თეატრის დირექტორის პოსტი დატოვოს ალექსანდრე ქანთარიამ. გუშინ, 8 სექტემბერს, თეატრის დასი აჭარის არალეგიტიმურ კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. მსახიობების თქმით, ელისო ბოლქვაძესთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მსახიობების მოთხოვნა ერთადერთი და უცვლელია – ალექსანდრე ქანთარიამ დატოვოს ბათუმის დრამატული თეატრი. შეხვედრაზე იმყოფებოდა მსახიობი მაია ცეცხლაძე. …
ესკოში 1,5 მილიონი ლარის პრემია დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი
სახელმწიფო კომპანია „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ [ესკოს] თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო [პრემია] ისეა გაცემული, რომ არ არის გათვალისწინებული მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები. ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს 81%, ანუ 1 595 837 ლარი, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. აუდიტმა ესკოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა 2022-2023 წლებში. …
Continue reading “ესკოში 1,5 მილიონი ლარის პრემია დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი”
პოლიციელს მოხვდა ბოთლი და მუშტიც, ოღონდ „ოცნების“ აქტივისტის – რატომ არ იწყება გამოძიება?
8 სექტემბერს, თბილისში, კალაძის საარჩევნო შტაბთან ერთ პოლიციელს წყლით სავსე ბოთლით მოხვდა სახეში, მეორე პოლიციელს – მუშტი, თუმცა „ოცნების“ მხარდამჭერი თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი ვიდეოში „ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადე ბიჭი პოლიციელს ასე მიმართავს: „თქვენიანი ვარ, ოცნებიდან“. შსს-ში უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა: რატომ არ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით? შეგახსენებთ, რომ სილის გაწვნის გამო ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, მზია …
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს სოფელ ზემო ხვითთან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. „ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ – წერია უწყების განცხადებაში. სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. …
„თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“- საია „ოცნების“ აქტივისტების ძალადობაზე
„8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ …
16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა
თელავის სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“’ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის …
Continue reading “16 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა”
მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა შორისაა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატები არიან: მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა) ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო) საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი) ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი) მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი) ჟურნალისტი …
Continue reading “მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა”
„ვინ ხართ? სად გაიზარდეთ? არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული“ – არქიმანდრიტი შიო
სამების ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია ეხმიანება 8 სექტემბერს, კალაძის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევას. „ვინ ხართ? სად გაიზარდეთ ან საიდან მოხვედით? მილიციას ამოფარებულო “ვაჟკაცებო“. არაფერია თქვენში კაცური და ქრისტიანული. ან ეს მილიცია რას დაემგვანა, ამ მთავრობის მხარდამჭერებს რანაირად მოგწონთ ეს. ვის გინდათ ასეთი ქალაქის მერი ან ასეთი მახინჯი ხელისუფალი. …
„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი
„ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან მაჭავარიანი 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან „ოცნების“ აქტივისტების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეების ცემასა და დარბევაზე ამბობს, რომ „რთულია შტაბში მყოფი ადამიანების მოთოკვა“. „აქ არის „ქართული ოცნების“ თბილისი საარჩევნო შტაბი, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და იკრიბება ძალიან ბევრი ხალხი, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და დიდი თაობა, კაცები, …
Continue reading “„ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია ღირსება“ – „ოცნების“ შტაბის უფროსი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 090 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 11 169 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 261 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 32 577 ერთეული [+32] MLRS – 1 482 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 სექტემბერი”
პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა
მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს. „აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან …
Continue reading “პოლიციამ იძალადა ბათუმელები/ნეტგაზეთის ჟურნალისტზე და საქმიანობაში ხელი შეუშალა”
ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები
„ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ჩავთვალეთ, რომ „მოძრაობა – მზია“ არის ჩვენი დღის წესრიგი. ის არ უპირისპირდება და არანაირად ხელს არ უშლის ამ რეჟიმთან ბრძოლის არცერთ არსებულ გეგმას, პირიქით, აძლიერებს მას და გვინდა, რომ ნებისმიერ ჯგუფთან აქტიურად ვიმუშაოთ,“ – ამბობს ემიგრაციაში მცხოვრები კოკი იონათამიშვილი. კოკი იონათამიშვილი 13 წელია ლატვიაში ცხოვრობს. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „პლატფორმა 2025“-ის თანადამფუძნებელია და …
Continue reading “ვინ მოხვდება „მზიას სიაში“ – რის გაკეთებას გეგმავენ ემიგრანტები “
„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“
ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა …
ვინ არიან 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – ხუთეული
დღეს, 8 სექტემბერს, ცნობილი გახდა 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტის ვინაობა. მათგან ერთ-ერთი 30 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდო ფინალისტები არიან: ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო …
Continue reading “ვინ არიან 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები – ხუთეული”
სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბათუმელმა სტუდენტმა ანრი კაკაბაძემ სასჯელი სრულად მოიხადა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული და სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს, 8 სექტემბერს დატოვა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტი ანრი კაკაბაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს სამ სტუდენტთან და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად. გამოძიება მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებოდა. საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 თვე გრძელდებოდა. 25 …
Continue reading “სტუდენტი ანრი კაკაბაძე სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 089 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910] ტანკი – 11 168 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 258 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 545 ერთეული [+29] MLRS – 1 481 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 სექტემბერი”
ოპოზიციამ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა
დღეს, 7 სექტემბერს, კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმსა და ხულოში მერობისთვის პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატები იბრძოლებენ, ქობულეთში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში კი – კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კანდიდატები. ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს გოჩა გუგუნავა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ქობულეთის მერობისთვის იბრძოლებს პაატა ცივაძე – კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“. …
Continue reading “ოპოზიციამ ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა”
რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 7 სექტემბერს რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით – 800-ზე მეტი დრონით შეუტია. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში დრონებითა და სახმელეთო რაკეტებით კომბინირებული შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის საჰაერო თავდასხმის 823 იარაღიდან 751 სამიზნე გაანეიტრალა. რუსეთმა თავდასხმისთვის 810 დრონი გამოიყენა – უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე …
Continue reading “რუსეთი უკრაინას თავს დაესხა 810 დრონით – არიან დაღუპულები და დაშავებულები”
რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე
ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ფეისბუქზე განმარტავს, რატომ გახდა „ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის სამიზნე მისი გადაცემა იუთუბზე – „აქტუალური ისტორია“ და ისტორიკოს ნიკა ხოფერიას იუთუბ გადაცემა – „მწარე პოდკასტი“. ორივე გადაცემა საქართველოს ისტორიაზეა. „საბჭოთა დროს ისტორიკოსებს არათუ არავინ უშლიდა, არამედ ახალისებდნენ, რომ ეწერათ და ესაუბრათ დიდგორზე, კრწანისზე, მარაბდასა და მუსლიმ დამპყრობლებთან სხვა უთანასწორო, მაგრამ ჰეროიკულ …
Continue reading “რატომ ებრძვის „ოცნების“ პროპაგანდა ისტორიკოსებს – ბექა კობახიძე”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში – წვიმა, ღამით – შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო მაღალმთიან …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 სექტემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 088 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 11 163 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 254 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 32 516 ერთეული [+42] MLRS – 1 481 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 სექტემბერი”
კაცმა მეუღლის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ოჯახთან და მეგობრებთან გაავრცელა
მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა წერს, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარი მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაზარალებულის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი …
ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომერი მზია ამაღლობელის ფოტოთი გამოვიდა
გამომცემლობა „ინტელექტი“ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომრის ანონსს ავრცელებს. ჟურნალის სექტემბრის ნომრის გარეკანზე მზია ამაღლობელის ფოტოა. რედაქტორების წერილში განმარტებულია, თუ რატომ არის მზია ამაღლობელის ფოტო ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე. „საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ: „არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე …
Continue reading “ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ახალი ნომერი მზია ამაღლობელის ფოტოთი გამოვიდა”
სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს
სინდისის პატიმარი, მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და მათ სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე. გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას …
Continue reading “სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს”
„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე
„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს. „მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის …