გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება უახლოესი დღეების განმავლობაში.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის 21 საათიდან 18 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +13 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 24 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.






