უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ მტრის 278 თავდასხმა მოიგერია ფრონტის ხაზზე – ეს რუსეთის თავდასხმების ყველაზე დიდი რაოდენობაა ერთ დღეში, სულ მცირე, დეკემბრის დასაწყისიდან.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 278 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. მტერმა 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 179 მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდო“ – წერს უკრაინის გენშტაბი და აქვე მიუთითებს, რომ თავდასხმისას გამოყენებული იქნა 3 523 დრონი.
გენშტაბის ცნობით, ჩრდილოეთ სლობოჟანსკის და კურსკის მიმართულებით უკრაინელებმა 15 თავდასხმა მოიგერიეს, სამხრეთ სლობოჟანსკის მიმართულებით კი, სხვადასხვა სოფელთან, მტრის ცხრა შეტევა შეაჩერეს.
კუპიანსკის მიმართულებაზე რუსეთმა 24 შეტევა განახორციელა, 27 შეტევა – ლიმანის მიმართულებაზე და 24 – კონსტანტინოვკას მიმართულებით.
ყველაზე მეტი, 82 შეტევა განხორციელდა პაკროვსკის მიმართულებაზე.
უკრაინის გენშტაბი წერს, რომ რუსი სამხედროების დანაკარგმა ბოლო 24 საათში 1730 შეადგინა.
_________________
ფოტო: უკრაინის გენშტაბი






